მე-4 სახლის მმართველი

მე-4 სახლის მმართველი

მეოთხე სახლის მმართველად ითვლება ის პლანეტა, რომელიც მეოთხე სახლის ნიშანს მართავს. მაგალითად: თუ თქვენი მე–4 სახლის კუსპიდი (დასაწყისი) არის ვერძში, მას მართავს მარსი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ მარსი. თუ თქვენი მე–4 სახლის კუსპიდი თხის რქაშია, მისი მმართველია სატურნი, ნახეთ რომელ სახლში გყავთ სატურნი…

მეოთხე სახლის მმართველი პირველ სახლში

პოზიტიური მხარე: ტრადიციულობა, საცხოვრებელ ადგილზე და სამშობლოზე დამოკიდებულება, მჭიდრო კავშირი წინაპრებთან და მშობლებთან, ეზოთერული უნარები, ნებისმიერ სახლში ცხოვრების უნარი.

უარყოფითი მხარე: ნებისმიერი საცხოვრებელი ადგილით უკმაყოფილება, საკუთარ სახლში უცნაური და გაურკვეველი ზეწოლის განცდა. ბინაში საკუთარი ადგილისა და კუთხის მოძიების სირთულე. ადამიანის ნიჭის გამოამჟღავნებასა და განვითარებაში მშობლები ხელის შემშლელები არიან. სამშობლოში წარმატების მიღწევა ნაკლებადაა სავარაუდო. შესაძლებელია უკიდურესი კონსერვატიზმი.

მასზე ერთ-ერთმა მშობელთაგანმა მოახდინა უდიდესი გავლენა, რაც ნაწილობრივ დაკავიშრებულია იმ მემკვიდრეობასთან, რაც ეკუთვნოდა და მიიღო მემკვიდრეობით. ამ ადამიანის ცხოვრებაში ნათესავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი გვერდში უდგანან როგორც სიხარულის, ასევე უბედურების დროსაც, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შესაძლებელია იგივე დოზით ნათესავები მისთვის ყოველი ნაბიჯის გადადგმის ხელიშემშლელებიც იყვნენ და ეს იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ ამ ადამიანმა ვერ მოახერხა ნათესავებთან ურთიერთობების დარეგულირება.

მეოთხე სახლის მმართველი მეორე სახლში

პოზიტიური მხარე: ასეთ ადამიანს აქვს მდიდრულად მოწყობილი, მყუდრო და კარგად უზრუნველყოფილი სახლი. სამშობლოში მყარად აქვს ფესვები გადგმული, მისი ავტორიტეტი შეურყეველია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები წარმატებულით სრულდება, დიდი მეკვვიდრეობის მიღების ალბათობაა.

უარყოფითი მხარე: მშობლებზე მატერიალური დამოკიდებულება, რაც ადამიანს თრგუნავს. წინაპრებისგან მიღებული მიდრეკილება ფლანგვისკენ და მშობლების ვალის მემკვიდრეობით გადასვლა. შეასძლებელია გვარის გაკოტრება, ადრეულ ბავშვობაში სიღარიბე და უაზრო აზარტისა და წარუმატებლობის შთამომავლობით გადასვლა.

ასეთ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან ერთმანეთისგან განსხვვებული ფასეულობათა სისტემა, მათი ხასიათის ჩამოყალიბება დაკავშირებულია აღზრდის განსაკუთრებულ წესთან. ხშირად ამჟღავნებენ თავშეკავებულობას და წინდახედულობას ფულის გამოყენების საკითხში და ცდილობენ დაკავდნენ რაიმე კოკრეტულით, საგნობრივით და კარგად კოტროლირებადით.

მეოთხე სახლის მმართველი მესამე სახლში

პოზიტიური მხარე: მშობლებთან მეგობრული ურთიერთობა, მრავალი ნათესავი, მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანი დახმარების მიღებით ცხოვრება ძმებთან და დებთან მშობლების სახლში.

