მარსი მამაკაცის ჰოროსკოპში

მარსი მამაკაცის ჰოროსკოპში

მარსი ვერძში

ძლიერი მარსია. ეს არის გაბედული, აქტიური და მამაცი მამაკაცი. ის მოწოდებით ლიდერია. მოქმედებს იმპულსურად , თუ რამე ჩაიფიქრა ბოლომდე გააქვს თავისი და მიდის დასახულ მიზნამდე.

უყვარს და ეხერხება კამათი და კონკურენცია. მიზანდასახულია, დემონსტრაციული. საკუთარ გეგმებსა და საქციელში.

თავდაჯერებულია, აქვს ძლიერი მამაკაცური ქარიზმა. აქტიური და იმპულსურია ინტიმურ ცხოვრებაში.

 

მარსი კუროში

ბავშვობიდან ბიჭუნა უნდა იზრდებოდეს ბედნიერ , სიყვარულით და მზრუნველობით აღსავსე გარემოში.

ის ოჯახის კაცია.

არ შეიძლება მას უყვიროთ და ძალა დაატანოთ.

რამე რომ გააკეთოს ამისთვის უნდა ჰქონდეს მოტივაცია. ყველაზე კარგად მოქმედებს მატერიალური მოტივაცია (საჭირო ნივთი, ფული) უბრალო დაპირებებს ის სერიოზულად არ აღიქვამს.

ამავდროულად ის ძალიან ამტანი და საიმედო მამაკაცია.

ასხივებს საიმედოობას და სტაბილურობას. რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქალისთვის. ინტიმურ სფეროში სტაბილურია.

მარსი ტყუპებში

ის ინტელექტუალი მამაკაცია . ყველგან ამჟღავნებს საკუთარ ჭკუას და სხარტი აზროვნების უნარს. მათ შორის ბევრია გამომგონებელი.

ხშირად უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე აკეთებს ( რა თქმა უნდა გააჩნია სხვა პლანეტების განლაგებას)

აქტიური, მოძრავი, სწრაფი მამაკაცია. ცდილობს ყველგან ყველაფერი მოასწროს. ნაკლებ საიმედოა, სამაგიეროდ მასთან ურთიერთობა საინტერესოა. ურთიერთობებს იწყებს ინტერესის გამო.

უყვარს სწავლა თუ საინტერესოა.

აქვს სწრაფი რეაქცია შეუძლია სწრაფად გადაერთოს ერთი საქმიდან მეორეზე. ინტიმურ ცხოვრებაშიც სწრაფი და მრავალფეროვანია .

 მარსი კირჩხიბი

ის ალერსიანი მამაკაცია. ბავშვობიდან სჭირდება დედისგან ყველა საკითხში მხარდაჭერა , დამშვიდება და მოფერება. როცა ეს მამაკაცი იზრდება , დედის ფუნქცია გადადის ცოლზე.

რა თქმა უნდა ის დამოკიდებულია ქალებზე. ასევე თავის განწყობაზე. იგი მეოჯახე და ერთგული ქმარია .

საკუთარი ოჯახისთვის ყველაფერზე წამსვლელია. თუ ვინმე ან რამე ემუქრება მის ახლობლებს -ხდება ძლიერი, გაბედული და მიზანდასახული. არასოდეს მიატოვებს ბედის ანაბარა საყვარელ ადამიანებს.

ეშინია ოჯახის დაკარგვის, ცდილობს შექმნას მატერიალური კეთილდღეობა რადგან ეს არის მისი თავდაჯერებულობის საფუძველი.

ამავდროულად ის ძალიან მგრძნობიარეა, მოითხოვს ყურადღებას და გაგებას. ინტიმურ ცხოვებაშიც მზრუნველი და შეგნებულია, სურს მოფერება და ყურადღება.

 მარსი ლომში

ყველაფრის კეთება უყვარს დახვეწილად. ახასიათებს ლამაზი საქციელი , რომელიც გულიდან მოდის .

შემოქმედებითი პიროვნებაა და დიდი გამომგონებელია (თუ მერკური არ არის დაზიანებული)

ღირსეული, სამართლიანი და კეთილი მამაკაცია . სურვილი აქვს ყველა მოიმადლიეროს.

ის ნამდვილი რაინდია! ცდილობს ახლობლებს შეუქმნას დღესასწაულის და სიხარულის ატმოსფერო.

