მზე თევზებში

მზე თევზებში

20 (19) თებერვალი – 20 მარტი

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ თევზები  ხართ – ნიშნავს, რომ “მზე თევზებში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია თევზების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

აქ მზე იმყოფება საგაზაფხულო თანასწორქმედების (გაზაფხულის ბუნიობა) წერტილამდე, 21 მარტამდე. თევზები _ ზოდიაქოში უკანასკნელი ნიშანია, ეს წყლის სტიქიაა ტრანსფორმაციის ზონაში და, როგორც ნიშანი, მრავალ რამეში ნეპტუნის ვიბრაციის ქვეშ ყალიბდება.

თევზების მეორე მმართველი იუპიტერია. აქ გვაქვს წყლის სტიქიის გამოვლინების უკანასკნელი დონე, ხოლო შინაგანად იწყება ცეცხლის სტიქიის (მომდევნო, ვერძის ნიშნის) ჟღერადობა.

ადამიანი, მზით თევზებში, საკუთარი ბუნებით, როგორც წესი, პასიურია, მგრძნობიარეა, ბედის ყველა დარტყმა გულთან ახლოს მიაქვს. ხანდახან გარე ზემოქმედებას ძალიან ექვემედებარება, უკიდურესად დამოკიდებულია სხვის ნებას, სხვის შეხედულებას, იმ იდეოლოგიას, რომელიც მოცემულ, კონკრეტულ წამში მის ცნობიერებაში ინერგება.

მისი რაიმეთი გატაცება ძალიან ადვილია, ფაქიზად და ზუსტად, ინტუიციურ დონეზე გრძნობს რიტმს. ამიტომაც შესაძლებელია, მუსიკა მასზე ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენდეს. დაბალ დონეზე მუსიკისგან ვარდება ქაოსურ, ილუზორულ მდგომარეობაში, ხოლო მაღალ დონეზე _ მუსიკალური ჭავლის არხით სულიერების სიმაღლეებზე და კოსმიურ სიყვარულამდე ადის, რომელიც მნიშვნელოვან დონეზე მისიკალური არხის მეშვეობით გადმოიღვრება. ამიტომაც თევზებს შორის ძალიან ბევრ მუსიკოსს ვხდებით: ჰენდელი (23 თებერვალი), როსინი (29 თებერვალი), ვივალდი (4 მარტი), რიმსკი-კორსაკოვი (18 მარტი). ზოდიაქოთი “თევზები” იყო მრავალი ფაქიზი მხატვარი, რომლებიც ზუსტად და ფაქიზად, კომპოზიციების დახმარებით, ფერებითა და სინათლით გადმოსცემდნენ ადამიანური სულის სახეებს: ვრუბელი (17 მარტი), რენუარი (25 თებერვალი), ბოტიჩელი (1 მარტი), მიქელანჯელო (6 მარტი).

ამ ადამიანისთვის ძალიან დამახასიათებელია სირბილე და სენტიმენტალურობა. ადამიანისთვის, მზით თევზებში, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, სადაც და რომელშიც გაუგებდნენ. ფილმში “ვიცოცხლებთ ორშაბათამდე” (გადაღებული: 1968 წელს, საბჭოთა კავშირი), მთავარმა გმირმა ნაწარმოებში დაწერა: “ბედნიერება _ ეს როცა შენი ესმით”. ასე თქმა მხოლოდ ნამდვილ, “სიღრმისეულ” თევზს შეეძლო.

როგორც წესი, ის ძალიან იტანჯება როცა ვერ უგებენ. ძალიან მგრძნობიარეა და საჭიროებს ადამიანს, რომელიც გაუგებს და, რაღაც დოზით, უხელმძღვანელებს. ძალიან ტრავმირებულია, ადვილად ვარდება დამთრგუნველ მდგომარეობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, შეუძლია თვითშეწირვა და თვითუარყოფაც. მაღალი განვითარების შემთხვევაში ზუსტად მას შეუძლია ამ უკანასკნელის გაცემა. მისი არსობრივი თვისებებიდან საჭიროა აღინიშნოს ფარული, ქვეცნობიერული, ხოლო ხანდახან ხილული მისწრაფება საიდუმლოსკენ, ყველაფერი იდუმალისკენ. ამიტომაც მას შეუძლია იყოს უდიდესი ოკულტისტი.

ასტროლოგია _ ეს ასევე საიდუმლოა, ოკულტური ცოდნაა, და არ უნდა გაოცდეს იმის გამო, რომ ერთხელაც, შესაძლებელია, ასტროლოგიით დაკავდეს. ასევე შეუძლია იყოს ბრწყინვალე მსახიობიც, რადგანაც მისთვის დამახასიათებელია თანაგანცდა.

ცუდ შემთხვევაში, ის ყველაზე უსინდისო ადამიანია მთელი ზოდიაქოს ნიშნებიდან, რადგანაც თევზები _ ეს, გარკვეული აზრით, ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, სარკეა, რომელიც აირეკლავს ყველა დანარჩენი ნიშნის ცუდსაც და კარგ თვისებასაც.

საუკეთესო შემთხვევაში, ის ჰგავს იმ სარკეს, რომელიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აჩვენებს მის ბუნებრივ სახეს _ ხატებას, ანარეკლს, სიფათს, დინგს და ა.შ. _ იმაზე დამოკიდებულებით, ვინ ვინ არის. ცუდ შემთხვევაში, ის წარმოადგენს, თითქოსდა, მთელი ზოდიაქოს ზუსტ არხს, სადაც ყოველი ნიშანი რეცხავს საკუთარ უწმინდურებას, მაგრამ “თევზი” ძალიან მომთმენი და უნარიანია _ ეს უწმინდურობა მიიღოს საკუთარ თავზე, ამით კი წმენდს სხვა ადამიანებს, ამასთანავე თავადაც შეუძლია იმ ყველაფრისგან სწრაფად განიწმინდოს, რაც მასზე გადაღვარეს _ ეს მაშინ ხდება, თუ ეს ადამიანი ეკუთვნის მაღალ, განვითარებულ თევზს. თუ ვისაუბრებთ ცუდ გამოვლინებებზე, მაშინ ეს, როგორც უკვე ითქვა, უნამუსობა და სისაძაგლე, უპრინციპობა, ნებისმიერი გავლენისადმი დაქვემდებარება, ცნობიერებაში კრიტიკულობის (საერთოდ, ზოგადად) არარსებობა. ამ ადამიანებს შეუძლიათ გამოავლინონ ყველაზე ცუდი ადამიანური თვისებები.

რა თქმა უნდა, ყველაზე დაბალი დონის და უნამუსო თევზიც კი დაიტანჯება სინდისის ქენჯნით, მაგრამ თუ “გაკვეთილმა ჭკუა არ ასწავლა”, გააგრძელებს საკუთარ ბინძურ საქმეს. თევზებს შორის ვხდებით მრავალ ალკოჰოლიკსა და ნარკომანს. არის სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ ევროპაში “თევზებს” შორის 38 % ალკოჰოლიკია, ხოლო ოპოზიცური ნიშანი _ ქალწული _ იძლევა ფხიზელი ადამიანების დიდ მაჩვენებელს, რომელთა შორის მხოლოდ 2,8%-ია ალკოჰოლიკი.

თევზების არსობრივ თვისებად ითვლება აღმქმელობა, ანუ საკუთარი თავის მეშვეობით ცხოვრების არხების სრული გახსნა და დაშვება. თევზები ნებისმიერ გარემოში ძალიან ადვილად ახდენენ ადაპტაციას. თუ მივმართავთ თევზების სიმბოლიკას, მაშინ დავინახავთ რომ, თითქოსდა, ორი თევზია: თევზი, რომელიც ზევით მიცურავს, სულიერი ევოლუციის გზაზე, და თევზი, რომელიც მიცურავს ქვევით, დეგრადაციის გზით. ასევე მათი წარმოდგენა შეიძლება, როგორც თევზი _ ცოცხალი და თევზი _ მკვდარი. შესაბამისად, ამ ნიშნის ადამიანებს შორის ვპოულობთ ძალიან მრავალ ცოცხალ და, სამწუხაროდ, უფრო მეტ მკვდარ თევზს. ცოცხალი თევზი _ ეს ჩვენი ჰარმონიის კოსმოსთან მიღწევაა, ღმერთან მისვლაა, ეს კოსმოსთან უნისონში ჟღერადობაა. მკვდარი თევზი _ ეს ფსევდოჰარმონიაა, ხიბლია, ცდუნებაა, ფანატიზმი და ქაოსია. თევზების გამოვლინების სპექტრი ძალიან ფართეა, სრული კონფორმიზმიდან დაწყებული და უხერხემლობით (უკიდურეს ფანატიზმადე) დასრულებული, მათ შორის _ რელიგიური, იდელოგიურიც. თევზებს შორის მრავალი საშინელი მკვლელიცაა, რომელსაც არაფერი შეაჩერებს, ასევე _ მრავალი ჯაშუშიცაა. ზოგიერთი აზრით მთელი კონტრდაზვერვა იმყოფება თევზების მმართველობის ქვეშ.

