კარგი, ცუდი და ბოროტი ასტროლოგიაში

კარგი, ცუდი და ბოროტი ასტროლოგიაში

პრაქტიკაში ბევრი ასტროლოგი იყენებს თვისებრივ მახასიათებლებს. მაგ: პლანეტებს ჰქვიათ „სუსტი“, „დაზიანებული“, ასპექტებს – „დადებითი“, „ბოროტი“, „უარყოფითი“. იქამდეც კი მიდიან, რომ მთლიან რუკას აფასებენ „უარყოფითად“ და „დაზიანებულად“.

ასტროლოგიური სიმბოლოების აღსაწერად სანამ იარლიყებს გამოვიყენებთ, საკუთარ თავს ვკითხოთ: რას გვეუბნებიან ისინი? რა ინფორმაციას გვაძლევენ? რას ვხედავთ რუკაში? რაც ადამიანს დაჰყვა – შეუცვლელია? მაშინ საერთოდ რუკის ინტერპრეტაციას რატომ ვაკეთებთ? ესაა კითხვები, რომლის დასმაც რეკომენდებულია ასტროლოგიის სწავლის დაწყებისთანავე.

კოლესნიკოვის აზრით რუკა წარმოადგენს ამოცანებისა და გაკვეთილების კომპლექტს, რომელიც ადამიანმა უნდა შეასრულოს; ამავე დროს რუკა არის ინსტრუმენტთა ნაკრები, რომლებიც ამოცანების შესრულებაში გვეხმარება. ამოცანები არ უნდა გავიგოთ, როგორც უმაღლესი ძალებისგან დასჯა. უბრალოდ ისინი ცდილობენ გვასწავლონ და სწავლაში დაგვეხმარონ.

თუ ამ ხედვას გავიზიარებთ, ასტროლოგიის იმ გაგებამდე მივალთ, რომელსაც რადიარი ეთიკურს უწოდებდა: არ არსებობს კარგი და ცუდი პლანეტა ან ასპექტი. თითოეული მათგანი რაღაცისთვის აუცილებელია. მაგ: რუკაში „სუსტი“ სატურნი  გინდათ იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც თქვენს წინაშეა და სატურნი ზუსტად ისეთია, როგორიც ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ. ის სატურნი, რომელსაც ასტროლოგები „ძლიერს“ უწოდებენ, თქვენი ამოცანების შესრულებაში არ გამოგადგებათ.

აქ უკვე კითხვის ქვეშ დგება „დამუშავების“ თემა. მიიჩნევა, რომ ასტროლოგის ამოცანა – ადამიანისთვის „სუსტი“ ადგილების ჩვენებაა, რათა ამ უკანასკნელმა „გამოასწოროს“. რას ვგულისხმობთ დამუშავებაში? ადამიანმა „სუსტი“ პლანეტა „ძლიერად“ უნდა გადააქციოს? გამოვლინება შეცვალოს? კოლესნიკოვი დამუშავების ამ ტიპის გაგებას არ იზიარებს. მისი აზრით, დამუშავება შეგვიძლია გავიგოთ სხვა კუთხით. დამუშავებაშეიძლება ნიშნავდეს იმის გაგებასსწორედ ასეთი მდებარეობისა და ფუნქციების მქონე პლანეტა რატომ გვერგო, რა ამოცანებს გვისახავს წინ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ მისი ყველა რესურსი. აი, სწორედ ესაადამუშავება“ – პლანეტის ყველა  რესურსის გამოყენება.

