იუპიტერი VIII სახლში

იუპიტერი VIII სახლში

გონებამახვილობა

ასეთი ადამიანი ფულს მოხერხებულად ეპყრობა და მუდამ მრავალი კეთილსასურველი შესაძლებლობა აქვს. ის მოხერხებულად განკარგავს სხვა ადამიანების მატერიალურ საშუალებებს, კავდება საბანკო ოპერაციებით, საბუღალტრო დაანგარიშებებით ანდა მენეჯერობით. ის სწორად და წყნარად უყურებს როგორც სიცოცხლეს, ასევე სიკვდილს. ფულს იღებს პარტნიორისგან ანდა მემკვიდრეობის მეშვეობით. ძალიან ემოციურია და ხასიათდება ძლიერი სექსუალური ინსტიქტებით. ენერგიის არასწორად გამოყენება მფლანგველად აქცევს, ასეთ შემთხვევაში, იგი პატივს არ სცემს სხვა ადამიანებს და მიდრეკილია მცდარი დასკვების გაკეთებისკენ.

ძირითად სარგებელს (მატერიალური – უფრო მეტად კი,  ფული) იღებს მემკვიდრეობის, დაზღვევისა და კორპორატიული ფინანსების წარმატებულად დაბადების მეშვეობით. შესაძლოა სამართლებრივი დავები (სასამართლო პროცესები), რომელიც დაკავშირებული იქნება გადასახადებთან და მემკვიდრეობით მიღებულ საქმიან საკითხებთან. ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან შუამავლები ფინანსურ საკითხებში. ინტერესს ავლენენ სიკვდილის შემდგომი არსებობის საკითხებისადმი, ამიტომაც შეუძლიათ გარდაცვლილებთან მედიუმური დაკავშირება.

ოკულტური პრობლემების კვლევა-ძიებებში წარმატება თან სდევთ. იშვიათად აქვთ ღამისეული კოშმარები, უფრო ხშირად მათ სიზმრებს “ცისარტყელას” შეფერილობა აქვს. მყარად სჯერათ სიზმრების სიმართლისა და ყველა სახის ნიშნებისა თუ წინანათგრძნობის. შესაძლებელია, ახლობლებისა და ნათესავების ნაადრევი დაკარგვა, ხოლო პლანეტის მძიმე დაზიანებისას _ ქონების კონფისკაცია ანდა შვილების ხანმოკლე სიცოცხლე. ხშირად ასეთ ადამიანებს წარმატება თან სდევთ ეზოთერიკითა და ასტროლოგიით დაკავებისას.

პაველ გლობა

დადებითი ასპექტებისას (+) ექსტრემალურ სიტუაციებში ლიდერია. ძლიერი კავშირი ოკულტურ მასწავლებლებთან, იდუმალი ხელმძღვანელები, ზებუნებრივი ძალაუფლების ქონაც კი. ხანდახან _ ავანტიურისტი-“გამომხტომი”, რომელიც რისკზე მიდის და იგებს, წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ ავანტიურებს.

უარყოფითი ასპექტებისას (-) ცეცხლის, ხანძრის, აფეთქების, ხალხით სავსე ადგილებში სიკვდილის ალბათობაა. გარშემო ბევრი სიკვდილიანობა, მფარველის სიკვდილი. პრესტიჟის ნგრევა, გარშემყოფების მხრიდან მოწამვლა. ხელმძღვანელი, რომელსაც, _ რაც არ უნდა ეცადოს, _ არ შეუძლია ავტორიტეტის მოპოვება, მუდამ რაღაც საბედისწერო-ფატალური იქნება.

იუპიტერი მერვე სახლში ჰქონდათ: ნიკოლოზ II-ს, სტოლიპინს, დე სადს, კალიოსტროს, ესენინს, კენედის, მუსოლინის.

 

ფრენსის საკოიანი

ადამიანმა ბავშვობაში ძალია დიდი ყურადღება მიიღო და ყველაფრის კეთების უფლებას შეეჩვია. ასაკთან ერთად კი მტკივნეულ, ცხოვრებისეულ გამოცდას იღებს. აუცილებელია ზედმეტი სიამაყის გადალახვა და საკუთარი თავის ყოვლისშემძლის სახით წარმოდგენის შეცვლა, რამეთუ ეს იზიდავს პარტნიორ-გამომყენებელს, თვალთმაქც და ქრთამის ამღებ ადამიანებს. აუცილებელია ძალია დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს მატერიალურად გამოხატული აღიარებების მიღების დროს. ხშირად, ცხოვრება აუტანელია.

