ვენერას ტრიგონი სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის მზესთან

ამ ასპექტს შეუძლია ყოველგვარი დაძაბულობის სრულად მოხსნა თუ არა, მნიშვნელოვნად შემსუბუქება მაინც. ამგვარად, ეს ასპექტი საგრძნობლად აძლიერებს ჰარმონიას. თუმცა, სრული კმაყოფილების გამო, წყვილის ურთიერთობაში არ არსებობს სტიმული ზრდისთვის. ამიტომ, ამ ჰარმონიული წყვილის თანაცხოვრებას გამოწვევები აკლია. მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთობას ქალური ორიენტაცია აქვს. მამაკაცი, ასე ვთქვათ, თანამზრახველის როლს ასრულებს, თუმცა კი საკმაოდ მეორეხარისხოვანს, ქალის ქვეცნობიერში საკუთარ მამასთან შეფარდებაში. ასეა თუ ისე, ქალი თავს დაცულად გრძნობს. მამაკაცი კი, თავის მხრივ,  ტვირთისგან თავისუფლდება, რომელსაც ის ადამიანები აკისრებენ, ვინც ცალსახად „მამაკაცურ“ როლს ასრულებს მის ცხოვრებაში.

 

ქალის  ვენერა ტრინში მამაკაცის მზესთან

ამ ასპექტს ურთეირთობაში შეაქვს ბუნებრივი სიმსიბუქე, თუმცა შეიძლება გარკვეული სიზარმაცეც გამოიწვიოს, რადგან თითოეული პარნტიორი სრულ კმაყოფილებას განიცდის ერთმანეთისგან. ასპექტი ერთმანეთის გამდიდრებას მოიაზრებს, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად, რადგან ურთიერთობა მიმართულია ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობისკენ. მამაკაცი ასრულებს მფარველის და დამცველის როლს. ის საკუთარ თავზე იღებს ყველა ტვირთს. ქალი კი მარტივად უთმობს თავის აპოლონს.

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის მთვარესთან

ეს ბრწყინვალე ასპექტია შეთავსებისთვის. ქალი ძალზედ კომფორტულად გრძნობს თავს ემოციურად, მამაკაცი კი სიმოვნებას იღებს მისი დედობრივი მხარდაჭერითა და მზრუნველობით. ორივე პარტნიორში ხაზგასმულია შემოქმედებითი საწყისი, რადგან ღვთისმშობლის პრინციპი სამყაროს სიმდიდრით კვებავს ამ ურთიერთობას. შედეგად, მდგრადი გრძნობების, ინტუიციური ურთიერთაღქმისა და თანამშრობლობის დინება მტკიცედ კრავს ორ მიჯნურს. ამ ურთიერთობის შედეგად, მამაკაცი უფრო დააფასებს საკუთარ დედას, რომელმაც ხელი შეუწყო მისი მოთხოვნების განვითარებას. ამიტომ, მისთვის განსაკუთრებით ადვილია  დედისადმი განცდილი თბილი გრძნობების პარტნიორზე გადატანა.

 

ქალის  ვენერა ტრინში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი მკაფიოდ ქალური ორიენტაციისაა. მისი ჰარმონიული ენერგია ხელს უწყობს ორმხრივ აღმქმელობას და მგრძნობიარობას. ქალი ძალზედ ჰარმონიულად აკმაყოფილებს და სიყვარულით ავსებს მამაკაცის პირველად მოთხოვნებს  და  მის  ბავშვობიდან გამოყოლილ ჩვევებს. ამიტომ, სიყვარულის მოდელი, რომელსაც ის ამ ქალისგან იღებს, ძალიან ნაცნობია მისი ქვეცნობიერისთვის. ამ ასპექტს ბუნებრივი სიმსუბუქე შეაქვს პარტნიორებს შორის, რაც მშვენიერ პერსპექტივას ქმნის ნაყოფიერი ურთიერთობისთვის.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის მერკურისთან

