ნათალური მზე VII სახლში

ნათალური მზე VII სახლში

„მეგობრობა“

ამ ადამიანის ცხოვრება და ბედი მთლიანად დამოკიდებულია გარშემომყოფებზე  და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები კოლოსალურ როლს ასრულებენ მის ცხოვრებაში. ყველაზე უკეთ თანამოაზრეების დახმარებით მოქმედებს. ძლიერი, უნარიანი და ლოიალური მეგობარია, რომელიც ანალოგიური ტიპის ადამიანებს იზიდავს. კარგი ხასიათი აქვს, ამიტომაც გარშემომყოფთა სიყვარულით სარგებლობს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ამ სახლის მზისთვის  ქორწინებაა. ყოველი გატაცებისა თუ შეყვარებისგან ბევრ სარგებელს იღებს.  ბედნიერი პირადი ცხოვრება აქვს, რადგან მტკიცე და მუდმივი მიჯაჭვულობით ხასიათდება. ამიტომ, მას  ერთგული და ძლიერი პარტნიორი სჭირდება. ქორწინების შემდეგ წარმატების შესაძლებლობები ერთი-ორად იზრდება. ხშირად მეუღლე გამდიდრებასაც უწყობს ხელს.  ცხოვრების თანამგზავრი უმეტესად კარგი წარმომავლობისაა. მზის დაზიანებისას, შეიმჩნევა უთანასწორო პარტნიორული ურთიერთობები.

ამაყი, მაგრამ დიდსულოვანი ადამიანია. ასპექტი ხელს უწყობს პოპულარობას, წარმოებას, სარეკლამო საქმიანობას, ხელმძღვანელობასთან ურთიერთსასრგებლო შეთანხმებების მიღწევას. წარმატებულია იურისპუდენციის სფეროებში. ყველა გართულებას მარტივად აგვარებს  კანონმდებლობის ჩარჩოებში.  გავლენიანი მოკავშირეების მხარდაჭერით სარგებლობს. მოხერხებულად უპირისპირდება მტრებს. ყველა ოფიციალური პარტნიორი დიდ ყურადღებითა და სიფრთხილით  უნდა შეირჩეს, რადგან პარტნიორული ურთიერთობა პირად სიმპათიებსა და სრულ ურთიერთგაგებას უნდა ეფუძნებოდეს. საქმიანი პარტნიორი უნდა იყოს თავისი საქმის მაღალი კლასის პროფესიონალი და მისი თანამოაზრე. უახლოესი გარემოცვის, საზოგადოებისა და კოლეგების აზრი მისთვის საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე მნიშვნელოვანია.

ცხოვრების მეორე ნახევარი და დასასრული ბევრად წარმატებულია, ვიდრე დასაწყისი. ასპექტი ხელს უწყობს დღეგრძელ  და ნაყოფიერ ცხოვრებას, მაღალ სოციალური მდგომარეობას.  ცნობადობა და აღიარება სიბერისკენ მოდის.

პაველ გლობა

+ სულიერი განვითარება  საზოგადოებრივი ცხოვრების გავლენით და გარემოს ძლიერი ზემოქმედებით ყალიბდება. ადამიანი მარტივად იქცევს ყურადღებას. მის ცხოვრებას საჯარო ხასიათი აქვს. მისი ცხოვრება და ქცევები განხილვის საგანი ხდება. მის გარშემო ბევრი ჭორია. მის რჩევებს ყურს უგდებენ, აზრს ეკითხებიან, მისკენ ილტვიან, სწორება მასზეა. ეს მშვიდობისმყოფელი-შუმავალი მარტივად აწონასწორებს ანტაგონიზმებს, ტრიუმფალურად იმარჯვებს მოწინააღმდეგეებზე. სულიერ კავშირზე დამყარებული ქორწინება. კარგად ვითარდება პარტნიორის ზემოქმედებით. კარგი მდებარეობაა საზოგადოებრივი აღიარებისთვის.

