მზე ლომში, მთვარე ნიშნებში

მზე ლომში, მთვარე ნიშნებში

მზე ლომი, მთვარე ვერძი

ეს მდებარეობა ძლიერ, გადამეტებულ გამბედაობაზე მიანიშნებს. მის ცხოვრებაში მოვლენები სწრაფად ვითარდება. სამყაროში არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეაშინებს. თითქოს შიგნით დიდი ემოციური და ფიზიკური ძალის ძრავა (დრაივი) გააჩნია, რასაც ბავშვობიდანვე ახალი თავგადასავლებისკენ, სიყვარულისკენ, ცხოვრებისეული გამოცდილებისკენ მიჰყავს.

ეს ძლიერი ლიდერის მდებარეობაა. ვერბალურ და საქმიანი კუთხით ყველა შესაძლებლობა აქვს მაღალი თანამდებობის დასაკავებლად, რასაც გამბედაობის, გულწრფელობისა და სამართლიანობის წყალობით აღწევს კიდეც. ენერგია და უშიშრობა შესაძლოა გამოვლინდეს აქტიურ სასიყვარულო ცხოვრებაში. ლომი მთვარით ვერძი მუდმივად მზადაა სიყვარულისთვის. სასურველია აკონტროლოს პირადი ინტერესის, ეგოისტური მიზნების გამოვლენა, რადგან ცხოვრების პირველ ნახევარში ეს მახასიათებლები ხელს უშლის წარმატების მიღწევაში. ასევე, სასურველია ისწავლოს ობიექტური, ინტელექტუალური მიდგომა.

მას ყველა მონაცემი აქვს ლიდერობისთვის. მისკენ მიმავალ გზაზე კი ცდუნებებად ვლინდება თაყვანისმცემლების მოთხოვნილება, ვნებიანი ბუნება, რაც თავგადასავლებისკენ უბიძგებს. იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია ადამიანი უყვარდეს და თან ეკამათებოდეს. სამართლიანობას, სიმართლეს მუდმივად იცავს და იდეალებისთვის თავის განწირვაც შეუძლია. ის – მუდმივი მებრძოლია.

მზე ლომი, მთვარე კურო

ძლიერი ადამიანია კარგად განვითარებული ფანტაზიის, საკითხების მთლიანობაში აღქმის  უნარებით. პრაქტიკულობა წარმატების მიღწევაში ეხმარება. ეს გაბედული, პრაქტიკულ საქმეებზე ორიენტირებული ხელმძღვანელის მდებარეობაა. მნიშვნელობა არ აქვს შეფასებებში სწორი აღმოჩნდება თუ მცდარი – საკმაოდ დარწმუნებით გამოხატავს თავს.

პირდაპირი და არცთუ დიპლომატიურია; ენისთვის კბილის დაჭერა ეხერხება, მაგრამ ეს თვისება გამოსამუშავებელია (საწყის ეტაპზე). აზრს ღიად აფიქსირებს. თუ სიმართლეს არ ამბობს – შეცდომის, არასწორად გაგების ბრალი იქნება და არა მოტყუების მცდელობის. პატიოსანი, სამართლიანია, მაგრამ იმის სწამს, რაც მის მიზნებსა და მიდრეკილებებს ეთანხმება. შესაძლოა წვრილმან საკითხებზეც კი იბრძოლოს, როცა სხვა ადამიანი კომპრომისზე წავიდოდა. მისი ჯანსაღი აზრი და განსჯა ხშირად ეჭვქვეშ დგება, სანამ არ გააცნობიერებს, რომ სურვილის გამო მთებს ვერ გადადგამს და ჭიანჭველისგან სპილო არ შექმნას. როცა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად თანამშრომლობას ისწავლის, დამსახურებულ აღიარებას და პატივისცემას მოიპოვებს.

ინტელექტუალური განვითარების დონე ემოციურ და ფიზიკურ ძალაზეა დამოკიდებული. ნებისმიერ სიტუაციაში გონებასთან შედარებით ინტუიციას, შინაგან განცდებს მეტ ყურადღებას ანიჭებს. პირად ურთიერთობებში ხელისშემშლელია სიამაყე და დაუძლეველობა; შესაძლოა ხშირად ეკამათებოდეს, აკრიტიკებდეს საყვარელ ადამიანს. სასურველია პრინციპების გამო საყვარელ ადამიანთან არ იკამათოს, კომპრომისზე წავიდეს.

