იუპიტერი I სახლში

იუპიტერი I სახლში

კეთილმოსურნეობა 

ამ უზრუნველ, ოპტიმისტ ადამიანს ცხოვრებაზე ფართე შეხედულებები აქვს და აღმერთებს მოგზაურობასა და ბუნებას. მისი კეთილი და გამოხატული ხასიათი იზიდავს გარშემომყოფებს, რომლებიც მისთვის საკუთარი დახმარების შესათავაზებლად მუდამ მზად არიან. ის ლოგიკური, მოფიქრებული, მოხერხებული და გონებამახვილია, უყვარს სპორტი, რომელშიც შესძლებს ბრწყინვალე შედეგების მიღწევას. ფლობს კარგ მანერებს და გასაოცარ ცხოვრებისეულ ძალას. ეს ძალიან შემსრულებელი და მოვალების გრძნობის მქონე ადამიანია, რომელსაც უსიამოვნების მიყენება არავისთვის სურს.

ენერგიის არასწორად გამოყენებისას ვლინდება საკუთარი სისუსტეების მიმართ ლმობიერება (დამორჩილება), მოუთმენლობა, გადაჭარბებული სიამოვნების მიღებისკენ, სიზარმაცისკენ, მფლანგველობისა და ზედმეტი სისრულისკენ (სიმსუქნისკენ) მიდრეკილება. ეს ადამიანი საკმაოდ კომუნიკაბელური და ბედნიერია (მხიარულიც), ცხოვრების საუკეთესო მხარეებს ყურადღებას მუდამ აქცევს. ძალიან პოპულარულია ფართო წრეებში და მრავალ ადამიანს უყვარს მისი პატიოსნებისა და მიმდობობის, მეგობრულობის და კეთილგანწყობის გამო.

ამ ადამიანის საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა, გარშემომყოფებსაც დარწმუნებულობას შთააგონებს. წლების მატებასთან ერთად ხდება მსუქანი (მოსული, ბრგე) და წარმოსადეგი, ავტორიტეტული პირის რეპუტაციას იძენს, აღწევს სიმაღლეებს რელიგიურ და ფილოსოფიურ კვლევებში, თამაშობს ხელმძღვანელ როლს ჰუმანიტარულ სფეროებში და მიდრეკილია უნივერსიტეტებში მნიშვნელოვანი თანამდებობების დაკავებისკენ.

ასეთი ადამიანი უმაღლესი განათლების მიღებისკენ იმის გამო ისწრაფვის, რომ საკუთარი ამოცანების გადასაწყვეტად ყველა აუცილებლობით შეიარაღდეს. ცხოვრებაში, როგორც წესი, უმართლებს, თითქოს ღმერთები სწყალობენ. ყველაზე უკანასკნელ მომენტშიც კი მისკენ ბედი ნათელი კუთხით ტრიალდება. ის განსხვავდება ნათელი რელიგიური და ზნეობრივი შეხედულებებით. ჰარმონიული პლანეტა უთითებს წინასწარმეტყველების ნიჭსა და სულიერი წინამძღოლობის უნარზე. ენერგიის არასწორად გამოყენებას დამახინჯებულ ფუფუნებით ცხოვრებამდე და საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულებების ქონამდე მიჰყავს.

ვლინდება გადაჭარბებულობის და იმაზე მეტი პირობის მიცემის ტენდენცია, ვიდრე შესრულება შეუძლია. ეს მხიარული, კეთილშობილი, ერთგული, სამართლიანი და კეთილგონიერი ადამიანი მუდამ უკეთესობაზე იმედოვნებს. ის დიდებული, გულწრფელი, ჰუმანური, ზრდილობიანი და მეგობრულია. ფლობს სასიამოვნო ქცევებს (მანერებს) და სხვებს, თავისდაუნებურად, სიმპატიებს შთააგონებს. ჩვეულებრივ, მისი ცხოვრება საკმაოდ ბედნიერად ეწყობა.

ის დაჯილდოვებულია ადმინისტრაციული უნარებით და შეუძლია პოლიტიკის, ბიზნესისა და პედაგოგიკის სფეროებში სახელისუფლო-ლიდერულ პოზიციებზე გასვლა. იქცევა ღირსეულად, მიდრეკილია საგნებზე მსჯელობებისა და ფართე შეხედულებისკენ. მისი განმასხვავებელი თვისებებია _ თვითფლობა, გადაწყვეტილების სითამამე და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულობა. შეიძლება წარმატებული იყოს, როგორც: ბანკირი, ექიმი, მოსამართლე, თეოლოგი, იურისტი ანდა მსხვილი სახელმწიფო მოხელე.