უარყოფითი მხარე: “სახლი ბორბლებზე”, საცხოვრებელი სახლის ხშირი ცვლა და გამუდმებული გადასვლები. მრავალი “ხლაფორთი”, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის შეცვლით.

ის თუ, როგორ ექცევა ადამიანებს ეს პიროვნება, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად რას ფიქრობს საკუთარ თავზე. მან მშობლების სახლში ბავშვობიდანვე აითვისა და აღიქვა მრავალი ფასეული იდეა. ძმები და დები, ნათესავები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მის აღზრდაში. მათ შეიძლება ეს განახორციელეს თავისუფლად ან პირიქით – ძალდატანებით, მაგრამ ეჭვს არ აბადებს, რომ ამ ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ხშირად ასეთი ადამიანები იმ ახლობელი ნათესავის ზრუნვის ქვეშ აღმოჩდებიან, რომელიც მათ საკუთარ სახლში ცხოვრობს.

მეოთხე სახლის მმართველი მეოთხე სახლში

პოზიტიური მხარე: საოჯახო პრობლემებს დიდი ყურადღება ეთმობა. ადამიანი მუდმივად ფიქრობს ტრადიციების მემკვიდრეობის გამო და ოჯახის კერის მოწყობაზე. ის გვართან ისეა დაკავშირებული როგორც ხე მიწასთან და ცდილობს წინაპრებისგან ყველაფერი კარგი და დადებითი აიღოს.

უარყოფითი მხარე: ასეთი ადამიანი სიმბოლურად ან რეალურად მიჯაჭვულია საკუთარ ოჯახზე, მას არ შეუძლია მშობლების ყურადღებას სადმე დაემალოს, საოჯახო პრობლემები მასზე უსიამოვნო ზეწოლას ახდენს, ნათესავებთან ურთიერთობას დიდ გადატვირთამდე მიჰყავს.

ასეთი ადამიანის ცხოვრებაში სახლი ცენტრალურ ადგილს იკავებს, თუნდაც სასტუმროში ნომერს იღებდეს, ცდილობს ეს ნომერი მოაწესრიგოს და შეუსაბამოს საკუთარ გემოვნებას. სადაც არ უნდა იყოს, დრო და დრო ის სიხარულით ბრუნდება საკუთარ სახლში, რათა დააგროვოს მისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ენერგია. ძალიან სერიოზულად ეკიდება მშობლებისგან მიღებულ მეკვიდრეობას და ბავშვობაში აღქმულ და შეცნობილ როგორც მატერიაურ, ასევე იდეურ ურთიერთობებს. ხშირად ასეთი ადამიანები ამაყობენ საკუთარი გვარით, ანდა პირიქით, უჩივიან საკუთარი გვარის სისუსტესა და ნაკლს. ამ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც წესი, ერთ-ერთი მშობელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. შესაძლებელია სამშობლოში წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევა. არაა გამორიცხული, მოხუცებთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.

მეოთხე სახლის მმართველი მეხუთე სახლში

პოზიტიური მხარე: ეს ადამიანი ცდილობს საკუთარ შვილებს გადასცეს ტრადიციები, მის სახლში მშვიდობა, თანხმობა და სიყვარული მეფობს. ბავშვები კარგად აღზრდილნი არიან, სიხარულით იღებენ ცოდნას, ამყარებენ და ანვითარებენ საგვარეულო ტრადიციებს.

უარყოფითი მხარე: შესაძლებელია სასიყვარულო თავგადასავლებით გამოწვეული დანახარჯების გამო სახლის განადგურება. არაა გამორიცხული “საგვარეულო ბუდის” დაცარიელება, ასეთ ადამიანს ბავშვები ხშირად დაბრკოლებას უქმნიან და შესაძლებელია ამ მიზეზით სახლიდან წავიდეს კიდეც.

