იუპიტერი XII სახლში

იუპიტერი XII სახლში

გულმოწყალება

ასეთი ადამიანი მუდმივად ბრწყინვალე დაცვის ქვეშაა, თითქოს-და, მას მფარველი ანგელოზი მფარველობს. ის კეთილი და სტუმართმოყვარეა, უყვარს ანონიმურად რაიმე კარგი საქმის გაკეთება და სხვებისათვის ქველმოქმედებას ფარულად ეწევა. ცდილობს იყოს საჭირო, შეუძლია ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევა. მუდამ მზადაა გარშემომყოფებისთვის დახმარების გასაწევად. ძალიანაა დამოკიდებული სხვა ადამიანებზე. წარმატება მოდის მოწიფულ ასაკში. ასპექტი კეთილგანწყობილია პოეზიისთვის, ცეკვებისთვის, გამოძიებისთვის, მედიცინისთვის, მსახიობობისთვის და სახალხო საქმიანობისთვის. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ვლინდება სიამოვნებისკენ გადამეტებული მიდრეკილება, ეჭვიანობა და მოუსვენრობა.

ასეთი ადამიანი ფსიქიკური ექსპერიმენტებისადმი გამოხატულ ინტერესს ავლენს. ის მისტიური და ინტუიციურია. მედიტაციური თვითშეცნობის წყალობით განმარტოებაში ცდილობს ჭეშმარიტებამდე ჩაღრმავებას. მათთვის ვისაც სჭირდება, შესაწირის გაღება უყვარს. ღრმად განიცდის ტანჯვაში მყოფთა მდგომარეობას. ადამიანების დახმარებას მისთვის სიღრმისეული სიამოვნება მოაქვს. უპირატესობას ანიჭებს დიდ სამკურნალო დაწესებულებებში, ნევროლოგიურ სტაციონარებში, საეკლესიო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში შრომას, ამასთანვე, მუდამ კულისებიდან, გარშემომყოფთა თვალთახედვის არედან მოშორებით მოქმედებს. ფლობს მტრების მეგობრებად გადაქცევის უნარს. გულახდილი, გულწრფელი და მოკრძალებულია.

პლანეტის დაზიანებისას აღინიშნება ნევროტიკული ტენდენციები, იდეალისტური მეოცნებეობა და წამებულის კომპლექსი. ხასიათის უარყოფითად განვითარებისას, მიდრეკილია პარაზიტიზმისკენ. ხშირად, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციების მეურვეობის ქვეშ ექცევა. პლანეტის დაზიანებისას ასეთ ადამიანს უყვარს ოცნებების სამყაროში წასვლა, არ გრძნობს პასუხისმგებლობას. არ შეუძლია შემოქმედებითი შრომა. ასეთი ადამიანები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ძველ სიბრძნეებსა და ეზოთერიკულ სწავლებებს. წარმატებას აღწევენ ქიმიასა და ოკულტიზმში. უპირატესობას ანიჭებენ განცალკევებულ გარემოს – განმარტოებას, ბუნებასთან უშუალო სიახლოვეს და ცხოველებთან ხშირ კონტაქტებს.

ასეთი ადამიანის მეგობრებს მისთვის შეუმჩნევლად დახმარების გაწევისკენ აქვთ მიდრეკილება. ეს ადამიანები მიმზიდველნი არიან და ხშირად განსხვავდებიან დღეგრძელობით (ხანგრძლივი სიცოცხლით). ხშირად, ისინი ყველაზე უცნაური სახით ხვდებიან კეთილისმყოფელებს, სპონსორებს და მეცენატებს. შეუძლიათ წარმატების მიღწევა საიდუმლო, დაფარულ სამსახურში. ხშირად იძირებიან ფილოსოფიის შესწავლასა და რელიგიურ პრობლემებში, კავდებიან განათლების პრობლემებით. ხშირად ინტერესდებიან ლიტერატურით, მუსიკითა და ბალეტით. ფარული პოლიტიკის მექანიზმებისა და უცხო ქვეყნების კულტურების კვლევა-ძიებისკენ აქვთ მიდრეკილება.

