ნათალური მზე III სახლში

ნათალური მზე III სახლში

 „კომუნიკაბელურობა“

ასეთ ადამიანს კარგად გამოსდის გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა. მეცნიერული აზროვნების სტილი აქვს. ოპტიმიზმი ჰარმონიულად ერწყმის  მოქნილობას. საჭირო მომენტში სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. დიდი ალბათობით, კარგი ორატორი და მწერალია. უყვარს მოგზაურობა. ხალისით ერთვება მის გარშემო მიმდინარე პროცესებში.  ბედნიერი ბავშვობა აქვს.  ან მიუკერძოებელია და თავი ხელში უჭირავს ან პირიქით, ქედმაღალია და მიდრეკილია გარშემომყოფებზე დომინირებისკენ. ცდილობს საკუთარი თავი ინტელექტუალურ სფეროებში გამოავლინოს. დამახასიათებელია ფართო სამეცნიერო ინტერესები და მრავალფეროვანი ცოდნით გამდიდრებისკენ  მიდრეკილება. ყოველთვის ინტერესდება ახალი ნივთებითა და მოულოდნელი ამბებით. საზრიანი და შემოქმედებითი გონება აქვს. წარმატებისა და დიდების მისაღწევად მოხერხებულად იყენებს თავის გონებრივ შესაძლებლობებს. ძლიერი ლოგიკა და მეხსიერება აქვს. ხშირად განმანათლებლის როლს ასრულებს გაშემომყოფთათვის. ძალიან სახიფათოა ხასიათში სიამაყისა და ზედმეტი თავნებობის განვითარება.

კარგი მდებარეობაა ლიტერატურული და ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის, ფილოლოგიური და ფილოსოფიური სფეროებისთვის. წარმატებით ითვისებენ უცხო ენებს. დიდი სიამოვნებით მოგზაურობენ. სწაფად, თავისუფლად და უპრობლემოდ შედიან  კონტაქტში. შესაძლოა განვითარდეს  გარემოცვაზე  „უპირატესობის კომპლექსი“  და მათზე მბრძანებლობის ტენდენცია. არც ისე იშვიათად  ავლენენ ინტერესს პედაგოგიკის და  მიმართ. ხშირად გარემოცვის რეფირმირებაც სწდიათ, მისი რაციონალიზებისა და მოწესრიგების მიზნით. უპრობლემოდ იცვლიან საკუთარ შეხედულებებს, თუ მათში დეფექტები აღმოაჩინეს. მოქნილობის წყალობით, სწრაფად მიიწევენ წინ და   დიდ გავლენასაც აღწევენ.

პაველ გლობა:

+ მოძრაობა, უშუალობა, ცნობისმოყვარეობა, სწრაფვა ახალი ცოდნის მიღების, ინფორმაციით გამდიდრებისკენ. მუდმივი ცოცხალი ურთიერთობა სამყაროსთან. ნათესავების, მეგობრების, უახლოესი გარემოცვის ძლიერი გავლენა ცხოვრებაზე. კარგი მდებარეობაა მწერლების, პოეტების, ჟურნალისტებისა და  მეცნიერებისთვის.

-ზედაპირული, გაფანტული ადამიანია. არ შეუძლია კონცენტრირება კონტაქტების დროს. ბევრია არათანაბარი, უსარგებლო, ზედაპირული კონტაქტები. სიახლეების წადილი, საჯაროობის სურვილი.

ფრენსის საკოიანი:

მიდრეკილება ინტელექტუალური საქმიანობისკენ. ინტერესი მეცნიერებისადმი. ისწრაფის ცოდნით გამდიდრებისაკენ, რათა ჩაწვდეს ცხოვრებისეული პროცესების შინაგან მექანიზმს. ძალიან  ცოდნისმოყვარეა.

თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლასა და ურთიერთობას: კარგად გეხერხებათ თვითგამოხატვა, მწერლობის თუ სწავლების მეშვეობით ან იდეებისა და ინფორმაციების გავრცელების საშუალებით. დამაჯერებლად საუბრობთ. უნარი გაქვთ, სიტყვებით მოახდინოთ ზეგავლენა ადამიანებზე. მოუსვენარი და ცნობისმოყვარე ხართ. გიყვართ მოძრაობა, მოგზაურობა, ექსკურსიები. ერთი სიტყვით, ყველაფერი რაც საშუალებას გაძლევთ გაიგოთ რა ხდება გარესამყაროში.