ცუდ გამოვლინებაში თევზები მიდიან სადიზმამდე და აღვირახსნილობამდე. ისტორიულ და პოლიტიკურ ლიდერებს შორის რუსეთში ბევრი ისეთი თევზებია, როგორიცაა, მაგალითად _ მოლოტოვი (9 მარტი), ა. ჟდანოვი (26 თებერვალი), გორბაჩოვი (2 მარტი). მეცნიერებს შორის _ ვერნადსკი (12 მარტი), პოეტებს შორის _ ბარატინსკი (2 მარტი).

თევზების ქვეყანა _ იუდეა (ისრაელი), ფილიპინები და ყველა კუნძულოვანი სახელმწიფო. თევზების მმართველობის ქვეშ იმყოფება სასომხეთიც.

ეს ეთნოსები და ერები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ ყველა გავლენას და ხანდახან ამ არეული, განსხვავებული გავლენისგან ახდენენ ახალი სისტემის ორგანიზებას, ხანდახან ელექტრულს, არაცოცხალს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში _ სინთეტიკურსა და ცოცხალ სტრუქტურას.

თევზების პრობლემა _ ეს არეული აზროვნების პრობლემებია. თევზებს აქვთ მითოლოგიური ცნობიერება, სამყაროს ინტუიციურად აღიქვამენ. თევზების ძლიერი თვისება _ ეს ესთეტიურობა, სილამაზისა და ჰარმონიის ხედვის უნარი, რომელიც ხშირად მათ სისუსტედ იქცევა. თევზები ძალიან დამოუკიდებულნი არიან სიყვარულზე, აქ ვხედავთ, როგორ გადადის სიძლიერე სისუსტეში, ღირსება იქცევა უღირსობად. სიყვარულის უკმარისობის სახით თევზები ძალიან დამოკიდებულები ხდებიან გარშემომყოფებზე და მათთვის ახლობელ ადამიანებზე, ოჯახზე, შეყვარებულობის გრძნობაზე.

ხშირად თევზებს მეტყველების, საკუთარი აზრების გადმოცემის მანერასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ამიტომაც მათთვის აუცილებელია ლოგიკური სტრუქტურების დამუშავება და მწყობრად აზროვნების და ფიქრის უნარის გამომუშავება.

თევზების კარმული ამოცანა _ ეს საკუთარ თავზე კოსმიური სიყვარულის და ღვთაებრივი მადლის მიღება და ამ არსის გარშემომყოფი ადამიანებისთვის გადაცემაა, მათთან ღვთაებრივი სიყვარულის გაზიარებაა, თანაგრძნობა, გულისხმიერებაა, რომლითაც დაბადებიდან დაჯიდლებულია ყველა თევზი.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველი ნეპტუნი და იუპიტერი

ურყევი (მტკიცე) თევზები

ადამიანი თევზები

თევზები წარმოადგენენ ზოდიაქოს უკანასკნელ ნიშანს და მთლიანობაში ახდენენ ევოლუციური განვითარების მომდევნო ტოტზე გადასვლის სიმბოლიზებას. მხოლოდ ერთია, ისინი ახდენენ არ სიკვდილის სიმბოლიზებას, როგორც მორიელი, რომელიც წარმოადგენს ასევე წყლის სტიქიას ოღონდ გაფორმების ზონაში, არამედ, შემდეგ მდგომარეობაში მოცურავე, ელასტიური, ხანდახან თითქმის შეუმჩნეველი გადასვლის სიმბოლიზებას. ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქო “გარდაიცვლება” – “კვდება” – თევზებში; თევზების დაბალ ოქტავაზე ნათქვამია, რომ ის წარმოადგენს ზოდიაქოს ნიშანთა სანაგვეს _ და ესეც და ისიც წარმოადგენს თევზების გასაოცარი პლასტიურობის, აღმქმელობისა და გამომხმაურებლობის შედეგს (მოძრავი ჯვარი, რომელიც, ხანდახან, დადის საკუთარი პიროვნების სრულ დაკარგვამდე). თევზებში არის ყველა ზოდიაქოს ნიშნის ელემენტები, მაგრამ განვითარებული თევზი,მათი ერთობლიობა სულაც არაა.

მისი მეშვეობით ხდება რეალობის ფაქიზი ტრანსფორმაცია, რომელიც თევზებისგან ითხოვს ძალიან სიღრმისეულ აღქმას და გულუბრყვილობას: თევზებზე გავლენას ახდენს რა სიტუაცია, ის თავადაც იცვლება, მხოლოდ გარშემო არსებულ რეალობაზე თევზების გავლენის დონე დამოკიდებულია მისი ევოლუციური განვითარების დონეზე და დაბალ დონეზე თევზი (ასე ჩანს) სრულიად დაქვემდებარებულია გარემოებებზე და მასზე გავლენას ვერანაირად ვერ ახდენს. ეს პირველი შთაბეჭდილება ძალიან უსამართლოა. დაბალი დონის თევზი დაჟანგებულ საზოგადოებაში და სიტუაციურ მექანიზმებში თამაშობს ზეთის როლს და ხშირად არის შავი მასწავლებელი, რომელიც გამოდის პრინციპით: “წაქცელს უფრო მაგრად უბიძგე”, ანუ მაცდუნებლად, საკუთარი პლასტიურობით და სრული დაქვემდებარებულობის მზაობით, გარშემომყოფებზე ააქტიურებს საკუთარ მაღალ “მე”-ს და მოჰყავს არამყარი სიტუაციები სწრაფ და სრულ ნგრევამდე და განადგურებამდე, რის შემდეგაც იგი წყნარად გაცურდება დინების მიმართულებით და ამ დროს, ჩადენილის გამო, სულაც არ განიცდის უხერხულობასა და სინდისის ქენჯნას.

საკუთარი შინაგანი პლასტიურობის მიზეზით თევზი ძალიან მგრძნობიარეა იმ წრის მიმართ, რომელშიც აღმოჩდება. დაბალი დონის თევზს უყვარს მღვრიე წყალი, ხოლო სუფთა წყალში ის დისკომფორტს განიცდის და გამუდმებით ცდილობს, იპოვოს უფრო ამღვრეული ადგილი; განვითარებული თევზი, პირიქით, ამღვრეულ წყალში იხუთება და სული ეკვრის, მაგრამ არც ის და არც მეორე, მიზანმიმართლად არ დაიწყებს საკუთარი გარემომცველი წრის შეცვლას: თუ თევზი ცუდად ხდება, მაშინ ის უბრალოდ გაცურდება-ეცლება.

ყველაზე ადვილია თევზმა გაცუროს საკუთარ ფანტაზიებსა და ოცნებებში; არცერთი ზოდიაქოს ნიშანი არაა ასე ძლიერ დაკავშირებული ქვეცნობიერთან და თანდაყოლილი აღმქმელობით არ შეუძლია ასე ფაქიზად და ეფექტურად მოიყვანოს გარემომცველი სამყარო საკუთარ წარმოდგენებსა და სურვილებთან შესაბამისობაში _ როცა ნაცრისფერი ეჩვენება თეთრად, შავად ანდა ცისფრად _ თევზების ქვეცნობიერ მოწყობასთან. მეორე მხრივ, განვითარებულ თევზს შეუძლია საკუთარი შინაგანი სამყაროსა და საკუთარი ემოციონალური მდგომარეობის გარეთ ტრანსლირება და ამით ძლიერი გავლენის მოხდენა გარშემომყოფ ადამიანებსა და სიტუაციებზე; მხოლოდ ეს ხდება, თითქოსდა, თავისთავად, არათავსმოხვეულად, თითქმის ცნობიერებისთვის შეუმჩნევლად.

თევზი ძალიან ემოციურია, იმდენადაც კი, რომ ის იძლევა რეაქციას ყველაზე უმნიშვნელო გამაღიზიანებლებზე, რაც უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე. სამაგიეროდ, დამცველი მექანიზმებიც ბევრი აქვს; ძირითად, ამ საფუძვლიანთა რიცხვში მოიაზრება _ ზედაპირული ემოციონალურობა და ემოციური ესკეპიზმი*. სიღრმეში გრძნობები იცვლება _ მეტად წვრილმანდება, _ იმაზე მეტად, ვიდრე იცავს არსება (რაობა); ასეთ ადამიანთან საქმის ქონა რთულია, რამდენადაც მისგან რეაქციების მიღება ძალიან ადვილია, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს; მის შიგნით შეღწევა კი ძალზედ რთულია, რადგანაც, თავისთავად, ემოცია წარმოადგენს დაცვას, ამღვრეულს, რომლის მიღმაც რთულია მომდევნო სიღრმის დანახვა. ემოციური სკეპტიციზმი არის პოზიცია ძირითადი თეზისით: “შენზე ყურება იმდენად მტანჯველია ჩემთვის, რომ უმჯობესია წავიდე”.

