ვენერა მშვილდოსანში

ვენერა მშვილდოსანში

სოციალური წესრიგის გავლენა გრძნობებსა და სურვილებზე. მოსწონს ყველაფერი, რაც საზოგადოებრივად აღიარებულია. სილამაზის საკითხებში განიცდის ავტორიტეტული აზრის გავლენას. პატივისა და პრესტიჟის წადილი.
საუკეთესო შემთხვევაში: სილამაზისა და ჰარმონიის სულიერი შემეცნების უნარი. სულიერი ესთეტური კრიტერიუმები.
უარეს შემთხვევაში: მწირი, შეზღუდული შეხედულებები. მიბაძვა სურვილებში. კრიტიკულობის არქონა.


პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა მშვილდოსანში იუპიტერს სტუმრობს, ცეცხლოვან სტიქიაში. ფრიად საინტერესო სიტუაცია იქმნება _ ერთის მხრივ, აღიქვამთ ტრადიციების ავტორიტეტს; მეორეს მხრივ, ხართ მათი გადამცემი, ანუ თქვენ ერთდროულად იკავებთ მოსწავლისა და მასწავლებლის პოზიციებს. ამიტომ, ემოციურ სფეროში დამახასიათებელი იქნება მცირედი გაორება. პარტნიორში უპირველესად მასწავლებელს ხედავთ
ამასთანხშირად ურევთ ერთმანეთში ფიზიკური და სულიერი სილამაზის კრიტერიუმებს. თუმცა შემეცნებისა და არჩევნის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პარტნიორის სულიერი და სოციალური ავტორიტეტია, საზოგადოებრივი მდგომარეობაც.
ვენერა მშვილდოსნისთვის დამახასიათებელია ერთის მხრივ, იდეალიზმი სიყვარულში; მეორეს მხრივ, დიდი რაციონალიზმი პარტნიორის არჩევის საკითხში. სავარაუდოდ, თქვენ ისეთ ადამიანებს ირჩევთ, ვინც რაიმეს გასწავლით ან თქვენს სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს. ყველაზე ხშირად ლტოლვას (ეროტიულსაც)  მათ მიმართ განიცდით, ვისაც დიდ პატივს სცემთ _ მასწავლებლები, პროფესორები, ხელმძღვანელები, უფროსები. ვენერა მშვილდოსანს ასევე ხშირად იზიდავს უცხოელი პარტნიორები. თუ თქვენი პატივისცემისა და აღფრთოვანების ობიექტის ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა, ეს თქვენთვის ადიულტერის (ფრ.მეუღლის ღალატი) შინაგანი სანქციის სიგნალია ან იმედგაცრუების შემდეგ უცხოვდებით ურთიერთობაში.
სასიყვარულო კავშირებში თქვენთვის დამახასიათებელია აქტიური პოზიცია. თქვენ ხშირად იქნებით ინიციატორი გრძნობებში. თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც აქტიურად ეძებს და არ ელოდება სიყვარულს. გულწრფელი გრძნობები გაქვთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხშირად ზედმეტად დამოუკიდებლად იქცევით. არ გახასიათებთ კეკლუცობა და საკუთრების გრძნობა და რადგანაც იუპიტერი ჰორიზონტის გაფართოებას იძლევა, ბევრ სფეროზე გავლენით, შესაძლოა რამდენიმე პარტნიორიც გყავდეთ ერთდროულად. ამასთან, საერთოდ არც განიცდიდეთ სინდისის ქენჯნას, მით უმეტეს დანაშაულის გრძნობას.

არის გაორების სხვა ვარიანტიც: პარტნიორში თქვენ ხედავთ მასწავლებელს (უფრო დამახასიათებელია ქალებისთვის) ან გრძნობათა სფეროში საკუთარ თავს აღიქვამთ ავტორიტეტად, სიყვარულის მასწავლებლად, სწორი ქცევის მაგალითად (უფრო გავრცელებულია მამაკაცებში). თუმცა სქესთა შორის როლების მსგავსი გადანაწილება სულაც არ არის დოგმა; შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს. თქვენ შეიძლება ორივე როლს თანაბარი წარმატებით ითავსებდეთ, ანუ გარკვეულ სიტუაციებში თავს ავტორიტეტად გრძნობდეთ, სხვა სიტუაციებში _ მოსწავლედ. ასეთ მამაკაცთა უმრავლესობა უპირატესობას ასაკით უფროს  ან მასზე ჭკვიან ქალს ანიჭებს.

