მერკური II სახლში

მერკური II სახლში

ფასეულობათა შეცნობა

ასეთი ადამიანი უფრო მეტად აფასებს იმას, რასაც შეიძლება პრაქტიკაში გამოყენება ჰქონდეს. მას აინტერსებს ფული და ბიზნესი, არცთუ იშვიათად ვარდება უკიდურესობებში, ხდება ან ძალიან გულუხვი ანდა ძალიან ძუნწი. წარმატებულია კომერციულ საქმესა და მასწავლებლობაში. ასევე, წარმატებულია როგორც ეკონომისტი, მეწარმე, რედაქტორი, მწერალი-ბელეტრისტი და კომუნიკატორი. აზროვნება დაკავებულია საქმიანი კონტაქტებითა და ფინანსური პრობლემებით. ფასეულობებთან მიმართებაში დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა ეს ფასეულობები დაკავშირებული კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგზე. ურთიერთობის სფეროში საკმაოდ საქმიანია (წერილი, საგამომცემლო საქმე, მასობრივი ინფორმაციების საშუალებები და ტელეფონი).

უმაღლესი განათლებისკენ მხოლოდ იმიტომ ისწრაფვის, რომ კარგად ანაზღაურებადი სამსახური მიღების შანსები აიმაღლოს. ყოველთვის სავსეა იმ ორიგინალური იდეებით, რომელიც ეხება ფულს. ფინანსური საქმე მუდამ მეთოდურად აქვს დაგეგმილი. წარმატებულია როგორც ბუღალტერი, მდივანი, მრჩეველი და სავაჭრო ფირმის დამფუძნებელი. ხშირად, ასეთი ადამიანები დაკავებულნი არიან საქონლის რეკლამით ანდა კლასიფიკატორობით. სამეცნიერო საქმიანობისკენ მიდრეკილება აღინიშნება. ხშირად ხდებიან კარგი ადმინისტრატორები ანდა მსხვილი სავაჭრო მაქინაციების იდეოლოგები.

ისინი წარმატებულად ქმნიან სავაჭრო სქემებს და ფინანსურ მექანიზმებს. თითქმის ყოველთვის კარგი შემოსავალი აქვთ, რომელსაც ხარჯავენ ფუფუნების საგნებზე და მატერიალური კეთილდღეობის გამყარებაზე. ხშირად ხდებიან წარმატებული ჟურნალისტები, მომღერლები და მხატვრები. შემოსავალი შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფო სამსახურიდანაც და გამომგონებლობიდანაც. ყველა უსიამოვნება დაკავშირებულია ზედაპირულობასა და წინდაუხედაობასთან, ასევე, გადაჭარბებული თვითაზრის ქონასთან (საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა).

პაველ გლობა

(+) დადებითი მხარე _ აზრებს პრაქტიკულ შეფერილობას სძენს, ფხიზელი, ძალიან პრაქტიკული გონება, ფხიზელი მშრალი ინტელექტი, შეუძლია ფულის შოვნა. პრაქტიკული საქმოსანი, ფული ადამიანების, ურთიერთობების, საქმიანი გარიგებების მეშვეობით შემოსდის. საქმიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბევრი შემოსავლის წყარო ჰქონდეს (მეცნიერი, სწავლული, ექსპერიმენტატორი).

(-) უარყოფითი მხარე _ მძიმედ მოაზროვნე, აზროვნებაში სიმყარე და სიჯიუტე, არაგონივრული დაგეგმვა, გაფანტულობა ფულთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, ფულის მფლანგველი. მაკლერი, არაგონივრული გარიგებები, მაკლერებისგან მოტყუება, ინტელექტი მოკლებულია მოქნილობას, მატერიალურ, ფულად პრობლემებზე ჩაციკლულობა.

(+) რობერსპიერი, ჩერჩილი, დე გოლი, ბერნარდ შოუ, სოფი ლორენი.

(-) დიზრაელი (საფრანგეთის პრემიერი).

