მზე მორიელში, ასცენდენტი ნიშნებში

მზე მორიელში, ასცენდენტი ნიშნებში

სინთეთიკური დახასიათება

მზის მდებარეობა და ამოსვლის წერტილები

წყარო: http://www.aquarun.ru

ჰოროსკოპის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უთითებს თვითშეცნობის სპეციფიკურ განსაკუთრებულობებსა და განუმეორებელ პიროვნულ შტრიხებზე, ქცევის განსაზღვრულ მანერებსა და ადამიანის თვითაღქმელობის უნარზე, უთითებს საკუთარი განვითარებისა და თვითგამოხატვის შინაგანი ძალების და შემოქმედებითი უნარების გამოყენების უპირატეს გზებზე. განსაზღვრავს ინდივიდუალური ნების გამოვლინებას და ახასიათებს “ცნობიერების ღერძს”, რომელიც ვლინდება აქტიურობის სხვადასხვა სფეროებში. ეს ფაქტორი ასევე უთითებს ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში და გამოცდილების გადამუშავების შესაძლებლობაზე, ხარისხობრივ, თვისობრივ განსხვავებაზე, მის რეაქციაზე გარემო წრეზე. ეს ფაქტორი ახდენს იმ შესაძლებლობის სიმბოლიზებას, რომელსაც ადამიანი უყენებს სამყაროს, იმ ქცევებს, რომლისკენაც საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების გამოხატვისასაა მიდრეკილი, იმ გზას, რომლისკენაც ისწრაფვის, რათა განახორციელოს საკუთარი მიზნები და სურვილები.

მზე მორიელში, ასცედენტი ვერძში

პიროვნება _ შემტევი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი გარშემომყოფებს ეპყრობა ვნებიანად და ამასთანავე შინაგანს წვავს. ცხოვრებისეული გრძნობები უკიდურესად ინტენსიურია. მათი დამახასიათებელი ინდივიდუალური შეფერილობა მუდამ აოგნებს სხვებს, მაგრამ ეს, ასევე, მათ ახარებთ. ისინი ფლობენ მნიშვნელოვან მიმზიდველ ძალას, მაგრამ მიზიდულს ხელს ჰკრავენ. ისინი უყვართ ან სძულთ, მაგრამ მათთვის გვერდის ავლა შეუძლებელია. ცხოვრებისეული ბრძოლა რთულია და ამით ისინი ცხოვრებას უფრო აუტანელს ხდიან. სურთ მიაღწიონ შედეგებს, მათი სამუშაო ინტენსივობა ძალიან დიდია, მხოლოდ ერთია, საკუთარ თავებს სიწყარის უფლება მაშინაც კი არ აძლევენ, როცა სამუშაო დასრულებულია _ ამის შემდეგაც ინტენსიურ ცხოვრებას ეწევიან. მათი სიცოცხლისუნარიანობა მიუწვდომელი ჩანს, განსაკუთრებით, სიყმაწვილის ასაკში. ზრდასრულ ასაკში ხშირად გრძნობენ, რომ იცხოვრეს ისე, რომ საკუთარ ძალას გადააჭარბეს. ვინმემ შეიძლება მათ  შავი ყვავი უწოდოს, რომელიც საკუთარ თავს დასჩხავის, მაგრამ თავად მათვე სძულთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ასე ატარებენ. თუ საქმე აქამდე მიდის, სიბერეშიც კი იმაზე მეტად იტვირთავენ თავებს, ვიდრე ეს მათ ძალას შესწევს. სურთ, ყოველთვის მართლები იყვნენ, აღზარდონ სხვები. სასამართლო საქმეებს, როგორც ბრძოლას, ისე აღიქვამენ და არა როგორც, სამართლიანობის საკითხს. პარტნიორის მიმართ განიცდიან არა უბრალოდ მიდრეკილებას, არამედ ვნებიანად ისწრაფვიან მისკენ და იპყრობენ ბრძოლაში _ შეთანხმებაზე საუბარიც კი არ შეიძლება, მაგრამ მათ შეუძლიათ დასძლიონ არამარტო სხვები, არამედ საკუთარი თავებიც. ამაშია მათი სიდიადე. ბოლოს და ბოლოს, მათი საბედისწერო გატაცებები ამართლებს.