ავესალომ პადვოდნი: „სწავლების პროცესის ფუნდამენტი არა მასწავლებლის როზგი, არამედ მოსწავლის საჯდომია“

მზის მდებარეობა III სახლში იძლევა ძლიერ დაძაბულობას სოციალური კონტაქტების დროს. საერთოდ, მზის მდებარეობა  ჰოროსკოპის სახლში, გულისხმობს მის დაზიანებას, რადგან იძლევა დამუშავების იმპერატიულ საჭიროებას, რასაც ადამიანი თავიდან ვერც კი ეჭვობს.

 III სახლის მზე, როგორც აღვნიშნეთ, განაპირობებს სოციალური გარემოს ძლიერ აქტიურობას, რაც იშვიათად ტოვებს ადამიანს მოვლენების მიღმა. გარემო პირდაპირ აიძულებს მას გამოავლინოს ნება და ინიციტივა ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობებში. სამაგიეროდ, ადამიანს ბოძებული აქვს ძალაუფლება მათზე. როგორც წესი, მის სიტყვებს ყურს უგდებენ და სწორედ ეს წარმოადგენს ცდუნების საგანს. ამ მდებარეობის მთავარი კარმული ამოცანა სოციალური ეთიკის გამომუშავებაა.

თუ II სახლის მზე ადამიანს აცდუნებს გახდეს გარემოცვის „მონარქი“, ე.ი. მთელი გარემოცვის და მათ შორის გეოგრაფიულსაც, III სახლის მზის სწრაფვები მხოლოდ სოციალური გარემოცვით შემოიფარგლება, მაგრამ მის ჟინს საკმაოდ სპეციფიურ ხასიათს აძლევს.

დაბალ დონეზე ეს იქნება სოციალური დიდების კომპლექსი, რასაც იქამდე მიჰყავს, რომ  სოციალური ურთიერთობებში ადამიანი სხვების ხარჯზე, მათი დამცირების მეშვეობით ცდილობს თვითდამკვიდრებას. დამუშავება გულისხმობს, პირველ რიგში, „ადამიანებს ჩემი მართებთ“ პრინციპის შეცვლას საპირისპირო დამოკიდებულებით (იგულისხმება “მე მმართებს ადამიანების“), რაც სოციუმზე მეტ ძალაუფლებას მიანიჭებს მის პერსონას.

ეს მდებარეობა კარგია მსხვილი საზოგადო მოღვაწეობისთვის, პოლიტიკოსებისა თუ მინისტრებისთვის და საერთოდ, იმ ძალაუფლების მპყრობელთათვის, ვინც უშუალო ინტერაქციაშია ხალხის მასებთან. საშულო დონეზე, აქ მოიაზრება პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანთა ნაკადის ზეგავლენაზე: მომსახურების სფეროები, მდივნები, მთარგმნელები, ჟურნალისტები და ა.შ.

III სახლის მზე გულისხმობს მუდმივი პრაქტიკული სწავლის იმპერატიულ აუცილებლობას. ზუსტად რა უნდა ისწავლოს ადამიანმა, ამას აჩვენებს მზის ნიშანი, მისი ასპექტები და თავად ცხოვრება, რომელიც სწავლას აუცილებლობად აქცევს. ადამიანს  მხოლოდ კეთილსინდისიერება მოეთხოვება. წლებთან ერთად, ის მიხვდება, რომ  სწავლასთან დაკავშირებულ არცერთ ძალისხმევას (და მას არც ისე მცირე ძალისხმევის გაღება დასჭირდება), საბოლოო ჯამში, ფუჭად არ ჩაუვლია.

ეს მდებარეობა იძლევა დაბადებით მასწავლებელს, რომელსაც პირდაპირი ძალაუფლება ექნება თავის მოსწავლეებზე, რასაც ლოგიკურად მოჰყვება ამ გავლენის ბოროტად გამოყენების ცდუნება, რადგან, სავარაუდოდ, ახალგაზრდობაში მისი პიროვნება ითრგუნებოდა ამა თუ იმ მასწავლებლის მიერ.