მოუთმენლობა და შეუწყნარებლობა სხვების მიმართ. ადამიანი კაპრიზულია, საკუთარ პოზიციას ყველას თავზე ახვევს. ძლიერ და ბოროტ მტრებს იზიდავს. პოპულარობის დაცემა. ცუდი რეპუტაცია. სულიერებას მოკლებული ქორწინება. ქორწინების კრახით დასრულება ან დაუქორწინებლობა (*VII სახლი ქორწინების სახლია და მხოლოდ ოფიციალურ კავშირებს განიხილავს). ყველა საქორწინო დავა სასამართლო პროცესებით სრულდება. ყველა საიდუმლო დღის შუქზე გამოდის. ნებისმიერი ბოროტი პლანეტა სახლში უნდა დამუშავდეს, გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგნიტივით იზიდავს უსიამოვნო სიტუაციებს. მაგალითად, ბოროტმა მზემ  VII სახლში განაპირობა სამი წარუმატებელი ქორწინება და მხოლოდ მეოთხე აღმოჩნდა დადებითი, სულიერი.

ფრენსის საკოიანი

ახლო ურთიერთობა პარტნიორთან. წარმატებული ქორწინება. პოპულარობა, თავდაჯერება. კარგ ურთიერთობაშია ხელმძღვანელობასთან. ხელსაყრელი მდებარეობაა საქმოსნებისთვის, სარეკლამო ბიზნესით დაკავებისთვის.

თქვენ უზარმაზარ შემოქმედებით ენერგიას დებთ ურთიერთობებში, განსაკუთრებით პარტნიორულ ურთიერთობებში. აუცილებლად საჭიროებთ სხვა ადამიანებს იმისათვის, რომ ბოლომდე გამოავლინოთ საკუთარი თავი. ამიტომ, არასდროს მიილტვით დამოუკიდებლად მოქმედებისკენ. თანამშრომლობით მუშაობა ურთიერთგაგების, ჰარმონიისა და კმაყოფილების მიღწევის ერთერთი საშუალებაა. ეს ის სფეროა, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ წარმატების მიღწევა. მოლაპარაკებების წარმოება და რჩევების მიცემა თქვენი ყველაზე მკვეთრად გამოხატული ტალანტებია.

ავესალომ პადვოდნი: „ყველას არ ძალუძს ღვთის ნებასთან დაპირისპირება“

მზე VII სახლში სიმბოლურ ვარდნაშია.

დამუშავებისთვის რთული მდებარეობაა, რადგან, მიამიტური განმარტებით, ღია მტრებში კარმის იმპერატიული გამოვლინება იგულისხმება. რა თქმა უნდა, ღვთიური ნების წინააღმდეგ აღდგომა არ არის გამორიცხული, თუმცა კი უკიდურესად არასასურველია.

სირთულე იმით გამოიხატება, რომ ადამიანს ძლიერი შინაგანი მტერი ჰყავს, რომელიც ხშირად  ავლენს თავს გარეთაც, თანაც საკმაოდ იმპერატიულად. ამასთანავე, ყოველთვის „ოფიციალური“ მტრების არა.  შეიძლება  ნაცნობების, ნათესავების, ახლობლებისა და პარტნიორების მეშვეობით გამოიხატოს, რომ არაფერი ვთქვათ „შემთხვევით“  წინააღმდეგობებზე  ცხოვრებისეული გეგმების შესრულებისას.

კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა უნდა შეისწავლოს ამ წინააღმდეგობრივი ძალის ხასიათი, როგორც საკუთარ თავში, ისე მის მიღმა, და ისწავლოს მასთან მორიგება, იდეალურ ვარიანტში _ აქციოს პარტნიორად. ჰარმონიული მზის შემთხვევაში, ეს ამოცანა საწყის ეტაპზევე შესრულებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნებელობით იმპულსებში მაინც გარკვეული წინააღმდეგობრივი დუალიზმი ფიქსირდება, რაც ასევე მკაფიოდ გამოიხატება იმპერატიულ გარეგნულ ზემოქმედებაშიც, თუმცა კი დესტრუქციულ ხასიათს არ ატარებს, რაც  ადამიანს დაანაწევრებდა და მის მთლიანობას დაასახიჩრებდა.