მზე ლომი, მთვარე ტყუპები

მოქმედებისა და იდეების ადამიანია. მასში შერწყმულია რაციონალურობა და სენტიმენტალურობა, ემოციურობა და ენერგიულობა, გონება და ფიზიკური ენერგია. ამ ყველაფრის ერთობლივი მოქმედებით კი ბევრის მიღწევა შეუძლია. ცხოვრების პირველ ნახევარში წინსვლას ხელს უშლის გადაჭარბებული ემოციურობა. სიმშვიდის პოვნას წიგნებში, გამოგონებებში, იდეებში ეძებს. თუ ვერ იპოვნა – მძაფრი ემოციების სახით უკან უბრუნდება.

შესაძლოა საცხოვრებელს ხშირად იცვლიდეს, რისი მიზეზიც თვალსაწიერის, სანაცნობო წრისა და ინტერესების გაფართოვების სურვილია. საკუთარი აზრებითა და პიროვნული თვისებებით სხვებზე გავლენის მოხდენა მოსწონს, რასაც წერილობითი, კომუნიკაციის საშუალებებით, პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობით მოახერხებს. ინტუიციური გონება აქვს – აქტიური, მაგრამ ნაკლებად ღრმა. ლომს მთვარით ტყუპებს საზოგადოების, ჯგუფის აყოლიება და მათი სიმპატიის დამსახურება შეუძლია.

ამ მდებარეობის მქონე ადამიანს არსებობისთვის მძიმე სამუშაოს შესრულება თითქმის არ უწევს, ფინანსებს ადვილად შოულობს. პირად ცხოვრებაში რომანტიული და მგრძნობიარეა, მაგრამ ერთგული – ნაკლებად, რადგან ერთ გატაცებას მეორე ცვლის. ხშირად მიდის ბლეფზე; შეუძლია გაიღიმოს, თუ ამის განწყობაზე არაა. სიამოვნებას იღებს შოკში ჩამგდები, მოულოდნელი ქმედებებით. მეორეს მხრივ, შეუძლია ქცევის სტილი იმდენად შეცვალოს, მის გონივრულ ქმედებებს მისი მოწინააღმდეგეც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას.

მზე ლომი, მთვარე კირჩხიბი

თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის ინსტინქტური ცოდნა აქვს. მგრძნობიარე, შთაბეჭდილებებით სავსე ადამიანია და საკმარის ჯანსაღ აზრებს ფლობს იმისთვის, რომ მისმა ორგანიზატორულმა, მართვის ან სამსახიობო უნარებმა კარგი პრაქტიკული გამოხატულება ჰპოვოს. სახლისა და ოჯახის ერთგულია, სტუმართმოყვარე პიროვნებაა, რომელიც სხვა ადამიანთა პრობლემების მიმართ გულგრილი არაა. იუმორის გრძნობა სიტუაციის დრამატიზების, გამწვავებისა და საკუთარ თავში ჩაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

საკუთარ ღირსებებზე საკმაოდ კარგი ცოდნა გააჩნია და დროს არ კარგავს სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაში. გამონაკლისს წარმოადგენს მისი მცდელობა – ადამიანებზე საკუთარი საქმეებით მოახდინოს შთაბეჭდილება.

რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს, მიწაზე მყარად დგომას ცდილობს. ამ სამყაროში იდეალების პრაქტიკულ განხორციელებას ახერხებს იმ სახით, როგორიც აქვს. მძაფრად გრძნობს ცხოვრებისეული ღირებულებების მნიშვნელობას, გარშემომყოფ ადამიანებს იზიდავს მგრძნობიარე ბუნების წყალობით. რომანტიკა, გრძნობა და სიყვარული მისთვის მნიშვნელოვანია. სანამ არ იპოვის ადამიანს, რომლის მიმართაც სიყვარულს გულუხვად გამოხატავს, თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. ეს მდებარეობა ქალისთვის მრავალშვილიანობის მაჩვენებელია, ხოლო კაცს – ძლიერად აქვს განვითარებული დამცველის, მფარველის ინსტინქტი, რასაც ოჯახის მიმართ ამჟღავნებს.

