მერკური კუროში

მერკური კუროში

აზროვნება+გარანტია=ლოგიკური აზროვნება

  ასეთი მდებარეობა ინტელექტს  აღფრთოვანების და სილამაზის გრძნობის გამოხატვის გამძაფრებულ უნარს ანიჭებს. უარყოფითი განვითარებისას, ყალიბდება ურცხვობა,  გადაჭარბებული მიდრეკილება ეროტიული ფანტაზიებისკენ, “მძიმე აზროვნება” და  ჩლუნგი აღქმა. ასეთ ადამიანს სქელშუბლიანსა და ცალმხრივს უწოდებენ. ის არასდროს იტყვის უარს საკუთარ აზრზე,იმ შემთხვევაშიც თუ მიხვდა,რომ მისი აზრი მცდარია. შესაძლებელია განვითარდეს გადაჭარბებული სიჯიუტე და სიძუნწე,  შეფასებისა და სერიოზული გადაწყვეტილების მიღების უუნარობა.

  ინტელექტის ჰარმონიული განვითარების შემთხვევაში, ადამიანი მიდრეკილია სადღესასწაულო და ემოციურად შეფერილი მეტყველებისკენ. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ლაქალაქა ტიპს არ მიეკუთვნება. მას საფუძვლიანი და ამტანი გონება აქვს. პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტისას ინტუიციურია. დაჯილდოებულია კონცეტრაციის მაღალი უნარით. ის შესანიშნავად გრძნობს ფორმას. ბწყინვალე ცხოვრებისეულ ალღო და უდიდესი მოთმინების უნარი აქვს. მას შეუძლია ინფორმაციის ზუსტი გადამუშავება, რადგან მართლია, ყველაფერს რთულად ითვისებს, მაგრამ იშვიათად კარგი მეხსიერებით გამოირჩევა.

  მისი აზროვნება ეყრდნობა  ხელშესახებ, მატერიალურ გაგებას. არსებითად გართულებულია აბსტრაქტული იდეების წვდომა-გაგება. აზროვნება თანმიდევრულია, განსჯა _ აუჩქარებელია, რეაქცია_  ფრთხილი და საგულდაგულო. საქმეშიც და აზრებშიც  შესაშურ მოთმინებას ავლენს. ასეთ ადამიანს შეუძლია, ყოველგვარი შფოთვისა და ნერვიულობის გარეშე, დიდი ხანი ელოდოს ხელსაყრელ მომენტს, “თავის დროს”.

  მისი ხუმრობები ზრდილობიანი და კეთიგანწყობილია, თუმცა ხანდახან შეიძლება კეკლუცი და უხამსიც  იყოს. უტყუარი ყნოსვა აქვს მომგებიან  საქმეებზე, რომელებიც სამომავლოდ  შემოსავალს მოუტანენ, თუმცა  ეს მომავალი შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ დადგეს.

სალვადორ დალი – მერკური კუროში

   როგორც აღვნიშნეთ, მისი ინტელექტუალური აღქმა საკმაოდ შენელებულია. სამაგიეროდ, საკითხების გადაწყვეტისას მიდგომა საფუძვლიანია. ახლის ათვისება ნელა და რთულად, თუმცა მყარად და საფუძვლიანდ ხდება. ურთიერთობაში ეს ადამიანი მდორე და  რამდენადმე დამუხრუჭებული, შენელებული და განმსჯელია. მისი მოსაზრებები საკმაოდ მნიშვნელოვანი და წონადია, თუმცა ხანდახან შესამჩნევ სირთულეებს განიცდის საკუთარი იდეების სიტყვიერი ფორმულირების პროცესში. ასე რომ, მთლიანობაში, მის აზროვნებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მოქნილსა და დინამიურს. კონტაქტები და სწავლა რთულად გამოსდის. სამაგიეროდ, ყველაფერი, რაც მას ერთხელ ისწავლა და აითვისა, სამუდამოდ აღიბეჭდება მის გონებაში. რაიმეს ძიებისას ვლინდება უდიდესი მოთმინება (არ გეგონოთ ამას მხოლოდ მოთმინების და მიზნის მიღწევის გამო აკეთებს, უბრალოდ არ უყვარს ზედმეტად ენერგიისა დახარჯვა და გარჯა, ის შედეგი ხომ ისედაც მოვა?! – აი მისი დევიზი). აზროვნება ხასიათდება პრაგმატიზმით, ჰორიზონტების ხედვის შეზღუდულობით, პედანტურობით და კონსერვატულობით. არგუმენტების და საბუთების, მტკიცებულების ძიებისას ხშირად ვლინდება გადაჭარბებული, თითქმის გადაულახავი სიფრთხილე. ხოლო უბრალო და ცხადი ნივთები, საგნები არ აღიქმება რაიმე საიდუმლო, დაფარული მიზეზებითა და არსით.

