მე-2 სახლის მმართველი

მე-2 სახლის მმართველი

მეორე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეორე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–2 სახლის კუსპიდი ლომშია, მისი მმართველია მზე, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მზე…

მეორე სახლის მმართველი 1–ელ სახლში

პოზიტიური  მხარე: საკუთრების შეძენა, ფულისა და ქონების დაგროვება საკუთარი მეწარმეობისა და საკუთარი საქმიანი ძალისხმევის წყალობით, მრავალმხრივი უნარი და ნიჭი მიმართულია მატერიალური შემოსავლის მიღებისკენ.

უარყოფითი მხარე: ფინანსური ხასიათის მრავალგვარი შეუსრულებელი გეგმები, მფლანგველობა და ფულის გაუაზრებელი ხარჯვა, გადაჭარბებული დანახარჯები სიამოვნების მიღების სურვილით, ეკონომიის გაწევის უუნარობა, არაპრაქტიკულობა, გადაჭარბებული მატერიალიზმი.

ასეთ ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი ძლიერი წარმოდგენა ფასეულობებზე, რომელიც ფორმირდება უფრო მეტად ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვების, ანდა აღზრდის წყალობით. ძნელად თუ ადვილად, მაგრამ ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების გამომუშავებას შეძლებს საკუთარი ენთუზიაზმის, ენერგიისა და მიზანდასახულობის წყალობით. ადრეული ასაკიდან ის შეიგრძნობს საკუთარ ფასეულობებს, რომელიც, შეიძლება ითქვას რომ ეს ფასეულობები ადრეულ ბავშვობაში სხვების მიერ აქვს თავსმოხვეული.

მეორე სახლის მმართველი მე–2 სახლში

პოზიტიური მხარე: ყურადღება მიჯაჭვულია მატერიალურ პრობლემებზე, ადამიანი მყარად დგას ფეხზე, მისი ქონებრივი ბაზა მყარია, ის უზრუნველყოფილია და საიმედოდ დაცულია კერძო საკუთრებით. რეალისტი და პრაგმატულია მატერიალური საკითხების გადაწყვეტისას. ფულის უკმარისობას არ განიცდის, რამდენადაც ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ფული თავისით მოედინება. ფინანსური პრობლემები თავისით გვარდება.

უარყოფითი მხარე: უდიდესი ყურადღება ეთმობა ცხოვრების მატერიალურ მხარეს, ადამიანისთვის საშიშია ძუნწობა, დამგროვებლობა, სიხარბე. ფულის მიმართ დაუოკებელი სწრაფვა და სურვილი არცთუ იშვიათად დამღუპველად მომქედებს ადამიანზე.

სინამდვილეში კი ეს ადამიანი დარწმუნებულია მომავალში მხოლოდ მაშინ, როცა ეყრდნობა საკუთარ უნარებსა და პირად ნიჭს. ის ადრეულ ასაკში აცნობიერებს, რომ ცხოვრების მატერიალური მხარე – ეს ყველაფერი არაა, და ფულით ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს. დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში უნდა დაეყრდნოს ჯანსაღ აზრსა და საკუთარ ფასეულობათა სისტემას. ფულს საკუთარი შრომით გამოიმუშავებს. მას შეუძლია ცხოვრებაში ბევრი რამე გააკეთოს და მიაღწიოს. ნებისმიერ სიტუაციაში მიწაზე მყარად დგას, მუდამ დარწმუნებულია და იცის რა უნდა გააკეთოს, როცა შემოსავალზეა საუბარი.

მეორე სახლის მმართველი მე–3 სახლში

პოზიტიური მხარე: შემოსავლის ზრდა დაკავშირებულია ორატორულ ნიჭთან და შუამავლობის უნარის გამოყენებასთან. საქმიანი ურთიერთობა, დაწყებული მგზავრობისას და მივლინებისას, ასევე საქმიანი ურთიერთობა, რომელიც იწყება ახლობელი ნათესავების მეშვეობით, შეიძლება წარმატებული იყოს და მოუტანოს ადამიანს დიდი შემოსავალი. პროფესიული კავშირები იწყება სწრაფად და ასეთ ურთიერთობას მოაქვს კარგი შემოსავალი. შესაძლებელია მემკვიდრეობის მიღება დებისგან და ძმებისგან.