მზე მორიელში, ასცედენტი კუროში

პიროვნება _ სასიამოვნო, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი სავსეა ვნებიანი მგრძნობიარობით. თავიდან უვნებლები არიან, შეხვედრებს სასხვათაშორისოდ იწყებენ, მაგრამ მოულოდნელად თავს ესხმიან, “მსხვერპლს” საკუთარი მომნუსხველობით იპყრობენ და შთანთქავენ. მათი გარეგნული მეგობრულების მიღმა დაფარულია აგრესიულობა. მათ სურთ დაიპყრონ, მოინადირონ, მათი ხაფანგები დახვეწილადაა დაგებული, იქ იტყუებენ სხვა ადამიანებს. შეუძლიათ ჟინიანად მიეჯაჭვონ სხვას და უყვარდეთ მთელი თავისი სიღრმით. თავიდან ისინი გარშემომყოფებს მოსწონთ, მაგრამ მალე უკანმოუხედავად გარბიან შემდეგი სიტყვებით: “ის მე ძვლებიანად შემჭამს”. მათი ცხოვრებისეული შეხედულებები ძალიან სუბიექტურია, მაგრამ შინაგანად შეთანხებული. ისინი მიეცემიან რა ვნენებს, სრულიად კარგავენ თავებს _ თუ  კი ზურგს უკან საიდუმლო კარს არ დაიტოვებენ, რომელიც კარგადაა შენიღბული და, რომელიც უკან დასახევად, რეალობაში დასაბრუნებელ გზას გაუხსნით. მხოლოდ ერთია, ამ ხასიათს ემუქრება სიყვარულით დაბრმავება. მაშინ მათთვის აღარ არსებობს აღარანაირი დაბრკოლება; თუ პარტნიორი ატყუებს, ეს ჭრილობას აყენებს, რასაც არასდროს დაივიწყებენ და შურისძიებაზე დაიწყებენ ფიქრს. მათი გრძნობები გახსნილია, ვნება _ წვავს, მაგრამ არსით მარტოსულები არიან, რასაც გარშემომყოფები ბრწყინვალედ გრძნობენ. მათი ეგოიზიმი მკეთრად გამოხატულია, თუმცა–ღა, ამავდროულად დახვეწილადაა დაფარული. იმდენად პირდაპირ იპყრობენ პარტნიორს, რომ  იგი გაბრუებულია ნეტარებისგან და ვერ ამჩნევს, რომ უკვე გალიაში მოამწყვდიეს. მართალია, ეს შეიძლება ოქროს გალიაც კი იყოს.