პაველ  გლობა

დადებითი ასპექტებისას (+) ფარული, საიდუმლო ძალაუფლება, მსოფლმხედველობა ყალიბდება განმარტოებაში, ადამიანი თავად ანსახიერებს (ქმნის) საკუთარ ავტორიტეტს, შეუძლია გახდეს გამოხატული პიროვნება. ძლიერი იდუმალი (ფარული) ავტორიტეტი და დარწმუნებულობა საშუალებას აძლევს ხელთ ეკავოს ძალაუფლების სადავეები, მაგრამ, ამასთანავე, ადამიანი ჩრდილში რჩება (ოკულტური ლიდერები, უშიშროების სამსახური, ძალოვანი სამსახურები და სხვა).

უარყოფითი ასპექტებისას (-) მიდრეკილება განკერძოებულობისა და სოციალური საქმეებისგან შორს დგომისკენ, კონფლიქტები, ცილისწამება, ხრიკების მოწყობა, საქმის გაფუჭება, პრესტიჟის ვარდნა. საიდუმლო, ფარული მტრები. გადასახლების, განდევნის საშიშროებაა. ხანდახან _ ფანატიზმი (ხშირად რელიგიური).

იუპიტერი მეთორმეტე სახლში ჰქონდათ: სპინოზას, კანტს, იოანე კრონშტადნსკის, ციოლკოვსკის, ტურგენევს, გრინს, ჰიმლერს.

ფრენსის საკოიანი

სულიერ სფეროში გამოცდილების ინტერესი. ლოცვითა და მედიტაციის დახმარებით ცდილობს ჭეშმარიტებამდე ჩაღრმავებას. სიღრმისეული თანაგანცდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მძიმე მდგომაროებაში, ტანჯვაში იმყოფებიან. ადამიანებისათვის გაწეული დახმარება სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად მუშაობს დიდ საავადმყოფოებში, ნერვოლოგიურ კლინიკებში, უნივერსიტეტებში, ეკლესიებში, უპირატესობას ანიჭებს ფარულად მოქმედებას.

იზიდავს საზოგადოებრივი სამუშაოები, მსახურება. საკუთარ დროსა და ენერგიას უთმობს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ანდა მსახურებასა და დახმარებას. მისი დიდსულოვნება და უანგაროობა თავად მისთვისაც და სხვებისთვისაც მრავალი სიკეთის მომტანია.

ავესალომ პოდვოდნი “სხვისი სიხარულით მთვრალი”

იუპიტერი მეთორმეტე სახლის სიმბოლური მმართველია.

ეს ადამიანი ძალიან თავისებურ მდგომარეობაშია: შეუძლია სხვებისთვის კეთილისმყოფელი იყოს, დაეხმაროს მათ და, ზოგადად, სამყაროს სიხარული მიანიჭოს, მაგრამ თავად (ფსიქოლოგიურ) ციხეში გამოკეტილად გრძნობდეს თავს და საერთო სიხარულში მონაწილეობა არ მიიღოს. ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის გამო სამყარო მისი მადლიერი იყოს, მაგრამ თუნდაც ის აღიარება, რომელიც მისმა საქციელმა გამოიწვია, ადამიანამდე საერთოდ არ მიდის ანდა თუ იგებს, საერთოდ არაფერს განიცდის – არც სიხარულს არც გულისწყრობას, უცნაურია, მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის არც კი ეხება მის პატივმოყვარეობას.

დაბალ დონეზე ადამიანი ვერ იგებს, რას ნიშნავს ასეთი უანგარო სამსახურის გაწევა ანდა დახმარება და რეგულარულად ბედისგან დაჩაგრულ მდგომარეობაშია, სამაგიეროდ გულუხვად ჯილდოვდება ადამიანთა უმადურობით, რაც საკუთარ თავში ჩაკეტვამდე და განრისხებამდე და დაბოღმამდე მიდის.

