ვენერას და ნეპტუნის შეერთება

ვენერას და ნეპტუნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

ნეპტუნის შეერთება სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან რომანტიული, მეოცნებე და განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ასეთებზე ამბობენ, რომ ისინი ღრუბლებში დაფრინავენ. ის ძალიან მიმნდობია და ყოველთვის სწორად არ ესმის ადამიანების. მისი გულის ტკენა მარტივად შეიძლება სიცივით. ის  გამძაფრებულად აღიქვამს სილამაზეს, მუსიკას, ცეკვებს და ხელოვნების სხვა დახვეწილ სახეობებს. დრამატული შემოქმედების ნიჭი ან სილამაზის ვიზუალური პროექციის უნარი (ფერწერა, მოდელი, მენატურე).

 

Het Monster

სულიერი სიყვარული. დადებითი ჰოროსკოპის შემთხვევაში _ თერაპიულიც კი. მდიდარი წარმოსახვა. ნაყოფიერი ქვეცნობიერება. მშვენიერების გამძაფრებული აღქმა. ღრმა განცდები.

უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში: არაპრაქტიკულობა. არასაიმედოობა. ბროლის სასახლეები.

 

კატრინ ობიე

სრული გაურკვევლობა ემოციურ სფეროში, რაც მთლიანად შთანთქავს სულს და გრძნობებს. ჩვენს წინაშეა რომანტიული იდეალისტი, რომელმაც არ იცის არანაირი ჩარჩო და საზღვარი სიყვარულში. მისი სურვილი, მიუსადაგოს საყვარელი ადამიანი თავის წარმოსახვით იდეალს, ხშირად ავითარებს პიგმალიონის კომპლექსს _ კვარცხლბეკზე ერთხელ აღზევებულ სიყვარულის ობიექტს ჩამოქვეითების უფლება აღარ აქვს!

 

ფრენსის საკოიანი

მაღალგანვითარებული ტიპის ადამიანის სიყვარულს  სამკურნალო ეფექტი აქვს. მას შეუძლია, მხოლოდ თავისი არსებობითაც კი, სიხარული მიანიჭოს ადამიანებს. მას ინტუიციურად ესმის ადამიანების ტრანსცენდენტალური ნატურა. უაღრესად შთაბეჭდილებიანია და ყველაფერს მძაფრად განიცდის. ხშირად ჰიპნოტური ზემოქმედების უნარით არის დაჯილდოებული, დადებითი თუ უარყოფითი, დამოკიდებულია ასპექტებზე. მდიდარი წარმოსახვა და ძალიან ნაყოფიერი ქვეცნობიერი აქვს. უყვარს მისტიური ხასიათის მუსიკა და ხელოვნება, რაც არტისტის ხილვებს გამოხატვას. მოსწონთ ყველაფერი ნაზი და ფაქიზი. გატაცებულნი არიან ფოტოგრაფიით. თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს _ არაპრაქტიკულობა და ღრუბლებში ფრენა, რაც ტვირთად აწვება მის გარშემომყოფებს. განუვითარებელი, უმწიფარი გრძნობები, არასანდო და არასაიმედოები.

 

სერგეი შესტაპალოვი

წარმოსახვის  და შთაგონების ძლიერი გავლენა. ძალიან უყვართ ყველა ფორმის ხელოვნება, განსაკუთრებით  პოეზია და მუსიკა. ცნობიერების ამაღლებული მდგომარეობა. ტკბობა ბუნების სილამაზით. დახვეწილი გემოვნება.

ნეგატიურ ვარიანტში_ რელობისგან მოწყვეტა, იდეალიზმი, მეოცნებეობა, არაჯანსაღი ფანტაზიები. უტოპიზმი. ბუნდოვანი გრძნობები, თვითმოტყუება, ილუზიები, იმედგაცრუებები, სუსტი ნება, საკუთარი სისუსტეების წაქეზება, მერყევი სიმპატიები.

 

 

სხვა წყაროები

Pierre Cardin ♀ ☌ ♆ _ ♌

ვენერა ნეპტუნის შეერთების მქონე ადამიანები უზომოდ მგრძნობიარე, შემოქმედებითი და მიმზიდველები არიან. თუმცა საკმაოდ არაპრაქტიკულნიც, როდესაც საქმე ფულსა და სიყვარულს ეხება. ეს გამცემი ხალხია_უფრო მეტს გასცემენ,ვიდრე იღებენ პირად ურთიერთობებში. მზად არიან (და ხშირად ასეც ხდება) მსხვერპლიც  გაიღონ საყვარელი ადამიანისთვის. როგორც წესი, ერთგული და უსაზღვროდ გულკეთილი, სენტიმენტალური და თანამგრძნობი ადამიანები არიან. მარტივად უჩუყდებათ გული კეთილ საქციელზე, მუსიკაზე, კინოებზე, პოეზიასა თუ ცეკვებზე. ძალიან უყვართ ხელოვნების ყველა ის სფერო, რომელიც ძლიერ ემოციებს იწვევს.

