ვენერას შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

ვენერას შეერთება სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი ურთიერთობაში მაშინ  ჩნდება, როდესაც მამაკაცი, სავარაუდოდ, ძალზედ განაზებული იყო წინა ცხოვრებაში. ახლა მან მამაკაცური ენერგია უნდა მიიღოს ქალისგან.  ქალი წარმოადგენს ამ ურთიერთობის ცენტრს და სწორედ მისი „ბრწყინვალების“  და მხარდაჭერის წყალობით გამოვლინდება მამაკაცის შემოქმედებითი უნარები.  ქალი კი გააგრძელებს დამატებითი ძალის წარმოებას, რადგან მისი ანიმეს ქვეცნობიერი ფიგურა მამაკაცის მეშვეობით ვლინდება.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი მიუთითებს ბუნებრივ სითბოსა და ყურადღებაზე ურთიერთობაში.  ქვეცნობიერ დონეზე ეს მამა-ქალიშვილის ტიპის ურთიერთობაა, როდესაც მამაკაცი გულუხვად ანებივრებს ქალს თავიზი მფარველი ყურადღებით. მოსალოდნელია როგორც მატერიალური, ისე სულიერი გამდიდრება. მზის ნათება და ვენერას სიყვარული  საოცარი ჰარმონიის შესაქმნელად ერთიანდებიან.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის მთვარესთან

ეს ასპექტი ემოციებს და გრძნობებს აერთიანებს, რითაც განსაკუთრებულ მგრძნობიარობას აყალიბებს  პარტნიორებს შორის. მამაკაცი უშიშრად დემონსტრირებს თავის რბილ თვისებებს, რაც, თავის მხრივ, ქალს საშუალებას აძლევს, ღიად გამოხატოს თავისი მოწყვლადი მხარე. ბავშვობის ბევრი მოგონება (განსაკუთრებით მტკივნეული) არაჩვეულებრივად დადებითად მუშავდება ამ ურთიერთობაში, ბუნებრივი ჰარმონიისა და თანამონაწილეობის წყალობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობა, უძრავ-მოძრავი ქონების დაგროვება, რაც ასევე მარტივად ეძლევათ.

ქალის  ვენერა შეერთებაში მამაკაცის მთვარესთან

ეს ასპექტი მიუთითებს „ქალური ორიენტაციის“ ურთიერთობაზე. არტისტული ინტერესები, მუსიკალური გემოვნება და პირადი ტალანტების განვითარება _ ამ ურთიერთობის საკვანძო სფროებია. თუმცა ქალს დიდი პასუხიმგებლობა მართებს, თუ სურს, ამ ურთიერთობამ იმუშავოს. მართალია, პარტნიორი მის მიმართ ძალზედ მგრძნობიარე და შემეცნებითია, მაგრამ საკუთარ გამოცდილებაზე მეტად, მაინც ვერ ეყრდნობა.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის მერკურისთან

ქალს ძალიან მოსწონს  რჩეულთან საუბარი და საკუთარი იდეების გაზიარება, რადგან მამაკაცი დიდი მოწონებით ხვდებით მის აზრებს. ორივე პარტნიორს დიდად სიამოვნებს ის უშუალო გულწრფელობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ იჩენენ.  ისინი არაერთ საერთო ინტერესს  იზიარებენ, ეტრფიან ხელოვნების მსგავს სფეროებს და ამიტომაც, სიამოვნებით ატარებენ  დროს ერთად ხელოვნებაზე საუბრებში.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის მერკურისთან

ამ ასპექტში მამაკაცის მენტალური უნარები  ქალის კეთილგანწყობით არის გამყარებული. ქალი შეყვარებულია პარტნიორის ჭკუაზე. მამაკაცის მენტალიტეტი კი  ფრთებს ასხამს  და სასიამოვნოდ აქეზებს ქალის გრძნობებს. ამ ასპექტით განპირობებული უშუალობა შესანიშნავი სტიმულია ორმხრივი თავისუფალი თვითგამოხატვისთვის. მაცნე (მერკური) თავის მიჯნურს(ვენერას) მიმართავს, რომელიც მოთმინებით ელის, მისგან ცნობებს.

