მზე კირჩხიბში, მთვარე ნიშნებში

მზე კირჩხიბში, მთვარე ნიშნებში

მზე კირჩხიბი, მთვარე ვერძი

სწრაფი აზროვნებისა და მეხსიერების წყალობით თითქმის არ არსებობს კითხვები, რომელსაც მისი ინტელექტი ვერ გაუმკლავდება. მგრძნობიარე-ინტუიციურია, სხვების განცდების გაგების უნარი აქვს, მათ მიმართ ყურადღებიანია, რადგან იცის თავად მისთვისაც რამდენად მნიშვნელოვანია წინდახედულება და ყურადღება. ცხოვრებაში ხელმძღვანელობს პრინციპით – „მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ“. ეს პრინციპი პოპულარულსა და დაფასებულს ხდის.

მისთვის ადამიანები და იდეები ფულზე მნიშვნელოვანია; ოჯახის ერთგულია. ორივე სქესის წარმომადგენელი მეოჯახე, კარგი პარტნიორია და თანაცხოვრებით, ზრუნვით დიდ სიამოვნებას იღებს. რომანტიული ადამიანის მდებარეობაა, ის უფრო ნაზია, ვიდრე ვნებიანი, მაგრამ საკმაოდ ეჭვიანიცაა. მგრძნობიარე, წარმოსახვის უნარის მქონეა და გასულელების აზრსაც კი მოთმინებიდან გამოჰყავს.

კონტაქტურია და ხალხმრავლობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. მისი სტილიდან, მანერებიდან გამომდინარე სხვებსაც მოსწონთ მასთან ურთერთობა. გარშემომყოფთა განწყობის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა, ხვდება როდის სიამოვნებთ მასთან ურთიერთობა და როდის ატყუებენ.

მზე კირჩხიბი, მთვარე კურო

მომხიბვლელი და ნიჭიერი, მრავალფეროვანი, მგრძნობიარე ადამიანია. შინაგანად მყარი და მიზანდასახული. ბუნებრივად დამახასიათებელია თავის მოწონების მანერა, რაც პოპულარულს ხდის საკუთარ წრეში. შინაგანად გრძნობს, რა სურთ მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს და მათი სურვილების ასრულება შეუძლია ისე, რომ ინდივიდუალურობა არ დაკარგოს.

საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად არ უდგება. ცდილობს ობიექტური იყოს. საკუთარ მიზნებს საკმარისად აცნობიერებს, რათა წარმოდგენა ჰქონდეს ყოველდღიურად რა საქმიანობით დაკავდეს. ერთადერთი „ჯადოქრობა“ რისიც სჯერა – საკუთარი შესაძლებლობებია. რეალისტია, მაგრამ ეს თვისება შემოქმედებითი პროფესიით მოღვაწეობაში ხელს არ უშლის. სადაც ტრიალებს, იმ საზოგადოებას კარგად იცნობს მათთვის მისაღები საკითხების შესათავაზებლად.

პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში მგრძნობიარე, რომანტიულია, მაგრამ სიყვარული „მიწას არ აცლის“ და საღ აზრს მაინც ინარჩუნებს. კარგად ორგანიზებული ადამიანია, რომელსაც საკუთარი თავის ხელში აყვანა ეხერხება. ეს მდებარეობა მატერიალურ წარმატებას ხელს უწყობს.

მზე კირჩხიბი, მთვარე ტყუპები

ავტორი: თათა გოგოუა

მგრძნობიარობა, სირბილე და შემგუებლობა – აი მისი სისუსტე და ძალა. გარშემორტყმულ სამყაროს – ადამიანებს, ფაქტებს, სიტუაციებს ძლიერი განცდებით (ზებუნებრივი მგრძნობელობით) აღიქვამს.

ამ მდებარეობის მქონე კაცი არის მოუთმენელი, მიმნდობი, წარმოსახვის განვითარებული უნარით, სხვებისთვის სწავლა მოსწონს, ასევე ცოტა გადაუწყვეტელი და დათანხმებისთვის მზადმყოფია. მიუხედავად საკუთარი შესაძლებლობებისა, შინაგანად საკუთარ თავში დარწმუნებული არაა. ზედმეტად ღიად საუბრობს, საკუთარი გეგმების წინასწარ ამბობს. სასურველია მეტი თავშეკავებულობა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა გამოავლინოს, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად.