სარგებლის მიღება მემკვიდრეობის, დაზღვევის, საერთო ფინანსების მეშვეობით. დამკრძალავ ბიუროებში მუშაობისკენ, საგადასახადო საკითხებში ფინანსური მრჩეველ-შუამავლობისკენ მიდრეკილება.

ადამიანი წარმატებას აღწევს მაშინ, როდესაც საქმე აქვს სხვა ადამიანების ფულთან ანდა ქონებასთან _ ანდა თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია ამ ყველაფერთან, ანდა თუ ის მიიღებს მეუღლისგან ანდა ბიზნესისგან მატერიალურ საშუალებებს. მემკვიდრეობა (მატერიალური ანდა ფსიქოლოგიური) ქორწინების ანდა სხვა ახლო პარტნიორის მიერ, რაც უდიდესი სარგებლის მომტან შედეგს აძლევს.

 

ავესალომ პოდვოდნი: სიკვდილს ფართო მხარეები აქვს”

იუპიტერის ჰარმონიული ასპექტებისას, ამ ადამიანის ცხოვრებაში (ქორწინება, პროფესიულ და სოციალურ კარიერაში გადადგმული ნაბიჯები) არსებითი ცვლილებები, ბედის განებივრებით წარიმართება, მას დაუგებენ წითელ ხალიჩას და თავზე დაფნის გვირგვინს დაადგამენ. საერთოდ, იუპიტერის ეს მდებარეობა აღნიშნავს იმას, რომ სიკვდილი ერთ ეგრეგორიში (მერვე სახლში) არის მუდმივად დაბადება მეორეში (ასევე მერვე სახლში), რომელსაც სიხარულით იწვევს და ხვდება (იუპიტერი).

დაზიანებული იუპიტერის შემთხევაშიც კი, ადამიანს სრულიად შეუძლია იხელმძღვანელოს ანდაზით: “ზოგი ჭირი მარგებელია”, ოღონდაც, რა თქმა უნდა, თუ მისი სიამაყე უფლებას მისცემს ბედს მსგავსი პასიურობით უყუროს.

საქმე იმაშია რომ, მოცემულ შემთხვევაში, ადამიანს აქვს ძლიერი ცდუნება, საკუთარი თავი აღიქვას საკუთარი (და სხვისი) კარმის როგორც მთავარ და ერთადერთ მფლობელად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მკვეთრ და ზღვრულ სიტუაციებსა და მდგომარეობებს და, რომლის დროსაც მას ნამდვილად ეხსნება მოულოდნელი შესაძლებლობები და უნარები.

მხოლოდ ერთი რამაა საჭირო _ გაიგოს, რომ ყველა სიტუაცია ახალ ეგრეგორებში გასახსნელი არხების გამომვლინების არსია და არა უშუალოდ მისი პირადი ბედნიერება ანდა საკუთრება და, რომ ისინი განკუთვნილია არა იმდენად მისთვის, რამდენადაც სხვებისთვის, რომლებიც ძალიან რთულ სიტუაციებში იმყოფებიან და საჭიროებენ ამ ადამიანის დახმარებას.

ფსიქოლოგიური კრიზისები ხშირადაა დაკავშირებული ადამიანის მიერ საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასებისა და სამყაროსადმი და საკუთარი ბედისადმი მაღალი მოთხოვნების წაყენების პრობლემებთან. საჭიროა გაიგოს, რომ სული (სამშვინველი) ადამიანთან არასდროსაა დამნაშავე, თუმცაღა, მოცემულ განსხეულებაში დაუყოვნებლივ გამოცდას ექვმდებარება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, შეიძლება თავად ადამიანი იყოს სულის წინაშე დამნაშავე და თავად უნდა მიხვდეს, კონკრეტულად რაში.