 

ვენერების შეერთება

 

ეს ერთ-ერთი შესანიშნავი ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის. ორივეს მსგავსი წარმოდგენა აქვს სიყვარულზე, რაც ბუნებრივ ურთიერთგაგებასა და თანხმობას განაპირობებს ყველაფერში, რასაც არსებითად წარმოადგენს ურთიერთობა. ეს პარტნიორობა გამსჭვალულია სიკეთით, სითბოთი და ნაზი ურთიერთგაგების ატმოსფეროთი, რადგან ორივე მათგანი მარტივად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს პარტნიორის მეშვეობით.

 

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის მარსთან

ამ ასპექტის გავლენით ხდება როლების გადანაცვლება, რადგან თითოეული მათგანი მიდრეკილია, ქვეცნობიერად გააიგივოს თავი საკუთარ ანიმეს/ანიმუსის ფიგურებთან. მამაკაცი ქალს თავისი ქვეცნობიერი ქალური ნაწილით აღიქვამს. ქალი, თავის მხრივ, იმ ენერგიისა და დაჟინებულობის სიმბოლოა, რომელსაც მამაკაცისგან ელოდება. ეს ასევე ძლიერი მაგნიტური სექსუალური მიზიდულობის ასპექტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალი წამყვან როლს იკავებს. მამაკაცი კი, მისდამი სიყვარულში, გაუცნობიერებლად გამოხატავს საკუთარი თავისადმი სიყვარულს, რადგან  ქვეცნობიერად მიიზიდება მამაკაცური ეგოს პროექციისკენ, რასაც მისი პარტნიორი ასხივებს.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის მარსთან

ეს ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია ჰარმონიული შეთავსებისთვის, რადგან თითოეული პარტნიორი თავისთვის ყველაზე ბუნებრივ როლში იმყოფება. ვენერასეული ქალი ჰარმონიულად ამსუბუქებს მარსიანელი მამაკაცის აგრესიულობას. ძლიერი სექსუალური მიზიდულობა ვნებიანი და დინამიური ურთიერთობის საწინდარია. მამაკაცის სექსუალური მისწრაფებები სასურველ გულისხმიერ გამოხმარებას პოულობს ქალის თბილ გრძნობებში.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის  იუპიტერთან

ეს ძალიან ჰარმონიული ასპექტია. მამაკაცის სასიყვარულო ბუნება ქალის უმაღლესი გონების მეშვეობით ღვივდება და ვითარდება. იმავდროულად, ქალი ქვეცნობიერად ხედავს მასში საკუთარ ინდივიდუალობას. ეს ურთიერთობა გამსჭვალულია ოპტიმიზმით, გულუხვობითა და ღიად გამოხატული უსაზღვრო სიყვარულით. ამიტომ, ურთიერთობის სექსუალური ასპექტი უკანა პლანზე ინაცვლებს. თუ ორივე პარტნიორი კეთილგონიერებას გამოავლენს, ეს ასპექტი საერთო ძალებით გამდიდრების სიგნიფიკატორიც არის.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის იუპიტერთან

აქ ქალი მამაკაცის წინასწარმეტყველური სიბრძნისკენ ისწრაფვის. მისი ცოდნა და თავისუფლების გრძნობა შეიძლება დაეხმაროს ქალს როგორც საკუთარი ცნობიერების გაფართოებაში , ისე ცხოვრებაზე შეხედულებების გაუმჯობესებაშიც. მამაკაცი ჩირაღდანს ანთებს და ქალს ჭეშმარიტების მუდმივ ძიებას შთააგონებს. თუ ორივე პარტნიორი პრაქტიკული ბუნებისაც აღმოჩნდა, ეს დიდი იღბლიანობის ასპექტია.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის სატურნთან

