მზე თევზებში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე თევზებში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე თევზებში, ასცენდენტი ვერძში

პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვითავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი საკუთარ თავს სამყაროს სრულიად სხვნაირად აჩვენებს, ვიდრე სინამდვილეშია შინაგანად. ისინი გარშემომყოფებს ძლიერებად და ცეცხლოვანებად წარმოუდგებიან, მაშინ, როდესაც მათში ყველაფერი მოწყვლადია და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისთვის არიან მზად. ხშირად თვითიმედოვნების შთაბეჭდილებას ახდენენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია. ისწრაფვიან სხვისკენ, სურთ ერთობა, ხანდახან ეკედლებიან რომელიმე სექტას, მაგრამ გარეგნულად მაინც რომ დათმონ, ამის ძალაც კი არ შესწევთ. ისინი სურვილებით გადატვირთულები არიან. მათ  სინაზის წყურვილი ეუფლებათ, რომლის მიღებასაც თუ ადამიანებისგან ვერ მიაღწევენ, მაშინ შინაური ცხოველებისგან ცდილობენ, ანდა მის რეალიზაციას ქველმოქმედების საქმიანობაში ახდენენ. ისინი, მეტწილად, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებისას აჭარბებენ, ყველაზე წინ დაყენებულია _ საკუთარი ძალები, ასე რომ, იწვევენ იმ მოლოდინს, რომლის დაკმაყოფილებაც არ შეუძლიათ, რაც ტანჯვას აყენებთ. მთელი დრო დაძაბულები არიან, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებიან. ისინი იყურებიან ხან მომავალში, ხან წარსულში, აწმყოში ცხოვრება უჭირთ. ისინი მიმართავენ მოგონებებს, ძველ ფოტოსურათებს, წერილებს, ანდა ვარდებიან წარსულის მოგონებებში. სამყარო  როგორც მტრულად განწყობილი, ისე აღიქმება, როცა დამარცხდებიან _ ძალებისგან იცლებიან. თუ ამ “თავდასხმის” მოგერიება და გადალახვა გამოუვათ, რაიმეს შესაქმნელად ძალებს იპოვიან. ხშირად იწვიან იმ ცეცხლში, რომელიც თავად დაანთეს. ფიქრობენ, რომ მათი დამოუკიდებლობა აღიარებული უნდა იყოს. რთულად უმკლავდებიან ცხოვრებას, მაგრამ სამაგიეროდ უთითებენ კავშირებზე, რომელიც ძალიან მყარია. სიყვარულისთვის მათი არსი უფრო მეტადაა ღირსეული, ვიდრე ამაზე მათი გარეგანი ქცევა უთითებს.