ნებისმიერი ასტროლოგისთვის ცნობილია, რომ პლანეტის გამოვლენა იცვლება იმ ნიშნის მიხედვით, რომელშიც მდებარეობს. განვიხილოთ მარსის ვერძის ზოდიაქოში მდებარეობის მაგალითით. წარმოვიდგინოთ, რომ მარსი ძლიერი ინსტრუმენტია, მაგალითად ჩაქუჩი. მმართველ ნიშანში (მარსი ვერძს მართავს), მისი გამოვლენა სრულად შეესაბამება მახასიათებლებსა და ბუნებას. დავუშვათ, მარსი სასწორის ნიშანში მოხვდა. ჩვენი „ჩაქუჩით“ აღმოვჩნდებით ბროლის სასახლეში – საზოგადოებაში და ჩვენი ამოცანა იქნება იმ ბროლის ნაწილის ჩამოშლა, რომელიც ხელს გვიშლის. დიდი ფიზიკური ძალისხმევა აქ არ მოითხოვება, სხვებს რამე რომ არ დაუშავდეთ მეტს ფიქრობ და ცდილობ ისე „მოტეხო“ ბროლის შვერილი, რომ სხვებს ხელი არ შეუშალო. აქ უკვე შემოდის ფიქრი, დაგეგმვა უფრო მეტად, ვიდრე პირდაპირ მოქმედება. შედეგად ენერგია ნაკლები არ იხარჯება, ის სხვა მიმართულებაზეც (ფიქრი) ნაწილდება. თუ სხვა „მხარეში“აღმოჩნდა, პლანეტა არ სუსტდება; უბრალოდ გამოვლენის დიაპაზონს  აფართოვებს.

ამიტომ ავგუსტინა სემენკო ხშირად ამბობდა: თქვენ ამბობთ, რომ პლანეტა სუსტიამიუთითეთ რა სფეროშია სუსტი“. თუ პლანეტა განდევნილია, ის სუსტია ფიზიკურ, მატერიალურ რეალობაში, მაგრამ ძლიერია უფრო მაღალ დონეზე – ინტელექტუალურ, აბსტრაქტულ და შესაძლოა სულიერშიც…

ზემოთ თქმულის კარგ მტკიცებულებას წარმოადგენს ვალტერ ჰოფის მეთოდი, რომელიც ვრონსკის „ასტროლოგია: ცრურწმენა თუ მეცნიერება?“-შია აღწერილი. ამ მეთოდის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პლანეტა მმართველ ნიშანში მოხვედრის შემთხვევაში უფრო დაბალ, ინსტინქტურ-სტაბილური ინტერვალის მქონე ქცევის განმხორციელებლად ითვლება. ის თავს ავლენს მშვიდად, ნიშნის შესაბამისად, სიტუაციის გონებრივი ანალიზის გარეშე. ხოლო განდევნილი პლანეტა – უმაღლეს ინტელექუალურ-სტაბილურ ინტერვალს ავლენს – შესაბამის ქცევას ახორციელებს, მაგრამ ინსტინქტურის ნაცვლად ინტელექტის, გონების დახმარებით.

ტრადიციულად რატომ ითვლება დაცემული და დატყვევებული პლანეტები ცუდ ან სუსტ მდებარეობად? წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი: ერთ მათგანს პლანეტა (მაგ: იუპიტერი) მე-2 სახლში ჰყავს, მმართველ ნიშანში (მშვილდოსანში), ხოლო მეორეს – განდევნილი (ტყუპებში). დავუშვათ, ორივეს მსგავსი მოქმედების შესრულება უწევთ ფულის მოსაპოვებლად. პირველი – ბევრ ფულს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე – ნაკლებს ან საერთოდ ვერაფერს. თუ მეორე პიროვნებამ იცის საკუთარი ჰოროსკოპი, წარმოიდგინეთ რა სიტყვებით მოიხსენიებს იუპიტერს ტყუპებში. თუმცა, იუპიტერი მეორე სახლში და განდევნილი იძლევა გაგების, ცოდნის, გააზრების უნარს. უეჭველია, მეორე ადამიანს იუპიტერი ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენდა, რაც ფულით ვერ ჩანაცვლდება. მან ბევრი შეიძინა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე. მართალია, ადამიანმა ეს რომ შეამჩნიოს ინტერესთა სფერო უნდა გაიფართოვოს, და თუ მარტო მატერიალურ მხარეს აქცევს ყურადღებას – ვერაფერს შენიშნავს. რა თქმა უნდა, მისთვის განდევნილი პლანეტა ცუდი და სუსტი იქნება.

