მარსი III (მესამე) სახლში

მარსი III (მესამე) სახლში

იმპულსურობა, სიმძაფრე კონტაქტებში, კონფლიქტურობა, აქტიურობა, სწრაფი რეაქცია, პირდაპირი მოქმედებები, სარკასტულობა, კამათის სიყვარული.

პაველ გლობა

(+) – გარესამყაროსთან აქტიური კონტაქტი, ხანმოკლე საქმიანი მგზავრობები, ძალა და ნებისყოფა ახლო კონტაქტებსა და კავშირებში. აქტიური ჩართულობა ნათესავებთან,მეგობრებთან,მეზობლებთან ურთიერთობაში – აიძულებთ საკუთარ თავზე მუშაობას. აქტიურობა სწავლასთან დაკავშირებულ საქმეებში. საკუთარი საქმეების მოგვარება პირადი კავშირების დახმარებით, კარგი ურთიერთობა საჭირო ხალხთან.

(-) – დაძაბულობა ახლო კონტაქტებში.კონფლიქტურობა ახლობლებთან და მეგობრებთან. საქმიანი მგზავრობების დროს დაზიანება. სირთულეები სწავლაში, კატეგორიულობა მსჯელობებში.

ფრენსის საკოიანი

ინტელექტუალური აგრესიულობა და აქტიურობა. სხარტი გონება. სწრაფი რეაქცია რთულ სიტუაციებში. საუბრის დროს ადამიანი შეიძლება იყოს სარკასტული და სწორხაზოვანი. შეუძლია ირიბი მინიშნებების საფუძველზე გააკეთოს დასკვნები. ამ მდებარეობის მქონე ადამიანებში ხშირად გვხვდებიან ჟურნალისტები , პოლიტიკოსები და კომენტატორები. ხშირად მუშაობენ ტრანსპორტის ან კომუნიკაციის სფეროში.

არიან გამჭრიახი გონების და მახვილი (მწარე) ენის პატრონები. უყვართ სხვა ადამიანების გამოწვევა საუბარში და დებატებში. საუბრის დროს არიან გახსნილი, გულღია, ზოგჯერ უტაქტოც კი. საკმაოდ დამაჯერებლებად იცავენ საკუთარი აზრს/პოზიციას , თუმცა ხშირად ახასიათებთ უხეში მიდგომა, რაც ისევ მათთვის არის საზიანო. აქტიური გონებრივი სამუშაო ზედგამოჭრილია მათი აგრესიული ინტელექტისთვის.

ავესალომ პადვოდნი

„უცხო მზერა არაა ყოველთვის შეურაცხმყოფელი, მკვლელობა ყოველთვის არ არის გამოწვევა“ 

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ექნება აქტიური ურთიერთობა გარშემომყოფებთან, მაგრამ განსხვავებულად ვიდრე ეს მერკური მესამე სახლის შემთხვევაშია, როცა ეს მიმდინარეობს ძირითადად მენტალურად აზრების და საუბრის საშუალებით.

ამ შემთხვევაში აქცენტირებული ხდება ენერგია, მოქმედება უშუალოდ საქმეში. თუ ამ მდებარეობის მქონე ადამიანი თქვენით დაინტერესდება, ის ახლოს მოვა, გაგიზიარებთ საკუთარ აზრებს, იდეებს (ან მთლიანად პიროვნებას) ყოველგვარი მორიდების გარეშე.

დაზიანებული მარსის შემთხვევაში ადამიანი შეიგრძნობს სოციუმის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და ზოგჯერ ღია აგრესიასაც კი. ხასიათში ვლინდება მიზანთროპობა და ხშირად ადამიანი ავლენს არამოტივირებულ აგრესიას საზოგადოების მიმართ.

ჰარმონიული მარსის შემთხვევაში ადამიანს ადვილად გამოსდის სოციალურ ურთიერთობებში სირთულეებთან გამკლავება, შეუძლია თამამად გვერდზე გასწიოს მოწინააღმდეგეები და დაბრკოლებები.