პლანეტის დაზიანებისას ჩნდება მიდრეკილება დაქვემდებარებული ხასიათის თანამდებობების დაკავებისკენ _ მაგალითად, ოფისში კლერკიდან დაწყებული მაღაზიაში მოლარის ადგილით დასრულებული. ის განსხვავდება თავისუფალი აზროვნებით, პატიოსნებით, სხვებისთვის ფარულად დახმარების გაწევის უნარითა და დიდებისა და პატივის გულწრფელი სურვილით. მისი კეთილდღეობის ზრდა პრაქტიკულად განუხრელია, მას ბევრი შვილები და მრავალი კეთილი ნაცნობი ეყოლება.

უყვარს მეგობრობა სასულიერო პირებთან და კანონმდებლებთან. მისი ოპტიმიზმი თითქმის მუდამ გამართლებულია. პლანეტის დაზიანება იწვევს თვალთმაქცობას, წარუმატებლობას, სუსტ ჯანმრთელობას, ის უნაპირდება ოჯახურ ცხოვრებას და სიამოვნების ვნებებს. ასეთი ადამიანი ფლობს საკუთარი ღირსების განვითარებულ გრძნობასა და საკუთარი “მე”-ს ბრწყინვალე შეგრძნებას. მისი მხიარული ხასიათი და ნათელი გონება ხელს უწყობს წარმატებულ სულიერ ექსპანსიას და სულიერი ჰორიზონტის გაფართოებას.

დაუღალავად ვითარდება როგორც პიროვნება, იძენს ყველა, ახალ-ახალ სულიერ და მატერიალურ ფასეულობას. მისი ცხოვრება სავსეა მრავალი ბედნიერი შემთხვევით. გონება და გონივრულობა შერწყმულია და დაბადებიდან თანდაყოლილ სიბრძნეს წარმოადგენს. ხასიათი ლმობიერი, გულისხმიერი, თანამგრძნობი და კეთილი აქვს.

პაველ გლობა

დადებითი მხარეები (+): ადამიანში აყალიბებს ავანტიურიზმისკენ მიდრეკილებას, ბრძანების, მითითებების გაცემის პოზიციას, სურვილს იყოს შემჩნეული, იმბრძანებლოს, სხვებს ჭკუა ასწავლოს, მოახდინოს კარგი შთაბეჭდილება, ანუ საკუთარ თავზე აიღოს მქადაგებლის ანდა “მოსიარულე ავტორიტეტის” როლი. შეუძლია სულიერად განვითარება, ისწრაფვის მაქსიმალური გახსნისკენ (რელიგიური ადამიანები, მიმზიდველად მოქმედებენ სხვა ადამიანებზე).

უარყოფითი მხარეები (-): ცნობილად ყოფნის, შთაბეჭდილებების მოხდენის, ავტორიტეტის მოპოვების შესაძლებლობას ართმევს ადამიანს. შური, ამბიცია, ქედმაღლობა, მედიდურობა, სხვებში ამჩნევენ ნაკლს და უთითებენ მასზე. უნარების გაფლანგვა, სულიერი ზრდა არაა.

იუპიტერი პირველ სახლში ჰყავდათ: ჩერჩილს, ბრამს, შილერს, ალექსანდრე დიუმას, პიო IX-ს, პატრიარქ ინიკონის, პატრიარქ პიმენს.

ფრენსის საკოიანი

ოპტიმიზმი, გულღიაობა, ცხოვრების ნათელი მხარეების სიყვარული. ეს ადამიანები _ პატიოსნები, მეგობრულნი და კეთილგაწყობილნი, ამიტომაც პოპულარულები და საყვარლები არიან. როგორც წესი, იმისთვის იღებენ უმაღლეს განათლებას, რათა საკუთარი ამოცანების შესასრულებად შეიარაღდნენ. წინასწარჭვრეტა მუდამ ეხმარებათ, ხშირად ყველაზე უკანასკნელ წამსაც კი. მუდამ ზუსტი რელიგიური და ზნეობრივი შეხედულებები აქვთ.

ამ ადამიანს ცხოვრებაზე ოპტიმისტური შეხედულება აქვს და ახდენს მხიარული, თავდაჯერებული და ფართე ადამიანის შთაბეჭდილებას. ისწრაფვის მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ადამიანებს, და მისი დიდსულოვნება და მეწვრილმანეობის (დაწვრილმანების თვისების) უქონლობა ახდენს ძალიან კარგ შთაბეჭდილებას.