დიდია სოციალური ფაქტორის გავლენა ესთეტური კრიტერიუმების გამომუშავებაზეც. საერთოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ვენერა საკმაოდ სუსტად ვლინდება მშვილდოსანში. პრაქტიკულად არ აღინიშნება სილამაზის შინაგანი კრიტერიუმები და უმეტესწილად სოციალურ გარემოზე ხდება დამოკიდებული. ამიტომ ემოციური სიმპათიების თუ ლტოლვისას, ორიენტირდებით პრესტიჟულობის ფაქტორზე. მაგალითად, იყო დრო, როდესაც ჩოგბურთი ითვლებოდა დასვენების პრესტიჟულ სახეობად და ადამიანებს, ვენერით მშვილდოსანში, ხშირად წააწყდებოდით კორტებზე. მაგრამ მოდურმა ბუმმა გადაიარა და მათ მიატოვეს ჰობი. მაშასადამე, დასვენებისა და გართობის საკითხებშიც კი სოციუმი მთავარ როლშია. ერთი სიტყვით, მართალია მშვილდოსანი არ არის ვენერას დაცემის ან ტყვეობის ადგილი, მაგრამ მისი გავლენა საკმაოდ სუსტია იუპიტერთან, ანუ სოციალურ გარემოსთან, თანაფარდობაში. აქ ის უფრო მოხეტიალე პერეგრინია.


ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
ვენერა მშვილდოსნის ყურადღება და იდეალები ორიენტირებულია ეთიკაზე, სოციალურ და ესთეტურ მხარეებზე. ვენერა მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მშვილდოსნის უხეშ იუმორსა და გამოხტომებს, მიმართავს რა მის შემეცნებას სოციალური და ფსიქოლოგიური რეალობისკენ (საკუთარი და სხვისი). ვენერიელი მშვილდოსანი ძალზედ მგრძნობიარეა სოციალური დინებებისა და იდეოლოგიის მიმართ და ისწრაფვის, გავლენა მოახდინოს მასზე, საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. ამ მისიას ირიბი გზით _ ხელოვნების მეშვეობით ახორციელებს. თუმცა თუ ვენერას დადებითი ასპექტები აქვს მერკურისთან ან იუპიტერთან, უფრო ორატორული უნარები აღენიშნება.
დაზიანებული ვენერა იძლევა სნობიზმის ცდუნებას, ცრუ ელიტარობას, ნაციონალიზმს (კონკრეტული რუკიდან გამომდინარე ,თუ ჰოროსკოპში მოცემულია დამატებითი მაჩვენებლები). შეიძლება გამოვლინდეს სოციალური ან ფილოსოფიური მიმართულების ბრწყინვალე მხატვარი, ვისი შემოქმედებაც უმაღლეს საწყისს აღანთებს ადამიანებში; ჭეშმარიტი ეთიკისა და თვითშემეცნების ელემენტების ფორმირებას ახდენს მათში.
დისჰარმონიულ
 ასპექტებისას, დოგმატიზმი და რელიგიურობა ესთეტურ და ეთიკურ პოზიციებში, რომელსაც თავს ახვევს გარემოცვას, განსაკუთრებით უახლოეს ადამიანებს. ესთეტური სნობიზმი და ელიტარობა, პოზიცია: “ლამაზია ის, რაც ასეთად მიიჩნევა ჩემს წრეში”. მიუხედავად ყველაფრისა, ეს სიცოცხლისმოყვარე და კონტაქტური (თუ ძლიერი დაზიანება არაა) ხალხია, რომელიც ყველას უყვარს.
ვენერა ერთადერთი პლანეტაა, რომელიც მშვილდოსანს ეხმარება გამოიმუშავოს სამყაროს უშუალო-გრძნობითი (და არა ფილოსოფიურ-სოციალური) აღქმა, რაც მას ასე ალამაზებს.

