მე-10 სახლის მმართველი

მე-10 სახლის მმართველი

მეათე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მე-10 სახლის ნიშანს მართავს. მაგ: თუ თქვენი მე-10 სახლი იწყება კუროს ნიშნით, მმართველი ვენერა გამოდის. თქვენს რუკაში ნახეთ ვენერა რომელ სახლში მდებარეობს და ამ მდებარეობის აღწერა/დახასიათება მონახეთ ქვემოთ. თუ ტყუპებით იწყება მე-10 სახლი – მმართველი მერკურია– ნახეთ მერკური რომელ სახლში გყავთ….და ა.შ. მმართველები

მეათე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: მარტოხელა, ცხოვრებაში ახორციელბს ორიგინალურ მიზნებს, საკუთარი მოგებისთვის შეუძლია გამოიყენოს ცხოვრებისეული სიტუაციები და აქტიურად იპყრობს ყურადღებას. მუდმივი ზრდა, შესამჩნევი ძალა, პიროვნების მაგნეტური მომხიბლოება, პოპულარობა და მაღალი პრესტიჟი.

უარყოფითი მხარე: პრესტიჟის ვარდნა, ნარცისიზმი, გადაჭარბეული განდიდების გრძნობა, უკიდურესი ეგოიზმი, ტრაბახთან დაკავშირებული კარიერული დაბრკოლებები.

ადამიანი ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით აღწევს. დროდადრო მას შეუძლია „სხვებს აეკიდოს“, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოდ, საკუთარი ეგოს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უდიდესი ძალისხმევის გამოყენება მოუწევს. ეს შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს, რაიმეს მიღწევა დიდ სამუშაოს მოითხოვს. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანი შეიძლება იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მას არ უყვარს კულისებიდან მოქმედება, უფრო ხშირად, ეს არის პოპულარული რეჟისორი ანდა პროდიუსერი. ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან ცნობილი პოლიტიკოსები ანდა მსახიობები. ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას სდებენ, რათა წარმატებას მიაღწიონ კარიერაში და მიაღწიონ შესაძლებლობის მაქსიმალურ შედეგს. მხოლოდ ერთია, მათ უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ გადაჭარბებული ეგოცენტრიზმი, სამომავლოდ, განვითარებაში ხელიშემშლელად ექცევათ. მათთვის დამახასიათებელია შინაგანი მობილიზება, ინიციატორობა სამსახურში და საქმიანობა პირად ურთიერთობებში. კარიერას ქმნიან ზედმეტი შრომის გარეშე, მაგრამ ყველზე ფასეული აღმოჩდება ის, რასაც აღწევენ პირადი ძალისხმევით.

მეათე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: პრაგმატული მიზნების მისაღწევად საკუთარი მატერიალური საშუალება აქვს, მთავარი პრობლემების გადაჭრის მიზნით იყენებს მატერიალურ რესურსებსა და ფულად სახსრებს. მოქმედებს უდიდესი ძალებისა და ენერგიის მარაგით. ნელა იწყებს საქმეს, მაგრამ საბოლოოდ აღწევს მყარ, შეუვალ მატერიალურ მდგომარეობას და იძენს ქონებასა და პრესტიჟს.

უარყოფითი მხარე: მომხვეჭელის ინსტიქტი, ქონების შეძენა, როგორც თვითმიზანი, რასაც მოჰყვება მრავალი მატერიალური დანაკარგი და მყარი მდგომარეობის ნგრევა. შესაძლებელია პლატფორმის უქონლობის საფუძველზე წარმოშობილი გადაჭარბებული სიხარბის გამო ავტორიტეტის დაკარგვა.

შესაძლებელია, ამ ასპექტის მქონე ადამიანმა კარიერა შეუთავსოს ცხოვრების არსებობის საშუალებებს, შემოსავლის სიდიდე დამოკიდებულია პლანეტარული ენერგიის გამოყენებაზე. მთავარია _ ისწავლოს შესაძლებლობების გამოყენება მაქსიმალური სარგებლის მიღების მიზნით. უნარები და ფასეულობათა სისტემა მთავარ, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პროფესიის არჩევისას. ასეთი ადამიანები ყოველთვის ბევრი ფულის გამომუშავებას ცდილობენ (მთავარი მიზანი კომფორტში ცხოვრებაა) და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ თავად სამუშაოს. როგორც საკუთარ თავში თავდაჯერებულობის ფაქტორი, ფული მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ცხოვრება ცდილობენ გაერკვენ საკუთარ ფსიქიაკში, რის გამოც ხშირად ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მსხვერპლნი ხდებიან.