მზე თევზებში, ასცენდენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ამ ხასიათს შეუძლია გრძნობების მღელვარებას ბოლომდე მიეცეს. მათ სურთ, რომ სამყაროს მოსწონდეთ, ასხივებენ განსაზღვრულ შინაგან იდუმალებას. გრძნობებს საღვთისმეტყველო საზოგადოებამდე ანდა ოკულტურ სექტამდე მიჰყავთ. ახდენენ რბილი და თვინიერი ადამიანების შთაბეჭდილებას. ბრწყინვალედ თვალთმაქცობენ, ატყუებენ გარშემომყოფებს. საკუთარ საფუძველში გრძნობებსა და ინსტიქტებზე არიან დამოკიდებულნი, გრძნობების ჭავლი მუდამ აბობოქრებულ ზღვაში ითრევთ. ხშირად პოულობენ ვინმეს, ვინც დაიცავს მათ, ვინც დაეხმარება სირთულეების, ცხოვრების გადატანაში. როდესაც “თიბვისას ქვას წამოედებიან” გამაოგნებლად ეგოისტურად რეაგირებენ, გამოდიან რა იქიდან, რომ არავინ იმყოფება ისეთ საშიშროებაში, როგორშიც ისინი არიან. მათი ჯანმრთელობა ხშირად მყარი არაა _ არარეგულარული ცხოვრების წესის გამო. ექიმთან მიდიან უკანასკნელ წამს, ანდა პირიქით, ყოველ მოსახერხებელ შემთხვევებში. ეძლევიან რა საკუთარ ემოციებს, მუდმივად ორჭოფობენ და მერყეობენ. მხოლოდ კეთილგანწყობილ გარემოცვას შეუძლია მათი გადარჩენა. თუ მაინცდა მაინც, გარშემომყოფები მათ მიმართ სიხისტესა და სიმკვეთრეს გამოიჩენენ, მაშინ თითქმის სრულიად უმწეონი და დაუცველები ხდებიან. საკუთარი მიმზიდველი ალის მოკლებისას, ეძლევიან სულიერ და მატერიალურ გაბრუებას. ამასთანავე,  თუ ისინი მოახერხებენ საკუთარი თავის დისციპლინაში ჩაყენებას, საკუთარი მგრძნობიარობის წყალობით, სხვებისთვის მრავალი რამის გადაცემას შეძლებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაეუფლებიან ზემოქმედების დიდ ძალას.

მზე თევზებში, ასცენდენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ის ხასიათია, რომელიც შინაგან დაურწმუნებლობას მგრძნობიარე რიტორიკის მიღმა მალავს. ინსპირაცია* კარგადაა განვითარებული, ასე რომ, მათ გამოსდით კაშკაშა, დამამახსოვრებელი გამოხატვის შექმნა. ფლობენ ლიტერატურულ ნიჭს. ყველაფერი რამდენადმე რომანტიკული აქვთ, მათ შორის საკუთარი ცხოვრებაც. მათი ინსტიქტი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგად გრძნობენ თავებს მეგობრებთან, რომლებიც არც ისე ძალიან ემხრობიან მეწვრილმანურ ცრურწმენებს. პროფესიაში გულითადები, გულმოდგინენი არიან, მართალია, ხანდახან, ყველაფერი არ გამოსდით, მაგრამ, როცა საქმე წესრიგშია, საკუთარ თავებს არც ისე კარგად გრძნობენ. ისინი არ ძუნწობენ თავგანწირულ ჟესტებსა და გრძნობებზე, ასევე საგნებზეც, ასე რომ, არაერთხელ კარგავენ რაიმეს და იმედოვნებენ სასწაულებზე _ და რამდენადაც სასწაულების სჯერათ, სასწაული ნამდვილად ხდება. შეუძლიათ სხვების გაგება და ეს ამსუბუებს მათ ურთიერთობას გარშემომყოფებთან, თუმცა–ღა, დამოკიდებულნი არიან განწყობაზე და არ შეუძლიათ თავის შეკავება. შეუძლიათ გატაცებულნი და ჩათრეულნი იყვნენ სექტებში, ქუჩაში გამოვიდნენ ქადაგებებით, ამის გამო უნდა ელოდონ დაცინვებს. საკუთარ თავებს ხედავენ წმინდანების წარმომადგენლებად, სწამთ, რომ თავადაც გახდებან წმინდანები. გატაცებულნი, ახდენენ დამაჯერებელ შთაბეჭდილებებს და საკუთარი თავისთვის ავტორიტეტს იქმნიან, რომელიც ცოტათი ღიმილის მომგვრელიცაა, მაგრამ მსუბუქი დაცინვა მათ არ აშინებთ. ის მხოლოდ ხელს უწყობს მათი იდეების გავრცელებას.

