ვენერას და იუპიტერის შეერთება

ვენერას და იუპიტერის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

იუპიტერის შეერთება:  გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას საკუთარი მნიშვნელობის გამძაფრებულ შეგრძნებას ანიჭებს. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, უსიტყვოდ ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას იძლევა. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, უმართლებს. განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით _ ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას გულისხმობს. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო; ან ეს გახსნილი არხი სათანადო პიროვნებას გადასცეს. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება იმას გულისხმობს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც სრულიად განსხვავებული წყაროებისგან იღებს. მაგრამ, იმავდროულად, ძალიან ძლიერია ამ ენერგიის  უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად ხარჯვის ცდუნებაც. თუმცა თავად შეიძლება ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა უზომო მომხიბვლელობითა და  სულგრძელობით გამოირჩევა. ძალიან უყვარს სოციალური ურთიერთობები და ადამიანების დახმარების ძლიერ მოთხოვნას განიცდის. თუმცა, რადგან სამყაროს და ადამაინებისადმი უზარმაზარი მოლოდინები აქვს, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნას იმედგაცრუებების გამო. არანაკლებ მაღალია სიზარმაცის და უდარდელობის საფრთხეებიც.

მას მოსწონს კითხვა და მოგზაურობა. კარგად ეხერხება საჯარო გამოსვლები. შესაძლოა ლიტერატურული ნიჭიც ჰქონდეს. მისი შემოქმედებითი მუზის როლს ხშირად ასრულებს მასწავლებელი ან სხვა მისთვის ავტორიტეტული ფიგურა.

 

 Het Monster

სულგრძელობა და ოპტიმიზმი. თუ სხვა დამატებითი ნეგატიური ფაქტორი არ არის, მხიარული, სალმიანი და კონტაქტური ხასიათი. ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. ხშირად ქველმოქმედები, ეხმარებიან მზურნველობამოკლებულებსა და უსახლკაროებს.

ნეგატიურ ვარიანტში ვლინდება სიზარმაცე,უდარდელობა,თუმცა რუკაში ძლიერ სატურნს შეუძლია აღკვეთოს ეს საფრთხე. თუ ეს შეერთება V სახლშია – მრავალრიცხოვანი შთამომავლობა. VII სახლში – ბედნიერი და იღბლიანი ქორწინება.

 

კატრინ ობიე

ოპტიმისტი და მომთმენი ნატურა. “ტკბილი” სასიყვარულო ურთიერთობების მოყვარული, ძალიან უყვართ ხორციელი სიამოვნება. ყოველთვის ახერხებენ ადამიანებში უპირველესად დადებითი მხარეები დაინახონ. მათ არ ახასიათებთ სიტუაციის გამწვავება და გართულებები. კმაყოფილდებიან იმით,რაც აქვთ და სწორად ამიტომ ითვლება,რომ ამ ასპექტის მქონე ადამიანებს სიყვარულში “უმართლებთ”. ყველაფერში მყუდროებას ეძებენ. ხშირია კონფორმიზმი სასიყვარულო ურთიერთობებში.

 

 

ფრენსის საკოიანი

დიდსულოვნება და ოპტიმიზმი. თუ შეერთებას სხვა ასპექტი არ აზიანებს, მხიარული, სალმიანი, კომუნიკაბელური და გულისხმიერი ადამიანია. ხშირად ქველმოქმედებს რელიგიური იდეების ან უსახლკაროთა სასრგებლოდ. მათ შეუძლიათ სხვების გაბედნიერება.  კარგი უნარები აქვს ხელოვნებაში. მათი შემოქმედება ხშირად ატარებს რელიგიურ ელფერს. ამ ასპექტის მაღალგანვითარებული ტიპები ჭეშმარტი მშვიდობისმყოფლებად გვევლინებიან. ნეგატიურ ვარიანტში _ უდარდელობა, სიზარმაცე. თუმცა ძლიერ სატურნს შეუძლია ამ საფრთხის აღკვეთა.

 

სერგეი შესტაპალოვი

ბედნიერება, მატერიალური დოვლათი, სიყვარული, სიხარული,  ჰუმანურობა, მომხიბვლელობა, არტისტიზმი, ნიჭიერება, წარმატება. ეს მეტად კეთილი, ნაზი, რბილი, გულუხვი, მოწყალე და დიდსულოვანი ხალხია. ვენერა-იუპიტერის შეერთება შემოქმედებითად ნიჭიერი ადამიანების ასპექტია.

ნეგატიური მხარე _უსაფუძვლო ოპტიმიზმი და იდეალიზმი. სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებენ. კატეგორიულად ვერ იტანენ დისჰარმონიას, რის გამოც მაქსიმალურად თავს არიდებენ ურთიერთობის გარკვევას.