ზოგადა, ეს ადამიანი არა არის გულგრილი სხვა ადამიანების მიმართ. განვითარების დაბალ დონეზე ეს აისახება ლაქლაქსა და დემაგოგიაში, ასევე „სხვების ხელით ცეცხლის გაჩენაში“

მარსის მდებარეობის განხილვისას ჰოროსკოპში, საჭიროა შევისწავლოთ მისი რეალიზაციის დონე. არარეალიზებული მარსი იძლევა მძაფრ ფრუსტრაციას  იმ სახლის სიტუაციებში რომელთანაც ის არის დაკავშირებული.

ამ ადამიანს აუცილებლად ესაჭიროება სხვა ადამიანებთან დადებითი, დამაკმაყოფილებელი კონტაქტები. მსგავსი კონტაქტების არსებობა კი პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული და არა მის ჰოროსკოპზე.

არარეალიზებული მარსის შემთხვევაში იდეები მოედინება როგორც ძლიერი ენერგეტიკული ნაკადი, რაც ხშირად იძენს საომარი მოქმედებების სახეს, რომელშიც ჩვეულებრივ თვითონ გამოდის წაგებული.

ჰარმონიული ვარიანტის შემთხვევაში- დიდი შესაძლებლობები აქვს სწავლაში, დამახასიათებელია გულმოდგინეობა და შრომისმოყვარეობა (თუ სატურნი სუსტი და დაუმუშავებელია – მცირე ხნით)

ესა არის მასწავლებელი „კარგი ენერგეტიკით“, რომელსაც შეუძლია ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინოს მოწაფეებზე. დამუშავების შემთხვევაში კარგად გამოსდის რთული საგნის მარტივად სწავლება ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის.

ბორის იზრაიტელი

ადამიანისთვის ძნელია ენერგიის კონცენტრირება ერთ სფეროში და საქმის ბოლომდე მიყვანა. ფიზიკურ რეაქციებში სწრაფი, აქტიურია. აზრების ცვლაშიც ენერგიულია. ეს მდებარეობა კარგია აზრების ფორმულირებისთვის – აზრი დახვეწილია.

მიდრეკილება კამათისადმი, ინფორმაციული გაცვლა თვითდამკვიდრების საშუალებას წარმოადგენს. ძნელია ეს ადამიანი დაარწმუნო რამეში. ცდილობს ყველას თავს მოახვიოს საკუთარი აზრები, ხშირად ახასიათებს უკმეხი გამონათქვამები.

მოსწონს მაღალსიჩქარიანი ტრანსპორტი, შესაძლოა ავარიების, ტრავმების ალბათობა ტრანსპორტში ყოფნის დროს. ძმების დაკარგვის, მეზობლებთან კამათის ალბათობაა.

მარსი მე-3 სახლში

აზროვნების პროცესი ამ ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობისაა. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ფიქრი და ამავე დროს მნიშვნელოვანი დეტალები არ გამორჩება. კამათის დროს არ უყვარს საკუთარ შეცდომებზე საუბარი, ცდილობს კონკურენტებს ინფორმაციით აჯობოს, ამავე დროს სწრაფიცაა, მისი გონება გადაამუშავებს ინფორმაციას და პასუხიც მაშინვე აქვს. კამათის დროს იყენებს სარკაზმს.

სასამართლო პროცესები შესაძლოა მისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

მარსი მესამე სახლში 

გარემოცვა და საგნები. მარსის მდებარეობა მე-3 სახლში მიანიშნებს რომ ინდივიდის ენერგია უშუალოდ მიმართულია მისი გარემოცვის მიმართულებით, ეს ადამიანი თითქოს „გამოსტყორცნის“ საკუთარ თავს სამყაროში. მარსის მდებარეობის მიხედვით ეს პროცესი მიზანმიმართულია და ჰგავს ლაზერის სხივის მოქმედებას სხვებთან კომუნიკაციის დროს ან შეიძლება მოგვაგონებდეს მონადირის თოფიდან გასროლას რომელიც მოიცავს ფართო დიაპაზონს. მოქმედების სტილის მიუხედავად, მარსი უბიძგებს მას რელური ქმედებებისკენ, ამ ადამიანისთვის აუცილებელია შეაღწიოს, შევიდეს კონტაქტში გარე სამყაროსთან (გარემოცვასთან). ის როგორც ავტომატური მომართვის მექანიზმი, ყოველთვის დაკავებულა გარემოს წინააღმდეგობების დაძლევით და პრობლემების გადაწყვეტით. ამ ადამიანის მიზნები ძირითადად გათვლილია მცირე პერიოდზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ მყისიერი რეზულტატის მიღებაზე. ამოცანაა – შეინარჩუნოს ემოციური გამძლეობა, დაარეგულიროს საკუთარი სურვილების ენერგია ისე, რომ შეინარჩუნოს შეჯიბრის სურვილი , თუმცა ამასთან ყოველთვის იყოს გაწონასწორებული და მიუკერძოებელი. მან უნდა აითვისოს აგრესიისგან განთავისუფლების ფიზიკური საშუალებები . „დაიპყროს“ გარემოცვა, თუმცა ეს არ უნდა იყოს დესტრუქციული სახის და მას უნდა ახსოვდეს, რომ ადამიანები უფრო მეტია ვიდრე ობიექტები ბრძოლის ველზე.