ასეთი ადამიანი მიდრეკილია დოგმატიზმისკენ და ორთოდოქსალიზმისკენ, თუმცა არც დიპლომატიასაა მოკლებული. მისი მეტყველება რამდენამდე შენელებული და მოუქნელია, შეხედულებები შესამჩნევად ცალმხრივია, გამომგონებლობის უნარი საკმაოდ დაბალ დონეზე აქვს განვითარებული. გადაწყვტილებებს რთულად, ხანგრძლივი დროის შემდეგ იღებს, სამაგიეროდ მათი რეალიზება შესაშური დაჟინებულობით ხდება. ალბათობაა, გონების გარკვეული სიზარმაცე და გადაჭარბებული კონცეტრირება მატერიალური კეთილდღეობის პრობლემებზე. ამ ადამიანს შეიძლება ეწოდოს ჯანსაღი აზროვნების პრაქტიკოსი, რომელიც საკუთარი პოზიციების ერთგულია,  მდგრადია სიმპატიებსა და ანტიპატიებში და თან ამ კუთხით საკუთარი შეხედულებები სხვებისგან დაფარული აქვს. უფრო ხშირად ინტელექტუალური ენერგია მიმართულია ფინანსური, ქონებრივი და კარიერული საკითხების გადაჭრისკენ. იგი თავაზიანია, მიდრეკილია ლიტერატურული შემოქმედებისა და ხელოვნების საკითხების (საგნები, ნიმუშები, ნივთები დ სხვ.) შეფასება-განხილვისკენ. თუ რაიმე მიზანი არჩეულია, ის მიიღწევა განსაკუთრებული გულმოდგინებითა და სიბეჯითით. საკუთარი შეხედულებებისა და აზრების დაცვისას ვლინდება შესაშური უდრეკობა და შეუვალობა. იმავ დროს ეს მდებარეობა იუწყება, რომ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს და გამოიმუშაოს მაღალი შინაგანი კულტურა.

მკვეთარად გამოხატულია: საფუძვლიანობა და მობილიზირებულობა, თანმიმდევრულობა და საქმიანობა, რაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ყოველდღიურ, მიწიერ საქმიანობასა და საქმეებში წარმატების მიღწევას. ასეთი ადამიანი _ ერთგული მეგობარია და საიმედო თანამოაზრეა. ხოლო მტრებთან ურთიერთობაში ავლენს იშვიათ სიმტკიცეს, შეუდრეკელობასა და სიჯიუტეს. ეს _ საქმიანი ადამიანია ორგანიზატორული უნარებით. ნელა ადგენს, აყალიბებს აზრს, მაგრამ როგორც კი ჩამოაყალიბებს, აღარ შეცლის, რადგან აზრების ცვლილება არ უყვარს, ამიტომ კამათებსა და უთახმოებებს ვერ იტანს და საწინაღდეგო აზრის წერტილიდან მხოლოდ იმიტომ იბრძვის, რომ დაიცვას თავისი სოციალური და მატერიალური კეთილდღეობა. ის ყოველთვის და ყველაფერში ითვალისწინებს პრაქტიკულ მხარეს, ხოლო სარგებლის მიღების შესაძლებობა აძლევს კონცენტრაციის ძალას, რომლის დროსაც ვერანაირ დაბრკოლებას და შეფერხებას უბრალოდ ვერ ამჩნევს: ყველაფერს, რასაც შეუძლია მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელის შეშლა, მხედველობაში უბრალოდ არ იღებს. ინტელექტის უარყოფით მხარეებად (თვისებად) შეიძლება დასახელდეს წინასწარაკვიატებულობა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებისადმი გადაჭარბებული ინტერესი. ასეთი გონება ჩვეულებრივ იხსნება მხოლოდ კომფორტით, საიმედო, ჰარმონიულ ვითარებაში.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ამ შემთხვევაში მერკური იმყოფება მიწის ნიშანში, ვენერასთან სტუმრად.