ეს ადამიანი ბუნებითაა არაფორმალური ლიდერი, ჩვეულებრივ, კარგად ეწერება კოლექტივში და შეუძლია მისი ეთიკის კორექცია, კოლექტივის შესაძლებლობების ბუნებრივად გაფართოვება, სამაგიეროდ სარგებლობს დიდი პატივისცემით.

ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში, შესაძლებელია საკუთარი პატივისცემითა და ძალაუფლებით სპეკულაციები, რომელიც დაზიანებისას, შესაძლოა, ფსკერამდე ხმაურიანი დაცემით დასრულდეს, თუმცა იქ ადამიანი დიდი ხნით არ ყოვნდება. ასეთი ადამიანები ყოველთვის საჭირონი არიან, განასაკუთრებით  _ ახალი კოლექტივების შექმისა და კრიზისების დროს.

ასეთ ადამიანს ექნება იმის ინტუიციური გაგება, თუ რამდენად ფართოდ შეუძლია საქმეში მაგიის გამოყენება, და თუ მოისრუვებს, თამამად შეუძლია დაკავდეს მაგიის ნებისმიერი მიმართულებით, უმაღლეს დონეზე _ მაგიის ფილოსოფიით, შესაძლებლობებითა და პრინციპიალური შეზღუდვებით.

 

 ბორის იზრაიტელი

ადამიანი ისწრაფვის კულტურული წრის შეცვლისკენ; კულტურაში ახალი “სიოს დაბერვის” კატალიზატორია. მიდრეკილია მისტიკისკენ, ოკულტიზმისკენ. ცოდნას იღებს დაფარული (ეზოთერიკული), საიდუმლო წყაროებიდან.

ხშირად იღებს მსხვილ თანხებს ანდერძით ანდა საზოგადოებრივი ფონდებიდან. თუ მეშვიდე სახლში “ყველაფერი წესრიგშია”, მაშინ ადამიანს მდიდარი მეუღლე ეყოლება. დაზიანებული იუპიტერი _ დედის დაკარგვა ანდა მასთან უთახმოება (ნებისმიერი მფარველობა საფრთხეს უქმნის). საშიშროება უცხოელებისგან, მსხვილი ცხოველებისგან (ცხენები, ხარები, ვეფხვები). სიტუაციები, რომელიც ხელს უწყობს თვითტრანსფორმაციას, _ ცოდნის გაუმჯობესების პროცესი, ფილოსოფიური კამათები, საზღვარგარეთ ყოფნა, უცხო კულტურასთან ნებისმიერი შეჯახება. პლანეტის ასეთი მდებარეობა გვხდება ასტროლოგებისა და იმ ადამიანების პირად რუკებში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრაქტიკულ მაგიასთან, ოკულტიზმთან.

ბილ ერბსთი

კავშირი. იუპიტერის მერვე სახლში მდებარეობა გვაუწყებს, რომ ადამიანს პირადი შეფასების შეძენისთვის მრავალი შესაძლებლობა აქვს,რომელიც პარტნიორულ ურთიერთობაშია გენერირებული. ადამიანს შეუძლია თითქმის ყველა ადამიანთან დაამყაროს კავშირი, რამეთუ ამ მდგომარეობისთვის შინაგანადაა გახსნილი. ხშირად შეიძლება კონტაქტები ეფემერული იყოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი ნამდვილია და ადამიანს შეუძლია, ყოველი ურთიერთქმედებიდან, საკუთარი თავის შეფასების “შესრუტვის” ფუფუნებით ისარგებლოს. ხაფანგი _ სხვა ადამიანთან უფრო სიღრმისეული ინტიმური ურთიერთობის განვითარების უუნარობა. ამოცანა _ გააცნობიეროს, რომ სამყარო _ ეს მისი ნიჟარაა.