აქ ჩვენ როლთა ჰარმონიულ გადანაცვლებას ვაწყდებით, რადგან მამაკაცი ქვეცნობიერად აიგივებს თავს ანიმეს ფიგურასთან, როდესაც ცდილობს გაამართლოს რჩეულის ქვეცნობიერი მოლოდინები, რაც მას საკუთარი მამის სახებისგან მოჰყვება. ქალი, თავის მხრივ, გაიგივებულია დაცვასა და მფარველობასთან. მამის სახების გათამაშებით, ქალს შეუძლია თავდაჯერება, სიბრძნე და ძალა შემატოს პარტნიორს. ხდება ნელი, მაგრამ ნაყოფიერი ზრდა, რადგან ამ ურთიერთობის ძირითად ნოტა გულწრფელი ურთიერთზრუნვაა.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის სატურნთან

ამ კარმულ ასპექტში მამაკაცი თავისი მამის როლს ირგებს და საიმედო საფუძველს ქმნის ქალისთვის, რომელსაც ქვეცნობიერად  როგორც ქალიშვილს ან უმცროს დას ისე აღიქვამს. მართალია, ქალს მიაჩნია, რომ დროდადრო მისი პარტნიორი ზედმეტად ძალაუფლებისმოყვარე და მბრძანებულურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის სიამოვნებით ჩუქნის მას თავის ნაზ მიჯაჭვულობას და აღფთოვანებას, რასაც მისი ძალისხმევა ნადვილად იმსახურებს. ურთიერთპატივისცემისა და გულწრფელი ზრუნვის მეშვეობით, ეს ასპექტი ძალიან მტკიცე სასიყვარულო ჯაჭვს კრავს.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალი ურანთან

ამ ასპექტს მყისიერი მიზიდულობა მოაქვს, რომელიც შეიძლება იმდენად ძლიერი იყოს, ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებასაც შეუწყოს ხელი. მამაკაცი გულისხმიერად ეხმაურება ქალის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რის მიღწევასაც თავადაც ისურვებდა. ის აღფთოვანებულია მისი ორიგინალობითა და არაშაბლონური ქცევებით.  მეორეს მხრივ, ქალი მასში თავის ქალურ მხარეს ხედავს, იმდენად ფაქიზს, რომ მისი გამოხატვა ფაქტობრივად შეუძლებელია. შედეგად, თითოეული მათგანი მუდმივად რაღაც ახალს სწავლობს ერთმანეთზე. როდესაც ადამიანის სიყვარულის უნარი(ვენერა) დამაელექტორებელ ცვლილებების(ურანი) უშუალო გავლენას(შეერთება)  განიცდის, ძლიერი მაგნიტზმი გაბატონდება.  თითოეული პარტნიორი გამოცდილებით მდიდრდება. მიზიდულობა კი იმდენად ინტენსიურია, ეს ასპექტი თავისუფლად შეიძლება იქცეს ხანგრძლივი ურთიერთობის წინაპირობად.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის ურანთან

ქალი, თავის აფროდიტეს როლში, ძლიერ იზიდავს ურანიელ მამაკაცს. ის მისი ცხოვრების ენერგია და ენთუზიაზმი ხდება _ ინტერესის ის წერტილი ან იმის გაგება, საერთოდ რა არის ცხოვრება. მამაკაცს შეუძლია გამოანთავისუფლოს რჩეულის ბუნებრივი სასიყვარულო ინსტინქტი, მაგრამ თუ ქალმა ზედმეტი მესაკუთრეობა გამოავლინა, მამაკაცი აჯანყდება. სამაგიეროდ, თუ მას ჭკუა ეყოფა იმის მისახვედრად, რომ  მამაკაცი ერთგვარ დისტანციურ სიყვარულს საჭიროებს, ეს სასიამოვნო მრავალფეროვნებას შეიტანს მათ ურთიერთობაში. ყოველ დღეს ახალი აღმოჩენა მოაქვს ორიგინალურ და კრეატიულ გზაზე, რომლის წყალობით მათი სიყვარული საოცრად ყვავილობს.