თუ გარეგნულად სჩანს დაღლილი და მოწყენილი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – მაშინ თუ არ უყვარს თავისი სამსახური, არ აინტერესებს ან არ აქვს თვითგამოხატვის საშუალება. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება – გამოიყურება როგორც მეფე და რაინდი.

ინტიმურ ცხოვრებაშიც სურს “მეფობა” , იჩენს მოსაზრებულობას და უყვარს როცა ყველაფერი გამოიყურება ლამაზად.

მარსი ქალწულში

მატერიალისტი, შრომისმოყვარე მამაკაცია. თუმცა ხშირად ძალიან მომაბეზრებალი და მოსაწყენი. ყველაფერში ცდილობს გაერკვეს და ჩაწვდეს საკითხის არსს.

პრაქტიკულია, საქმიანი. არ აშინებს არანაირი სამუშაო. ამ საკითხში ის საიმედოა . ყველაფერს გააპრიალებს, გააკეთებს და მაღაზიაშიც გაგეგზავნებათ. ნებისმიერ საქმეს აკეთებს ოსტატურად.

ეს მამაკაცი დიდ მნიშველობას ანიჭებს წესრიგს და მოხდენილობას, როგორც საკუთარ თავში ასევე სხვა ადამიანებში .

კარგად ერკვევა ტექნიკაში, საზრიანია და შეუძლია აითვისოს ნებისმიერი რამ.

ინტიმურ ცხოვრებაში მშვიდია, ძალიან ემოციური არაა, მაგრამ სამაგიეროდ პრაქტიკულია. უყვარს სისუფთავე და სრულყოფილება.

 მარსი სასწორში

დამოკიდებულია გარშემომყოფების აზრზე , ცდილობს ანგარიში გაუწიოს ქალების შეხედულებებს. გამძაფრებული აქვს მოვალეობის და პასუხისმგებლობის გრძნობა. მიზნად აქვს ურთიერთგაგების მიღწევა ქალებთან ურთიერთობებში.

სიყვარულში და ურთიერთობებში აღიარებს მხოლოდ თანასწორობას. უყვარს ყველაფრის კეთება პარტნიორთან ერთად. პარტნიორის არსებობა არის მისი ცხოვრების საყრდენი. იზიდავს ძლიერი და ძალაუფლების მოყვარე ქალები , უყვართ მათთან კონფლიქტი.

სიყვარულში “ბინძურ საქმეს” საკუთარ თავზე იღებს. თუ მას ძალიან სთხოვენ , საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერზე თანახმაა .

საკმაოდ კარგი კულისებს მიღმა მოთამაშეა, გადატრიალებების დიდოსტატია . შეუძლია მიზნის მიღწევა სხვების გამოყენებით თან ისე რომ საერთოდ არ “გაისვაროს” . არ უყვარს ერთი ერთზე შეტაკება რთულ სიტუაციებში.

ინტიმურ ცხოვრებაში ყურადღებიანია პარტნიორის თხოვნის მიმართ , ითვალისწინებს ყველა მის სურვილს.

 მარსი მორიელში

ძლიერი, ამტანი და შრომისმოყავრე მამაკაცია. ორიენტირებულია კოლექტივზე და მუშაობს მარტო კოლექტივში. იშვიათად არის დაკავებული ინდივიდუალური საქმიანობით. ძალიან აკურატულია. უყვარს სახიფათო სიტუაციებში მუშაობა. ჯანმრთელობისთვის საშიშ წარმოებებში და სამხედრო სფეროში.

არ ეშინია რისკის, როცა საჭიროა მიდის შტურმით. შეუძლია კარგად გამოიმუშავოს. თუ გაუჩნდება კარგი შემოსავალი – წინააღმდეგი არაა ჩაიდინოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ძალიან საქმიანია.

მოხერხებულად შეუძლია შენიღბოს საკუთარი საქმიანობა და გასცეს ინფორმაცია მხოლოდ მაშინ როცა მას ეს აწყობს.

ასეთი მამაკაცის მოთვინიერება შეუძლებელია. ის არასოდეს დაგემორჩილებათ და არ მიიღებს თქვენს შეხედულებას. ინტიმური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვეულებრივ ბობოქარია , ამის გარეშე ის ავად გახდება.

 მარსი მშვილდოსანში

ძალიან ენერგიულია. დიდი ოპტიმისტია, კამპანიის სული და გულია. თუმცა შეიძლება იყოს ტირანი, ფიცხი . არის მიზანდასახული.

