ზოდიაქოს ნიშნები ცხოველთა სამყაროში

ზოდიაქოს ნიშნები ცხოველთა სამყაროში

სიტუაცია:

გორაკზე დგას ორი ხარი: მოხუცი და ახალგაზრდა. დაბლა მდელოზე  ძროხების ნახირი გადის. ახალგაზრდა ხარი მუჯლუგუნს გაჰკრავს ბებერს და ეუბნება:

_მოდი,სწრაფად ჩავირბინოთ და ის ახალგაზრდა მოვტ**ათ, ან აი,ის,მოხდენილი. წამო რა,ჩქარა, ჩქარა!

ბებერი ხარი დიდხანს მდუმარედ უსმენს. ბოლოს თავს გაიქნევს და ეტყვის:

_არა! ჩვენ ახლა ნეეელა დავეშვებით და მთელ ნახირს მოვტ***ავთ!

 

წარმოდგენილი სიტუაციის მიზანია,აღვწეროთ თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქცევის ტიპური  ტაქტიკა მოცემულ სიტუაციაში,მოხუცი ხარის ადგილზე.

 

ვერძი ასაკშიც ისე იქცევა,როგორც ახალგაზრდობაში. ის ხალისით მიიღებს ახალგაზრდა ხარის წინადადებას, თავპირისმტვრევით დაეშვება  და “აი,იმ ახალგაზრდას”  მოტ***ავს. შემდეგ კვლავ გორაკზე დაბრუნდება,ხატოვან პოზაში გაიჯგიმება და ამაყად მიმოათვალიერებს შემოგარენს.

ვერძი_ ეს უკვე გოროზად ჟღერს და მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა!

 

კუროს ქცევის ტიპი თავად შესავალ სიტუაციაშია აღწერილი და სრულიად სარწმუნო წყაროებიდან არის ცნობილი.  კურო ასეც მოიქცევა: ის ნეეელა დაეშვება  და მთელ ნახირს გადაუვლის. ამასთან, ასაკის და ჯანმრთელობის მიუხედავად, ძალები ყველაზე ეყოფა. ის კი არა, იქით ასწავლის ახალგაზრდა ხარს.

 

ტყუპები შეთავაზებას დიდი ენთუზიაზმით აღიქვამს. ის სასწრაფოდ გაიქცევა ძროხებთან და გულითად საუბარს გაუბამს. დაიწყებს ლაპარაკს სექსზე, შემდეგ  ინტერნეტზე, ინტერნეტიდან გადაერთვება კომპიუტერებზე, კომპიუტერებიდან ავტომობილებზე… მორჩა. ტყუპები ენად გაიკრიფა და სულ გადაავიწყდა, საერთოდ, რისთვის ჩამოვიდა.

 

კირჩხიბი საქმეს კუროზე არანაკლებ საფუძვლიანად მიუდგება, იმ განსხვავებით, რომ ის მხოლოდ ერთ ძროხას აირჩევს. მაგრამ მისირჩეული ძროხა აუცილებლად უნდა იყოს ნახირის უდავო რეკორდსმენი: წონით, მეწველობითა და მკერდის მოცულობით (არ ვიცით, ძროხებში ამ პარამეტრს რას ეძახიან… ცურის დიამეტრი?..იუჰ,არა! ისევ მკერდის გარშემოწირულობა ჯობია).  ის თავს პატარა,საყვარელ ხბოდ მოაჩვენებს და პირდაპირ ძუძუს წოვას შეუდგება.

 

ჰოოო… აი, ლომის შემთხვევაში საქმე რთულდება. ლომი არავისაც არ მოტ***ავს. სამაგიეროდ, ყველას შებმას დაიწყებს. აბამს ლამაზად და ხატოვნად; საოცარი ენერგიით და შარმით ამტკიცებს (ისევე,როგორც 2*2=4), რომ ყველაზე მაგარი ტიპია. პრინციპში მართალია. მან უკვე დაამტკიცა, რომ საუკეთესოა და ამაში მთელი ნახირი დაემოწმება,რომელიც მზადაა,სრული შემადგენლობით,უკან გაჰყვეს.

და სულაც აღარ არის საჭირო ვინმეს მოტ***ნა. პირიქით,მავნებელიც შეიძლება აღმოჩნდეს. მაღალი ალბათობით, ლომი ძროხებზე დიდი რუდუნებით მოხდენილ შთაბეჭდილებას გაიფუჭებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ისევე გრაციოზულობით გაეცალოს იქაურობას,როგორ შთამბეჭდავადაც გამოჩნდა. იპოვოს ახალი ნახირი, მათი ყურადღება დაიპყროს, მოხიბლოს, თავგზა აურიოს და შემდგომ მათაც ლამაზად გაეცალოს.