 

სერგეი შესტაპალოვი „ასტროფსიქოლოგიის ცნობარი“

დადებითი ასპექტების შემთხვევაში: ხელგაშლილობა, კეთილშობილება, თანაგრძნობა, მოწყალება, ფილანტროპია. ეს ტემპერამენტიანი, მხიარული, ოპტიმისტი, კონტაქტური, არტისტული და ელიტარული ადამიანია. კარგი წარმოსახვის უნარი აქვს. ჭეშმარიტ ინტერესს ავლენს ლიტერატურის, თეატრისა და ხელოვნებისადმი. ცდილობს პუბლიკის თვალწინ ტრიალებდეს. იზიდავს მხიარული კომპანიები.

დისჰარმონიული ასპექტებისას, სუბიექტს უვითარდება პატივმოყვარეობა ,ცვალებადობა და დემონსტრაციულობა გრძნობებში. უსაქმური იდეალისტია, ზარმაცი, ანგარიშიანი, კაპრიზული, უსუფთაო. ხშირად პირფერობს, ცდილობს პიროვნული ხიბლით აცდუნოს ადამიანები. არაერთი იმედგაცრუება გადააქვს.

 

 

ფრენსის საკოიანი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 
იდეალებითა და სულიერი პრინციპებით ხელმძღვანელობს. უყვარს ხელოვნების რელიგიური ფორმები, კლასიკა, რიტუალები, სპორტი ღია ცისქვეშ, შორეული მოგზაურობები.

ამანდა საიფრიდი. ვენერა მშვილდოსანში

მომგებიანი ქორწინება, ხშირად უცხოელზე ან განსხვავებული წარმომავლობის, რასის წარმომადგენელზე. სალმიანი და კონტაქტური პიროვნებაა. ურთიერთობას გავლენიან პირებთან ამჯობინებს. ისწრაფვის თვითსრულყოფისკენ. შესაძლოა, იყვნენ მკითხავები, წინასწარმეტყველნი. ხშირია პირფერობა, არიან ხალხის დასანახად ღვთისმოსავნი.
სიყვარულში ურთიერთგაგებასა და მეგობრობას ეძებს. ისეთი ადამიანი მოსწონს, ვინც გახსნილია სიახლეებისათვის, მარტივად ეშვება ავანტურისტულ თავგადასავლებში და ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც თამაშს. უყვარს რჩეულთან ერთად მოგზაურობა. ახალი ნაცნობობა და მეგობრული კავშირები მისთვის სიამოვნების ყველაზე დიდი წყაროა. განსაკუთრებით იზიდავს უცხოელები ან განსხვავებული წარსულის, წარმომავლობის ხალხთან ურთიერთობა. ყოველთვის ცვლილებების მომხრეა, თუნდაც რისკის ფასად. ისეთი პარტნიორი სურს, ვინც თავდაჯერებას შეჰმატებს იმედებისა და მიზნების რეალიზებაში. საყვარელ ადამიანთან სულიერი და ინტელექტუალური ურთიერთგაგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური თუ ემოციური სიახლოვის ფაქტორები. ამიტომ, დაახლოების შემდეგ მისმა პარტ
იორმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ მას მონოტონური გრძნობები აქვს და არც ისე რომანტიულია სასიყვარულო ურთიერთობაში.

 

 

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“ 
მშვილდოსანი ვენერასთვის ნეიტრალური ნიშანია. ეს მდებარეობა ადამიანს ერთდროულად ანიჭებს მატერიალურ წარმატებასა და ინტერესს ფილოსოფიისადმი. უმეტეს შემთხვევაში, ეს მაღალი ხალხია, განათლებული და პატივცემული. კომფორტში ცხოვრობენ. კლასიკური ტექსტები გვამცნობენ რესპექტაბელურობაზე, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებასა და გავლენიან საზოგადოებრივ პოზიციებზე. თუმცა მათ ცხოვრებაში ხშირად შეინიშნება შიდა კონფლიქტი თვითუარყოფასა და გამდიდრების სურვილს შორის.