მეათე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: პუბლიკასთან კონტაქტისას პრესტიჟის მყარება. ნათესავების პროტექცია. წარმატებული მივლინებები. მიზნისკენ სვლა ხორციელდება ოჯახის მხარდაჭერით. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები აუდიტორიასთან კარგად აწყობენ ურთიერთობას. ინფორმაციის ეფექტური ათვისება და გადამუშავება ეხმარება მიზნის მიღწევაში.

უარყოფითი მხარე: მიზნის მისაღწევ გზაზე ნათესავები წინააღმდეგობას უწევენ, შესაძლებელია პრესტიჟის ვარდნა მივლინებებში და იმ ადამიანებთან კონტაქტში, რომელსაც ცუდად/არასათანადოდ იცნობენ.

კარიერა დაკავშირებულია ადამიანებთან ურთიერთობასთან, რადგან ასეთი ადამიანი განიცდის თვითგამოხატვის ღრმა მოთხოვნილებას. ეს მხოლოდ მსახიობებს არ ეხებათ, რომლებიც საკუთარ აზრებსა და გრძნობებს იყენებენ სახების/როლის შექმნაში, არამედ ყველა იმ პიროვნებას ეხება, ვისაც სურს ან უნდა რომ საკუთარი აზრები ეფექტურად გადასცეს სხვებს. შესაძლებელია კარიერა არსებითად დაკავშირებული იყოს ნათესავთან ან ამ ნათესავის საქმიანობასთან. პროფესიული სამუშაოები სრულდება მხოლოდ ახლო მანძილზე მრავალრიცხოვანი მგზარობის შედეგად. არცთუ იშვიათად ასეთი ადამიანები ვაჭრები ანდა სარეკლამო აგენტები ხდებიან, ხანდახან შესაძლებელია ამ ასპექტის ადამიანები მანეკენები და კურიერებიც იყვნენ.

მეათე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: ავტორიტეტის და პრესტიჟის გამყარება სამშობლოში, ფსიქოლოგიით, ეზოთერიკით, ისტორიითა და არქეოლოგიით დაკავება.

უარყოფითი მხარე: განვითარების დაბრკოლება სამშობლოში. ახლო წრეში მტრები, ნაცნობების ვიწრო წრიდან თავის დაღწევის შეუძლებლობა. ეზოთერულ პრაქტიკაში ხელისშეშლები.

ხშირად ამ ასპქეტის მქონე ადამიანები მწერლები ხდებიან, ისინი ეფექტურად ასრულებენ ნებისმიერ იმ სამუშაოს, რომელიც შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად შესრულდეს. ხშირა როცა ასეთი ადამიანები კარიერას იკეთებენ უძრავი ქონების და მიწისმოწყობის, ასევე სასოფლო-სამეურნეო ანდა გეოლოგიის სფეროში. ხშირა ასევე, მშობლებთან ერთად მუშაობა, რამეთუ ისინი მშობლების დაწყებული საქმის გამგძელებლები არიან. კარიერაში აუცილებელია სამშობლოს მიმართ სიყვარულის ანდა ვალდებულების გამოვლენა.

მეათე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: ასპექტი უთითებს შემოქმედებით, თავისუფლებისმოყვარე ნატურაზე, ხელს უწყობს ნიჭის გახსნას და ამ ნიჭის შემოქმედებითი ზრდისთვის გამოყენებას. თავის შემოქმედებაში მყარია და დამოკიდებელი, არ სურს დაემორჩილოს ხელმძღვანელებს, არ ჩქარობს თავი დაუკავშიროს სამსახურეობრივ ატმოსფეროსა და რეგლამენტს. ის შვილებისთვის შესანიშნავი მისაბაძი მაგალითია, რომლებიც მომავალში სიამოვნებით გააგრძელებენ და განავითარებენ მის მიერ დაწყებულ საქმეს.

უარყოფითი მხარე: შემოქმედებითი ძალების გაფლანგვა, გართობებსა და სიამოვნებაზე დროისა და ენერგიის უაზროდ კარგვა. მრავალი იმედგაცრუება, დაკარგული დროის კომპენსაციის შეუძლებლობა. საყვარელი ადამიანების მხრიდან შემოქმედებით გახსნაში დაბრკოლებები, გაუაზრებელი სიყვარულისკენ და უაზრო თამაშებისკენ სწრაფვა.

