იუპიტერი X სახლში

იუპიტერი X სახლში

წარმატება და პოპულარობა

წარმატება სამუშაოსა და პოლიტიკაში ამ ადამიანის გამოხატული ორგანიზატორული შესაძლებლობების, შესაშური თავდაჯერებულობისა და მყარი საიმედოობის წყალობით მოდის. მას განვითარებისთვის მრავალი შესაძლებლობა აქვს, სოციალურად გადაჭარბებულად აქტიურია და მძაფრად გრძნობს სამართლიანობას, ამიტომაც შესაძლებელია წარმატებას მიაღწიოს მართლმსაჯულების სფეროში. ეს ადამიანი ხასიათდება მაღალი მორალური სტანდარტებით და აღიარებას ადრე აღწევს. პლანეტის დაზიანებიას ზედმეტად ამაყი, უკიდურესად ამბიციური, ძალაუფლების მოყვარე, ქედმაღალი დ ვიწრო მატერილისტი ხდება. ჩვეულებრივ, ეს ასპექტი გვხდება გამოჩენილი მოღვაწეების პირად რუკებში, რომლებმაც წლების განმავლობაში მაღალ პროფესიონალურ სტატუსს მიაღწიეს. ასეთ ადამიანს, რელიგიურ და მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით, საკუთარი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარება შეუძლია, რასაც კეთილსინდისიერად მიჰყავს გავლენიანი მდგომარეობისკენ, თუმცა-ღა, შემთხვევითმა ადამიანებმა შესაძლოა ეს საქმეები ვერც კი შეამჩნიონ.

პროფესიული მოვალეობის შესრულებისა და საზოგადოებრივი საქმეების მოწესრიგებისას დიდი პროფესიონალური პატივმოყვარეობა ერწყმის პატიოსნებასა და საიმედოობას. ეს _ საზოგადოების ბურჯები არიან, რომლებიც ფლობენ ბრწყინვალე რეპუტაციას. ორგანიზატორული ნიჭი და საქმეების მოწესრიგების უნარი ბრწყინვალე პოლიტიკოსებად აქცევთ. უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ დაიმსახურონ დიდი ნდობა და მოიპოვონ მაღალი პასუხისმგებლობა და დიდი აღირება. წლებთან ერთად მათი პერსონა უფრო ღირსეული ხდება, საბანკო ანგარიში _ უფრო მდიდრული, ხოლო მმართველობითი საქმეები _ უფრო ფართე. არაა გამორიცხული, პროფესიონალური პატივმოყვარეობის დაკმაყოფლიებისათვის საოჯახო საქმეების აწეწვა. ოჯახსა და სამუშაოს შორის ბალანსის დარღვევა, შესაძლებელია, ცხოვრებით სერიოზული უკმაყოფილების მიზეზად იქცეს. 

პლანეტის დაზიანება იწვევს ფარისევლობის, თვალთმაქცობისა და კვეხნის განვითარებას, რომელიც იწვევს ფორტუნისგან ზურგის შექცევას და, ხანდახან, ღირსებასთან კავშირის გაწყვეტას. ასეთი ადამიანები ბრწყინვალედ აცნობიერებენ საკუთარ, მთავარ ცხოვრებისეულ ამოცანებს, ამიტომაც განუხრელად მიზანმიმართლები რჩებიან. ასეთ ადამიანს შეუძლებელია თავს მოახვიოთ ისეთი რამ, რაც მისთვის თვისობრივი (დამახასიათებელი) არაა. კარიერული წარმატება ერწყმის სიღრმისეულ რელიგიურ რწმენას.  თვალსაწიერის დაუღალავად გაფართოება თვითგანათლებისა და მოგზაურობის წყალობით იწვევს პოზიციების გამყარებას.

