დაბადების რიცხვი – 5

დაბადების რიცხვი – 5

დაბადების რიცხვის შეკრებით ბედის რიცხვი მიიღება, რომელიც ჩვენი მახასიათებლებისა და მიმართულების მაჩვენებელია. ამისთვის რიცხვის, თვის და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ და ერთნიშნა რიცხვამდე დავიყვანოთ (0 არ იკრიბება).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 7 მარტს, 1957 წელს. ვკრებთ: 7+3+1+9+5+7=32. 32 ორნიშნაა, ამიტომ კიდევ ვკრებთ32=3+2=5. ამ ადამიანის რიცხვი 5-იანი ყოფილა.

რიცხვი 5

მთავარი საკითხები: მოგზაურობა, სიახლეები, ადაპტაცია

ბედნიერი რიცხვები: 5, 14, 23

სასიკეთო დღეები: ოთხშაბათი, ხუთშაბათი

ძლიერი პერიოდები: 22 ნოემბერი – 21 დეკემბერი,  20 თებევრალი – 20 მარტი, 22 ივნისი – 22 ივლისი

სუსტი პერიოდები: 22 მაისი – 21 ივნისი, 22 დეკემბერი – 19 იანვარი

ურთიერთობები: უკეთესად ეწყობიან  3, 5 და 6 რიცხვის მქონე ადამიანებს

ამ რიცხვის მმართველად იუპიტერი ითვლება (ვედური ვერსიით – მერკური). მას ზოგჯერ „დიდი სიხარულის“  პლანეტას უწოდებენ. ჩვენთვის ცნობილია 5 გრძნობის ორგანო, 5 ელემენტი…

ამ რიცხვის მქონე ადამიანები მუდმივად შემეცნებისკენ, სიახლის გაგებისკენ ისწრაფვიან. ცდილობენ მათ გარშემო დადებითი და მხიარული ატმოსფერო შექმნან. როგორც წესი, შორეული გეგმების დასახვა არ ახასიათებთ.

დადებითი მახასიათებლები: ხუთიანები გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენენ, მათ აზრს ხშირად ითვალისწინებენ. ავტორიტეტულები არიან და რჩევას ხშირად ეკითხებიან.

ეს ადამიანები იშვიათად უსმენენ სხვების აზრს, უფრო მეტად არიან საკუთარი აზრისა და გემოვნების მიმნდობნი. ურჩევნიათ თავად იმოქმედონ და შეცდომით, ვიდრე სხვისი გეგმით. მათთვის არ არსებობს ავტორიტეტები.

ხუთიანებს მოსწონთ მოგზაურობა, ახალი ადგილების გაცნობას, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ადვილად იტანენ საზოგადოებრივი წრის, სოციუმის, ადგილისა და კლიმატის ცვლილებას. პროფესიული კუთხით იშვიათად მუშაობენ საკუთარი პროფესიით, ხშირად იცვლიან პროფესიას (ან რამდენიმე აქვთ).

პირად ცხოვრებაში შეუძლიათ ერთ წუთში შეცვალონ ყველაფერი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არასერიოზულები არიან. ურთიერთობებში მიდრეკილია ან ლიდერის ან მფარველის პოზიციის დაკავებისკენ.

უყვართ სხვაზე ზრუნვა, განებივრება, სიხარულის მინიჭება. როგორც წესი, კარგი მშობლები არიან, ბავშვებთან მფარველის ან მრჩევლის როლს ირგებენ. ეს ადამიანები ფილოსოფიური აზროვნებისკენაა მიდრეკილი. ყველაფერი, რაც მათ ირგვლივ ხდება ხშირად ბედად, უმაღლესი ძალების ან/და მინიშნებებად აღიქმება.

უარყოფითი მახასიათებლები: უარყოფითი კუთხით ხუთიანები მუდმივად მოწინააღმდეგის როლში ყოფნას ამჯობინებენ. უმიზეზოდ ფეთქებადობით ხასიათდებიან. ამ ადამიანებმა თავშეკავება და თვითკონტროლის გამომუშავება უნდა ისწავლონ. ხუთიანების არაპროგნოზირებადობის ახსნა მოწყენილობაშია. როდესაც მათ ცხოვრებაში თითქმის არაფერი ხდება, მელანქოლია ეუფლებათ და თავად ცდილობენ საინტერესო მოვლენების შექმნას.

მათი კიდევ ერთი ნაკლი – თვალთმაქცობაა. თუ რაიმეს მიღება სურთ, შეუძლიათ სხვას ეპირფერონ ან მოიტყუონ. მნიშვნელოვანია ისწავლონ რეალური მიზნების უბრალო ინტერესებისა და ჟინისგან განცალკევება.

5-იანებისთვის რეკომენდებულია:

  • მეცნიერებისა და ტექნიკის სიახლეებისთვის თვალყურის დევნება, გამოყენება.
  • გადაადგილება, მოგზაურობა, ახალი ადამიანების გაცნობა.
  • მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ყველაფერზე წასვლას მოერიდონ.
  • იუმორის გრძნობა ყოველთვის შეინარჩუნონ

მომზადებულია ნატალია ოლშევსკაიასა და astrostar.ru-ს მასალებზე დაყრდნობით.

სტატიის ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top