როგორც წესი, ასეთი ადამიანი სწრაფ გადაწყვეტილებებს არ და ვერ იღებს. როგორც ჩანს, მას აქვს წინდახედული, მაგრამ რამდენამდე შენელებული, შეიძლება მსუბუქად ითქვას, დამუხრუჭებული გონება, მაგალითად, შესაძლებელია ამ ადამიანს ხანდახან არ ჰყოფნის მოქნილობა, შესაძლებელია რთულად ახერხებს სიტუაციების მოხედვით მოფიქრებას, ნელა და დეტალურად ფიქრობს ყველაფერზე, ხოლო როცა იწყებს საუბარს, მაშინ მეტყველებისას სიტყვები კარგად შერჩეული, ხოლო აზრი ფორმულირებული იქნება და სოლიდურად და წონიანად გაჟღერდება. რამდენადაც ვენერა პასუხს აგებს ფორმაზე, ამ ადამიანის მეტყველება აგებულია განსაზღვრულ თანმიდევრობაზე, არაა აუცილებელი ლამაზად და ჰაეროვნად მეტყველებდეს, მაგრამ საუბრისას არ იქნება სიტყვების ქაოსი.  შესაძლებელია, ჩვეულებრივ ათვისება, სწავლა ამ ადამიანებს ზოგიერთი გართულებით გამოსდით, ინფორმაციას ნელა და თანმდიმდევრულად ითვისებენ, მაგრამ რასაც აითვისებენ, მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ, ამიტომაც მათი ცოდნა ყოველთვის ძალიან მყარია.

კურო – მიწის ნიშანია, ალბათ ამიტომაც, ასეთი ადამიანის აზროვნება მიმართული იქნება კონკრეტულ საგნებზე. მას ყოველთვის ყველასგან განასხვავებს პრაქტიკულობა და კონსერვატორიზმი, ხშირად უდიდესი მოთმინება ვლინდება ძიებისა და წვდომისკენ სწრაფვაში. როგორც ჩანს, ამ ადამიანს არ ეყვარება გამომგონებლობა, ანუ ყველაფერი ახალი და გამოუცდელი შეიძლება მისთვის არასაიმედო იყოს. ამიტომ ის სარგებლობს იმ იდეებით, თეორიებით, ცოდნით, რომლებიც უკვე არსებობს, და მისი შეხედულებით, უკვე გადამოწმებულია, მყარი და სოლიდურია. აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ისინი რაღაცნაირად შეცვალოს, კომბინირება გაუკეთოს, მაგრამ მიღებული კონსტრუქცია უნდა იყოს ძალიან მყარი და კომფორტული.

თუ რაიმე სახის საქმიანობისთვის მოუწევს ინფორმაციის შეგროვება, მაშინ ამ ინფორმაციას დეტალურად შეარჩევს და შეამოწმებს. თავადაც იშვიათად გასცემს შეუმოწმებელ ინფორმაციას, და ამავდროს, არა ვალდებულების გრძნობის ანდა კეთილსინდისიერების, არამედ ზუსტად იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს სანდო და მისაღები, გადამოწმებული.

კუროს ნიშანში „ბოროტი“ მერკურს შეუძლია წარმოშვას შეზღუდულობა და აზროვნების გაუმართლებელი სიფრთხილე, პედანტიზმი, ხშირია სიჯიუტე ანდა უბრალო, მარტივი და ხილული საგნების გაუგებრობა (ვერ გაგება).

