მარსი II (მეორე) სახლში

მარსი II (მეორე) სახლში

მარსი II სახლში:

(+) – ენერგიულად მიისწრაფვის მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, აქტიურად აგროვებს დანაზოგს, ფულს აბანდებს სარფიან საქმეში, ყველაფერს აღწევს დამოუკიდებლად, უზრუნველყოფს საკუთარ თავს და ახლობლებს. ძლიერი ნებისყოფის წყალობით ამარცხებს სნეულებას, აღიდგენს ენერგიას და სასიცოცხლო ძალას.

(-) – ავანტურული ფინანსური საქმეები, ფულის აქტიური დაგროვების, „მოხვეჭის“ სურვილი და მფლანგველობა. გადამეტებული ფიზიკური აქტივობის გამო – ძალის დაკარგვა, ჯანმრთელობის გაუარესება.

© პ.პ გლობა

მარსი II სახლში

ფინანსური წარმატებისა და მატერიალური ფასეულობებისაკენ მისწრაფება. საქმიანი ალღოს წყალობით კარგად გამოიმუშავებს, მაგრამ უყვარს ფულის ფლანგვაც, ვერ ასწრებს სალაროს შევსებას, რომ უკვე ხარჯავს. სურვილი აქვს მოიპოვოს უპირატესობა სხვებთან შედარებით. ხშირად საქმიანობა დაკავშირებულია ტექნიკასთან.

შენაძენის გაკეთება ხდება იმპულსურად, შეიძლება გამოიჩინოს წინდაუხედაობა ფულის ხარჯვასა და მატერიალურ რესურსებთან მიმართებაში. ახასიათებს მატერიალურ ფასეულებებზე მიჯაჭვულობა.

© ფ. საკოიანი

 მარსი II სახლში

“ნამდვილი მეომრისთვის მნიშვნელოვანია საბრძოლო შემართება და არა მოწინააღმდეგის არმია და შეიარაღება“

მარსი II სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.

აქ სამყარო ავლენს დიდ აქტივობას და ერთგვარ აგრესიასაც კი, იმ მომენტებში როცა ადამიანი ამის მიმარათ საერთოდ არ არის მომზადებული და ყურადღება გაფანტული აქვს. გარემო საკმაოდ მტრულად არის განწყობილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში. თუ მარსი დაზიანებულია. ამასთან შეგუება საკმაოდ რთულია, თუმცა აუცილებელია – ადამიანმა უნდა ისწავლოს თავდაცვა.

ესა არის „მეომარი“ რომელიც ყოველთვის უნდა იყოს მზად, რომ მოულოდნელად გამოჩენილმა მტერმა არ მოუსწროს უხერხულ მდგომარეობაში. ეს ადამიანი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებაში, საკუთარ ღირებულებებს იცავს აქტიურად და ენერგიულად. მოსწონს ფიზიკური ძალა და ზოგადად მისი დონისთვის შესაფერისი ძალის გამოვლინებები: სამხედრო ძალიდან დაწყებული. სულიერით დამთავრებული. ხოლო რბილი (ფაქიზი) ან სიყვარულის ძალის აღქმა მას ყველაზე მეტად უჭირს.

ამ სახლში მარსის დაზიანება ვლინდება ძლიერი ფობიებით, რადგან ქვეცნობიერად გარე სამყარო მთლიანობაში – მტრულად არის განწყობილი და პრობლემის ლოკალიზება შეუძლებელია.

დამუშავება მიმდინარეობს ენერგიის უმაღლესი სახეობების ათვისებით და გარე სამყაროსთან ურთიერთობების თანდათან დალაგებით , რისთვისაც საჭიროა მისი (გარე სამყაროს) კარგად გაგება. ამასთან ერთერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენას პიროვნულ და სოციალურ ღირებულებათა სისტემაში შეუთანხმებლობა, ხშირად ხდება ინდივიდის მიერ გარშემო არსებული ზოგადი სიტუაციის ცუდი აღქმა. ადამიანი გარემოს გაცილებით მტრულად და აგრესიულად ხედავს ვიდრე სინამდვილეშია; ასეთივე დამახინჯებებით ხდება გარემოს მიერ ადამიანის შეფასებაც.

