მარსი კუროში

მარსი კუროში

მარსი მიწის სტიქიაში

როცა მარსი მდებარეობს კუროს ნიშანში, აგრესიული გამოვლინებები შეკავებულია, თუმცა ისინი სათანადოდ უნდა დავაფასოთ, რადგან ძლიერები და ჟინიანები არიან. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიაში იშვიათად აღწერენ მათ როგორც აგრესიულ ადამიანებს, მარსით (მზით) კუროები საკუთარი ცხოვრებისული მიზნების მიღწევის კუთხით ყველაზე ნებისყოფიან და ჯიუტ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებიან. საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით გამოვლინების შემთხვევაში, შეუძლიათ იყვნენ დიდებული შემოქმედები, გამომგონებლები და კრეატიული პიროვნებები (კურო ასოცირდება ვენერასთან, ხელოვნებისა და სილამაზის პლანეტასთან, ამიტომ, როცა მარსი იმყოფება ვენერისეულ ნიშანში, უზარმაზარი ენერგით იმუხტება როგორც მისი ეროტიული ვნებები, ასევე ესთეტიურ- მგრძნობელობითი განწყობა). მარსის მდებარეობა ყოველთვის მიანიშნებს ადამიანის მოქმედების მანერაზე, ამის გამო ზანტი და დაფიქრებული კურო არასოდეს ჩქარობს, დამახასიათებელია რუტინის სიყვარული, რაც შორიდან ერთი შეხედვით ისე ჩანს როგორც აპათია (რაც ხშირად ასეცაა). მიუხედავად ყველაფრისა სიჯიუტის წყალობით მარსი კურო საკმაოდ დიდი წარმატებას აღწევს. ის განახახიერებს პრინციპს – „იჩქარე ნელა“. ბევრი მათგანი მიდრეკილია თვითკმაყოფილების, თვითდამშვიდებისა და სიზარმაცისაკენ. თუმცა ეს თვისებები მათი უმრავლესობისთვის პერიოდულად არის დამახასიათებელი. წლების მატებასთან ერთად თავს გრძნობენ უბედურებად იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიაღწიეს რაიმე კონკრეტულ წარმატებას ცხოვრებაში. ზოგ შემთხვევაში აღენიშნებათ ბოღმა და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი, რადგან მარსი კუროსთვის დამახასიათებელია შიგნით მოიქციოს უარყოფითი გრძნობები.

მარსი კუროებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის მგრძნობელობითი სიამოვნების სიყვარული; ადამიანები მარსის ასეთი მდებარეობით დიდ მიშვნელობას ანიჭებენ სიამოვნებას, ფუფუნებას და მატერიალურ კეთილდღეობას. მათ სურთ ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო და მიაჩნიათ, რომ ნამდვილად იმსახურებენ ამას. განსაკუთებულ მოთხოვნილებას განიციდიან სამკაულების, მორთულობების, ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მიმართ. თუ რამე ემუქრება მათ მატერიალურ კეთილდღეობას, ბავშვებივით ჟინიანად იქცევიან , დარწმუნებული არიან იმაში, რომ სიმდიდრეს იმსახურებენ. მარსი კუროსთვის (და სხვა პლენეტებისთვის ამ ნიშანში) დამახასიათებელ მფლანგველობას ხშირად მიჰყავს ის კონფლიქტებამდე სხვა უფრო ანგარიშნიან (თავშენახულ) ნიშნებთან, ისეთებთან როგორიცაა – მორიელი, კირჩხიბი და მერწყული.

მარსი კუროს არსი

  •  თავს ავლენენ როგორც ცივსისხლიანი, კონსერვატული, მიზანდასახული და ჯიუტი ადამიანები.
  •  მიისწრაფიან კონსოლიდაციის, პროდუქტიულობის, კომფორტის და უბრალოდ ცხოვრებისეული სიამოვნებებისაკენ. ხშირად აქვთ შემოქმედებითი და მხატვრული ნიჭი.
  • ფიზიკური ენერგიის წყარო და სექსუალური მიზიდულობა, არის მისწრაფება – მიიღონ ფიზიკური სიამოვნება. შეიძლება ახასითებდეთ თვითკმაყოფილება და სიზარმაცე.
თუ მას ვინმე მოეწონა,მაგრამ ურთიერთობა ვერ გამოვიდა, შეუძლია წლობით ელოდოს ხელსაყრელ შემთხვევას, რომ ძვირფას ობიექტს დაეპატრონოს. მოქმედებაში პასიურია ,თუმცა არსენალში უამრავი ისეთი ინსტრუმენტი აქვს, რაც საწინააღმდეგო სქესის მოხიბლვაში დიდ დახმარებას უწევს.
ის თვითონ მოიწევს თქვენი სურნელისკენ ისე, რომ ვერც კი ხვდება, როგორ ებმება წინასარ დაგებულ მახეში. სექსუალურ ურთიერთობაში მისთვის ერთმნიშვნელოვნად პრიორიტეტულია თავად სიამოვნების პროცესი. მარსიანელი კურო ესთეტურ სიამოვნებას იღებს პარტნიორის ლამაზი ფორმებისგან, გრძნობითს_ტაქტილური კონტაქტებისა და სუნებისგან. სიყვარულში მთავარია თავად მოქმედება,შედეგს პირველხარისხოვანი მნიშნველობა ან ენიჭება.
თუ ერთხელ ვინმე მოეწონა, სექსუალური ინტერესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ძალიან უჭირს განშორება, რადგან დიდხანს იმახსოვრებს კარგსაც და ცუდსაც.
თქვენთვის აუცილებელია ისწავლოთ გახსნილად მოქმედება და საუბარი, განსაკუთრებით იმაზე, რა და როგორ გინდათ.
ასეთი ქალები იზიდავენ ჩუმ და მშვიდ მამაკაცებს. თაყვანისმცემლებისგან ელიან სასიყვარულო აღიარებებს, დაუოკებელ ვნებებს და რა თქმა უნდა, ძვირფასს საჩუქრებს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გრძნობენ, რომ ისინი უყვართ.