იუპიტერის დაზიანება გამოიხატება ხშირ წარუმატებლობებში, ფარისევლობასა და თვალთმაქცობაში, მარცხის მიზეზის მოძიებისა და საქმის ჭეშმარიტი მდგორეობის შეფასების უუნარობაში. პროფესიულ ცხოვრებაში ადამიანი აღწევს პატივისცემასა და აღიარებას, მაღლდება იმ საზოგადოებრივ წრეზე, რომელშიც დაიბადა. უჩდება მრავალი ბრწყინვალე ფინანსური შესაძლებობა, ავლენს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ძალას და ხდება საკმაოდ კომუნიკაბელური. ეს ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში კარგავს გარშემომყოფების ნდობას, აწყდება უსიამოვნებებს ოჯახში და პირისპირ ეჯახება ჭორებსა და ცილისწამებებს. 

გამჭრიახი და დახვეწილია, უყვარს ფუფუნება და ყველაფერში სიფართოვეს ფლობს, _ რასაც აკეთებს, გრძნობს და იცის. მისი ცხოვრებისეული გზა საკმაოდ ადვილი და მარტივია, მატერიალური მდგომარეობა მყარია, უეჭველად აღწევს პოპულარობას და ცნობადობას, იღებს არამარტო საპატიო საზოგადოებრივ მდგომარებას, არამედ სხვებზე ძალაუფლებასაც. მკვეთრად გამოხატული ოპტიმიზმი და ალტრუიზმი, ჰუმანიზმი და მიმტევებლობა, მაღალია ავტორიტეტი და ფილანტროპიული მიდრეკილებები. პრესტიჟი და კოლეგებს და თანამოაზრეებს შორის რეპუტაცია ეხმარება კონკურენტებთან ანდა მტრებთან წარმატებულად გამკლავებაში. მის მიმართ საზოგადოება ავლენს ამაღლებულ ყურადღებას, უფროსობა კი მოწონებით და მოწყალედ უყურებს. მის ყველა დამსახურებას საზოგადოება მოწონებით და კეთილგანწყობით აღიარებს.

სახეზეა მკვეთრად ამაღლებული სუბიექტი, რომელიც ერთი სოციალური ფენიდან მეორეში გადადის. ასეთ ადამიანში ბრწყინვალედაა შერწყმული სამართიანობის გრძნობა, იდეალიზმი, დიდსულოვნება და მასშტაბური ამბიციურობა. შეუძლია გახდეს მაღალი მდგომარების სახელმწიფო მოღვაწე, ძალიან მდიდარი და ავტორიტეტული ადამიანი. წარმატებულია როგორც მინისტრი, ელჩი, პროკურორი, ფილოსოფოსი, ვაჭარი, ბანკირი და შუამავალი. სარგებლობს მეგობრების კეთილგაწყობითა და ოფიციალური პირების პროტექციებით. საქმეც იმაშია, რომ აწყდება ბედნიერ მოულოდნელობებს და მოხერხებულად იყენებს კეთილსასურველ შანსებს. ფინანსური პრობლემების გადაწყვეტისას შორსმხედველობას ავლენს. მხოლოდ ერთია, პლანეტის ძლიერი დაზიანებისას აწყდება სერიოზულ დაბრკოლებებსა და დანაკარგებს. 

პაველ გლობა

დადებითი ასპექტები (+) იძლევა ძალაუფლების მიღწევის შესაძლებლობას და დიდ პრესტიჟს, მაგრამ ტრადიციებისა და იმ წრის უარყოფასაც, რომელმაც ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი ჩამოაყალიბა. შემოქმედებით ადამიანებში პრესტიჟის გამაგრებას, მაგრამ ასევე ნებისმიერი არარაობის ძალაუფლებაში მოსვლასაც უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, ადამიანი ძალაუფლებაში მოდის რომელიმე დაჯგუფების წინსვლის მეშვებით, შემდეგ კი გამოხატული კონსერვატორი ხდება და ცდილობს იმის შენარჩუნებას, რასაც მიაღწია, იკავებს “ოქროს შუალედის” პოზიციას, ანუ თუ სავარძელში ჩაჯდება, მაშინ იქიდან ვეღარავინ და ვერანაირად ვერ ააყენებს.