ამ ასპექტს  მშვიდი ჰარმონიის ნოტა შემოაქვს ურთიერთობაში. ურთიერთგაგების მეშვეობით, ეს მამაკაცი და ეს ქალი დიდ სარგებელს მიიღებენ  საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილებების ერთმანეთისთვის გაზიარებით. ქალი თავისი გრძნობების დადებით ესთეტურ შეფასებას ხედავს მამაკაცში, რომელიც თავის გრძნობებს მატებს მის ინტელექტს. თუ ქალს პრაქტიკული გონება აქვს, ეს შესანიშნავი ასპექტია სასიამოვნო კომუნიკაციისთვის.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის მერკურისთან

ეს  კონსტრუქციული თანამშრომლობის ასპექტია. ქალი ძალიან მარტივად იღებს მამაკაცის აზრებს და რადგანაც მის იდეებზეა შეყვარებული, მამაკაცი ძალზედ თავდაჯერებული ხდება მასთან. ორივე ხელოვნების დიდი მოყვარული და დამფასებელია და ისინი კონსტრუქციული ფასეულობების საერთო გრძნობას იზიარებენ.

 

ვენერების ტრიგონი

ეს ასპექტი ხელს უწყობს მსუბუქი და თავისუფალი დინების შექმნას, რადგან ორივე პარტნიორი სავსებით ჰარმონიულად შეთავსებად გრძნობებს განიცდის. მათ აინტერესებთ ერთმანეთი და სამყაროს ესთეტური მხარე. მამაკაცი თავს აიგივებს თავის ანიმეს ფიგურასთან, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ქალთან თანამშრომლობის სურვილს. თუ სინასტრიაში სხვა ჰარმონიული ასპექტებიც არის, საერთო მორალისა და კეთილდღეობის გრძნობისგან მშვენიერი მტკიცე პარტნიორობა ან/და ქორწინება ჩამოყალიბდება.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის მარსთან

ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტია. მამაკაცი ქვეცნობიერად  აიგივებს თავს საკუთარ ქალურ ნაწილთან, ქალი კი თავის მამაკაცურ ნაწილთან.  მოცემულ შემთხვევაში როლთა გადანაცვლება ძალიან ჰარმონიულია, რადგან ორივე პარტნიორი უაღრესად კეთილგანწყობილია ერთმანეთის მიმართ.  ქალი გაცილებით უფრო ენერგიულ როლს ასრულებს. სექსუალური მიზიდულობა შესაძლოა ისეთი ძლიერი არ იყოს, როგორც შეერთების, კვადრატურის ან ოპოზიციის დროს, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ ასპექტის ზომიერი დაძაბულობა გაცილებით  უფრო მყარ და ხანგრძლივ ურთიერთობას აყალიბებს, ვიდრე ზემოაღნიშნული ასპექტები, რომელიც მხოლოდ სექსუალობას აძლიერებენ, მაგრამ ჰარმონიას ვერ უზრუნველყოფენ.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის მარსთან

ეს მეტად ჰარმონიული შეთავსების ასპექტია, რადგან ორივე პარტნიორი თავისთვის ბუნებრივ როლში იმყოფება. მამაკაცის ენერგია დადებითად ავსებს ქალის ფემინურ მოთხოვნებს. იმავდროულად, ქალის სიყვარულით აღსავსე თანამონაწილეობა აძლიერებს მამაკაცის ეგოს გამოხატვას. სექსუალური მიზიდულობა ზომიერია, თუმცა ეს პარტნიორობა სავსეა ურთიერთქმედებისა და ჰარმონიის საერთო გრძნობით, რადგან თითოეულ პარტნიორს შეუძლია იყოს ის, ვინც რეალურად არის. ეს ბრწყინვალე ასპექტია ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის ან/და ქორწინებისთვის.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის იუპიტერთან

სიყვარულის ძალა უმთავრესი ფოკუსი ხდება ამ ურთიერთობაში. მამაკაცს, თავისი ანიმეს მეშვეობით, შეუძლია აღიქვას პარტნიორის უმაღლესი მენტალური გონება. ქალი ნათელი მომავლის რწმენას უზრუნველყოფს, რომელსაც მამაკაცი მშვენივრად აღიქვამს თავისი მგრძნობიარე ნაწილით. ნაყოფიერი თანამშრომლობა და თვალსაჩინო პიროვნული ზრდა _ ამ ურთიერთობის საკვანძო ნოტებია, რისი წყალობითაც ორივე პარტნიორი თანაბრად იმკის საერთო ბედნიერების ნაყოფს.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის იუპიტერთან