ფრენსის საკოიანი

აზროვნება გარიგებებისა და ფულადი საქმეების გავლენის ქვეშაა. სახეზეა საქმიანობა იმ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობასთან: წერილი, გამომცემლობითი საქმე, რადიო, ტელევიზია, ტელეფონი, სწავლება. მისწრაფება უმაღლესი განათლებისკენ, რათა გაიუმჯობესოს შემოსავლის შანსები. ფულის მოპოვების თაობაზე ორიგინალური იდეები აქვთ, ფინანსური საქმეები ყოველთვის მეთოდურად დაგეგმილია. მრავალი ეკონომისტი, მრჩეველი, სავაჭრო ფირმების დამფუძნებელია მერკურის ამ მდებარეობით.

მისი გონებრივი შესაძლებლობები და ინტელექტი მიმართულია პრაქტიკულ მიზანზე და ნებისმიერი აბსტრაქტული იდეა ანდა კონცეფცია მხოლოდ შესახები შედეგის წერტილიდან აინტერესებს. მისთვის ძალიან საინტერესოა _ ფინანსები, ეკონომიკა და ფულის გამომუშავების საშუალებები.

ავესალომ პოდვოდნი “ეს ტვინიკოსა ყოველვის ისეთ პასუხობს, რომელთა დასმა ღმერთს თავში აზრადაც არ გაუვლია” 

აქ საკმაოდ აქტიური გარემოა და ეს გარემო _ განსხვავებული მენტალური იდეებით, შეთავაზებებით, ადამიანებთან კონტაქტებით და, განსაკუთრებით, ჰარმონიული მეორე სახლის შემთხვევაში, მატერიალური კეთილდღეობით ადამიანს გამუდმებით ესხმის თავს; დაზიანებისას _ გარესამყაროსთან გაუაზრებელი ურთიერთქმედების შედეგად ექნება გაუთვალისწინებელი დანახარჯები. ადამიანს უძნელდება გონებრივად მოეშვას (დასვენების დროსაც კი); ამ შემთხვევაში მისი ტვინი სწრაფად იწყებს მოწყენას და “საკუთარ თავთან” თამაშს იწყებს ანდა უბრალოდ მეტყველების ნაკადის გენერირებას ახდენს (შეიძლება, ეს საუბარი არც ისე საინტერესო იყოს, სამაგიეროდ ენერგიულია), რაც, არცთუ იშვიათად, გარშემომყოფების გაღიზიანებას იწვევს. გარემო შეიძლება ადამიანს ძალიან დინამიური და რაციონალური მოეჩვენოს, ის საკუთარ ქცევას გარემოს რაციონალურ პრინციპებზე აგებს (მერკური წყლის ნიშანში ამას არბილებს, რამდენადაც მოტივაციები, რომელსაც გონება კარნახობს, ძლიერ ემოციურ გავლენაში იღრევა). ამ მდებარეობის მერკურის უფრო დეტალურად გაშიფვრა დამოკიდებულია მერკურის ასპექტებზე, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფასეულობათა სისტემა დაფუძნებულია რაციონალურ, გააზრებულ, გარეგან სამყაროზე და საკმაოდ დიდხანს და კარგადაა შეთანხებული სოციალურთან; ნებისმიერ შემთხვევაში, ფული, როგორც ფასეულობის მთავარი სიმბოლო, ამ მერკურის დამუშავებისას, საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება (სხვა იდეალი _ “მინდა ყველაფრის ცოდნა” _ ინფორმაციული გაგებით) და ამ ადამიანის გადარწმუნება ძალიან რთულია, ნებისმიერ კამათში უფრო თქვენ გადაგარწმუნებთ გარემომცველ სამყაროში ქცევის არასპეციფიკური ეთიკის თაობაზე.

