მზის და ურანის სექსტილი

მზის და ურანის სექსტილი

*ასპექტის ეფექტები განსაკუთრებით აქტიური და თვალშისაცემია მზის და ურანის მართულ სფეროებში _ ე.ი. იმ სახლებში, რომლებსაც მართავენ და სადაც განლაგებულნი არიან ეს პლანეტები.

 

მზის სექსტილი

არასწორი არჩევანი ხშირად არა ქარაფშუტობის ან შეცდომის,

არამედ ღვთის ღალატის შედეგია

მზის სექსტილი ადამიანს ისეთ შესაძლებლობებს მისცემს, პლანეტით მართულ სფეროში, რისი რეალიზაციაც მისგან ნებელობით ძალისხმევას და ინიციატივას მოითხოვს. სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობების დამუშავების პროცესში მას საკმაოდ სასტიკ და იმპერატიულ გარემოებებთან შეჯახებაც მოუწევს, რაც სულაც არ წარმოადგენს აბსოლუტის მისდამი მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებას. პირიქით, ეს პოტენციურად მეგობრული და კეთილგანწყობილი ვითარებებია, თუმცა კი ადამიანისგან გარკვეული მიდგომის გამომუშავებას და ადაპტაციას მოითხოვს. მზის სექსტილი, ასე ვთქვათ, მამაკაცურ გამოწვევას უცხადებს ნატივს (პლანეტით მართულ სფეროებში), სთავაზობს რა საკუთარი ნების შემოწმებას _ რამდენად ძალუძს მას დაბრკოლებების გადალახვა და აბსოლუტთან თანამშრომლობის დამყარება.  თავის მხრივ, დაბრკოლებებში სულაც არ იგულისხმება ანტაგონისტური გარემოებები. ეს სასარგებლო და ეფექტური თანამშრომლობის შეთავაზებაა. თუ ადამიანი ვერ გრძნობს მზადყოფნას, გამოწვევის მისაღებად, მას შეუძლია უარი თქვას მათზე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მაგრამ თუ ის მუდმივად უარყოფს განგების ნებისმიერ კონსტრუქციულ შემოთავაზებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვითარებები მის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდება, ის დეგრადირდება და კარმის მკაცრ მარწუხებში აღმოჩნდება, სადაც თავისუფალი არჩევანი თითქმის აღარ დარჩება.

მეორეს მხრივ, მზის სექსტილი, მისი პრინციპების, ე.ი. ნების, დამუშავების მეტად ფასეულ შესაძლებლობას იძლევა, კონსტრუქციული ქმედებების მეშვეობით, იმ სფეროებში, რომელთანაც დაკავშირებულია პლანეტა. შინაგანი პრობლემების მოგვარებისას, რომელიც ამ ქმედებების მსვლელობისას იქმნება, ადამიანი საკუთარი ნების სწორად წარმართვას სწავლობს; მას შესაძლებლობა ეძლევა განსაზღვროს, რომელი ეგრეგორით არის მისი ნება მართული და შეათანხმოს  ის გარეფაქტორებსა და ქვეცნობიერის სხვადასხვა პროგრამასთან. მაგალითად, მზის და მთვარის სექსტილი მეტად პერსპექტიული ასპექტია, რომელიც განვითარების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მაღალ დონეზე, ის სულიერ მასწავლებლებს შობს, რომლებიც მშვენივრად ერკვევიან კონკრეტული მოსწავლეების უმაღლეს და უმდაბლესს საწყისებში და ისიც შეუძლიათ ადამიანები, ევოლუციური განვითარების, კონკრეტულად მათთვის განკუთვნილ გზაზე დააყენონ.

