მარსი ვერძში

მარსი ვერძში

მარსი ცეცხლის სტიქიაში

ვერძი არის მარსის კვინტენსენცია. მარსის პოზიცია ამ ნიშანში თითქმის ყოველთვის ვლინდება როგორც ფიზიკური მოუსვენრობა, ყოვლისმომცველი სწრაფი მოქმედებისა და შედეგის მიღების სურვილი (რაც ხშირად გაუმართლებელია ინტიმურ ურთიერთობებში!). ადამიანების უმრავლესობისთვის მარსის ასეთი მდებარეობით დამახასიათებელია თავხედობა, უხეშობა და პირდაპირობა, რაც ზოგ შემთხვევაში აღიზიანებს, ხოლო ზოგჯერ აღაფრთოვანებს , ხიბლავს და აცოცხლებს გარშემომყოფებს. ისინი ხშირად არიან გაღიზიანებული და საკმაოდ ფიცხები. თუმცა ეს სიფიცხე ხშირად სულაც არ არის მიმართული კონკრეტულად ვინმეს მიმართ, დაბრკოლებებთან შეჯახების დროს მათ უბრალოდ ახასიათებთ ორთქლის გამოშვება .

მარსით ვერძებს ძალიან უყვართ კონკურენცია, თუმცა ხშიარად არ აღიარებენ ამას. უყვართ სპორტი, როგორც გულშემატკივრებს და როგორც მონაწილეებს. სურთ ყველაფერში იყვნენ პირველები მაინც, თუ საუკეთესოები არ არიან. მიისწრაფვიან გახდნენ პირველ აღმომჩენები (გზის გამკვალავები) საქმიანობის მათთვის ახალ სფეროებში და ცხოვრება არ შეუძლიათ სიახლეების გარეშე. არიან იმპულსურები, მათთვის ბუნებრივად დამახასიათებელია თავდაჯერებულობა (არ უყვართ დროის კარგვა ეჭვებზე). რა სირთულეებთანაც არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული, ისინი ენერგის ფოკუსირებას ახდენენ საკუთარი სურვილების შესრულებაზე. მარცხის შემთხვევაში სწრაფად წამოდგებიან ფეხზე და გადაერთვებიან ახალ საქმეზე.

ალბათ ასტროლოგიურ წიგნებში ვერძის ერთ–ერთი არასაკმარისად დაფასებული თვისება (ეს ეხება როგორც მარსს, ასევე სხვა პლანეტებს ამ ნიშანში) არის ის, რომ ძალიან სწრაფად უღებს ალღოს ნებისმიერი პრობლემის არსს. მათი ეს უნარი არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებს ურჩევნიათ იმუშაონ საკუთარი თავისთვის, ან მოეწყონ სამსახურში ისე, რომ ხელმძღვანელობისგან მაქსიმალურად დამოუკიდებლები იყვნენ. მათ იციან პრობლემის არსი და ის თუ როგორ მოაგვარონ, ამის გამო არ უყვართ ისეთ ადამიანებთან დროის კარგვა ვინც ვერაფერში ვერ ერკვევა. მარსით ვერძები სიჯიუტის და უხეშობის ფონზე , მხოლოდ შარმის ხარჯზე შორს ვერ წავლენ (!), თუმცა გარშემომყოფები აფასებენ მათ, უშიშარი ხასიათის, ენთუზიზამით აღსავსე მიზანდასახულობისა და ურთიერთობაში პატიოსნების გამო. მათ ძალიან არ უყვართ ერთფეროვანი ცხოვრება და ერთადერთი რაც აშინებთ – მოწყენილობაა.