ნიჭისა და უნარების წყალობით ცნობადობას აღწევს, რადგან ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა ადვილად შეუძლია. გონივრულობა – მისი ცხოვრების ლაიტმოტივია. ყველაფერს, რასაც აკეთებს, გასდევს ხარისხის, სიმტკიცისა და ღირსების ანაბეჭდი. მნიშნელობა არ აქვს ცნობადი იქნება თუ არა, ეს მახასიათებლები მის ცხოვრებაში ვლინდება.

მზე ლომი, მთვარე ლომი

საკმაოდ პატივმოყვარე, პირდაპირი ნატურაა და წარმატებისკენ მიისწრაფვის ისეთი დაჟინებულობით, რომ დაჟინებულობა პირდაპირ მიზნებამდე მიიყვანს. დამახასიათებელია გარკვეული სიმკაცრე, მაგრამ მისი სიმკაცრე ყოველთვის შესამჩნევი არაა, რადგან პირველი შთაბეჭდილებით, მხიარული, გაცისკროვნებული, ჯანმრთელობით, ენერგიითა და კარგი განწყობით „დაჯილდოვებული“ ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარეგნულად გულმოწყალეა, მაგრამ მის უკან შეუბრალებლობა იმალება: არასდროს დაივიწყებს ან აპატიებს ვინმეს იმ შეურაცხყოფასა და დარტყმას, რაც მის სიამაყეს მიაყენეს.

მტრებთან ბრძოლის მისეული მეთოდები უბრალოდ დიდებულია: მათ სიძულვილს ანადგურებს ბრაზის გამოვლენის გარეშე. მაშინაც კი, როდესაც შურისძიება არ იქნება პირადული და პირადი ხასიათის მატარებელი: ის ხომ მოაზროვნეა ფართო ხედვით, ის ებრძის იდეებს და არა ადამიანებს და მაშინაც კი, როდესაც ადამიანების მიმართ გამოხატავს მტრობას, ეს რეაქცია მათ ქცევებზე კი არაა, არამედ მიზეზებზე, რაც ქცევას უდევს საფუძლად. ეს მიზეზები მის გონებაში აბსტრაქტულ ხასიათს იძენს, ამიტომ მტრობა არ ვლინდება კონკრეტულად ადამიანების, ინდივიდების მიმართ.

თვითანალიზისკენ მიდრეკილი არაა.  გარე სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაგანი და მისი სიყვარული, მტრობა, პატივმოყვარეობა და ლოიალურობა – ყველაფერი ეს უსაზღვრო ვნების ანაბეჭდს ატარებს, რაც საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების კონტროლის შესანიშნავ საშუალებას აძლევს.

სიყვარულში ეჭვიანი, ერთგული, ვნებიანია, ერთის მხრივ  – საკმარისად ყურადღებიანი და თბილია, მეორეს მხრივ – გარკვეულწილად ცივი და განცალკევებული. მისი სიამაყე და პატივმოყვარეობა დიდია, და დასაწყისში შეიძლება დაკმაყოფილდეს ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მლიქვნელობა,  ლამაზი ტანსაცმელი, აღტაცება; მაგრამ მიზანდასახულობის ზრდასთან ერთად მისი ღირსებების აღიარების მეტი მტკიცებულების მოთხოვნილება უჩნდება; რაც უფრო დიდი იქნება, მეტ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში. /ავტორი: თათა გოგუა/

მზე ლომი, მთვარე ქალწული

საუბარში ან წერილობითი ფორმით მკაფიო შეხედულებების, ძლიერი ემოციების ფორმულირებული სახით ჩამოყალიბება კარგად გამოსდის. პრაქტიკული ადამიანად ყოფნის სურვილი ვერ რეალიზდება, რადგან ამ მდებარეობის მქონე ლომს საკმარისი ადმინისტრაციული, ხემძღვანელობის უნარი არ აქვს. ამიტომ, გავლენის მოსაპოვებლად ხშირად ინტელექტუალურ განხილვას მიმართავს.

კრიტიკული, აკურატული, წესრიგის მოყვარულია. მკაფიოდ აქვს განსაზღვრული რა სურს. გარეგნულად გამბედავი ადამიანის უკან საკუთარ თავში არცთუ დარწმუნებული ადამიანი იმალება. შესაძლოა არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდეს. სიყვარულში ვნებიანი, კრიტიკული და ეჭვიანია, მაგრამ თუ საკუთარი ერთადერთობისა და განუმეორებლობის მტკიცებულებებს დაინახავს, ადვილად განიტვირთება. მოსწონს როცა ეხუტებიან, ამხნევებენ, მაგრამ საჯაროდ არ აღიარებს.