სხვათა ტანჯვისთვის ყურება თევზისთვის მართლაც რთულია, მაგრამ თუ ის ამას აკეთებს, მაშინ საკმაოდ ყურადღებით, ამ დროს ადამიანს ტანჯვა უფრო უმსუბუქდება, ხოლო თევზი შეიგრძნობს ძლიერ სულიერ ამაღლებას: პირველ რიგში, ის უშუალოდ გრძნობს იმ სიმძიმის (ტკივილი, ტანჯვა და ა.შ.) შემცირებას, რომელიც ადამიანს მანამდე ჰქონდა, რაც თევზს საკუთარ თვალშივე გადაჭარბებულად ამაღლებს (ასევე ემოციონალურადაც) და, მეორე მხრივ, ის იღებს დუყოვნებლივ ენერგეტიკულ მხარდაჭერას ზოდიაქოს სხვა ნიშნისგან. თევზისთვის მთავარი კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მან ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ სიტუაციაში მოუტანოს ღვთაებრივი არსებობის შეგრძნება. ყოველ ადამიანს, დამოუკიდებლად მისი ევოლუციური დონისა, რაღაც წუთებში შეუძლია დაინახოს, _ უფრო სწორი იქნება, _ შეიგრძნოს სამყარო ისეთად, როგორადაც ხედავენ მაღალგანვითარებული სულები, _ ღვთაებრიობის ასრულება და ჰარმონია, _ ხოლო საკუთარი თავი შეიგრძნოს მის განუკერძოებელ, დაუშრეტელ ნაწილად და არა, შემთხვევით, ქარის მიერ ისტორიის სანაგვეზე მოსროლილ რამედ. მსგავსი განცდები ადამიანს აძლევს ძალას იცხოვროს და ქმნას მომავალშიც, არ დაკარგოს საკუთარ თავში რწმენა და ევოლუცია. თევზისთვის მიცემულია უნარი, განეწყოს ნებისმიერ ადამიანზე და ნებისმიერ სიტუაციაზე, იპოვოს და გააქტიუროს (ხანდახან გადაჭარბებულად ფაქიზი) საკუთარი კავშირის არხი იმ მაღალ ეგრეგორთან, რომელსაც, ჩვეულებრივ, უწოდებენ ღმერთს. ამიტომ თევზი წარმოადგენს ზოდიაქოს მთავარ მატყუარას, რამეთუ უჩვეულო, არაჩვეულებრივი განცდა, რომლის გამოწვევაც მას შეუძლია, ეხება არა რეალობას, არამედ სულის შორეულ მომავალს, როცა ის განთავისუფლდება მრავალი საკუთარი შინაგანი ფურცლისგან, ხოლო ადამიანის პიროვნება _ არასრულყოფილებისგან.

შესაძლებლობა, ჩაეწეროს ნებისმიერ სიტუაციაში, დაკავშირებულია თევზების უნართან გულწრფელად ითხოვოს, რომელიც ადამიანისგან ითხოვს უნარს სხვა დააყენოს საკუთარი (ანდა მაღალი) ევოლუციური განვითარების საფეხურზე, ამასთანავე, ადამიანზე, რომელსაც გაუწია დახმარება, შეუძლია გადავიდეს მადლი, ამიტომ მაღალი განვითარების თევზისთვის წარსულში ბუნებრივი იყო უქონელი და მოხეტიალე ბერების ცხოვრება. დაბალი განვითარების თევზი ასევე ადვილად შეძლებს თხოვნას, მაგრამ ის საკუთარ თავს შინაგანად, ვისაც სთხოვს, იმაზე მაღლა აყენებს; ეს პოზიცია იწოდება “დამცირება სიამაყის ნიადგაზე”. საერთოდ თვითუარყოფის, თვითშეწირვის, სიამაყისა და ამპარტავნების პრობლემა, თევზებისთვის ძალიან რთულია და, ნაწილობრივ, იმიტომაც, რომ ის ცუდად მიჯნავს საკუთარ თავს იმ სიტუაციისგან, რომელშიც იმყოფება და მას უჭირს იმის თქმა, კონკრეტულად რაშია დამნაშავე და რა წარმოადგენს მის დამსახურებას.

თევზებში შინაგანი ცხოვრების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მას ძალიან უჭირს საკუთარი გარე და დაბალი “მე”-ს გამიჯვნა და ქვეცნობიერის პროგრამების დიფერენცირება. ის შინაგანად იმდენად პლასტიური და დინებადია, რომ დიდი ხნის მანძილზე საკუთარი ფსიქიკა ერთ მთლიანობად აქვს წარმოდგენილი, რომელიც არ ითხოვს და არ უშვებს არანაირ სტურქტურიზებასა და ცალკეული ნაწილების გამოყოფასაც კი. თევზის ნიშნის სიმბოლოს წარმოადგენს ორი თევზი, რომლებიც ცურავენ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებით და, რომელიც ადამიანში მაღალ და დაბალ საწყის ნიშნავს, მაგრამ შინაგანი თევზი ძალიან მიზნიანია, ის მიდის ზევით ევოლუციის გზით, ხოლო მეორე _ იძირება გარყვნილების მორევში, ყოველთვის მთლინად, ყოველგვარი მტანჯველი შინაგანი გაორების გარეშე. მეორე საქმეა, რომ თევზებისთვის, როგორც ნებისმიერი მოძრავი ნიშნისთვის, აქტუალურია თვითგანსაზღვრის პრობლემა, შინაგანი ღერძის ძიება და დამახასიათებელია ზედაპირული ხეტიალი მაღალიდან დაბლისკენ და პირიქით.

თვითაქტუალიზაციის პრობლემა და საკუთარ თავში უნიკალური შტრიხების ძიება თევზებისთვის რთულდება იმით, რომ ის მსუბუქად და ადვილად იღებს ნებისმიერი ადამიანის ანდა სიტუაციის შეფერილობას, მაგრამ საერთოდ არ “უხდებათ” ეს; მისი განუმეორებლობა მდგომარეობს იმ ტრანსფორმაციის ფაქიზ ხასიათში, რომელსაც ექვემდებარება სიტუაციები, მისი ჩამრთველი და მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები; რა თქმა უნდა, ამის გაცნობიერება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, ძალიან რთულია.

ენერგეტიკული შეხედულების წერტილიდან თევზი ყველა შესაძლო ვამპირების, მანიპულატორებისა და შავი მასწავლებლების მსხვერპლია. მისით ნებისმიერი სახით მანიპულირება შეიძლება (სანამ თავად არ გაცურავს, რის შემდეგაც მისი დაჭერა უკვე შეუძლებელია), და ის ფლობს, ყველაფრის მიუხედავად, რეგენერაციის დიდ შესაძლებლობას და ამოუწურავ კოსმიურ ენერგიის წყაროებზე დაშვებას, რისი წყალობითაც ადვილად შეუძლია გახდეს მოსახერხებელი “ფეხისაწმენდი ხალიჩა”, რომელიც დაისვარა დაბალ ასტრალში; მაგრამ აქაც, მისი შესაძლებლობები უსაზღვრო მაინც არაა: როცა მისი მბრძანებელი მას ბეზრდება, თევზი აიძულებს მბრძანებელს გადმოღვაროს მასზე უკვე გადამუშავებული და გადატანილი სიბინძურის უდიდესი პორცია, რის შემდეგაც (თითქოსდა ყოფითი აუცილებლობისგან) გაცურავს სამუდამო ანდა რამდენიმე ხნით.

მაღალი ოქტავის თევზს შეუძლია გახდეს უდიდესი სულიერი მასწავლებელი, რომელიც საკუთარ მოსწავლეებს გაანდობს სულის ყველაზე ღრმა საიდუმლოებებს, მაგრამ ამისთვის მას სჭირდება შინაგანი ღერძის ჩამოყალიბების დიდი გზის გავლა, რომელიც მიმართავს რეალობის ტრანსფორმაციის გზისკენ. ამ ამოცანების გადაწყვეტაში თევზებს ეხმარება მათ სიღრმეში დაფარული ცეცხლის სტიქია, რომელიც აძლევს ენთუზიაზმს, კაცთმოყვარეობასა და მუდმივ ენერგეტიკულ გულისხმიერებას.

