ლილიტი კუროში

ლილიტი კუროში

დაგროვების მანია (უკიდურესობა – სიხარბე ან მფლანგველობა)

წარსულ ინკარნაციაში ადამიანი იყო ძუნწი, ბანკირი, მევახშე, ღორმუცელა, ჰედონისტი (ჰედონიზმ–ი [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება)

წარსულის ნეგატიური გამოცდილება შეიძლება გამომჟღავნდეს შემდეგი უკიდურესობებით:

 მფლანგველი ადამიანის შემთხვევაში – მას არ შეუძლია საკუთარი მატერიალური სახსრების სწორი განაწილება, რის გამოც აკეთებს უსარგებლო შენაძენებს (ფულს ქარს ატანს). რადგან ენერგიის დაგროვება არ შეუძლია, ხშირად ხდება ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი, მისი ენერგიით სხვები სარგებლობენ. ფიზიკური და სულიერი ძალები იხარჯება უაზროდ ან უადგილოდ.

 ხარბი ადამიანის შემთხვევაში – დაგროვების, სიხარბის მანია, ძალიან დიდი მადა გადასული ღორმუცელობაში, ფულზე , მატერიალურ ფასეულებებზე და კომფორტზე დამოკიდებულება. გამძაფრებული ყურადღება საგნების ვიზუალური მხარის მიმართ. ძლიერი სურვილი დაისაკუთროს მთელი სამყარო – ახდენს ეჭვიანობის, მესაკუთრეობის, პათოლოგიური მიჩვევის და საკუთარ გრძნობებზე „ჩაციკვლის“ პროვოცირებას.

გამოსყიდვის გზაზე ინდივიდს თან სდევს ფინანსური პრობლემები. ხდება დანაზოგის უაზროდ გაფლანგვა. ფული მტვრად იქცევა.

რეკომენდებულია: უარი თქვან ზედმეტ დანაზოგზე (შემნახვლი ანაბარი, ყულაბა) და ფინანსური საკითხები ჰარმონიაში მოიყვანონ. არის გაქურდვის ალბათობა და მიწისძვრისგან საფრთხე.

© შესტოპალოვი

  შავი მთვარე კუროში

გაძევებულია მარსთან და პლუტონთან ერთად, ვენერას და ქირონის სამფლობელოში, მთვარის ეგზალტაციაში, მიწის სტიქიაში.

ეს შავი მთვარის სუსტი მდებარეობაა. დაგროვილი უარყოფითი კარმა დაკავშირებულია სიხარბესთან, მესაკუთრეობასთან, სიძუნწესთან, სხვის ხარჯზე ცხოვრებასა და ვამპირიზმთან.

 პირველ დონეზე დამახასიათებელია სიხარბე, სიძუნწე, ეჭვიანობა, მესაკუთრეობა სიყვარულში, როგორი საშუალებითაც არ უნდა იყოს ნაშოვნი ფული – მტვრად იქცევა. დანაზოგი არანაირ სარგებელს არ იძლევა, ხდება მისი უაზროდ გაფლანგვა.

უარეს შემთხვევაში ლილიტი ანვითარებს „ვამპირიზმს“ და ადამიანი სხვის ენერგიასა და მატერიალურ სიკეთეს ითვისებს.

 მეორე დონეზე ინდივიდი ისჯება საკუთარი ცოდვებისთის მუდმივი ფინანსური პრობლემებით, ვალებით, დანაზოგის გაფლანგვით, შიმშილის შიშით იტანჯება. მცდელობას – უზრუნველყონ საკუთარი სიბერე, დაავადებების და მიტოვების შიშს არაფერი არ მოაქვს. უარესს შემთხვევაში ვერ ითვისებენ საკვებს ფიზიოლოგიურ დონეზე. სუსტი ჯანმრთელობა. ამ შემთხვევაში შავი მთვარე დაკავშირებულია ენერგიის დაკარგვასთან.

გამოსყიდვა ხდება – დაავადებების, ენერგეტიკის დასუსტების ხარჯზე. თუმცა, გასთვალისწინებელია, რომ ყველანაირი დაავადება და განსაცდელი არაა ცოდვებისთვის საზღაური.

ლილიტი კუროს მცნებებია – არ დააგროვო, არ იძუნწო, არ იეჭვიანო.

 მესამე დონეზე ადამიანი გათავისუფლდება ცოდვებისგან და სხვადასხვა სახის მატერიალური დამოკიდებულებებისგან, ფულთან დაკავშირებული საქმეები თავისით გვარდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული ბევრი იქნება, იქნება იმდენი რამდენიც საჭიროა ცხოვებისა და განვითარებისთვის. ინდივიდს აღარ აქვს დაგროვების მანია, სიღარიბის, სიბერის და ავადმყოფობის შიში.