VII დაზიანებული მზე ადამიანს   ძლევამოსილ, დომინანტ  პარტნიორს უქადის. ბავშვობაში ამ ფუნქციას მამა, ან მისი როლის შემსრულებელი ითავსებს. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნატივის დედა, ისე მამინაცვალი. საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მის ცხოვრებაში მამის ფუნქციას ასრულებს. მოგვიანებით, მას ანალოგიური საქორწინო პარტნიორი ან ძალაუფლებიანი ხელმძღვანელი ხვდება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მან თანამშრომლობის გზა უნდა გამოძებნოს.  თავისუფლებისთვის ბრძოლა და უზურპატორზე პირდაპირი გამარჯვება არ არის რეკომენდებული. ძლიერ ადამიანს შეუძლია გარე მტრებზე გამარჯვება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უჩვეულოდ გაძლიერდება შიდა მტერი, რომელიც მის სულზე გაბატონდება. გარეგნულად ასეთი ადამიანი  სასტიკი ტირანივით გამოიყურება, რომელმაც  ულმობლად დათრგუნა გარშემომყოფები და თავის მკვდარ ფორმაში კრისტალიზდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ იგივე შედეგი მოჰყვება  სხვების ნებაზე  სრულ მორჩილებასაც.

ამ მდებარეობის ადამიანის ტიპური რეაქცია  დომინანტი პარტნიორის ძიებით გამოიხატება, რაც შინაგანი მტრის მატერიალიზებას ემსახურება. იპოვის რა ასეთ პარტნიორს,ადამიანი იწყებს მასთან ბრძოლას. მხოლოდ პარტნიორი მისი შინაგანი მტრის გარეგნული ხატის ფუნქციას ასრულებს.  როდესაც ნატივი წყევლის მასთან შეხვედრის დღეს, ეუბნება, რომ ვერ იტანს და ეზიზღება(და თან ეგუება), შინაგანად სავსებით კმაყოფილია ამ მდგომარეობით.

დამუშავება ამ შემთხვევაში გულისხმობს საერთო საქმეში თვითრეალიზებას პარტნიორის მეშვეობით, რაც პირველ რიგში ნორმალური, არაწინააღმდეგობრივი ურთიერთობის დამყარებიდან იწყება. თუმცა ეს სულაც არ არის ადვილი. ამისათვის საჭიროა შინაგანი მტრის მორჯულება, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამების განსაზღვრა, რომელზეც მზის ასპექტები მიუთითებენ. კერძოდ, მისი ოპოზიცია I სახლთან გულისხმობს პირადი თვინიერების გამომუშავების აუცილებლობას; არასრულყოფილების ან ზესრულყოფილების კომპლექსის გაცნობიერებასა და მის მოშორებას; პარტნიორში არამხოლოდ მტრის ხატის, არამედ პიროვნების დანახვის უნარს, რომელსაც თავისი ფსიქოლოგიური, ეგზისტენციური და სულიერი პრობლემები აქვს.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ძლიერ იბოჭავს თავს სხვების აზრით, ხშირად კარგავს ინდივიდუალობას. მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ სხვები მასზე. თუ საკუთარ ცნობიერებასთან მუშაობა შეუძლია, ეს ძირითადად პარტნიორების მხრიდან დახმარებით მოდის. მას არ შეუძლია და არც არის რეკომენდებელი მარტო მოქმედება. საჭიროა ის, ვინც მას სწორად აღიქვამს. გუნდური მოთამაშეა. ამბობს „ჩვენ“ და არა „მე“.

ძალიან მნიშვნელოვანია ქორწინება, ახლო პარტნიორობა. თუ მთლიანი ჰოროსკოპი ძალიან ძლიერი არ არის, მარტივად დადის პარტნიორის ჭკუაზე, რომელიც წამყვან როლს ასრულებს. მზე აქ პარტნიორის თვისებებსაც აჩვენებს. როგორც წესი, გვიან  ქორწინებაზე მიუთითებს.

თანასწორუფლებიანი ურთიერთობა მამასთან.