ნეპტუნი, როგორც თევზების პირველი მმართველი, მაღალი ოქტავის ნიშანს აძლევს ურთიერთობას, შეხებას კოსმიური სიყვარულის ძირითად ფორმასთან, რომლითაც (სინამდვილეში) მოძრაობს ნებისმიერი თევზი, თუმცა–ღა, ეს არც ისე მალე ცნობიერდება. ნეპტუნის მმართველობასთან (ასევე ცეცხლის სტიქიის გავლენასთან) დაკავშირებულია ის, რომ თევზები წარმოადგენენ ძალიან თბილ ნიშანს; თევზი მუდამ მეგობრული და გამომხმაურებელია. დაბალ ოქტავაში ეს სიმბოლური მდებარეობა იძლევა ყველა შესაძლო სანეტარო სიმახინჯეებს და ა.შ., რომელიც სარგებლობს საერთო სიყვარულით და ურთიერთობით (საკუთარ დონეზე) განსაზღვრულ მისტიურ საიდუმლოებებთან, თუმცა–ღა, არასრულფასოვანია გონებრივ ურთიერთობებში. ნეპტუნი თევზებს მეოცნებეებსა და მისტიურებს ხდის, რომელიც მიდრეკილია ასტრალური დონის ფაქიზ სამყროსთან უშუალო ურთიერთობებისკენ; ეს ნიშანი _ სპირიტების, მკითხავების, მედიუმების, მისტიური მიმართულებების ასტროლოგების და ა.შ. ამავდროულად ნეპტუნი თევზების ინტერესს მიმართავს საკუთარ შინაგანში _ ფსიქიკური ცხოვრების პრეცესებისა და ქვეცნობიერის ძალებისადმი, რაც მათ დაბადებიდან ფსიქოლოგებად, ფსიქოტერაპევტებად, ფსიქოანალიტიკოსებად, მღვდლებად (ფსიქოლოგიისკენ მიდრეკილებით) ხდის. უფრო მაღალ დონეზე ნეპტუნი თევზებს აძლევს რელიგიურ-სულიერი ძიების იმპულსს, განსაკუთრებით მისტიური რელიგიის კუთხით, რომელიც ორიენტირებულია მაღალ ძალებთან და ენერგიებთან უშუალო კონტაქტზე.

დაბალ ოქტავაში თევზზე ნეპტუნის გავლენა აისახება სამყაროს აღქმის ძლიერ დამახინჯებებში, მრავალრიცხოვან ფობიებში, თვითმოტყუებისკენ მიდრეკილებაში, ერთდოურულად რამდენიმე რეალობაში ცხოვრების უნარზე, რომელთაგანაც ერთი შეიძლება დაემთხვეს საზოგადოებრივად მიღებულს (მაშინ ამბობენ: “ადამიანი უცნაურობებით”), ხოლო შესაძლებელია, ერთიც არ დაემთხვეს, მაშინ თევზი ვარდება ფსიქიატრის ხელში. მხოლოდ ერთია, თევზების ძირითადი პრობლემები _ შინაგანია, მისთვის აუცილებელია რამენაირად დააკავშიროს, შეკრას საკუთარი შინაგანი შთაბეჭდილებები მდიდარ გარეგან რეალობასთან და გამოიმუშაოს განსაზღვრული საკუთარი ურთიერთობა გარეთ და შიგნით მომხდართან, რისთვისაც მისთვის აუცილებელია მაღალი ორიენტირები, საერთოდ რომ ითქვას, უფრო მეტად მაღალი, ვიდრე ზოდიაქოს დანარჩენი სხვა ნიშნებისთვისაა და ვიდრე დასაწყისში თავად ეჩვენება. თუ მაინც, ის ამას არ გააკეთებს, მაშინ იწყებს ხეტიალს, მაგრამ არანაირი სუფთა შინაგანი ძალისხმევა არ უცვლის რთულ შინაგან სამუშაოს; არაა შემთხვევითი, რომ ადამიანებზე (თევზის ძლიერი გავლენით) ხშირად ფსიქოტრონული პრეპარატები არ მოქმედებენ ანდა იწვევენ არაპროგნოზირებად რეაქციებს.

იუპიტერი, როგორც თევზების მეორე მმართველი, მაღალ ოქტავაში იძლევა კოსმიურ ჟღერადობას. მაღალი ოქტავის თევზი აცნობიერებს საკუთარ მისიას არა უბრალოდ როგორც რეალობის ფაქიზ ტრანსფორმაციას და არა მარტო როგორც კოსმიური სიყვარულის გავრცელებას, არამედ როგორც ყველაფრის მომცველ პროგრამას, რომელიც საკუთარ თავში ახდენს ზოდიაქალური გავლენის სინთეზირებას. იუპიტერი თევზებს აძლევს პრაქტიკულად შეუზღუდავი გავლენის სფეროებს, ვერავინ დარჩება გულგრილი მათი სულიერი გაგებისადმი და ყურადღებისადმი. იგივე იუპიტერი დაუმუშავებელ თევზებს აძლევს თავისებურ სიამაყეს: არაფერი არ ესმის და არ შეუძლია გაიგოს, მაგრამ თავს ყველაფერში მონაწილედ გრძნობს და განსხვავებულ სიტუაციებში შეიგრძნობს საკუთარ, ხშირად ძალიან მოკრძალებულ, როლს, როგორც მთავარს, რამეთუ მათ გარეშე (მათ ეჩვენებათ ასე) არ შეიძლება რაიმეს გაკეთება.

იუპიტერი თევზს აძლევს კომპენსაციის შესაძლებლობას ახალი დინების სახით ანდა მორევს და ამოუწურავი რაოდენობის სიბრალულს, სიყვარულსა და შემწყნარებლობას, რომელთა წყალობითაც თევზი საგნებს უყურებს ქვეცნობიერი ფართე შეხედულებით, რომელსაც იშვიათად აცნობიერებს, მაგრამ ფაქტიურად ხშირად უკეთებს დემონსტრირებას, მაგრამ იგივე იუპიტერს შეუძლია მკეთრად შეწყვიტოს თევზების კონტაქტი ფაქიზ სამყაროსთან და აიძულოს იგი არსებობის წრის შეცვლა, თუ თვლის, რომ მოცემულ წრეში მას არ ჰყოფნის ძალა მოახდინოს აუცილებელი ცვლილებები. სუბიექტურად თევზისთვის ეს განცდები ისეთია _ ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ უძლურია მოითმინოს საკუთარი მდგომარეობა და ეწყება სულის შეხუთვა, ჰაერის უკმარისობა; ობიექტურად კი საქმე იმაშია, რომ ყოველი თევზის (კარმულად) დანიშნულებაა იყოს ფაქიზი ასენიზატორი (კანალიზაციის გამწმენდი) განსაზღვრული დაბინძურების დონის წრეში, რომლის ზომაზე მეტად ატანაც უკვე აღარ შეუძლია. თუ მაინც, თევზი ვარდება მეტად სუფთა ყოფით გარემოში, ვიდრე ის, რომლისთვისაც  იყო გათვლილი (რაც განისაზღვრება თევზის ევოლუციური დონით), მაშინ მას წყლის ამღვრევის, ვინმეს კბენის, მოხიბვლის და ა.შ. ძლიერი სურვილი იპყრობს, თუ მას ეს არ გამოსდის, გარემო მოსაწყენი და გულისამრევი ხდება და ჩქარობს მეტად შესაფერისი გარემომცველი წრის საძიებლად გაცუროს.

მერკურის ტყვეობა თევზებში აჩვენებს, რომ თევზებს ადამიანებისთვის უნდათ იმის თქმა, რაც სიტყვებით ვერ გამოიხატება, უკიდურეს შემთხვევაში, უშუალოდ მაინც. იუპიტერისეული თევზი მრავალ რამეში ჰგავს იმ ძაღლს, რომელიც, როგორც ცნობილია, ყველაფერს იგებს, მაგრამ სიტყვებით გამოხატვა არ შეუძლია. ამავდროულად, თევზები ძალიან დიდი ენების (ანუ უცხო ენების შესწავლის) უნარები აქვთ, მაგრამ მათ სწავლობენ არა ისე, როგორც ტყუპები,_ მენტალურად, _ არამედ მათში როგორც ყოფიერების წრეში, ისე იძირებიან. თუ ეს გამოუვათ, თევზები იწყებენ ძალდაუტანებლად და უაქცენტოდ საუბარს. მხოლოდ ეს უკანასკნელი საერთოდ არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გამოხატონ ის სიყვარული  და თანაგრძნობა ადამიანებისადმი, რომელიც გულში აქვთ; ამისთვის მაღალი დონის თევზი იყენებს ხელოვნების სიმბოლურ ენას (განსაკუთრებით, თუ ვენერა თევზებშია ანდა მასთან არის ასპექტირებული), ხოლო საშუალო დონის თევზი ისეთ ქმედებებს ახორციელებს, რომელიც არანაირად არ უნდა მიიღოთ მხოლოდ პირდაპირი აზრით, მაგრამ, ნაწილობრივ, მუდამ სიმბოლურია, მაშინაც კი თუ თავად თევზს ეს მხედველობაში არ აქვს.

