მახვილთა მასტი

მახვილთა მასტი

სტანდარტული მასტი: ყვავი

ელემენტი: ჰაერი

ასტროლოგიური ნიშნები: ტყუპები,სასწორი და მერწყული

სოციალური კლასი: დიდგვაროვნები,წარჩინებულნი

თემები: მორალი და ეთიკა

 

მახვილი ყველაზე ძლევამოსილი და საშიში მასტია. ის განასახიერებს ელიტურ ძალაუფლებას, რომელსაც უმეტესად არასწორად და ბოროტად,პირადი მიზნებისთვის,იყენებენ. პროგნოზებში მახვილები გვაფრთხილებენ მტრებზე,საფრთხეებზე,წარუმატებლობებზე, ძალადობასა და სიკვდილზე.

როგორც თავადაზნაურობისა და მეომრების მასტი,მახვილი არისტოკრატული კლასის ყველაზე ცუდი მხარეების ალეგორიული სიმბოლოა. შუა საუკუნეების თავადაზნაურობა სამყაროს მართავდა ცეცხლისა და მახვილის მეშვეობით. ნებისმიერი,ვინც მათ კლასს არ მიეკუთვნებოდა,ყურადღებასაც კი არ იმსახურებდა. დაბალი კლასის წარმომადგენლებს მხოლოდ ექსპლუატაციის მიზნით იყენებდნენ ან გზიდან იშორებდნენ.

მეომართა კლასი უპირატესად შიდა ომებით იყო დაკავებული. მერე რა,რომ დრო შეიცვალა და მაღალკლასობრივი ინტრიგები და ბრძოლები ძალაუფლებისთვის თუ  ცხენებზე ამხედრებული მეომრები წარსულს ჩაბარდნენ?! თანამედროვე საზოგადოებაშიც მრავლად შეხვდებით მსგავს ადამიანებს. თანამედროვე კლასობრივ ტერმინებში მახვილები შეიძლება გულისხმობდნენ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებს, ექსტრემალურ დაჯგუფებებს,ტერორისტულ ორგანიზაციებს, სახელისუფლებო წრეებს. სხვა სიტყვებით,მახვილის ბანქო მიუთითებს ისეთ ადამიანებზე,ძალებსა თუ  ჯგუფებზე,რომლებიც საკუთარ ინტერესებს ყველაზე მაღლა აყენებენ.

პიროვნულ დონეზე მახვილი განასახიერებს ყალბ მეგობრებს,რომლებიც მზად არინ უღალატონ და უმუხთლონ პარტნიორებს. ნებისმიერ შემთხვევაში,ეს მასტი აღწერს ისეთ ადამიანებს,ვინც ყოველთვის უსამართლოდ იქცევა,მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და იშვიათად ადარდებს მათი ბედი,ვისაც ზიანს აყენებს.

მახვილის ბანქოთი წარმოდგენილი ადამიანები განზრახ ან  დაუდევრობით ეგოისტები და უხეშები არიან. ნუ ენდობით და ერიდეთ მათი მხრიდან მუხანათობას. ასეთი ადამიანებს მხოლოდ პირადი სარგებელი აღელვებთ  და საერთოდ არ აინტერესებთ,რა დაემართებათ სხვებს,სანამ სასურველს იღებენ. მათ შეუძლიათ ზიანი მოგაყენონ საკუთარი სიამოვნებისა და გართობისთვის. თუ ისინი გეხმარებიან,მხოლოდ ფარული ანგარებიანი ზრახვებით.

მახვილის ბანქოებით წარმოდგენილი მოვლენები და სიტუაციები არამხოლოდ წინააღმდეგობებია თქვენს გზაზე,არამედ ნამდვილი საფრთხეები,შესაძლოა სასიკვდილოც. მახვილები განასახიერებენ დაავადებებს,ბუნებრივ კატასტროფებსა და სხვა სერიოზულ პრობლემებს. იმ შემთხევაშიც კი,თუ პრობლემა არც ისე სერიოზულია ან სხვა მასტით არის შემსუბუქებული,მახვილის ბანქოები,როგორც მინიმუმ,შეზღუდვებზე,კამათსა და დაძაბულობაზე მიუთითებენ.

მხედველობაში მიიღეთ,რომ რისხვა და რევანშიზმი,რაც ასევე დამახასიათებელია ამ მასტისთვის,შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული სიტუაციით. სხვა ბანქოები გამცნობენ,აქვს თუ არა კითხვის დამსმელს განრისხების საკმარისი მიზეზი: მაგალითად,ძლიერ შეურაცხყოფილია და უბრალოდ თავს იცავს თუ ეს პიროვნება ბუნებით საშიშია და არ იმსახურებს ნდობას.

საერთო ჯამში,მახვილი ავბედითი და უბედურების მაცნე ფერია. მას კიდევ უფრო საშიშს ხდის ის,რომ მახვილი არამხოლოდ განსაცდელსა და წარუმატებლობებზე მეტყველებს,საკმარისი ძალაუფლებითაც არის აღჭურვილი. მახვილები(ადამიანები და სიტუაციებიც)არამხოლოდ გისურვებენ,არამედ რეალურად შეუძლიათ და ზუსტად იციან კიდეც,როგორ მოგაყენონ ზიანი და ძლიერი ტკივილი.

პიროვნულ დონეზე მახვილის მასტი წარმოადგენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს. ცხოვრების იმ მხარეს,რომელიც უკავშირდება გონებრივ ანალიზს. მახვილებთან ასოცირებული დადებითი თვისებებია: ძალა,ავტორიტეტი,გამბედაობა და ინიციატივა. მაგრამ ასტროლოგიურად ჰაერის ელემენტიდან გამომდინარე,მახვილის ბანქოები იუწყებიან კონფლიქტებსა და მტრობას,რაც იწვევს ტკივილს,შიშებსა და აგრესიას. გარდა ამისა,მახვილი მოითხოვს სიმართლის პირდაპირ თქმას,ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევას. სიმართლე კი,მოგეხსენებათ,ყველას არ მოსწონს.

ლოგიკურად არც ისე გასაკვირია,რომ მახვილის ბანქოთა რაოდენობრივი უპირატესობა წყობაში,უარყოფითი პროგნოზების მაუწყებელია. ტრადიუციულად ეს გულისხმობს სკანდალებს,კონფლიქტებს, ავადმყოფობებს და სიკვდილსაც კი.

 

მახვილთა სიმბოლოს აღწერა

მახვილები გამოიხატება იარაღის ფორმით. მახვილის ტუზის ბანქოზე გამოსახულია ერთი უქარქაშო ხმალი. მახვილი არასოდეს გამოისახება რაპირის ფორმით(მოქნილობისა და ლავირების იარაღი). ის ყოველთვის საბრძოლო იარაღია და სიმბოლიზმიც ნათელია: აქ საკმარისი ძალაა და სულაც არ დგას მოქნილობის აუცილებლობა.

 

„მახვილთა სამეფო კარი“

სრულიად გახრწნილი აბსოლუტური ძალაუფლების  ალეგორია.

 

სტატიის ავტორი Qet Adastra


About Qet

Scroll To Top