მზე მორიელში, ასცედენტი ტყუპებში

პიროვნება _ მრავალმხრივი, ცხოვრებისეული ბირთვი _ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი ვნებიანად ეპყრობა გარშემომყოფებს. ისინი შეპყრობილნი არიან საკუთარი ამოცანით და სურთ იგი სხვებსაც გადასცენ. ისინი იმდენად დაძაბულნი არიან, რომ შეიძლება ამან ნერვიული შეტევები გამოიწვიოს. იგრძნობა სამუშაოთი ნამდვილი გატაცება. საკუთარ თავზე იღებენ რთულ ამოცანებს, არ ზოგავენ ძალებს და ახდენენენ დამარწმუნებელ შთაბეჭდილებას. რეაქცია მკვეთრი აქვთ და მუდამ სურთ იმაზე მეტი თქვან, ვიდრე უკვე თქვეს. უნდათ დარჩნენ დამოუკიდებლები, თავად განსაზღვრონ საკუთარი ამოცანა, მაგრამ ასევე შეუძლიათ იყვნენ გატაცებული და ჩათრეულნი მასობრივ მოძრაობაშიც. არსით აუტსაიდერები არიან, რომლებსაც სურთ იყვნენ საზოგადოებაში მიღებულნი. ამის გამო მზად არიან მთელი ძალისხმევითა და მონდომებულობით გადატვირთვამდე მივიდნენ. მათი ქცევები სრულიად სერიოზულია. მათ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ, მაინცდამაინც, სიტყვებს არ გამოეხმაურონ _  კამათებისკენ არიან მიდრეკილები _ რადგანაც ძალიან რთულად თმობენ პოზიციებს და თავებს ძლივს იკავებენ. საკუთარ თავებს სერიოზულებად თვლიან. მათი იუმორი, თუ საერთოდ ვლინდება, საკმაოდ ბოროტია და ეს გარშემომყოფებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ისინი მტრებს იჩენენ, რომლებიც დაჟინებულად მიუთითებენ მათ. მათი წერილები – პატარა რევოლუციური მოწოდებებია. თუ მაინც და მაინც, არაფერი გამოუვათ, შორეულ ქვეყნებში ახალ მიზნებს თავად გამოძებნიან, რადგანაც ყველაფერი უნდა მიდიოდეს წინ, მათი სიმყარის საზღვრებამდე. ისინი უსაზღვროდ მოუსვენრები არიან.

მზე მორიელში, ასცედენტი კირჩხიბში

პიროვნება _ მგრძნობიარე, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი ემოციურად გადატვირთულია. ეს ადამიანები გარშემომყოფებს წინდახედულად ეკიდებიან, მაგრამ თუ არ გამოსდით, საქმეში მთელ თავის ჭირვეულობასა და სიანჩხლეს რთავენ. ისინი თითქოს მუდმივად გრძნობენ საკუთარი თავისებურობებისთვის ხაზის გასმის აუცილებლობას. რამდენადმე იმპულსურად რეაგირებენ საზოგადოებრივ აზრზე, თავად არ სურთ სულიერი ძალადობის ქვეშ მოქცევა. გარშემო ყველაფერს იკვლევენ. აწყდებიან რა საზღვრებს, ლახავენ მათ. იზიდავთ შორეული ქვეყნები. უცხო ქვეყნებზე ბევრს კითხულობენ. გადაჭარბებულად ემოციურები არიან. თუ “აალდებიან-გაცეცხლდებიან”, მაშინ თავშეკავება არ იციან. იმედგაცრუებებს შეუძლია სასტიკ რეაქციებამდე მიიყვანონ. ეს, შესაძლებელია, თავად მათთვისაც და პარტნიორისთვისაც ცუდად დამთავრდეს. როგორც სხვა არავინ, ისე იტანჯებიან იმედგაცრუებებისგან, მაგრამ ასევე შეუძლიათ სიყვარულით ტკბობაც. ყველაფერს, რამაც მათი გრძნობა დაიპყრო, აკეთებენ მთელი ვნებითა და ჟინით. თუ დაკავებულნი არიან მეცნიერებებით, მაშინ უმაღლესი დონის მეცნიერები ხდებიან. თუ იზიდავთ ოკულტიზმი, თავს საკუთარ ნაჭუჭში გრძნობენ. ცხოვრება არც ისე წყნარი აქვთ, მაგრამ სავსეა. განსაზღვრული პირობებისას შეუძლიათ მიეძალონ სასმელს. ადრეული ასაკიდან უნდა გაითვალისწინონ, რომ საჭიროა თვითფლობა გამოიმუშაონ. ასევე შურისგან განთავისუფლებულნი არ არიან, განსაკუთრებით თუ საუბარია დაუმსახურებელ წარმატებაზე. მუდამ გადატვირთულნი არიან, რასაც შეუძლია  ჯანმრთელობაზე მოახდინოს ზეგავლენა. ხშირად იტანჯებიან სულიერ ნიადაგზე წარმოშობილი ფსიქოსომატური მოშლილობით.