მზე თევზებში, ასცენდენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი, სავსეა ფანტაზიით. ისინი აოგნებენ იმ ვარიაციებით, რომლებსაც გარშემოყოფებს სთავაზობენ. საკუთარ სახლს დიდ ციხე-სიმაგრედ აქცევენ, მათი სამოსი ინდივიდუალური და თავისებურია, მიმზიდველია. უყვართ ხელოვნება და სამკაულები. ხიბლავენ თითქმის ჯადოქრულად _ როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც. სურთ განახორციელონ საკუთარი ფანტაზიები _ და ეს შთააგონებთ იმას, რომ დასვენების დღეებშიც კი იმუშაონ. თუ სამანქანო დარბაზში ყვავილების თაიგულია, რომელზედაც კოლეგები იცინიან და თავისთვის თაიგულს თითო ყვავილს მაინც აწყვეტენ, _ მომდევნო დილით მათ ახალი თაიგული მოაქვთ. ეს იმდენად მიმზიდველად და სიყვარულის ღირსებად აქცევს, რომ სიყვარულის გამოვლინებისას თავდასხმისა და უცნობადობისგან იცავს, რისკენაც მიდრეკილნი არიან. ეს მყვინთავები არიან, რომლებიც ზღვებში რაც შეიძლება ღრმად ეშვებიან, რათა იქ ახალი ფერები იპოვონ. ეს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შვებულება ძილის გარეშე გაატარონ, რათა არ გამორჩეთ მზის არც ამოსვლა და არც ჩასვლა და ყველაზე საუკეთესო წამები აღბეჭდონ. მხურვალედ ეკიდებიან მეგობრებს, მეგობრობაში იყენებენ ბევრ სხვადასხვა ფანტაზიასა და გულითადობას, ამას ავლენენ მცირედშიც, ორგინალური საჩუქრებითაც კი. საჭიროებენ მეგობრებს, გამოხმაურებებს. მარტო დარჩენის შიშის გამო ეგოისტურები არიან, მაგამ ეს ის ეგოიზმია, რომელიც იმდენს არ იღებს, რადენსაც გასცემს. ხანდახან ანგელოზებად ჩანან, მაგრამ მთლად ასეთებიც არ არიან.

მზე თევზებში, ასცენდენტი ლომში

პიროვნება _ დომინანტი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ამ ხასიათს,  კარგი გარეგნული თამაშით,  შინაგანი სისუსტეებისა და მგრძნობიარობის დაფარვა შეუძლია და ამიტომაც, ასეთი სახით, დაუცველი არსი დაცული ხდება. მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ რაიმეს ძლიერ შეეჯახებიან, მთელი თავისი ხიბლის მიუხედავად, ძალიან ხისტად რეაგირებენ, გამოდიან როლიდან. მუდმივად იმეორებენ, რომ საკუთარ სიმყარეში დარწმუნებულნი არიან, მაგრამ ეს ასე არაა, მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ასეთებად ჩანდნენ, ამიტომაც მათი ზედმეტად დატვირთვა საჭირო არაა. რბილები და იდეალისტურები არიან, მათ ბრძოლებისთვის ძალიან ბევრი დროის დათმობა არ სურთ. ბევრს ოცნებობენ, თუმცა–ღა, ამას არ აღიარებენ. თითქოს–და, ორმაგ ცხოვრებას ეწევიან: ერთი თავისთვის, როცა ისინი მარტოობაში ხეტიალობენ ანდა ჯირითობენ, მეორე _ ყოველდღიურობისთვის, – ძალით აღვსილნი, თვითფლობის უნარიანნი, – სადაც რამდენადმე ძალაუფლებიანადაც კი ჩანან. მხოლოდ ერთია, ენერგია ძალიან სწრაფად ეშრიტებათ, ამიტომაც თავიდან საჭიროებენ შინაგან სიწყნარეს. სტრესულ სიტუაციაში შეიძლება დახმარება გაუწიოს საოცნებო ბოთლმა (ანუ სასმელმა). ამასთანავე, მათი პატივმოყვარეობა ძალიან დიდია. იგრძნობა, რომ საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ ყოველდღიური ხისტი ბრძოლების წარმოება უწევთ. ეს ადვილად არ გამოსდით, მაგრამ ცდილობენ, თავი  შინაგან სიმყარეს შეფარონ. აქ ასცენდენტი მათ იმისგან იცავს, რომ გამოჩდნენ ძალიან მოწყვლადები, რასაც მიჰყავს განსაზღვრული სახის ეგოისტურობის გამომუშავებამდე, თუმცა–ღა, საკუთრივ ეგოიზმზე, როგორც ასეთზე, საუბარიც კი არ შეიძლება. ისინი ასხივებენ იდუმალ ხიბლს, რომელსაც ძნელია არ დაემორჩილოთ. ადამიანები მათთან დროს სიამოვნებით ატარებენ.