საკუთარ თავს იღბლიანად თვლის, და შესაძლებელია, გრძნობს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია “წყლიდან მშრალად” გამოსვლა, უარყოფითი შედეგებისთვის თავის არიდება. მიდრეკილია გადაჭარბებულობისკენ და არ ჰყოფნის ზომიერების გრძნობა, ხანდახან კი სიფრთხილის შეგრძნებაც.

ავესალომ პოდვოდნი: “კეთილი და შემწყნარებელი მონარქი ტახტზე ადის”

იუპიტერის ეს მდებარეობა იძლევა საერთო შემწყნარებლობას, სულის სიფართოვესა და შესანიშნავ თვითაზრს, განსაკუთრებით თუ იუპიტერი ძლიერ დაზიანებული არაა; უკანასკნელ შემთხვევაში, ის ჰიპერტროფირებული იქნება.

ადამიანს ექნება განსხვავებული ინტერესები, მათ შორის სხვა კულტურებისადმიც. ალბათობაა, ჰქონდეს უცხო ენების შესწავლის უნარები, განსაკუთრებით თუ იუპიტერი ჰაეროვან ანდა წყლის ნიშანში იქნება. საერთოდ, რელიგია, კულტურა, ფილოსოფიური მიმდინარეობები მიიზიდავს და მათი ათვისება მოუნდება; შესაძლებელია, საკუთარ მეტყველებაში გამოიყენოს უცხო სიტყვები ანდა სხვადასხვა ავტორების ციტატები. უფრო მეტი ალბათობაა, მასთან ურთიერთობა საინტერესო იყოს, უკიდირეს შემთხვევაში, ნაცნობობის პირველ ფაზაში, და ცხოვრებაში პირველი (ანდა მეორე) შეხედვიდანვე სიყვარული უფრო ხშირად ექნება, ვიდრე ეს სტატისტიკურადაა დაშვებული.

ამ ადამიანს ნებისმიერ ადგილას და საზოგადოებაში ადაპტაცია ადვილად შეუძლია; როგორც წესი, მას ყველგან სიხარულით ხვდებიან (იუპიტერის ძლიერი დაზიანებისას _ არც ისე დიდი ხნით), რამაც, შესაძლოა მიიყვანოს ზედაპირულობამდე და ნებისმიერი სიტუაციიდან გადამუშავებისთვის მეტ-ნაკლებად დასაშვები ინფორმაციის ფენისა და ენერგიის “ყლაპვისკენ”, რის შემდეგაც გადადის მომდევნოზე. ეს მდებარეობა კარმულად აღნიშნავს პიროვნების შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობას და მეკარის ადგილს ანდა ეგრეგორის მაუწყებელს (გამხმოვანებელს) ანდა ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე, თანმიმდევრულ ცვლილებას.

დამუშავება იძლევა ისეთ ადამიანს, რომლისგანაც მადლი ყველა მიმართულებით იღვრება, მაგრამ თითოეულ ადამიანს ეჩვენება, რომ ის განკუთვნილი და მიმართულია მხოლოდ უშუალოდ მასზე; მოკლედ, როგორც წესი, ეჭვიანობა არ წარმოშობა.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი თავის გარშემო მრავალ შესაძლებლობას ხედავს. მისი შეხედულების წერტილიდან ყველაფერი საუკეთესო კუთხით ვითარდება, პროგრესირებს. დიდი ოპტიმისტია, რასაც მიჰყავს უზრუნველობამდე, ძალიან დადებით განწყობამდე, მიმდობობამდე, კრიტიკისა და თვითკრიტიკის უქონლობამდე. ყველაფერში აზრს ეძიებს, თავს თვლის ზედამხედველად და მართლა შეუძლია სხვების წინ წაყვანა. ქცევები (მანერები) მფარველური აქვს, საკუთარ თავს გარშემომყოფებზე მაღლა აყენებს. ასხივებს ძალას, ენთუზიაზმს, სიყვარულს, თავად ითხოვს სიყვარულსა და აღფრთოვანებას, ექვემდებარება მლიქვნელობასა და პირფერობას. როგორც წესი, მაღალია, ზედმეტი (ჭარბი) წონით, სახის ნაკვთები მსხვილი აქვს.