კონკრეტული აზროვნება. ეს ადამიანი მენტალური მებრძოლია, რომელიც ჟინიანად ასრულებს ინფორმაციის არსის მოძიებისა და მიტაცების ამოცანას. მისი აზროვნება გამჭრიახია, ის შეუპოვრად მიიწევს ყველა შეუსაბამობის (უაზრობის) გავლით რათა ჩაწვდეს საქმის არსს და დაამარცხოს მოწინააღმდეგეები მენტალური იარაღით – „ხმლით“ (გამჭრიახობით) და „ფარით“ (ლოგიკით). თუმცა ზოგჯერ მენტალური „თამაშები“ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე ჭეშმარიტება და მანტალურმა პატივმოყვარეობამ შეიძლება მიიყვანოს უღირს ქმედებამდე- დაამახინჯოს ფაქტები თავის სასარგებლოდ. ამოცანა მდგომარეობს – გამოიყენოს გონება როგორც ქირურგიული ინსტრუმენტი, მოჰკვეთოს ტყუილის გროვა და გახსნას ჭეშმარიტების სიღრმეები, რათა საბოლოოდ აღმოაჩინოს სიბრძნე, რომელიც დამალულია ჭეშმარიტების გულში.

ცნობისმოყვარეობა. ამ ადამიანის ცნობისმოყვარეობა სამართებელივით ბასრია, ის საყვრის მსგავსია, რომელიც აიძულებს მობილიზაციას მის არსს. ცნობისმოყვარეობა ერთერთი ფუნდამენტალური მიდრეკილებაა და სიამოვნებით ახდენენ მის პროვოცირებას. საინტრესოა ურთიერთობა სუბიექტსა და ობიექტს შორის: თავიდან ყურადრების ობიექტი აფორიაქებს მას, როგორც კი ეს ადამიანი გააცნობიერებს საკუთარ სურვილს, ობიექტი ხდება სტიმული, რომლის საშუალებითაც უნდა გამოარკვიოს მიზეზი რამ გამოიწვია მისი ინტერესი. ობიექტი ცნობისმოყვარეობის წყაროდან გარდაიქმნება მიზანად.

განათლება. ფიზიკური უნარები ხშირად უნვითარდება ძალიან ადრე, ხოლო სპორტის ყველა სახეობა და თამაშები სწავლების საუკეთესოა საშუალებაა. თუმცა სხვა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა ნამდვილად არაა პლანეტის ამ მდებარეობის ძლიერი მხარე, რადგან აგრესია და ტერიტორიული პრეტენზიები საკმაოდ მძაფრია ადამიანის სოციალიზაციის დროს . დაწყებითი განათლების პროცესი – კონფლიქტების არენაა, რასაც ხშირად დადებითი ეფექტი აქვს, იმიტომ, რომ კონფლიქტმა შეიძლება მიიყვანოს მახვილ და გამჭრიახ აზროვნებამდე.