მზე თევზებში, ასცენდენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი გარშემომყოფებში სიმყარეს და მდგრადობას პოულობს, რომელიც თავად მას არ ჰყოფნის. ის ეჭიდება რეალურ შესაძლებლობებს, ეკიდება ყველაფერს, რასაც შეუძლია მოცემულობაში სასიამოვნო იყოს. ისინი, ასევე,  მხარდაჭერას პოულობენ მოწესრიგებულ ცხოვრებაში. აუცილებელი მოვალეობები სრულდება უფრო გარშემომყოფების გამო, ვიდრე საკუთარი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. რამდენადაც შესაძლებელია სწამთ საკუთარი თავების, გარშემომყოფების _ რათა არ იყვნენ დაკარგულები. ამავდროულად ანვითარებენ  ყოველდღიურობის ძლიერ გრძნობასა და ერგებიან ნებისმიერ გარემოს. ფუფუნება უხარიათ, მაგრამ მოგზაურობაში საერთო ოთახში – საერთო საწოლზე – ღამის გაათენებაც შეუძლიათ. გარემოს ერგებიან, რათა სხვებში გაითქვიფონ. მამაცები არიან, მაგრამ არა აქვთ არანაირი პრინციპები, ხშირად საკუთარი სიამაყეც კი, _ არ შეუძლიათ საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცენ. ყველა მოცემულ შესაძლებლობას იყენებენ, მათი კავშირები არაა მყარი, ყველაფერს მართავს იმწამიერება. არ ავლენენ იმას, რაც მათში ნამდვილად ხდება, ცდილობენ ცხოვრებისუნარიანნი ჩანდნენ. პრაქტიკულობა ფლობს; სულიერზე საუბრობენ, მაგრამ არ იმუშავებენ. ასე რომ, ეს ხასიათი ნამდვილად ცხოვრებისუნარიანია, თუმცა–ღა, მუდმივად ცვლიან საკუთარ ცხოვრებისეულ ბირთვს, სამწუხაროა, რადგანაც, ხშირად, მათში მხატვრული ინტერესისადმი ზედაპირულ ორიენტაციასაც კი გარშემომყოფები ძალიან დიდ დაბრკოლებას უქმნიან.