ორივე სქესის წარმომადგენლები მარსით კუროში, გამოირჩევა განვითარებული შეხებითი აღქმით, მძლავრი მგრძნობელობითი იმპულსებით, ძლიერი და მდგარდი სექსუალური მიზიდულობით, რომელიც ისე სწრაფად არ ხდება როგორც მაგალითად ცეცხლოვანი მარსის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილები არიან და თუ დარწმუნებული არ არიან წარმატებაში, ცდილობენ რომ არ გარისკონ.

საკუთარი „მორალური კოდექსით“ ხელმძღვანელობენ და თუ სიტუაცია ესახებათ არორდინარულად ან პოტეციურად სამარცხვინოდ – სასურველი ადამიანისაკენ ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებენ. მათი სიღრმისეული გრძნობები ვითარდება ნელა, მაგრამ როგორც კი ეს მოხდება , მარსით კუროები ცდილობენ ეს ყველაფერი გაგრძელდეს მუდმივად, რაც ხშირად სათანადოდო არ ფასდება შედარებით სულსწრაფი პარტნიორებისაგან., რომლებსაც ისინი მიაჩნიათ ზანტებად, ზედმეტად მგრძნობიარეებად და ადვილად პროგნოზირებად და სექსუალური ურთიერთობების დროს დამღლელებად. როდესაც მარსი კურო თავდაჯერებულია, ითხოვს დიდი ყურადღებას და სექსს უდგება ეგოისტურად – ცდილობს „მიიღოს“ და ნაკლებად „გასცემს“. სექსუალური კუთხით ტრადიციულები არიან. როცა ურთიერთობა უკვე შემდგარია, ძალიან მომთხოვნები არიან პარტნიორის მიმართ. მოკლედ რომ ვთქვათ – სურვილი აქვთ ჰქონდეთ სიამოვნების მიღების საიმედო წყარო.

ქალებს, მარსით კუროში, შეუძლიათ ხანგრძლივად ელოდონ სასურველ ურთიერთობებს, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება მათთვის სასურველი პარტნიორი, გრძნობა ძლიერად ამოხეთქავს ერთგვარი სიხარბითაც კი . ამ ქალბატონებს უნდათ იყვნენ სასურველები და ძალიან ბრაზობენ თუ პარტნიორი არ აკმაყოფილებს მათ სიღრმისეულ მოთხოვნილებებს. სამწუხაროდ ისინი იშვიათად უმხელენ პარტნიორს საკუთარ სურვილებს, პარტნიორებს შეიძლება მოეჩვენოთ რომ მათ იყენებენ და ამის გამო გაუჩნდეთ დისტანციის დაჭერის სურვილი მათი ხარბი მგრძნობელობისა და მატერიალიზმისაგან .

მგრძნობიარობის კუთხით, ეს ქალები საკმაოდ შეესაბამებიან პრიმიტიულ ქალურ არქეტიპს და სურვილი აქვთ, რომ მათ „ფლობდნენ“, თუნდაც ისინი ნაზიარები იყვნენ ფემინიზმის საწყისებს. უყვართ სიმყუდროვე და მატერიალური კონფორტი. უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ- დომინანტურ „ ნამდვილი მამაკაცის“ სახეს, სანამ მას რეალურად შეუძლია ამ როლის შესრულება.

მამაკაცები, მარსით კუროში, გარდა გარეგნული მახასიათებლებისა, გამოირჩევიან იმითაც, რომ ყველანაირად ცდილობენ საკუთარი ძალისა და მომხიბვლელობის დემონსტრირებას – საყვარელი ადამიანების მატერიალური ფასეულობებით გულუხვად დაჯილდოებით , ცდილობენ შეუქმნან მათ მაქსიმალური კომფორტი. ეს მამაკაცები არიან მომხიბლავი , მაგრამ ძალიან ეჭვიანები. მათი ინსტიქტები ქალებთან ურთიერთობებში ხშირად მიდის არარაციონალურ უკიდურესობებამდე. ამ მამაკაცების უპირველესი ღირსებაა მოთმინების უნარი. საკითხებისადმი სისტემატიზირებული მიდგომის წყალობით შეუძლიათ მიაღწიონ ისეთ მიზნებს, რაც შეუძლებელია ნაკლებად მიზანდასახული ადამიანებისათვის. ამასთან, რადგან მათზე დიდი მოთმინების უნარი არავის არ აქვს , გარშემომყოფებს მათი სიზანტე შეიძლება ძალიან აღიზიანებდეს კიდეც.

ისინი შინაგანად აბსოლუტურად ემორჩილებიან ქალებს. მხოლოდ ვურჩევდით, ეს გარეგნულადაც გამოიხატოს, წინააღდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით ,თავზე წამოგაჯდებიან. საერთოდ, ასეთი მამაკაცები, მშვიდი და გაწონასწორებული ქცევების გამო, ძალაუფლებისმოყვარე ქალებს იზიდავენ. თუმცა ისეც ხშირად ხდება, რომ შემდეგ თავად იტანჯებიან და ურთიერთობიდან გარბიან. ამიტომ, აუცილებელია ისწავლოთ პასუხისმგებლობის გადანაწილება, როგორც ცხოვრებში, ისე სექსუალურ ურთიერთობაში იმისათვის,რომ ქალური სურვილების მკაცრ ჩარჩოებში არ აღმოჩნდეთ.


About Rusa

Scroll To Top