ვენერას და ურანის შეერთება

ვენერას და ურანის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

ვენერას შეერთება:

საზოგადოებისთვის სარგებლის მინიჭება, მხოლოდ  მისგან წინასწარ გამიჯვნით შეიძლება

ვენერასთან შეერთება პლანეტას ძლიერ სოციალურ და ესთეტურ აქცენტებს ანიჭებს. დაბალ დონეზე, პლანეტისგან მართულ სფეროებში, ადამიანი ესთეტურად ახირებული და სოციალურად დეტერმინირებული იქნება. მაშასადამე, საზოგადოებრივი აზრი და „სხვები ასე იქცევიან“ პრინციპი მისთვის გადამწყვეტი ფაქტორები აღმოჩნდება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ პლანეტას ძალიან გაუჭირდება სოციალური კლიშეებისგან განთავისუფლება, რაც მას სასაცილო დოგმატიზმისა უბიძგებს, როდესაც ადამიანი სოციალური შტამპებით სარგებლობას ცდილობს ამისთვის აბსოლუტურად შესაბამო სიტუაციებში, სადაც ვლინდება კიდეც აბსოლუტის შემოქმედების ხელწერა.

ვენერასთან შეერთების კიდევ ერთი თვისებრივი გამოვლენა აქცენტირებული სიყვარულია, თუმცა არა აუცილებლად ეროტიული სიყვარული. ასპექტის დამუშავება ღვთაებრივ სინათლეს მოჰფენს პლანეტის ყოველგვარ გამოვლინებას. დაბალ დონეზე, ადამიანი პლანეტის გამოვლენას ვერ აღიქვამს, თუ მას სიყვარულის ან სოციალური ყურადღების მოზრდილი ულუფაც არ ახლავს თან, თუმცა კარმულად ის ვალდეულია არა იმდენად მიიღოს, არამედ გასცეს სიყვარული შესაბამის სფეროებში.

მაგალითად, ბავშვს, ვენერა-სატურნის შეერთებით რადიქსში, სისტემატურ მეცადინეობას მხოლოდ დაყვავებით და მოფერებით უბიძგებთ, მაგრამ არასდროს იძულებით და მუქარით. ასეთ შემთხვევაში, ის კუთხეში მიიყუჟება და შეიძლება ატირდეს კიდეც.

დაბალ დონეზე, ვენერა ადუნებს პლანეტას, რაც იმით გამოიხატება, რომ, პლანეტის შესაბამის სფეროებში, ადამიანს სოციალურ პარაზიტად და დახვეწილ ეგოისტად აქცევს. სამაგიეროდ, დამუშავების შემთხვევაში, ეგოიზმი გზას დაუთმობს ადამიანებისთვის მსახურების მოთხოვნას. მაგალითად, ვენერა-მთვარის დაუმუშავებელი შეერთება ღორმუცელა გურმანს მოგვცემს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი კუჭი ადარდებს, მაგრამ ამ ასპექტის დამუშავებით, შეიძლება მივიღოთ ბრწყინვალე კულინარი, რომელიც კერძს იმდენად ლამაზად აფორმებს, თითქოს მხატვრული გამოფენაზე გაჰქონდეს; იგივე ეხება მის სექსუალურ ცხოვრებასაც.

 

ურანის შეერთებამათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, მაინც უწევს დრო და დრო  აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი მოახერხებს ბედისწერის რითმებზე მორგებას და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე გამოავლენს სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობთ არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებაში; ხოლო ქირონის დამუშავება იუმორის გრძნობას განავითარებს.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს შეერთება უფრო საშიში იქნება გარშემომყოფთათვის, ვიდრე თავად ასპექტის მფლობელისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც მის აქტივაციას იწვევს_სწორედ მათთან ხდება იდეების და ენერგიის მოულოდნელი აფეთქებები.