უარყოფითი მხარე: სანათესაო და ნათესავები შესაძლებელია განიხილოს როგორც მატერიალური ტვირთი და საჭიროების მიზეზი. ფული “თითებს შორის” უქრება, მრავალი არასაჭირო დანახარჯები, ნივთების და ფული დანაკარგი მგზავრობისას, არც თუ იშვიათად შემთხვევით ნაცნობებზე ფულის ხარჯვა, საშიშია კლეპტომანიისკენ გადახრა.

ადამიანს აქვს დიდი მოთხოვნილება სხვა ადამიანებს გადასცეს ცხოვრებისეულ ფასეულობებზე საკუთარი წარმოდგენები, რომლესაც გადმოსცემს სხვადასხვა საშუალებებით – ზეპირი ანდა წერილობითი ფორმით, ლიტერატურული ანდა თეატრალური შემოქმედებით, პოლიტიკის ანდა ხელოვნების მეშვეობით. ძმებმა და დებმა შეიძლება გაუწიონ დიდი დახმარება, რომელიც დაკავშირებული იქნება შემოსავლის გაზრდაში თანამონაწილეობასთან. სამუშაო ადგილი შესაძლებელია იყოს საკუთარი სახლიდან მოშორებით, ამიტომ მოუწევს ყოველდღიური მოგზარობა. სამუშაო დაკავშირებულია აქტიურ გადაადგილებასთან და მგზავრობასთან.

მეორე სახლის მმართველი მე–4 სახლში

პოზიტიური მხარე: შემოსავლების გაზრდისას მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მშობლები (უზრუნველყოფილი ოჯახი, დიდი მემკვიდრებობა, უძრავი ქონებიდან შემოსავალი). ოჯახში ყოველთვის დიდი ფულია, სახლში-ოჯახში ყველაფერია, შემოსავლების ოდენობა იზრდება.

უარყოფითი მხარე: ოჯახი განიხილება როგორც დანახარჯისა და არასაჭირო გასავლის წყარო. მრავალი მატერიალური საშუალება მიდის მშობლებზე, სახლის რემონტზე და მიწის ნაკვეთის შენახვაზე. ხანდახან არ არის დიდი ფულით სარგებლობის შესაძლებლობა, რამდენაც არ ხდება მათი რაიმე საქმეში დაბანდების განხილვა (“ნიჭი იფლობა მიწაში”).

ასეთ ადამიანს შეუძლია ფულის გამომუშავება, ისე რომ არ გავიდეს საკუთარი სახლიდან. ადამიანი ამას განსაკუთრებით ადვილად ახერხებს, თუ არის ლიდერი ანდა სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცხვორობს და მუშაობს სახელმწიფო რეზიდენციაში. ხშირად ასეთ ადამიანებს კავშირი აქვთ უძრავ ქონებასთან ანდა გამოიმუშავებს ფულს ინტერიერის გაფორმებით. ფასეულობები უყალიბდება ჯერ კიდევ მშობლების სახლში, საერთოდ მშობლები უდიდეს გავლენას ახდენენ ამ ადამიანზე. თვითდამკვიდრებისთვის მას სჭირდება საკუთარი სახლი, რომელიც იქნება სავსე ფასეული ნივთებით, ფულით და სიმყუდროვით.

მეორე სახლის მმართველი მე–5 სახლში

პოზიტიური მხარე: შემოსავალი მიიღება თავისფალი შემოქმედებითი საქმიანობიდან, მაგალითად, საკუთარი შემოქმედების გაყიდვა ანდა საავტორო უფლებისგან მიღებული შემოსავალი. დიდია აზარტულ თამაშებში წარმატების ალბათობა. არაა გამორიცხული, რომ საყვარლებთან კავშირმაც მოუტანოს შემოსავალი.

უარყოფითი მხარე: სიამოვნებაზე და ავანტურებზე დანახარჯები; საყვარლების მიერ პროვოცირებული მფლაგველობა; დიდი გასავლები, რომელიც დაკავშირებულია მეგორებთან და ბავშვებთან. დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და მათში გაუმართლებლობა. გამომუშავებულის დაგროვების და მიღწეულის შენარჩუნების უუნარობა, შესაძლებელია ყველა მიღწევა დაეენგრეს. არის მფლანგველობისკენ, არაკანონიერი სპეკულაციებისკენ და მოტყუებით მოპოვებული ფულის მიღებისკენ (აფერა, თაღლითობა) მიდრეკილება.