 

 

სხვა წყაროები

Drew Barrymore ♀ ☌ ♃ – ♓

მიუხედავად იმისა მორცხვები არიან თუ გახსნილები, კანონმორჩილი თუ თავზეხელაღებულნი, ჩუმი თუ ხმაურიანები, ეს ადამიანები ყოველთვის თან ატარებენ დიადი სიყვარულის იდეას.

იუპიტერი აფართოებს ყველაფერს, რასაც ეხება. ამ შემთხვევაში, ის ზრდის ვენერას თვისებებს: რომანტიზმს, სასიყვარულო ურთიერთობებს, ხორციელ სიამოვნებას და ფინანსებს. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ყველაფერს მარტივად მიიღებენ, თუმცა მადა და შესაძლებლობები ნამდვილად იზრდება.

საერთოდაც, ეს დიდი გულის პატრონი ხალხია. ყოველთვის უმაღლეს იდეალებსა და მწვერვალებს ეპოტინებიან. გამოუსწორებელი რომანტიკოსები უკიდურესად დიდსულოვნად ეპყრობიან  და საუკეთესო თვისებებს ავლენენ, პირველ რიგში საკუთარ პერსონასთან და შემდეგ უკვე  საყვარელ ადამიანებთან. ისინი კეთილად  ექცევიან ყველას, მათაც კი, ვინც მათ კეთილგანწყობას არ იმსახურებს. ლოგიკურად, მათი ყველაზე ძლიერი სისუსტე იდეალიზმია. არანაკლებ საფრთხეს უქმნით გადაჭარბებული სიყვარული ხორციელი სიამოვნების მიმართ. ხშირია მკვეთრად გამოხატული სიზარმაცეც.

მათ მტკიცე და ამაღლებული შეხედულებები აქვთ სიყვარულსა და მეგობრობაზე. გულგახსნილობით გამოირჩევიან და როგორც წესი, უამრავი ადამიანის სიყარულს იტევენ გულში. თუ მათ უყვარხართ და თქვენზე ზრუნავენ, ისინი ძალიან სანდო და ერთგულები არიან. ეს მოსიყვარულე ბუნების ხალხი ფრიად გულუხვი დამოკიდებულებით გამოირჩევა საკუთარი გრძნობებისა და საფულის მიმართ. ხშირად გაუმართლებლად ხელგაშლილად ცხოვრობენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც  შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს. მათ უნდა ისწავლონ სახსრების შესაბამისად ცხოვრება და არ აიღონ ვალი საკუთარი მომავლიდან.

მათთვის დამახასიათებელია ძლიერი შინაგანი მოთხოვნა, გაიზარდონ და განვითარდნენ სასიყვარულო ურთიერთობების წყალობით. მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ და ასწავლონ სასიყვარულო ურთიერთობაში. ცხოვრებისეული სიბრძნის ძიება რომანტიული განცდების პარალელურად მიმდინარეობს. ნებისმიერი სასიყვარულო კონფლიქტი  სულიერი ღირებულებების გადაფასებას იწვევს. მათ იმდენად მოსწონთ შეყვარების პროცესის სულიერი იდეა, რომ, რეალური ურთიერთობის საძირკვლის ჩაყრამდე,  შესაძლოა, სრულიად გააზრებულად, არაერთგზის გაიარონ ეს ეტაპი.

კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. მოსწონთ მხიარული და ხალისიანი რომანტიული თავგადასავლები. ურთიერთობაში ბევრს გასცემენ და თავიანთ რჩეულებს სითბოთი ავსებენ. მათ სძულთ თვალთმაქცი და არაგულწრფელი ადამიანები. როდესაც ვინმე უყვარდებათ ან მოსწონთ, ყველაფერს მოიმოქმედებენ, რომ მათთან მაქსიმალური კომფორტულად იგრძნონ თავი.

თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, ვითარდება ზღვარგადასული უდარდელობა; თვითიმედოვნება, რომ ყველაფერი მარტივად გამოუვათ და შრომა არ არის საჭირო, რასაც შედეგად მოჰყვება სრული გაზარმაცება. სწორად ამის გამო ვერ აღწევენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ.

 

ცნობილი ადამაინები ვენერა-იუპიტერის შეერთებით: Drew Barrymore, John Belushi, Jeff Bridges, Garth Brooks, Dick Cavett, Patty Duke, Richard Dysart, Morgan Fairchild, Peter Fonda, Ann Jillian, Don Johnson, Jerry Lewis, George Nader, Joe Namath, Paul Newman, Roman Polanski, Trent Reznor, Paul Shaffer, Steven Spielberg, Robert Urich, Henry Winkler, Dwight Yoakam. Jennifer Jason Leigh

 

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top