დამუშავება ხდება ცრუ ტვითკმარობის, სიამაყის და ქედმაღლობის გადალახვისა და ადამიანებისთვის უანგარო დახმარების, მათთვის ახალი გზებისა და შესაძლებლობების გახსნის გზით. ამას კი განსაკუთრებულად საჭიროებენ უბედურები, უარყოფილნი, მძიმე ავადმყოფები და უმწეონი. მსგავი ქველმოქმედების გზაზე, _ რომელიც თავიდან ადამიანს ძალიან მცირე პირად სიხარულს მიანიჭებს, _ გარდა საერთო სწორი მიმართულების შეგრძნებისა და საკუთარი საქმიანობის შესაბისი სიფართოვისა, ეს ადამიანი, თანდათანობით სწავლობს აბსოლუტის დხმარების აღქმას, რომელიც თავიდან მის მეურვეობაში მყოფებს (აქ საჭიროა, შურის გრძნობა საერთოდ გამოირიცხოს), ხოლო შემდეგ უშუალოდ თავად ადამიანს შეეხება, მას გაუხსნის შემოქმედების არხებსა და შინაგანი განვითარების ფართო ბილიკებს, ამის შემდეგ კი იხსნება გარეგნული საქმიანობაც, მაგრამ უკანასკნელი უმნიშვნელო იქნება იმ სამუშაოებთან შედარებით, რომელსაც ადამიანი სხვებისთვის, ნაწილობრივ, უშუალოდ ეგრეგორში ახდენს.

უმაღლეს დონეზე ამ ადამიანის მეშვეობით ძლიერი მადლიერების ჭავლი მოედინება, მას აღსარებას ჩააბარებენ მაშინაც კი, თუ ის ოფიციალურად ეკლესიის მსახური არაა. მისი შემწყნარებლობა და თანაგანცდა უსაზღვრო იქნება, ხოლო ლოცვა ღმერთამდე მუდამ მივა.

ბორის იზრაიტელი

იუპიტერის მეთორმეტე სახლში მდებარეობა უთითებს ადამიანის შემდეგ შესაძლებლობებზე _ ადამიანს შეუძლია საქმის დასრულება, ნებისმიერი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ფინალის (დასასრულის) გაკეთება. თუ პლანეტა კარგად არის ასპექტირებული, სოციალური მოვალებები საპატიოა და დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან, უნაცვალგებო ნიჭთან, რომელსაც ადამიანი ღირსეულად ასრულებს. თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ მოვალეობები საკმაოდ მძიმეა და მათი შესრულება შეუძლებელია _ ეს მკაცრი დასჯის ერთ-ერთი ფაქტორია.

ადამიანს აშფოთებს გარშემომყოფების მხრიდან მისი ღირსების არაადეკვატური შეფასება, ის გაუცნობიერებლად ცდილობს წახალისების, მოწონების მპოვებას, ფარავს პატივმოყვარეობას. ეჩვენება, რომ სათანადოდ ვერ აფასებენ. თუ იუპიტერი ძალიან ძლიერი და თან დაზიანებულია, ადამიანი თვლის, რომ ზედმეტად აფასებენ. ფსიქიკური დაავადებები _ განდიდების მანია. თვითანალიზს ხელს უწყობს უცხო კულტურებთან და კულტურულ ფასეულობებთან კონტაქტები. მარტოობაში აფართოებს ცნობიერებას.

 

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. ფანტაზია ნიშნავს თავისუფლებას, პიროვნების მზერისგან გამონთავისუფლებას. ეს ასევე გზაა სიბრძნისა და ჭეშმარიტებისკენ. ხაფანგი _ ადამიანის ოცნებების რეალობაში განხორციელება შეუძლებელია, ილუზორული ოპტიმიზმის წყაროდ რჩება, ამავდროულად ადამიანის რეალური ცხოვრება ბურუსით მოცული იქნება. ამოცანა _ ადამიანმა წარმოსახვაში დაინახოს ის, თუ როგორ შეიძლება ადამიანების ცხოვრების განვითარება, ხოლო შემდეგ საჭიროებებისა და სასარგებლო ფანტაზიის ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებაზე იმუშაოს.