ქალის შემთხვევაში ეს მდებარეობა მეტად მომგებიანია, რადგან ვლინდება როგორც „ქალური ინტუიცია“. მისი გადაუწყვეტელობა ტაქტიკურობად ჩანს; თუ კაცის შემთხვევაში „კი_’ს თქმისკენ მიდრეკილება სისუსტედ აღიქმება, მასთან ქალურობად ფასდება. ვალდებულებებმა და მოუსვენრობამ შესაძლოა კარიერაზე ზრუნვა აიძულოს. ნაკლებად აინტერესებს საოჯახო საქმეები, მზად იქნება დღეში ათი საათი იმუშაოს, ბიზნესის სფეროში იტრიალოს, ვიდრე სახლში კვერცხი შეწვას. პირფერული, თავაზიანი მანერები კი წინსვლაში დაეხმარება.

მდებარეობა ორივე სქესს ძლიერ ემოციურობას სძენს. რომანტიული ურთიერთობით დატვირთული ახირებული ახალგაზრდობა ბევრ ცხოვრებისეულ გაკვეთილს შესძენს. ქალი მზით კირჩხიბი, მთვარით ტყუპები  მთელი ცხოვრება რომანტიულობასა და წარმოსახვის უნარს ინარჩუნებს; ემოციურობისა და გადაუწყვეტელობის მიზეზით წარსულში სირთულეების გადატანის გამო, ზრდასრულ ასაკში თავის დაჭერას სწავლობს. ერთადერთი, რისი გამომუშავებაც სასურველია – ეს მიზანდასახულობა და სიმშვიდეზე ზრუნვაა.

მზე კირჩხიბი, მთვარე კირჩხიბი

ამ მდებარეობის მქონე ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა და თავდაცვის მრავალ ხერხს ფლობს. ყოველთვის აქვს ადგილი, სადაც გარესამყაროს ემალება, თავს იცავს და ძალებს აღიდგენს. პირად ურთიერთობებში ემოციურია, მძაფრად რეაგირებს რეალურ და წარმოსახულ შეურაცხყოფაზე. ამ თვისებამ შესაძლოა სირთულეები შეუქმნას გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ბუნებით ბუტიაა; მას იმდენად ეშინია შეურაცხყოფის, უარყოფის, რომ ხშირად „მიუწვდომლის“ იმიჯს ეფარება.

მისი ნდობის მოპოვებას დიდი დრო უნდა და იმ შემთხვევაშიც, თუ ნდობა მოიპოვეს, უხეში ან უსიამოვნო ნათქვამის გამო საკუთარ თავში მაინც ჩაიკეტება. მიუხედავად მეოჯახე ბუნებისა, ამ თვისების გამო შესაძლოა გვიან იქორწინოს. სასურველია გააცნობიეროს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყოველთვის ასიამოვნებს.

ჭკვიანი დიპლომატია: ადამიანებს საუბარს აცდის, სანამ არ მოდუნდებიან და შემდეგ სიტყვაზე „იჭერს“. მოსწონს ფარული მიდგომა, მოქმედება, ადამიანებს ღიად იშვიათად უპირისპირდება. მუდმივად ცვალებადი ტაქტიკა და მიდგომა – მისი ძლიერი მხარეა. მზით და მთვარით კირჩხიბი კარგი მეოჯახეა, მაგრამ მის გვერდით მცხოვრებიც კი ვერ ახერხებს ბოლომდე გაუგოს/იცნობდეს. სასურველია მეტად გამოხატოს თავი, ტკივილის შიში დაძლიოს, რადგან მცირე ტკივილის ატანა მუდმივი მარტოობაზე უკეთესია.