 

 

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“ 
ღირსეული
 გრძნობები და სამართლიანობა. წესიერება, სწრაფვა ფილანტროპიისაკენ. ისინი არ მალავენ გრძნობებს და გულწრფელად იქცევიან ურთიერთობაში, თუმცა ხანდახან ზედმეტად დამოუკიდებლადაც.

 

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“   
მარტივ და გულწრფელ გრძნობებს ეძებს, რაც მსგავსს გემოვნებასა და ქცევის სტილს ეფუძნება. მისი გრძნობები ჯანსაღი და ხალისიანია, ყოველგვარ პერვერსიას მოკლებული. ახალგაზრდობაში ბევრი თავგადასავალი აქვს, რომელსაც ბუნებრივად და უშუალოდ განიცდის, მაგრამ იშვიათად მიდის “ბოლომდე”,მისთვის დამახასიათებელი ღირსების გრძნობის გამო. მოგვიანებით უფრო კონფორმიზმით ხასიათდება. განიცდის აუცილებლობას, იპოვოს გრძნობების უცვლელობის ათვლის წერტილი.
მარტივად და სპონტანურად უყვარდება. უშუალო და გულწრფელი გრძნობებით. თუმცა მას უფრო სასიყვარულო ურთიერთობების ეგზოტიკა ხიბლავს, სიყვარულის მგრნობიარე მხარე მეორეხარისხოვანია. ვერ იტანს ვერანაირ გართულებას გრძნობით სფეროში და კრიზისის შემთხვევაში, ძლივს უმკალვდება წარმოქმნილ პრობლემებს.

ადამიანებს, ვენერით მშვილდოსანში, მარტივად შეიძლება ვუწოდოთ ბედნიერები: მათ ხშირად უმართლებთ წვრილმან თუ მსხვილ საკითხებში,ისინი უყვართ “ძლიერთა ამა ქვეყნისათა”,მფარველობენ ავტორიტეტები და სიყვარულით ასწავლიან სხვადასხვა მასწავლებლები. ურთიერთობაში მათთვის მთავარია თავისუფლება და გაქანება, ამიტომ რთულად თუ მიიწერს ან მიისაკუთრებს ერთი პარტიორი. მათ “ფართოფორმატიან” ნატურას მთელი სამყაროს შეცნობა სწყურია,ყველანაირი გამოვლინებით და ერთერთი ესეთი ფორმა გახლავთ საწინააღდეგო სქესთან ურთიერთობა,რომელშიც ისინი არამხოლოდ ფლირტსა და რომანტიკას ეძებენ,არამედ სერიოზულ იდეოლოგიურ და მსოფლმხედველობით საუბრებს. არც ისე იშვიათად გრძნობები განათლების მიღების პროცესში მოდის. განმანათლებელი პიროვნება, ვინც ცოდნას სძენს, მარტივად გახდება მათი გაღმერთების ობიექტი, თუნდაც მხოლოდ ავტორიტეტული სტატუსის გამო.
ვენერას მშვილდოსანში ხშირად ჰგონია, რომ ნადვილი გრძნობები სადღაც შორს ელოდება _ როგორც მინიმუმ, ფიჯის კუნძულებზე ან ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც საშუალება ექნება შეიცნოს რაღაც ახალი.
ასეთი ვენერა მფლობელებს აჯილდოებს დინამიურობით, ხალისითა და იუმორის გრძნობით (მართალია, ეს უკანასკნელი რამდენადმე თავისებურია, სიუხეშის გამო). დაუშრეტელი ოპტიმიზმით გამოირჩევიან. სასიყვარულო წარუმატებლობა დიდხანს ვერ გამოთიშავს თამაშიდან. ნებისმიერი დაცემის შემდეგ სწრაფად წამოხტება, მტვერს ჩამოიფერთხავს და შთაგონებული გაუდგება გზას, ახალი და უფრო იღბლიანი კავშირის საძიებლად. ისინი ძლიერ ქარიზმას ფლობენ და ახლოს გაცნობის მსურველებიც არასოდეს აკლიათ. ეს მხიარული მაწანწალები ყოველთვის თავგადასავლებს ეძებენ. მყარად სწამთ საკუთარი ღირსებების უძლეველობის. ხელგაშლილობითაც ხასიათდებიან და გულუხვად მუხტავენ გარშემომყოფებს ელვარე ენერგიით.