ბორის იზრაიტელი

ადამიანს საგნებში იზიდავს სარგებლიანობა, გამოყენება, ტექნოლოგიურობა _ ის გულგრილია ნივთების გარეგნული სახის მიმართ, იზიდავს არაძვირფასი და გრძელვადიანი გამოყენების საგნები. თუ ყიდულობს საგნებს და თუ ეს საგნები დაშლილია (მაგალითად, კომპიუტერი), მაშინ იყიდის ნაწილებად. აგროვებს ინფორმაციის მატარებლებს (რომლითაც ყოველთვის არ სარგებლობს). მისი ბიბლიოთეკა ხელმიუწვდომელია, ძალიან ბევრი წიგნი აქვს, მაგრამ ამ რაოდენობიდან მხოლოდ 20%-ის წაკითხვას თუ ასწრებს და ახერხებს. დაზიანებული მერკურის შემთხვევაში უფრო რთულია იმის გარკვევა, რა სჭირდება ადამიანს და რა – არა. უყვარს საკანცელარიო საგნები, კარგი ჩასანიშნ-ჩასაწერი წიგნები (ყოველდღიურები), ძვირფასი კალმები.

ბილ ჰერბსთი

თვითშეფასება: მეორე სახლში მერკურის მდებარეობა უთითებს, რომ მსჯელობების საფუძველი თავად მენტალია. აზროვნება რამდენადმე ეგოცენტრულია, რადგანაც დაკავებულია ისეთ პირად საკითხებზე მსჯელობით, როგორიცაა “სათნოება და ბიწიერება”. ამოცანა _ საკუთარ თავში “გამოზარდოს” ის მსჯელობები, რომელსაც საფუძვლად ზუსტი და ობიექტური თვითაღქმელობა ექნება. საკუთრი თავის ზუსტი შეცნობა, მიუხედავად მოჩვენებითი მტანჯველი გრძნობისა, რომელსაც საკუთარი თავის, არსის “ქექვა” იწვევს, მხოლოდ დაეხმარება მას.

ფლობა: ის საკუთრებას რაციონალურ ორგანიზებას უკეთებს, თავად მისი მფლობელობის ბუნება აისახება მისსავე მენტალურ ორიენტაციაზე. იზიდავს ისეთი კავშირის საშუალებები ანდა ობიექტები, რომლებსაც სამომავლოდ ადამიანებთან კონტაქტების გაფართოებისთვის გამოიყენებს. როგორც მთვარის შემთხვევაში, აქაც მუდმივად საკუთრების სივრცეში იმყოფება, მხოლოდ მსგავსი კავშირების მიზეზები არა გრძნობებში, არამედ ცნობისმოყვარეობაშია. ფლობა, განსაკუთრებით ახალი რამის, მოწყენილობას უფანტავს. როცა საგანი კარგავს მენტალურ მიმზიდველობას, მაშინ ის მის ტვინს უკვე აღარ ეხება, უკვე აღარ წარმოადგენს რაიმე ფასეულობას. ამოცანა _ ხელთ არსებული საკუთრება გამოიყენოს სიამოვნების მისაღებად _ ნერვიული სისტემების მუდმივი მოთხოვნლებებისთვის საჭირო ახალ სტიმულატორებად.

ფული: მისი აზრები და ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად კონცეტრირებულია ფულადი რესურსების გარშემო _ მათ მოთხოვნილებასა და ხარჯვაზე. როგორც მთვარის შემთხვევაში, აქაც ფორტუნა შეიძლება შეტრიალდეს როგორც სახით მისკენ, ისე _ ზურგით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აქცენტი მთლიანდ მენტალურზე იყოს მიმართული და არა ემოციონალურზე. ფული გამოიყენება მენტალური სტიმულების შესაქმნელად, კერძოდ: განათლების მიღების გასაგრძელებლად ანდა სხვა ადამიანებთან იმ კავშირების შესამსუბუქებლად, რომელიც შეუნარჩუნებს იდეების წყაროსთან მუდმივი კავშირის შეგრძნებას. ამოცანა _ შენაძენი და ფულის ხარჯვა განიხილოს როგორც დაუსრულებელი თამაში, ანუ როგორც სტიმულის მიმცემი თვისება, რომელიც ანვითარებს მოცემული სუბიექტის შესანიშნავი აღქმელობისა და ორგანიზაციის რაციონალურ უნარებს.