მდებარეობა განსხვავებულად ვლინდება: ვნებასა და მუდმივობას შეუძლია ადამიანი ჩამოაყალიბოს როგორც მეოჯახე, ერთგულ პარტიორად; ასევე – პურიტანად, შინაგანად ცივ, მიუღწეველ პარტნიორად. როცა  ტაქტიან მოქცევას სწავლობს, პოპულარული და საკუთარ წრეში დაფასებული ადამიანი ხდება.

მზე ლომი, მთვარე სასწორი

დამოუკიდებელი, იდეალისტი და რომანტიულია. მისი იდეალიზმი და წარმოსახვა ქცევაში ვლინდება და მისი დროის ან წრის განსხვავებულ, ავანგარდულ პიროვნებად აყალიბებს. ადამიანებთან მიდგომა ხასიათდება სენტიმენტალურობამდე მისული გულკეთილობით და ამ თვისების წყალობით აფასებენ და უყვართ. კეთილშობილია და საკუთარ ბუნების მთლიანობას გრძნობს; სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული პირობები შეაქვს, თუმცა დამოუკიდებლობის სურვილი ხშირად უბიძგებს წესების ცვლილებისკენ.

იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვისაც დიდად არ სჯერა პირობების, ნაკლებად ცხოვრობს წაყენებული პირობების მიხედვით. ხვდება რომ საზოგადოებრივი აზრისთვის ღიად გამოწვევა ვერ ხერხდება გარკვეული საფასურის გადახდის გარეშე. მისი მეგობრებისა და გარშემომყოფების აზრი კი მისთვის მნიშნელოვანია.

ინსტინქტურად იჭერს საზოგადოების განწყობას და როგორც არ უნდა ექსცენტრიული იყოს საუბრით, შეუძლია ადამიანები იმ გზით გაუშვას, რაც კანონის დარღვევის საშუალებას არ მისცემთ. შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ საზოგადოებრივი ცხოვრებით კი ცხოვრობს, მაგრამ დაუდეგარი სული შეიძლება საზოგადოებრივი შეზღუდვისკენ მოუწოდებდეს. იდეებს რეალობაში ახორციელებს თუ ეს მის პირად სურვილებს ეხება, ხოლო საზოგადოებრივი – დიდად არ აღელვებს. საკუთარი თავი და ახლობლები – აი, რა აღელვებს პირველ რიგში.

სიყვარულს შეიძლება ბევრი შეწიროს, დათმოს. სიყვარული კი მრავალმხრივია – საყვარელი ადამიანის, კარიერის ან თუნდაც საკუთარი თავის მიმართ. ეს მდებარეობა გარკვეულწილად იძლევა ნარცისის მახასიათებლებს. მოსწონს და ამაყობს საკუთარი თავით, ტანსაცმლით, პრინციპებით, ამბიციებით. ერთი შეხედვით პირად ურთიერთობებში რომანტიული, ვნებიანია, მაგრამ პარტნიორთან გონიერებას იჩენს. ის ვნებიანის ნაცვლად სენტიმენტალური, ხოლო თავდავიწყებით მოყვარულის ნაცვლად გონიერი ადამიანი აღმოჩნდება. დიდი გეგმების დაწყობა და შესრულება შეუძლია. ერთდროულად შთაბეჭდილების მომხდები და ექსპრესიულია, რად ერთობლიობაში საზოგადოებაზე შთაბეჭდილებას ახდენს და დადებითად განაწყობს.

მზე ლომი, მთვარე მორიელი

საკმაოდ ძლიერი, ცხოველური საწყისის მქონეა. ენერგიული, ტემპერამენტიანია „მე“-ს გამოხატვის დროს, რაც განსაკუთრებით მძაფრი განცდების (მრისხანება, გაბრაზება, ვნება) დროს ახასიათებს. მართალია, თვითდაკვირვებით არ გამოირჩევა, მაგრამ შესაძლოა შინაგან გაორებულ ბუნებას მძაფრად გრძნობდეს, პირადი გამოცდილებით ხვდებოდეს რაზეა წამსვლელი. თუ შინაგანი ენერგიის, ემოციების კონტროლს ისწავლის – შესანიშნავი მდებარეობაა ძლიერი ლიდერისთვის.