უარყოფითი ასპექტებისას (-) დიდი ამბიცია ხელს უშლის წინსვლასა და პრესტიჟს, “ნაპოლეონისეული” გეგმები და პროექტები, რომელიც შეუთავსებელია რეალურ ამოცანებთან და შესაძლებლობებთან. პრესტიჟის ვარდნა, სამუშაოს ჩაგდება _ განაჩენი, განთავისუფლებები, უფროსი – მტერია.

იუპიტერი მეათე სახლში ჰქონდათ: ლენინს, ხრუშჩოვს, კერენსკის, ჩან კეი ში-ს, ივანე მრისხანეს, ნიკოლოზ I-ს, ტიტოს, ბალზაკს.

ფრენსის საკოიანი

მაღალი მდგომარეობა პროფესიულ კარიერაში, _ განსაკუთრებით წლების მატებასთან ერთად. საკუთარ საქმეებს აწესრიგებენ რელიგიური და მორალური პრინციპებიდან გამომდინარე. კეთილ საქმეებს გავლენიან მდგომარეობამდე მიჰყავთ, მაგრამ ეს საქმეები შემთხვევითი ადამიანებისთვის, შესაძლოა, შემჩნეველიც კი იყოს. დიდი პროფესიონალური პატივმოყვარეობა, მაგრამ ასევე პატიოსნებაც. საიმედოობა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, საზოგადოებრივ საქმეებში. კარგი რეპუტაცია, ეს _ საზოგადოების საყრდენები არიან.

ადამიანის კარიერა ანდა სამყაროში შენატანი _ რაც, ალბათ, მრავალ ადამიანს ააღელვებს (გულს აუჩვილებს), _ ამასთანავე ეს გავლენა პოზიტიურია, ზოგადად, ადამიანებისთვის დახმარების გამწევია. ადამიანის მიზანი მაღალია და შინაგან დარწმუნებულობასა და ნდობას ფლობს _ როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ასევე მთლიანად ცხოვრების მიმართაც, _ რაც მრავალი რამის მიღწევის საშუალებას იძლევა.  ცხოვრებაში რაღაც დიადის გააკეთების სურვილი აქვს და ამისთვის აუცილებელ მხარდაჭერას იღებს, _ რადგანაც არამხოლოდ საკუთარი სარგებლისკენ ისწრაფვის. სურს სამყაროს მიმართ რამენაირიად გამოხატოს მადლიერება ანდა სხვა ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესოს (და მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე არ იზრუნოს).

 

ავესალომ პადვოდნი დასახული მიზანი თავის თავსა და მიღწევაზე თავად იზრუნებს”

იუპიტერი მეათე სახლში სიმბოლურად ვარდნაშია. ეს ადამიანი საკუთარი თავისა და სხვების წინაშე მრავალრიცხოვან და დიდ მიზნებსა და ამოცანებს დასახავს, ხოლო მათი დაცვა და შესრულება ადვილი არ იქნება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აქ არჩევანზე პასუხისგებლობის გრძნობა დაქვეითებულია: “თუ ერთი არა, მაშინ მეორე _ ფიქრობს ადამიანი, _ თუ რაიმე არ გამოდის _ ეს უბედურება სულაც არაა”.

ეს მდებაროება (თუ იუპიტერი ძალიან დაზიანებული არაა), იძლევა კეთილგანწყობილ, უშუალო უფროსს.

ასეთი ადამიანი ქვემდგომებთან არ წვრილმანდება და მათ მრავალ მცირე შეღავათებს უკეთებს, თუმცა, საკმაო რაოდენობის ამოცანების შესრულებასაც ავალებს, რამაც, შესაძლოა,  არსობრივად გადააჭარბოს მათ შესაძლებლობებს; მართალია, ასეთი უფროსი ძალიან მკაცრი არაა, _ თუ, რა თქმა უნდა, ქვემდგომს თავში არ მოუვა უფროსის კრიტიკა; ამ შემთხვევაში, _ განსაკუთრებით იუპიტერის დაზიანებისას, _ შესაძლოა, ქვემდგომმა ხელმძღვანელის (უფროსის) ბობოქარი მრისხანება დაიმსახუროს.