მზე მორიელში, ასცედეტი ლომში

პიროვნება _ დომინირებული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი, მთელი თავისი ინდივიდუალური ბირთვისთვის ხაზგასმით, ქცევებში ავლენს რაღაც დიადს, აღმატებულს. ეს ადამიანები მომთხოვნები და მუდამ მზაობში არიან. ისინი საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან, საკუთარ თავებს შეუცლელებად თვლიან, ფიქრობენ, რომ მეორე ასეთი ეგზემპლიარი ცხოვრებაში არ არსებობს, მაგრამ ყოველთვის არიან მზად ხელი მოჰკიდონ საქმეს, მათ უშრომველად არაფერი უნდათ _ ცდილობენ რაიმე დამოუკიდებლად შესთავაზონ _ არაა საჭირო ელოდო იმას, რომ შენზე თქვან, თუ როგორ მიითვისე სხვების მიღწევები. მათი სიამაყე უდიდესია, მაგრამ სამართლიანია. იბრძვიან საკუთარი სისუსტეების წინააღმდეგ. იბრძვიან საკუთარი შეუცვლელი ინსტიქტების წინააღმდეგ. თუ ეს გამოსდით, სხვებისგანაც იგივეს ითხოვენ, მაგრამ ერთია, თუ თავად აჩვენებენ იმის მაგალითს, თუ როგორ კეთდება ეს. ასე რომ, არასდროს არაფერს არიდებენ თავებს, ყოველთვის წინა ხაზზე არიან. ისწრაფვიან ყველაფერში სრულად გამოავლინონ საკუთარი თავები, ყველაზე მეტად კი _ ვნებიანობაში, რომლითაც მათი ცხოვრება სავსეა. მათ სიყვარულში ასევე რაღაც დიდებულია. ფლირტი მხოლოდ ფლირტად რჩება. პარტნიორულ ურთიერთობებში არ შეიძლება გადახრები _ ამ შემთხვევაში, უკეთესია დაშორება. ცხოვრება წარმოუდგენიათ მუდმივ ბრძოლად, რომელშიც გამარჯვების მოპოვება თავიდანვეა საჭირო. ამიტომაც ყოველთვის მზად არიან ბრძოლაში ჩასართავად და წინსვლისთვის. ამასთან ერთად, შეუძლიათ ისე დაისისინონ, რომ ამით მრავალი გააქციონ.

მზე მორიელში, ასცედენტი ქალწულში

პიროვნება _ აქტიურ-ქმედითი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი ცდილობს საკუთარი თავი გარემომცველი სამყაროს წესრიგში ჩაწეროს. ეს ადამიანები საკუთარ თავებს დისციპლინაში აქცევენ, მაგრამ გონება თითქოს მუდამ რამდენადმე დახვეწილი და მათი პირველარსის წინააღმდეგ მიმართულია. მათი გონება მუდამ დაჯილდოებულია, ისინი ისწრაფვიან ახალის შეცნობისკენ, სწყურიათ ცოდნა და გონებრივი განვითარება. მრავალი რეაქცია ძალადობრივად და აფეთქებად ჩანს. საკუთარ თავებს გარშემომყოფებისგან რთულად მიჯნავენ. მათი შეკავებული ვნებიანობა მუდამ ფანამიტიზმში გადასვლას უქადდით. გრძნობითი ცხოვრება დათრგუნულად ჩანს: მხოლოდ ეს აძლევთ დიდ წონას, რადგანაც სხვები გრძნობენ მათი ძლიერი გონების ძალას. მუდამ ისე იქცევიან, თითქოს გამოცდას ელიან, რომლისთვისაც  განსაკუთრებული შემთხვევაა საჭირო. არცერთ შესაძლებლობას შეუმოწმებელს არ ტოვებენ _ამავდროს, ხშირად განიცდიან კრიზისებს. თუ გარშემომყოფები უსამართლოდ ექცევიან, ბრძოლაში ერთვებიან ყველასთან და ვარაუდობენ, რომ იბრძვიან მართალი საქმის გამო. ვერ იგებენ, რომ “ისინი” _ ეს “ყველაფერი” არაა, რომ სხვებს არ შეუძლიათ მათი მსგავსები იყვნენ. ეს წინააღმდეგობრიობა შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, რადგანაც, მუდამ არის რაღაც, რის წინააღმდეგაც შეიძება ბრძოლა. შეუძლიათ დაიცვან მკვლელი მხოლოდ იმიტომ, რომ უყურონ, კიდევ რა შეიძლება რომ მოხდეს. საკუთარი თვითფლობის მიუხედავად გარემოცვაში მოუსვენრობა შეაქვთ; ისინი სკეპტიკურობით არიან შეპყრობილნი და მათში  რაღაც იდუმალი იგრძნობა.