ამ ადამიანის ცხოვრებაში სიყვარული და რომანტიკა მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. მის სახლში დიდი ადგილი ეთმობა ბავშვებს, და თუნდაც არ ჰყავდეს შვილები, სხვის ბავშვებს პატიჟებს სახლში, რათა ამ გზით მოახდინოს საკუთარი არსებობის გამართლება და გამოცოცხლება. უდიდეს კმაყოფილებას ანიჭებს გადამყიდველობა და ცდილობს ამ საქმიანობით დაკავდეს. საკუთარ სახლს აღიქვამს თავშესაფრად, სადაც შესაძლებელია მოდუნება და დასვენება. ის ცდილობს სახლში ჰქონდეს აბანო და სავარჯიშო კუთხე, არაა გამორცხული იყიდოს ველოსიპედი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია არასდროს გამოყენოს ველოსიპედი.

მეოთხე სახლის მმართველი მეექვსე სახლში

პოზიტიური მხარე: ამ ადამიანებს სჭირდებათ ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ იყიდონ მდიდრული სახლი და საგვარეულო ხაზით მიღებული მეკვიდროება თავდაჯერებულად განკარგონ. ხშირად ხდებიან გამომძიებლები ანდა საქმოსნები, რომლებიც ყველაფერს საკუთარი შრომით აღწევენ.

უარყოფითი მხარე: არაა გამორიცხული მემკვიდრეობით მიღებული დაავადებები, მძიმე სამუშაო, ბევრი გადატვირთვა, შესაძლებელია მშობლებთან მუშაობა (ან მშობლები იმუშავებენ მასზე, ან ის იმუშავებს მშობლებზე). მშობლები მიდრეკილნი არიან დაიმონონ იგი და მოექცნენ საკმაოდ უცერემონიოდ.

ამ ადამიანებს სახლში მუშაობა ყოველთვის მოსწონთ. აღზრდის შედეგად ასეთი ადამიანი თამამი და გაბედულია. ის ყოველთვის ეხმარება უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს და არ შეუძლია გაწეული დახმარების სანაცვლოდ ფული მიიღოს ახლობლებსიგან (ასეთ შემთხვევაში, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს). ადრე თუ გვიან ეს ადამიანი დაიქირავებს მოსამსახურეებს ან დიასახლისს.

მეოთხე სახლის მმართველი მეშვიდე სახლში

პოზიტიური მხარე: ძლიერი, მყარი და ხელსაყრელი ქორწინება, შესაძლებელია დიდი მზითვის მიღება. ცხოვრების თანამგზავრი ერთგული და საიმედო პარტნირი აღმოჩნდება, რომელიც ჭეშმრიტად დაიცავს ოჯახურ კერას. იმისთვის რომ ამ ადამიანმა შეიგრძნოს ოჯახის სითბო და კეთილდღეობა, ძალიან სჭირდება გვერდით პარტნიორი, მის გარეშე არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა. ამ ადამიანს შეუძლია აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის ყოველთვის ცდილობს საკუთარი ოჯახისა თუ პირადი საქმეები სხვების წინაშე გამოფინოს, რამეთუ სერიოზულად ეკიდება გარშემომყოფების შეფასებასა და აზრს, ანუ საკუთარ ცხოვრებას, საოჯახო საქმეებს აფასებს სხვების შეფასებით და შეხედულებებით.

უარყოფითი მხარე: სამშობლოში ჩხუბები, ოჯახური ცხოვრების სიმძიმე, შეაძლებელია ღალატში დადანაშაულება. მშობლები შესაძლებელია ღია მოწინააღმდეგეებად ექცვეს. ცხოვრება აღიქმება როგორც ტვირთი, ნებისმიერი საქმე ეხლიდან ეცლება, ადრე თუ გვიან მოუწევს სამშობლოსთან, ანდა, როგორც მინიმუმი, მშობლების სახლთან განშორება. შესაძლებელია ქონებისა და მემკვიდრეობის გამო სასამართლო გარჩევები ნათესავებთან.