ბილ ჰერბსთი

თვითგამოხატვა. იუპიტერის პირველ სახლში მდებარეობა უთითებს სიფართოვეზე, პიროვნების ბუნებრივი გამოვლინების “სიდიადის” შეგრძნებაზე. სპონტანურ ესპრესიებში (ექსრესია – გამოხატვა, გამოთქმა, გამომეტყველება) კომუნიკაბელური და დიდსულოვანია, პრაქტიკულად არაფერს ფარავს და ზომებში პრაქტიკულად ყველაფერს აჭარბებს. ექსპრესიის სიფართოვე შესაძლოა ერწყმოდეს სიღრმეს ანდა უბრალოდ იყოს ექსტრვაგანტული; არცთუიშვიათად, გადაჭარბებულობის ხაფანგში ებმება. საკუთარი მიმართულებით ძალიან სოციალურია და ჯგუფში თითქმის ყველა სიტუაციას თვითგამოხატვისთვის იყენებს. თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა იმყოფება მაყურებლის ახლოს; ისინი ადიდებენ მისი ექსპრესიის ბუნებრივ ცხოველმყოფელობას. ხშირად შეამჩნევს, რომ სხვებზე, საკუთარი “მე”-ს სახით, პოზიტიურ პროექციას მაშინაც კი ახდენს, როცა მისი შინაგანი სამყარო დეპრესიის მდგომარებაშია ანდა აქვს პესიმისტური განწყობა. ამოცანა _ დაე, ამ ადამიანის პიროვნება ოპტიმიზმის კულტივაციას ახდენდეს.

ბუნებრივი პიროვნება. იუპიტერის მდებარეობა პირველ სახლში ხასიათდება ექსპრესიის სიმსუბუქით. ამ შემთხვევაში სახება (იმიჯი) _ ინტელიგენტური, პოზიტიური და საერთოდ ძლევამოსილი, თუმცა, გამომწვევმა პოზირებამ და გათვლილმა ოპორტუნიზმა შეიძლება, ხანდახან, ეს სახე გააბუნდოვანოს.

მისი სახელი-იარლიყი ამბობს: “მე სოციალური და მეგობრული, გახსნილი და პატიოსანი, და ხშირად ბრძენიც, ვარ. მენდეთ და ყველაფერი მანდეთ მე, მაშინაც კი თუ საკუთარ მნიშვნელოვნებას ვაჭარბებ კიდეც”.

თვიშეგნება. ის აცნობიერებს საკუთარ შინაგან “მე”-ს, ასხივებს დიდსულოვნებას, სოციალურ სინდისს და სამყაროზე პოზიტურ, ფილოსიფიურ შეხედულებას. საკუთარ თავს ყველაზე უკეთესად შეიცნობს სოციალურ ანდა ჯგუფურ გარემოში, მაგრამ მაშინაც კი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება, ხშირად “თვალთმაქცობს”, წარმოიდგენს, რომ იმყოფება სხვა ადამიანებთან ერთად. მსგავსი ქცევა ჰგავს სცენის კულისებში მომზადებას, საკუთარი როლის რეპეტიციას, რამეთუ ეს პროცესი მის თვითშეგნებას ქმნის.

ალბათ, ის დიდ დროს დახარჯავს საზოგადოებრივი გამოცემების კვლევაზე, მაგრამ როცა დაიჭერს სხვადასხვა ფილოსოფიურ შეხედულებას, მაშინ მისი თვითშეგნება იზრდება. საერთოდ არ მოეთხოვება, რომ ბრძნულ ტექსტებზე თითქმის გრაფიკის მიხედვით იმუშაოს, უბრალოდ საჭიროა უფლება მისცეს მას (ანუ ბრძნული ტექსტების კითხვას), რომ თავისით მოხდეს.

საზღვრები. ენთუზიაზმი და სიმსუბუქე, სოციუმში მომხდარი პროცესების აღქმელობის ცვალებადობა აერთებს მის შინაგან და გარეგან სამყაროებს. დამუხრუჭება, შეზღუდვა ანდა პესიმიზმი კი ანცალკევებს მათ, შედეგად _ უზრუნველი გადაჭარბებულობა აბუნდოვნებს ამ ორი სამყაროს საზღვარებს, შედეგი _ შესაძლებლობების ხელიდან გაშვება და შეუსრულებელი პირობები. სხვა ადამიანები ცდილობენ ენდონ მას; არ უნდა გააცრუოს მათი ნდობა. ამოცანა _ გამოასხივოს სიცოცხლის სიყვარული და ფანტასტიკური სოციალური ცნობიერება ისე რომ, არაფერზე ჰქონდეს პრეტენზია. დაე, მისი პერსპექტივები თავისთავად, ბუნებრივად განვითარდეს; არ უნდა დაამახინჯოს ისინი.