ტრანსფორმაცია. ადამიანი განვითარებისა და შეცვლისკენ ენთუზიაზმით ისწრაფვის, ამაში მას ბადალი არ ჰყავს _ ნებისმიერი სხვა პლანეტის მერვე სახლში მდებარეობის სიმბოლოზმთან შედარებით ეს უფრო ძლიერი მდებარეობაა. მოკლედ, არსებობს კი აქ ხაფანგები? ადამიანს შესაძლოა საგნებზე გამარტივებული ხედვა ჰქონდეს: რაც უფრო მეტი, მით უკეთესი. რამდენადაც ეს ადამიანი, თავისი არსით, მესაკუთრე არაა, ამიტომ მსხვერპლის გაღებას საჭიროდ არ თვლის. რამდენადაც ეს ადამიანი რაიმეზე მიჯაჭვული არაა, ამიტომაც ვალდებული არაა რაიმეზე უარი თქვას. მაგრამ ეს მთლად ასეც არაა. რისგანაც აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს, ეს _ მისი სიამაყეა. ამოცანა _ ყალბი სიამაყის ნაცვლად აირჩიოს ჭეშმარიტი თვინიერება და საკუთარ ეგოს არ მოარგოს ყალბი თვინიერების ნიღაბი.

სექსუალური შერწყმა. სექსუალური კავშირით მიღწეული გათავისუფლება, სამყაროში ყველაზე ბუნებრივ პროცესად ეჩვენება. ამას ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღწევს, რადგანაც სექსუალური ურთიერთობების კეთილსმყოფელების მიმართ მისი მგრძნობიარობა ძლიერი და ბწყინვალედ განვითარებულია. ნებისმიერი სექსუალური კონტაქტი უფრო მეტად უნდა აღაგზნებდეს და იტაცებდეს. თუ ეს ასე არაა, მაშინ ნებისმიერ ადამიანთან ყოფნა მოსაწყენი ხდება, იგი დაუინტერესებელ დამკვირვებლად გადაიქცევა და სწრაფად იწყებს უფრო ამაღელვებელი სექსუალური ურთიერთობის ძებას. აქ ორი ხაფანგია. პირველი _ შესაძლოა სექსუალური ურთიერთობებისადმი მაღალი მოთხოვნების ქონა, რომლის მიღწევა-დაკამყოფილებაც მის სექსუალურ პარტნიორს უძნელდება და, შედეგად _ პარტნიორი მისგან გარბის. მეორე, ძალიან უნდა იყოს თავისუფალი და შეუძლია ნებისმიერი იმ ადამიანისგან თავის დაღწევა, რომელიც მასთან დაძაბულ (უფრო ახლო) ურთიერთობას შეეცდება. თუ თავს ძალიან სწრაფად არ დაიძვრენს, ამით მატრანსფორმირებელ ძალისხმევას შესწირავს მსხვერპლად. ამოცანა _ დაე, შერწყმის გამოცდილებამ რეალური სიბრძნით აავსოს ასეთი იუპიტერის მქონე ადამიანი. უეჭველად, ის სექსუალურ ურთერთობებს ჯანსაღი ცნობისმოყვარეობითა და სასიამოვნო გაოცებით ეკიდება, _ ოღონდაც, თუ პირად რუკაში საპირისპირო მაჩვენებლები არაა.

ფოკუსირებული ინტუიცია. მისი ინტუიციური ნიჭი ერთდორულად მთლიან სივრცეს იპყრობს. რაიმე სიანტერესოს ძიებისას, ის მის სკანირებას ახდენს; მისი ფსიქიკური მგრძნობელობა იშლება სხვა ადამიანის ვიწრო ჩარჩოების მიღმა. შესაძლოა მოხიბლული იყოს იმ ინფორმაციის აზრით, რომელსაც ადამიანური სივრცის მიღმიდან იღებს, მხოლოდ ერთია, აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი ინფორმაციის უკულტური სისულელისგან გამიჯვნა. ხაფანგი _ რესურსების გაფლანგვა, იმის ვარაუდით, რომ, მხოლოდ მის ინტუიციურ ხედვას შეუძლია პრობლემის “სწორი” გადაწყვეტილების კარნახი. არ ახორციელებს დაძაბულ და კონკრეტულ სამუშაოს; ყოველმხრივი დამოკიდებულება საკუთარ წინათგრძნობაზე, შესაძლოა კრიტიკულ სიტუაციებამდეც კი მივიდეს. ამოცანა _ საკუთარი ინტუიციური ნიჭი საკუთარ მაღალ “მე”-სთან (რომელიც არეკლილია სხვა ადამიანებში და საკუთარ სულში ატარებს ამ ადამიანის ჭეშმარიტ სიბრძნეს) კონტაქტის დასამყარებლად გამოიყენოს. 

