მარსი მიწის სტიქიაში

მარსი მიწის სტიქიაში

მარსი მიწის სტიქიაში (კურო, ქალწული, თხის რქა)

მარსი ნებისმიერ მიწის სტიქიაში მიუთითებს თანაბარ, სისტემატიზირებულ კონსტრუქციულ და ხშირად ამბიციურ მიდგომას ყველა ცხოვრებისეული საკითებისადმი. ადამიანები მარსის ასეთი მდებარეობით ცდილობენ საკუთარ მიზნებისკენ იარონ უკვე გამოცდილი (ხშირად მოსაწყენი ავტ.შენიშვნა) გზებით, თუ ეს მათ ნამდვილად დაეხმარება წარმატებაში.

ისინი გრძნობენ ბუნების რიტმებს, ადამიანის მოთხოვნილებას იყვნენ საიმედოდ და დაცულნი როგორც პირად ურთიერთობებში ასევე ცხოვრების სხვა სფეროებში. სიფრთხილე, თვითგადარჩენა, პრაქტიკულობა და მოთმინების უნარი – ესა არის ამ ინდივიდების ყველაზე მთავარი მახასიათებელი, ისინი ძირითადად კონცენტრირებული არიან საკუთარი ძალისხმევის ეფექტურობაზე, განიცდიან ჭეშმარიტ სიამოვნებას, როდესაც იღებენ შედეგს ისეთი საქმიანობისგან რომელსაც სჭირდება მიზანდასახულობა და მოთმინება. მოწადინებული არიან დაიცვან საზოგადოებრივი ქცევის წესები რის გამოც ცდილობენ აკონტროლონ საკუთარი გრძნობები, ამის გამო არ ჩქარობენ გაამჟღავნონ საკუთარი სურვილები და სექსუალური მისწრაფებები. აღიარებენ რა (თუნდაც გულში) იმ პრაქტიკულ სარგებელს რომელსაც ელიან კონკრეტული ადამიანებთან ინტიმური ურთიერთობებით.

მიუხედავად იმისა რომ არიან მგრძნობიარეები, არ გამოირჩევიან რომანტიზმით, იმ გაგებით, რომ არასოდეს “კარგავენ თავს” სიყვარულის გამო.

სხვა გასაღებები მარსი მიწის სტიქიაში გასაგებად

  •  მათი ენერგეტიკული ზემოქმედების ძალა იმდენად ძლიერია ,რომ გარშემომყოფებს შეიძლება გაუჩნდეთ განცდა თითქოს “შენელდა” ცხოვრება და დრო., მთელი ყურადღების კონცენტრირება მოხდეს ფიზიკურ რეალობაზე და მიმდინარე დროის ატმოსფეროზე
  •  მათი უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნული მხარე და მოდა. , პირადი შეხედულება რესპექტაბელურობაზე დაკავშირებული ფიზიკურ გამოსახვასთან, რომლითაც ისინი ახდენენ პროეცირებას. ორივე სქესის წარმომადგენლები მარსით მიწის ნიშანში ცდილობენ იყვნენ სასურველი ფიზიკურად.
  •  მართალია მარსი მიწის ნიშანში ეფექტურია “მშვიდობიან” პერიოდში, სასიყვარულო ურთიერთობებში არ აქვთ უნარი პროდუქტიურლად გამოიყენონ სხვადასხვა ნივთები და ადამიანები, რაც ხდება მთავარი დაბრკოლება ბედნიერი და მყარი ურთიერთობების შესაქმნელად

მარსი კუროში

მარსი ქალწულში

მარსი თხის რქაში

წყარო: enigma-project.ru

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top