მზე – კირჩხიბი, მთვარე – ლომი

ავტორი: თათა გოგოუა

კარგად შეიგრძნობთ სხვა ადამიანებს და მალავთ საკუთარ დამოუკიდებლობას, ავლენთ კორპორატიულობის სულს, რაც სინამდვილეში ნიღაბია, სინამდვილეში გაქანებული ინდივიდუალისტი ხართ. თუ საქმე იდეების ღია გაცვლამდე მივიდა, თქვენსას მთელი შემართებით დაიცავთ და ისე გააკათებთ, რომ სხვებმა ის მიიღონ. მაგრამ კარგად იცით, რომ ბუზები თაფლზე მიფრინავენ და არა ძმარზე, ამიტომ თავს ხშირად იკატუნებთ, თითქოს უმრავლესობას ეთანხმებით. მიდიხართ კომპრომისზე და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნით, თითქოს ხვდებით რა უნდა მეორე ადამიანს, მაგრამ ბოლოს მაინც თქვენებურად იქცევით. უფროსებისგან ბრძანებების მიღება და შესრულება შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი საბოლოო მიზანია ასეთივე პოსტის დაკავება, სადაც თავად შეძლებთ განკარგულებების გაცემას.

საკუთარი ღირსების გამძაფრებული შეგრძნება გაქვთ. ადამიანების არ გჯერათ, მაგრამ გჯერათ, რომ ყველაზე კარგად შეგიძლიათ მათგან სასურველის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობთ, ადამიანები თავიანთი ნატურით მოღალატეები და მარტყუარები არიან, გჯერათ, რომ თქვენს მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები. ამაში, როგორც აღმოჩნდება, მართალი ხართ. რადგან თამაშის წესებს იცავთ და სამართლიანი ხართ, ამით ადამიანებს იზიდავთ და ისინიც კი, ვინც ჭეშმარიტსა და მცდარს ვერ არჩევენ, თქვენი დახმარებით სწორად მოიქცევიან.

საკუთარ თავს სერიოზულად აღიქვამთ და სხვებიც გეთანხმებიან ამ შეფასებაში. კარგად ართმევთ თავს ისეთ საქმეს, რაც ანალიზთანაა კავშირში. კარგი ორგანიზატორი ხართ. სიყვარულში ერთგული ხართ, მაგრამ თქვენებურად. ანუ ერთგული ხართ, მაგრამ არა მუდმივი. სხვა ადამიანების ნაკლბის მიმართ მოთმინებას იჩენთ, არც საკუთარია გამონაკლისი. სიყვარულში ამ ფრაზას ემხრობით: “მოიქეცი ისე, როგორც გეუბნები და არა ისე, როგორც მე ვიქცევი”.

მზე კირჩხიბი, მთვარე ქალწული

ზრდასრულ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად საკმაოდ დიდი გზა განვლო საკუთარი ჩრდილისგან შეშინებული, მგრძნობიარე ბავშვის ეტაპიდან. მართალია, ახლაც მგრძნობიარეა, მაგრამ არა კლასიკური კირჩხიბის მსგავსად. ნებისყოფისა და გონების დახმარებით შეუძლია ანგარიშგასაწევ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს შინაგან კანკალს ისევ გრძნობს, განსაკუთრებით, როცა სხვებს მისი ნათქვამის გათვალისწინება უწევთ. თუმცა შინაგან მდგომარეობას თავდაჭერილობითა და გაწონასწორებულობით ფარავს. ხელმძღვანელის როლში ყოფნა მისთვის ადვილი არაა, რადგან შინაგანად საკუთარ თავში დარწმუნებული არაა.

ტრადიციების მოყვარულია, მართალია სოციალურ პროგრესსაც განიხილავს, მაგრამ რეალურად ძალაუფლების, მართვის მხარდამჭერია. ადამიანებზე მისი გავლენა და ძალაუფლება სხვების აზრებისა და ემოციების გაგებაში, მათ ადგილზე თავის წარმოდგენაში და მიღებული ინფორმაციის გამოყენებაში გამოიხატება.

მისაღები, მოსაწონი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სისასტიკე ან არაკეთილსინდისიერება მის წონასწორობას არღვევს და აცოფებს. ერთგული პარტნიორია, მისმა ზედმეტმა მგრძნობიარობამ შესაძლოა პარტნიორი გააღიზიანოს კიდეც. სასურველია საკუთარ თავში დარწმუნებულობაზე იმუშაოს.

მზე კირჩხიბი, მთვარე სასწორი

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს შინაგანი კონფლიქტი აქვს საჭიროებებსა და სურვილებს შორის. მასში ერთდროულადაა შერწყმული დამოკიდებულება და დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და სხვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ურთიერთობებში სრულად არ იხსნება, მგრძნობიარეა და გარკვეულწილად საკუთარ თავზე ორიენტირებული, მაგრამ მოსწონს სხვა ადამიანების განცდების გაზიარება.