© ა. პოდვოდნი

 მარსი II სახლში 

ადამიანი ნივთებში აფასებს მათ სარგებლიანობას. მოსწონს მჭრელი, მახვილი, სამუშაო იარაღები, გადაადგილების საშუალებები, ყველაფერი ის რაც მზადდება რკინისა და მეტალისგან; ნებისმიერი საგანი რითიც შეიძლება მოახდინოს აქტიური ზემოქმედება გარემოზე, ეს ადამიანი ცდილობს შეიძინოს სამუშაო იარაღები და გამოცდილება, ნივთებთან ოსტატურად მოპყრობის უნარები.

ძალის და ენერგიის დიდი დანახარჯი. მატერიალური სახსრების მოპოვება, ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები ხდება „ბრძოლის ველი“. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში – სიხარბე, მიდრეკილება რაც შეიძლება მეტი მიითვისოს.

უწევს მძიმე სამუშაო, აქვს სურვილი იშრომოს, თუმცა არ შეუძლია ამის კონსტრუქციულად რეალიზება. ენერგიას იღებს ცეცხლის სტიქიისგან. უპირატესობას ანიჭებს მსუყე საკვებს და ხორც პროდუქტებს.

© ბ. იზრაიტელი

 მარსი მეორე სახლში

თვითშეფასება. მარსის მდებარეობა მე-2 სახლში მიანიშნებს, რომ საკუთარ თავზე მსჯელობის დროს ჩნდება ისეთი ცნებები როგორიცაა – „სურვილი“ და „ბრძოლა“. მან უნდა მოახდინოს საკუთარი თავის გამოწვევა და თითდამკვიდრება, იბრძოლოს რათა გააცნობიეროს საკუთარი თავის მნიშვნელოვნება.

თვითშეფასების თემაზე ხდება სერიოზული ბრძოლები, ზედაპირზე ამოდის მნიშვნელოვანი არგუმენტები, რომელიც ჩაისახა სადღაც ქვეცნობიერის სიღრმეებში. ბრაზი, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის მიმართ – ხაფანგია. ამოცანა არის – აგრესიულად დაინგრეს ნეგატიური განცდები, თუ ადამიანი გრძნობს, რომ მათ ჭკუაზე დადის; უნდა „დაფერფლოს“ ისინი, რათა ადგილი დაუთმოს პოზიტიურ სურვილებს და კონსტრუქციულ ქმედებებს .

ფლობა. ადამიანი ხარჯავს მნიშვნელოვან ძალებს საკუთრების დაუფლებისთვის. მან უნდა იბრძოლოს თავისი საკუთრებისთვის. ბრძოლაში მოპოვებულს ანიჭებს დიდი მნიშვნელობას, რადგან ხასიათის დემონსტრირებას ახდენს ტერიტორიული ექსპანსიის სახით. ხშირად ძალებს მიმართავენ საკუთრების შეძენაზე და არა მის დაცვაზე ან შენარჩუნებაზე. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ იმოძრაოს პირდაპირ, წინ წაიწიოს ფლობის საშუალებით, არ მოიხედოს უკან და განიხილოს საკუთრებების თემა როგორც ღირსების და დიდების მოპოვების საშუალება.

ფული. ფულადი რესურსების დაგროვება და ხარჯვა წარმოადგებს სითბოს წყაროს, რომელიც აისახება მისი პიროვნების შიგნით. დროდადრო ფულის მიმართ გრძნობს მძაფრ ინტერესს, ზოგჯერ აგრესიას კი. ფული ხშირად ხდება „საბრძოლო მოქმედებების“ ველი, სადაც მიდის სიმამაცის დემონსტრირება და „მე“-ს დამკვიდრება. ძლიერი სურვილი აქვს დააგროვოს მატერიალური სიკეთე და ისარგებლოს იმ ძალაუფლებით რომელსაც ის იძლევა. სიმდიდრე აღიქმება როგორც გამარჯვების სიმბოლო, ხშირად ამას იყენებს პირადი წარმატების იარაღად, თუმცა ფულის ძირითადად იყენებს როგორც – კატალიზატორს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ამოცანა მდგომარეობს – შეეჯიბროს სრული ძალებით, ოღონდ წესების დაცვით. არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს პირველ რიგში საკუთარ თავთან შეჯიბრია და არა სხვა ადამიანებთან.