კარგად მუშაობენ უცხოურ კომპანიებში. ეხერხებათ ახალი კონტაქტების დამყარება, მეგობრების შეძენა, რომლებიც დიდი პატივისცემით მოეპყრობიან.

ამ მარსის მდებარეობის მქონე მამაკაცები ბევრია მეცნიერებაში . ძალიან მიზანდასახულია და ღირსეულად ეხერხება საკუთარი თავის “მიწოდება ” საზოგადოებისთვის.

მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ავტორიტეტული და სამაგალითო სხვებისთვის. სამართლიანია, იცავს საზოგადოებაში მიღებულ კანონებს.

ინტიმურ ურთიერთობებში სიამოვნებს “მასწავლებლის როლის” მორგება . უყვარს ცვლილებები

 მარსი თხის რქაში

ძალიან სერიოზული და მიზანდასახული მამაკაცია. მოქმედებებში თანმიმდევრულია. ეხერხება ფულის შოვნა. არ უყვარს როცა სხვებზეა დამოკიდებული.

თავდაჯერებულობა ანიჭებს იმის განცდას, რომ დაკავებულია სერიოზული საქმით და ის პროფესიონალია. მაშინ ის ძლიერია და თავდაჯერებულია საკუთარ და სხვების თვალში.

მომთხოვნია საკუთარი სამუშაოს ხარისხის და ასევე მისი გვერდით მყოფი ქალის მიმართ. ძალიან სერიოზულად ეკიდება ყველაფერს რაც დაკავშირებულია სამსახურთან და ფულთან. ისახავს მიზანს და და ნებისმიერი გზებით მიიწევს მისკენ.

ცდილობს გაამართლოს სხვისი იმედები. ინტიმურ ურთიერთობებში სერიოზული, არა ემოციური, კონსერვატორია. ზუსტია მოქმედებებში – მუშაობს მინიმალური დანარხარჯებით .

 მარსი მერწყულში

თავს მიიჩნევს გენიოსად. ბევრს ფიქრობს. ინტელექტუალი და თავისუფლების მოყვარეა. არატრადიციულად უდგება ტრადიციულ საკითხებს. ამის გამო მათ შორის ბევრია მეცნიერი. მას უჭირს ჩაწვდეს სხვის აზრს , მისთვის უფრო მოსახერხებელია მოიფიქროს საკუთარი. აქცენტს ყოველთვის აკეთებს მომავალზე.

კარგი მეგობარია, როგორც მამაკაცებისთვის ასევე ქალებისთვის. ბევრი რამის გაკეთება შეუძლია მეგობრების თხოვნის გამო. ის ასეთი სახით ახდენს საკუთარი თავის რეალიზებას. ამასთან დახმარებას უწევს უფრო ხშირად უანგაროდ. ეს კოლექტივის ადამიანია.

უყვარს ექსპრიმენტები, ყველაფერი ახალი და უჩვეულო. მამაკაცი მარსის ამ მდებარეობით თავისუფლების მოყვარეა, შეზღუდეთ მისი თავისუფლება და გახდებით მისთვის #1 მტერი

ინტიმურ ცხოვრებას აკლია ვნება , სამაგიეროდ ბევრია ექსპერიმენტები . ქალთან მეგორობა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის ვიდრე სიყვარული.

 მარსი თევზებში

მრავალფეროვანი უნარების მქონე მამაკაცია. ყველაზე კარგად ახდენს რეალიზებას – კინოში. რადგან კარგად ეხერხება როლის მორგება და თამაში ისე როგორც არავის. ასევე შეუძლია გახდეს წარმატებული მეცნიერი.

კარგი რეალიზაცია საკუთარი შესაძლებლობების მას შეუძლია “საზღვაო” პროფესიებში ( მეთევზე, მეზღვაური და ა.შ) შეუძლია და უყვარს კიდევაც სამსახური ერთფეროვან გარემოში. აქვს უნარი კარგად გამოიმუშავოს.

ძალიან ემოციურია. ახასიატებს ლავირება. ცხოვრების დასაწყისში – არაა საკუთარ თავში დარწმუნებული. ასაკთან ერთად ემატება გამოცდილება და ხდება მოუხელთებელი რის გამოც შეიძლება ბევრს მიაღწიოს.

რომანტიულია. ინტიმურ ურთიერთობებში შთაგონებული, გამგები, რომანტიული და ემოციურია.

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top