ურთიერთობაში ემოციურია, მაგრამ რამდენადმე დამუხრუჭებული, შებოჭილია, ამიტომაც ჩვეულებრივ პასიურ პოზიციას იკავებს. ხანდახან შეიძლება წარმოიშვას სირთულეები, რამეთუ კონტაქტების დამყარებისას უპირატესობას ანიჭებს იმას, რომ კონტაქტის დამყარების ინიციატორები სხვები იყნენ და არა თავად. მაგალითად, თუ თანამოსაუბრეთა გარემოცვაში მოხვდება, დიდი ხნით ჩუმად იქნება, გაერკვევა, ინფორმაციას დააგროვებს, შეათვალიერებს ყველასა და ყველაფერს.

ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა ნელა აეწყობა, თუმცა ინტელექტუალური კონტაქტის აწყობის წინ ურთიერთობამ ჯერ ემოციური, სასიამოვნო შეფერილობა უნდა შეიძინოს. არასასიამოვნო ადამიანთან კონტაქტს ჩვეულებრივ გაურბის. მაგრამ თუ მაინც შედგა ურთიერთობა, მაშინ ეს კონტაქტი ძალიან მყარი იქნება.

უყვარს გაიაზროს და იფიქროს საკუთარ მიჯაჭვულობაზე, კავშირებსა და ემოციებზე. თუ სოციალური გარემო და კულტურის დონე საშუალებას იძლევა, შეუძლია საკუთარი კავშირები და ემოციები განიხილოს ამ წრეში. მერკურის ასეთი მდებარეობა ძალიან კარგია სამუშაოსთვის, მუშაობისთვის, საქმესა და მართვაში.

წყარო: აბესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მერკური კუროს აძლევს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს და ფორმის აღქმის სიყვარულს მეტყველების მეშვეობით;  მისი მეტყველება, როცა თავად სურს, შეფერილია ისეთი სახეებით, შედარებებით, დიალექტიზმებით, რომ აღიქმება ძალიან მრუდედ, „შორიდან მოვლით“ – ის თითქოსდა ქმნის მყარ რეალობას; თუ ვინმეს ეჩხუბება, მაშინ ჩხუბის შემდეგ დიდხანს უწევს მწყობრში, მისთვის ჩვეულ მდგომარეობაში ჩადგომა, რადგან გაბრაზებისას საკუთარ თავს აღარ ჰგავს. სხვა მხრივ, მერკური კუროს აძლევს მისთვის არათვისობრივ მოუსვენრობას, რომელსაც გარშემომყოფები მიესალმებიან კიდეც. ეს მდებარეობა კარგია პროფესიული ვაჭრობისთვის (განსაკუთრებით ხელოვნების ნივთებით) და მატერიალური ფასეულობების შეფასებისთვის. კარგი დამუშავებისას და დამატებითი კეთილგანწყობილი ასპექტებისას _ თვითმყოფადი მწერალი – სტილისტი.

დაზიანებისას გამოკვეთილია ფულის მიმართ სიხარბე, რომელსაც აფეტიშებს _ (იდეის ფორმაში განსხეულება).

ფროიდი – მერკური კუროში

წყარო: ს.ვ. შესტაპალოვი (ასტროლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას ასეთი მდებარეობის მერკური სუბიექტს აძლევს ნაყოფიერ, სიღრმისეულ და ენციკლოპედიურ, პრაქტიკულ და პრაგმატულ, ჯანსაღ და რეალისტურ გონებას; ცოდნის, გამოცდილების ფუნდამენტალური დაგროვება; ინტერესების რაფინირება და ხელოვნებისკენ, მუსიკისკენ, შემოქმედებისკენ, ხელოვნებათმცოდნეობისკენ სწრაფვა; მაღალი შინაგანი კულტურა, კარგი წარმოსახვა, მდიდარი სამწერლობო ნიჭი, უდიდესი გონებრივი შრომისუნარიანობა და ინტელექტუალური მასალების დაგროვების სიყვარული, აზრების სიღრმე, კარგი საქმიანი თვისებები, ფინანსური და კომერციული ტალანტი, მუდმივობა მრწამში, საკუთარი შეხედულებების სწრაფად ცვლისკენ არ არის მიდრეკილი, სიფრთხილე, კეთილგონიერება. კომუნიკაბელური, ზრდილობიანი, დიპლომატიური ზნე, მეტყველება წყნარი, კეთილგონიერი, შეიძლება, ნელიც იყოს.