მზე თევზებში, ასცენდენტი სასწორში

პიროვნება – მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი ფლობს თავისებურ, მიმზიდველ ძალას, რომელიც ერთდროულად იზიდავს და განიზიდავს. მათთან საქმის ქონა არაა უსაფრთო. მათი არსი _ დამატყვევებელია, საკუთარ თავს აძლევენ ბუნებრიობის (ძალდაუტანებლობის) უფლებას, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება, მაგრამ, რომელიც რეალურ სამყაროში შეუძლებელია, ისინი, ჩვეულებრივ, მაცდუნებელნი არიან, მაგრამ, იმისთვის, რომ ამ მიმზიდველობის საფუძვლამდე მივიდნენ, საჭიროა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირონ. აქ შეიძლება შევხდეთ მრავალს _ გრძნობასა და გონებას, თვითუარყოფას, თავგანწირვასა და სექტანტობისკენ მიდრეკილებას. ამაში მუდამ არის რაღაც იდუმალი, ფარული. ერთდროულად ახდენენ გადაჭარბებულად აღზრდილისა და განუვითარებელის შთაბეჭდილებას. ბევრს საუბრობენ ჰარმონიის სურვილზე, რომელიც მათთვის იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყონ ყველაფერი. გამუდმებით ყველაფერს თავიდან იწყებენ, სხვები ვალდებულნი არიან ეს მათთან ერთად აკეთონ, ამასთანავე, ისინი ლოგიკურად ხსნიან, ხოლო მოქმედებენ პარადოქსალურად. შეუძლიათ იმოქმედონ ნაყოფიერად, მაგრამ, ასევე გამანადგურებლად. თუმცა–ღა, არაა ადვილი მათ დონეზე ყოფნა. ადვილად შეუძლიათ გზას ააცდინონ წესრიგის დამცველი და მიმყოლი ბიურგერი. სულიერება აქ, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს. ყველაფერი უნდა იყოს სიღრმემდე გამოკვლეული, რაც ნიშნავს _ საზღვარი არ არსებობს; აქ შეიძლება იგრძნობოდეს მაგიური ძალა, რომელიც სულიერებითაა შეფერილი. ამ ხასიათის მიმზიდველობა საშინელებაა. შეესაბამება კი ის პირობას, მხოლოდ იმას შეუძლია თქვას, ვინც სრულიად მოექცა ამ ხასიათის გავლენის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხის გაგება შეუძლებელია, რადგან ამის შემდეგ, ამ ადამიანისგან შესაძლებელია აღარაფერი დარჩეს.

მზე თევზებში, ასცენდენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი უშიშრად ცურავს გარემოცვის წყლებში. ამასთანავე, ისინი სავსენი არიან დაძაბულობით, შიშინით და დუღილით. მათი შინაგანი განვითარება _ მუდმივი ზესვლები და ვარდნებია, ცამდე ასული მწარე, გვამური სუნით. არსით ისინი საკუთარი თავგანწირვის გამო იხლიჩებიან, მაგრამ ხშირად იქცევიან სარკასტულად. ძალიან დაუცველები, ეჭიდებიან ყველას, ვისაც უახლოვდებიან. დახმარებასა და გადარჩენას პოულობენ რომელიმე სექტაში, მაგრამ არა რელიგიურში, არამედ ოკულტურში, მაგიურში ანდა მსგავსში, სადაც, რაღაც ისეთია, რაც საკუთარი თავის დავიწყების საშუალებას მისცემთ. ამ სექტას ანდა გაერთიანებას ისინი იცავენ განსაზღვრული სიმამაცით. საერთოდ, მათში ადვილად კრისტალიზდება თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება. ბავშვები ადრე ხდებიან სიყვარულით და ცხოვრების სილამაზით აღვსილები. თუ ისინი საკუთარ თავებს გრძნობენ გაუგებრად, წყვეტენ ცხოვრების აზრის ხედვას, _ უკეთესია ბოლო, დასასრული. ეს შეიძლება იყოს ხილულად გაგრძელებადი, ნახევრად დავიწყებული ანდა განმარტოვდებიან უდაბნოში იმ იმედით, რომ მათ იქ მოძებნიან. თუ მაინც _ არა, მაშინ ისინი ამჯობინებენ მტანჯველი, მცხუნვარე მზის ქვეშ წყურვულით სიკვდილს, ვიდრე უკან დაბრუნდებიან. ფატა-მორგანას** იღებენ რეალობად. განთავისუფლება და დახმარება, ასევე, შეიძლება, ჰპოვონ ხელოვნებაში და მუსიკაში, თუ ისურვებენ რაიმე ისეთ საქმეში მონაწილეობის მიღებას, რომელიც მათ შემდეგაც გააგრძელებს სიცოცხლეს. მოჩვენებითი უზრუნველობა მათთვის უფრო მეტად გადამრჩენელი ლერწამის ღეროა, ვიდრე ნამდვილი განწყობა.

