მარსი თევზებში

მარსი თევზებში

მარსი წყლის სტიქიაში 

ადამიანები მარსით მოძრავ, სხვადასხვა მიმართულების მქონე თევზების ზოდიაქოში ფლობენ მეტად განვითარებული ემპათიას და ინტუიციას, მათი მთავარი პრობლემა იმაშია, რომ არ შეუძლიათ განსაზღვრონ რისი მიღწევა სურთ. მიზნებზე რომლებსაც ისახავენ ისინი, აუცილებლად ტოვებს კვალს მათი იდეალები და ძნელად აღსაქმელი, მათი ცხოვრებისეული დანიშნულება, თუმცა ამ სუბიექტური ზემოქმედების აღქმა ხშირად გაუცნობიერებელია მათი მხრიდან. გარდა ამისა თვითდამკვიდრების პლანეტის მდებარეობა ასეთ მგრძნობიარე და თანაგრძნობის უნარის მქონე ნიშანში გვიჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანში შერწყმულია ზომიერი ძალა, თვითდამკვიდრება კეთილგანწყობით და თანაგრძნობით აღქმა იმისა, თუ როგორ იღებენ გარშემომყოფები მის საქციელს. ჩვეულებრივ, ისინი ბოლომდე იხარჯებიან საქმეში, არ ითხოვენ მათი დამსახურების არანაირ აღიარებას. მარსი თევზების არამომაბეზრებელი საქციელი და განდეგილობა როგორც ქცევის წესი ძალიან დიდი იშვიათობაა დღევანდელ ცხოვრებაში, თუმცა ეს გადაჭარბებული სიმორცხვე შეიძლება გახდეს მათი წაუმატებლობის მიზეზი პროფესიულ საქმიანობაში.

სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ნებისმიერი პლანეტის აღქმისთვის თევზის ნიშანში, არის მიდრეკილება გაექცნენ ყოველდღიურობას, მოსაწყენ და დამთრგუნველ რეალობას. გაქცევის ამ ძლიერი ტენდენციას, ვხედავთ სხვადასხვა ფორმით მარს თევზებშიც. ეს შეიძლება აისახოს ისეთ სფეროებში როგორიცაა სიყვარული, რომანტიკა და სექსი. ან ამ განცდებთან დაკავშირებულ ფანტაზიებში. სხვა მხრივ ეს ვლინდება ხელოვნებაში ან სულიერ მიდრეკილებებში. ძალიან ბევრი დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზე, რომელიც ძლიერად გამოკვეთილია პირად ჰოროსკოპში. ამის გამო მარსი თევზების ცალკე განზოგადება რთულია.

ადამიანები ვის პირად რუქაშიც მარსი იკავებს ასეთ მდებარეობას, შეუძლიათ დაგმუხტონ ენერგიით ან პირიქით შთანთქან ის, მიუძღვნან თავი ალტრუისტულ მსახურებას, კეთილშობილ იდეალებს ან გაექცნენ რეალობას. მიეჩვიონ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. ისინი კონცენტრირებული არიან მაღალ იდეალებზე. ზოგიც ხარჯავს თავის ძალას საერთოდ არაპროდუქტიულ საქმიანობაზე. ინდივიდები მარსით თევზები ხშირად ძალიან ემოციურები არიან (თუმცა ეხერხებათ ამის კარგად დამალვა, განსაკუთრებით მამაკაცებს) ბევრ მათგანს კარგად გამოსდის ადამიანების მკურნალობა და საქველმოქმედო საქმიანობა. თუმცა, ითვლება, რომ არ ჰყოფნით ფიზიკური ენერგია, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ენერგეტიკული დონე ძლიერ ცვალებადია. ამასთან უნდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი დამოკიდებულია იმაზე მარსის ეს პოზიცია როგორ ერგება პირადი ჰოროსკოპის სხვა ფაქტორებს.

მარსი თევზების არსი

  • თავს ავლენენ როგორც იდეალისტი, კეთილგანწყობილი და სასიამოვნო ადამიანები ნებისმიერ ურთიერთობებში.
  • ინდივიდუალურობა და ნებისყოფა შელამაზებულია აღქმის უნარით და სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობით. საკუთარი სურვილების ასრულებას ცდილობენ ძალიან ფაქიზად, ინტუიციის დახმარებით და პრინციპების დაცვით.
  • ფიზიკურ ენერგიის დონეზე და სექსუალური მიზიდულობაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს მათი ოცნებები, განწყობა და ემოციები. თვითდამკვიდრების სურვილი და გაბედულებას ხელს უშლის ემოციური დაუცველობა.

ქალებიც და მამაკაცებიც მარსით თევზები, გამოირჩევიან დიდი სიფრთხილით და ხშირად აქვთ გარკვეული შიშები მოქმედებისას. რადგან არ არიან დარწმუნებული საკუთარ თავში და ხშირად საკუთარ სურვილებშიც. ნებისმიერ ახლა ინიციატივას, მათ შორის ურთიერთობებს უდგებიან ძალიან ფრთხილად, ინტუიციით, ფაქიზად. ჯერ სინჯავენ ნიადაგს და ცდილობენ იგრძნონ სხვა ადამიანის რეაქცია. მათთვის ბუნებრივად თანდაყოლილია იარონ დასახული მიზნებისკენ შემოვლითი გზებით, რომ აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ რისკს და ემოციურ ტრავმებს.