კავშირი. ამ ადამიანის ხმა შემაგულიანებელია, ზოგჯერ მკვეთრი. აქცენტირებულია ისეთი თვისებები როგორიცაა – სისწრაფე, სიმძლავრე და არა სილამაზე და ფორმა. სიტყვების და ურთიერთობის სტილი შერჩეულია ისე, რომ მოახდინოს მაქსიმალური ზეგავლენა და ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტყვები პირდაპირ „მოფრინავს„ ამ ადამიანის ბაგეებიდან. ყველა საქმეს ასრულებს დაჯერებულად, არ დაუშვებს უთქმელობას ან ეჭვებს. კომფრონტაციას ცვლის- ტაქტიანობა, ხმამაღალ სიტყვას -გრაცია, რადგან მენტალური შეჯიბრი ეს ურთიერთობის ძირითადი მოტივია. მისი ამბიცია -მენტალური გამარჯვებისკენ სწრაფვაა. სხვა ადამიანებმა არ უნდა წამოიწყონ მასთან საუბარი , თუ მზად არ არიან თუნდაც მცირედი შეტაკებისთვის მაინც.

Het Monster

 იმპულსურობა, უხეშობა კონტაქტებში. კონფლიქტურობა, ეშმაკობა. მოქნილი, აქტიური ჭკუა. სწრაფი რეაქციები. სწორხაზოვნება მსჯელობებში. შეუძლიათ საკუთარი უნარების რეალიზება ჟურნალისტიკაში ან კავშირგაბმულობის სფეროში. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სტრანსპორტო საშუალებების მართვის დროს. სარკასტულობამ და კამათის მოყვარეობამ შეიძლება პრობლემები შეუქმნათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით და-ძმებთან და თანამშრომლებთან ურთიერთდამოკიდებულებაში.

მარსი მე-3 სახლში : სულსწრაფობა

იმპულსურია,დამაჯერებელი, მოუსვენარი და პირდაპირი, სიტყვას არ შეგარჩენს. ახასიათებს ნათესავებისა და ახლობლების დასაცავად სიტყვით გამოსვლა. აზროვნების პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ადამიანისთვის. ის აგრესიულად ინტერესიანი და ცნობისმოყვარეა მოქმედებებში და კონტაქტებში. ხშირად უტაქტო, მოუთმენელი და ზედმეტად კრიტიკულია გარშემომყოფების მიმართ. ყოველთვის აღსავსეა ახალი და საინტერესო იდეებით, მაგრამ ნერვოზულობის, ზოგადი შფოთიანობის და გადაჭარბებული აქტიურობის გამო ყურდღების მიღმა რჩება მნიშვნელოვანი დეტალები. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება არ ჰყავდეს და-ძმები , ასევე ადრეულ წლებში ჰქონდეს მკვეთრი აღმასვლა და ჩავარდნები. აქტიური ინტელექტი, მიზანდასახულია და აგრესიულია, აქვს მოქნილი და მოხერხებული ჭკუა.

ამ ადამიანს აქვს უნარი უმნიშვნელო ფაქტებზე და ირიბ მინიშნებებზე დაყრდნობით მივიდეს მნიშვნელოვან დასკვნებამდე. რთულ სიტუაციებში რეაგირებს მყისიერად. საუბრის დროს საკმაოდ სარკასტული და სწორხაზოვანია, მიისწრაფის ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისკენ. შეიძლება აღმოაჩნდეთ ჟურნალისტიკის, კომენტატორის და პოლიტიკური მოღვაწის პროფესიისკენ მიდრეკილება. ხშირად დაკავშირებული არიან კომუნიკაციის, სატრანსპორტო საშუალებების და საგამომცემლო სფეროებთან. ყველაფერს აკეთებენ იმპულსურად, სწრაფად და მომავლისთვის გადადების გარეშე. ყოველდღიურ საქმიანობაში ბევრია გადაადგილება, მგზავრობა და შეხვედრები. ენერგიის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მიიყვანოს ზერელე(უპასუხისმგებლო) დამოკიდებულებამდე, მანქანის ტარებიდან დაწყებული, უფროსებთან ურთიერთობებით დამთავრებული.

