მარსი ჰაერის სტიქიაში

მარსი ჰაერის სტიქიაში

მარსი ჰაერის სტიქიაში (ტყუპები, სასწორი, მერწყული)

ადამიანებისთვის მარსით ჰაერის ნიშნებში დამახასიათებელია – აგრესიული ენერგია ინტელექტუალურ და სოციალურ ცხოვრებისეულ საკითხებში. ეს ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას და მათი ვერბალური უნარები შესამჩნევი ხდება ადრეული ასაკიდან.

მათთვის დამახასიათებელია ვერბალური და პიროვნებათშორისი თვითრეალიზაციის მეთოდი, ამის გამო მათ უყვართ დებატები, კამათი და ინტელექტუალური შეჯიბრი. უნარი აქვთ მჭერმეტყველად და გარკვევით ჩამოაყალიბონ აბსტრაქტული იდეები, ხოლო მაშინ როცა უკვე საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება, მათი მიდრეკილება თეორიული ვარიანტების გაუთავებელი ანალიზისა ,ხშირად ემსგავსება ერთი ადგილის ტკეპნას. ინტელექტუალური აქტიურობა და ურთიერთობები მათ ავსებს ენერგიით, ამასთან როგორც ფსიქიკური ასევე ფიზიკური ენერგიით. იმისთვის რომ ჰქონდეთ საკმარისი ძალა რაიმე ამოცანის გადაწყვეტისთვის, მათთვის აუცილებელია რომ ეს ახდენდეს მათი ინტელექტის სტიმულირებას. თანდაყოლილი სიცივის გამო (რაც გამოარჩევს მათ ცეცხლის და წყლის სტიქიის მარსებისგან) ისინი მოქმედებენ დიდი სიფრთხილით, რომელსაც ამძიმებს კოსერვატიზმი რომელიც ხშირად აღინიშნება მარსებში ჰაერის ნიშნებში. მსგავსი ტენდენცია ბევრი იფიქრონ სანამ რამეს მოიმოქმედებენ დამახასიათებელია ყველა მარსისითვის ჰაერის სტიქიაში , თუმცა მარსები ტყუპების ან მერწყულის ნიშანში უფრო მიდრეკილია ექსპერიმენტების ჩატარებისაკენ ვიდრე მარსი სასწორი.

სხვა გასაღებები მარსი ჰაერის სტიქიაში გასაგებად:

  •  იდეების დინამიური გაცვლა ფიზიკურად მუხტავს მათ ენერგიით. ამ ინდივიდებს წარმოდგენილი კონცეფციები ბევრად უფრო რეალური ეჩვენებათ, ვიდრე სხვა რამ, რაც მათი სურვილებისა და ენთუზიაზმის მოტივირებას ახდენს. კიდევ უფრო მეტ სტიმულირებას ახდენს ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებსაც გააჩნიათ მათთან თავსებადი ინტელექტუალური, სოციალური ან პოლიტიკური შეხედულებები.
  •  ამ ადამიანებისთვის ბუნებრივად დამახასიათებელია გულწრფელი და ენთუზიაზმთ აღსავსე ინტერესი სხვა ადამიანების პიროვნების მიმართ. იმის წყალობით, რომ ისინი გულწრფელად ახდენენ ამ ინტერესის დემონსტრირებას, გარშემომყოფი ადამიანები მონდომებით ეხმარებიან მათ საკუთარი მიზნებისა და ამბიციების რეალიზებაში. ამის გამო ყველაზე გავრცელებული საშუალება თვითრეალიზაციისთვის მარსი ჰაერის სტიქიის ადამიანებისთვის არის საქმიანობა დაკავშირებული – ვაჭრობა, რეკლამა, კონსულტირება და პედაგოგიკის სფეროში.
  • მარსი (სექსუალური მიმზიდველობის პლანეტა) ინტელექტუალურ სტიქიაში მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი მარსის მდებარეობის მქონე ინდივიდები ხშირად ინტერესდებიან სამეცნიერო გამოკვლევებით სექსუალური ქცევისა და სექსუალური ტიპების შესახებ. ისინი ზოგადად ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, თუმცა ურჩევნიათ დაკავებული იყვნენ ვერბალური ანალიზით, დაკვირვებით და არა პრაქტიკული ექსპერიმენტებით. ისინი ხშირად ურევენ ინტელექტუალურ აღგზნებას პოტენციალურ მოქმედებასთან. ურთიერთობებში პარტნიორთან სიყვარული და ინტელექტუალური დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სექსუალური მხარე. ხშირად მათ პოტენციალის გამოვლენისთვის გონებრივი სტიმულირებაა საჭრო.

მარსი ტყუპებში

მარსი სასწორში

მარსი მერწყულში

სტატიის ავტორი: რუსა


About Rusa

Scroll To Top