ბილ ჰერბსთი

არეკლილი გაცნობიერება. თქვენ ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ საკუთარი თავი სხვა ადამიანებთან კონტაქტში გახსნათ. მსგავსი „სარკისებრი ეფექტი“ თქვენთვის გადამწყვეტია, რადგან ეს პროცესი გაერთებთ კოსმიურ ცენტრთან. ყოველთვის, როდესაც ვინმეს მიმართავთ; ადამიანებთან კონტაქტის გაფიქრებისგანაც კი ენერგიით ივსებით. მახე: რწმენა, რომ  თქვენი ენერგიის წყარო სხვა ადამიანები არიან. სინამდვილეში თქვენი ამოცანაა, სათანადო დონეზე შეინარჩუნოთ  ცნობიერება, რომელსაც ქმნით პარტნიორული ურთიერთობებში, რათა მან წარმატებით განაგრძოს ფუნქციონირება პარტნიორული ურთიერთობის არარსებობის შემთხვევაშიც. შედეგად, მასთან ან სხვა ადამიანთან ურთიერთობა უკვე არსებულ ფუნდამენტზე აიგება, როდესაც გაცნობიერებული გექნებათ, ვინ ხართ სინამდვილეში.

თანასწორი ურთიერთობა. ის ფაქტი,რომ პარტნიორული ურთიერთობები თქვენი სასიცოცხლო ენერგიისა და ძალების წყაროა, სულაც არ გულისხმობს იმას, რომ 24 საათი მათთან უნდა გაატაროთ. სინამდვილეში, თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ერთხელ დაამყაროთ სერიოზული ურთიერთობა და მისგან გენერირებული ენერგია საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოთ. მახე: თქვენ შეიძლება მთლიანად დამოკიდებული გახდეთ პარტნიორებზე და მათ გარეშე თავი დაზარებულად იგრძნოთ, რის შედეგადაც დაქვეითდება თქვენი თვითშემეცნება. ამოცანა: ჩამოაყალიბოთ ისეთი ტიპის ურთიერთობები, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენს, ისე პარტნიორის ცხოვრებისეულ მიზნებს. ნუ ეცდებათ მთლიანად შეერწყათ სხვა ადამიანს, შეინარჩუნეთ დინამიური დუალიზმის მდგომარეობა.

კონტრაქტები და ვალდებულებები. ვალდებულებები თქვენს ცხოვრებას განამტკიცებს. დიდი  პასუხისმგებლობით მოეკიდეთ დაპირებებს, რადგან ყოველი შესრულებული პირობა ხელს უწყობს თქვენი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებას. სიტყვის გატეხვა კი, პირიქით, დაბრკოლებებს შეგიქმნით. ამის გაგება საკმაოდ მარტივია. სამაგიეროდ, გაცილებით ძნელია კარგი და ცუდი კონტრაქტების ერთმანეთისგან გარჩევა. პარტნიორული ურთიერთობები თქვენში  წინააღმდეგობრიობას ავლენს.   ეგოცენტრიზმი და სხვებზე ორიენტაცია, პირადი  და კოლექტივის გამოცდილება საოცრად პარადოქსულად ურთიერთზემოქმედებენ თქვენში. პარტნიორული ურთიერთობა ორმხრივი მოძრაობის გზაა, სადაც ორივე მხარე ურთიერთქმედებაშია, მაგრამ თითოეულმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რა სურს და რისთვის არის მზად. ნუ დაიფანტებით, ნუ ეცდებით ერთდროულად რამდენიმე  ადამიანთან  დაამყაროთ შეთანხმება, რადგან ამ მეთოდით თქვენს მთლიან არსს ხლიჩავთ. ამის ნაცვალად, გამოიყენეთ თქვენი მზადყოფნა, უწილადოთ  ადამიანებს საკუთარი თავი.