თეატრისა და კინოს სფეროში კარიერის გაკეთებას ასპექტი ხელს უწყობს. კარიერულ ზრდასთან ერთად შემოქმედებითი უნარები წარმატებით იხსნება. შეიძლება თავად ადამიანმა ვერ მიაღწიოს დიდებას, მაგრამ მის შემდეგ ამას შვილები მიაღწევენ, რომლებსაც აქტიურად ეხმარება კარიერულ წინწაწევაში. ასპქეტი ხშირად გვხდება მსახიობების დედების პირად რუკებში.

მეათე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: მიზნისკენ აუჩქარებლად სვლის უნარი, მოთმინებით ზღუდავს საკუთარ ამბიციებს. ასეთი ადამიანი საკმაოდ სტრატეგიულია, მაგრამ მიმდინარე პროცესებში შეუძლია ლავირება, რისი წყალობითაც ახერხებს კიბეზე ასვლას (დევიზი – „წყნარად ივლი – შორს წახვალ“). კარგი ასპექტია ქიმიკოსებისთვის, მედიცინის მუშაკებისთვის, ტექნოლოგებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებულები.

უარყოფითი მხარე: სამუშაოთი და ვალდებულების გრძნობით გადატვირთვა და წნეხი. გამუდმებით აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ხელ-ფეხშეკრულია, მსხვილ თანამდებობის დაკავების შეუძლებლობა, დასვენების ქრონიკული ნაკლებობა, გეგმებსა და პრეტენზიებში შეზღუდვა. მუდმივი გამოცდები, პატივმოყვარეობის უქონლობა და ხელზემოსამსახურისა და „ხელისბიჭისკენ“ გადახრა.

ძირითადი სამუშაო ყოველთვის ცხოვრების მთავარი, პროფესიული საქმიანობაა. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანს შეუძლია დასაწყისისთვის ბუღალტრად, სახლის მმართველის (ქირის ამკრეფის) სტატუსით დაიწყოს მუშაობა, ხოლო, შესაბამისი კურსების გავლისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი ხდებიან მაღალკვალიფიციური ფინანსისტები. ეს ადამიანები საკმაოდ შრომისმოყვარეები და შრომისუნარიანები არიან. არასდროს ჩერდებიან შუა გზაზე, მიზნის მიუღწევლად, მაგრამ ზემოთ ასვლას ნელ-ნელა ახერხებენ, ცდილობენ ყოველ დონეზე გამყარებას. არცთუ იშვიათად, დაკავებულნი არიან საზოგადოებრივი კვების სფეროში, თვალყურს ადევნებენ ჰიგიენის დაცვას, ან მუშაობენ ჯანდაცვის სისტემში. ხანდახან ეს ადამინები კარიერაზე არ აკეთებენ აქცენტს და ცხოვრობენ იმით, რომ დახმარებას სთავაზობენ სხვებს. დიდი პასუხისგებლობის გრძნობით გამოირჩევიან, არიან მზრუნველები და კეთილგაწყობილები.

მეათე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: სასურველის რეალიზაციისთვის აუცილებელია მუდმივი კონტაქტები ადამიანებთან, აუდიტორიასთან მუშაობა და საზოგადებასთან კავშირი. ეს ადამიანები საკმაოდ პოპულარულები არიან და ცხოვრობენ საჯაროდ (მსახიობები, იურისტები, პოლიტიკური მოღვაწეები). ისინი ყველაფერს გასცემენ და საზოგადოების მადლიერნი არიან აღიარებებისა და გამოჩენილი ყურადღებისთვის. ცხოვრების თანამგზავრთან ჰარმონიული ურთიერთობა პროფესიულ მიღწევებში ხელს უწყობს.

უარყოფითი მხარე: ხელისუფლების მხრიდან კარიერაში დაბრკოლება, მუდმივი სამუშაო ადგილიდან სკანდალით გამოგდება. ასეთი ასპექტის მქონე ადამიანთა პირად ცხოვრებას გარშემოყოფები აქტიურად განიხილავენ და მათი ცხოვრება საზოგადოებისთვის ყოველთვის ცნობილია. მათი საიდუმლოებანი ყოველთვის მჟღავნდება და სხვებისთვის ცნობილი ხდება პირადი ცხოვრების დაფარული მხარეები. ქორწინებამ შეიძლება კარიერაში და მიზნის მიღწევში ხელი შეუშალოთ, რამეთუ მათი ქორწინება გამოირჩევა კონფლიქტებით, სკანდალებითა და სასამართლო პროცესებით.