მისთვის გარშემო ყველაფერი მიკერძოებულია, რადგან ობიექტური ურთიერთობის აწყობას რთულად ახერხებს. პრინციპები მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მსოფლიო კეთილდღეობა, ადამიანური სიყვარული და სიძულვილი, ეჭვიანობა და ენთუზიაზმი – აი, მისთვის მნიშვნელოვანი კატეგორიები. ლომი მთვარით მორიელისთვის ცხოვრება თეატრია, რომლის მთავარი მოქმედი გმირიც თავადაა. სინამდვილეში მისი დახმარება ან ზიანის მიყენება საკუთარი თავის გარდა არავის შეუძლია.

როცა საკუთარ თავს აკონტროლებს, ყურადღებიანი, აღმქმელი, გამჭრიახია, მიზნები – მკაფიოა. მიზნების მისაღწევად თავით ბოლომდე მიდის და ასეთ დროს თავს კარგად გრძნობს. მისთვის ცხოვრება თეატრთან ერთად ბრძოლასა და გადარჩენაზეა ორიენტირებული. თვლის, რომ სასურველს მარტო აღწევს. რომანტიულ ურთიერთობებში ვნებიანი, მესაკუთრე, ეჭვიანი პარტნიორია.

მზე ლომი, მთვარე მშვილდოსანი

მტკიცე, მამაცი, მოძრავი ადამიანია. შეიძლება შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ ენერგიის წყალობით სამყაროს შტურმით იღებს. მთვარის მდებარეობა მოგზაურობის, თავგადასავლების სურვილს აჩენს. ამ კომბინაციის მქონე კაცი ხშირად ხდება გამყოლი (კავალერი), ქალები კი ვნებიან სასიყვარულო რომანებში ეხვევიან. წარმოსახვის განვითარებული უნარი აქვს და თუ საკუთარ ენერგიას სასურველი მიზნებისკენ მიმართავს – არ იარსებებს საქმე, რომელსაც ვერ შეასრულებს. სიმართლე რომ ითქვას, იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, რომლებიც მიზანმიმართულობითა და იდეების ერთგულებით გამოირჩევიან. ბუნებამ მას მხოლოდ სწრაფვა და ენთუზიაზმი უბოძა.

მისთვის გარკვეული შეზღუდვები სასურველია. საკმაოდ ნიჭიერი და მიმზიდველი პიროვნებაა; მაგრამ თუ ენერგიას სასურველი, არჩეული მიზნისკენ არ წარმართავს, კომეტას ემსგავსება – ლამაზს, მიმზიდველს, მაგრამ დროებითს. შესანიშნავი პარტნიორია სანამ სიყვარულის ობიექტთან ახლოსაა, მაგრამ როგორც წესი, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება. რეალურად რაც მისთვის სასარგებლო და აუცილებელიცაა: ეს დამშვიდება, სამუშაოზე, ქორწინებაზე ან კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებაა. ამ შემთხვევაში მისი ენერგია სრულად იხარჯება და მიზანსაც აღწევს.

მზე ლომი, მთვარე თხის რქა

ერთ-ერთი ძლიერი კომბინაციაა. ადრეული ასაკიდანვე განსაზღვრავს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებსა და მთელ ენერგიას მიზნების მიმართულებით უშვებს, თან ცდილობს გზაზე არავინ გადაეღობოს. შესაძლოა გარშემომყოფები ვნებიან, „ცხელ“ პარტნიორად თვლიდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ დომინირების სურვილის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. თუ ვერ მიაღწია წარმატებას, შესაძლოა თავში მცირედ მაგრამ არასრულფასოვნების კომპლექსი მაინც გაუჩნდეს.

ის უზნეო ბავშვივითაა. როცა მისი პრეტენზიები ადამიანებს უზიარებს, კმაყოფილდება – წარმატებას აღწევს. მისი ძალა ურყევ მიზნებშია და ენერგიის წყალობით მიზნებს აღწევს კიდეც. შეუძლია ნებისმიერი სიმაღლემდე ასვლა (სადამდეც წარმოიდგენს, თავს ხედავს). ეს მდებარეობა დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომლებიც დასწავლილი თვითგამოხატვით საკუთარ იმიჯს ქმნიან.