ხშირად ასეთი მდგომარეობა გვხდება ნიჭიერ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრების სარჩოს გამოიმუშავებენ საკუთარი შრომით. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ფასეულობათა სისტემაში შთაგონება იკავებს მნიშვნელოვან ადგილს. ხშირად ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი ფასეულობათა სისტემა გადასცენ ბავშვებს. მას შეუძლია მათი სიმყრე და სტაბილურობა გააძლიეროს, მაგრამ შეიძლება შვილის წარმატებების გამო სიამყის გრძნობით მოიხიბლონ. საერთოდ არის სპეკულაციებით და ავანტურით ფულის გამომუშავების უდიდესი ალბათობა. არცთუ იშვიათად ასეთი ადამიანები ხდებიან წარმატებული ინვესტორები.

მეორე სახლის მმართველი მე–6 სახლში

პოზიტიური მხარე: გამოხატული თავმდაბლობა მოთხოვნილებებში, ეკონომიურობა, არსებულით დაკმაყოფილება და საკუთარი შემოსავლებისა და გასავლების სწორად განკარგვის და დაანგარიშების უნარი. დაგროვება და შენაძენის გაკეთება ხდება ძალიან ნელა (დროში გაწელილია). შემოსავალი აქვს მხოლოდ სამუშაოდან. ცხოვრებისთვის საჭირო წყარო მხოლოდ სერიოზული, თავდაუზოგავი და გრძელვადიანი შრომით მოიპოვება. არცთუ იშვიათად ისინი ცხოვრობენ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე.

უარყოფითი მხარე: ბევრი ვალის და მიმდინარე გასავლებზე ფულის პერიოდული უკმარისობის ალბათობაა. შესაძლებელია ასევე, სირთულეები, კრედიტებთან და ლომბარდებთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული უიმედო უფულობის მოჯადოებულ წრეში მოხვედრა. ბევრი საშუალება მიდის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე (წამლების შეძენა და ძვირადღირებული საკვები პროდუქტების შეძენა).

ხშირად ასეთი ადამიანები ეძებენ შემოსავლის დამატებით წყაროს, რადგანაც ძირითადი ხელფასი, რომელსაც სამუშო ადგილზე იღებენ, არ ჰყოფნით ყოველდღიური საჭორების მისაღებად, ამიტომ ხშირად განვადებას ან ნისიას მიმართავენ, ანდა იღებენ რაღაც სახის სუბსიდირებას სახელწიფოსგან. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები მჭიდროდ დაკავშირებულია იმ მომსახურებასთან, რომელიც შეუძლიათ სხვებს შესთავაზონ და გაუწიონ. ხშირად ისინი ეხებიან ჯანმრთელობის დაცვის, ჰიგიენისა და საკუთარი კვების პრობლემებს. ისინი საკუთარ პროფესიულ საქმიანობას განიხივლენ როგორც ხალხისთვის გაწეულ სამსახურს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დახარჯონ დიდი თახა ოჯახის “რჩეულზე” (ანუ ოთხფეხა მეგობარი, ან რომელიმე სახეობის ფრინველი, თევზი და ა.შ.), რომელიც ასევე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მათ ფასეულობათა სისტემაში.

მეორე სახლის მმართველი მე–7 სახლში

პოზირტიური მხარე: მატერიალურ კეთილდღეობა მოდის ხელსაყრელი, მომგებიანი ქორწინების წყალობით, ასევე, საზოგადოებრივი ფართო მასშტაბიანი თანაშრომლობით, კომპანიონებთან მომგებიანი და ხელსაყრელი გარიგებების დადება-კონსულტაციებითა და მაღალი თანამდებობის დაკავებით. ასეთი ადამიანის შემოსავლის მიმართ გარშემომყოფები იჩენენ დიდ ყურადღებას.

უარყოფითი მხარე: პარტნიორი განიხილება როგორც გაღარიბების მიზეზი. განქორწინებას შეიძლება მოჰყვეს ქონების დაკარგვა. კოპმანიონებთან დაშორებამ შეიძლება გამოწვიოს ფინანსური მდომარეობის დაცემაც. ხშირად ფული სასამართლო და კომპანიონებთან საქმის გარჩევებზე მიდის.