კარგი მანერების მქონეა, რაც დასაწყისიდანვე დადებითად განაწყობს ადამიანებს. რომანტიულია, მოსწონს შექება, ყურადღება, ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ მათთან დამკვირვებლის როლში ყოფნა მეტად მოსწონს, ვიდრე საკუთარი განცდების გამომჟღავნება.

შეიძლება ითქვას, ემოციების გამომჟღავნების ეშინია, შესაძლოა ფიქრობდეს, რომ სხვები მასხარად აიგდებენ რომანტიულობისა და სენტიმენტალურობის გამო. ერთხელ თუ გაუცრუეს იმედი, შემდგომში ნდობის მოპოვება რთული ხდება და თავდაცვაზე გადადის. გარშემომყოფების შემოწმებას იწყებს, როგორც მიკროსკოპის ქვეშ მწერის დაკვირვებას. თუ მოახერხებს და უნდობლობას გადალახავს, შეამჩნევს რომ სამყარო და მის გვერდით მყოფი ადამიანები არც ისე სასტიკები არიან, როგორც მანამდე ეჩვენებოდა.

რაც შეეხება ერთგულებას – მისი ერთგულება უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე კონკრეტული, საკმაოდ მგრძნობიარეა, შეუძლია სხვების გრძნობების არაფრად ჩაგდება, რაც ამ უკანასკნელთა გაკვირვებას ხშირად იწვევს. როგორც კი ამ სამყაროში „საკუთარ კუთხეს, სახლს“ მოიწყობს, მისი პირადი ცხოვრება სტაბილური და სასიამოვნო გახდება.

მზე კირჩხიბი, მთვარე მორიელი

ძლიერი მაგნეტიზმი და სიტუაციების დრამატიზების მძაფრი განცდა იმ ადამიანად აყალიბებს, რომელთანაც ფრთხილად უნდა იყო. სადაც არ უნდა იყოს, გარშემომყოფის ყურადღებას იქცევს. კაცის შემთხვევაში – მდებარეობა სამედიცინო, ხელოვნების სფეროში კარიერის აწყობაში ეხმარება; ქალს – ძლიერ, საქმიან, ძალაუფლების მქონე ქალის იმიჯს უქმნის.

კირჩხიბი მთვარით მორიელი იმდენად საყვარელი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, როგორც თავად უნდა. საკმაოდ ამაყი, ეჭვიანია, საკუთრებასა და ძალაუფლებას იცავს. თუ პირად ცხოვრებას ვერ იწყობს, მთლიანად ორიენტირდება მიზნებზე. მისი თავდაცვა კი სისასტიკემდე მიდის. მართალია, ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება არ სურს, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება მოუწია – საკუთარ თავს არ დააზარალებს.

იდეალისტი არაა. მისთვის დამახასიათებელია: ფინანსური მდგომარეობისკენ სწრაფვა, ჯანსაღი აზრი, მიწიერი სიყვარული, პატივმოყვარეობა. საკმაოდ გამბედავი, ვნებიანი, თავგადასავლების მოყვარული ადამიანია. პირად ურთიერთობებში იმ ადამიანს უბრუნდება, რომელიც მასზე ერთგულია.

მზე კირჩხიბი, მთვარე მშვილდოსანი

იდეალიზმი პრაქტიკულად ვლინდება. პიროვნება მიდრეკილია ყველაზე იდუმალი ამბიციების რეალიზებისკენ, საკუთარ თავს მაღალ მიზნებს უყენებს. დიდწილად სენტიმენტალურია. ამ მდებარეობის მქონე ადამიანი კერპს/ობიექტს იდეალის სახით ირჩევს და თაყვანს სცემს, ბაძავს. სჯერა ტრადიციული პირადი კეთილმსახურების, მაგრამ მანამდე, სანამ სხვა ადამიანებს ეხება. იქ, სადაც მისი პირადი ემოციებია, თითქმის ყოველთვის იქცევა როგორც სურს.