გავიხსენოთ მათეს სახარება:

„19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.

20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.“ [მათე; 6:19-21]

და მაინც – რომელია „კარგი“ და „კეთილი“ პლანეტა? გვაქვს კი ასეთი პლანეტები?

ცალკე შევჩერდეთ ასპექტებზე. რა ანსხვავებს უარყოფითასპექტებს დადებითისგან“? –  ენერგეტიკული მახასიათებელი.

ჰოროსკოპში „უარყოფითი“ ასპექტები ენერგიის წყაროა. თუ ბევრია – ადამიანს ბევრი ენერგია აქვს, რის დახმარებითაც მეტის მიღწევა შეუძლია. მისთვის პრობლემას წარმოადგენს ამ ენერგიის გააზრებული გამოყენება, რადგან თუ არასწორად ან გაუაზრებლად გამოიყენებს, დაავადებებთან, კონფლიქტთან, წარუმატებლობასთან მიიყვანს.

თუმცა, ერთია –  „უარყოფითი“ ასპექტების მქონე ადამიანს არასდროს ეცლება მოსაწყენად – ის სავსეა სურვილით, მიზნებით და  დღეში 24 სთ-ის განმავლობაში მხოლოდ მატერიალური სხეული არ აძლევს მოქმედების საშუალებას.

ჰარმონიული ასპექტები – ენერგიის მომხმარებლები არიან. ისინი გვიჩვენებენ როგორ შეუძლია ადამიანს ენერგიის დახარჯვა (რა თქმა უნდა, თუ ეს უკანასკნელი საკმარისი რაოდენობით აქვს), შემდეგ კი უკავშირებს ნიჭს, უნარებს, შესაძლებლობებს, რომლებიც შეუძლია ოდესმე აღმოაჩინოს და გამოიყენოს. ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანს არანაკლები პრობლემები აქვს. რეალური პრობლემა შეიძლება იყოს – მოწყენილობა, რამის კეთების სურვილის უქონლობა. მისთვის რთული ხდება გამოიყენოს ის ენერგია, რომელიც პერიოდულად „უგროვდება“.

და მაინც რომელია „უკეთესი“ – დაძაბული თუ ჰარმონიული ასპექტი? უცნაური კითხვაა არა? უფრო უკეთესია იკითხო: ჭამა თუ ძილი?

კარგი იქნება დავფიქრდეთ ცხოვრების ცუდდა კარგდღეებზე, პერიოდებზე, რომლებიც ასტროლოგიურ პროგნოზებში ხშირად ფიგურირებს.

რას ურჩევდით თქვენთან მოსულ კლიენტს რთული ასპექტებით „გაწითლებულ“ დღეს? არსად გავიდეს და ყველაფერს გაექცეს? მაგრამ ამ დღეს სამყარო ხომ ენერგიას გამოსაყენებლად გვაძლევს? თუ ჩვენ ამ ენერგიას გამოყენების ნაცვლად, „შევინახავთ“, მაშინ დღე  შეიძლება რეალურად გახდეს დაავადების ან კონფლიქტების წყარო.

უარყოფითი ასპექტი დიდი სისწრაფით მოძრავ ავტომობილს ჰგავს. მას შეუძლია დიდი მანძილის სწრაფად გავლა, მაგრამ მანევრირებაში შეზღუდულია და თუ სწორი გზა არ შეხვდა, მძღოლს უსიამოვნებები ელოდება.

ჰარმონიული ასპექტები კი ძალიან ნელა მოძრავ ავტომობილს ჰგავს. შორს არ წავა, მაგრამ როგორღაც შეუძლია მობრუნდეს, არ იჩქაროს მშვიდობიანი გზის არჩევაში.