თუ ასეთი ადამიანი უკვე იმყოფება ქორწინებაში, მაშინ პარტნიორი შესამჩნევ გავლენას ახდენს ფულის გამომუშავების უნარზე (როგორც ამ სახსრების გაზრდის, ასევე მისი შემცირების მხრივ). გარშემომყოფები იღებენ მონაწილებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ ინდივიდის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაწყვეტიაში. მისი უნარიანობის გამოვლენაზე დადებით როლს თამაშობს ვაჭრობა ანდა იურსპრუნდენცია. საკუთარი ფასეულობების შეგრძნება მჭიდროდ არის დაკავშირებული მეგობრებთან, ამხანაგებთან, ნაცნობებთან და ცხოვრების თანგზავრთან ურთიერთობასთან. ასეთი ადამიანი მხოლოდ მაშინ დაწყებს საკუთარი თავის, ფასეულობების, მოთხოვნილებებისა და წარმოდგენების გაგებას, როცა ისწავლის პარტნიორთან ინტიმური კავშირის შენარჩუნებასა და სხვების მოთხოვნილებების გათვალისწინებას. არცთუ იშვიათად ცხოვრებისთვის/არსებობისთვის საჭირო საშუალების გამომუშავება დაკავშირებულია სამართლებრივ საქმიანობასთან, მოლაპარაკებებთან, კონტრაქტების დადებასთან და კონფლიქტების მოგვარებასთან.

მეორე სახლის მმართველი მე–8 სახლში

პოზიტიური მხარე: ასეთ ადამიანს ფული შემოსდის ექსტრემალური სიტუაციებიდან. რადიკალური ცვლილებები, საფუძვლიანი გარდატეხები და ყოვველგვარი კატაკლიზმები, ასევე ეპოქალური ძვრები მისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ქორწინებას მოაქვს მდიდრული მზითვი, ხოლო ცხოვრების თანამგზავრი მიდრეკილია მემკვიდრეობის პირდაპირი განკარგვისკენ (ანუ თავად განკარგოს მემკვიდრეობა).

უარყოფითი მხარე: ქურდობისა და ძარცვის საშიშროება, ბუნებრივი უბედურებების გამო ქონებრივი დანაკარგები, მძიმე ფინანსური კრახი, ქონების ძალადობრივი გზით ამოღება. ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, რომელიც გამოწვეულია ფინანსური საკითხების გამო ბრძოლებთან.

არაა გამორიცხული მდიდრული მემკვიდრეობა და ფასდაუდებელი სულიერი ცოდნის გადაცემა საგვარეულო ხაზით. სიმბოლურად ასეთი ადამიანები იღებენ შემოსავალს ნგრევიდან და სიკვდილიდან, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათთვის კრიზისული, გარდამტეხი, კატასტროფების გამომწვევი სიტუაციები დიდი შემოსავლის წყაროდაა ქცეული. ისინი შეიძლება იყვნენ წარმატებულნი საბანკო საქმეში, სადაზღვევო ბიზნესში, შუამავლობაში, პოლიტიკაში. ისინი წარმატებულად ყიდიან სხვის ქონებას, მემკვდრეობას და ადვილად წყვეტენ საკუთარ პრობლემებს სხვების კუთვნილებში არსებული დიდი ფულის მოძიების წყალობით. ხშირად ასეთი ადმაინებსითვის სექსუალური საქმიანობა შემოსავლის წყარო ხდება. ასევე, არცთუ იშვიათად თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლაში საკუთარი ფასეულობობებით ერთვებიან, და სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის იგებენ ამ ბრძოლას. პიროვნების გნავითარების გზაზე ცხოვრების არსა და აზრზე და რეალურ ფასეულობებზე შეხედულებები განიცდიან საფუძვლიან, ძირფესვიან გარდაქმნას. წლების მატებასთან ერთად ადამიანი თვისუფლდება მატერიალურ პრობლემებზე დამოკიდებულებისგან და საკუთარი უნარების თავისუფლად განვითარების შესაძლებლობას იყენებს. სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთკავშირის გაცნობიერებისა და შეცნობისას, ის აცნობიერებს დამოუკიდებლობის სარგებლობასა და სხვებს საკუთარ თავს, პოზიციებს, აზრებს და მასზე ზრუნვას თავს არ ახვევს. ასეთი ადამიანი საკუთარი ნიჭიდან და უნარებისგან მატერიალურ სარგებელს აქტიურად იღებს, ამასთან ერთად, წარმატებულად გარდაქმნის საკუთარ შეხედულებებსა და მოწყობის სისტემას.