მზე მორიელში, ასცედენტი სასწორში

პიროვნება _ მეგობრული, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი გარშემომყოფებს მოსწონთ, მათი მუდმივი პიროვნება ყველას მოისყიდავს. იგრძნობა ჰარმონიისკენ სწრაფვა, მაგრამ ასევე სურვილიც _ იყვნენ დაუვიწყარნი. თითოეულ მათგანს სურს საკუთარი ნაკვალევის დატოვება, სურს იცოდეს, რისთვის იცხოვრა. უნდათ მიაღწიონ ყველაფერი, უნდათ რაიმეს მიღწევა, ზღვრამდე, კიდემდე მისვლა, _ და თან ისე, რომ არ გადავიდნენ ტაქტის საზღვარს. ეს შინაგანი აუცილებლობა, _ გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოწესრიგებისა, მრავალ შესაძლებლობას აძლევთ; ადამიანებზე მაგნიტურად მოქმედებენ, გარშემომყოფებს სურთ, რომ  მათ ხასიათს ჩასწვდნენ. პირველი შთაბეჭდილებით, ისინი ჰარმონიულები ჩანან, მაგრამ დისტანციაზე _ ცივები. მხოლოდ, როცა ინთება ნაპერწკალი, მაშინ მათი შეკავება რთულია, ჰარმონია ქრება _ როგორც არ უნდა მოუხმონ მას, რჩება მხოლოდ გრძნობა და ვნებიანი გატაცება, ცხოვრება მთლიანად, მთელი თავისი ამოცანებით განიცდება. ყოველდღიურობაში კი ყველაფერი წონასწორობაშია, შეუძლიათ იყვნენ მომთმენები, შეუძლიათ ლოდინიც, მაგრამ თუ მოეჩვენებათ, რომ უკანასკნელი წამი უკვე ჩავლილია, შეუძლიათ ნებისმიერ ნავზე შეხტომა _ თუნდაც ამ ნავს წყალში გადაყირავება ემუქრებოდეს _ საჭესთან დადგომა და სტიქიებთან ბრძოლისთვის მზად ყოფნა. ასე რომ, გარეგნობა აქ არ შეესაბამება ჭეშმარიტ არსს; ჩვეულებრივ, ნიღაბს კარგად ირგებენ, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ეს ხასიათი, საკუთარ თავს გამოამჟღავნებს, რადგანაც წარმოდგენის გამართვა _ ეს მისი საქმე არაა, ამისთვის ძალიან გატაცებულია და არსით ძალიან დაძაბულად ცხოვრობს.