არაფოკუსირებული ინტუიცია. ინტუიცია მუშაობს კონცეპტუალური აზროვნების დახმარებით. ადამიანი ხედავს აზროვნების პატენრებს (ნიმუშებს, შაბლონებს), გიგანტურ თავსატეხებს, _ აღწერილს ერთიანი ფორმულით. არხები, რომელიც კაცობრიობის კოლექტიური წარმოსახვის მეშვეობით მოედინება, ადამიანის წინაშე წმინდა იდეის ანდა ცხოვრების კანონების სახით წარსდგება. რაც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებთან ურთიერთქმედითობს ეს ადამიანი, მით უფრო მყარია მისი მიერთება ინტუიციურ არხთან. უცხო ადამიანებს მოქმედებაში მოჰყავთ გაგების ახალი არხები, მის წინაშე ხსნიან ცხოვრების ხედვის ახალ გზებს. ახალი სოციალური სტრუქტურები აღაგზნებს მის ენთუზიაზმს. უნდა მოინახულოს ძველი კულტურების კერები. შეიგრძნოს ცივილიზაციის არსებობა. მხოლოდ ერთია, უნდა ერიდოს რეალობის ზედმეტად გამარტივებასა და ნაკრების სახით მისი მორალური წესების წარმოდგენის ხაფანგებს. უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრება ფილოსოფიაზე მეტი არაა. ამოცანა _ დაე, მაღალმა ძალებმა უხელმძღვანელონ მისი შეცნობის განვითარებას.

განმარტოება ანდა განკერძოება. შეუძლია იცხოვროს ზღაპრული ცხოვრებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას აუცილებლად სჭირდება განმარტოება იმისთვის, რომ ამ ცხოვრებასთან კონტაქტი შეინარჩუნოს. რელიგიის თემა ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და შეუძლია ღრმად ჩაიძიროს სულიერი საკითხების შესწავლაში. ხაფანგი იმაშია, რომ მას შეუძლია იდეალებისა და სურვილების არარეალურ სამყაროსი წასვლა. შეუძლია საკუთარი თავი გათანგოს იმ აზრებით, თუ როგორი შესანიშავი შეიძლება იყოს ცხოვრება, მაგრამ ცხოვრების გარდაქმნისა და გადაწყობისთვის არაფერს აკეთებს, უფრო მეტადაა მიდრეკილი საკუთარ თავში წარმოიდგინოს, ვიდრე საკუთარი თავი ისეთად მიიღოს, როგორც არის. ამოცანა _ მარტოობა გამოიყენოს ცხოვრების უფრო გასაოცარ მხარეებთან კონტაქტისთვის და განაახლოს რწმენა, შემდეგ კი სამყაროს დაუბრუდეს ცხოვრების სრულყოფის მზაობით.

თავგანწირული დახმარება. რაღაც აზრით თითოეული ჩვენგანი ადამიანური ეგოს ციხეშია გამომწყვდეული; ჩვენ ვართ ცხოვრებისელი ენერგიის კონცენტრირება დროებით სამყოფელში (ანუ სხეულში), ადამიანი, იუპიტერით მეთორმეტე სახლში კი სხვებზე მეტად აღიქვამს საკუთარი გალიის გისოსებს. დახმარების შეთავაზება, რომელიც სარგებლის მიღებაზე არაა გათვლილი, საშუალებას აძლევს შეიგრძნოს ამ გალიის გამჭირვალობა. ხაფანგი _ უსაფუძვლო დახმარებაშია, ყოველგვარი პრაგმატული დახმარების გარეშე თანამედროვე ფილოსოფიების ნარჩენების შეთავაზებაშია. დრო და დრო, დახმარების გაწევის საკითხში ძალიან ოპორტუნისტულადაა* განწყობილი, სხვას დახმარებას მხოლოდ მაშინ სთავაზობს, როცა თავად მისთვისაა მოსახერხებელი. ამოცანა _ მოახდინოს სხვა ადამიანებისთვის საკუთარი რწმენის დემონსტრირება და ეფექტურად გადასცეს ის აზრი, რომ გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს.