ცხოველმყოფელობა (სიცოცხლისუნარიანობა). თუ პირველ სახლში იმყოფება იუპიტერი, მაშინ ყველა ცხოველმყოფელი მაჩვენებელი დადებითია; მას სასიცოცხლო ენერგიის, ძალის აღდგენის დიდი, უნარიანობა აქვს, მხოლოდ ერთია, არსებობს შესამჩნევი მიდრეკილება ეძიოს ზედმეტი სიამოვნებები და გასუქების (წონის მატების) სპეციფიკური ტენდენცია შენიშნება, ასევე აღინიშნება სხეულის ზრდის რელგულატორების* დაუცველობა; უკიდურესად მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე ორგანოა _ ღვიძლი. უნდა ახსოვდეს _ აუცილებელია ყველაფერში ზომიერების დაცვა, მოკლედ, ცხოვრებაში ყველაზე მეტად სურს _ აღიქვას ფართე სიტუაციები; იმდენად ფართე, რომ ვერაფერმა გადააჭარბოს.

*(გენი-რეგულატორი E. gene-regulator Rus. ген-регуляторL. gene-regulatore(ბერძნ. genos დაბადება, წარმოშობა, ლათ. regulare წესრიგში მოყვანა) – გენი, რომელიც ცილის მოლეკულაში ამინმჟავების განლაგების კოდირების საშუალებით აკონტროლებს ფერმენტების სინთეზს. Source: გოგიჩაძე, გ. სამედიცინო ტერმინოლოგიის ქართულ-ინგლისურ-რუსულ-ლათინური განმარტებითი ლექსიკონი / გ. გოგიჩაძე, ა. გედენიძე, ჯ. ჭუმბურიძე ; [რედ.: ნოდარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ქორელი]. – თბ. : მერიდიანი, 2009. – 496გვ. ; 20სმ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 394-395. – ISBN: 978-9941-10-174-8[MFN: 138888])

ნეტ მონსტერი

ოპტიმიზმი, კომუნიკაბელურობა, კეთილგანწყობა, ცხოველმყოფელობა. წლებთან ერთად _ “პროფესორის სახე”. კარგი ასპექტებისას _ ხელმძღვანელი თანამდებობა ჰუმანიტარულ სფეროში (მეცნიერება, სწავლება). მათ მუდამ ეხმარებათ წინასწარგანჭვრეტა (წინათგრძნობა), ხანდახან ყველაზე უკანასკნელ წამშიც კი. იუპიტერის ძლიერი მდებარეობისას და თან ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან ასპექტებისას _ კაცობრიობის მომავლის წინასწარმტყველება. ცუდი ასპექტებისას _ მიდრეკილება ჭარბი წონისკენ (სიმსუქნისკენ), სინაზისკენ, საკუთარ თავზე გადაჭარბებული აზრის შექმნისკენ.

ინდუბალა

ეს მამაცი, ჯანსაღი (ჯანმრთელი) ადამიანები არიან: ისინი დიდხანს ცოცხლობენ, არიან ლამაზები. ისინი _ კარგი მასწავლებლები, ფილოსოფოსები და მშობლები არიან. ჩვეულებრივ, ძლიერი რელიგიური მიდრეკილებები აქვთ, იციან წმინდა წერილები და კანონები. შეუძლიათ ჰყავდეთ მსახურები ანდა მიმდევრები. არიან მაღლები და სრულები.

ფელიქს ველიჩკო

ოპტიმისტი, თავისუფლების მოყვარე, გულუხვი ადამიანია, არასაკმარისად დაჟინებული, მაგრამ წამყვანი მდგომარეობისკენ ისწრაფვის. არ ჰყოფნის თვითდისციპლინა. ხშირად ჭარბი წონა აქვს. უყვარს ფართო პერსპექტივები და რთულად იტანს იმედგაცრუებებს. სხვების პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევის ვალდებულებას გრძნობს. ადგენს დიდ გეგმებს და მათი რეალიზაციისას სირთულეებს განიცდის. მსჯელობების უნარი აქვს, მაგრამ აზრების, შეხედულებების ორჭოფული გამოხატვა და ასევე, კომპრომისებზე წასვლის ფარული უარყოფა ახასიათებს. უპირატესობას ანიჭებს ცხოვრებაში საკუთარი გზით სიარულს, ვიდრე იმას, რასაც გარშემომყოფები მისგან ელიან. მიმდობია და არ შეუძლია ფულის ეკონომია.

ჩვეულებრივ, ერუდირებულია და შეუძლია საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ამასთანავე შეინიშნება სხვებისთვის ჭკუის სწავლების ტენდენცია.

კარიერა ყველაზე უკეთ ვითარდება გავლენიანი პირის პირადი სიმპატიების, პროტექციის მეშვეობით.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top