მეორე სახლის მმართველი მე–9 სახლში

დადებითი მხარე: უცხოეთთან და უცხოელ პარტნირეობთან დაკავშირებული შემოსავლები. საგანმანათლებლო საქმიანობიდან შემოსული შემოსავალი, შესაძლებელია ქონებრივი პრობლემების მოგვარება პოლიტიკურ-იდეოლოგიური საზოგოდების და რელიგიური გაერთიანების მუშაობაში მონაწილების მეშვეობით.

უარყოფითი მხარე: შორეულ მოგზაურობებში დანახარჯები, უცხოელებთან კონტაქტისას ფულის დანაკარგი, ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას გადაჭარბებული ამბიციურობა, გადაჭარბებული მატერიალიზმი და პრაგმატიზმი იდეოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისას.

ასეთი ადამიანისთვის რელიგიური იდეალები და ფილოსოფიური იდეები მჭიდროდაა დაკავშირებული მის ფასეულობებთან. მისთვის აუცილებელია უმაღლესი განათლების მიღება, რაც დაკავშირებულია სამოვალოდ მისი უნარების ეფექტურ გამოყენება-რეალიზაციასთან. შემოსავალი შეიძლება იყოს დაკავშირებული საგამომცემლო საქმესთან, ბიბლიოთეკასთან ანდა უნივერსიტეტთან, ასევე რელიგიურ პროპაგანდასთან და იდეოლოგიურ საქმიანობასთან. საზღვარგარეთ მოგზაურობამ, შეიძლება დიდი როლი ითამაშოს საარსებო შემოსავლის არჩევანისას და ადამიანი მიიყვანოს ფასეულობის სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებამდე. შესაძლებელია დიდი შემოსავლის მიღება ვაჭრობიდან. საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება შეიძლება დაკავშირებული იყოს ახლობელ ადამიანთან, ცხოვრების თანამგზავრთან.

მეორე სახლის მმართველი მე-10 სახლში

პოზიტიური მხარე: ფულის გამომუშავება თანამდებობის, ძალაუფლების მქონეთა ხარჯზე და, ასევე, პროფესიონალთა წრეში მდგომარების გამყარებით ხდება. სამსახურეობრივი ადგილი მომგებიანია, შესაძლებელია გავლენიანი პირების მხრიდან მნიშვნელოვანი მატერიალური მფარველობის გაწევა, ხელისუფლება და ძალუფლება განიხილება როგორც ფულის ექვივალენტი, ტოლფასი. რაც უფრო დიდია ამ ადამიანის ძალაუფლება, მით უფრო მყარია მისი ქონებრივი მდგომარეობაც.

უარყოფითი მხარე: სამსახურეობრივი მდგომარეობის პირადი, ანგარებიანი მიზნით გამოყენების საშიშროებაა, რაც გამოიხატება ქრთამის აღებასა და ხელფასის ოდენობის უკმაყოფილებაში.

სამსახურში წარმატების მიღწევა, საკუთარი ავტორიტეტის გამყარება და პირად ცხოვრებაში რეალიზებული სტრატეგიული მოთხოვნილებების გაცნობიერება მისი ფასეულობის სისტემაში მთავარ ადგილს იკავებს. წარმატების სრულყოფილად განცდის გარეშე უჭირს თვითდამკვიდრება, ამიტომაც საკუთარ თავში მუდმივად ეჭვი ეპარება. ერთ ერთი მშობელი (ხშირად – მამა), მისი შემოსავლების ზრდში მნიშვნელოვან როლს თამშობს. იგი საარსებო საშუალებას გამოიმუშავებს ან სახელმწიფო სამსახურში, ან არჩეული პროფესიის ფარგლებში საკუთარი, კერძო საქმით კავდება. ის საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომელსაც მიაღწევს, განსაზღვრავს იმას, თუ არა ხარისხით შეიგრძნობს პირად თავისუფლებას.

მეორე სახლის მმართველი მე–11 სახლში

პოზიტიური მხარე: ფულის გამომუშავება ხდება მეგობრებისა და მფარველების მეშვეობით, ასევე შემოსავალი ჩნდება მოულოდნელი გეგმებისა და თამამი პროქტების წყალობით. ასევე ხშირია მოულოდნელი გვერდითი შემოსავლები, საჩუქრები, პრემიები და ფულის შემთხვევით პოვნა.