მზე თევზებში, ასცენდენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინაძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი უფრო დაჯერებული ჩანს, ვიდრე რეალურადაა. ამ ადამიანებს დიდი, თანდაყოლილი შესაძლებლობები აქვთ. მათ ფაქიზი, შთამაგონებელი, მხატვრული ხასიათი აქვთ, რომელიც, თითქოს–და, შეპყრობილია მსუბუქი ჯადოქრობით. გაფურჩქვნა, რომელიც შეუძლებელია, იდუმალად ჩანს. აქ შეიძლება დახმარებისა და გაგების პოვნა, მაგრამ, ასევე, რამდენადმე სექტურად განწყობილ ფანატიკოსებსაც, რომლებსაც მათ რწმენას არავინ ართმევს. ისინი ადვილად აღფრთოვანდებიან, ისწრაფვიან იდეალური მიზნებისკენ და პროფესიებისკენ, სურთ მიაღწიონ რაიმე განსაკუთრებულს. სხვებზეც ფიქრობენ, თუმცა–ღა, თავადაც სინაზის მოთხოვნილებით შეპყრობილნი არიან (საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც). ისინი სიამოვნებით უერთდებიან ძლიერი ხასიათის ადამიანებს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სახით რჩებიან. უკიდურეს შემთხვევაში, შეუძლიათ მარტოობაში აღმოჩნდნენ, იცხოვრონ მარტოხელას (ოჯახის შექმნის გარეშე) ცხოვრებით, თუ მხოლოდ დაქალები და მეგობრები იქნებიან გვერდით. თუ მაინც, საუბარი არაა მიზნებსა და კავშირებზე, შეუძლიათ მიეცენ ლოთობას, დატკბენ ჭამით, გემრიელად ჭამონ და გარეგნულად მოეშვან, მაგრამ მუდამ სურთ ყველაფრის თავიდან დაწყება, რადგანაც სწამთ უკეთესი მომავლის, მაშინაც კი, თუ ეს მომავალი იმ ქვეყნადაა. მათ იპყრობს ტრაგიკულობის მდგომარეობა, როცა აჯამებენ ცხოვრებს შედეგებს და საკუთარ თავთან უნდა აღიარონ, რომ სიყმაწვილეში ძალიან მაღალ მიზნებს აყენებდნენ, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი უფრო მოკრძალებული გახდა. ამან შეიძლება ისინი თვითგანადგურებამდეც კი მიიყვანოს, მითუმეტეს, რომ, სანამ მათი მშობლები ცოცხლები ჰყავთ, ისინი მათი _ საყვარელი არსებები არიან.