საერთო ქონება. მისი ურთიერთობა სიმდიდრესთან ოპორტუნისტულია. თუ სურს იყოს მდიდარი, მაშინ ძალიან მრავალ ადამიანთან ნაცნობობის დამყარება ანდა ძალიან ბევრი მეგობრის ყოლა გაუძნელდება. ხაფანგი _ ზოგიერთი კეთილგანწყობილი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მისგან დაჟინებულ, უდრეკ მუშაობას მოითხოვენ. რა საჭიროა ძალისხმევის გამოყენება, როცა ურთიერთქმედება და ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სახალისოა? უნდა ახსოვდეს, რომ კეთილსასურველი გეგმები და ამოუწურავი სიმდიდრე _ ეს სხვადასხვა საგანია. ამოცანა _ განავითაროს ჭეშმარიტი ფილანტროპული ურთიერთობა საკუთარ კავშირებთან მიმართებაში, რომელიც სიმდიდრესთანაა დაკავშირებული. სამყარო _ ეს ნამდვილად მისი “ნიჟარაა”, მხოლოდ ერთი არ უნდა დაავიწყდეს _ მოსავლის ყოველი აღების შემდეგ დათესოს ახალი. მსგავსი “დაბანდებები” მის და სამყაროს ბედნიერებას იცავს.

 

ჰეტ მონსტერი

სარგებელი მემკვიდრეობის, დაზღვევის მეშვეობით. იუპიტერის დაზიანებისას _ სამართლებრივი დავები. ლანეტის ძლიერი დაზიანებისას _ წყნარი, ბუნებრივი სიკვდილი.

 

ინდუბალა

ჩვეულებრივ, ეს პოზიცია უთითებს იმაზე, ვისაც დაქვემდებარებული მდგომარეობა უკავია. ასეთი ადამიანის ცხოვრება ხანგრძლივი იქნება, ხოლო სიკვდილი _ მშვიდი, წყნარი. შესაძლოა მის რეპუტაციას ლაქა ჰქონდეს, შესაძლებელია ხასიათი პრეტენზიული ანდა არაგულწრფელი ჰქონდეს. ქორწინებაში შესაძლოა სტაბილურობის უქონლობა. მიდრეკილება ღვიძლის დაავადებისკენ ანდა არადიაგნოსტირებული დაავადებებისკენ.

ფელიკს ველიჩკო

შესაძლებელია კეთილდღეობის მიღწევა სარგებლიანი ქორწინების, წარმატებული საქმიანი პარტნიორობის, მსხვილ სამრეწველო ფირმებში, კავშირებში, ასოციაციებში, პოლიტიურ პარტიებში საქმიანობის ანდა მემკვიდრეობის მეშვეობით. წარმატება დაკავშირებულია კარგი განათლების მიღებასთან. ადამიანის წინაშე გახსნილია შესანიშნავი პერსპექტივები, მას შეუძლია ხანგრძლივი გეგმების დაგეგმვა. აშინებს სიღარიბე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიღარიბეში არ ჩავარდეს. იზიდავს საკუთარი დამყოლობით, მაგრამ პირველ ადგილზე აყენებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის სექსი უკანასკნელ ადგილს სულაც არ იკავებს. მდიდარი მფარველის პოვნის ძლიერი მოთხოვნილება აქვს. განვითარებულია წინასწარხედვის უნარი და წინათგრძნობის რწნენა. შესაძლო პროფესიებიდან დიდი ალბათობაა ისეთი აირჩიოს, რომელიც დაკავშირებულია დამკრძალავ ფირმებთან,, სადაზღვევო სააგენტოებთან, საგადასახადო საკითხების რჩევებთან ანდა საფინანსო შუამავლობასთან, დამახასიათებელია საერთო ფულთან სწორად მოქცევის უნარი.

შესაძლო დაავადებები _ ღვიძლის ცეროზი, სისხლის დაავადებები, ინფაქტი ანდა ინსულტი _ დამოკიდებულია ნიშანზე, რომელშიც იუპიტერი იმყოფება.

 

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top