კარიერას მკვეთრად გამოხატული საზოგადოებრივი ხასიათი აქვს, ან განისაზღვრება პარტნიორთან მჭიდრო ურთიერთგაგებით. ცხოვრების თანამგზავრი მის კარიერაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სამუშაო დაკავშირებულია სხვადასხვა ადამიანებთან (მათთან გაუთავებელი კოტაქტები), რომლებიც შემდეგ მათი კოლეგები ანდა კომპანიონები ხდებიან და საკმაოდ დიდ დახმარებას უწევენ სამსახურეობრივ წინსვლაში.

მეათე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: დასახული მიზანი მიიღწევა სიმამაცისა და სახიფათო სიტუაციებში რისკის წყალობით. ეს ასპექტი გვხდება დასახული მიზნის მიღწევისას რისკის მოყარულების, ასევე ფსიქოლოგებისა და ეზოთერიკების პირად რუკებში.

უარყოფითი მხარე: დასახული მიზნის მიღწევის გზაზე რთული წინააღმდეგობანი და დაბრკოლებები, მტკივნეულ და სუსტ ადგილებზე გამუდმებული დარტყმები, ბედისგან დარტყმების გამო მაღალი მდგომაროების მიღწევის შეუძლებლობა. წარმატება თითებშუა უქრება.

ასეთი ადამიანი პარტნიორებისა და საზოგადოების მხარდაჭერას იყენებს, განსაკუთრებით თუ მისი საქმიანობა საჯარო ხასიათს ატარებს. ეს მდებარეობა კეთილგანწყობილია მათთვის, ვისაც ესაჭიროება ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. დრამატურგი იღებს ფინანსურ დახმარებას, მსახიობი _ პროდიუსერის კეთილგანწყობას, ხოლო პოლიტიკოსი ფულს იღებს წინასაარჩევნო კამპანიისათვისა და ამომრჩეველთა ხმების მოსაგროვებლად. კარიერაში ბევრი რამ დამოკიდებულია ამ ადამიანის თანდაყოლილ სექსუალობაზე. ხშირად ცხოვრებისთვის საჭირო ფულს ის თავად არ გამოიმუშავებს, პარტნიორის ფული ორივეს ეყოფათ. ცხოვრების თანამგზავრმა შეიძლება დაუტოვოს საკმაოდ დიდი ქონება, რომელიც მას საშუალებას აძლევს დაიკავოს საზოგადოებაში მაღალი მდგომარება.

მეათე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: ასპექტი კარგია ლიდერისთვის, პედაგოგისთვის და რელიგიური მოღვაწისთვის. შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით მიზნის მიღწევა. კარგი კარიერა საზღვარგარეთ. გავლენის გაფართოების ალბათობა. აქტიურად შთააგონებს სხვა ადამიანებს, რის შედეგადაც ადამიანები ფოკუსირებას ახდენენ მის შეხედულებასა და რწმენაზე.

უარყოფითი მხარე: სახლიდან მოშორებით რაიმეს მიღწევაში სირთულეები, შორეული მგზავრობები და უცხოეთთან კავშირი კარიერაში ხელს უშლის, შესაძლებელია საკუთარი საცხოვრებელის უქონლობა.

შინაგანი მოთხოვნილებები ვრცელდება მის ცხოვრებისეულ გაგებაზე. სადაც და რაზეც არ უნდა მუშაობდეს, როცა საუბარია იდეებსა და იდეალებზე, მიდრეკილება აქვს კომპრომისებზე წასვლიკენ. შეუძლია გახდეს მისიონერი, რომელიც საინტერესოდ და სპარტანულად ცხოვრობს. აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია ნებისმიერი დაარწმუნოს საკუთარი შეხედულებების სიმართლეში. ცხოვრების მნიშვნელოვან თემას წარმოადგენს მოგაზურობა, ამიტომ ისწრაფვის გაიკეთოს ისეთი კარიერა, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან, მაგალითად ტურისტულ სააგენტოში. არაა გამორიცხული ჰქონდეს სამხედრო კარიერა და ცხოვრება, რომელიც დაკავშირებული იქნება ავიაციასთან. ხშირად ეს ასპექტი გვხდება ზედამხედველების/მენტორების პირად რუკებში (უნივერსიტეტის პროფესორებიდან კერძო კურსების ხელმძღვალებამდე). არცთუ იშვიათად, ასეთი ადამიანი საკუთარ კარიერას აგრძელებს იმ სფეროში, რომელთანაც ადრე ჰქონდა შეხება და მიაღწიოს ამ სფეროში გარკვეულ წარმატებას. ასპექტი კეთილგაწყობილია გამომცემლობით საქმიანობაშიც.