ქ ა ლ ი, ვენერით მშვილდოსანში, ავანტურისტული ნატურით ხასიათდება და ყოველთვის მხიარულად და გამომწვევად იქცევა. ის ჭეშმარიტი იდეოლოგია ურთიერთობაში. ცალმხრივი საუბრებით არ კმაყოფილდება. მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მამაკაცმა, სულ მცირე, სამი-ოთხი კრიტიკული სტატია მაინც უნდა წაიკითხოს მისთვის საინტერესო თემებზე. ურთიერთობაში აქტიური პოზიცია უჭირავს. მისთვის იდეალური იქნებოდა შეხვედროდა მსგავსი შეხედულებებისა და მსოფლმხედველობის მამაკაცს, აზარტულს
 და მსუბუქს ურთიერთობაში, ვინც დაინტერესებულია ფილოსოფიით, რელიგიითა და კულტურით.
ნეგატიურ ვარიანტში, ყველას თავს ახვევს საკუთარ შეხედულებებს და სიტყვა სიტყვით თრგუნავს თავისი ავტორიტეტით. მას ხშირად ეჩვენება, რომ ყველა მამაკაცს გადაუსწრო ცოდნისა და გონებრივი განვითარების საკითხებში, რის გამოც ძალიან, ძალიან უყვარს ყველასათვის ჭკუის სწავლება და მორალის კითხვა. ფილოსოფიურ თემებზე დისკუსიებიც მისი ერთერთი საყვარელი საქმიანობაა. მართალია, მას არ სჩვევია ურთიერთობების კონფლიქტებამდე მიყვანა, თუმცა დროდადრო წვეტიან ენაზე კბილის დაჭერა ნამდვილად არ აწყენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ ერთხელაც იმდენად უკმეხად შეეხება მამაკაცის თავმოყვარეობას, 
რომ ის არასოდეს დაუვიწყებს.
სურს ასწავლოს და ისწავლოს. მოსწონს მოგზაურობა, ახალი კულტურებისა და უცხო ენების შესწავლა. თამამად შეუძლია დაუდგრომელი ტემპერამენტი სწორედ ამ კალაპოტში მიმართოს. გარეგნულად რამდენადმე დაუდევრად გამოიყურება. მოურიდებლად და თვალშისაცემად იმოსება _ აჩეჩილი თმები; გრძელი, მოღეღილი შარფი ან სხვა რაიმე მკვეთრი დეტალი.

მ ა მ ა კ ა ც ს, ვენერით მშვილდოსანში, საყვარელ ქალში დაუშრეტელი მოგზაურის დანახვ სურს, ვინც ყოველთვის გვერდს დაუმშვენებს, თავგადასავლების ძიების თუ განათლების მიღების პროცესში. მისი იდეალური ქალი უნდა იყოს ჭკვიანი (სასურველია კლასიკურ-ჰუმანიტარული განათლებით); გამოხატავდეს ინტერესს რელიგიურ-ფილოსოფიური თემებისა და განსხვავებული კულტურებისადმი. მარად ოპტიმისტი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეჭვიანობის შეტევებს მოკლებული. თავადაც მიანიჭებს რჩეულს თავისუფლებას, მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს თავისუფლება კეთილშობილ და ღირსეულ მიზნებს მოხმარდება.