მეოთხე სახლის მმართველი მერვე სახლში

პოზიტიური მხარე: მდიდრული მემკვიდრეობა, ქონების წარმატებით გაუმჯობესება და გამრავლება. ასეთ ადამიანებს უცნაურ დახმარებას აღმოუჩენენ ნათესავები, არაა გამორიცხული ეზოთერიკის მიმართ ინტერესი და საიდუმლო საქმეებში წარმატებები.

უარყოფითი მხარე: მშობლებთან იმდენად მძიმე ურთიერთობაა, რომ არის ჩხუბების, სკანდალებისა და ხელით შეხების ალბათობა. სიცოცხლის მძიმე დასასრული _ საცხოვრებელ ადგილზე კატასტროფა ანდა სამშობლოში ავტორიტეტის დაცემა.

ასეთი ადამიანი განმარტოებით მოკრძალებულად ცხოვრობს, მთლიანდ საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ერთი შეხედვით ის შეიძლება ჩანდეს გახსნილ და უბრალო ადამიანად, მაგრამ ცოტას თუ ეცოდინება სინადვილეში რას ფიქრობს და აკეთებს. შესაძლებელია ახალგაზრდობისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს ახლობელი ადამიანის/ნათესავის გარდაცვალებამ, რის შედეგადაც სხვებთან შედარებით ადრე დაიწყოს სერიოზული ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე და ამ საკითხებს სერიოზულად მოკიდოს. არაა გამორიცხული, რომ ჰქონდეს სხვების დარწმუნებისა და გადარწმუნების უდიდესი უნარი, ასევე უხილავი სამყაროს კვლევის ნიჭითაც იყოს დაჯილდოებული. იმისთვის, რომ თავი თავდაჯერებულად იგრძნოს და მშობლების მოლოდინიც გაამართლოს, შესაძლებელია მოუწიოს სულიერი გარდაქმნის ფაზების გავლა.

მისთვის მნიშვნელოვანია მატერიალური სახსრების განკარგვა და სხვა ადამიანების შესაძლებლობების ხელმძღვანელობა. არაა გამორიცხული, ეძიოს და მიაღწიოს სხვების მხარდაჭერას.

მეოთხე სახლის მმართველი მეცხრე სახლში

პოზიტიური მხარე: შორეული გადაადგილებისა და ემიგრაციის ალბათობა, მშობლებისგან მოშორებით ცხოვრება, ცოდნის საზღვარგარეთ, ასევე უცხო ქვეყნებზე დაგროვილი ცოდნის გამოყენება და უცხოელებთან კავშირები სახლისა და საოჯახო საქმეების გამყარების მიზნით. უცხოეთში მყოფ ნათესავებთან ცხოვრების შესაძლებლობა, უმაღლესი განათლების გამოყენება საოჯახო ცხოვრების გამყარების მიზნით.

უარყოფითი მხარე: მსოფლმხედველობაში სრული გაურკვევლობა, საოჯახო საქმეების მართვაში იდეოლოგიური გაუგებრობები, ხეტიალისკენ მიდრეკილება.

მშობლები ცდილობენ მისცენ მას საფუძვლიანი განათლება, რომელშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს რელიგია და ფილოსოფია. ის ადრეული ასაკიდან ცდილობს მიიღოს უმაღლესი განათლება. არაა გამორიცხული მშობლები იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაეები. შესაძლებელია ბავშვობაში ამ ადამიანმა გადაიტანოს რაღაც იდუმალი და ამოუცნობი, რამაც მოახდინოს არაჩვეულებრივი კულტურული ზეგალვენა. შესაძლებელია მან იცხოვროს დაბადების ადგილიდან მოშრებით, უცხო ქვეყნების საყოფაცხოვრებო-საოჯახო ცხოვრების წესებით აქტიურად დაინტერესდეს და საკუთარ სახლში განათავსოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშები და საგნები, ამ კუთხით აქტიურად მოჰყოს ხელი კოლექციონერობას. შესაძლებელია მემკვიდრეობით მიიღოს მიწის ნაკვეთი ანდა მნიშვნელოვანი ქონება, მაგრამ ასე თუ ისე, ეს მაინც მშობლიური ადგილების დატოვებასთან იქნება დაკავშირებული.