ფართო შეხედულებები, მდიდარი წარმოსახვა, ინტუიცია და წინასწარჭვრეტა (რაც პარტნიორების ხასიათის გაგებაში ეხმარება) ახასიათებს, შეუძლია წინმსწრებად, შორეული ცხოვრება დაგეგმოს და გეგმა რეალობაში განახორციელოს. უზრუნველყოფილის სტატუსის ნაცვლად სურს მდიდარი იყოს, ცნობილი იყოს და არა პოპულარული (მისთვის ეს ორი ცნება განსხვავდება); პატივსაცემი (თაყვანსაცემი)  – და არა უბრალოდ საყვარელი. არ აღიარებს: სანახევროდ მიღებას, გაკეთებას, მცირე მიზნებს, იდეალებს, ამბიციებს. მიწა შეიძლება მისი სახლია, მაგრამ აზროვნებით, აზრებით – ზეცისკენ მიისწრაფის.

ფილოსოფია აინტერესებს, გარკვეულწილად მისტიკოსიცაა და სულ მცირე ერთი თეორია მაინც ექნება შემუშავებული. შესაძლოა ამოჩემებული სიმბოლოს მფლობელი იყოს, რაც მისი რწმენით წარმატებასა და იღბალს მოუტანს. ურთიერთობებში ნაზი, სხვების მოლოდინებისა და საჭიროებების მიმართ მგრძნობიარეა. ყოველივე მშვენიერი იტაცებს, შინაგანაც ესთეტი და პოეტურია. ინტელექტისა და ფილოსოფიური მიდგომის წყალობით საკუთარ სიღრმისეულ საკითხებს უკეთესად ეცნობა, ვიდრე ამას გრძნობებით აკეთებს. საკმაოდ მგრძნობიარეა, ადვილად განაწყენებადი, მაგრამ პატიებაც სწრაფად შეუძლია. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როცა ადამიანის ორპირობას იეჭვებს. ასეთ შემთხვევაში – აღარასდროს ენდობა.

მზე კირჩხიბი, მთვარე თხის რქა

კარგი ხელმძღვანელია, ბუნებას გრძნობს, იცის როგორ მიაღწიოს მიზანს  ამ სამყაროში  და იმ აღიარებას იღებს, რასაც ძლიერად ესწრაფვის. მგრძნობიარობის, გონივრული ქმედებების სრულყოფილი კომბინაციაა, გონივრული, ანგარიშიანი და საქმიანი ადამიანია, გამოჩენილ შანსს ხელიდან არ უშვებს. მიზნების მიღწევა შეუძლია სხვების გრძნობებზე შეხების გარეშე. შესაბამისად, საქმიან პარტნიორებს შორის უამრავი მეგობარი ჰყავს. შეუძლია ქუჩაში  სახეზე ღიმილით ივაჭროს და სხვა ადამიანები „აიძულოს“ უყვარდეთ და აფასებდნენ მაშინაც კი, თუ ბოლო თეთრს აძლევენ.

ადამიანებში კარგად ერკვევა, მათ მოტივებს ადვილად ხვდება, რადგან კარგად იცნობს საკუთარ თავს და უშვებს აზრს, რომ გარშემომყოფებშიც შეიძლება იგივე რთული პროცესები მიმდინარეობდეს, რაც მის სულში ტრიალებს. ამ მახასიათებლის წყალობით სხვების გაგებას უკეთ ახერხებს.

სიყვარულის მოთხოვნილება აქვს და იღებს კიდეც. თუ კაცია – ქალების საყვარელი მამაკაცია, ხოლო თუ ქალია – ქალურობასთან ერთად ავლებს პირდაპირობას, პატიოსნებას და ეს თვისება კაცებს იზიდავს.

შესაძლოა შემოქმედებით, ლიტერატურულ ნიჭს ავლენდეს, რამდენადაც მისი თანდაყოლილი მგრძნობელობით ხვდება საზოგადოების გემოვნებას. იცის როგორ ითანამშრომლოს ადამიანებთან, სხვების უფლებებს აფასებს. საპასუხოდ ელოდება, რომ ისინიც სამართლიანად მოექცევიან. მთლიანობაში, ეს მახასიათებელი ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.