 

ქალწული, ნახირის ნაცვლად, ჯერ სექსშოპში გაიქცევა და გზაში „კამასუტრას” გაიხსენებს. თუმცა როდესაც  სანუკვარ ადგილზე დაბრუნდება,ნახირი იქ აღარ დახვდება. ეეეჰ,ისევ თვითმომსახურებას უნდა მიჰყოს ხელი,უკანა გზაზე სახელდახელოდ ნაყიდი ფლეიბოის ფურცლვის ფონზე.

 

სასწორი საერთოდ ადგილიდანაც არ დაიძვრება. ის იქამდე დაიცდის, სანამ ძროხა თვითონ ავა და ლაქლაქს გაუბამს. მერე ჩაფიქრდება: ეს „ის“ ძროხაა?.. სხვას ხომ არ დაელოდოს?.. იქნებ სხვა უკეთესია?..

როგორც იქნა,დაასკვნის,რომ სხვას დაელოდოს. ამოირჩევს, ბოლოს და ბოლოს, სექსზეც დასთანხმდება და მერე იმაზე იჭყლეტს ტვინს: სწორედ აირჩია?.. იქნებ მესამე ძროხას უნდა დალოდებოდა?…

 

არც მორიელი არ დაეშვება გორაკიდან. მას ეს არ სჭირდება. გვერდზე მყოფი ქორფა ხარიც მშვენივრად აწყობს!.. რითი ჩამოუვარდება ვითომ ძროხას?.. ხართან კოიტუსი ნამდვილი მისტიკაა! არა, არა, არავითარი ძროხები!

 

მშვილდოსანი… ძროხებთან არ მივა. რა იყო ახლა, ძროხის უნახავი ხამია თუ რა?!. მისი შორმჭვრეტელი მზერა მოშორებით ცხენების რემას შენიშნავს.  აი,ეს ზუსტად ის არის! ცხენი ჯერ არ ჰყოლია. ჯოგიდან ყველაზე ეგზოტიკურ ცხენს ამოარჩევს და ყველაზე ეგზოტიკურ სექსზე დაითანხმებს.

 

თხის რქა ერთადერთი ნიშანია,რომელიც ამ სიტუაციაშიც კი სწორად მოიქცევა. უპირველეს ყოვლისა,ის  წესრიგს დაამყარებს ამ საგიჟეთში: განრიგს შეადგენს, ძროხებს ჟეტონებს დაურიგებს და კარგად ორგანიზებულ  რიგს მოაწყობს. ძროხებს თანხმობას არც ჰკითხავს,არ სჭირდება. ქალებს უყვართ წესრიგი!

 

მერწყული მაშინვე ნახირის ფავორიტად იქცევა. მისთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა, რამდენი და რომელი ძროხა უნდა (ჯერ ერთი, არც იცის). მნიშვნელოვანია სხვა რამ,კერძოდ ის,თუ ვინ მოისურვებს თავად მერწყულს? როგორც სტატისტიკა გვამცნობს, მერწყულს „გასათბობად”  ნახირის 40% დაითრევს.  ვერაფერს იტყვი, სერიოზული პროცენტია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მერწყული ამ არცთუ მარტივ თავგადასავალს,სრულიად აუღელვებლად და უარყოფითი შედეგების გარეშე გაივლის. მეტიც, ძროხების ნებიერა ერთხელაც არ გაოფლიანდება. მის მაგივრად, ყველაფერს მისი მეწყვილენი გააკეთებენ.

 

თევზები ოცნებით გადახედავს ნახირს და ჩაფიქრდება,როგორ ძროხას ისურვებდა. ცხადია, რომ დიდი და სევდიანი თვალებით; გასაგებია,რომ არა გაძვალტყავებულს; მაგრამ აი, რქების ფორმა უკვე სერიოზული საკითხია… შესაძლებელია ცური იყოს უზარმაზარი ზომის იყოს  და თან იდეალური ფორმის?.. და ჩლიქები როგორი უნდა ჰქონდეს?..

ასე ოცნებებში იდგება თევზები გორაკზე და ნახირი ნეეელა ჩაუვლის გვერდზე.


About Qet

Scroll To Top