თუ მერკური დაზიანებულია, მაშინ გონება მომართულია მოგების, გამორჩენის მიღებისკენ, გადაჭარბებული პრაგმატიზმისკენ, მერკანტელიზმისკენ, დაწვრილმანებისკენ; ადამიანს ეჩვენება, რომ ყველას მისგან რაღაც უნდა, სურთ გააცურონ, გაძარცვონ, ანდა თავად მას აქვს მოტყუებისკენ, აწონვისკენ, შედარებისკენ მიდრეკილება, უყვარს ყველაფერი შეაფასოს; ჯიუტად დგას საკუთარ შეხედულებებზე, კონსერვატორი, ეჭვიანი, ნელი, თავდაჯერებული კუდაბზიკაა, ყველგან გამორჩენას ეძებს, ეგოისტი, საკუთარი თავის შეფასებისას აჭარაბებს და არასათანადოდ აფასებს სხვებს. პედანტი და სკეპტიკოსია.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

პრაქტიკული გონება; საქმიანი ადამიანია ორგანიზატორული უნარებით. მისი აზროვნებისთვის დამახასიათებელია: სიფრთხილე, მეთოდურობა; არ უყვარს, როცა აჩქარებენ, ითხოვენ საკუთარი აზრის ნაჩქარევად გამოთქმა-დაფიქსირებას. განსახილველი იდეა თავიდან ჯერ საფუძვლიანად უნდა მოიფიქროს, შემდეგ ყველაფერი გადაღეჭოს და აითვისოს. თუ მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ მისი შეცვლა უკვე ძნელია. არ უყვარს კამათები და უთანხმოებები, კონფლიქტი შეიძლება მხოლოდ მისი საკუთარი ფულადი საშუალებების დაცვის შემთხვევაში წარმოეშვას. ზუსტი მეცნიერებების კარგი უნარები აქვს.

იმას, რაც ეხება ახალი იდეების, სიახლეების სწრაფად სწავლას და ათვისებას, ყველაზე ნელია, მაგრამ მომთმენი და მიზანდასახულია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხშირად ხდება ყველაფრის მცოდნე, მითუმეტეს იმაში, რასაც ხელს მოჰკიდებს და აითვისებს. წარმატებას აღწევს არამხოლოდ იმიტომ, რომ მას შესანიშნავი თავი აქვს, არამედ იმიტომაც, რომ მთელი ყურადღების კონცეტრირების უნარი აქვს და არ გადააქვს ყურადღება სხვა რამეზე მანამ, სანამ საქმე და სამუშაო მთლიანად არ დასრულდება. მას აქვს მღერის და ხატვის უნარი. გაციებისას და დაავადებებისას ყელი სუსტი აქვს და ხმა მისდის, ეხრინწება.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აზროვნება მიმართულია პრაქტიკულობისკენ, მატერიალური მხარისკენ. არ აქვს (არ ჰყოფნის) ბრწყინვალება და ირიგინალურობა, სამაგიეროდ მრავალი ჯანსაღი აზრი აქვს. ორგანაზატორული უნარები. ნელა იქმნიან შეხედულებას, მაგამ თუ შეიქმნეს, მისი შეცვლა არ უყვართ. ამიტომაც არ უყვართ კამათი და ჩხუბი და თუ მაინც უწევთ კამათი და ჩხუბი, მხოლოდ საკუთარი ფულადი ინტერესების გამო. ძალიან მობილიზებულები არიან, ხედავენ მხოლოდ იმას, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად არ ამჩნევენ დაბრკოლებებს. ჯიუტები, როგორც ვირები. აქვთ ხელოვნების უნარები. ძლიერი ასპექტაციისას _ მათემატიკისა და ფიზიკის უნარები. ცუდი ასპექტებისას _ სიძუნწე, წინასწარაკვიატებულობა.

