მზის და ნეპტუნის ტრინი

მზის და ნეპტუნის ტრინი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და ნეპტუნის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

მზის ტრინი

როდესაც ბედის მხარდაჭერას გრძნობ, დაფიქრდი, კონკრეტულად რას უჭერს ის მხარს

მზესთან ტრინი ძალიან ძლიერი ასპექტია. თითქოს კარმა სამუდამო კეთილდღეობას, ჰარმონიასა და ბედნიერებას უქადის პლანეტას. ყოველ შემთხვევაში, დაბალ დონეზე, ადამიანს ასე ეჩვენება და გარკვეულწილად, ასეც არის. კარმა პლანეტის პრინციპებს გამარჯვებისთვის „განწირულ“ მსვლელობას სთავაზობს, მხოლოდ დამუშავების პირობით! ადამიანი ყოველთვის კონსტრუქციულ მიმართულებას მიიღებს, თუ მუშაობა მოინდომა. იმ შემთხვევაშიც, თუ მან პლანეტის პრინციპების სათავისოდ მოხმარება განიზრახა, წინ ვერაფერი აღუდგება. თუმცა ნუ იფიქრებთ, რომ მზის ტრინი პლანეტის პრინციპების ყვავილობას ნიშნავს. ასეთივე წარმატებით მან შეიძლება მის ლპობასაც შეწყოს ხელი (და მაინც, ფასადური სილამაზის შენარჩუნებით), თუ ადამიანის ნება მტაცებლური მოთხოვნებით არის მოტივირებული. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულად საშიშია მზე-მთვარის ტრინი, განსაკუთრებით ძლიერი მზის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ნებითი სურვილების დასაკმაყოფილებლად ბოროტად სარგებლობს საკუთარი ჯანმრთელობით.

მთლიანობაში, ტრინის და განსაკუთრებით მზის ტრინის ინტერპრეტაცია დიდად არის დამოკიდებული მის დამუშავებაზე. დაბალ დონეზე, ნების ეგოისტურად მიმართვისას, ადამიანი სწრაფად შეეჯახება უსიამოვნო ფაქტს, რომ იმპერატიული გარემოებები მხოლოდ დასანახად უწყობს ხელს პლანეტის პრინციპებს, შინაგანად კი, ე.ი. არსებითად, ის არ ვითარდება, თანდათან იყინება და ადამიანი უზომოდ მოსაწყენი ხდება.

მეორეს მხრივ, პლანეტის პრინციპების აქტიური დამუშავება და მისი განვითარება კარმის ძლიერ მხარდაჭერას იძლევა, რომელიც ადამიანს სრულიად ბუნებრივად ეჩვენება, მაგრამ ეს ზუსტადაც რომ მისი ნებელობითი ძალისხმევის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია უწყვეტი მუშაობა, რადგან ტრინის შემოქმედებითად მხარდამჭერი გავლენა მყისვე წყდება, როგორც კი ადამიანი კონსტრუქციულ ძალისხმევას ასუსტებს. მაშინ ტრინი მძარცველს ემსგავსება, რომელიც გარემოსგან ძალადობრივი გზით ითვისებს ჰარმონიას და ადამიანს იმ ფორმით აწვდის, რომელიც მისთვის უკვე უინტერესოა.

გაფრთხილება: პლანეტით მართულ სფეროში, ნატივთან შებრძოლება ძალიან სახიფათოა, რადგან ის ძალა, რომელიც მის გარშემო ჰარმონიას ინარჩუნებს, თქვენთან ცერემონიებს არ დაიწყებს.

ტრინის განმარტების დროს, ყურადღება უნდა დაეთმოს არამხოლოდ მზის და პლანეტის ძალებს (აფეტიკით), არამედ კონკრეტულ გარემოებებსაც ადამიანის ცხოვრებაში.  ნებისმიერ შემთხვევაში, ნატივს გულწრფელად მიაჩნია, რომ მისი ნება, პლანეტარული პრინციპების გამოვლენისას,  სრულყოფილია და მისი გადარწმუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

ნეპტუნის ტრინი

სხვისი გაგება, პირველ რიგში, მისი მცდარი შეხედულებების გაგებით იწყება

ეს ბედნიერების, გაგების, მარტივი მოტყუებისა და თვითმოტყუების ასპექტია, რომელსაც   ადამიანი, კარმულად, არც ისე სასიამოვნო შედეგებისკენ მიჰყავს, ნეპტუნზე უფრო განსაზღვრული პლანეტების მეშვეობით.  ამ ასპექტის განმარტება დიდად არის დამოკიდებული ნეპტუნის პრინციპების განვითარების დონეზე, კერძოდ _ შინაგან პატიოსნებაზე, განსაკუთრებით პლანეტის პრინციპებთან მიმართებაში.

თუ ზოგადად ვისაუბრებთ, ნეპტუნთან ტრინი პლანეტის პრინციპის ინტუიციურ გაგებას მოგვცემს. ადამიანს შეუძლია პრინციპის მხოლოდ ჩართვისგანაც კი უზარმაზარი სიამოვნება მიიღოს. სურვილის შემთხვევაში კი, სხვებსაც ასწავლოს, როგორც კეთდება ეს.  თუმცა, დაბალ დონეზე, პლანეტის პრინციპების გაგების ნაცვლად, ნეპტუნთან ტრინი ძლიერ ილუზიას შობს, განსაკუთრებით პლანეტის უმდაბლეს ოქტავაში. მაგალითად, ნეპტუნის და მარსის ტრინი ნატივს მდარე ხარისხის ბოევიკებისადმი სიყვარულით დააჯილდოვებს, სადაც მაყურებელს, ასე ვთქვათ, სისხლი აწვიმს. იმავდროულად, თავად ადამიანი შესაძლოა სრულიად მორჩილი და თვინიერი იყოს.