იუპიტერის ძლიერი დაზიანება იძლევა უფროსებთან ხშირ კამათს დაუოკებელი ამბიციებისა და თვითაზრის გამო _ თავისი თუ სხვების; იგივე სიტუაციაა ქვემდგომებთან მიმართებაშიც. ამ შემთხვევაში არჩევანი სხვადასხვანაირია, მაგრამ გართულებულია და საბოლოოდ დამაკმაყოფილებელი არცერთი ვარიანტი არაა; ადამიანს გამუდმებით ეჩვენება, რომ უკეთესს იმსახურებს. დამუშავება, ისევე როგორც იუპიტერისა და სატურნის ასპექტისას, ითხოვს შემდეგი საკითხის გადაწყვეტას: “ვინ ვისთვის: სამყარო ჩემთვის თუ მე სამყაროსთვის?” მაღალ დონეზე ამ ადამიანს საკუთარი პრაქტიკული ქმედებებით შეუძლია კარმის დაალაგება და საზოგადოების განვითარების ახალი გზები გახსნა.

ბორის იზრაიტელი

შეუძლიათ იყვნენ საზოგადოების საყრდენები, საზოგადოებრივი პროცესების კოორდინატორები, რომლებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა პოლიტიკაში, იკავებენ ადმინისტრაციულ ადგილებს. მოწოდება _ საზოგადოების განვითარებისთვის მიმართულების, მიზნის მიცემა. თუ იუპიტერი არაა დაზიანებული, _ მსუბუქი ზრდა, ავტორიტეტის სწრაფად მოპოვება, კარგი რეპუტაცია.

ასეთი იუპიტერი პირად რუკაში ხშირად აქვთ რეჟისორებს, მსხვილ მწერლებს, კულტურის მოღვაწეებს.

 

 

ბილ ჰერბსთი

კოლექტიური პასუხისმგებლობა. უჭველად, ასეთ ადამიანს ექნება მაღალი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, მხოლოდ ერთია, მისთვის, ძალაუფლება არც იმდენად მნიშვნელოვანია. რაც მნიშვნელოვანია, ეს იმ ამოცანების შესრულებაა, რომელიც მიანდეს და ეს უნდა მოახერხოს მაქსიმალური სარგებლის შექმნის ნათლად გაცნობიერების გზით. იმის კეთება, რაც მეტნაკლებად კორექტულია, სწორია არამარტო მორალიდან გამომდინარე, არამედ უფრო პრაქტიკული სტრატეგიაცაა, რამდენადაც ეს, მისი ზრახვების განხორცილების კარს აღებს. მოკლედ, უნდა უფრთხილდეს თვითკმაყოფილების ხაფანგებს. თვინიერება _ საუკეთესო ანტიდოტია. ამოცანა _ სამართლიანი საქმეების განხორციელებისთვის ყოველი შესაძლებლობა გამოიყენოს. ვერავინ ეტყვის, რას ნიშნავს ეს, რამეთუ თითოეული სიტუაცია განსაკუთრებულ მიდგომას ითხოვს. საპასუხისმგებლო ქმედებები ითხოვენ ნაკლებ დანახარჯებს და უფრო მეტი დაჯილდოებები მოაქვთ, ვიდრე ქცევის ნებისმიერ სხვა სტილს.