წყარო: ინდუბალა. (პლანეტები ნიშნებში, ინდური ტრადიცია)

ეს ნიშანი მეგობრულია მერკურთან, რაც ჩვეულებრივ გამოიხატება ლამაზ გარეგნობაში, ძლიერი სხეულით და სასიამოვნო ხმით. ასეთი ადამიანები ფლობენ სექსუალურ მიმზიდველობას და აქვთ მრავალი კავშირი. ისინი გულუხვნი, დიდსულოვანნი, თავაზიანები, ზრდილობიანები არიან, ფლობენ პოეზიის უნარს, მიდრეკილნი არიან სულიერებისკენ და კარგი ბიზნესისკენ, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნებასთან. შეუძლიათ ფულის გამომუშავებისას იყვნენ ჯიუტები, მტკიცეები, დაჟინებულები.

წყარო: სემირა და ვ. ვეტიში (პროგნოზირების ხელოვნება)

ინტელექტისთვის დამახასიათებელია აღქმის გარკვეული შენელება, მაგრამ სამაგიეროდ საფუძვლიანად უდგებიან საკითხს და ათვისებული ცოდნა მყარია. აზრები საქმისგან შორს არ დგას, პირიქით, აზრი საქმის თანხვედრია.

წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

ნელი, პრაქტიკული, საფუძვლიანი გონება; ყველაფრის შემოწმება-გადმოწმებისკნ სწრაფვა. მსჯელობა რეალისტური, კონკრეტული, გამოცდილებას ეყრდნობა. ცოდნა ათვისდება ნელა, მაგრამ მყარად: ფაქტების კარგი დამახსოვრება, მთლიანობაში _ კარგი მეხსირება. ასეთი ადამიანები მაინცდამაინც არ არინ მოხერხებულები და საზრიანები, აქვთ ძლიერი თავის უკანა ტვინი, ზუსტი პასუხები ანდა საწინააღმდეგო აზრი დიდი ხნის დაგვიანებით მოსდით. კეთილგონიერება; მსჯელობა თავდაჯერებული და კარგად მოფიქრებულია. კრიტიკული გონება არაა გამოხატული. პლანეტარული ასპექტების უარყოფითი გავლენა _ გონების შეზღუდულობა, იმის არ აღიარება, რაც არ შეიძლება დაუყოვნებლივ გადამოწმდეს და შეიგრძნოს.

საბავშვო ჰოროსკოპი

წყარო: მარია კეი სიმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მხოლოდ მომეცი დრო

ბოლომდე გავიაზრო საქმე.

მე ამის შესახებ გაბედულად ვიტყვი,

მაგრამ მხოლოდ მაშინ თუ საქმე – ჩემს სულს წვდება.

თუ ქვენს პატარას მერკური კუროს ნიშანში ჰყავს, მაშინ იგი ფიქრობს ფრთხილად და აუჩქარებლად. არ ისაუბრებს ბევრს და სწრაფად, მაგრამ სამაგიეროდ რასაც იტყვის, იტყვის საფუძვლიანად გააზრების შემდეგ. ამ ბავშვმა შეიძლება პირველი წინადადება წარმოსთქვას მაშინ, როცა თითქმის საბოლოოდ დაკარგავთ მისგან რაიმეს მოსმენის იმედს (აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთმა პატარებმა ლაპარაკი შეიძლება გვიან დაიწყონ). ის შესაძლებელია ბოლომდე ჩაეფლოს ფიქრებში, აზრებში რამეთუ საკმაოდ ჯიუტია და არ უყვარს შეცვალოს საკუთარი აზრი, ასე რომ, ისწავლეთ მოთმინება. სხვა კუთხით თუ შეხედავთ, თუ თქვენ გჭირდებათ მისთვის ყურადღების მიქცევა, შეგიძლიათ გაგიხარდეთ, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, თქვენ შესძლებთ მის დიდი ხნით დაოკებას.