 მარსი ვერძის არსი:

  • ყველაფერს აღწევენ სწორხაზოვნად , მოუთმენლად და ზოგჯერ წინდაუხედავად.
  • ინტუიციურად სწრაფად იგებენ საქმის არსს, არ შეუძლიათ უსაქმოდ გაჩერება და მუდმივად მიისწრაფვიან ახალი შთაბეჭდილებებისკენ. ხშიარად დამახასიათებელია საქმიანი ალღო და ტექნიკური გამომგონებლობა.
  • სექსუალური ენერგია და მიზიდულობა ვლინდება იმპულსურად , მძლავრად და თავდაჯერებულად.
„ვერულური“
სურვილით ანთებული მარსი ვერძი თავის გზაზე ყველა წინააღმდეგობას ანადგურებს. მისთვის ყველაზე მნიშნვნელოვანია საკუთარი სურვილების მყისიერი დაკმაყოფილება. ამიტომ, თუ რამე ხელს უშლის, რისი სწრაფად თავიდან მოშორებაც შეუძლებელია, შემართება ქვრება და ინტერესს კარგავს. ნებისმიერი მოულოდნელი სიტუაცია მყისიერად აღაგზნებს. მაგალითად, უცნობი ლამაზმანი მეტროში ზედმეტად მოუახლოვდა, თავში რაღაც აზრი მოუვიდა, მაგრამ ფიქრის დრო არ აქვს. აი,ზუსტად აქ არის საჭირო ხელსაყრელი შემთხვევის გამოყენება. მისთვის საერთოდ სულ ერთია, რა გარემოში იმყოფება, იქნება ეს ბინა, ბუნება თუ ქალაქგარე გასეირნება.
ამ მარსის სექსუალობისთვის ერთფეროვნება მომაკვდინებელი მტერია. იმისათვის, რომ პარტნიორული ურთიერთობები დიდხანს გაგრძელდეს, მისთვის აუცილებელია მუდმივად გრძნობდეს, რომ მეწყვილეს ენითაუწერელ სიამოვნებას ანიჭებს. შესაბამისად, რაც მეტია მის მისამართით გამოთქმული კომპლიმენტები, მით უფრო ვნებიანი იქნება მარსი ვერძში.
საკმარისია, სურვილი გაუჩნდეს, რაც ელვისებური სისწრაფით ხდება, წამსვვე მოქმედებაზე გადადის. მაგალითად, პარტნიორის გახდას სადარბაზოდანვე იწყებს. მარსიანელ ვერძს ძალიან უყვარს აგრესიული სექსი, “ბინძური საუბრები“, უტრირებულად უხეში სიტყვები, შეურაცხყოფაც სავსებით დასაშვებია.
მან უნდა მოიპოვოს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების უფლება. მარტივი ნადავლი ან ზედმეტად დამყოლი პარტნიორი სწრაფად ბეზრდება. კიდევ უფრო უკეთესია, თუ პარტნიორისთვის ბრძოლა უწევს. ამ დროს ისეთ შინაგან განცდებშია, ნებისმიერი სექსუალური გმირობისთვის მზადაა.
ქალებსა და მამაკაცებს მარსის ასეთი მდებარეობით აქვთ განწყობა, მარტივად მოახდინონ ფოკუსირება ფიზიკურ ენერგიაზე , ყოველგვარი სირთულეების გარეშე, რაც ამ პლანეტისთვის დამახასიათებელია არ არის ბევრ სხვა ნიშანში. მარსი აქ განასახიერებს ინსტიქტურ და იმპულსურ ენერგიას. ვერძისთვის დამახასიათებელია, დაინახოს მხოლოდ ის, რაც მდებარეობს ზუსტად მის პირდაპირ, როგორც კი მისი სიყვარულის ან სექსუალური ინტერესის ობიექტი გაქრება მხედველობის არედან, სურვილის ძალაც მაშინვე სუსტდება. ისინი ვინც არჩევს ბედი დაუკავშიროს მათ, მიიღებს ზუტად იმას, რასაც ხედავენ. რაც დიდი უპირატესობაა. ისინი იმდენად სწორხაზოვანი და გულწრფელები არიან, რომ არც კი ცდილობენ დამალონ თავისი ქცევის ნამდვილი მოტივები.