 

საბავშვო ჰოროსკოპი

თქვენი პატარა ძალიან თვალშისაცემი, უჩვეულო და მეგობრულია. ის ყოველთვის თანაუგრძნობს სუსტებს და დაჩაგრულებს. ამიტომ, მისი სამეგობრო დაკომპლექტებულია ყველაზე უცნაური ბავშვებით. უყვარს სხვადასხვა წრეების და სექციების მონახულება, კოლექტივში გართობა. მას მასისგან გამორჩეულობის ძლიერი მოთხოვნა აქვს. მაგალითად, უცნაური ჩაცმულობით ან ვარცხნილობით. განსხვავებული გემოვნებითაც გამოირჩევა, ფუტურისტული ან საერთოდ გაუგებარი სტილით. თუ ხელოვნების რომელიმე სფერო აინტერესებს, შეიძლება  თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით შემოქმედებდეს (მაგ.: კომპიუტერული მუსიკა). ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კონცენტრაციის უუნარობა და არაპუნქტუალობაა.

 

Het Monster

მიდრეკილება მოულოდნელი ცდუნებებისადმი. უყვართ საზოგადოებრივი ღონისძიებები და წვეულებები. შემოქმედების ორიგინალური სტილი აქვთ. ცოცხალი და მრავალმხრივი ადამიანები არიან. ხშირად ურევენ ერთმანეთში მეგობრობასა და სიყვარულს. ამიტომ, მათი კავშირები არ ხასიათდება სიმტკიცით.

 

კატრინ ობიე

არაპროგნოზირებადი და მოულოდნელობებით აღსავსე სასიყვარულო სფერო. აქიდან გრძნობებით ნაკარნახევი, თუმცა კი გაუაზრებელი “სიყვარული ერთი ნახვით” და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. ორიგინალური, დამოუკიდებელი და ნონკომფორმისტული შეხედულებები სიყვარულზე. მზადაა ნებისმიერი ძალისხმევა გაიღოს, რომ სასურველი ადამიანის გული მოინადიროს ან  არასასურველი გრძნობები მოიცილოს. ხშირად ნიჭიერი ხელოვანია.

 

ფრენსის საკოიანი

მარტივად ჰყვება მოულოდნელ ცდუნებებს. ცოცხალი და მრავალმხრივია, რის გამოც ძალიან უყვართ გარშემომყოფებს. უყვართ საზოგადოებრივი ღონისძიებები, წვეულებები, თავგადასავლები, თავყრილობები. ამ ასპექტის ხელოვნებს თავისი ორიგინალური სტილი აქვთ. ძლიერია სოციალური აქცენტები ( VII და XI სახლების მმართველების შეერთება). ხშირად ურევენ მეგობრობას და სიყვარულს. ამიტომ, მათი პირადი კავშირები არამდგრადია. მოულოდნელად წარმოქმნილი გრძნობები ასევე თვალის დახამხამებაში ქრება. მათ უჭირთ  ერთ კონკრეტულ ადამიანზე მიჯაჭვა. ამიტომ, არ არის რეკომენდებული ნაჩქარევი ქორწინება. დაქორწინებამდე კარგად უნდა შეამოწმონ გრძნობები. თუ ჰოროსკოპში ხაზგასმულია მიწის ნიშნები ან ამ შეერთებას კარგი ასპექტი აქვს სატურნთან _ ადამიანი მყარად დგას მიწაზე, შეუძლია სხვების დახმარება. მსახურება, ადამიანებისთვის ბედნიერების და სიხარულის მინიჭება.

 

სერგეი შესტაპალოვი

ექსცენტრული, ხმაურიანი, გამომწვევი ქცევები. უგუნურება და თავნებობა სიყვარულში. მიდრეკილება ადიულტერის (ღალატი) და შემთხვევითი სასიყვარულო კავშირებისკენ.

თუმცა ეს ასევე ექსტრავაგანტულობის, ორიგინალური გემოვნების და ტალანტების ასპექტია.

 

სხვა წყაროები

Warren Beatty ♀ ☌ ♅ _ ♉

ვენერა-ურანის შეერთების მქონე ადამიანები საოცრად მაგნიტური, დამაინტრიგებელი და დინამიურები არიან. სიყვარულში ყველაზე მეტად მეგობრობას აფასებენ. გრძნობების გულწრფელობა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მათთვის. ეს ის ხალხია, რომელიც უმეტესად ცხვირს იბზუებს ქორწინებაზე და აცხადებს, რომ სიყვარული ორი ადამიანის ურთიერთგრძნობაა და არა ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა.