ბავშვს შეიძლება უყვარდეს ძილის წინ ერთი და იგივე ისტორიის უსასრულოდ მოსმენა და ამასთანვე კარგად ახსოვს ის, ასე რომ, არ გამოგივათ ამ საქმესთან სწრაფად გამკლავება და ამ ამბის მოყოლის ადრე დასრულება ზოგიერთი ნაწილების გამოტოვებით (უმნიშვნელო დეტალებიც კი ახსოვს და შეგახსენებთ, თუ „გამოგრჩათ“). მისი მახსოვრობა იქნება მყარი, და თუმცა დასჭირდება ცოტა მეტი დრო, რომ ისწავლოს რაიმე, სამაგიეროდ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.

თქვენი ბავშვი სკოლაში კომფორტულად თავს იგრძნობს მხოლოდ წყნარი სტრუქტურული შინაგანაწესის წყალობით,  მაგრამ საჭიროა იმის გათვლაც, რომ ყველაზე უკეთ ის იმუშავებს საკუთარ ტემპში. მან შეიძლება სწრაფად ვერ უპასუხოს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, მაგრამ ფლობს იმის უნარს, რომ არ გადაერთოს სხვა რამეზე, როცა დავალება აქვს მიცემული, სანამ ამ დავალებას არ შეასრულებს; ავლენს საფუძვლიანობას მომზადებისას და კარგად იმახსოვრებს იმას, რაც ისწავლა.

ასეთი ბავშვს, შესაძლებელია უხაროდეს სიმღერით დაკავება, მას შეიძლება აღმოაჩნდეს ლამაზი ხმა.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგის გაგების გასაღები).

საგასაღებო სიტყვა: ღირსება, კომფორტი, ხარისხი, ძალდაუტანლობა, ბუნებრიობა, მატება, სტაბილურობა, ფასეულობა, ხედვა, დანახვა, ვიზუალიზაცია, გრძნობა, შეგრძნება.

მათ, ვისაც ბავშვები მერკურით კუროს ნიშანში ჰყავთ, მოუწევთ მოთმინების მოკრება. ასეთი ბავშვები ყველაფერს ნელა და მეთოდურად ფიქრობენ. ისინი ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ განიცდიან სირთულეებს, როცა საჭიროა სწრაფად გადახედონ საკუთარ შეხედულებებსა და აზრებს. ამავდროს, პრაქტიკულები და მტკიცენი, გაბედულები არიან.

ასეთი ბავშვები ბუნებით ჯიუტები და მიზანდასახულები არიან, რაიმე აიძულოთ ანდა ზეწოლა მოახდინოთ მათზე საერთოდ გამორიცხულია, აზრიც კი არ აქვს – ისინი შეგეწინააღმდეგებიან და არანაირ ურთიერთგაგებაზე საუბარიც კი არ იქნება. ამასთან გამკლავება ორი მეთოდით, საშუალებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში, თქვენ მთელი თქვენი ინფორმაცია უნდა გადმოალაგოთ  და მიანდოთ მათ. ეცადეთ ილუსტრაცია გაუკეთოთ იმ ყველაფერს, რისი თქმაც გინდათ, რათა ბავშვებმა შეძლონ მხედველობით აღიქვან, შეიგრძნონ და შეეხონ თქვენ სიტყვებს. მაგალითად, თუ თქვენ ეტყვით პატარას, რომ ცეცხლი ცხელია და შეიძლება ხელი დაიწვას – ვერანაირ შეეგს ვერ მიიღებთ. ახლა კი შეეცადეთ აიღოთ პატარას ხელი და ფრთხილად (რათა მართლა არ დაუწვათ ხელი) მიიტანოთ იგი ცეცხლთან ისე, რომ ბავშვმა იგრძნოს ალის სიმხურვალე – აი, ახლა კი თქვენი აზრიც და არსიც დავა ბავშვის აღქმამდე. ეს ბავშვები უკეთესად ახდენენ რეაგირებას მხედველობით ანდა ტაქტილურ (ტაქტილურ-ი [ლათ. tactilis] – (ბიოლ.). შეხებითი. მაგ., ტაქტილური შეგრძნებები.) სტიმულებზე, ვიდრე სმენითზე. თქვენ მოგიწევთ აღუწეროთ მას ყველაფერი ხილულად, მოუყვეთ თანმდევ გრძნობებსა და შეგრძნებებზე. ბავშვებისთვის, რომლებსაც მერკური კუროს ნიშანში ჰყავთ, რეკომენდირებულია მოგზაურობა, ფილმების ყურება – ამ სახით ისინი უკეთესად აღიქვამენ ინფორმაციას, ეს კი ნიშნავს, რომ ამ მეთოდით სწავლობენ კიდეც (სასარგებლო საჭიროსთან შეუთავსეთ).