ამ “მასწავლებელმა” უნდა ისწავლოს მოსწავლეებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭება და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ნებისმიერი პრაქტიკული სწავლება (IIIსახლი) უნდა შეესაბამებოდეს სულიერს (IX სახლი), თუნდაც „სარჩულის“ ფორმით.

ბორის იზრაიტელი

ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანია კონტაქტები, კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების ძლიერი რეჟიმი. უყვარს ახალი ნაცნობების გაჩენა, უცხო ადგილების მონახულება, დათვალიერება. შეუძლია ავტორიტეტულად და მნიშვნელოვნად გადმოსცეს სრულიად ბანალური ამბები. დიდი მიდრეკილება აქვს მრავალფეროვნების მიმართ. ერთდროულად დაკავებულია რამდენიმე საქმიანობით.

კარგად სწავლობს კომუნიკაციისა და გართობის დროს, ე.წ. სათამაშო სიტუაციებში.

მზის დაზიანებისას, ჭორების გენერატორი და გამავრცელებელია. ძირითადად, ახლობლებზე ჭორაობს.

ბილ ჰერბსთი

გარემომცველი ადამიანები და ნივთები. თქვენთვის მომხიბვლელია ნებისმიერი სტიმული, რომელიც ბუნებრივი თუ ადამიანური გარემოცვისგან იქმნება. რაოდენობა ხარისხზე, შეფუთვა კი შიგთავსზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი ცხოვრება სავსეა  ბობოქარი ზედაპირული აქტივობებით, რაც უზარმაზარ ენერგიას ქმნის სხვა ცხოვრებისეული პროცესებისთვის. თქვენ ფართო მასშტაბებს უფრო აფასებთ, ვიდრე სიღრმეს. ასევე აღსანიშნავია, რომ უბრალო ყოველდღიური საქმიანობა თქვენთვის ჰაერივით აუცილებელია.  სადაც მოძრაობა არ არის, იქ არც სიცოცხლეა!  თქვენი ცხოვრების ცენტრალური ამოცანაა _ აღმოაჩინოთ იმის უსასრულო მრავალფეროვნება, რასაც თქვენ თავად არ წარმოადგენთ, გაძღეთ ამ მრავალფეროვნებით და ენერგიულ ინტერაქციაში შეხვიდეთ გარემოსთან.

კონკრეტული აზროვნება. მოცემული დონე წარმოადგენს III სახლის განმარტების ძირითად ხარისხს. მზის ეს მდებარეობა იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ცხოვრებისეული მიზნის არსი გონების კონკრეტული წყობის ევოლუციაა. განვითარება და რაციონალური გონებრივი უნარების გამოყენება თქვენთვის პირველხარისხოვანი ამოცანა ხდება. თქვენი სიამაყე პირდაპირ არის დაკავშირებული ინტელექტის განვითარებასა და ექსპრესიასთან. იგივე ითქმის თქვენს სირცხვილის გრძნობაზეც. შეხედულება, რომელიც ამტკიცებს,რომ ყველა ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება სასწავლო გაკვეთილებად უნდა განვიხილოთ, გარკვეულწილად ყველასთვის სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად მზის ამ მდებარეობას მიესადაგება. თქვენთვის სწავლა ყველანაირი ურთიერთქმედების არსია. ლოგიკა, რაციონალიზმი და კატეგორიებად დაყოფა _ ის მეთოდებია, რომლითაც სასიცოცხლო ენერგიის შთანთქმა და ტრანსფორმაცია ხორციელდება პირადი სარგებლობისთვის.

ცნობისმოყვარეობა. ცნობისმოყვარეობა შესაძლოა თქვენი პიროვნების ყველაზე ძლიერი თვისება იყოს. თქვენ შეიძლება მშვიდი და ეგოცენტრული ჩანდეთ, მაგრამ რასაც ჩვენ  ზედაპირზე ვაკვირდებით, ბევრი სხვა ფაქტორით განისაზღვრება. ამიტომ, როგორც კი პიროვნულად იხსნებით, ცნობისმოყვარეობა თქვენი ქცევითი მოტივების ფუნდამენტური წყარო ხდება. ის ფეხზე გაყენებთ და მოძრაობისკენ გიბიძგებთ. მაშინაც კი, როდესაც  ცხოვრება აუტანელი ხდება, სწორედ ცნობისმოყვარეობა განაპირობებს თქვენს რეგენერაციას და სულის ახლიდან აღორძინებას.