მზე თევზებში, ასცენდნეტი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი გარშემომყოფებისთვის რამდენადმე შმაგად ჩანან. ისინი სინამდვილეშიც ასეთები არიან, რადგანაც ზუსტად არასდროს იციან, როგორ მოიქცნენ. თუ დარწმუნებულნი არიან რწმენაში ანდა შეპყრობილნი რაიმე იდეით, მაშინ საკუთარი მიზნისკენ რეალური მოჭიდებით ისწრაფვიან და ეს მათ გადაარჩენს. თუ მაინც, ისინი ცხოვრებაში არამყარები არიან, მაშინ ეჭიდებიან წინამძღოლს, ვინც, საბოლოოდ, ცრუ_წინაძღოლი, მაცდუნებელი აღმოჩნდება. ისწრაფვიან თანდაყოლილი ინერტულობის გადალახვისკენ, ცდილობენ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კეთილსინდისიერნი იყვნენ, _ მაგრამ ეს მათ ძალებს აღემატება! საკუთარ სირთულეებში შეუძლიათ მხოლოდ ინსტიქტს ენდონ, _ მაგრამ ზუსტად ამაზე წასვლას ვერ ბედავენ. მუდმივად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც მათ განსჯიან და ასამართლებენ კიდეც. სიამოვნებით ურიგდებიან ამას, რათა ამაში, თუნდაც რაიმე მხარდაჭერა იპოვონ. იტანენ დამცირებას, საშიშროებების ქვეშაც კი ვარდებიან, რათა მარტო არ დარჩნენ. გარშემომყოფები ძალიანაც ვერ ამჩვენენ ამ შინაგან ცვალებადობას, მაგრამ გრძნობენ დაძაბულობას. ისინი საკუთარ თავებს ხან ღმერთის ხელში, ხან ეშმაკის კუთვნილებად გრძნობენ. მათი ფანტაზია შეიძლება იმდენად აღგზნებული იყოს, რომ წინადღისეული მოჩვენებები ესტუმროთ. ყალბი მეგობრებისგან განცდილი წარუმატებლობები სრულიად ართმევთ დაჯერებულობას. პარადოქსალური სახით, ეს უფრო ჯაჭვავთ ყალბ მეგობრებზე. მათი ინსტიქტი იკავებს. შეუძლიათ იპოვონ გადარჩენა დისციპლინირებულ მხატვრულ სამსახურში ანდა რწმენის საკითხებში. ისინი _ იღბლიანები არ არიან, მაგრამ საკუთარი თავის თავიდან აღზრდის შესაძლებლობა აქვთ _ და თუ ამას მოახერხებენ, გარშემომყოფებზე საკუთარ გავლენას მაშინ გაავრცელებენ.

მზე თევზებში, ასცენდენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი გარშემომყოფებისთვის თითქმის მუდამ შინაგან აღგზნებად წარმოდგება. ისინი მოსწონთ და საკუთარი თავისადმი ინტერესს იწვევენ, ფლობენ წინათგრძნობის მნიშვნელოვან უნარებს. საშუალო დონეზე უფრო ღრმები და ფართეები არიან. ადრე ასეთ ადამიანებს ალქაჯებად მიიჩნევდნენ, მათ ნამდვილად აქვთ ზემგრძნობიარობისკენ მიდრეკილება. ხშირად ტელეპატიური უნარებით დაჯილდოებულნი არიან, ანდა შეუძლიათ გაიხსენონ რაიმე წარსული ცხოვრებიდან. ისურვებდნენ რომ საკუთარი ოცნებები მომავლის წინათგრძნობად მიეღოთ. თუ ხატავენ საკუთარ ოცნებებს, მაშინ საკმაოდ თანამედროვე ფერწერულ “ტილოს” იღებენ. მათი სული და აღქმელობა წამიერად რეაგირებს. მრავალს მათი ეშინია, რადგანაც შეუძლიათ ერთი შეხედვით დაიწყონ ადამიანის წარსულიდან რაიმე ისეთის მოყოლა, რაც მათთვის უცნობია _ ეს კი ადამიანებს აშინებთ. სულიერება აქ _ ნაყოფიერი ყანაა, გამოცდილების განძია. ინსტიქტი ძალიან კარგია და ინტუიციასთან ერთად ბადებს გამაოგნებელ გამონათქვამებს, რომელიც მუდმივად შეიცავს ჭეშმარიტ ბირთვს. ის, ვინც არ ფლობს ასეთ ნიჭს, ანდა არ განავითარა იგი (შეიძლება ეს მოხდეს არასაკმარისი დონის გამო), ფატალურად ეძლევა ცხოვრებისეულ სიტკბოებებს. შეუძლიათ სრულიად დაკარგონ საკუთარი თავები და დაინახონ საკუთარი მიზანი მხოლოდ იმაში, რომ იცხოვრონ თავისი შეხედულებისამებრ და სურვილით. თუ ერთ საათს დღეში ისე გატარებას შეძლებენ, რომ დასტკბენ საკუთარი ვერმუტით*** დანარჩენი მათთვის სულ ერთია. სხვებს მხოლოდ სიცილის უფლება რჩებათ, რადგანაც მათ არაფერი იციან სრული თავაშვებულობის ბედნიერების შესახებ, ისინი საკუთარ შეხედულებებში ქედმაღლები არიან.