მეოთხე სახლის მმართველი მეათე სახლში

პოზიტიური მხარე: ნათესავებისა და მშობლების პროტექცია ეხმარება წინ წაწევაში, ის წარმატებას აღწევს მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციების მეშვეობით. დადებითად განვითარების შემთხვევაში ფეხქვეშ მყარ ფუნდამენტს კარგად შეიგრძნობს და ყოველ დონეზე საფუძვლიანდ მყარდება. კონსერვატიზმისა და “ბლატების” ხელსაყრელი კომბინაციაა.

უარყოფითი მხარე: წინაპრების ტრადიციებისგან გამიჯვდა და კავშირის გაწყვეტა, ცხოვრებაში კარგად მოწყობის შეუძლებლობა, რეალურ პროფესიულ მიღწევებში სირთულეები, გეგმების განხორციელებასა და პოპულარობის მიღწევაში სირთულეები, ამ ადამიანა არ აქვს საჭირო თავისუფლება, მას ყელში ამოსდის ყოფითი და საოჯახო პრობლემები. სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებს პირადი მიზნებისთვის, კერძოდ: აგარაკის ანდა სახლის მშენებლობისთვის, ასევე უძრავი ქონებით მაქინაციებისთვის.

მის ცხოვრებაში ორივე მშობელი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მომავალში შესაძლებელია ის აღსდგეს ყველანაირი ავტორიტეტის წინააღმდეგ, რადგანაც ორიევ მშობელი ცდილობდა მთელი ბავშვობის განმავლობაში ყოველმხრივ დისციპლინაში ჰყოლოდათ. განსაკუთრებული გავლენა, რა თქმა უნდა, მამას აქვს. ხშირად ასეთი ასპექტის მქონე ადამიანები კარიერას ოჯახის სასარგებლოდ უარყოფენ. ისინი დროდადრო აქიტურად იწყებენ მუშაობას, რათა არსებობის საშუალება გამოიმუშაონ, მაგრამ მეტწილად მაშინ აღწევენ კმაყოფილებას, როცა ბინიდან არსად გასვლა არ სჭირდებათ, ამის წყალობით კი თავს არიდებენ კონკურენციასა და პირდაპირ კრიტიკას. თავის ოჯახურ წრეში შეიძლება ძალინ გახსნილები იყვნენ და საკუთარ თავში აღმოაჩინონ საკმაოდ კარგი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება. თუმცა ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ აგრესიის გამოვლინების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

მეოთხე სახლის მმართველი მეთერთმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: საოჯახო ცხორებაში რაიმე სიახლის შეტანის სურვილი, სამშობლოში რეფორმების გატარებაში მონაწილეობა, ტრადიციების განახლებისკენ სწრაფვა, მეგობრებთან თითქმის ნათესაური კავშირი, ეზოთერული პრაქტიკის მიღების სურვილი.

უარყოფითი მხარე: ტრადიციების დარღვევა და მათთან კავშირის გაწყვეტა, ასევე ყველაფრის დაცინვისა და დაზიანების სურვილის ქონა. საგვარეულო ფესვების არარსებობა, წმინდანების იმიტაციისკენ მიდრეკილება, სახლის ხშირი გაქურდვა. მყარი, მდგრადი საცხოვრებელი ადგილის არარსებობა. უსახლკაროს ფსიქოლოგია, საცხოვრებელ ადგილას რაიმეს შეცვლის გამუდმებული სურვილი. ახლობლებთან არამყარი ურთიერთობები, საკუთარ სახლში რაიმეს კეთების სურვილის უქონლობა.