ჩვეულებრივ, მეგობრულები არიან. სიამოვნებით და ყოველგვარი წინასწარგანსჯის გარეშე უმეგობრდებიან ყველა ტიპის ადამიანებს.  მათ ეზიზღებათ სოციალური ფარისევლობა.  პოპულარობას გულწრფელობას ამჯობინებენ, თუმცა საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამისა, პოპულარობით უფრო სარგებლობენ, ვიდრე წრფელი ურთიერთობებით.

ეს გონებაგახსნილ ადამიანები ფრიად საკამათო დამოკიდებულებით გამოირჩევიან სიყვარულისა და რომანტიკის საკითხებში.  ისინი აშკარა სიხისტეს ავლენენ, როდესაც საქმე მათ შინაგან სამყაროს ეხება. ხშირად იმედებს უცრუებენ ახლობელ ადამიანებს, რადგან მათი თავისუფლების სიყვარული პრაქტიკაში სულაც არ აღმოჩნდება იმ შინაარსის, როგორიც თავიდან ჩანდა. სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მარტივად იღებენ ბევრ განსხვავებულ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაში და თითქოს ლიბერალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან განსხვავებული აზრების მიმართ, თავად მაინც მყარად ებღაუჭებიან საკუთარ შეხედულებებს. უმეტესობას კომპრომისი უბრალოდ აშინებს, რადგან მასში საკუთარი ინდივიდუალიზმის დაკარგვის საფრთხეს ხედავს. მათი სტილი და გემოვნება განსხვავებული და ორიგინალურია. ეს ვრცელდება როგორც სამოსის შერჩევაზე, ისე ავეჯის, კინოს თუ მუსიკის შეფასებისას.

ხანდახან ურანის მოთხოვნები პროეცირებულია პარტნიორზე, ანუ ასეთ ადამიანებს იზიდავთ  ორიგინალური, უჩვეულო, არასაიმედო, წინააღმდეგობრივი და თავისუფლებისმოყვარე პარტნიორები. მათი ყოფილები ხშირად ჩივიან, რომ ეს ხალხი არ აფასებს ურთიერთობას. სიყვარულისა და ეროტიკის საკითხებში მათთვის ყველაზე ამაღელვებელი განცდები „აკრძალული ნაყოფის” დაგემოვნებას მოაქვს. მაგალითად, სოციალურად მიუღებელი ქცევებით. ექსპერიმენტები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასპექტის მქონე ადამიანებისთვის.

ეს ძალიან სპონტანური ხალხია, ემოციურად და სექსუალურად მარტივად აღგზნებადი. სწრაფად უყვარდებათ და ნაკლებად აინტერესებთ, რამდენად მისაღებია მათი გრძნობები. ამ კუთხით თავშეკავებაც მათთვის სრულიად უცხოა. სამაგიეროდ, ძალიან უჭირთ ურთიერთობების შენარჩუნება, როდესაც პირველი მღელვარება ჩაცხრება. განსაკუთრებით თუ პარტნიორი კონსერვატული ბუნებისაა და ექსპერიმენტები არ უყვარს. მათ უფრო არატრადიციული ტიპის ურთიერთობები იზიდავთ, რადგან პირადი თავისუფლება მათთვის ყველაზე ძვირფასია.

როგორც კი მათთვის მისაღებ სულიერ მოძღვრებას მიაკვლევენ, სამუდამოდ ჩაებღაუჭებიან. მანამდე შესაძლოა ათასი რამ სცადონ. მაგრამ თუ სწორ გზაზე შედგნენ, ძიების ეტაპი სასიამოვნო ციკლური პროცესად იქცევა  რწმენის პერსონალური სისტემის განვითარებისთვის.

 

ცნობილი ადამიანები ვენერა-ურანის შეერთებით:  Christina Aguilera, Tori Amos, Warren Beatty, Anita Bryant, Elizabeth Taylor, Harry Belafonte, Betty Ford, Heather Locklear, Steve McQueen, Bill Moyers, Sidney Poitier, Johnny Cash, Kathy Bates, Erma Bombeck, Katie Holmes, Jim Jones, Cat Stevens…

ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top