“განვლილი ცხოვრებები”. წინა ცხოვრებებში ამ ადამიანმა, შესაძლოა ბოლომდე ვერ გაიგო, ვერ გააცნობიერა სოციალური ურთიერთქმედებების არსი და ეს მძლავრი შაბლონი, ნიმუში გადმოიტანა მოცემულ ცხოვრებაში. შესაძლოა, წარსულ განსხეულებებში იძლეოდა პირობებს, დებდა შეთანხმებებს, მაგრამ მათ პატივისცემით არ ეკიდებოდა, სხვა ადამიანებისგან სარგებელს იღებდა, ანდა სხვები ახდენდნენ მის ექსპლუატაციას. ახლა მას აუცილებლად სჭირდება ისეთი ურთიერთობის სწავლა, რომლის დროსაც არავინ დარჩება ნაწყენი. არსებობს ასევე ინკარნაციული**  შაბლონები, ნიმუშები, რომელიც ეხება აბსტრაქტულ აზროვნებას. სწავლებების არასწორმა აღქმამ შესაძლოა ის მენტალურ ექსცენტრიკოსად აქციოს. შედეგად, მას შეეძლო სულიერ მაძიებლად გახდომა, რომელიც ღვთაებრიობის გამოვლინებას სასწაულებში დაუწყებდა ძებნას. ამ ადამიანს აუცილებლად სჭირდება იმის გაგება, როგორ უნდა ჩანერგოს ეს გამოცდილება ცხოვრებაში, როგორ შეამოწმოს იგი ცხოვრების მკაცრ პირობებში. უნდა მოახერხოს იმედებისა და ოცნებების უფრო მკაცრ, პრაგმატულ მოთხოვნილებთან ჰარმონზაცია. დაე, გაკაშკაშდეს მისი იდეალიზმი, მაგრამ არ უნდა დაივიწყოს ინდური წინდახედულება: “თუ შენ ხედავ გზაზე მიმავალ გურუს, მოკალი ის, რადგან ეს გურუ არაა”.

*E. opportunism Fr. opportunisme L. opportunus სარფიანი, ხელსაყრელი,მოხერხებული უპრინციპობა, შეგუებადობა, შემთანხმებლობა. Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

** არ შეგეშალოთ რეინკარნაციაში, ინკარნაცია _ E. incarnation L. incarnatio განსახიერებახორცშესხმა, განსახიერება. Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.], ხოლო რეინკარანცია – ლათინური სიტყვაა და „ხელახალ განსხეულებას“ ნიშნავს. Source: რელიგიები საქართველოში: [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი]; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. – თბ., 2008.

ნეტ მონსტერი

ხშირად მუშაობენ საავადმყოფოებში, საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ეკლესიებში, მონასტრებში, თანამშრომლობენ სულიერ ადამიანებთან: ადამიანების დახმარება სიამოვნებას ანიჭებთ. კარგი ასპექტებისას _ მტრების მეგობრებად გადაქცევის ნიჭი. ცუდი ასპექტებისას _ თავად ხდებიან საქველმოქმედო ორგანიზაციების, მეგობრების და სხვათა “კლინეტები”: მათი სიბრალულის გამოხატვა ათბობთ. კარგი იუპიტერისას რთულ პერიოდში იღებენ მხარდაჭერას, რომელიც დაიმსახურეს გაკეთებული საქმეებით.

ინდუბალა

ეს მდებარეობა ადამიანს აძლევს საკუთარი ფინანსური მდგომარეობით დაუკმაყოფილებლობას. უთითებს ბავშვებთან ურთიერთობაში დამამძიმებელ ვალდებულებაზე, სულიერების შესწავლისადმი ინტერესზე, განმარტოებისა და სხვებისგან ფარულად მღველვარების სიყვარულზე. ეს ადამიანები ქველმოქმედებას ახორცილებენ, განსაკუთრებით, ცხოვრების უკანასკნელ სტადიაში, რაც მათთვის კარგ სამომავლო (მომდევნო) დაბადებას უზრუნველყოფს; მაგრამ სულაც არაა სავალდებულო, რომ ისინი საკუთარ რელიგიურ ქცევებში მკაცრები იყვნენ. შესაძლოა საკუთარი გონების მოწყობით ადამიანი უსიამოვნების გამოხატვისკენ იყოს მიდრეკილი.

