მზე  და  ჯანმრთელობა

მზე და ჯანმრთელობა

ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, თუმცა საყურადღებო მომენტები სასურველია ცალკე განვიხილოთ.

როდესაც მარსი და სატურნი ერთად აზიანებს მზეს, აუცილებელი არაა ეს ცუდი ჯანმრთელობის მაუწყებელი იყოს, რადგან მარსის მზესთან ასპექტირება ყოველთვის ზრდის ცხოველმყოფელ სითბოს.

მარსი, რომელიც მზეს აზიანებს და ამასთან ერთერთი მათგანი ანგულარულ* მდგომარეობაშია ან თუ მარსი მზეზე მაღლაა სავარაუდოდ ეს მდგომარეობა არის ძალადობრივი და ანთებითი დაავადებებისა და უბედური შემთხვევების ან მოულოდნელი სიკვდილის მაუწყებელი. (არაერთი სხვა ასპექტისა და პლანეტის გათვალისწინებით).

მზე მე6 სახლში, თუ არ არის კარგად ასპექტირებული, მატულობს ხანგრძლივი და გამომფიტავი დაავადებების ალბათობა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაშიც შეიძლება პერიოდულად ვლინდებოდეს.

მზის მდგომარეობას თითოეულ ნიშანში დიდი მნიშვნელობა აქვს (ძირითადად, თუმცა არა ყოველთვის) მამაკაცის ზოგად ჯანმრთელობასა და ძალაზე.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მზე ვერძში – იძლევა ძლიერ კონსტიტუციას, დიდ სასიცოცხლო ძალებს, ავადობისადმი ორგანიზმი ნაკლებად მიდრეკილია. თუ მზე ძლიერ დაზიანებული, ჩნდება ციებ-ცხელების სიმპტომატიკით მიმდინარე დაავადებების საფრთხე, ძირითადად ვლიდნება თავისა და თვალების ზონის პრობლემები.

მზე კუროში – ძლიერი კონსტიტუცია, მაგრამ გული არის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკის ქვეშ. აპოპლექსია, გულის წასვლა, უეცარი კოლაფსის განვითარების ალბათობა. ძლიერი დაზიანებსას შესაძლოა იყოს მოულოდნელი სიკვდილის განვითარების მიზეზი.

მზე ტყუპებში – საკმაოდ ძლიერი კონსტიტუცია, მაგრამ გავლენას ახდენს ფილტვებზე, სისხლზე და ნერვულ სისტემაზე. თუ ძლიერ დაზიანებულია შესაძლოა გამოვლინდეს წინასწარგანწყობა ტუბერკულოზის, ფილტვებისა და სისხლის სხვადასხვა დაავადებებისადმი.

მზე კირჩხიბში – ძლიერი კონსტუტუცია. სუსტდება საჭმლის მომნელებელი ორგანოები, შესაძლოა განვითარდეს რევმატიზმი, ქრონიკული დაავადებები – სატურნთან ცუდი ასპექტირებისას, ასევე სიმსივნური დაავადებები.

მზე ლომში – ძლიერი და მტკიცე კონსტიტუცია, სხვა ნიშნებთან შედარებით ორგანიზმი დაავადებებისაკენ ნაკლებად მიდრეკილია. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით გულის პრობლემებია დამახასიათებელი.

მზე ქალწულში – მგრძნობიარე კონსტიტუცია, სუსტი კუჭ-ნაწლავი. ზოგადად საჭმლის მომნელებელი ორგანოების პრობლემები. მიდრეკილება შეკრულობისაკენ. ფილტვებისა და ნერვული სისტემის დაავადებების განვითარების ალბათობაც მატულობს. ნაწლავების სხვადასხვა პრობლემები, ისეთი როგორიცაა კოლიკა, გაუვალობა და სხვა.

მზე სასწორიში – ნორმალური კონსტიტუცია, რომელსაც შეუძლია ფუნქციონალურ დარღვევებს წინ აღუდგეს. თირკმელები და ხერხემლის ზონა საკმაოდ სუსტია, მიდრეკილება ვლინდება ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა დიაბეტი, კანის სხვადასხვა პათოლოგიები, თავისა და კუჭის პრობლემები. დაავადებები ძირითადად შინაგანი ხასიათისაა.

მზე მორიელში – ძლიერი კონსტიტუცია და დიდი სასიცოცხლო ძალები, ტიპიურია ანთებითი და ძალადობრივი სახის პრობლემები, რომელიც აზიანებს საყლაპავს, გულს და გამომყოფ სისტემას, ინფექციურ დაავადებები, ბუასილი, ფისტულები და შარდგამომყოფი სისტემის მოშლილობა. ეს ნიშანი ფლობს დიდ მაგნეტიზმსა და მიზიდულობის ძალას.

მზე მშვილდოსანში – იძლევა ძლიერ კონსტიტუციას, ფიზიკური ავადობა ძალიან იშვიათია. სისუსტე – სისხლი, ნერვული სისტემა, ხოლო ფილტვები გადამეტებული აქტივობის გამო შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამ ნიშნისთვის უბედური შემთვევების საფრთხე, ჭრილობები და დაზიანებები უფრო სპეციფიურია, რომლებიც დაცემის, ცხოველთა ნაკბენის ან სპორტული ტრავმების შედეგად იჩენს თავს.

მზე თხის რქაში – სავარაუდოდ სუსტი კონსტიტუცია, სასიცოცხლო ძალები ყველაზე დაბალ დონეზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები და ნაწლავები სუსტია. დაავადებები სიცივისა და გადაცივების, არასათანადო კვების რეჟიმისა ან არასაკმარისი კვების ნიადაგზე ვითარდება. ასევე არის რევმატიზმის, ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებებისკენ, შეკრულობისკენ, მელანქოლიური განწყობისკენ მიდრეკილება.

მზე მერწყულში – ძლიერი კონსტიტუცია, მაგრამ ექვემდებარება დაავადებას რომლებიც უკავშირდება ცირკულაციის დარღვევას, ნერვულ აშლილობებს, სპაზმებით მიმდინარე ნოზოლოგიებს. შესაძლოა გულისა და თვალების პრობლემები. გონებრივი მდგომარეობა ხშირად ხდება სხვადასხვა დაავადებების განვითარების მიზეზი.

მზე თევზებში – არ იძლევა ძლიერ კონსტიტუციას, შედეგად სასიცოცხლო ძალებიც სუსტად გამოხატულია, ინფექციური დავავადებებისკენ მიდრეკილება ვლინდება, არასათანადო სისუფთავისა და ცუდი მაგნეტიზმის გამო. მატულობს – ტუბერკულოზის, სისხლის პრობლემების, მომნელებელი სისტემის დაავადებებისა და ზოგადად სისტემის დაბიძნურების გამო.

შენიშვნა – ცალსახად მხოლოდ ზემოთხსენებული დაავადებების მიდრეკილებებით ხელმძღვანელობა არ არის სასურველი, აუცილებელია მათი განხილვა ძირითადად მზის ასპექტებთან ერთად. თუ მზე კარგად ასპექტირებულია – დაავადებებისადმი მიდრეკილებები კლებულობს და პირიქით – არასასურველი ასპექტებისას მატულობს.

დამუშავებულია – რაფაელის “სამედიცინო ასტროლოგიის” წყაროზე დაყრდნობით.

ავტორი : ქეთი


About Kate

Scroll To Top