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“ 

ბავშვი, ვენერით მშვილდოსანში, თითქმის არასდროს მალავს გრძნობებს, მისი მიჯაჭვულობა გადაშლილი წიგნივითაა. თუ თქვენ მას უყვარხართ, ის აუცილებლად შეგატყობინებთ; თუ არა, მაშინ თავის გატაცების სხვა ობიექტთან წავა. არასოდეს სცადოთ მისი შეზღუდვა. მას სჭირდება თავისუფლება და ვინც მას ავიწროებს, იქნება ეს მშობელი, მეგობარი თუ შეყვარებული, ნაკლები შანსი აქვს მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ერთგულება და ხანგრძლივი  ურთიერთობები არ შეუძლია.
პატიოსნების, სამართლიანობის, ეთიკისა და ღირსების გამძაფრებული გრძნობა აქვს. ძალიან ხელგაშლილია, ხანდახან ზედმეტადაც. ამიტომ, თვალყური ადევნეთ ჯიბის ფულს. საყვარელი ადამიანების სიამოვნების სურვილის გამო, ის ხშირად აღმოჩნდება ჯიბეგახვრეტილ მდგომარეობაში.
მას მაგნიტივით იზიდავს მხიარულება; იცის, რომ კარს მიღმა უზარმაზარი სამყარო ელის, სადაც იმდენი რამ არის სანახავი და აღმოსაჩენი. თავგადასავლების ძიებაშია და ყოველთვის მზადაა რისკზე წასასვლელად. მთლიანობაში, უაღრესად ოპტიმისტური და იდეალისტური დამოკიდებულება აქვს თავის ცხოვრების მიმართ. ადამიანებსაც საუკეთესო მხრიდან უყურებს და ამის გამო ხშირად განიცდის იმედგაცრუებას. თუმცა დიდი ხნით ნამდვილად არ იდარდებს.
თუ მას ხელოვნება გაიტაცებს, ბუნება მისი შთაგონების მთავარი წყარო იქნება.


სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია.ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“

განთავსდება რა ვენერა ცეცხლოვან მშვილდოსანში, მფლობელებს აჯილდოებს ღია, გახსნილი და მეგობრული ხასიათით. ყველა ცეცხლის ნიშანი აფასებს გემოვნებით და ლამაზად ცხოვრების უნარს და არც მშვილდოსანია გამონაკლისი. მათ არ წარმოექმნებათ სირთულეები გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის დროს. მარტივად გასცემენ და მადლიერებით იღებენ სიყვარულს. უყვართ თავიანთ გრძნობებზე ლაპარაკი და ყოველთვის აბსოლუტურად გულწრფელნი არიან. ამავე თვისებას აფასებენ სხვა ადამიანებშიც. პატიოსნება ყველგან და ყველაფერში _ აი, რა არის მათთვის ყველაზე მთავარი. თუ შეიტყვეს, რომ ვინმემ მოატყუა, მასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტენ.
ისინი აფასებენ თავისუფლებას. მათზე ზეწოლა და ვალდებულებებით შეზღუდვა ყოვლად უსარგებლოა. ვერ იტანენ მესაკუთრულ დამოკიდებულებას მათდამი. ნებისმიერი ტიპის თავდასხმა მათ დამოუკიდებლობაზე, მიგიყვანთ ბუნტამდე, რადგან თავისუფლება მათთვის ჰაერივით აუცილებელია.
ისეთ მეგობრებს ირჩევენ, ვისთანაც მსგავსი ცხოვრებისეული პრინციპები და ფილოსოფია აკავშირებთ, ყოველ შემთხვევაში ფართო თვალსაწიერი აუცილებელია. ფრიად კონტაქტური და მხიარულები,მარტივად აღწევენ ურთიერთგაგებას.
რაც შეეხება ხელოვნებას, ვენერა მშვილდოსანში უპირატესობას ბუნებრივ ფორმებსა და გრანდიოზულ ზომებს ანიჭებს. ხშირად ექსტრავაგანტული გემოვნება აქვს _ მოსწონს ყველაფერი კაშკაშა და თვალშისაცემი. საეკლესიო, ანტიკური საბერძნეთისა და ძველი რომაული სტილის ნაკეთობები მაგნიტივით იზიდავს მათ მზერას.
უყვართ სპორტულ თამაშებში მონაწილეობა. ამასთან ინდივიდუალურ სპორტის სახეობებს ამჯობინებენ: ცხენოსნობა, ჩოგბურთი, ალპინიზმი… ხელგაშლილი და იმპულსური ნატურის გამო, მათ არ სჩვევიათ ფულზე, ნივთებსა თუ სხვა მატერიალურ სიკეთეებზე გამოკიდება და მიუხედავად იმისა, რომ გულუხვობა უმეტესწილად ღირსეული თვისებაა, მაინც სჯობს ყურადღებით მოეკიდოთ ამ საკითხს და შეეცადოთ,დაეხმაროთ თვითდისციპლინის გამომუშავებაში.
ვენერა მშვილდოსანთან თანაცხოვრება და ურთიერთობა უამრავ სიხარულსა და მხიარულებას შეჰმატებს თქვენს ყოველდღიურობას, თუმცა ერთი პირობით: არ შეეხოთ მის თავისუფლებას!