მეათე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: მიზნის ნაადრევად გაცნობიერება და მისაღწევი მიზნის გზაზე სურვილებისა და საშუალებების სინთეზი. დაუღალავი თანამშრომელი, დასახული მიზნების მიღწევისას აბსოლუტური დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. მასზე არანანირ გვერდითი ფაქტორი არ მოქმედებს, მისი გზიდან აცდენა შუეძლებელია, მოქმედებს სწორად, გამიზნულად და მიზანდასახულად.

უარყოფითი მხარე: კონსერვატორიზმთან მუდმივი ბრძოლა, ზესვლაში ხელის შეშლები, სახლიდან და ტრადიციებისგან მოწყვეტა, მშობლებთან კონფლიქტები და წინაპრებთან კავშირის მტკივეული გაწყვეტა.

ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება ცდილობს, საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცოს, რომ რაღაცას წარმოადგენს, რომ მასზე დაყრდნობა შესაძლება. ნებისმიერ რამეში (თუ მას ეს „რაღაც“ ნამდვილად სურს) წარმატების მიღწევის დემონსტრირებას ახდენს. მისთვის მნიშვნელოვანია მისწრაფება/დასახული მიზანი შინაგან მოთხოვნილებასთან ურთიერთკავშირში იყოს, რადგან ეს დაკავშირებულია მის ცხოვრებასა და ქმედების განსხავებულობასთან (არაორდინალურობასთან). არაა გამორცხული, კარიერა გაიკეთოს მშობლების რჩევისა და დახმარების წყალობით. შესაძლებელია ბავშვობიდან გაჰყვეს პროფესიონალი მშობლების გზას, მემკვიდრეობით მიიღოს საოჯახო ფირმა.

არცთუიშვიათად ეს ადამიანი საკუთარ მშობლებს უმტკიცებს, რომ წარმატების მიღწევა მათი დახმარების გარეშეც შეუძლია. შესაძლებელია მშობლების განქორწინების გამო დედის მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდეს და შემდეგ, მთელი ცხოვრება ცდილობს დედას დაუმტკიცოს, რომ მამაზე უკეთესად ზრუნავს ოჯახაზე (რუსულ წყაროში ამ ფაქტორთან მიმართებაში მითითებულია ვაჟიშვილი, ხოლო თუ ბავშვი გოგონაა, ამაზე სიტყვა არაა თქმული. ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ და ვაკონკრეტებ: ჩემი სუბიექტური აზრით, ამ შეთხვევაში ან როლები იცვლება, ანუ გოგონას შემთხვევაში, მეურვეობა მამას ეკისრება, ანდა ბავშვის სქესს მნიშვნელობა არ ენიჭება და ნებისმიერ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში ადამიანს უწევს იმის მტკიცება, რომ ის მშობლებზე უკეთესად ზრუნავს ოჯახა და ინარჩუნებს ოჯახის სიმტკიცეს, როგორც მატერიალურად ისე მენტალურად.

აქვე გასათვალისწინებელია რა ის ფაქტორიც, რომ მეათე სახლის მმართველი სატურნია, სატურნი კი მამის როლთან ასოცირდება, შესაძლებელია, ოჯახის დანგრევის მთელი პასუხისმგებლობა მამას დაეკისროს, ან პირიქით (გოგონების შემთხვევაში უფრო მეტად), მამის კულტის გამო დედის კულტის სრული იგნორი და მამის უპირობა გამართლება, ამ დროს გასათვალისწინებელია პირად რუკაში სხვა პლანეტების მდებარეობაცა და ასპექტებიც).