მათთვის აუცილებელია სტიმული, ხოლო მოწყენილობა და რუტინა – სიკვდილის ტოლფასია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებენ თუ არა ბობოქარი ენერგია მოაქციონ კალაპოტში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგია ვლინდება განსაკუთრებული აგრესიით, მუდმივი უკმაყოფილებით და სხვების მიმართ მტრული განწყობითაც კი. მათთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, ეს ეხმარებათ მოდუნებაში და მოთმინების გამომუშავებაში.

მარსი ვერძის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა (ისევე როგორც მზე და ვენერის ამ ნიშანში) მოახდინოს უშუალო ზემოქმედება ყველა მათ ურთიერთობაზე რომელშიც მონაწილეობს, ყოველთვის გაიტანონ თავისი და არც კი მოუსმინონ ოპონენტის არგუმენტებს.

ქალები: მშვენიერი სქესის წარმომადგენლები მარსით ვერძი – არიან ინიციატორები ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სექსში. ვერ იტანენ ყურადღების გარეშე ყოფნას, მოითხოვენ აღიარონ მათი მრავალმხრივი ტალანტი და არაჩვეულებრივი ხასიათი. ეს ქალები არამარტო ავლენენ ვერძის აგრესიულ ხასიათს, მათ თავადაც იზიდავთ ანალოგიური ხასიათის მამაკაცები. მათი მარსი აქტიურდება ისეთ მამაკაცთან ურთიერთობისას, რომელიც დამოუკიდებელია, სწორხაზოვანი და უყვარს თავგადასავლები. ეს ქალბატონები საკმაოდ საქმიანი და თავისებურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ამაყობენ თავისი სქესით, ქალური სიმორცხვის განსახიერება მათ არც ისე კარგად ეხერხებათ. არ უყვართ პასიური როლი, ურჩევნიათ აიღონ მოქმედების ინიციატივა და იხელმძღვანელონ. სპორტში, ფიზიკურ მუშაობაში, ბიზნესსა და კარიერაში არაფრით ჩამორჩებიან მამაკაცებს. მათთვის დამახასიათებელია ”მამაკაცური სექსუალურობა”, სექსუალური კავშირების გახანგრძლივება ემოციური მიზეზებით არ შეუძლიათ. სექსში აღიქვამენ მხოლოდ ფიზიკურ ასპექტს , მათთვის ეს არის საშუალება მიიღონ სიამოვნება და მოიხსნან დაძაბულობა, ასეთ მომენტებში ემოციებზე ისინი არ ფიქრობენ. ავლენენ მოუთმენლობას ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში და ელოდებიან მათგან მექანიკურ ეფექტურობას და არა ემოციურ თანადგომას ან სიყვარულის აღიარებას.

 მამაკაცები, მარსით ვერძში, შეესაბამებიან აგრესიულ არქეტიპს და ქალებთან ურთიერთობაში ისე იქცევიან, როგორც გამოქვაბულის ადამიანები. არიან მგზნებარე საყვარლები ”ნადირობის ” პროცესში, მერე კი კარგავენ ინტერესს და გადაერთვებიან რაიმე სხვა საქმიანობაზე, ქალს კი მოუწევს მარტომ იზრუნოს, მათ შემდგომ ურთიერთობებზე. ყველაფერში იჩენენ მოუთმენლობას, მათ შორის ურთიერთობებში. სწარაფად უნდათ მიაღწიონ მიზანს, ამის გამო ურთიერთობებს იწყებენ დიდი მონდომებით და ინარჩუნებენ მუხტს იქამდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მშვენიერი ქალბატონს საბოლოოდ დაიპყობენ. მათი სექსუალური პოტენციალი ძალიან ცვალებადია და დამოკიდებულია შეგრძნებების განახლებაზე.

წყარო:enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top