© პ. გლობა

  ლილიტი კუროში: სამართლიანობის დარღვევა მატერიალურ, დაგროვება -შენახვის, სტაბილური მდგომარეობის მოპოვების საკითხებში .

დაბალ დონეზე – სიხარბე, ფულის, სიყვარულის, ჯანმრთელობის – დაგროვების დაუძლეველი წყურვილი. მატერიალისტობა.

საშუალო დონეზე– დაგროვებისა და შენარჩუნების პრობლემა, სიღარიბე, ენერგიის ნაკლებობა და სუსტი ჯანმრთელობა .

უმაღლეს დონზე – მატერიალური პრობლემებისგან განთავისუფლება.

 შავი მთვარე (ლილიტი) კუროში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც ძლიერ ემოციებსა და სურვილებს იწვევს, გონებას მისი გავლენის გაკონტროლება უჭირს. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარულ თვისების აქცენტირებას, ახდენს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს), ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) – ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.

 კურო – ეს ვერძის იმპულსის ენერგეტიკული გამოვლინებაა, მატერია და ფორმა.

შავი მთვარის გავლენით კუროს ენერგიის დაგროვების უნარი იცვლება და დაბალანსებული ენერგიის მიმოქცევის დარღვევა ხდება.

რადგან კურო მდედრობითი ნიშანია, უფრო იოლად აგროვებს, ვიდრე გასცემს. ამიტომ, როცა შავი მთვარე აძლიერებს მის ბუნებრივ პასიურ გამოვლინებას, დაგროვება ხდება მანია. ჩნდება დაუძლეველი გაუმაძღრობისა და სიხარბის გრძნობა, უზომო მადა, რომელიც ღორმუცელობაში გადადის, ფულზე, კომფორტზე და მატერიალურ ფასეულობებზე დამოკიდებულება, გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება ნივთების გარეგნულ მხარეს. დამახასიათებელია გამძაფრებული ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის გრძნობა. პათოლოგიური მიჩვევის და საკუთარ გრძნობებზე „ჩაციკვლის“ განცდა. შავი მთვარის გავლენით აზროვნება ხდება ინერტული, ზედმეტად კონკრეტული, რომელიც აღიქვამს ფორმას და ვერ ამჩნევს იდეას. შავი მთვარე ხშირად დაკავშირებულია ე.წ ვამპირიზმთან, როცა სხვა ადამიანებთან საუბრისას ხდება ენერგიის მიმოცვლის დარღვევა, ადამიანი უფრო მეტად სხვის ენერგიას ითვისებს, ვიდრე გასცემს.

შავი მთვარის ნიშნის აქტიური პოლუსით გამოვლინება იწვევს უსაზღვრო, არარაციონალურ ენერგიის ხარჯვას. ფიზიკური და სულიერი რესურსები იხარჯება უაზროდ ან უადგილოდ. ინდივიდს არ შეუძლია სწორად გაანაწილოს საკუთარი რესურსები, აკეთებს არასაჭირო შენაძენს, ფულს ქარს ატანს. რადგან არ შეუძლიათ ენერგიის შენარჩუნება, ხშირად ხდებიან ენერგეტიკული ვამპირიზმის მსხვერპლი, მათი ენერგიის გამოყენება სხვებს იოლად შეუძლიათ.

ზოგიერთი ადამიანები შავი მთვარით კუროში შეგნებულად აიგნორებენ მატერიასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცდილობენ მოახდინონ ფულთან, საკვებთან, ტანსაცმელსა და კომფორტთან საკუთარი უდიერი (არასწორი) დამოკიდებულების დეკლარირება.

© გ.ვოლჟინა

 ლილიტი კურო

სიხარბის პრობლემა. ადამიანი გაჭირვებით შეელევა ექსკრიმენტებსაც კი. ის როგორც ობობა, ცდილობს გააკონტროლოს ყველაფერი რასაც მისწვდება. სიამოვნებას განიცდის, როცა სხვები მასზე მატერიალურად დამოკიდებულები არიან. შიმშილისგან მოკვდება, სამაგიეროდ ფულის ტომარასთან ჩახუტებული იქნება. ძალიან არ უყვარს ვალების გასტუმრება და საკუთარ კრედიტორებს ვერ იტანს.

© ს.ვ ევტუშენკო

დამატებითი ლინკი – ლილიტი კუროში

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top