გრადუსები მორიელის ზოდიაქოში

გრადუსები მორიელის ზოდიაქოში

 ნიშნის მმართველი: ღამის მარსი (ზოგიერთი ავტორის მიხედვით კი _ პლუტონი).

დეკადების მმართველები: 0°°-10°° _ მარსი; 10°°-20°° _ იუპიტერი (ნეპტუნი); 20°°-30°° _ მთვარე.

თერმები: მარსი _ 0°-7°, მერკური _ 12°-19°, იუპიტერი _ 19°-24°; სატურნი _ 24°-30°°.

ფაზები: 1°-10°° _ მარსი; 10°-20°° _ მზე; 20°-30°° _ ვენერა.

ურანის გავლენა ამაღლებულია (ეგზალტაცია), ვენერასი კი _ შემცირებულია (ტყვებაშია). მთვარე დაცემულია.

კრიტიკული გრადუსები: 9°,21°°.

ცალკეული გრადუსების მნიშვნელობები:

1. (მარსი) _ მებრძოლობა, ბრძოლაში/ომში საშიშროება, ინსინუაცია (L. insinuatio მონაჭორი ვისიმე სახელის გასატეხად; ცილისწამება.- უცხო სიტყვატა განმარტება), სხვა ადამიანების გამცემლობა.

2. (მზე) _ დაწინაურება, დიდი გეგმები, ხელმძღვანელობა, სხვების ექსპლუატაცია.

3. (ვენერა) _ განსაკუთრებული, გაფანტული/დაბნეული სული. მთვარე ვარდნაშია.

4. (მერკური) _ გაორებული ქმედებები, მებრძოლობა, ძალაუფლების მოყვარეობა, სულიერებისკენ მიდრეკილება.

5. (მთვარე) _ აზრების ძალა, რომლებიც ხორციელდება; დასახიჩრება.

6. (სატურნი) _ დაჟინებულობა, დაბრკოლებების გადალახვა; სიეშმაკე/ მოხერხებულობა, თავისუფალი აზროვნება.

7. (იუპიტერი) _ შემოსავალი, ფული და ქონება.

8. (მარსი) _ სიფხიზლე, ქედმაღლობა, სითამამე, მრავალი ინტერესი.

9. (მზე) _ საჭიროება/გაჭირვება, მამის დაკარგვა, მარტოობის სიყვარული, სერიოზული ქცევები, ალკოჰოლიზმი. კრიტიკული გრადუსია.

10. (ვენერა) _ ცოცხალი მისწრაფებები, თვალთმაქცობა/ფარისევლობა; მერკურისა და სატურნის დაზიანებისას _ ნევრასთენია.

11. (მერკური) _ გაუფრთხილებლობა, საშიშროება, ძლიერი სექსუალურობა, თავხედობა. ვენერის დაზიანებისას _ ბრაიტის დაავადება. წარმატება (უძრავი ვარსკვლავის _ ჰემმი-ს გავლენა).

12. (მთვარე) _ სიეშმაკე/მოხერხებულობა, კომერციული უნარები, მომთმენლობა, ცბიერება/მზაკვრობა, მრავალი მოწინააღმდეგე.

13. (სატურნი) _ სიმყარე, შეუვალობა, თავდაჯერებულობა, წარმატება. სატურნის, ვენერის დაზიანებისას _ უბედურება, საფრთხე, ტყვეობა, მოწამვლა (უძრავი ვარსკვლავი სასწორის სამხრეთის პინა)

14. (იუპიტერი) _ გახსნილობა, უგრძნობლობა, სევდა, საჭიროება. თუ იუპიტერის და მარსის კარგი ასპექტია, მაშინ ბედნიერება.

15. (მარსი) _ ცუდი ფანტაზია და გონიერება. ვნებები.

16. (მზე) _ კეთილდღეობა, თანაგრძნობა, კარგი ხასიათი, მუსიკალურობა, დაზიანებისას _ აბსცესები (ლათ. აბსცესსუს ჩირქგროვა) – ქართულად: ჩირქგროვა. ქსოვილის ან ორგანოს კაფსულით შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთების კერა. ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისაგან არის გამოყოფილი. აბსცესის მაგალითია ფურუნკულოზი. განასხვავებენ განგრენულ, ჰემორაგიულ, ინკაფსულირებულ, მეტასტაზურ, რეტროფარინგულ და სხვა ტიპის აბსცესებს – უცხო სიტყვათა ლექსიკონი) კისერზე.

17. (ვენერა) _ სისასტიკე, ტანჯვა, ვნებები, მოუსვენრობა/შფოთიანობა, მტრების მხრიდან საფრთხე.

18. (მერკური) _ სიბრაზე/მრისხანება, უნდობლობა, ცნობისმოყვაროება, ბრმა ნაწლავის ანთება, ბედნიერება (უძრავი ვარსკვლავი – სასწორის ჩრდილოეთის პინა).

19. (მთვარე) _ სიფხიზლე, სიამოვნების სიყვარული. ომი/ბრძოლა.

20. (სატურნი) _ ტროპიკებში გამგზავრება, ექსცენტრიულობა, თვითფლობა, სიმსივნეების, ჩიყვის საშიშროება.

21. (იუპიტერი) _ დამოუკიდებლობა, თავისუფლების სიყვარული, საფრთხე, ცუდი მდებარეობისას _ დაღუპვა (უძრავი ვარსკვლავი – უნუკ). ნგრევა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ალბათობა. კრიტიკული გრადუსია.

22. (მარსი) _ ვნებები, არამუდმივი ძალა/ენერგია, სისხლის სამართლებრივი დანაშაულებების ალბათობა, დაღუპვა.

23. (მზე) _ ლამაზი იდეები; საკუთარი თავის რეალიზების უდიდესი სურვილი, მაგრამ ამის განხორციელება ვერ ხერხდება; რევმატიზმი.

24. (ვენერა) _ შრომისუნარიანობა, სახლის სიყვარული, მოკრძალებულობა, შინაგანი სისუფთავე.

25. (მერკური) _ ბრძოლები, მოუსვენრობა, ბიწიერი შემოსავალი, დაზიანებისას – ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება, ფრისებრთა და ნუშისებრთან ჯირკვლების დაავადებები, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება.

26. (მთვარე) _ პირფერი/ფარისეველი, ცუდი მეგობრების გამო დანაკარგები.

27. (სატურნი) _ დაწინაურება, სიმშვიდე, ლიტერატურული უნარები (რეალიზმისკენ მიდრეკილებით).

28. (იუპიტერი) _ იდეალები, სულიერება, სერიოზულობა, ღირსება, პატივისცემა.

29. (მარსი) _ სწავლა, წარმატებები, კეთილდღეობა, თვალის დაავადებების საშიშროება.

30. (მზე) _ მჭერმეტყველება, შესანიშნავი კარიერა.

წყარო:კეფერი

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top