მზე თევზებში, ასცენდენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ თავგანწირული (თავდადებული).

ეს ხასიათი გარშემომყოფებს დახმარების მუდმივი მზაობით ექცევა. ისინი ხშირად ძალიან გულკეთილები არიან, ამიტომაც დაუცველები _ თუ საფრთხე ემუქრებათ. სხვა სიტუაცებისგან _ გულუბრყვილო ღიმილით იცავენ თავებს. უკან იხევენ, როცა აწყდებიან რაიმე ძალიან ხმამაღალს, არამხატვრულს, ძალიან ზედაპირულს. ასხივებენ მიმდობობას, თუმცა–ღა, იშვიათად შეუძლიათ საკუთარი ძალის სიტყვებში გამოხატვა. მუდამ ძალიან სენტიმენტალურები, აღნიშნავენ საკუთარ პატარა, უმნიშვნელო, სამახსოვრო თარიღებს ისე, როგორც დღესასწაულებს, მათ გარს ანთია სანთლები, მათ წრეში მუსიკა მუდმივად ჟღერს. ყოველდღიურობა კარს მიღმა რჩება. სწრაფად იგებენ, რომ ცხოვრებისეულ ბრძოლებში მონაწილეობა _ მათი საქმე არაა. საკუთარ თავებს უფრო დაუცველებად აჩვენებენ, ვიდრე სინამდველში არიან, თავებს იკატუნებენ _ ეს კი ძალიან გამაოგნებლად შეუძლიათ. საკუთარ თავებს საცოდავ ღარიბებად ანდა წამებულებად აჩვენებენ და მუდამ გამოჩდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მათი მეშვეობით “სუფთა სინდისს” იმუშავებენ… უყვართ რომანტიკა, ფხიზელი სამყარო მათთვის ძალიან მოსაწყენი, ძალიან ნაცრისფერი და დამთრგუნველია. სურთ მშვიდობა და სიწყნარე. ცხოვრობენ ძალიან განმარტოებულად და არ გამოირჩევიან. ხშირად აღმოჩდება, რომ მათ შესანიშნავი შემოქმედებითი ნაწარმოებების შექმნა შეუძლიათ; თუ როგორი ფასეული ადამიანები იყვნენ, გარშემომყოფები მაშინ გრძნობენ, როცა ისინი უკვე ცოცხლები აღარ არიან. მათ აქვთ რაღაც იდუმალი, რაც, როგორც წესი, საკუთარ გარემოცვაში შიშს იწვევს. ისინი ძალიან იმქვეყნიურები არიან, ოცნებობენ სამოთხეზე, საიდანაც ადამიანები ასე დიდი ხნის წინ გამოდევნეს. მაგრამ ოცნება ხომ ისე შეუძლიათ, როგორც არავის სხვას!

* ინსპირაცია _ (inspiratio) 1. ვინმესთვის რაიმე მოქმედების, აზრის, თვალსაზრისის შთაგონება. 2. ვისიმე შეგულიანება, წაქეზება. Synonym: ინსპირირება =უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

**  ფატა-მორგანა [იტალ. fata morgana] – მირაჟის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ჰორიზონტზე ჩნდება შორეული კუნძულების, მთების, ქალაქებისა და სხვა ობიექტების სწრაფად ცვალებადი და დამახინჯებული გამოსახულებანი. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

*** ვერმუტი  (Wermut) დასპირტული ღვინო, რომელსაც არომატის მისაცემად დამატებული აქვს ზოგიერთი ბალახის (უმთავრესად აბზინდის) ნაყენი. =უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top