ფელიკს ველიჩკო

აქ იუპიტერი არბილებს მეთორმეტე სახლის საზიანო გავლენას, თუმცა-ღა მთლინად მაინც ვერ ახერხებს მის შემცირებას. მაგალითად, ასტროლოგი მორენ დე ვილფრანსმა გადაიტანა საშიში დაავადება, მძიმედ იყო დაჭრილი, არაერთხელ დაემუქრა ძალადობრივი სიკვდილის საფრთხე, მაგრამ იუპიტერი დაეხმარა _ მას თავი არ მოჰკვეთეს, იგი გადაასახლეს. ადამიანი _ თავადაა საკუთარი ბედნიერების მჭედელი. საკუთარი ღირსების წყალობით შეუძლია სირთულეების გადალახვა და წარმატების მიღწევა. შინაგანად მოკრძალებლი, გარეგნულად მომხიბვლელია, ფლობს პირად მიმზიდველობას. მხოლოდ ერთია, იუპიტერი მას უბიძგებს მარტობისკენ, სიჩუმეში მუშაობისა და განმარტოებისკენ, საშუალებას აძლევს იზოლაციისგან კმაყოფილება განიცადოს.

მიდრეკილია თანაგრძნობისა და თანაგანცდისკენ, ცხოვრების არსის წვდომისკენ, იუპიტერის ასეთ მდებაროებას მიჰყავს შეუმჩნეველ წარმატებამდე, ძველი სარწმუნოებებისადმი პატივსცემას აღვივებს, წარმატებას უქადის ოკულტური მეცნიერების სწავლაში, საშუალებას აძლევს საკუთარი მტრები მეგობრებად გადააქციოს, _ მათი ნების საწინააღმდეგოდაც კი, _ და მათგან პირდაპირი ანდა ირიბი სარგებელი მიიღოს. ადამიანი სულიერ სფეროში ექსპერიმტებისკენაა მიდრეკილი. მედიტაციისა და თვითშეცნობის გზით ცდილობს ჭეშმარიტებამდე ჩაძიებას. ასეთ ადამიანს ჩვენ მივყავართ მისტიურ რეალობასთან შეხებამდე, ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებამდე, რთავს რაღაც იმაზე უფრო მეტს, რასთან შეხების უფლებასაც ცხოვრება გვაძლევს. სარგებელი მეთორმეტე სახლში მდგომი იუპიტერისგან _ საკუთარი თავისა და ყოველდღიური ცხოვრებისგან აბსტრაქციის მოხდენის (განყენების) უნარის გაზრდა.

ცხოვრების შუა პერიოდში ანდა ცხოვრების ბოლოს შესამჩნევი წარმატების ალბათობაა, _ მაშინაც კი, თუ იუპიტერი დაზიანებულა, _ შესაძლოა კარგი მეგობრებისგან ფარული დახმარება.

კარგი მდებარეობაა ექიმებისთვის, მედ.პერსონალისთვის და საავადმყოფოებში დასაქმებულთათვის, მღვდლებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის. ადამიანი ხშირად მუშაობს დიდ საავადმყოფოებში, კლინიკებში, უნივერსიტეტებში, მსხვილ საზოგადოებრივ ანდა რელიგიურ დაწესებულებებში, როგორც წესი, გამოსაჩენ ადგილს არ იკავებს, მუშაობს დახურული ტიპის დაწესებულებში. წარმატების ალბათობაა საიდუმლო სამსახურებში და საზღვარგარეთ მუშაობისას, ასევე, პოლიტიკაში, რელიგიაში, ფილოსოფიაში, განათლებაში, ლიტერატურაში, მუსიკასა და ბალეტში. სარგებელი _ სხვების ფილანტროპიული მიდრეკილებების წყალობითა და საზოგადოებრივი დაწესებულებების მეშვეობით.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top