თვითორგანიზებულობა. ხანგრძლივი შრომა მისთვის არ არის საინტერესო, მან ნათლად უნდა დაინახოს ფინიში და სწრაფად დაძლიოს დისტანცია. უჭირს ისეთი სამუშაოს შესრულება სადაც სიფაქიზე და აკურატულობაა საჭირო. პლანეტის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანისთვის იდეალურია ისეთი ფიზიკური სამუშაო, რომელშიც არის ემოციური შემადგენელი. ალღოს კარგად უღებს კრიზისულ სიტუაციებს, არ გაურბის დაბრკოლებებს, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება და ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას. ამოცანა მდგომარეობს – შეინარჩუნოს მუხტი, მიზანსწრაფულობა უმაღლეს დონეზე და თვალი გაუსწოროს პრობლემას.

მგრძნობიარობა. ამ ადამიანის გრძნობები და სურვილები ერთია. სიამოვნებები ამ მდებარეობის დროს არ არის ისე აქცენტრიებული როგორც ვენერის შემთხვევაში. აქ მარსი ვლინდება როგორც მგზნებარე ცეცხლი, რომელიც წარმოიშობა ურთიერთქმედების შედეგად. სურვილის და ემოციური მუხტის გამოვლენა ხდება უფრო ხორციელად ვიდრე სულიერ დონეზე, რადგან ფიზიკური სამყარო უფრო ბუნებრივია მისიი აგრესიის გამოვლენისათვის. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ გამოიყენოს საკუთარი შეგრძნებები თვითდამკვიდრებისთვის. ამასთან არ უნდა დაავიწყდეს, რომ ყოვლისმომცველი სექსუალურობა მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ფიზკური კონტაქტია.

© ბილ ჰერბსტი

 მარსი II სახლში

ენერგია, შრომისმოყვარეობა. მფლანგველობამ შეიძლება დააზარალოს და დაკარგოს საკუთარი შრომით მოპოვებული მატერიალური სტაბილურობა.

© ჰეთ მონსთერ

 მარსი მეორე სახლში

ეს მდებარეობა მიანიშნებს საუბრის, კამათის მოყვარულ ადამიანებზე. მათ აქვთ მათემატიკური უნარები, ხშირად გამოიმუშავებენ უძრავი ქონების სფეროში, ინტერესდებიან პოლიტიკით და ღიად აფიქსირებენ საკუთრ აზრს. ხშირად აქვთ კარგი ხმა და დაჯილდოებული არიან სიმღერის ნიჭით. ჩვეულებრივ ადრეული ასაკიდანვე ტოვებენ მშობლების სახლს ან მშობლები გაყრილები არიან . მიდრეკილი არიან მეუღლის ღალატისაკენ; ზოგჯერ უწევთ სიღარიბის მომენტების გამოვლა , თუმცა ცხოვრების ბოლო წლები უზრუნველყოფილი აქვთ. მათთვის დამახასიათებელია კბილების დაავადებები, მოწევისადმი მიდრეკილება, დიდი მადა და კრიტიკული ხასიათი.

© ინდუბალა

 მარსი მეორე სახლში – პრაქტიკულობა  

მარსის ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შეუძლია იოლად გამდიდრდეს საკუთარი შრომის წყალობით. ის ძალიან ბევრს მუშაობს კარგი ფინანსური მდგომარეობის მოსაპოვებლად და კარგადაც გამოიმუშავებს. თავს არ იზღუდავს ფულის ხარჯვაში რის გამოც ხშირად აქვს გულუხვი ადამიანის სახელი. თუ მისი სურვილების შესრულება არ მოხდება მოკლე ვადებში- კარგავს მოთმინებას. უყვარს ისეთი სამუშაო რომლის შედეგიც ჩანს მალევე. მიდრეკილება აქვს საინჟინრო და ტექნიკური პროფესიისადმი, აინტერესებს სამხედრო და სახელმწიფო სამსახური. ხშირად აქვს მაღალი, უხეში, გამაყრუებელი ხმა.

პლანეტის დაზიანების შემთხვევაში უჭირს თავისი შრომის შედეგის შენარჩუნება, ამიტომ ხშირად აქვს ფინანსური პრობლემები.