 

ურანის სექსტილი

ცდილობს რა შეაღწიოს ადამიანში, გენიალობა აქტიურად უშლის ხელს მას, შეაღწიოს ხალხში

დავიწყოთ იქიდან, რომ უმაღლესი პლანეტებისგან ბოძებული შესაძლებლობების გამოყენება საშუალო სტატისტიკურ ადამიანს არ ძალუძს. ასე მაგალითად, ურანის სექსტილი შესანიშნავი იდეების გენერატორია მხოლოდ მათთვის, ვინც პლანეტის პრინციპები უმაღლეს დონემდე განავითარა. სწორედ მაშინ შეძლებს ადამიანი ურანისგან წარმოგზავნილი  ორიგინალური იდეების სათანადოდ დაფასებას.

ბუნებრივია, ურანთან სექსტილი პლანეტის პრინციპებს მეტად არაორდინალურ ელფერს შესძენს, ხანდახან ზედმეტადაც, მაგრამ აუცილებელია ურანული გავლენის რეალურად აღქმა. დამუშავების საწყისს ეტაპზე ბევრი სულელური ექსცენტრიზმი იქნება, რომლის მიღმაც არაფერი დგას, მხოლოდ ძალიან მცირედ პოტენციური შემოქმედებითი იდეა, რომელიც დეტალურ გადამოწმებას  და გაფორმებას საჭიროებს. ურანის სექსტილი ნატივს დიადი შემოქმედებითი პროცესებისკენ ეპატიჟება, პლანეტით მართულ სფეროებში, მაგრამ ის არამც და არამც არ გულისხმობს მზა ტალანტს ამ შემოქმედებისთვის.

დამუშავება მოგვცემს ჭეშმარიტად შემოქმედებით ნატურას და თანმიმდევრულ შემოქმედებით არჩევანს, რომელიც ნამდვილ არტისტს გამოარჩევს; მაღალ დონეზე _ ადამიანებში ტალანტების აღმოჩენის უნარს. დაბალ დონეზე, ადამიანს საერთოდ არ ესმის ურანის მოქმედების პრინციპები და მისგან შემოთავაზებული შესაძლებლობები. მართალია, ის ამჩნევს მათ სილამაზეს, თუმცა პერსპექტივები სახიფათოდ, უაზროდ და უსარგებლოდ ეჩვენება.

დამუშავება იქიდან იწყება, რომ ადამიანი სწავლობს ურანული გამოვლინებების (უჩვეულო მოვლენების) ბედისწერის ნიშნებად აღქმას, პლანეტით მართულ სფეროებში. ეს კი მას საკუთარი ძალისხმევის კრეატიულად გამოყენებაში დაეხმარება. ის სულ უფრო იხვეწება და თანდათან ეუფლება  ურანული მინიშნებების პრაქტიკაში გამოყენებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამისკენ სწრაფვას ყოველთვის გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, პლანეტით მართულ სფეროებში, შაბლონური ქცევები მისთვის ძალინ მოსაწყენი იქნება.

 

მზის და ურანის ჰარმონიული ასპექტები (სექსტილი ან ტრინი)

ორი სიტყვით, ეს „თავყრილობის გული“ ადამიანების ასპექტია. ისინი მარტივად იპყრობენ გარშემომყოფთა ყურადღებას საკუთარი ნიჭიერების, კრეატიულობის და სოციალური უნარების მეშვეობით. მათი ენთუზიაზმი, მხიარულება და ოპტიმიზმი ძალზედ გადამდებია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტით არ გამოირჩევიან, თითქმის ყოველთვის პოპულარობით სარგებლობენ.  არც ისე იშვიათად თავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას უძღვნიან. ერთგულად ემსახურებიან სოციალურ იდეებს. ორიგინალობით, განვითარებული ინტუიციით, მდიდარი წარმოსახვითა და მომავლის ჭვრეტის ალღოთი გამოირჩევიან. მარტივად ატარებენ ექსპერიმენტებს, უყვართ სიახლეები. შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვთ.

