ვოინიჩის მანუსკრიპტი

ვოინიჩის მანუსკრიპტი

ვოინიჩის მანუსკრიპტი წარმოადგენს ზომით პატარა (23.5×16.2) 240 გვერდიან წიგნს, რომელიც ჩვენთვის უცნობ ენაზეა დაწერილი. მისი გაშიფრვა ვერ მოხერხდა. დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ ფრინველის ფრთით, ხოლო დიდი ნაწილები პარაგრაფებადაა დაყოფილი.

წიგნებით მოვაჭრე უილფრიდ ვოინიჩმა ხელნაწერი რომთან ახლოს, ვილა მონდრაგონეში, 1912 წელს შეიძინა და მას შემდეგ იკვლევდა.  სწორედ მისი სახელი ეწოდა მანუსკრიპტს. თითქმის ყველა გვერდზე გვხვდება ილუსტრაციები, ნახატები, რაც მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის წიგნის სტრუქტურასა და პარაგრაფებზე.

რადიო-ნახშირბადული მეთოდის გამოყენებით, არიზონას უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის მკვლევართა ჯგუფმა, გრეგ ჰოჯინსის (Greg Hodgins) ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა ხელნაწერის პერგამენტის ფურცლის გვერდები, რომლებიც მე–15 საუკუნით თარიღდება, რაც ერთი საუკუნით ადრეული პერიოდია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ.

ხელნაწერი სხვადასხვა სფეროს ინფორმაციას მოიცავს. ილუსტრაციების მიხედვით საუბარია ბალახებზე, მცენარეებზე, ფარმაციაზე, ბიოლოგიურ ნაწილზე, ზოდიაქოს თანავარსკვლავედების სიმბოლოებსა და დიაგრამებზე, ასევე გაურკვეველ რუკებზე.

1969 წლიდან ხელნაწერი იელის უნივერსიტეტის იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში ინახება.

გთავაზობთ დოკუმენტურ ფილმს რუსულ ენაზე და დამატებით ინფორმაციას (ლინკები და ილუსტრაციები):

www.sci-news.com

www.newyorker.com

voynichscript.blogspot.com

www.sciencelib.ge/node/1249

რამდენიმე ილუსტრაცია:


About Tamta

Scroll To Top