ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)

ლილიტი ნიშნებსა და სახლებში (მოკლე მიმოხილვა)

ლილიტი ოდითგან წყვდიადის დედოფლად აღიქმებოდა ადამიანთა შემეცნებაში იმ ეპოქიდან,როდესაც საზოგადოებრივი იდეოლოგია ქალს მეორე პლანზე ანაცვლებდა. ასტროლოგიაში არსებობს მოსაზრება,რომ ლილიტის დომიცილი(სახლი,სამკვიდრო) მორიელის ნიშანია,ხოლო მისი ეგზალტაცია/კულმინაცია მერწყულის ნიშანში ხდება. რადგან მორიელი(ურანის ეგზალტაცია) და მერწყული(ურანის სამკვიდრო) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სიმბოლურ ნიშნებს წარმოადგნენ.

ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. გაკერპებულმა ქალმა კაცთან თანასწორობა განიზრახა და არ დაემორჩილა ადამს,არ აღიარა საკუთარი მეორეხარიხოვნება. ჰოროსკოპის ის წერტილი,სადაც იმყოფება ლილიტი,არის ადგილი,სადაც აუცილებელია ქალის როლის გაზრდა. ლილიტი ხომ მთვარის ორბიტის ის აპოგეაა(წერტილი),სადაც ფემინური საწყისი განერიდება მთვარის ყოველდღიურ საზრუნავსა და ვალდებულებებს.

ლილიტის გამოვლენა ნიშნებში

ვერძი: აგრესიულობა, ჩხუბისთავობა, უხეშობა, სიხისტე, უცერემონიობა, სულსწრაფობა და დაუფიქრებლობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან თანამშრომლები, თანატოლი ბიჭები/მამაკაცები.

კურო: ზღვარგადასული მიჯაჭვულობა მატერიალურ კეთილდღეობაზე; უმოძრაობა, ინერტულობა, სიზარმაცე. პროვოკატორთა როლში გამოდიან: თანატოლი გოგონები/ქალები. ასევე ხელოვნებასა და მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული ადამიანები.

ტყუპები: ყბედობა, ზედაპირულობა, ნევროტულობა, უხვსიტყვიანობა, მიდრეკილება ტყუილებისა და ჭორებისკენ. პროვოკატორთა როლში გამოდიან: ნაცნობები, ნათესავები, და-ძმები, მასწავლებლები და მოსწავლეები.

კირჩხიბი: შფოთიანობა, დაჟინებულობა, დამოკიდებულება განწყობასა და გარემოებებზე, ცვალებადობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან ახლო ნათესავები, ოჯახის წევრები, ასევე უფროსი ასაკის ქალები, ყველაზე ხშირად დედა.

ლომი: ტრაბახი,ქედმაღლობა, მიდრეკილება იმაზე მეტი იტვირთოს საკუთარ თავზე,ვიდრე გაკეთება შეუძლია. მიდრეკილია ასწავლოს და გაანათლოს სხვები. პროვოკატორთა როლში გამოდიან ცნობილი, ეფექტური და გამორჩეული ადამიანები („ბრჭყვიალები“ აქაც რა აქტუალურია:დ), შვილები.

ქალწული: სიმშრალე, მეწვრილმანეობა, ფორმალიზმი, პირქუში „მუდო“, პედანტიზმი, თაღლითობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან თანამშრომლები, ასევე ნებისმიერი ტიპის კონტროლიორები.

სასწორი: თავდაუჯერებლობა, მანერულობა, ორსახოვნება, მერყეობა, დამოუკიდებლად მოქმედების უუნარობა. პროვოკატორთა როლში გამოდიან პარტნიორები და მოკავშირეები.

მორიელში: ზღვარგადასული მიდრეკილება მძაფრი შეგრძნებებისადმი; მანკიერება; მაქსიმალიზმი გარშემომყოფთა შეფასებისას; ხელოვნური დრამატიზმი; მიზიდულობა მაგიისა და ოკულტიზმისკენ.

პროვოკატორთა როლში გამოდიან: ექსტრემალური და შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები,ასევე ნებისმიერი ტიპის ოკულტისტები.

მშვილდოსანში: არაპროგნოზირებადობა; მიდრეკილება ეპატაჟურობისა და ავანტიურიზმისკენ.

პროვოკატორთა როლში გამოდიან ცრუ იდეაოლოგიური და სულიერი ლიდერები,ასევე ორიგინალური ექსპერიმენტატორები.

თხის რქაში: სიცივე, უგრძნობობა; ზედმეტი რაციონალიზმი, მიდრეკილება გაიტანოს თავისი წნეხი მეშვეობით.

პროვოკატორთა როლში გამოდიან უფროსი ასაკის მამაკაცები, ხელმძღვანელები, შესაძლოა მამაც.

მერწყულში: უპასუხისმგებლობა, არასაიმედოობა, ზომიერების გრძნობის დაკარგვა, გაბერილი წარმოდგენა საკუთარი მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე; მორალური პრინციპებისა და წესიერების იგნორირება, მზადაა უმუხთლოს მეგობრებს. პროვოკატორთა როლში გამოდიან მეგობრები და გავლენიანი მფარველები.

თევზებში: ქაოტურობა, ისტერიულობა, კონფლიქტურობა; მიდრეკილება გაართულოს და ჩახლართოს ყველაფერი; მოჭარბებული ინტერესი უხილავი სამყაროს მიმართ.