განათლება. საბაზისო განათლება _ თქვენი ცხოვრების განხორციელების საძირკველია. მართალია, ის ზრდა-განვითარების ტოლსწორი არ არის, მაგრამ დანამდვილებით  ითქმის, რომ შეიძლება დაბრკოლების ქვადაც იქცეს. სწორედ საბაზისო განათლებაზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი ცხოვრება. თუ დაწყებითი განათლების დროს მიღებული გამოცდილება დადებითია, თქვენი ცხოვრება ყველა აკორდით გაიჟღერებს. მეორეს მხრივ, თუ აღნიშნულ  გამოცდილებას ნეგატიური ელფერი დაკრავს, ბევრი რამ, რაც თქვენს ცხოვრებაში მოგვიანებით მიაღწევთ, მძიმე ბრძოლის შედეგი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი საბაზისო განათლების ფუნდამენტურ კონცეფციებს ეყრდნობა: წერა, კითხვა, მეტყველება. განათლება თქვენი ცხოვრების არსის უმნიშვნელოვანესი  ნაწილია. ასევე უნდა გაითავლისწინოთ, რომ მზის ამ მდებარეობისას, განათლების მიღების ქვაკუთხედს კომუნიკაცია წარმოადგენს.

კავშირი. თქვენ ყველა სხვა ადამიანზე მეტად ხართ დამოკიდებული ვერბალური კომუნიკაციის უნარებზე, რადგან განვითარება და ნერვული სისტემის რაციონალური უნარების გამოყენება თქვენი ცხოვრებისეული მიზნების გასაღებია. თქვენ გსურთ, რომ თქვენი სიტყვები „მეს“ ნათელს ასხივებდეს. მზის ნიშანი და ასპექტები აჩვენებენ კომუნიკაციისა და მეტყველების შტამპების ტონალურ ხარისხს. მაგრამ მზის ნიშნისა და ასპექტების მიუხედავად, ეს თქვენი პიროვნების ცენტრალური თემაა. ყველაფერი, რისი გაგებაც შეუძლებელია აზროვნებითა და მეტყველებით, თქვენი განვითარებისთვის ნაკლებად დასაფასებელია. კავშირი_თქვენი სასიცოცხლო ენერგიის საწვავია.

ინდუბალა 

მზისთვის დადებითი და ძლიერი მდებარეობაა. კარგი სანათესაოს, გარემოცვის სიგნიფიკატორია. ეს გამომგონებელი, ექსპრესიული, აქტიური ხალხია, მარჯვე ხელებით. კარგი მთხრობელები ან მწერლები. ყოველთვის კეთილგანწყობილნი არიან გარშემომყოფთა მიმართ. კარგი ჯანმრთელობა და რეპუტაცია აქვთ. გამბედავები და დამაჯერებლები არიან.

00-02 საათამდე დაბადებულ ადამიანთა მზე უმეტესად (და არა ყოველთვის)  ჰოროსკოპის III  სახლში ხვდება და ისინი მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ყველაზე ცნობისმოყვარე ხალხია, რომელიც გაუმაძღრად შთანთქავს N რაოდენობის ინფორმაციას. ბუნებრივია, სწავლასა და კარიერაში ეს მეტად დასაფასებელი თვისებაა, რასაც ვერ ვიტყვით პირად ცხოვრებაზე. არც ისე ლამაზად გამოიყურება ასევე მათი დაუფარავი მიდრეკილება  ჭორაობის მიმართ. საყვარელი ადამიანის თვალთვალი ძაბავს მათ ცხოვრებას, რასაც ხშირად მოჰყვება განშორება, თუმცა პარტნიორის გამოცვლა მათთვის დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. ინფორმირებულობის, აქტიურობისა და იუმორის გრძნობის წყალობით ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებიან, რაც უმარტივებს ახალი კანდიდატების მოძიებას. საყოველთაო ყურადღება  თავმოყვარეობას უამებს და კიდევ უფრო აძლიერებს მათ შესაძლბლობებს.  ასაკთან შედარებით ახაგაზრდულად გამოიყურებიან და თუ ამ ფაქტორს მათ ბავშვურ უშუალობას დავუმატებთ, სინთეზში მარად მდუღარე ენერგიის ახალგაზრდა და ეგზალტირებულ პიროვნებებს მივიღებთ.