პროფესიული პატივმოყვარეობა. ამ ადამიანს აინტერესებს ის პროფესია, რომელიც ჯგუფებთან (და არა ცალკეულ ადამიანებთან) კონტაქტის საშუალებას იძლევა, ოღონდაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაშინ ხდება, თუ მოცემული მდებარეობის სიმბოლიკას ჰოროსკოპის სხვა ფაქტორები არ ცვლიან. შესაძლებელია, ამ ადამიანმა  საქმიანი შეხვედრების გამო ხშირად იმოგზაუროს; მოკლედ, თუ საქმის გამო  მოგზაურობა იშვიათად უწევს, მაშინ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა შეთანხმებების დადება იმ ადამიანებთან, რომლებიც გაფანტულნი არიან სხვადასხვა ქვეყნებში და კონტინენტებზე _ როგორც ფიზიკურად, ასევე ფილოსოფიური (გადატანითი) აზრითაც. ბუნებრივი ამოცანა _ მოახდინოს ორგანიზება და დაალაგოს ის მაკავშირებელი (საკომუნიკაციო) საშუალებები, რომლებიც პიროვნებებს აერთიანებს, შეიმუშაოს ამ კავშირის შრომისუნარიანობის პროცედურები. მისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი აჩქარებულობა, ნაბიჯის აჩქარება, ისევე, როგორც საკუთარი თავის საუკეთესო სახით შეთავაზება. ეს ფაქტორები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კირკიტა, რუტინული სამუშაო. დაჟინებულად შრომობს  იმისთვის, რომ მსუბუქად და ძალდაუტანებლად გამოიყურებოდეს.

მისიები და გზავნილები. ადამიანი ძალიან ბედნიერი ჩანს. იმისგან დამოუკიდებლად, მდიდარია თუ არა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბედი ანებივრებს ყოველ შესაფერის მომენტში. ჩვენ ვიხსენებთ სოციალური კონტაქტების მნიშვნელოვნებას, როგორც საერთო კავშირის სამუშაოს ნაყოფს, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთქმედებას, როგორც კაცთმოყვარეობის მნიშვნელობას ანდა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას. და ბოლოს, მისი მაგალითით ჩვენ ვსწავლობთ სამყაროსეულ გულუხვობას. თუ ამ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ის, რასაც, შესაძლოა, არ იმსახურებს, მაშინ როგორც ჩანს, ცხოვრება მის მხარეზეა.

მშობელი თვალსაჩინოდ დაკავშირებულია ადამიანთან. საზოგადოების, კულტურის, პრინციპების (და არა კონკრეტული სიტუაციის) ევოლუცია _ აი, რა აინტერესებდა მის მშობელს (მამას). ადამიანმა, იუპიტერით მეათე სახლში, მამა დაიმახსოვრა როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარდა სოციალურ გარემოში ყოფნა, როგორც ადამიანი, რომელიც ძალიან ადვილად ექცეოდა და ხელმძღვანელობდა სხვებს, უცხოებს. ალბათობაა, მამა ოჯახთან ისე ახლოს არ იყო, როგორც მას სურდა. არ შეიძლება ითქვას, რომ მამა არ ზრუნავდა, მაგრამ, შესაძლებელია, ეს ადამიანი გრძნობდა, რომ მას უფრო მეტად გარე სამყარო აინტერესებდა, ვიდრე საკუთარი შვილი. ამ ადამიანის მამა უფრო მეტად მორალის კითხვით იყო დაკავებული, ვიდრე უბრალოდ სიყვარულის გამოვლინებით. სხვა მხრივ, ამ ადამიანმა მამისგან მრავალი სასარგებლო რამ გაიგო _ როგორ იცხოვროს სამყაროში, სოციალურ გარემოში. როცა ეს ადამიანი წამოიზარდა, მაშინ ამ ოპტიმისტური კონსერვატიზმის იმპრინტმა (კვალი, ანაბეჭდი) საკუთარი თავი, ამ ადამიანის ფილოსოფირ ცხოვრებაში, თანდათანობით გამოავლინა.