მზე მორიელში, ასცედენტი მორიელში

პიროვნება _ ექსცენტრიკული; ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ვნებიანი ხასიათი ერთდროულად იზიდავს და განიზიდავს. წარმოიშობა უდიდესი სიმპატიები და ანტიპატიები, უკანასკნელი კი ჭარბობს. ეს ადამიანები ფლობენ დიდ ძალას, ხშირად იმარჯვებენ, განსაკუთრებით – ახალგაზრდობაში. ფლობენ განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, რომელიც ძლიერ მოქმედებს საპირსპირო სქესზე, მაგრამ ვის შეუძლია დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნილებები? თუ მაინც ერთმანეთს შეხვდება ორი თანასწორი ძალის მქონე ადამიანი, საპატრულოს გამოძახება აუცილებელი ხდება. ამიტომაც მათი თანამგზავრი _ მარტოობაა. თითქმის ყველაფერს სერიოზულად იღებენ. ისინი ამოცანებს იმდენად უღრმავდებიან, რომ საკუთარ თავებს საქმეში კარგავენ, მაგრამ ამასთანავე აღწევენ შედეგებსაც. იმოსებიან დახვეწილად, იაფად, მაგრამ ეფექტურად ანდა უბრალოდ, მაგრამ ისე, რომ მხოლოდ მცოდნე თუ შეაფასებს ამას. ისინი ყოველთვის ყველაფერს მთლიანად აკათებენ; თუ ჭამენ _ მაშინ მგლის მადით, თუ სვამენ _ ასევე ხარბად, თუ უყვართ _ მაშინ სამუდამოდ. ყველაფერი ნაპერკალივით ინთება. ისინი საკუთარ თავებს აიგივებენ იმასთანაც კი, რაც მათ ძალებს აღემატება… მრავალს სურს თანამონაწილეობა, მაგრამ სისხლისგან იცლებიან. არ ვარჯიშობენ თვითფლობაში, რადგანაც სამყაროს მუდმივად შოკს ჰგრვიან. მათ გულებში  სიმშვიდის პოვნა შეუძლებელია.

მზე მორიელში, ასცედენტი მშვილდოსანში

პიროვნება _ მეძღოლი (წინამძღოლი), ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი ფლობს საკუთარ შინაგან ცეცხლს მთლიანი გარეგნული თვითფლობით. მხოლოდ ერთია, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, რომ თქვენ დგახართ დენთით სავსე კასრთან, რომლის აფეთქების დროც წინასწარ უცნობია. თუ გართულებულია შინაგანი ბირთვი, მაშინ თვითფლობა ღალატობს. ისინი მშვილდივით მუდამ დაძაბულები არიან. გაისვრიან რა ისარს, ზუსტად ახვედრებენ, ოღონდაც, თუ ეს მათ სურთ. თუ სურთ პარტნიორის მონადირება, მაშინ მოინადირებენ კიდეც. ისინი ცხოველს მანამდე სდევნიან, სანამ  ყველა მხრიდან ალყაში არ აღმოჩდება და სიამოვნებით არ დანებდება _ თითქოს, მთელი ცხოვრება ამ წამს ელოდა. ეს დაძაბული წინააღმდეგობრიობა მიიღება სიამოვნებით, განსაკუთრებით თუ საუბარია ეროტიკაზე. გამარჯვების წინათგრძნობა აღრმავებს სიამოვნებას. ყველაფერს, რაც პირადად მათ ეხებათ, აქვს სპორტული შეჯიბრითობის გემო. შეუძლიათ ცხოვრებით გახარება. ისინი არ საჭიროებენ მადლიერებას, რისხდებიან ქლესაობის გამო. ამით მათ ვერ მოხიბლავთ. ამასთანავე, გრძნობენ საკუთარ სუსტ ადგილებს და ფარავენ ნაკლს. უყვართ ნადირობა როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე ზოგადად _ ცხოვრებაში, მაგრამ ამასთანავე მოკვლა კი არ უყვართ, არამედ უბრალოდ იჭერენენ ნადირს. მათთვის უცხოა დაღლა. მათი ცხოვრება მუდამ უწესრიგოა. ისინი ვარდებიან ნორმიდან, მაგრამ ეს არც ისე ძალიან აღელვებთ, რადგან _ რა არის ნორმა?