სიამაყე – მისი ძალაა, ქედმაღლობა – სისუსტე. დარწმუნებულობა – საყრდენი, ხოლო საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა – მისი მტერი. სასურველია ისწავლოს ქედმაღლობის მოთოკვა და სხვა ადამიანების უფლებების პატივისცემა.

მზე ლომი, მთვარე მერწყული

მზისა და მთვარის ეს მდებარეობა საინტერესო, ადამიანებისთვის მიმზიდველ პიროვნებას აყალიბებს. კომბინაცია ლომის სიცოცხლისუნარიანობას, სითბოს, მანგეტიზმს მერწყულის მეგობრულობას, ორიგინალურობასთან აერთიანებს. რასაც არ უნდა იწყებდეს, გარშემომყოფებისგან მხარდაჭერა აქვს. მისი ყურადღება ერთ საგანზე დიდხანს ვერ ჩერდება. ამიტომ, შესაძლებელია ბევრი რამ იცოდეს, მაგრამ არა სიღრმისეულად.

შემოქმედებითი წარმოსახვა – მისი ძლიერი მხარეა. ის ყველაფერს, რასაც წარმოიდგენს პრაქტიკაში ქმნის. მზისა და მთვარის ეს მდებარეობა იძლევა უნივერსალურობასა და შთაგონებას. საკმაოდ ფართო შეხედულებები აქვს, რომანტიული და იდეალისტია. სიყვარულისა და იდეალების ერთგულია. მაღალგანვითარებული ლომის შემთხვევაში ფიქრების მმართველია, უფრო დაბალგანვითარებულის შემთხვევაში – ემოციურ გაუწონასწორებლობაში, სიყვარულში არასაიმედოობასა და კაპრიზულობაში ვლინდება.

საკუთარი არსებით სერიოზული ადამიანია და მგზნებარე ახალგაზრდობის შემდეგ სიმშვიდეს კარგ პარტნიორობაში პოვებს. ბუნებით გამომგონებელი, პოეტურია, სოციალური, ექსტრავერტია და მძაფრი სურვილი აქვს მისი ჩანაფიქრი რეალობაში განხორციელდეს.

მზე ლომი, მთვარე თევზები

კარგად იცის, როდის დაესხას თავს და როდის დათმოს. ზუსტად გათვლილი მოქმედება წარმატებას მოუტანს. მშიშარა არაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ იცის (ხვდება) რა არის მიზანშეწონილობა. მიუხედავად ამისა, მორალურ საკითხებში მცირედითაც არ დათმობს და თუ აუცილებელი იქნება სიმართლისთვის თავს გაწირავს, მაგრამ, როგორც წესი, ბედის გამოცდა არ უყვარს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისგან კარგი საქმიანი ადამიანი დგება ჰუმანური მახასიათებლებითა და ნაკლები სისასტიკით. მასზე დამოკიდებულ ან გვერდით მყოფ ადამიანებზე ზრუნავს, ფილანტროპია. მწუხარებას ძლიერად განიცდის; უსასრულო ენერგიის მიღმა მისი ფილოსოფიური ბუნება იმალება, რომელმაც კარგად იცის რა არის ცხოვრებისეული მწუხარება და სირთულეები.

როგორც აქტიური ადამიანი, არ შემოიფარგლება სევდიანი ფიქრებით, სამყაროს შეცვლას ცდილობს ფილოსოფიის, გაცემის, სოციალური მუშაობის, ქველმოქმედების, პოლიტიკური გავლენის გამოყენებით, მაგრამ ამ ყველაფერს უმაღლესი ინტერესებით აკეთებს. მისი ამბიციები მიმართულია სხვების საკეთილდღეოდ და არა პირადი მიღწევებისკენ.

პირად ურთიერთობებში ვნებიანია, მაგრამ ცვალებადი. გაფართოვების „სული“ერთზე მეტი სასიყვარულო ობიექტის ძიებას აიძულებს. რასაც არ უნდა აკეთებდეს, სხვების საკეთილდღეოდ მოქმედებს (თავად ასე თვლის) და თუ ადამიანს აწყენინებს – შემდგომში ნანობს. სასურველია თუ საკუთარ ენერგიულობას ხშირად გამოავლენს, იდეალიზმი და მიმზიდველობა კი წარმატების მიღწევაში დაეხმარება.


About Tamta

Scroll To Top