ცნობილი ადამიანები III სახლის მზით:

ვერძში: Russell Crowe, Elton John, René Descartes, Thomas Jefferson, Simone Signoret, Francis Ford Coppola, Hans Christian Andersen, America Ferrera, Christopher Meloni, Gloria Swanson,

კუროში: Bono, Jiddu Krishnamurti, Elizabeth II, Muhammad,  Tori Spelling, Nicholas II of Russia, Sophie Thalmann, Duke Ellington, Margot Fonteyn, Ulysses S. Grant, Burt Bacharach, James Monroe, Magda Schneider,

ტყუპებში: Steve Vai, Joan Rivers, Dean Martin, John Wayne, Alan Wilder, Peter the Great, Vincent Price, Hervé Gaymard, Harvey Milk, Nick Mancuso, Richard Thomas

კირჩხიბში: Diana Rigg, Jean Cocteau, Carlos Santana, Henri Salvador, Myra Hindley, Claudio Abbado,  Steve Forbes, Daniel Mesguich,

ლომში: Mick Jagger, Ben Affleck, Louis de Funès,  Fidel Castro, Helen Mirren, Calogero, Hervé Vilard, Elizabeth Bowes-Lyon, Barbara Eden,  Joan Allen, Aldous Huxley, George Bernard Shaw, George Hamilton, Keith Carradine

ქალწულში: Cameron Diaz, Richard Gere, Stephen King, Michelle Williams, Jeremy Irons, Lauren Bacall, François-René de Chateaubriand, Rachel Hunter, Christian Boltanski, Yasser Arafat, Maurice Chevalier, Hank Williams,  Tuesday Weld, James Hilton

სასწორში: Sting, Luciano Pavarotti, Roger Moore, Franz Liszt, Montgomery Clift, Angela Lansbury, Sean Lennon, Michael Ballack, Tanya Tucker, Lindsey Buckingham, Paul Dukas, Louis Lumière

მორიელში: Sophie Marceau, Hillary Clinton, Emma Stone, Chris Noth, Keith Urban,  John Cleese, Beverly d’Angelo, Claus von Stauffenberg, John Keats, Charles the Bold, Luciano Berio

მშვილდოსანში: Britney Spears, Winston Churchill, Walt Disney, John F. Kennedy  Jr., Jeff Bridges, Robin Gibb, Jean-Luc Godard, Paul Éluard, Francisco Franco, Florence Griffith Joyner, Alain Chabat, Stefan Zweig, Jennifer Carpenter, Giacomo Puccini, Diane Ladd,  Billy Bridge, George Armstrong Custer, Jean Sibelius, Bill Hicks, Robson Green,

თხის რქაში: Isaac Newton, Jim Carrey, Cary Grant, Helena Christensen,  Jimmy Page,  Edgar Allan Poe, David Lynch, Jay Kay, Molière, Catherine of Aragon, Jean-François Champollion, Paul Cézanne, Robert Hossein, Elodie Kulik, Henry IV of France,  Thomas Woodrow Wilson, Jean Delville, Georges Poujouly, Sergio Leone

მერწყულში: Paris Hilton, Bob Marley, Denise Richards, Nastassja Kinski,  Sheryl Crow, Grigori Rasputin, Robert Wagner, Athina Onassis, Mike Patton, Christian Dior,  Stendhal, Norman Rockwell, Romain Rolland, Neal Cassady,

თევზებში: Elizabeth Taylor, Justin Bieber, Jessica Biel, Laeticia Hallyday, Michelangelo, Isabelle Huppert, Ivana Trump, will.i.am, Michael Bolton, Thomas More,  Al Jarreau, Tom Arnold, Ryan John Cassidy

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top