ეს ადამიანი აქტიურად და თავდაუზოგავად მიისწრაფვის ფინანსური წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ. ძალიან მარჯვე და საქმიანია, თუმცა ფულს ხარჯავს ისევე სწრაფად როგორც გამოიმუშავებს. მან აუცილებლად უნდა ისწავლოს საკუთარი ხარჯების კონტროლი.

უყვარს დამოუკიდებლად მუშაობა და ურჩევნია წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი ვიდრე იმუშაოს ვინმესთან ერთად ან დაქვემდებარებაში. ძალიან უყვარს ფინანსური ან საქმიანი კუთხით კონკურენცია, ცდილობს მოიპოვოს პრესტიჟული მდგომარეობა, ღიად ახდენს საკუთარი წარმატების და შემოსავლის დემონსტრირებას. ყოველთვის ცდილობს მოიპოვოს უპირატესობა სხვებზე. თავდაუზოგავად იბრძვის თავისი ქონების დასაცავად და გამოხატავს ძლიერ აღშფოთებას თუ ვინმე ცდილობს მისი საკუთრების ხელყოფას. თუმცა მზადაა თავად გაიღოს ყველაფერი თუ თვლის რომ ეს მომგებიანია ან ამით მოახდენს კარგ შთაბეჭდილებას.

პლანეტის ენერგიის არასწორად გამოყენება იწვევს სიხარბეს, წუწურაქობას და ქურდობისადმი მიდრეკილებას. ადამიანს ხელიდან ეცლება ქონება და არ შეუძლია თავისი შრომის შედეგის შენარჩუნება.

მისი შემოსავალი მთლიანად საკუთარი ენერგიის, პირადი აქტივობის, ინდივიდუალური ოსტატობის და დახარჯული ენერგიის შედეგია. შეუძლია სერიოზულ ბრძოლაში ჩაებას პარტნიორებთან საერთო ქონების გადანაწილების დროს. ეს ადამიანი წინააღმდეგობრივი, ექსცენტრიული და წინდაუხედავია ფინანუსრ საკითებთან მიმართებაში.

ის თითქოს ფლობს ძალას, თუმცა ცუდი მიდრეკილებებით, აქვს ბევრი ფული, მაგრამ ვერ ახერხებს გამდიდრებას, რადგან გამომუშავების უნარი წინააღმდეგობაშია მფლანგველობასთან, ხოლო ფინანსური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების სურვილი – ხელგაშლილობასთან. წინდაუხედავია ფინანსების ინვესტირების დროს. არ იცის ფულის ყადრი – მნიშვნელოვანია მხოლოდ მათი გამომუშავების პროცესი. ამიტომ უჭირთ წონასწორობის წერტილის პოვნა და მუდმივად ხდება მერყეობა მატერიალური წარმატების მოპოვებისა და გაბანკროტებას შორის. ეს ადამიანი შრომისმოყვარეა, შრომისუნარიანი და ენერგიული, მაგრამ ამასთან უდარდელი, ქარაფშუტა, წინდაუხედავი და უყურადრებო ფინანსურ საკითხებში.

 მარსი II სახლში

ლიბიდო პლანეტები – მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი

მაჟორული ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი.

ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.

მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.

ლიბიდო პლანეტა ამ სახლში, ისევე როგორც საპირისპირო VIII სახლში, ინდივიდს უბიძგებს შეინარჩუნოს ერთგულება პარტნიორის მიმართ. ამ სახლში ძლიერად გამოკვეთილია მესაკუთრეობის გრძნობა, ადამიანს უჩნდება სურვილი რომ პარტნიორმა დაიცვას გარკვეული ზღვარი საკუთარ ქცევებში და ეკუთვნოდეს მხოლოდ მას.

მარსი მეორე სახლში მამაკაცის ჰოროსკოპში უბიძგებს მას მოახდინოს თავისი მატერიალური სკეთის დემონსტრირება – ის ცდილობს ქალზე შთაბეჭდილება მოახდინოს მატერიალური დოვლათით. ხოლო ქალებს მარსის ამ მდებარეობით იზიდავთ მდიდარი მამაკაცები და ცდილობენ (როგორც წესი საკმაოდ გააზრებულად) ცოლად გაყვნენ ისეთ მამაკაცს, რომელიც უზრუნველყოფს მათ მატერიალურად და მოუტანთ სტაბილურობის განცდას.

© ბ.ჰუბერი

სტატიისავტორი: Rusa Archer


About Rusa

Scroll To Top