მეათე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: მოულოდნელობის ფაქტორის გამოყენების წყალობით, ეს ადამიანი საკუთარ კარიერას იმყარებს, ყველაფერს თავის სასარგებლოდ ატრიალებს. ექსცენტრიული ავანტიურისტია, მოხერხებულად იყენებს პროტექციასა და მფარველობას. არაფორმალური ლიდერია, პირადი პრობლემების მოსაგვარებლად მეგობრებსა და კოლექტიურ კავშირებს თამამად იყენებს. გეგმები და პროექტი გრძელვადიანია, ხანდახან დროის წინმსწერებიცაა.

უარყოფითი მხარე: გეგმებისა და პროექტების ნგრევა, მეგობრების მხრიდან ერთგულების უქონლობა, მუდმივად წაგეუბული ავანტურისტობა, გარემოს არაადეკვატურობა.

კარიერა და საზოგადოებრივი მდგომარეობა ჯგუფზე, კოლექტივსა და ორგანიზაციაზე არის ორიენტირებული და მათზეა არსობრივად დამოკიდებული. არცთუ იშვიათად ასეთი ადამიანები საზოგადოების პრობლემებთან დაკავშირებით გაზეთების პირველ გვერდზე ხვდებიან. ისინი კარიერას იქმნიან გარკვეულ ორგანიზაციაში ყოფნის წყალობით. უპირატესობას ანიჭებენ მყარ სისტემებში მუშაობას, ნაწილობრივ, სახელმწიფო დაწესებულებებში, შეუძლიათ ჩართულნი იყვნენ რომელიმე დაჯგუფების, მაგალითად მსხვილი კონცერნის ანდა სინდიკატის საქმიანობაში. პროფესიულ ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობენ მეგობრები და ნაცნობები. ასეთი ადამიანები მუშაობენ იმათთან, ვისაც სჭირდებათ დახმარება. ამ ადამიანებს სასიამოვნო გარეგნობა და გულღია ხასიათი აქვთ. მათ ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ, რომლებზეც საკუთარი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, ენერგიით ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენენ.

მეათე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: საიდუმლო, არაფორმალური ლიდერი, წარმატებით იყენებს ფარულ ძალაუფლებას. ვიწრო წრებში ცნობილია, ოღონდაც მისი ვინაობა აქაც გასაიდუმლოებულია და შეუძლია ბევრი რამ მართოს კულისებიდან. ლიდერი, გამოკვეთილი მაგიური, მისტიური და ოკულტური ზეგავლენით. პროფესიონალური საქმიანობის უდიდესი ნაწილი თითქოს კულისებიდან მიიღწევა და მრავალი ადამიანის ყურადღების მიღმა რჩება (რეჟისორები, პროდიუსერები, შოუ-ბიზნესის მმართველები). შესაძლებელია სამედიცინო, პედაგოგიური საქმიანობა, არაა გამორიცხული ციხეში ანდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაცვის სამსახურში მუშაობა. ასპექტი დამახასიათებელია მწერლების პირადი რუკისთვის, რადგან მათი უმრავლესობა გამარტოებაში, დახურული კარის მიღმა მუშაობს.

უარყოფითი მხარე: მიზნის მიღწევაში ფარული დაბრკოლებები, ფარული მტრების ინტრიგები, დაუმთავრებელი ბრძოლა ნამდვილ და წარმოსახვით მოწინაღმდეგეებთან. მუდმივად უწევთ წვრილმანებთან ბრძოლა, ყოველთვის რაღაც უშლით ხელს და დაბრკოლებას უქმნით, თითქოს ყველაფერი მათი ძალებს გამოცლაზეა ორიენტირებული.

ასეთი ადამიანი არასდროს მოქმედებს პირდაპირ, მაგრამ მოქმედებს იმ ადამიანის ზურგს უკან, რომელიც ფლობს გარეგნულ ძალას. ის იძლევა რჩევებს და აკეთებს გადაწყვეტილებების ფორმულირებას, მაგრამ ერთია, ავანსცენაზე მისი ხილვა ძალიან იშვიათობაა. ასეთი ადამიანები ეწევიან მოკრძალებულ და გამარტოებულ ცხოვრებას, შესაძლებელია, კონსპირაციულ ცხოვრების წესაც მისდევდნენ, რადგან საიდუმლო სამსახურის აგენტებად გახდომის ალბათობაა. ენერგიის სწორად გამოყენებისას, ადრე თუ გვიან, მოუწევს საკუთარი ეგოს ჭეშმარიტი მოთხოვნილებების შესწავლა.

წყარო: aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top