პროვოკატორთა როლში გამოდის „საჭირო ხალხი“.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ,რომ არ ღირს პროვოკატორთა როლის შემსრულებლების დადანაშაულება. მოცემული როლი მათი ნებისგან დამოუკიდებლად სრულდება და დიდ ყურადღებას მოითხოვს ნატივისგან როგორც ზოგადად,საკუთარი ბუნების,ისე ფსიკისა და ქცევების მიმართ,რომელზეც აისახება ნათალური ლილიტის დისპოზიტორის ნეგატიური გავლენა. თუ ნატივი ამ ფაქტორებს გააცნობიერებს და დაამუშავებს,ვერანაირი პროვოკაცია საშიში აღარ იქნება.

საინტერესოა და რთულად ასახსნელია ის ფაქტი,რომ შავი მთვარის სრულად დამუშავებისა და მისი გამოვლენის მუდმივი პროფილაქტიკის შემთხვევაშიც კი,ყოველთვის დადის ჭორები მის მანკიერებაზე. მაგალითად,ქალწული ლილიტის მფლობელს თაღლითად მოიხსენიებენ; თხის რქა ლილიტის მფლობელზე კი ხშირად გაიგებთ,რომ მიზნისკენ „გვამებზე გავლით“ მიდის. ჭორების პირველწყაროს მოძიების ყოველგვარი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. მაგრამ მოტივი ყოველთვის ერთია_ასე ლაპარაკობენ და როგორც ცნობილია,კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.

საბოლოოდ აღვნიშნოთ,რომ ფიქტიურ პლანეტათა გამოვლენის ჩართვის,სისწრაფისა და ხანგრძლივობის ფაქტორები დამოკიდებულია სტიქიებზე,ზოდიაქალურ ჯვარსა და მდებარეობის ზონაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია ბრამის ზონა (იანის I,შემოქმედების ზონა. ვერძი,კურო,ტყუპები,კირჩხიბი),რადგანაც პროცესის საწყისი ხშირად განაპირობებს მისი განვთარების ხასიათს. განსაკუტრებით აქტიურად გამოიხატებიან ცეცხლის სტიქიაში და განსაკუთრებით ფარულად (და ამიტომ არაპროგნოზირებადად) წყლის სტიქიაში. ფიქტიურ პლანეტებს მაქსიმალური ძალა აქვთ კარდინალურ ჯვარში(ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა), შემდეგ ფიქსირებულ და მუტაბელურ ჯვარში.

ლილიტი სახლებში:

I და VII სახლები: ურთიერთობაში პირველ პლანზე ინაცვლებს ფიზიკური კავშირი. მსხვერპლთან,მსხვერპლის გაღებასთან დაკავშირებული სიტუაციები დიდ როლს ასრულებს. უფრო მნიშვნელოვანია შეხედულება,ვიდრე სიტყვა. მაგალითი,პიერ პაოლო პაზოლინი:ლილიტი თევზებში ასცედენტზე,რომელმაც გააკეთა მარკიზ დე სადისა და მუსოლინის ეკრანიზაცია, მოკლა ჰომოსექსუალისტმა. რომან პოლნსკის ცოლი ფეხმძიმე მოკლეს,მისი ლილიტი იმყოფებოდა კირჩხიბში ასცედენტზე. მერლინ მონრო ლილიტი ლომში ასცედენტზე,ნეპტუნთან შეერთებაში. მე-7 სახლი იზოლაცია ქორწინებაში.

II და VIII სახლები: პერვერსიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მატერიალური ფასეულობები,ფული,ძალაუფლება. ხშირად მცდარი შეხედულება ან ცხოვრების ცრუ მთავარი მიზანი. შეცდომები და მცდარი გათვლები ფინანსურ ოპერაციებში. არაადამიანური სიძუნწე. ჟაკლინ კენედი-ონასისი ლილიტი მე-2 სახლში. ლილიტი მე-8 სახლში უჩვეულო სიკვდილი,ხშირად მიუთითებს ობლობაზე. ჰილარი კლინტონი, ლილიტი მე-8 სალხში.

III და IX სახლები: განსაკუთრებული გამოცდილება,რომელიც უკავშირდება სწავლისა და სწავლების პროცესს,და-ძმებს,მოგზაურობასა და მიღებულ ინფორმაციას. ბილ კლინტონი,მატა ჰარი ლილიტით მე-3 სახლში. ტიტანიკმა სტარტი აიღო, როდესაც ლილიტი მე-3 სახლში იმყოფებოდა ნეპტუნთან ოპოზიციაში. მე-9 სახლში პრობლემები უცხოელებთან, ქსენოფობია, სირთულე უცხო ნების ათვისებაში,უცხო მიწელების სიძულვილი. ამერიკის ჰოროსკოპში ლილიტი მე-9 სახლშია. მე-9 სახლი ოცნებები, თავისუფლების ამერიკული ილუზია. ადოლფ ჰიტლერი,ლილიტით მე-9 სახლში.

IV და X სახლები: შინაური, ოჯახური და სოციალური პრობლემების უარყოფა, განდგომა. სამშობლოს დატოვების აკვიატებული იდეა (მარლენ დიტრიხი). დიდებისა და აღიარების აკვიატებული იდეა. ლილიტი მე-10 სახლში აინშტაინი და გოეთე.

V და XI სახლები: მემკვიდრეობის წინააღმდეგ აჯანყება, ავანტიურიზმის (5) და სოციალური ინტიტუტების (11) მეშვობით. ყველა მეტად განვითარებული ინდივიდუალიზმი და ამასთან დაკავშირებული შიში,დაკარგოს საყვარელი ადამიანები და მეგობრები,ასევე საზოგადოებრივი სტატუსი და საყვარელი საქმიანობა. ელიზაბეტ ტეილორი ლილიტი მე-5 სახლში.

VI და XII სახლები: მე-6 სახლში გადაჭარბებული მზრუნველობა სხეულზე ან სრულიად არ ზრუნავს საკუთარ თავზე. მე-12 სახლში სულიერი კანონების უარყოფა. ფსიკიქური პერვერსია.

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Rusa

Scroll To Top