პოტენციური პარტნიორის შეფასებისას, სანამ გულს გადაუშლიან მას, ცდილობენ დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი საკმაოდ გულისხმიერი და შეგნებულია. მარსი თევზები გამოირჩევა ძალიან დიდი მგრძნობიარობით (მაგრამ არა სექსუალურობით) და უფრო მეტად ინტერესდებიან რომანტიული, ვიდრე ფიზიკური ვნებებით. ისინი გამორჩეულად რომანტიულები არიან და ძალიან უყვართ ფანტაზიორობა. ზოგჯერ ისეთ დონემდე, რომ ცხოვრობენ რეალობისა და ფანტაზიის ზღვარზე. ან გარდასახავენ საკუთარ ფანტაზიებს შემოქმედებით ფორმებში სხვადასხვა სახის ხელოვნებისა და ლიტერატურის სახეობებში .

ადრეული ასაკიდანვე აღიქვამენ საკუთარ ჰიპერმგრძნობიარობას და დაუცველობას. ფაქიზად გრძნობენ ემოციურ მოთხოვნილებებს და სხვა ადამიანებს. მარსი თევზები მიეკუთვნება მარსის ყველაზე ნაკლებ აგრესიულ მდებარეობას. ამ ინდივიდებისთვის დამახასიათებელია საკუთარი სურვილების შენიღბვა, ან საუბრობენ იმდენად შეუმჩნევლად და წყნარად რომ მათი არავის არ ესმის, რის გამოც ისინი შეიძლება გაბრაზდნენ და განაწყენდნენ, რადგან არავინ არ აქცევს ყურადღებას მათ სურვილებსა და მოთხოვნილებებს.

ქალებმა მარსით თევზებმა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არასოდეს არ იციან ზუსტად რა უნდათ ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის სექსშიც. სურვილი აქვთ ყველას მოსწონდეთ, ამიტომ ამჯობინებენ არაფერი თქვან საკუთარი სურვილების და გრძნობების შესახებ. თუმცა ზუსტად იმის გამო, რომ მათი იდეები რომლებსაც არავერბალურად შთააგონებენ სხვა ადამიანს რჩება გაურკვეველი და ეს ქალბატონები აღმოჩნდებიან მათთვის არასასიამოვნო სიტუაციებში.

ისინი უფრო მეტს ფიქრობენ ინტიმური ურთიერთობის ემოციურ მხარეზე ვიდრე ფიზიკურ ასპექტზე, მათ სურთ იგრძნონ სიახლოვე პარტნიორთან, დაინახონ, რომ მათ აფასებენ. თავადაც ყველანაირად ცდილობენ დაუმტკიცონ პარტნიორს ერთგულება და იზრუნომ მასზე. რადგან არ არიან დარწმუნებული საკუთარ სექსუალურ მიმზიდველობაში, ეს ხშირად ვლინდება უხერხულობით სექსუალური თვითგამოხატვის დროს, მიუხედავად იმისა როგორც არ უნდა ცდილობდნენ მოაწონონ თავი ან ასიამოვნონ მამაკაცს. ამ ქალბატონებს იზიდავთ ისეთი მამაკაცები, რომლებსაც აქვთ დომინანტის მახასიათებლები (სულიერი ორიენტაცია, შემოქმედებითი უნარები, მუსიკალური სმენა, მეოცნებეობა, იდეალიზმი). უცნაური შეიძლება ჩანდეს ის გარემოება, რომ მამაკაცებში მოსწონთ წინააღმდეგობრივი თვისებები, მათ მოსწონთ უბედური მამაკაცები, დამოკიდებული და ამავდროულად ვისაც შეუძლია თანაგრძნობა, თავგანწირვა და ამასთან საკამოდ ძლიერები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი სიყვარული. ამ გაორებას ხშირად ისინი მიჰყავს იმედგაცრუებამდე. როცა ყველაფერი წარმატებით ლაგდება, ეს ქალები ნამდვილ ნეტარებას განიცდიან .

კაცებს განვითარებული აქვთ წარმოსახვის უნარი, ინტუიცია და დახვეწილი გემოვნება, რომელსაც იშვიათად ნახავ ამ სქესის წარმომადგენლებში. უკეთეს შემთხვევაში აქვთ რბილი ხასიათი, არიან დელიკატურები, ამასთან ეს თვისებები კარგად ეხამება ენერგიულობასა და თავდაჯერებულობას. მათ ხიბლავთ რომანტიზმი და იდუმალება. უყვართ ფანტაზიორობა, იზიდავთ იდუმალი დამაინტრიგებელი ქალები, რომლებიც აღაგზნებს მათ წარმოსახვას. ძალიან უყვართ ფლირტი და ქალთა გარემოცვაში ტრიალი. ამასთან ისინი სექსში საკმაოდ პასიურები არიან.

წყარო: enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top