უარყოფითი მხარე: მეგობრებსა და ნაცნობებზე მრავალი გაუზრებელი დანახარჯი, მოულოდნელი ცვლილებები ფინანსურ საქმეში, ფულთან მიმართებაში არარეალისტური დამოკიდებულება და არაადექვატური დანახარჯები, შემოსავლებსა და გასავლებს შორის ბალანსის შენარჩუნების სირთულეები.

ასეთი ადამიანის ფასეულობები მჭიდროდაა გადაჯაჭვული მეგობრების ფასეულობებთან და არსობრივად დაკავშირებულია მათთან ურთიერთობასთან. იმისთვის, რომ სრულყოფილად შეიგრძნოს საკუთარი ფასეულობანი, მისთვის ძალიან მნიშნვნელვოანია გააცნობიეროს, თუ რას მოითხოვენ სხვები მისგან. შესაძლებელია შემოსავლის მიღება შუამავლობით ანდა მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით. ხშირად ასეთი ადამიანები ქმნიან კერძო საწარმოებს, სამუშაოდ კი იღებენ საკუთარ მეგობრებს. მათ უძნელდებათ საკუთარ სურვილებსა და იმედებში გარკვევა, არსებული უნარებისა და მეთოდების მიღება და გამოყენება.

მეორე სახლის მმართველი მე–12 სახლში

პოზიტიური მხარე: საკუთარი შემოსავლების სხვებისგან დაფარვისკენ მიდრეკილება, წყნარად და შეუმჩნევლად ქონების დაგროვების უნარი, ქონების დაბანდებისა და საკუთარი საწარმოს უხმაუროდ დაფუძნების შესაძლებლობანი.

უარყოფითი მხარე: თაღლითობის მსხვერპლად გახდომის ალბათობაა, ქონების დაკარგვის ფარული შიში, “შავი დღისთვის” ფულის დაგროვებისკენ მიდრეკილება, რაც გამოწვეულია უსახსროდ და უფულოდ დარჩენის შიშით. ინტრიგებსა და უკანონო ქმედებების გამო გამოაშკარავებისას ფულის დაკარგვა.

არცთუ იშვიათად ასეთი ადამიანები შემოსავალს იღებენ პარანორმალური უნარების წყალობით (მკითხაობა, ნათელმხილველობა, მკურნალობა, ნიშნების განმარტება), ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ხანდახან მიმართავენ მოტყუებისა და მანიპულაციების ხელოვნებას, ფაქტიურად თაღლითობას ეწევიან. ისინი ისწრაფვიან მთელი ცხოვრება უზრუნველყონ მატერიალურად და ამისთვის მუშაობენ მკაცრად დათქმული საწყისებით, ანდა მოქმედებენ კულისებში. ხშირად შემოსავლები დაკავშირებულია სამკურნალო სტანციონარებთან ანდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან. ცხოვრებისეული ფასეულობანი ფორმირდება ფარული, გაუცნობიერებლად დაგროვებული გამოცდილების ზეგავლენის წყალობით. ასეთი ადამიანი საკუთარ ფასეულობას ნაწილობრივ გადახედავს მაშინ, როდესაც სრულ მარტოობაში (განმარტოებით) დაიწყებს საკუთარ თავში ჩაღრმავებას, თვითანალიზს. იმისთვის, რომ შეიგრძნოს საკუთარი ფასეულობანი, ესაჭიროება თვითშეცნობა და საკუთარი ფსიქიკის სიღრმეების შესწავლა. მას შეუძლია აღმოაჩინოს უნარების განვითარების გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებში გარკვევას. ის ვალდებულია მნიშვნელოვანი დრო დაუთმოს საკუთარ თავს (შემეცნებას), ანდა მთლიანად გაემიჯნოს ადამიანებს და იცხოვროს მარტოობაში. მისთვის მიღებული წრისგან წასვლა და საკუთარი ნამდვილი “მე”-ს აღმოსაჩენად და შესაცნობად სულის სიღრმეებში ჩაღრმავება აუცილებელია, რათა გაიმყაროს ქვენცობიერად არჩეული ფასეულობები.

წყარო: www.aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top