ვერ იტანენ უხეშობას, უცერემონიო ქცევებს და მკვახე გამონათქვამებს. თავს არიდებენ კონფლიქტებს, პირდაპირ და აგრესიულ მოქმედებას. მოსწონთ არტისტული ნატურის და იდუმალებით მოცული ადამიანები. ხშირად არიან მხატვრები.

ბევრი იტყვის, რომ ისინი გულუბრყვილო და მიმნდობები არიან სიყვარულში, რადგან მარტივად შეუძლიათ ნდობა და პატიება. ისინი ფიქრობენ, რომ ყველა მათსავით გულკეთილია. ხშირად იზიდავენ ისეთ პარტნიორებს, ვინც ბოროტად იყენებენ მათ კეთილ ზნეს. იზიდავთ დომინანტი და უკომპრომისო ხასიათის ადამიანები. ასევე გაჭირვებული და უსიამოვნებებში მყოფნიც. როგორ მარტივადაც პატიობენ, მათი გულის ტკენაც ასევე ადვილია. ხშირად იღებენ შოკს სასიყვარულო ურთიერთობების ნიადაგზე. და მაინც, ისე ილტვიან სიყვარულისკენ, როგორც ფარვანა ცეცხლისკენ. სიყვარული ის საძირკველია, რომელზეც მთელი მათი ცხოვრება დგას. მათი რომანტიული ნატურა შთააგონებს, სჯეროდეთ სიყვარულის უსაზღვრო შესაძლებლობების და სწორედ ეს თვისება ხდება უკიდეგანო ფანტაზიების დასაბამი. ისინი არათავდაჯერებულად გრძნობენ თავს, როდესაც ინიციატივას საკუთრ თავზე იღებენ. ამიტომ, ურჩევნიათ მეტი დრო ფანტაზიებსა და ოცნებებში გაატარონ.

მათი სასიყვარულო სამყარო სავსეა რომანტიზმით, იდეალიზმითა და ფანტაზიებით. მათ მთელი გულით სწადიათ იპოვონ „ნამდვილი სიყვარული”. ამიტომ, ხშირად უცრუვდებათ იმედები, როდესაც აღმოაჩენენ, რომ რეალური მიჯნური მათ „სატრფოს იდეალურ სახებას” არ შეესაბამება. ყოველთვის ეძებენ მონათესავე სულს და ასეთივე ამაღლებულ იდეალებს ელიან პარტნიორისგანაც, მიუხედავად იმისა, რომ მათი იმედები უმეტესად არ მართლდება.

მათი სიყვარული ზღვარგადასული სულიერებითა და მგრძნობიარობით ხასიათდება. მათი ემოციურობის საზღვრები ძალიან მერყევი და ცვალებადია, რაც საშულებას აძლევთ, განიცადონ სხვა ადამიანების შეგრძნებებით. თუმცა იგივე თვისებას დაბნეულობა შემოაქვს მათში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკუთარი ინდივიდუალური გრძნობების განსაზღვრას ცდილობენ. ეს არის ეთერული და კოსმიური ხარისხის სიყვარული, რომელიც ვერ განსხეულდება ერთ ადამიანში. მათი სიყვარული არ არის განპიროვნებული. სწორედ ამიტომ, მიუხედავად უზარმაზარი მგრძნობიარობისა, მათი პარტნიორები ხშირად გრძნობენ თავს გაუცხოებულად და გარიყულად.

მათი ფანტაზიებისა და წარმოსახვითი სამყარო უზომოდ მდიდარია. მათ ყოველთვის მტკიცედ სწამთ, რომ რაღაც არსებობს სამყაროს მიღმა, იმედგაცრუებების შემდეგაც კი. ეთერული და მისტიური ხედვები მაცდუნებელ მომხიბვლელობას სძენს მათ ნატურას. თუმცა იმავდროულად წარმოქმნის მიდრეკილებას თვითმოტყუებისა და თავის მოსულელებისკენ. რასაც თავი უნდა აარიდონ, რადგან ჩვენს დროში უხვად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ბოროტად სარგებლობს სხვისი კეთილგანწყობით. მათ არ უნდა შეეშალოთ ერთმანეთში ეროტიული ოცნებები და ტანტრული ენერგია და გაარჩიონ საკუთარი სურვილები ნასწავლი მოძღვრებებისგან.

 

ცნობილი ადამიანები ვენერა-ნეპტუნის შეერთებით: Kirk Cameron , Pierre Cardin , Diahann Caroll , Jimmy Carter, Paul Cezanne, Bill Clinton, Bo Derek, Jodie Foster, Sophia Loren, Robert Redford , Christopher Reeve, Meg Ryan, Cheryl Tiegs , Barbara Walters.

 

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top