განუვითარებელი თევზი ხშირად ძალიან მოლაყბეა (განსაკუთრებით, თუ ტყუპებთან კვადრატს ქმნის), ამ დროს კი მისი მეტყველება არა მისი გრძნობებისა და ჭეშმარიტი აზრების გადაცემას ემსახურება, არამედ მათ შენიღბვას. დაზიანებისას, ალბათობაა, მიდრეკილება, სამეტყველო ჭავლის დახმარებით ვირტუოზული ტყუილისკენ, რომელიც ფლობს, ნაწილობრივ, მაგიურ თვისებებს და სრულიად ნუსხავს თანამოსაუბრეს. მოცემული სიმბოლური მდებარეობის კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ თევზმა უნდა ისწავლოს ნათლად საუბარი და ზუსტ სიტყვებში სამყაროსთან ურთიერთობის ზუსტად გამოხატვა (რამდენადაც ეს შესაძლებელია) და ადამიანებისთვის, ღვთაებრივი განდობის _ თევზისთვის პირველსაწყისი, უსიტყვო სახით მიცემული _ ტრანსლირება. თუ თევზს ეს გამოსდის, ენის დახმარებით (რომელიც ბუნებით ძალიან პლასტიურია და ფლობს უდიდეს დაშვების შესაძლებლობას) შეუძლია გამოხატოს ის, რაც, ხანდახან, მხოლოდ ჭეშმარიტი პოეტებისთვისაა დაშვებული.

ვენერას კულმინაცია თევზებში ახდენს იმ გარემოებების სიმბოლიზებას, რითაც განვითარებული თევზი, ხელოვნების დახმარებით, სამყაროს მადლით ანაყოფიერებს. თევზი მიდრეკილია ხელოვნების პლასტიური სახეობისკენ: მუსიკა, ფერწერა, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება არა ფორმასა და ხაზებზე, არამედ ფერთა გამმაზე, ლიტერატურაში _ ემოციონალურ სიმბოლურ არსზე და ა.შ. ხელოვნების დახმარებით თევზი ადამიანებს აჩვენებს სამყაროს იმ ჰარმონიას, რომლის დანახვაც თავად მათ ძალებს აღემატება, მაგრამ, რომელიც მათთვის ხილული ხდება მისი (თევზის) დახმარებით. მაღალი ოქტავის თევზი ქმნის ისეთ ხელოვნების ნაწარმოებებს, რომელიც კაცობრიობას სულიერად _ არამარტო მედიტაციურად (სურათი განჭვრეტის წამებში), არამედ ყოფიერადაც _ ამაღლებს, ანუ ნამდვილად იცვლება, რაღაცას გრძნობს და იგებს და შემდეგ უკვე აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება და ხედვა.

განუვიათარებელი თევზი ძალიანაა მიდრეკილი ხელოვნების ემოციონალური მოთხოვნილებისკენ: ძალიან გრძნობს ამას და მიდრეკილია “მიეწებოს”, ირთვება ზედაპირულ მედიტაციაში, არ ეხება არსობრივ მომენტებს _ გამორიცხულად სიამოვნების მიღების მიზნით, არანაირად ჩვეულებრივზე მეტად, _ და თევზი (კარმულად) ვალდებულია მუდმივად გადალახოს ეს ცდუნება; ხელოვნებასთან სწორი ურთიერთობა _ არამარტო თევზისთვის _ იმაში მდგომარებს, რომ მასთან ურთიერთქმედება არის სამუშაო და თუ ადამიანი არ შეიცვალა ამ ურთიერთქმედების შედეგად, მაშინ ეს სამუშაო ამაო ხდება. ხელოვნებისადმი სამომხმარებლო ურთიერთობისთვის თევზი ძვირად ზღავს: მისი გემოვნება (და თავადაც) მუდმივად დეგრადირებას განიცდის, იწყებს სიამოვნების მორევსა და უფსკრულებში ჩაძირვას.

განვითარებულ თევზებში ვენერა, ასევე, განაპირობებს სოციალურ გამოვლინებას; ისინი ხშირად დაკავებულნი არიან საქველმოქმედო საქმიანობით, საკუთარ მისიას ხედავენ მშვიდობისთვის ბრძოლაში, ხალხების განათლებაში და ა.შ. აქ კოსმიური სიყვარული ვლინდება, ისევ და ისევ, ირიბად და, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მიამიტურად, მაგრამ ეს მანამდეა, სანამ მოცემული სიმბოლური მდებარეობის ჭეშმარიტი გახსნიკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება.

თევზებისთვის ვენერას კულმინაციას ასევე ურთიერთკავშირი აქვს ეთიკის არჩევის პრობლემასთან. თევზების პლასტიურობა იმყოფება მისი გარემომცველი სიტუაციის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ და აქ ვენერა, განსაზღვრული პოზიციის საზიანოდ, ბრწყინვალე სოციალურ ადაპტაციას იძლევა; თევზს ეჩვენება, რომ სოციალურად მიღებული ქცევა (და მხოლოდ ის) ეთიკურია. განვითარებულ თევზს ვენერას დახმარებით გამოსდით საკუთარ ეთიკაში ესთეტიკის კრიტერიუმების ჩართვა, ისე რომ, არ კარგავს მოქნილობას, ის არანაკლებად, საკმაოდ განსაზღვრულად იქცევა, არიდებს თავს ულამაზო (მისი შეხედულებით, ეგრეგორთან შეთანხმებულ) მდგომარეობასა და სიტუაციას; საერთოდ, თევზებისთვის უფრო ბუნებრივია დაოს გზა, ვიდრე იოგისა (გამონაკლისია ბჰაკტი).

ქირონის კულმინაცია თევზებში _ დაბალი ოქტავის თევზებს აძლევს იმ მდგომარეობასა და სიტუაციებში გადაჭარბებულ ქაოსს, რომელშიც ის აღმოჩდება; გზის დასაწყისში ნებისმიერი თევზი საკუთარ თავს აღმოაჩენს ამღვრეულ და შლამიან წყლებში, რომელშიც სინათლის დანახვა საკმაოდ რთულია. ამავდროულად ქირონი თევზებს აძლევს (თავიდან გაცნობიერებულს) მომხდარზე არასტანდარტულ შეხედულებას; ისინი გრძნობენ, რომ კოსმიური სიყვარული, რომელიც მათი მეშვეობით ვლინდება, აკეთებს რაღაც სრულიად განსაზღვრულს, თუმცა–ღა, (მათთვის) ჯერ კიდევ შეუცნობელს და, უკიდურეს შემთხვევაში, მათ აქვთ გახსნილი, ანუ მიუკერძოებელი გონება მრავალ ფაქიზ ეფექტთან და კოსმოსის გამოვლინებებთან მიმართებაში.

ყველა თევზს ქირონი აძლევს შესაძლებლობას სიღრმისეულად გაერკვეს საკუთარ ქვეცნობიერში და მოიყვანოს განსაზღვრულ წესრიგში მისი სტრუქტურა, ნაწილობრივ, გაჰყოს მაღალი და დაბალი “მე” (რაც თევზისთვის მნიშვნელოვნად რთულია, ვიდრე სხვა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის), რის შემდეგაც უნდა ჩამოაყალიბოს ეთიკა და გაერკვიოს ეგრეგორების ურთიერთქმედებებსა და სტრუქტურებში, რომლებსაც ის ემსახურება.

ქირონი განვითარებულ თევზს აძლევს მოქცევის შესაძლებლობას, შუალედურს დაბალი ოქტავის თევზსა (სრული დაქვემდებარება გარემოებაზე) და მაღალი ოქტავის თევზს შორის (ნეპტუნისეული თევზი), რომელიც იწვევს წმინდა სიყვარულს და კრძალვას თავისი ერთიანი არსებისადმი, მაგრამ ასევე სრულიად პასიურს. ქირონისეულ თევზებს ბრწყინვალედ შეუძლიათ მოერგონ ნებისმიერ ადამიანს და გარემოებას, მაგრამ მისი ქცევა გააზრებულია და მორგება ხდება ზუსტად იმ დოზით, რომელსაც ის აუცილებლობად თვლის; შემდეგ, მას შეუძლია ჩართოს ქირონის მოქმედება _ როგორც სიწყნარის ამღვრევისა _ და მისი პრაქტიკული დახმარებით მოახდინოს ზუსტად გათვლილი მანევრირება დინების საწინააღმდეგო მიმართულებით _ ცნობიერების გაფართოების მიზნით (ინდივიდუალური ანდა კოლექტიური) _ ანდა მისი დრომოჭმული ხისტი ფორმების განადგურება.

ქირონი თევზებს აძლევს შესაძლებლობას გამოიმუშაოს შუალედური ეთიკა დაბალი ოქტავიდან მაღალში გადასვლის პროცესში; სხვა სიტყვებით, ის აძლევს კომპასს, რომლის მეშვეობითაც თევზი დაცურავს შლამსა და ჭუჭყიან დინებებში და თან ლივლივებს ღრუბლებშიც, შეუძლია “მიცურდეს” იმ თევზთან, რომელიც იმყოფება გამორჩეულად სუფთა წყალში და პირველს მხოლოდ თავისი არსებობითაც კი გაწმენდს.

ეს შუალედური ეთიკა რთავს, მოიცავს გარემომცველი რეალობისადმი დაჟინებულ, უწყვეტ ყურადღებას და განსაზღვრულ პრაქტიკულ საქმიანობას, რომლის მიღმაც დგას მისი მაღალი არსის ინტუიციური გაგება _ სამყაროში (ამ დონეზე ხშირად _ ღვთაბრივი) კოსმიური სიყვარულის გავრცელება.