ავტორიტეტი. ეს ადამიანი ურთიერთობას იწყებს ავტორიტეტულ ადამიანებთან, რადგანაც ისინი ეხმარებიან როგორც პიროვნულ ზრდაში, ასევე ხელს უწყობენ მის პროფესიონალურ პრესტიჟსაც. ეს ადამიანი რეალურად სარგებლის მიღებას შეძლებს, თუ  საკუთარ თავზე ადამიანი-მასწავლებლის (რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია) ფუნქციას აიღებს. მისი მმართველობის საკუთარ სტილს მინიჭებული აქვს ბუნებრივი მეფური სილამაზე, თითქოსდა, ეს ადამიანი სამეფოდ, ბრძანებების გასაცემადაა დაბადებული. და თუ პომპეტზურობის ხაფანგში არ გაებმება, მაშინ ნამდვილად შესძლებს უჩვეულო სიმძლავრის ხელძღვანელად გახდომას. ის ბრძანებებს კეთილი გულით გასცემს, თვლის რა იმაზე, რომ სიბრძნე, კეთილშობილება და წესიერება მის მითითებებს ადამიანების ცნობიერებამდე მიიტანს. ამოცანა _ საკუთარი ლიდერობის თვისებების ნდობა.

ნეტ მონსტერი

წლებთან ერთად _ მაღალი თანამდებობა, კარგი რეპუტაცია; ეს _ საზოგადოების საყრდენები არიან. თუ მეათე სახლი მიწის ნიშანშია _ სიმდიდრე. ცუდი ასპექტებისას _ ფარისევლობა, თვალთმაქცობა, კვეხნა, ფორტუნა ზურგს აქცევს.

 

ინდუბალა

ეს ადამიანი, დაკავდება რაიმე საქველმოქმედო ანდა კეთილშობილური საქმიანობით. ეს ადამიანები რომელიმე გავლენიანი ანდა ცნობილი ადამიანის მხრიდან მხარდაჭერას იღებენ. შესაძლოა წარმატებას მიაღწიონ ბიზნესში, სწავლებაში (პედაგოგიკაში), რელიგიაში, სამართალში ანდა საბანკო საქმიანობაში.

 

ფელიკს ველიჩკო

ეს  არის კეთილდღეობის, მაღალი მდგომარეობის და საზოგადოებრივი აღიარების ფაქტორი. ადამიანი ისწრაფვის კარგი საზოგადოებრივი მდგომარეობისკენ და სწამს, რომ მიაღწევს კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ კარგი მომავალი ექნება, ოღონდაც, თუ არაა დისონანსები და დაზიანების სხვა ნიშნები. ადამიანს არ აინტერესებს საქმიანობის სახეობები, მხოლოდ სურს, რომ მიეცეს ადვილად ცხოვრების საშუალება, ჰქონდეს იმდენი, რამდენიც ცხოვრებისთვისაა საჭირო. მაგალითად, ჭადრაკი, როგორც პროფესია, შესაძლოა, მისი სიამაყის საგანი გახდეს, უზრუნველყოს მისი პრესტიჟი, ავტორიტეტი, წარმატება, ზესვლა.

აქ იუპიტერი ხელს უწყობს კარგი იმიჯის მოპოვებას, მაგრამ აუცილებელი არაა  კარიერაში წარმატებაზე უთითებდეს. იძლევა დიდ მოუთმენლობას, მოუთვინიერებლობას, მრავალრიცხოვანი შესაძლებლობის არსებობის შეგრძნებას, რომელთა რეალიზაციაც შესაძლებელია არასდროს მოხდეს. ადამიანისთვის დამახასიათებელია კომუნიკაბელურობა და გახსნილობა. ეს თვისებები ხელს უწყობს წარმატებას, პოპულარობას, იწვევს ნდობას. მსაჯულად (მოსამართლედ) ანდა არბიტრადაა დაბადებული, ფრთხილია საკუთარი გადაწყვეტილებების გამოტანისას და უკან დასახევად მუდამ მზადაა. მისთვის არსობრივია საჭირო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები, მაგრამ, ამასთანავე საჭიროა საკუთარი პირობების შესრულება და თვალებში ნაცრის შეყრისგან თავის შეკავება. კეთილგანწყობილია პროფესორის, იურისტის, ეპისკოპოსის, კანცლერის, საელჩოების პირველი მდივნების თანამდებობებისთვის.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top