ნეპტუნის ტრინი პლანეტის პრინციპების დამუშავების შესანიშნავ უნარს იძლევა, მაგრამ, იმავდროულად, ხელს უშლის მის დამუშავებას, რადგან ადამიანს უქმნის ილუზიას, რომ მან პლანეტის პრინციპები დიდი ხნის წინ უკვე კარგად გაიგო და ბრწყინვალედ ფლობს კიდეც, როდესაც რეალურად ასე არ არის. თუ ადამიანი პლანეტის პრინციპის ათვისების ფხიზელ გზას არ დაადგება და ამის ნაცვლად, საკუთარი თავისა და გარშემომყოფების გასულელებას გააგრძელებს, რისი ბრწყინვალე უნარიც აქვს, თანდაყოლილი ტალანტები, შინაგან პატიოსნებასა და მედიტაციასთან ერთად, თანდათან გაუფერულდება, მოტყუებისა და თვითმოტყუების რაოდენობა კი გაიზრდება. თავის მხრივ ეს ყოველივე, დიდი ალბათობით, ალკოჰოლ ან/და წამალდამოკიდებულებამდე, შემდეგ კი პიროვნების დაცემამდე მიიყვანს. ამიტომ, ამ ადამიანმა, პლანეტით მართულ სფეროში, მაღალი სულიერი ორიენტირები უნდა ეძებოს და ყოველი შემთხვევისთვის, პლუტონი დაამუშავოს.

ნეპტუნის ტრინით, მაღალ დონეზე, პლანეტარული პრინციპის ნებისმიერ გამოვლინებაში, ადამიანი სულიერ გამოღვიძებას, ჰარმონიის უწყვეტ დინებას, ღვთაებრივ სიყვარულსა და მოწყალებას მიიღებს.

 

მზის და ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტები

ეს შემოქმედებითი ტალანტების ასპექტია, რომელსაც ხშირად ვხვდებით არტისტების რუკებში. ეს მეტად რომანტიული და სათუთი ბუნების ხალხი ზემგრძნობირობით, სიღრმითა და ინტუიციით გამოირჩევა. მეტად დახვეწილი გემოვნება და იდუმალი შარმი აქვთ. აღმერთებენ ხელოვნებას, ფსიქოლოგიას და რელიგიურ რიტუალებს. მათ უფაქიზეს აღქმაში ცხოვრება სიმფონიად, ყოველდღიურობა კი პოეტურ მეტაფორად ჟღერს. მათ შეუძლიათ არამხოლოდ შინაგანი ხედვით აღიქვან მომავლის სურათი, არამედ ხორციც შეასხან საკუთარ ხედვებს.

წარმოსახვის ძალა მათი უმთავრესი იარაღია, რომელიც თანაბარ დახმარებას უწევს როგორც სულიერ განვითარებაში, ისე პრაქტიკული მიზნების რეალიზებაში, იქნება ეს ფული, პოპულარობა თუ ძალაუფლება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასტიკი ან უხეში ხალხია. პირიქით, საოცარ ემპათიას ავლენენ, რაც, ემოციურობასა და ინტუიციასთან ერთად, მათი საუკეთესო თვისებაა. ისინი საკუთარივით გრძნობენ სხვების განცდებს და ტკივილს. საჭიროების შემთხვევაში, სულიერი მკურნალის და წინამძღოლის ფუნქციის შესრულებაც შეუძლიათ. საოცარი ნდობითა და შთაგონებით მიჰყვებიან ცხოვრების დინებებს, რადგან ზუსტად გრძნობენ,  როდის და სად არის საჭირო მათი ყოფნა.

ინტერესით იკვლევენ ახლობლების ფსიქიკურ სამყაროს. განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას ავლენენ ფილოსოფიის, ნატუროთერაპიის და ხელოვნების თანამედროვე მიმართულებებისადმი. ცდილობენ მაქსიმალურად სრულყონ საკუთარი გრძნობები და ემოციები. სწორედ ეს ეხმარებათ  ბუნების, ხელოვნებისა და მუსიკის უზენაესი ფორმების აღქმაში. მათ ხასიათში მშვენივრად ერწყმის ერთმანეთს გრძნობები, გონება და ინტუიცია. განსაკუთრებით წარმატებულნი არიან თავისუფალ პროფესიებში, ხელმძღვანელის თუ კონსულტანტის პოზიციაზე.

ისინი აღმერთებენ სიამოვნების დახვეწილ ფორმებს. ამიტომ, არც ერთ საინტერესო კონცერტსა თუ გამოფენას არ ტოვებენ. თავადაც ყოველთვის დახვეწილი ფუფუნების და ხელოვნების ნიმუშებით არიან გარემოცულნი.

გარშემომყოფები მათ სიმპათიურ, კეთილშობილ, გულისხმიერ და დიდსულოვან პიროვნებებად აღიქვამენ. ხშირად „თავისებური ხასიათის“ ადამიანებადაც მოიხსენიებენ.

Celebrities with Sun/Neptune trine:

Diana, Princess of Wales ♋/♏, Nicolaus Copernicus ♓/♏, Heath Ledger ♈/♐, Audrey Tautou ♌/♐, Adele ♉/♑, Leo Tolstoy ♍/♑, Pope Pius X ♊/♒, William the Conqueror ♎/♒, Nikola Tesla ♋/♓, Voltaire♏/♓.


About Qet

Scroll To Top