თანამშრომლობა. თუ რაღაც მიზეზით კონფრონტაციულ ურთიერთობაში და არა თანასწორი მოლაპარაკებების, დაუმორჩილებლობის და არა კომპრომისის, ოპოზიციის და არა თანამშრომლობის პირობებში იმყოფებით, თქვენი ცხოვრებისეული მიზნები დაბრკოლებებს აწყდება. რაც უფრო ნათლად ხედავთ და უკეთესად აღიქვამთ სხვის პოზიციას, ისე რომ საკუთარ პოზიციასაც ინარჩუნებთ და უარს არ ამბობთ მასზე, მით უფრო სისხლსავსე ხდება თქვენი ცხოვრება. თუ ხედავთ, რომ კომპრომისის მიღწევა  შეუძლებელია, დროებით გაერიდეთ პარტნიორულ ურთიერთობას. აღმასვლები და დაცემები ბუნებრივ პროცესებად აღიქვით და არა გამარჯვებებად და დამარცხებებად. პარტნიორთან მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე  შესაძლებელია, თუ საკმარისი დრო, ინტერესი და ნდობა არსებობს. ამიტომ ისეთი პარტნიორები ეძებეთ, ვინც თქვენთან მოლაპარაკებებზეა გაწყობილი; ვისაც ესმის, რომ კომპრომისები არ მოითხოვენ და არც უნდა მოითხოვდნენ პარტნიორზე გამარჯვებას.

პარტნიორები და პარტნიორული ურთიერთობები. თქვენი ბუნებრივი პარტნიორი უზარმაზარი ძალისა და დაუფარავი კეთილშობილების მფლობელია. ამ ადამიანის ცხოვრების მიზანმა ძალიან ძლიერი ზეგავლენა უნდა მოახდინოს თქვენზე. თქვენ შინაგანად გრძნობთ გულისხმიერებას.  მკაფიოდ შეიგრძნობთ, რომ პარტნიორის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებთ. თქვენი ამხანაგისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს გარკვეული თავნებობა, ძლიერი ნება, თავისი არსით(და არა ატრიბუტიკით) რეალურად დიდ ძალას უნდა ფლობდეს. მისგან ისეთი გამოსხივება მომდინარეობს, რომელსაც სხვა ადამიანებიც ამჩნევენ. ბუნებრივი პარტნიორული ურთიერთობები ნამდვილი სტიმული ხდება თქვენი სიამაყისთვის. მაგრამ აქ არ იგულისხმება „ეგოს“ ყალბი ამპარტავნება, არამედ სიამაყე, რომელიც თქვენი არსებითი მთლიანობის აღიარებისგან გამომდინარეობს. ამ ურთიერთობებმა თქვენი ცხოვრება სინათლით უნდა აავსოს და მართალია, მათ საკვანძო პოზიციის დაკავება არ შეუძლიათ, (ეს ჭეშმარიტებაა მხოლოდ „მეს“ შემთხვევაში), ისინი თქვენი არსებობის ცენტრთან ახლოს უნდა იმყოფებოდნენ. სახება _ განთიადი, მზე ღრუბლებს შორის იჭრება, ამოდის, რომ ბინდი გაფანტოს და დედამიწა გაათბოს.

ინდუბალა

VII სახლის მზე მიუთითებს ადამიანზე, რომელიც კონფლიქტშია ხელისუფლებთან ან მეამბოხე სულის პატრონია. ასევე მოსალოდნელია კონფლიქტები  ოჯახურ ცხოვრებაში და სირთულეები ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში.  გარეგნულად გამხდრები არიან. მმართველობის კარგი უნარი აქვთ. პოპულარული ხალხია.

16-18  საათამდე დაბადებულთა მზე უმეტესად(და არ ყოველთვის) ნათალური ჰოროსკოპის VII სახლში ხვდება და ისინი ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან. სიყვარულისა და ქორწინების პლანეტა დაბადებიდან უბიძგებს ამ ადამიანებს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ,იპოვონ თავიანთი „ერთადერთი და განუმეორებელი ნახევარი“ და კანონიერი ქორწინებით დაუკავშირონ ბედი აწ და მარადის! ერთი სიტყვით, მათ  ნაადრევი ქორწინება ელით…ან მარტოობა. სიყვარულის მუდმივი და მომაბეზრებელი მოთხოვნა ხომ ხშირად გადადის არაჯანსაღ შეპყრობილობაში ან ტრანსფორმირდება შიშში, რომ ასეთ ადამიანს ვერასოდეს მიაგნებენ. ამის გამო, ისინი ხშირად წვეტენ ძიებას, რადგან მეორე ნახევრის ძებნის მცდელობები, მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია და იმედგაცრუებებით არის სავსე.