აქედან გამომდინარე, ჰარმონიული, „მწვანედღეების გამოყენება უკეთესია მომავლისთვის დაფიქრებული, დაგეგმილი ქმედებებისთვის, რადგან მის შესასრულებლად ენერგია ბევრი არ გვაქვს. ხოლო წითელ“, დაძაბულ დღეებშიფიქრის ნაცვლად უნდა იმოქმედოთ. გასაგებია, რომ წარმატება დამოკიდებულია რამდენადაა მოფიქრებული ქმედება. თუ სამყაროს რიტმთან შეთანხმებული იმოქმედებთ, „წარუმატებელი“ დღე პროდუქტიულად გადაიქცევა.

დასასრულს „ყველაზე უარყოფითი“ სიტუაცია განვიხილოთ: განდევნილი ან დაცემული პლანეტა, რომელიც ამავე დროს დაზიანებულიცაა“. ითვლება, რომ ასეთი პლანეტა ზოგადად, ცხოვრებაში და ჯანმრთელობის კუთხითაც მფლობელს უსიამოვნებებსა და დიდ პრობლემებს მოუტანს. უმეტესად ასეც ხდება, თუ ადამიანი ყურადღებას არ აქცევს ან მის „დამუშავებას“ ცდილობს, იქცევა ისე, თითქოს მმართველ ნიშანში ჰყავდეს (ცდილობს დაამსგავსოს მმართველ ნიშანში მყოფს).

მოდი დავფიქრდეთ, ამ ადამიანს რისთვის ერგო მსგავსი სიტუაცია ჰოროსკოპში? რაში გამოიყენებს?

ბევრი უარყოფითი ასპექტი პლანეტას მთავარ ენერგეტიკულ ცენტრად გადააქცევს. სწორედ მის სფეროებშია სავარაუდო და შესაძლებელი ცხოვრებისეულ გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. პლანეტის სფეროებში ადამიანს ბევრი ერგო, მაგრამ რატომ ვლინდება ენერგია დესტრუქციულად? რატომ მოაქვს ავადმყოფობა და წარუმატებლობა?

იმიტომ, რომ მხოლოდ დაფიქრებული, გააზრებული, მიზანმიმართული გამოყენებით შეგვიძლია დაცემულ-დაზიანებული პლანეტის „ზრდა“, ცხოვრების გაგება და ინტერესთა სფეროს გაღრმავება იმ დონემდე, რომ პლანეტა კონსტრუქციულად და სრულად გამოვლინდეს. პლანეტის სფეროებში ასე მივაღწევთ მეტს. ხოლო მატერიალურ „კედლებში“ ჯდომით, მხოლოდ სინანულს და ბედის ჩივილს მოვახერხებთ.

გამოდის, რომ „დაზიანებული“ რუკა – ადამიანის წინაშე უმაღლესი მიზნების დაყენებაზე მეტყველებს და ეს მიზნები მიღწევამდე არ მოასვენებს. ჩვეულებრივი გაგებით, არც ისე გასახარებელია, სამაგიეროდ ასეთი რუკის მფლობელს წინ საკუთარი ბედის გაგების სიხარული და ათვისება ელოდება.

ასტროლოგია – აღარაა ისეთი მოსაწყენი რამ, თუ არ გამოვიყენებთ „შავი კატა – ცუდია“ ტიპის მიდგომით. გვახსოვდეს, რომ  არ არსებობს „ცუდი“ და „კარგი“ მდებარეობები.

გამოვიყენოთ ასტროლოგია  კითხვების დასასმელად და მათზე საპასუხოდ.

მომზადებულია ალექსანდრე კოლესნიკოვის მიხედვით

დამატებითი ლინკი: რას ნიშნავს განდევნილი (დატყვევებული), დაცემული, მმართველი, ეგზალტირებული პლანეტა


About Tamta

Scroll To Top