თევზების სიტუაცია რთავს ყველა შესაძლო ტრანსებს, სხვა სივრცეებში გასასვლელებს, ზოგიერთ მდგომარეობას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ ლოცვებს თვინიერი განწყობით, როცა ადამიანი (და კოლექტივი) ექვემდებარება იმ არხის ნებას, რომელშიც აღმოჩდება.

დაბალი ოქტავის თევზების სიტუაცია წარმოდგენილია სიღარიბით, დამცირებელი თხოვნებით _ “ქრისტეს გამო… ქრისტეს სახელით…” დ ა.შ. თევზები ირთვებიან ყოველ ჯერზე, როცა ადამიანი იწყებს ყოფით ტალღებში ცურვას, მის თავს მომხდარ ყველა მოვლენაზე ხელს იქნევს, ეგუება გარდაუვალს და ა.შ.

სამწუხაროდ, თვინიერება _ აღმატებული დაბალი ძალების წნეხის ქვეშ _ ეკუთვნის დაბალი ოქტავის თევზებს; მაღალი ოქტავა მოიაზრებს დაბალი “მე”-ს თვინიერებას უმაღლესის წინაშე, განსაკუთრებით პირველის ჯანყის დროს.

ყოფით სიტუაციებში საშუალოზე დაბალი ოქტავის თევზები ირთვებიან ბინძური გამოყენების წამებში, როცა მიდიან ლოზუნგით: “ცუდი მშვიდობა უკეთესია კეთილგანწყობილ კამათზე”, როცა მებრძოლი მხარეები დაიღალნენ ბრძოლით და, ვერ შეათანხმეს საკუთარი პოზიციები, მაინც სურთ შეტაკებისგან დასვენება და რაღაც დროით მშვიდობაში ცხოვრება. უფრო მაღალი ოქტავის თევზები ირთვებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც მებრძოლი მხარეები გულწრფელად ნანობენ და ათანხმებენ საკუთარ წინააღმდეგობრიობებს.

საერთოდ, მხედველობაში საჭიროა გვქონდეს, რომ მაღალი ოქტავის თევზები ძალიან ზიზღიანები არიან და ბინძურ წყლებში არასდროს და არაფრის გამო არ შეცურდებიან, რაც არანაირად არ ეწინააღმდეგება მათ კოსმიურ გულმოწყალებასა და ლმობიერებას; ისინი გაუშვებენ იმ ადამიანს, ვისაც დახმარება ესაჭიროება, საკუთარი, მშობლიური ევოლუციური ზრდით დაბლა, ადამიანის ზუსტად შესაბამის დონესა და სიტუაციაში: კლიენტის მიერ განაწყენებულ მეძავს დაამშვიდებს არა წმინდანი, არამედ მისივე საკუთარი სუტენიორი.

მაღალი ოქტავის სიტუაცია მჭიდროდაა დაკავშირებული პრინციპთან: “თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყეს, მიუშვირე მარცხენა”, იმ შემთხვევაში, როდესაც მას იყენებს ევოლუციურად საკმაოდ განვითარებული ადამიანი, ამასთანავე არ დაექვემდებარება წყენას ანდა ფარულ აგრესიას _ და შურისძიება (კარმულად) ძალიან ძლიერია, რამდენადაც ხორციელდება უშუალოდ ეგრეგორის მიერ: უკეთეს შემთხვევაში, წყენის მიმყენებელს სინდისი შეაწუხებს, ხოლო უარეს შემთხვევაში _ ემუქრება ხანგრძლივი ტანჯვა; იესო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კაცობრობაზე ეგრეგორის ზემოქმედება, უკუგებითი დარტმის სახით, უკვე 2000 წელზე მეტი ხანია გრძელდება.

მაღალ დონეზე დამუშავებული მზის ეს მდებარეობა იძლევა რბილ სულიერ მასწავლებელს სწავლების საკმაოდ ხისტი პროგრამით.

მაღალ ემოციონალურ დონეზე კოსმიური სიყვარული მკაცრი და შეუბრალებელია, და ზეწოლა, უფრო სწორად კოლოსალური შინაგანი ზეწოლა ძალიან კარგად იგრძნობა რბილი მანერების მიღმა, აქ მეუფობს პრინციპი: “რბილად გაშლა და უხეშზე (მაგარზე) ძილი”, რამეთუ კარგადაა ცნობილი, რომ უკეთესია, თუ სულიერი მასწავლებელი დაგარტყამს, ვიდრე რბილად მოგიტევოს და ამით უკუგებითი დარყმის უფლება ეგრეგორს მისცეს, რაც ტიპიურია მაღალი ოქტავის თევზებისთვის.

უფრო დაბალ ევოლუციურ დონეზე მზე თევზების წინაშე აყენებს შემდეგ დილემას: ან უნდა მისდიოს კარმულ პროგრამას, მოცემულ შემთხვევაში _ სიბრალულისა და ყველაფრის მიტევების სახით, ანდა მიეცეს ემოციებსა და ტყუილებს, ეცადოს საკუთარი თავის დაცვას ანდა აღადგინოს სამართლიანობა, რომელზეც, უნდა ითქვას, დაბალი ოქტავის თევზებს ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ.

პირველ შემთხვევაში თევზს უჭირს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში იუპიტერი უხსნის მას მეორე სუნთქვას ანდა ნეპტუნი აძლევს მადლს; მეორე შემთხვევაში, მზე აორმაგებს საკუთარ წნეხს როგორც გარეგნულად, ანუ გარეგანი გარემოებების სახით, ასევე შინაგანადაც, ქვეცნობიერის საერთო დისჰარმონიის სახით.

შუალედურ ვარიანტში, ქირონისეულ თევზს, მზე საკმაოდ ზუსტად უჩვენებს, ვის და რამდენი ყურადღება უნდა მიაქციოს, მხოლოდ ერთია, ის ხშირად არის გატაცებული (ყურადღება გადააქვს სხვა რამეებზე, ეფანტება ყურადღება) და აქცენტებს მთლად ისე არ ალაგებს, რის გამოც ბუნდოვანი ხდება ხანგრძლივი და გარეგანი უაზრო კარმული კავშირებით (ბორკილებით), რომლის გაწყვეტის ძალაც მერე უკვე აღარ შესწევს.

მზისეული თევზისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგეს საკუთარი კარმული ამოცანის “დაზეთვის” ცდუნება: უყვარდეს არასაკმარისად ღრმად, საკუთარი თავი ცოტათი მეტად დაიცვას, ვიდრე ამას კარმა ითხოვს, უფრო ნაკლებად იყოს ყურადღებიანი და აღმქმელი და ა.შ.

მხოლოდ ერთია, მზის მოცემული მდებარეობას _ ეგრეგორის ნების იმპერატიული სახით, რომლის ტრანსლირებასაც მზე ახდენს, _ ვერ მოატყუებ, და საკუთარი დაბალი “მე’”-სთვის ყველა იმ სახის დათმობისას, რომელიც კარმის მიერ არაა გათვალისწინებული, მზისეულ თევზს უწევს მკაცრად გადახდა.

* ესკეპიზმი (ინგლისურიდან _ escape _ გაქცევა, გადატანითი მნიშვნელობით _ თავის გადარჩენა, ადამიანის ინდივიდუალური სურვილი გაექცეს რეალობას ილუზიებში, გამოგონილ სამყაროში.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიულ ასპექტებში: მაღალი ფსიქოლოგიურობა და სენსიტიურობა,  აღმქმელობა, თანაგრძნობა, სიბრალული, გულშემატკივრობა, გულმოწყალება, სიკეთე, მზრუნველობა, ყურადღებიანობა, სენტიმენტალურობა, მდიდარი წარმოსახვა და შინაგან სამყაროში, ფანტაზიებსა და ოცნებებში წასვლა, შთაგონება, გასულიერება, რომანტიზმი, დაქვემდებარებისა და გარშემომყოფებთან შეგუების უნარი, შემსრულებლობა, კეთილსინდისიერება, მეოჯახეობა, პრაქტიკულობა, პასუხისმგებლობა, მომჭირნეობა, ეკონომიურობა, მეთოდურობა, საკუთრების განვითარებული გრძნობა, საიდუმლოებების, იდუმალებების სიყვარული, ინტერესი რელიგიისა და სულიერი პრობლემებისადმი, ფსიქოლოგიისადმი, ფსიქიატრიისადმი, მუსიკისადმი, ხელოვნებისადმი, ჰუმანიტარული მეცნიერებისადმი, პედაგოგიკისადმი, ქიმიისადმი, ფარმაკოლოგიისადმი, მედიცინისადმი, პარაფსიქოლოგიისადმი, კინემატოგრაფიისადმი.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: ორჭოფობა, გაორებულობა, საკუთარი თავის მიმართ თვალთმაქცობა, შიშები, ფობიები, პანიკური აშლილობები,  დინების მიმართულებით ცურვისკენ მიდრეკილება, შეპყრობილობა, ფანატიზმი, თვითმოტყუება, უტოპიურობა, ექსცენტრიულობა, გამძაფრებული აღმქმელობა, მეოცნებებობა, იდეალიზმი, ფანტაზიები, ილუზიები, წარმოსახვითი პრობლემები, გადაჭარბებული ყურადღება წვრილმანებისადმი, დეტალებისადმი, გადაჭარბებული მიდრეკილება იდუმალებისაკენ, განცდებისაკენ, ტანჯვისკენ, მონური დამოკიდებულებისა და მორჩილებისკენ, ექვემდებარება სხვის გავლენას, საკუთარ სურვილებზე დქვემდებარებას; ახირებები, ფეთხუმობა, დაუდევრობა, უწესრიგობა, არააკურატულობა, კულისებს მიღმა ქმედებების, იტრიგების სიყვარული. ეს სუბიექტები იტანჯებიან გარშემომყოფი ადამიანების მხრიდან გაუგებრობის (ვერ გაგების) გამო, მათ შორის ახლობლებისგანაც.

