მარსის და მთვარის კვანძების შეერთება

მარსის და მთვარის კვანძების შეერთება

მარსის და  ჩრდილოეთ/აღმავალ კვანძთან შეერთება

ამ ადამიანის უსაფრთხოების შეგრძნება მჭიდროდ არის დაკავშირებული მის მოქმედებებსა და დამოუკიდებლობასთან. თვითრწმენას თავისუფლების ძიებით განიმტკიცებს, აკეთოს ყველაფერი ისე, როგორც მოესურვება. დამახასიათებელია გარკვეული ამბივალენტურობა თავისუფლებასა და მიჯაჭვულობას შორის. ამ ასპექტის გასაღები პერსონალურ სურვილებსა და ვალდებულებებს შორის ბალანსის პოვნა და დაცვაა. ასევე კარგი იქნება, თუ პერსონალურ ემოციურ საძირკველს შეიქმნის.

მისი მოქმედებები ყოველთვის შორსმიმავალი გეგმებით არის შთაგონებული და ძალიან  ჰარმონიულად ეწერება გარემოში.

არასწორად გაგებულმა პატრიოტიზმმა შესაძლოა ომის მხარდამჭერად ან მის მსხვერპლად აქციოს; ან გამოავლინოს არაპროგნოზირებადი ძალადობა.

 

 

მარსის და სამხრეთ/დაღმავალ კვანძთან შეერთება

ადამიანს შესაძლოა გარკვეული შიშები ახასიათებდეს ან თავდაუჯერებლობას გრძნობდეს ინიციატივის გამოვლენისას. ხანდახან ზედმეტად თვითკრიტიკულია. არც ისე დარწმუნებულია საკუთარ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ შეხედულებებში. თუ ჯგუფის მოსაზრებებს არ ეთანხმება, უკან იხევს ან შესაძლოა საერთოდ ჩამოშორდეს კიდეც ჯგუფს. ეს „მარტოხელა მგლის“ ასპექტია, რომელიც ანგარიშს არ უწევს სხვების აზრს. თუ მთლიანი ჰოროსკოპი ამას ადასტურებს, ყოველთვის შეუსაბამო დროს ავლენს ინიციატივას, რითაც არაერთ მტერს იძენს.

ფიზიკურ აქტივობებში ხშირად ახასიათებთ რადიკალიზმი (ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა). უნდა ისწავლონ საკუთარ თავზე და სხვებზე ზრუნვა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნატივმა არ იცის საკუთარი ბრაზის, გულისწყრომის ადეკვატურად გამოხატვა ან საერთოდ ახშობს ნეგატიურ ემოციებს.


About Qet

Scroll To Top