მზე მორიელში, ასცედეი თხის რქაში

პიროვნება _ პატივმოყვარე,ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ინდივიდუალისტები, რომლებმაც იციან, რომ ისინი _არაფერნი არიან. მათ გარშემო ყოველთვის ღრმა ნაღველია. ისინი დაკარგულებად ჩანან და არ შეუძლიათ ამასთან შეგუება. ისინი იტანენ მძიმე ცხოვრებისეულ ბრძოლებს, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარი თავისებურების პოვნა, რაც მათ ავადმყოფებად აქცევთ. მათი ამტანობა და მორგების, შეგუების უნარი გასაოგნებელია. მათში ცეცხლოვანი, აბობოქრებული ვნებიანობა იმდენად შეკავებული და მოზომილია, რომ სიბერემდე ჰყოფნით. მოკლედ, დროდადრო, ისინი ფეთქდებიან, უფრო კი საშუალო ასაკში ანდა სიბერისკენ. შეაქვთ მოუსვენრობა მოხუცებულთა სახლში, ბოლოს აღმოაჩენენ, რომ ეს მათ სრულიად არ უხდებათ. უწევთ მრავალი თავდასხმისა და არაკეთილმოსურნეობის ატანა. ადამიანები ვერ იგებენ, რა ხდება მათში. ისინი _ გარშემომყოფებისთვის გამოცანები არიან, თუ ახლოს რაიმე დანაშაული მოხდება, პირველ რიგში ეჭვი მათზე მიაქვთ, და ამ გარეგნულ წინააღმდეგობრიობასა და მტრობაში, ნაწილობრივ, თავად არიან დამნაშავეები, რადგანაც არანაირ კომპრომისებზე არ მიდიან: ამისთვის ისინი ძალიან კარგები არიან, მათ ეს არ სჭირდებათ. თუ მაინც, ისეთებად არ იღებენ, როგორებიც არიან, ისინი თავისი გზით აგრძელებენ სვლას, ამ შემთხვევაში კი უკეთესია მათ გზაზე არ გადაუდგეთ. სანამ ცოცხლები არიან, არაფერს არ ივიწყებენ. თუ ისინი საკუთარ და საჭირო ადგილზე აღმოჩდებიან, აღწევენ აღიარებას, ხოლო როცა ამაზე ამას აღნიშნავენ, ისინი მხოლოდ ხელებს ასავსავებენ, მაგრამ თუ არ საუბრობენ _ წყენას გულში ინახავენ, მაგრამ არ ფარავენ საკუთარ გაბრაზებას. უბრალოდ ისინი მოწყენილები არიან, თუმცა ასეთები არიან და ვერაფერს გააწყობთ, მათთვის რთულია ამასთან შეგუება. მათ არ სურთ ბედის ისეთად მიღება, როგორც არის.

მზე მორიელში, ასცედენტი მერწყულში

პიროვნება _ ცვალებადი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ეს ხასიათი ფლობს თავისებურ, განსაკუთრებულ, პირადი მოქცევის მანერას. მათთვის დამახასიათებელია ძლიერი შინაგანი დაძაბულობა. ისინი მოქმედების ძლიერ მოთხოვნილებას გრძნობენ, მაგრამ ვერ ახდენენ ორიენტირებას ასარჩევ გზაზე. საკუთარი ინდივიდუალური პერსონით ძლიერ დაკავებულნი არიან. მიზანდასახულობა _ მიზნის მიღწევისას, ისინი გამაოგნებლად იმკვიდრებენ თავებს, აჩვენებენ საფუძვლიან ცოდნას. მათ აწუხებთ მოულოდნელი იდეები, რომლებზეც სერიოზულად მუშაობენ და ამით დადებით შთაბეჭდილებას ტოვებენ. ინტუიციურ წინათგრძნობებში თანმიმდევრულები არიან. აქვთ რა იდეალი, მისი ერთგულები რჩებიან, მაგრამ უარს არ ამბობენ განვითარების ახალი გზების ძიებაზე. ხანდახან აჩქარებულები და წინდაუხედავები არიან და შესაძლებელია ამის გამო ავარიაშიც კი მოხვდნენ, რადგანაც მხოლოდ საკუთარ პირად მიზანს ხედავენ. რეალობა მათთვის შეზღუდულია საკუთარი პიროვნების ჩარჩოებით, ასე რომ, მხედველობიდან იკარგება მთლიანობა. მათ იზიდავთ კარიერა არა როგორც სოციუმში დამკვიდრების საშუალება, არამედ როგორც შესაძლებლობების განვითარება და საკუთარ შესაძლებლობებთან შესაბამისობა. ცხოვრებაში განამტკიცებენ (უკიდურეს შემთხვევაში მაინც) იმას, რაც მათთვის ფასეული და სწორია.