ხშირად უჭირს საკუთარი შეცდომების დანახვა, უარყოფს ჩხუბისა და კამათისადმი მიდრეკილებას, გაჭირვებით აანალიზებს კონტაქტებში არსებულ სირთულეებს, არ უყვარს საკუთარი შეცდომების გასწორება და ცდილობს სარკაზმის საშუალებით აწყენინოს კონკურენტებს. ემუქრება საფრთხე მოგზაურობის დროს. ადვილად ეხერხება სხვების დარწმუნება. ცოცხლი და ენერგიული ჭკუის პატრონია, მიხვედრილია და მუდმივად მზადაა ჩაებას დისკუსიაში. მჭერმეტყველი და სწრაფია, წარმატება ელის პედაგოგიურ და ლიტერატურულ სარბიელზე. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს თვითმკვლელობისკენ ან სხვებზე ძალადობისკენ მიდრკილება. აქვს გამომგონებლობის ნიჭი და მრავალმხრივ დაჯილდოებული ადამიანია. ყველა საშუალებით ცდილობს გახდეს დამოუკიდებელი, მასში ეგოიზმი შერწყმულია შრომისუნარიანობათან.

დანაკარგი შეიძლება ჰქონდეს დოკუმენტების გაფორმების დროს დაშვებული შეცდომების გამო და საეჭვო შეთანხმებების წინდაუხედავად ხელმოწერის შემთხვევაში. მთავარი პრობლემა ცხოვრებაში არის – წინდაუხედავი საქციელი და წინააღმეგობრიობაა ამაღლებულ წარმოდგენებსა და არამიწიერ ინსტიქტებს შორის. ეს ადამიანი მუდმივად წინააღმდეგობაშია ნათესავებთან ურთიერთობებში და კონფლიქტშია გარე სამყაროსთან. მიდრეკილია ლიტერატურული მოღვაწეობისადმი, თუმცა ამას ხშირად თან ახლავს მრავალი უსიამოვნება და „თავის ტკივილი“ სასამართლო პროცესები და მოგზაურობა შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. პლანეტის დაზიანების შემთხვევაში თავნებაა და ძნელია მასთან თანაცხოვრება.

ბრუნი ჰუბერი

ლიბიდო პლანეტები -მარსი და ვენერა პარტნიორულ ურთიერთობაზე ახდენენ მხოლოდ ზედაპირულ

გავლენას და იშვიათ შემთხვევაში აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათი გავლენა მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორი ადამიანის ლიბიდო პლანეტებს აქვს – ორი ან მეტი ზუსტი მაჟორული

ასპექტი, ამ შემთხვევაში ურთიერთობაში ყველაზე მთავარი დამაკავშირებელი ძალა არის -სექსი.

ლიბიდო პლანეტები განსხვავებულ როლს ასრულებენ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში.

მამაკაცის ჰოროსკოპში მარსი არის თავად ამ ადამიანის ლიბიდოს განმსაზღვრელი და შემდეგ ხდება მისი „მე“ს გამოსახულების ჩართვა.

მესამე სახლი ესაა ჰაერის სახლი, ამიტომ იგი მარსს ან/და ვენერას ანიჭებს სირბილეს. ამ მდებარეობის მქონე ადამიანები ძალიან მაღალ შეფასებებს არ აძლევენ თანმიმდევრულობას, მაგრამ ვერ ხედავენ აუცილებლობას ყველასთან იყვნენ საწოლში. სექსუალური მიზიდულობა ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ახსოვდეს მესამე სახლში ლიბიდო-პლანეტის მფლობელს, რომ ცხოვრება დახუჭული თვალებით არ უნდა გაიაროს.

ლიბიდო-პლანეტის მესამე სახლში მდებარეობის გამო სასურველი პარტნიორის პორტრეტი ხშირად იცვლება და დამოკიდებულია განწყობაზე. ხოლო განწყობა დამოკიდებულია გემოვნებასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე.

კაცი მარსით მესამე სახლში-ესაა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის და სხვადასხვა თემაზე აქვს ინფორმაცია. მას უყვარს საუბარი, ლაპარაკობს სწრაფად და თავდაჯერებულად. აფასებს სასიყვარულო სფეროში მრავალფეროვნებას. ექსტრავერტია და ხშირად სიტყვებს უფრო მეტად იყენებს სასიყვარულო სფეროში, ვიდრე ‘საქმეზე“ გადადის. მამაკაცებს მარსით (და ქალებს-ვენერით) მესამე სახლში უყვართ სიტყვიერი ეროტიული საუბრები.

ქალს, მარსით მესამე სახლში,იზიდავს განათლებულ კაცები, სასურველია-საუნივერსიტეტო განათლება.

 

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top