ამ ასპექტს ბევრი მხიარულება და ოპტიმიზმი შემოაქვს ურთიერთობაში. მამაკაცის თავისუფალი გონება იმ სიბრძნეს უზრუნველყოფს, რომელიც ქალის შემეცნებას ათბობს და მის სიყვარულის უნარს აძლიერებს. ის აღფრთოვანებულია მამაკაცის შესანიშნავი თვისებებით და რბილად აქეზებს მის იდეებს, რაც მამაკაცს ეხმარება მიაღწიოს თავის უმაღლეს „მეს“. თუ მამაკაცის ჰოროსკოპში  სტაბილურობის სხვა სიგნიფიკატორებიც არსებობს, ეს დიდი ბედნიერებისა და მყარი ურთიერთობის ასპექტია. სიმბოლურ გლადიატორს ხელში ატაცებული მიჰყავს თავისი გულის სწორი.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის სატურნთან

მამაკაცი საკუთარ ძალას ქალის მხარდამჭერი და პროტექციული პოზიციით შეიცნობს. ქალი მისი მფარველია და ყოველთვის მხარს უჭერს მამაკაცს, რადგან ამ ურთიერთობაში იმ როლს ასრულებს, როგორსაც ბავშვობაში საკუთარ მამას ხედავდა. მამაკაცი შესაძლოა მასში საკუთარ მამასაც ხედავდეს, რომელიც მის შემოქმედებით იდეებს და პრაქტიკულ ფორმებს აქეზებდა. მომთმენი ზრუნვისა და მყარი სიყვარულის წყალობით, ეს ასპექტი ისეთ ქორწინებას ქმნის, სადაც თითოეული პარტნიორი თავის ბავშვურ პატერნებს აბიჯებს და პიროვნულად იზრდება.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის სატურნი

ქალი აღფრთოვანებულია მამაკაცის ძალით და მზრუნველი თვისებებით. ის მისი ციხე-სიმაგრეა, მისი დაცვა და დოქტრინა, რაც მის ხასიათს განამტკიცებს. მამის როლში, თავისი სიმბოლური ქალიშვილისთვის, მამაკაცი ქალს შემოქმედებით ენერგიის კონცენტრაციას და სასიყვარულო ინსტინქტების ფოკუსირებას ასწავლის, რითაც ქალის თავდაჯერება შესამჩნევად იზრდება. ეს ძალზედ ჰარმონიული ასპექტია სტაბილური და მტკიცე სიყვარულისთვის.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის ურანთან

ამ ასპექტს დიდი ინტერესი შეაქვს ურთიერთობაში, თუმცა ის ძალზედ არასტაბილურია, რომ მყარი მომავალი დაიგეგმოს. ბედის ელემენტები დიდი როლს ასრულებს ამ ურთიერთობაში. ქალის არასტაბილური თვისებები ძლიერ აინტრიგებს და, იმავდროულად, აფიქრებს მამაკაცს, რომელიც ქვეცნობიერად აიგივებს თავს ანიმესთან, როდესაც ცდილობს პარტნიორს უჩვენოს, როგორც შეუძლია  შინაგანი წესრიგის მიღწევა. თავის მხრივ, ქალი შეიძლება პარტნიორში საკუთარ თავს ხედავდეს, რადგან სწორედ ის უზრუნველყოფს კომფორტულ ბუდეს მისი ფანტაზიების აღმაფრენისთვის. ხანდახან ეს ასპექტი სექსუალური ხასიათის ქაოსს და ჰომოსექსუალიზმსაც კი იწვევს, რადგან თითოეული მათგანი თავისი არჩეული როლის ეფექტურობას იკვლევს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს გაცხოველებული ინტერესის გამომწვევი ასპექტია, მაგრამ არა მყარი გაგების, რომელმაც მტკიცე კავშირის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის ურანთან