მზე მორიელში, ასცედენტი თევზებში

პიროვნება _ დაუცველი, ცხოვრებისეული ბირთვი _ ვნებიანი, ჟინიანი.

ამ ხასიათს შეუძლია, დარჩეს რა ინდივიდუალურ პიროვნებად, კარგად მოერგოს და შეეწყოს გარემოცვას. ისინი თითქმის შეუმჩნევლად აღწევენ თავისას, სწრაფად აღწევენ განსაკუთრებულ მდგომარეობას, მეზობლების წრეში მიღებულები ხდებიან, თუმცა–ღა, დისტანციასაც ინარჩუნებენ. ყველაფერში წარმატებულნი არიან, მაგრამ ხშირად აქვთ ძლიერი რელიგიური მიმართულებები, ყოველ შემთხვევაში, სიღრმისეულები და საფუძვლიანები არიან. დიდი დაჟინებულობით იკვლევენ, დედამიწაზე სურთ მიაღწიონ საბოლოო საფუძვლებს და მათ იციან, რომ, განვითარების დონის მიუხედავად, _ უნდა შეეცადონ ამოხსნან ამ სამყაროს საიდუმლოებები, ოღონდაც, თუ ნიჭით საკმარისად დაჯილდოებულნი არიან, მაგრამ შესაძლებელია საიდუმლობების გახსნისკენ მისწრაფების მეორე მხარის გამოვლინებაც: ეს შეიძლება იყოს დეტექტივი, რომელიც წლობით იძიებს საკმაოდ რთულ საქმეს. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ეძებონ დამნაშავეები, რომლებიც საკუთარ უსაფრთხოებაში დიდი ხანია დარწმუნებულნი არიან, მაგრამ ასეთი დეტექტივი ინსტიქტურად ელის საკუთარ საათს, შესაბამის მომენტს _ და ეს მომენტი აუცილებლად დგება. მხოლოდ, თუ ისინი მოუთმენლობას გამოიჩენენ, პირადი ძალიან გაიტაცებთ, მაშინ დაუშვებენ შეცდომებს, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია. ჩვეულებრივ, მეშვიდე გრძნობასთან ერთად ფლობენ ეშმაკ ალღოსაც. მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგის დახვეწილად მოტყუება _ მათ დაგებულ ხაფანგებში თითქმის ყველა ებმება. მათი საკმაოდ ინდივიდუალური ცხოვრების სახე არ ღირს გაიზომოს ბურგერების საზომით. სხვების აზრი არ აინტერესებთ. ხანდახან გამოიყურებიან რამდენადმე აღუზრდელებად-უზრდელებად, ანდა სნობისტურად, მაგრამ ეს, მეტეწილად, მოჩვენებითი და ცრუა. ფლობენ დიდ ძალას, ასე რომ, ამოწურვის შემდეგ უფრო მეტად აღიდგენენ მას და ყოველთვის საკუთარ სიმაღლეზე არიან. ხშირად, მათ ძალიან ადრე “ჩამოწერენ” (ასე ვთქვათ, პენსიაზე უშვებენ).

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top