თვითორგანიზაცია: მთავარი საშუალებაა ძალისხმევის ჩადება – მენტალური და არა ფიზიკური; თავით სამუშაო. ის უპირატესობას ანიჭებს ამოცანის ანალიზირებას, და არა ამ ამოცანის შესასრულებლად მუსკულატურული ენერგიის გამოყენებას. აზროვნება და კომუნიკაცია _ სამუშაოსთვის ეს ყველაზე ბუნებრივი მიმართულებაა, თუმცა აუცილებელია ფიზიკური აქტივობაც, რათა გაუჩნდეს დაკმაყოფილების გრძნობა. მოსაწყენი განმეორებები ახშობენ მის მოტივაციას. ამოცანა _ დაყოს შესასრულებელი სამუშაო უფრო წვრილ ამოცანებად, თანმიმდევრულად გადართოს ყურადღება ერთი ამოცანიდან მეორეზე და ასე გააგრძელოს მანამ, სანამ სამუშაოს არ დაასრულებს; ასეთი სახით, ის შეინარჩუნებს სამუშაოს მიმართ მაღალ ინტერესს და გადააქცეს მას თამაშად.

მგრძნობიარობა: მისთვის დამახასიათებელია ცხოველი შეგრძნებები; მის ნერვიულ სისტემას სიამოვნებისადმი ამაღლებული აღქმელობა აქვს, რომელსაც შეხებით იღებს. საშინლად აინტერესებს ფიზიკური შეგძნებები, რომელიც სხეულებრივ გამოცდილებასთან და ემოციურ რეაქციასთანაა დაკავშირებული. პლანეტის ასეთი მდებარეობა არ შეესაბამება გადაჭარბებულ მგრძნობიარობას, რამეთუ მერკური – ნეიტრალური პლანეტაა, უთითებს უფრო ცივ ინტერესზე, ვიდრე ნებისმიერ გრძნობით კონტაქტზე _ სიმპატიაზე ანდა ანტიპატიაზე. მეორე სახლში მერკურის მდებარეობა აჩვენებს, რომ აზროვნება და კომუნიკაცია – ეს გამოცდილების თითქმის გრძნობითი სახეებია; ფიზიკურ სიამოვნებას შეიძენს მენტალური სიმბოლოების დახმარებით. ამოცანა – აზროვნება განიხილოს როგორც პირადი სიამოვნების ექსპრესია; გაგება, ტვინი _სხეულის მეტნაკლებად გრძნობითი ორგანოა.

ნეტ მონსტერი

სამუშაო და, საერთოდ, საქმიანობა ისეთ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია ურთიერთობასთან: მიმოწერა, გამომცემლობითი საქმიანობა, რადიო, ტელევიზია, სწავლება, თარგმნა. ფულის მოპოვების თაობაზე ორიგინალური იდეები; ფინანსური საქმე ყოველთვის მეთოდურად დაგეგმილია. სფერო, რომელშიც გარიგებები იდება და რომელსაც სარგებელი და შემოსავალი მოაქვს, განისაზღვრება პლანეტითა და იმ ნიშნით, რომელთანაც მერკური ასპექტითაა დაკავშირებული.

ინდუბალა

ეს ადამიანები საკმაოდ მოლაპარაკეები, მაგრამ ამასთანავე სასიამოვნონი არიან. მათ შეუძლიათ ფული გამოიმუშაონ გამომცემლობითი, ლექციური და სხვა მსგავსი საქმიანობით. ფულს ხარჯავენ ქველმოქმედებაზე, კარგად იკვებებებიან, აქვთ ძვირფასეულობა, დახვეწილი, გემოვნებიანი სამოსი და კარგი მეგობრები ჰყავთ. ატარებენ ბავშვურ მიამიტობას და ასეთსავე ატმოსფეროს ქმნიან. შეიძლება დიდი, მრავალშვილიანი ოჯახიდან იყვნენან და/ან თავად ჰყავდეთ ბევრი ბავშვი/შვილი. საკანცელარიო საქმეში კარგად შრომობენ.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top