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის ნეპტუნთან

ამ მკაფიოდ ქალური ორიენტაციის ასპექტით მამაკაცის სასიყვარულო ინსტინქტი შერწყმულია ქალის თანამგრძნობ ბუნებასთან, რაც საერთო სადინარ არხს ქმნის ორივეს გრძნობების გამოხატვისთვის. მაღალია ასევე ურთიერთგაგება შემოქმედებით  სფეროში, რადგან ვენერას პოზიტიური თვისებები ჰარმონიულ გამოხმაურებას პოულობს ნეპტუნის ღვთაებრივ სიყვარულში. ორივე პარტნიორი უკიდურესად გულისხმიერია ურთიერთმოთხოვნების მიმართ, რადგან ისინი ქვეცნობიერად არიან განწყობილნი ერთმანეთის სასიყვარული სიხშირეებზე.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის ნეპტუნთან

ამ ასპექტის გავლენით მამაკაცში საოცარი მუსიკალური და პოეტური თვისებები იღვიძებს, რადგან ქალი მშვენივრად აღიქვამს მის ესთეტურ გრძნობებს. სწორედ ეს მამაკაცი შეიძლება გახდეს ის, ვინც მას სიყვარულის უსაზღვრო ოკეანეს უჩვენებს. ვენერა ნადვილად დაინტრიგებული და აღფრთოვანებული იქნება რჩეულის წარმოსახვის უზარმაზარი ტალღებით, რომელიც მის სხეულს აკრავს. ის შეიძლება თავის ოცნებებს ხედავდეს მოუხელთებელ ფაქიზ არსებობაში, რაც ყოველთვის ხელიდან უსხლტება მკაფიო განმარტებებს. მამაკაცი ამსუბუქებს მის შინაგან სამყაროს და ნაზად ასწავლის ბუნებასთან ჰარმონიულ თანაარსებობას. ეს ერთ-ერთი ბრწყინვალე ასპექტია დაუვიწყარი რომანტიული ურთიერთობისთვის. თუმცა მას შეიძლება აკლდეს პრაქტიკულობა, რაც აუცილებლად სჭირდება ხანგრძლივ პარტნიორობას და ქორწინებას.

 

 

მამაკაცის ვენერა შეერთებაში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი მამაკაცს აიძულებს, გააიგივოს თავის ანიმესთან. იმავდროულად, ის ცდილობს ტრანსფორმაციას. ქალმა შესაძლოა არასდროს მისცეს რჩეულს იმის გაგების საშუალება, რომ ის ფაქტობრივად მისი „ჩრდილია“, რომელიც ყველა იმ ფარულ ტენდენციას ავლენს, რაც მამაკაცს უყვარს.  ქალის არამდგრადი რეაქციების ან ინტენსიური ვნებების მიზეზები  ხშირად დაფარულია. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეს ინტენსიურობა სულ უფრო ღრმავდება, სასიყვარულო გრძნობა კი ისეთ მისტიურ ფორმას იძენს, რაც ორივეს გულის ყველაზე ღრმა კუთხე-კუნჭულში ატანს. ამ ურთიერთობის ცენტრი მამაკაცის მუდმივად ტრანსფორმირებადი წარმოდგენაა, საკუთარ მამაკაცურ როლზე.

 

ქალის ვენერა შეერთებაში მამაკაცის პლუტონთან

ქალი მშვენივრად გრძნობს მამაკაცის რეაქციების სიღრმეს, რის თავისუფლად გამოხატვასაც თავად არ არის მიჩვეული. ძლიერი სექსუალური მიზიდულობა მტკიცედ კრავს ორ ადამიანს და ამაღორძინებელ კავშირს აყალიბებს. ყოველი ახალი აღმოჩენით აწმყოში, წარსული უკან გადადის. არის ამ სიყვარულში რაღაც იდუმალი თვისებები, რაც მუდმივად ინარჩუნებს მის საწყის არსს. ალბათ, იცით რამდენად ძნელია ამ გრძნობის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ეს ასპექტი ხელს უწყობს მათი გრძნობის მუდმივ განახლებას. როდესაც ქალი საკუთარ თავს პოულობს, მამაკაცი აცნობიერებს თავის ამაღორძინებელ ძალას  და სიამოვნებით იღებს საკუთარ კოსმიურ როლს სამყაროს დიდ გეგმაში.


About Qet

Scroll To Top