შესაძლებელია ეს ადამიანი გაიზარდა იმ სახლში, რომლის კარიც მეგობრებისთვის მუდამ ღია იყო. მას ისე ზრდიდნენ, რომ უკვე ბავშვობაშივე განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე იყო ორიენტირებული და მისი ცხოვრებისეული პრიორიტეტები მშობლების მიერ განისაზღვრა. შესაძლებელია მის გვერდით ერთი მშობლის არ ყოფნა (შენიშვნა: მშობლის არყოფნისა ანდა არყოლის მიზეზები დაკონკრეტებული არაა). არაა გამორიცხული, ამ მშობლის ადგილი დაიკავოს ოჯახის მეგობარმა და ახლობელმა. ხშირად ეს ადამიანები საკუთარ ოჯახში შვილად აყვანილ ბავშვებს ზრდიან. მათი ყოველდღიური საქმიანობა ყოველთვის სავსეა წვრილმანი საზრუნავითა და მოულოდნელობით.

მეოთხე სახლის მმართველი მეთორმეტე სახლში

პოზიტიური მხარე: ასეთი ადამიანი შემოქმედებითი საქმინობის გამო, სახლში, საკუთარ თავთან განმრტოებისას მშვიდდება. ყოველთვის აქვს კუთხე, სადაც მშვიდად, ყველასგან იზოლირებულად იგრძნობს თავს. მიდრეკილია მედიტაციისკენ და მედიტირებას ოჯახური ცხოვრებისგან მოუწტვეტლად ახერხებს.

უარყოფითი მხარე: სახლი განიხილება როგორც ციხე, ადამიანი არის განმარტოებასა და დამცირებულ მდგომარებაში, მკაცრი კონტროლის ქვეშ და მშობლების მხრიდან განიცდის ზეწოლას. მას გამუდმებით რაღაცის ეშინია, ვიწრო წრეშიც კი შიშს განცდის. ფარული მტრები მისსავე სახლშიც კი აგნებენ და არ ასვენებენ. იშვიათად განიცდის საკუთარი სახლის დანაკარგს, ან საპირსპირო ვარიანტი, რეალურად კარგავს სახლს.

ეს ადამიანი ფლობს უდიდეს ფარულ ძალებს და აუცილებლობის შემთხვევში იყენებს კიდეც, რაც სრულიად მოულოდნელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცუდად იცნობენ მას. ხანდახან კედელივით მიდგომელი და მყარი ხდება. თუ ის სხვების წინაშე ასე დგომას ვერ მოახერხებს, მაშინ უაზროდ გაფლაგავს საკუთარ ენერგიას და ვერ შესძლებს მიზანდასახულ მუშაობას. შეუძლია მოიავადმყოფოს თავი, რათა ამ გზით გაექცეს ცხოვრების რეალობასა და ცხოვრებისეულ პრობლემებს. სახლი მისი არსებობის უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს და მას უყურებს როგორც თავშესაფარს, რომელიც ეხმარება დახარჯული ენერგიის შევსებაში. სჭირდება ისეთი ადგილები, რომელიც სხვებისთვის უცნობია და ამით საკუთარ თავს საშუალებას აძლევს “დაემალოს” აბეზარ, ხელისშემშლელ ადამიანებსა და გარემოებებს. გარშემომყოფები ხშირად ფიქრობენ, რომ ბოლომდე იცნობენ მას, მაგრამ რაც მათთვის ცნობილია ზედაპირული ურთიერთობებიდან, სულაც არ წარმოადგენს რეალობას. ამ ადამიანის დაფარული არსი იციან მხოლოდ შინაურებმა და ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა. მისი ცხოვრება დაკავშირებულია რაღაც საუდუმლოებასთან, რომლთან შეხებაც მოუწია ადრეულ ბავშვობაში და რომლის შესახებაც არავინ იცის. ხშირად ის ცდილობს დაფაროს თავისი წარმომავლობა და არ უყვარს საკუთარი ცხოვრებისა თუ წარმომავლობის აფიშირება.

წყარო: www.aquarun.ru

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top