მზე კირჩხიბი, მთვარე მერწყული

საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებში გარკვევა შეუძლია და მისი საკონტაქტო წრე როგორიც არ უნდა იყოს, ყველგან პატივისცემით სარგებლობს, რადგან გონიერი, მგრძნობიარე, ყურადღებიანი ადამიანია. მას შესანიშნავი, ობიექტური გონება, ფართო შეხედულებები აქვს, განსაკუთრებით სოციალურ საკითხებში. საგნების მიმართ კრიტიკული და ანალიტიკური მიდგომის გამო საზოგადოებისგან ხმაურიან აპლოდისმენტებსა და შეხებას იმსახურებს. ადამიანთა დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობა მისი ძლიერი სურვილია.

დამახასიათებელია გარკვეული განცალკევებულობა; უმაღლესი და მიუღწეველი სფეროების მენტალურად გაგების უნარს ფლობს. ადამიანები, რომლებსაც მასთან კონტაქტი უწევთ – იმაზე მეტად საჭირო, მნიშვნელოვან პიროვნებებად გრძნობენ თავს, ვიდრე არიან. ამ მდებარეობის მქონე ადამიანს არისტოკრატული მანერები აქვს.  მიუხედავად მისი სიამაყისა და ქედმაღლობისა, სხვებზე უპირატესობის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

რომანტიულია და პირად, საქმიან ურთიერთობებში სითბოს, გულწრფელობას ამჟღავნებს, საკუთარ ამბიციებს ივიწყებს და ყოველთვის შეუძლია საქმე ისე შეაბრუნოს, რომ საბოლოოდ ის გამოვიდეს ნასიამოვნები.

მზე კირჩხიბი, მთვარე თევზები

ავტორი: თათა გოგოუა

თქვენი პიროვნება აფრიან გემს გაქვს, თავისუფლად ლავირებთ ქარის მიმართულების მიუხედავად. ადგილიდან ადგილზე გადაგაქვთ ბალასტი, ცვლით გაჩერების ადგილს და ყურადღებით უსმენთ ამინდს. ეს გეხმარებათ ცხოვრებისეულ ზღვაში წარმატებით გადაადგილეთ წინ. თვქენ დიპლომატი ხართ და წახვალთ არა იქ, სადაც ბრძოლა ყველაზე მეტადაა გაჩაღებული, არამედ სადაც პოზიცია ყველაზე მეტადაა გამაგრებული. კამათისას არასდროს იყენებთ დაუშვებელ არგუმენტებს. იმდენად კეთილგანწყობილი, ამხანაგური და თავაზიანი ხართ, რომ რთულია გაგება რომელ პოზიციას ემხრობით სინამდვილეში და დიდხანს იქნებით თუ არა ამ აზრზე.

მაგრამ თქვენი საღი აზრი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერი რომელიც გადაწყვეტს მოგბაძოთ, სავარაუდოდ – გასულელდება, თქვენ კი არაფერს დაკარგავთ. ეჭვიანი ხართ და ადამიანების ნდობა გიჭირთ. მოქმედებისას ყოველთვის ინტუიციას ენდობით და თითქმის არასდროს აგებთ.

ადვილად შეგიძლიათ უფროსის კეთილგანწყობის მოპოვება, ამიტომ კარიერული წინსვლა არ არის რთული მისაღწევი. კარგი ბიზნესმენი ხართ, შეგიძლიათ ვაჭრობა, საქმეების მართვის გზებში ერკვევით. ფრთხილი და წინდახედული ხართ, მიიჩნევთ, რომ დიდი ქონება გროვდება წვრილმანებზე ეკონომიით და გონიერი მართვით. იშვიათად იმყოფებით მატერიალურ სიდუხჭირეში. შეგიძლიათ ადამიანის მასებში პოპულარობის მოპოვება, მაგრამ პირად კონტაქტში ეჭვიანი ხართ და მიუხედავად სიყვარულის დიდი წყურვილისა, თავი დისტანციაზე გიჭირავთ, იმის შიშით რომ მოგატყუებენ და გამოგიყენებენ.

როცა გადალახავთ ამ შიშს ან ვინმე მოიპოვებს თქვენს ნდობას, აღმოჩნდება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოსიყვარულე ადამიანი ხართ. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ თქვენი ეჭვიანობა არ დაბრუნდეს და სიყვარული არ მოწამლოს. ისწავლეთ, ნაკლებად ჩაკეტილი და ფრთხილი იყოთ, ცოტა გაიხსენით გარშემომყოფთა მიმართ (იქნება ეს პირად ურთიერთობაში, საქმიან თუ საზოგადო).


About Tamta

Scroll To Top