 


სასწორები: Сергей Безруков, Elena Dementieva, Catherine Ringer, Margaret Thatcher, Angela Lansbury, Deepak Chopra, Suzanne Somers, Liliane Bettencourt, Dwight D. Eisenhower…

მორიელები: Антон Сихарулидзе, А.Ф.Иоффе, Олег Блохин, Анатолий Папанов, Олег Меньшиков, Лолита Милявская, Ксения Собчак, Александр Градский, Роман Виктюк, Aishwarya Rai, Mick Thomson, Jamie Lee Curtis, Desiderius Erasmus, Maradona, Kathy Griffin, Tilda Swinton, Ennio Morricone, Stanley Tucci, Rene Magritte, Claude Monet, Auguste Rodin, Ivanka Trump, Sam Rockwell, Queen Victoria, Joe Dassin, Ana Ivanovic, Kat DeLuna, Whoopi Goldberg, Dolph Lundgren, Erwin Rommel, Maria Shriver, Luchino Visconti, Ryan Reynolds, Robert Louis Stevenson, Piper Perabo, Sally Field, Nicollette Sheridan, Katy Perry, Roberto Benigni, Theodore Roosevelt, Amelia Vega, Dorothy Dandridge, Kurt Vonnegut….

მშვილდოსნები:  А.Солженицын, Валерий Брюсов, Н.М.Карамзин, Андрей Макаревич, Юрий Никулин, Алиса Фрейндлих, Галина Польских, Оксана Федорова, Augusto Pinochet, Emily Dickinson, Nikki Sixx, Michel Berger, Dominic James Howard, Vincent Cassel, Judi Dench, Kim Basinger, Winston Churchill, John Malkovich, Patricia Kaas, Sinead O’Connor, Otto Dix, Alyssa Milano, Frank Zappa, Billy Connolly, Baruch Spinoza, Mark Twain, Andrew Carnegie, Christina Aguilera, Jake Gyllenhaal, Samuel L. Jackson, Ed Harris, Paracelse, Diego Rivera, Jane Fonda, Jay Z, Bixente Lizarazu, Giacomo Puccini, Tina Turner, Julie Delpy, Christina Applegate, Kristy Swanson….

თხის რქები: Георгий Гюрджиев, Семенов Тян-Шанский, Светлана Хоркина, Осип Мандельштам, Раймонд Паулс, Игорь Николаев, Ирина Аллегрова, Богдан Хмельницкий, Vidal Sassoon , Jakob Bernoulli, Kevin Costner, Paramahansa Yogananda, Katie Couric, Yukio Mishima, Madame de Pompadour, Jimmy Page, Paz Vega, Al “Scarface” Capone, Lemmy, Robert Duvall, Diane Sawyer, Julia Ormond, Federico Fellini, Vanessa Paradis, Jude Law, Kid Rock, Mary J. Blige, Elvis Aaron Jr. Presley, Rudyard Kipling, David Bowie, Gerard Depardieu, Elizabeth Dushku, Donna Summer, Rowan Atkinson, Ll Cool J, Cary Grant, Howard Hughes….

მერწყულები: ედუარდ შევარდნაძე, George Balanchine, Аркадий Гайдар, Леонид Гайдай, Анна Большова, Дмитрий Харатьян, Леонид Парфенов, Борис Ельцин,Nicolas Sarkozy, Eddie Van Halen, Nick Mason, Jose Mourinho, Lewis Carroll, Jeanne Moreau, Roger Vadim, Robert Zoller….

 

 

 ავტორი: Qet Adastra


About Kate

Scroll To Top