იმისთვის, რომ თევზი თქვენდამი დადებითად განაწყოთ, საჭიროა უთხრათ: “როგორ მესმის თქვენი!” და არამარტო უთხრათ, არამედ გამოავლინოთ ნამდვილი ინტერესი მათი განცდებისადმი და, შესაძლებელია, გამოგონილი პრობლემებისა და ფანტაზიებისადმი, სიზმრებისა და წინათგრძნობებისადმი, რანაირ ბოდვადაც არ უნდა მოგეჩვენოთ.

 

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

თანაგრძნობა, უნივერსალობა, განკვეთა (თვითუარყოფა). ეს ზემგრძნობიარე ნიშანია, ძალიან ძლიერ რეაგირებს სხვა ადამიანების აზრებზე. მუდამ რეალობის ზღვარზე იმყოფება.

მზად არიან დაიკარგონ, ბედს შეეგუონ, მუდმივი მეოცნებები, სძინავთ მაშინაც კი, როცა ფხიზლობენ. სურთ უბრალოდ იცხოვრონ, მაგრამ ეს სურვილი თითქმის არასდროს სრულდება, რადგანაც სხვა პირობებსა და აღქმებს უთმობენ. ისინი ცდილობენ გააკეთონ ის, რაც საჭიროა, მაგრამ მათი ნებისყოფა სუსტია. ხშირად იმდენად მიამიტები არიან, რომ ცხოვრებისეული ბრძოლა მათთვის ტანჯვაა, ამიტომაც უპირატესობას მუდამ ილუზიების სამყაროში წასვლას ანიჭებენ, ვიდრე რეალურ ცხოვრებისთვის სახეში შეხედვას. აქედან მოდის საშიშროება, ნამდვილი ცხოვრება შეცვალონ _ თამბაქოთი, ყავით, სპირტიანი სასმელებით, ნარკოტიკებით; სიყვარულის ძლიერი მოთხოვნილებაა, რამაც შეიძლება აღვირახსნილობამდეც კი მიიყვანოს, ხოლო თუ ცხოვრებისეული პრობლემებისგან გაქცევაში არაფერი არ უშველით, მაშინ შეუძლიათ მიმართონ ოკულტიზმს. ისინი დაბადებით ძლიერი მედიუმები არიან, და დაიწყებენ რა იოგით ვარჯიშს, შეუძლიათ დაასრულონ საკუთარი, წინა ცხოვრებისეული მოგონებებით. აქ იფარება საშიშროება _ აირიონ საკუთარ შეგრძნებებში, სხვების ხელში სათამაშოებად იქცნენ ანდა ჭკუიდან შეიშალონ.

მათ უმსუბუქდებათ, როდესაც ძლიერი მფარველი ჰყავთ, ამიტომაც ხშირად ძლიერ განვითარებული რელიგიური გრძნობა აქვთ _ ნამდვილად, ვინ იქნება ღმერთზე ძლიერი! ასევე მათ ეხმარებათ ნიღბის ტარება, ამის მიღმა ფარავენ საკუთარ მგრძნობიარე სულს; და აქ თავიდან ჩდება საშიშროება _ ნიღაბი შეიძლება სახეზე შეეზარდოთ, მათი მეორე “მე” იქცეს _ ორსახოვნება. კამათების ზიზღი მორცხვებად ხდით, მაგრამ, თუ მოთმინება აევსებათ, შეუძლიათ ძლიერ განრისხდნენ. ძალიან თანამგრძნობიარენი არიან, შეუძლიათ დახმარება, სხვებში სიმამაცეს აღვივებენ. იმდენად მგრძნობიარენი არიან, რომ ხშირად შეუძლიათ აქვითინება, ძალიან რბილები არიან, რის დაფარვასაც ცდილობენ გარეგანი პირქუშობით, ღიზიანდებიან, იცავენ თავებს. იზიდავთ ხელოვნება, მათში არის მუსიკის, სიმღერის, კარგი სამსახიობო ნიჭი. პროფესია უმჯობესია აირჩიონ ძალიან კარგად, მაგრამ უნდა იყოს განსაკუთრებული, რამაც მათი არტისტიზმის გამოვლენას საშუალება უნდა მისცეს. მკაცრი რეჟმი და დისციპლინა უკუჩვენებას იწვევს, ეს თავისუფალი მხატვრები _ დიზაინერები, მოდელიორები, გრაფიკოსები, მუსიკოსები, იმ პროფესიის მსახურები არიან, სადაც საჭიროა თანაგრძნობა და გულშემატკივრობა.

მათთვის სიყვარული _ მათი ბედია. სიყვარულში დახვეწილები არიან და მუდამ სურთ სიყვარული. თუ მაინც, ეს არ გამოსდით, შეუძლიათ ამაღლებული უანგარო სიყვარული. ძალიან მიმდობნი არიან. მათი გრძნობები ნაზი და სულიერია, ისინი თვალს ხუჭავენ საყვარელი ადამიანების ნაკლზე. სჭირდებათ ვინმე, ვისზეც შეიძლება საკუთარი სიყვარულის გადმოღვრა: თუ არაა პარტნიორი, მაშინ ეძებენ ბავშვებს ანდა მშობლებს, რომლებიც მზრუნველობას საჭიროებენ, თუ არავინაა, მაშინ კატას ანდა ძაღლს იჩენენ.

სუსტი კონსტიტუცია (აგებულება, წყობა), მიდრეკილება ტუპერკულიოზისკენ. საშიშროებები (გარდა ჩამოთვლილისა): მიმდობობა, დამყოლობა, ხათრიანობა, არამდგრადობა, არამყარობა, ცრუ სიმკაცრე, პირქუშობა. მათ სჭირდებათ გადაწყვეტილების უფრო თამამად მიღება და სითამამე.

ბუნებით რბილი, შთაბეჭდილებებიანი, აღმქმელი, მეოცნებე ადამიანია. მისი წარმოსახვის, გრძნობების და ინტუიციის სამყარო მისთვის იმდენადვე რეალურია, რამდენადაც ყველაფერი, რაც ეკუთვნის გარესამყაროს. შესაძლებელია, საკუთარი შინაგანი განცდების გადაცემა, ახსნა ისე უჭირდეს, რომ სხვებმა ეს გაიგონ. მიდრეკილია მისტიციზმისკენ, მხატვრული კითხვისკენ, მუსიკალურია, ემოციონალურია. ძლიერ განვითარებული წარმოსახვა, მდიდარი შინაგანი ცხოვრება აქვს, თუმცა გარეგნულად უნდა ახდენდეს მოკრძალებული და წყნარი ადამიანის შთაბეჭდილებას. ჩვეულებრივ, ჩაკეტილად იქცევა. ძლიერ განვითარებული მგრძნობიარობის წყალობით, სიღრმისეულად აღწევს ადამიანებთან საკუთარი ურთიერთობის არსში. ხშირად მისი პირველი ინტუიციური შთაბეჭდილება დასტურდება. მომთმენია, შეუძლია პატიება, არაა მიდრეკილი ადამიანების განსჯისკენ, მათ ისეთებად იღებს, როგორებიც არიან _ შეცდომებითა და ნაკლით. გრძნობს ყველა ცოცხალ არსებას და ხშირად განიცდის სხვის ტკივილს, ისევე როგორც საკუთარს. უგებს იმ ადამიანებს, რომლებსაც დანაკარგები აქვთ, წარუმატებლები არიან _ მათ ხელს არ ჰკრავს. შეუძლია უანგაროდ გაცემა, ცხოვრება, ადამიანების მსახურებისთვის თავის მიძღვნა, ექიმის, მღვდლის, მკურნალის როლის შესრულება.

მხოლოდ ერთია, ის მიდრეკილია ადამიანებს საკუთარი თავი ბრმად მიუძღვნას, განურჩევლად ყველას მისცეს უფლება ბოროტად გამოიყენონ მისი სიკეთე, სუსტებს სუსტებად დარჩენის უფლება მისცეს და ამით მის კმაყოფაზე დამოკიდებული გახადოს. სუსტად განვითარებული გრძნობა აქვს იმ მომენტებზე, როცა საჭიროა თქვას “არა” (უარი).