ცის კაბადონზე ეს ის დროა, როდესაც მზე დესცედენტს გადაკვეთს და პარტნიორობისა და ქორწინების, მტრებისა და ინტრიგების სახლში შედის. ამავე სახლით განიხილება ჩვენი საქმიანი ურთიერთობები და მართლმსაჯულება. მზე სიმბოლურ ვარდნაშია, მაგრამ სუსტი არ არის. ადამიანს პარტნიორზე გაბატონების, ძალაუფლების მოპოვების ძლიერი წადილი აქვს. I სახლის მზის შემთხვევაში, პიროვნების ძალაუფლები თვალშისაცემი და ბუნებრივია. VII სახლში ეს სურვილი არ ჩანს, მაგრამ ადამიანს ძალაუფლება წყურია. ის ოცნებობს ლიდერის პოზიციაზე. სურს პარტნიორებზე გაიმარჯვოს. პირველ რიგში ეს მის საქორწინო პარტნიორს ეხება (თუ ორივე ძალაუფლების მოყვარეა, მაშინ ლოგიკურად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ამ ურთიერთობაში  ძალაუფლებისთვის ბრძოლა აქტუალური თემა იქნება).

ცნობილი ადამიანები VII სახლის მზით:

ვერძში:Daniel Cohn-Bendit, Guillaume Canet, Benjamin Castaldi, Warren Beatty, Omar Sharif, Josiane Balasko, Elizabeth Montgomery, Paloma Picasso, Richard Chamberlain, Melody Thomas Scott, Kareem Abdul-Jabbar..

კუროში:Adolf Hitler, Megan Fox, Sigmund Freud, Janet Jackson, Estelle Lefébure, Katharine Hepburn, Sid Vicious, David Icke, Dwayne Johnson, Jean-Paul Gaultier, Bertrand Russell, Denis Leary, Ferruccio Lamborghini, Sergei Prokofiev…

ტყუპებში:Rafael Nadal, Clint Eastwood, Courteney Cox,  Liam Neeson, Jean-Paul Sartre,  Isabella Rossellini, Chris Evans, La Toya Jackson, Barbara Bush…

კირჩხიბში:Diana Princess of Wales, Prince William, Gisele Bündchen, Sylvester Stallone, Patricia Bündchen,  Jessica Simpson,  Emmanuelle Seigner, Willem Dafoe, Hermann Hesse, Gottfried von Leibniz, Erich Maria Remarque…

ლომში:Madonna, Charlotte Casiraghi, Virgin Mary, Carl Jung, Carole Bouquet, James Hetfield, Dustin Hoffman,  Mika, Jennifer Lawrence,  Casey Affleck…

ქალწულში:John McCain, LeAnn Rimes, Letizia Ortiz, Ivan the Terrible, Rocky Marciano, Dary Cowl…

სასწორში: Gwyneth Paltrow, Stephen Arroyo, Jenna Elfman, Heather Locklear, Ashlee Simpson, Martina Navrátilová, Denis Diderot, Andrei Chikatilo, Angie Dickinson, John Coltrane, Jason Alexander…

მორიელში: Charles Manson, Rochelle Gordon, Vivien Leigh, Richard Attias,  Laura Bush, Robert F. Kennedy…

მშვილდოსანში: Bhagwan Shree Osho Rajneesh, Daryl Hannah…

თხის რქაში: Mel Gibson, Ricky Martin, Richard Bohringer…

მერწყულში: Sharon Tate,  Lisa Marie Presley, Peter Gabriel…

თევზებში: Bruce Willis, Chris Martin, Billy Corgan, Nicolaus Copernicus, Josh Groban, Antonio Vivaldi, Jack Kerouac, Marcel Pagnol, Lauren Graham, James Taylor…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top