ლილიტის დამუშავება ოპოზიციური ნიშნების მიხედვით

ლილიტის დამუშავება ოპოზიციური ნიშნების მიხედვით

განვიხილოთ ყველა ლილიტი და მის ოპოზიციურ ნიშანს შევადაროთ.

რადგან ლილიტის ნაკლია – განავითაროს ნიშნის მხოლოდ რომელიმე პოლუსი, ამის კომპენსირება ხდება საპირისპირო ნიშნის თვისებით, რომელიც მდებარეობს იგივე ღერძზე ოპოზიციურ ნიშანში. ეს გასაგებიცაა – ერთ ნიშანში „ჩაღრმავება“, მეორეში „ამობურცულობას“ იწვევს.

ეს თვისებები ვლინდება უშუალოდ იმ ნიშნის სფეროში, სადაც ლილიტი მდებარეობს. მაგალითად, დაუმუშავებელი ლილიტი ვერძში – ესაა ადამიანი, რომელიც ცხოვრების მრავალ ასპექტში „ყველგან ვერძია“ , გარდა უშუალოდ ვერძის სფეროებისა – ის ამ შემთხვევაში იქცევა როგორც სასწორი. ლილიტი კურო – გამოკვეთილი კუროა, მაგრამ როგორც კი საქმე მივა კუროს სფერომდე, ინდივიდი მოქმედებს როგორც მორიელი. იგივე სიტუაციაა სხვა ლილიტების შემთხვევაშიც.

ლილიტის ილუზია იხსნება მაშინ, როცა „საქმე საქმეზე მიდგება“. მაგალითად, თუ ვინმე თავს თვლის ქირურგად, ილუზიისაგან გათავისუფლება მოხდება მაშინ, როდესაც საოპერაციო მაგიდასთან სკალპელით ხელში აღმოჩნდება. ლილიტის დამუშავება ადამიანის წინაშე აყენებს ამოცანას – ლილიტის ნიშნის მიხედვით ისწავლოს მოქმედება, ანუ იმოქმედოს უშუალოდ ნიშნის სფეროში და არა ყველგან „ლილიტის ნიშანივით“ მოიქცეს, გარდა საკუთარი სფეროებისა.

როდესაც ინდივიდი ისწავლის პროფესიულად მოქმედებას ლილიტის ნიშნის მიხედვით, ანუ უშუალოდ თავის სფეროებში, ის შეძლებს დააბალანსოს ორივე პოლუსი.

ანუ იგივე ვერძ-სასწორი რომ ავიღოთ, იმის უნარი და სურვილი რომ აღადგინოს სამართლიანობა, არ შეიძლება რეალიზებული იქნას თუ ადამიანს აქტივობის გამოჩენის ან გადაწყვეტილების მიღების შიში აქვს.

კიდევ ერთი ვერსიით, ლილიტის დამუშავება ოპოზიციური ნიშნის მმართველის მიხედვით ხდება. მაგალითად: თუ თქვენ ლილიტი ვერძში გყავთ, მისი ოპოზიციური ნიშანი სასწორია, რომელსაც ვენერა მართავს. ამიტომ ვენერას მდებარეობისა და გავლენის შესწავლა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

როგორც აღმოჩნდა, ლილიტი სულ არ არის ცუდი – უბრალოდ მას სურვილი აქვს – იყოს სასარგებლო! ის არა მხოლოდ ითხოვს ენერგიას – მას უნდა ეს დაიმსახუროს კიდეც და თავისი გამოვლინებებით უბიძგებს ადამიანს გამოიმუშაოს საჭირო კარმული გამოცდილება. ანუ სინამდვილეში ლილიტი ხელს უწყობს ინდივიდის სულიერ ევოლუციას, უბიძგებს მას განვითარებისა და გააზრებულობისკენ. ნებისმიერი ცდუნება ადამიანისთვის არის განვითარების სტიმული, რათა მიიღოს სასურველი. თუ ადამიანს უნდა ყველაფერი მიღოს „მუქთად“, ის დამოკიდებული აღმოჩნდება, ენერგიას კარგავს და ლილიტი პრობლემებს შეუქმნის იქამდე, სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს განვითარების აუცილებლობას. ასე, რომ ლილიტს მნიშვნელოვანი როლი აქვს პიროვნების განვითარებაში.

©liveinternet.ru

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top