თავდაჯერებულობა და თვითდისციპლინა _ მისი ძლიერი მხარე არაა.

მიდრეკილია ადამიანების სიყვარულისკენ და მშვიდობისმყოფელად ყოფნისკენ. არაა მეომარი, აქტიური ქმედებების მომხრე არაა, ცდილობს თავი აარიდოს ღია შეჯახებებს. მისთვის უფრო ადვილია არ მიაქციოს ყურადღება ცხოვრების სირთულეებს, გაუნაპირდეს მათ იმ იმედით, რომ ისინი თავისით გაქრებიან და პირისპირ აღარ შეეჯახება. მასში შესამჩნევია იმ მიდრეკილების არარსებობა, რომელიც უბიძგებს აქტიური ბრძოლისკენ, რომელიც სირთულეების გადასალახად, ხანდახან, აუცილებელიც კი არის; ასეთ ადამიანში არაა სიმყარე. გახსნილი და რაღაც დოზით პასიური ადამიანია. მისი ქმედებები ფრთხილი, არააგრესიული, ნაწილობრივ, უხილავია.

არაა გამორიცხული, რომ მისი ნიჭი იფარებდეს შემოქმედების სფეროებში, გამომგონებლურ ხელოვნებაში, მუსიკაში, იმიტომ, რომ ის ფლობს მაღალგანვითარებულ მგრძნობიარობას, შთაგონებას და მდიდარ წარმოსახვას. მას აღელვებს სილამაზე და სიყვარული, რომელსაც თვალწინ ხედავს.

მისი ნაკლი იმაშია, რომ ის მიდრეკილია სიზარმაცისკენ და მის თავს მომხდარისადმი არასაკმარის ყურადღებას ავლენს. უპირატესობას ანიჭებს საკუთარი თავის შებრალებით ტკბობას, ვიდრე სიტუაციის უკეთესობისკენ შესაცვლელად ენერგიული ქმედებები განახორციელოს. ასევე, მიდრეკილია უშუალო გარემოცვისგან საკუთარი თავის იზოლაციაში მოქცევისკენ და სრულ, ქაოტურ უწესრიგობის მდგომარეობაში ცხოვრებისკენ, მაგრამ ეს უფრო მეტად მის ახლობლებს აღელვებს, ვიდრე თავად მას.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

თევზები _ “წყლის” და “ქალური” ნიშანია. ეს მდებარეობა წარმოადგენს წყნარი ქცევის ადამიანის მახასიათებელს, რომელსაც აქვს წყნარი და მიმზიდველი შტრიხები. ეს ადამიანები მორცხვი და მოუსვენარი ხასიათისანი არიან. ორჭოფები და ადვილად ექვემდებარებიან სხვების გავლენას. შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნან მსახურებას და უყვართ სიკეთის ქმნა. აინტერესებთ სულიერი და არარელიგიური ფილოსოფიური საკითხები. მეოცნებეები და ემოციონალურები, უყვართ გულწრფელობა. სწამთ ბუნების იდუმალი ძალების, ასევე უყვართ საგნები, რომელიც დაკავშირებულია წყალთან; პრაქტიკულად, შეუძლიათ ისეთი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მარგალიტთან, ზღვით საქონლის გადაზიდვასთან, წვენებთან ანდა სხვა თხევად პროდუქტებთან; ელიან მოსახერხებელ შემთხვევას, რათა გაიხსნან.

ეს ადამიანები _ სამყაროს მოსიყვარულენი, სწავლების უნარით, მათ ცხოვრებაში არის არც ისე მდიდარი მოვლენების პერიოდები; უყვართ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს; შეუძლიათ ისე მოიქცნენ, რომ სხვებმა თავები კარგად იგრძნონ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ გაღიზიანებულები, მაგრამ, ჩვეულებრივ, კეთილი ხასიათი აქვთ. სასიამოვნონი არიან, კარგად იმოსებიან, მორცხვები და არასაკმარისად თავდაჯერებულები არიან. ფლობენ იუმორის გრძნობას და კომუნიკაბელურნი არიან. ამ ადამიანების ყურადღება, ნაწილობრივ, მიმართულია საკუთარ თავში, შიგნით და მათი გულითადი, განსულიერებული მხარე ძნელი ამოსაცნობია. ფიზიკურად ძალიან ძლიერნი არიან, მიდრეკილნი გადაჭარბებული წონისკენ, ნაწლავების დაავადებებისკენ, ნერვული აღგზნებისკენ და ქვედა კიდურების დაავადებებისკენ.

სარგებლიანად ქორწინდებიან, იღებენ კარგ მემკვიდრეობას. შეუძლიათ ჰქონდეთ მიდრეკილება საკუთარი პრობლემებისგან გაქცევისკენ _ ნარკოტიკული საშუალებების დახმარებით. მხოლოდ ერთია, სასიამოვნო ადამიანები არიან, რომლებსაც ფულთან მოპყრობა შეუძლიათ, კარგად მუშაობენ ბავშვებთან, ფლობენ არც თუ ურიგო ინტუიციას, სხვების სწავლების უნარს.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

20 თებერვალი _ 20 მარტი

თევზები _ არსება დამთმობი, ორჭოფი და ამოუცნობი. ბუნება ტრავმირებული, მგრძნობიარე: მათ არ ჰყოფნით ცხოვრებისეული ძალები.

ყველა სახის ძალადობა მტკივნეულ იარას უტოვებთ. უფრო ძლიერ პიროვნებაში ეძებენ საყრდენს. იმდენად რბილები არიან, რომ თითქმის არასდროს უჯანყდებიან გარემოებებს; მოკლედ, ერთგულების თანდაყოლილი გრძნობა არბილებს მათ მონურ ჯაფას. არცთუიშვიათად, მათ ”მსხვეპრლად სწირავენ”, ანდა ისინი თავად, ნებაყოფლობით ეწირებიან მსხვერპლად. მღელვარება, ფრუსტრაცია, ხალხის შეკრება სწრაფად თრგუნავთ. თუ ჰოროსკოპში არაა მარსის ანდა ურანის მასტიმულირებელი გავლენა _ ყველაფერში სიზარმაცემდე მისული უზრუნველობა.

მიდრეკილება _ რეალური იმედგაცრუებების სანაცვლო “კომპენსაციები” ეძიონ ოცნებებში, ხანდახან ალკოჰოლში, ნარკოტიკებშიც კი.

მთელი ცხოვრება ინარჩუნებენ უცოდველი გულუბრყვილობის დიდ დოზას. მოკლედ, მათ უმართლებთ ცხოვრებაში (თუ არაა ცუდი სატურნი ნათალურ ჰოროსკოპში). შემთხვევითობა, მოულოდნელი ნაცნობობა, ჩვეულებრივ, მათ სასიკეთოდ ხდება (კარგი იუპიტერის ანდა ვენერას შემთხვევაში). საკუთარ იღბლიანობას ისინი მხოლოდ თავისთვის არ იტოვებენ: სული მათ გულუხვი აქვთ. შეუძლიათ “ემპირიებში ლივლივი”, არ შეუძლიათ ფულთან მოქცევა. საკუთრების გრძნობა (საკუთარი ანდა სხვისი), არცთუიშვიათად, არ აქვთ. ნეპტუნის უპირატესობისას ვერ ხედავენ ვერაფერ სასირცხვილოს, თუ გამოიყენებენ სხვის კუთვნილებას, საკუთრებას; და სხვებსაც ადვილად უთმობენ ყველაფერს, რაც მათ ეკუთვნით. მათი სტიქია _ ქიმერაა. ფილმი, ტელევიზია, თეატრი. ყველაფერი თხევადი _ ასევე მათი “სამეფოა”, მათ შორის ზღვები, მდინარეები.

ბედი ეხმარება, რომ მთელი ცხოვრება იცხოვრონ ყველაზე მერყევ, განუსაზღვრელ საფუძველზე. ასეთი ადამიანს შეუძლია გაქცევა, იმ საშიშროებისგან და პრობლემებისგან თავის დაღწევა, რომელიც ითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებებს.

თუ ჰოროსკოპში არაა ძლიერი პლანეტები, თევზი-ადამიანი მოდუნებულია, სწრაფად იღლება. მისთვის სასარგებლოა ცხოვრება ზღვის სანაპიროზე, მუსიკით, პოეზიით დაკავება. ელემენტებიდან _ იოდი, გოგირდი. ჰომეოპატია ალლოპატიაზე* უკეთ მოქმედებს.

* ალოპათია Gk. allos და pathos”სხვა” და “ტანჯვა”მკურნალობის ჩვეულებრივი, არაჰომეოპათიური მეთოდებისსახელწოდება;შემოიღო ჰომეოპათიის ფუძემდებელმა გერმანელმა ექიმმა ს. ჰანემანმა (1755-1843. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

სტატიის ავტორი: ნინო

 


About Tamta

Scroll To Top