ქალი აღფთოვანებულია მამაკაცის ორიგინალური, გამომგონებლური და უნიკალური თვისებებით. ის მას „ტრადიციების დამრღვევად“, წარსულის იმ პატერნების გადალახვის საშუალებად აღიქვამს, რაც მას აღარ აინტერესებს. მათი ურთიერთობა სავსეა ხელოვნებისადმი ინტერესით ან კომფორტის ძიებით, თუმცა კი ძალზედ არასტაბილურია, რადგან მამაკაცის თავისუფალი გონება ქალს ძალიან აფრთხობს და თავდაჯერებას ართმევს. ამ ასპექტისთვის ასევე დამახასიათებელია მიუკერძოებელი გაუცხოების გრძნობა, რისი წყალობითაც მამაკაცი თავის უნიკალობას, მოუსვენრობასა და ინდივიდუალიზმს ინარჩუნებს.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი ინტუიციური ურთიერთაღქმის რბილი დინების სათავე ხდება, რაც ამ წყვილს მუსიკისა და ხელოვნების (და საერთოდ ყველაფრის, რასაც გრძნობების სირბილე და სიმშვიდე მოაქვს) საერთო სიხშირეზე განაწყობს. მამაკაცი, თავისი ქალური(მგრძნობიარე) საწყისით შეიცნობს საკუთარ შემოქმედებით უნარებს. იმავდროულად, ქალი  თავს მამაკაცის მეშვეობით აღიქვამს და შესაძლოა ამის წყალობით, მშვენიერი სავანე იპოვოს თავისი რომანტიზმის, სენტიმენტებისა და თანაგრძნობისვის. ეს თბილი სიმფონია ნაზად უხმობს მამაკაცს, სიყვარულის დამამშვიდებელ აბაზანაში.

 

ქალის  ვენერა  ტრინში  მამაკაცის  ნეპტუნთან

ქალი თავის უმაღლეს ნაწილს წვდება მამაკაცის მეშვეობით. მას მშვენივრად ესმის მამაკაცის ქვეცნობიერიდან გადაცემული მუსიკა, რაც ძლიერ იზიდავს, ფერადი შთაბეჭდილებების ბუნდოვანი გრადაციებით. ეს ურთიერთობა გამსჭვალულია რომანტიული ტონით. ქალი ძალიან მარტივად და ჰარმონიულად ერწყმის მამაკაცის ქვეცნობიერს. ცვალებადი სარკის მსგავსად, მამაკაცი მას შთაბეჭდილებათა კალეიდოსკოპს უჩვენებს, რაც, თავის მხრივ, ქალის გრძნობების ანარეკლია. ქალი მუსიკაა, მამაკაცი _ მუზა, რომელიც სასიყვარულო სიმღერას ასრულებს _ უმაღლესი ცნობიერების ნაღვლიანი მელოდია, რომელშიც ეს ურთიერთობა მიედინება.

 

 

მამაკაცის ვენერა ტრინში ქალში პლუტონთან

ქალი ქვეცნობიერის სიღრმეები მამაკაცის თბილი გრძნობებით ივსება, რის შედეგადაც, ის თავისი ჭის ფსკერზე  სინათლეს ხედავს. მამაკაცი რჩეულს მისი უმდაბლესი ნატურის ტრანსფორმაციას სთავაზობს, ბობოქარი შინაგანი ჯოჯოხეთიდან თვითშემეცნებამდე ამაღლებას.  რაც მთავარია, ტრანსფორმაციის პროცესი ძალზედ ჰარმონიულად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს და ორივე პარტნიორის დიდ პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს.

 

ქალის ვენერა ტრინში მამაკაცის პლუტონთან

მიწის წყვდიადის ფესვებიდან საუცხოოდ ლამაზი მცენარე ყვავილობს. მამაკაცი წყვდიადში მიიკვლევს გზას, რომ უზრუნველყოს საყვარელი ქალის დაცვა. და რაც უფრო ხშირად აკეთებს ამას, მით უფრო მეტად ტრანსფორმირდება, სანამ სინათლის ანგელოზად არ იქცევა, რომელსაც ქალი გაყვება. ქალი მას თავის სითბოს ჩუქნის და ამით  მის საიდუმლო ძიებებს ამდიდრებს. მამაკაცი ქალს ხედავს, როგორც სინათლეს გვირაბის ბოლოს, ის სიკეთის ნაყოფს ეხება, რაც, როგორც მიაჩნდა, მისთვის მიუღწეველი იყო. შედეგად, ორივე პარტნიორი უკიდურესად სიღრმისეულ გრძნობებში იძირება.


About Qet

Scroll To Top