ეს ასპექტი ხაზს უსვამს ადამიანის სოციალურ ბუნებას. ამიტომ, მათთვის წარმატებული იქნება საზოგადოებრივი ტიპის აქტივობები და საქმიანობა. ისინი სიღრმისეულად ზემოქმედებენ გარშემომყოფებზე. შეიძლება ბედის ნებიერებიც ვუწოდოთ, რადგან თითქმის ყველგან და ყოველთვის უმართლებთ. წარმატებას ორიგინალობის, ალღოს, გულწრფელობისა და გახსნილობის წყალობით აღწევენ. ნებით თუ უნებურად, მარტივად იმსახურებენ საზოგადოებრივ ყურადღებას, გულგახსნილები არიან ყველასთვის და მარტივად მოიპოვებენ ნდობას.

ინტენსიური და ძლიერი გრძნობები აქვთ. მათი სასიყვარულო თავგადასავლები მოულოდნელი და არაპროგნოზირებადია. უმეტესად ნაადრევად ქორწინდებიან. ქორწინება ხელს უწყობს მათი ცნობადობის გაზრდას.

ხშირად ინტერესდებიან ამოუცნობი და მისტიური მოვლენებით. ასეთი საკითხების შესწავლა არცთუ ურიგო სარგებელს მიანიჭებთ მომავალში. კარგი ჯანმრთელობა აქვთ და მაინც, თუ დაავადნენ, მკურნალობას არატრადიციული მეთოდებით ამჯობინებენ, რაც რეკომენდებულიც არის.

ეს გამჭრიახი ადამიანები წესიერებით და ღირსებით გამოირჩევიან. ცხოვრებისეული გარდატეხები დაკავშირებულია მოულოდნელ გამონათებებთან. ასტროლოგიის თუ სხვა ეზოტერული დისციპლინების, ან სულაც თანდაყოლილი გუმანის მეშვეობით, ისინი მშვენივრად პროგნოზირებენ მომავალს.

ეს ნოვატორი, რეფორმატორი და ჰუმანისტი ხალხია, რომელიც სათუთად ზრუნავს ყველა სულიერზე და მგზნებარედ იცავს საყოველთაო ძმობისა და თანასწორობის იდეას.  დამოუკიდებელი და საზრიანი, გამგები და მეტად კომუნიკაბელური ხალხია. მათ უყვართ ჯგუფებში მუშაობა და თანამშრომლებთან შეწყობა, რაც ძალიან კარგია, რადგან, რაც უფრო მეტ საზოგადოებრივ (ჯგუფურ) პროექტში ჩაერთვებიან, მით უფრო წარმატებული აღმოჩნდება მათი საქმიანობა. ფართო თვალსაწიერის წყალობით, მათ ძალუძთ ყველაზე განსხვავებული მხრიდან შეხედონ საკითხებსს. მათი ხედვის კუთხე და მიზნების მიღწევის მეთოდებიც მეტად მრავალფროვანია.

 

 

Celebrities with Sun / Uranus sextile:

Yang/Masculine signs (Fire+Air):  David Letterman ♈/♊, Billie Holiday ♈/♒,  Bill Clinton ♌/♊, Amy Adams ♌/♎, Brian Molko ♐/♎,  Kirk Douglas ♐/♒, Clint Eastwood ♊/♈,  Boy George ♊/♌, Aleister Crowley ♎/♌,  Zac Efron ♎/♐,  François Truffaut ♒/♈, Paco Rabanne  ♒/♐.

Yin/Feminine signs (Earth+Water): Tony Blair ♉/♋,  Anne Boleyn ♉/♓, Richard Gere ♍/♋,  Alexander Skarsgard ♍/♏, Isaac Newton ♑/♏, Elisabeth of Bavaria ♑/♓,  Nikola Tesla ♋/♉,  Jean-Jacques Rousseau ♋/♍, Sophie Marceau ♏/♍,  Luchino Visconti ♏/♑, Anna Magnani  ♓/♑,  Rudolf Diesel ♓/♉.

 

მომზადებული ავესალომ პადვოდნის და სხვა ავტორების მასალებზე დაყრდნობით.

Photo credit: Carlos Fumagalli


About Qet

Scroll To Top