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნელები არიან და მთლად კარგად არ ბრწყინავენ გონებით, მაგრამ არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანისას _ სულელებს მათ ვერ უწოდებთ. ფროიდი, ედისონი, ბრამსი, გენერალი გრანტი და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი დაიბადა ამ ნიშნის (მერკური კუროს ნიშანში) ქვეშ. ასეთი ბავშვები ჯერ ფიქრობენ და განიხილავენ ახალ ფაქტებს ყველა მხრიდან, რათა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ონფორმაცია საიმედოა და “გამოსადეგია გამოყენებისთვის”. ისინი მყარად დგანან საკუთარ შეხედულებებზე, ალბათ ზუსტად ესეც აძლევს მათ თავდაჯერებულობის გრძნობას და დაცულობის შეგრძნებას. სრულიად შესაძლებელია, სკოლაში მათემატიკამ ბევრი უსიამოვნება მოუტანოთ (თუმცა, იგივე ითქმის ყველა დანარჩენ აბსტრაქტულ საგნებზეც). იმისთვის, რომ მათ ინტერესი გაუღვივოთ, შეეცადეთ ციფრებით დაანახოთ მატემატიკის პრაქტიკული მხარე. მაგალითად, აუხსენით, რომ თუ ისინი არ დაიწყებენ კარგად დათვლას და გამოთვლას (და სხვა მათემატიკური ოპერაციების ჩატარებას), აუცილებლად წარმოეშვებათ ფულადი პრობლემები.

ისინი ფლობენ კეთილგონიერებას, მიზანდასახულები და შეუდრეკელები, შეუპოვრები არიან. მათზე დაყრდნობა შეიძლება, არასდროს გაგიცრუებენ იმედებს. მხოლოდ მოიკრიბეთ მოთმინება და წყნარად მოეპყარით მათ სინელეს და ზოგიერთ ჩამორჩენილობასა და სიზანტეს ურთიერთობაში.

ამ ბავშვებს ძალიან უყვართ კომფორტი, ამიტომაც ურთიერთობების დალაგებაში შეიძლება დაგეხმაროთ მყუდრო გარემო. მანამ, სანამ დაიწყებთ სერიოზულ საუბარს, ჩასვით ბავშვი რბილ სავარძელში, ჩააცვით საყვარელი ღამის პერანგი, და დარწმუნდით, რომ ოთახში არ ცივა. გახსოვდეთ, შეხება აქ უდიდეს როლს თამაშობს. თუ თქვენ შეეხებით მის ხელს, მოეფერეთ ან ალერსიანად მოუჭირეთ ხელი ხელზე – ამით სანახევროდ გადალახავთ მის შინაგან წინააღმდეგობას. როცა ბავშვს სთავაზობთ ან ავალებთ რაიმეს გაკეთებას, სანამ საქმიანობას დაიწყებს, მანადე დაარწმუნეთ იგი, რომ ეს არანაირი სახით არ დარღვევს მის სიწყნარესა და სიმყუდროვეს. ძალიან სასარგებლოა ხაზი გაუსვათ წმინდა პრაქტიკულ სარგებელს, რომელსაც ის მიიღებს ამ საქმიდან.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top