მზის და ურანის შეერთება

მზის და ურანის შეერთება

პლანეტების ურთიერთქმედება იძლევა: სპონტანურობას, ექსცენტრიულობას, იმპულსურობას, ნევრულ ხასიათს, გაღიზიანებადობას, გამძაფრებულ მგრძნობელობას, რადიკალიზმისკენ მიდრეკილებას, აბსოლუტურ თავისუფლებას, თავგადასავლებს, სიმძაფრეს, ექსტრემიზმს, უარყოფითი ასპექტებისას – თვითმკვლელობაზე ფიქრს, ცხოვრების აზრის დაკარგვას, გაუფრთხილებლობას, მოუთმენლობას, უბედური შემთხვევების რისკს, სიჩქარეს, ავანტიურიზმს, სკანდალს. შესაძლოა გამოვლინდეს არანორმალური ან/და პარანოიდული საქციელი. ქალის რუკაში – ურთიერთობის გაწყვეტისკენ მიდრეკილება, არამუდმივი მიზიდულობა.

ასპექტის დადებითი მხარე – ძლიერი ინტუიცია, ნიჭი, არაორდინალურობა, რევოლუციონერობა, სამართლიანობის გამძაფრებული განცდა, სხვებისთვის ცხოვრების შეწვირვის უნარი; რუტინის, მოწყენილობის სიძულვილი. საკუთარი თავისა და სხვების გამოღვიძებისკენ მიდრეკილება, სიახლეების, ახლის ძლიერი სურვილი, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, სამართლიანობის სიყვარული.

ასპექტი მკაფიოდ აქცენტს სვამს და ინდივიდუალური შესაძლებლობების მქონე პიროვნებას იძლევა. მისი გავლენით ადამიანი მიისწრაფვის გარესამყაროსთვის საკუთარი უნიკალურობის ჩვენებისა და დამტკიცებისკენ. ამისთვის კი თავისებურ მეთოდებს, შემოქმედებით, ნოვატორულ მიდგომას იყენებს. ძალაუფლების წყურვილიც აქვს, მაგრამ სულიერი, ინტელექტუალური ძალაუფლების: მას სურს იყოს მასწავლებელი, წინამძღოლი, სამაგალითო.

ინდივიდუალისტია. ტრადიციებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყოველივე ძველის, უსარგებლოს წინააღმდეგია. რა თქმა უნდა, ყველა წესსა და კანონს არ არღვევს, მაგრამ მისთვის უმნიშვნელო წესებს არაფრად თვლის. რუტინისგან შორსაა. უკეთესად მუშაობს, როცა მუშაობის პროცესში ხსნის და სხვებს იდეებს უზიარებს.

მზე-ურანის შეერთების მქონე სხვებისთვის იარლიყის მიწებებას ერიდება, მაგრამ სამაგიეროდ თვითონ ხშირადა იარლიყებისა და სტერეოტიპების ობიექტი. პროგრესულია, მოულოდნელად ახასიათებს აგზნებადობა, აფორიაქება, ინტერესების ცვლა. სხვებს უფლებას არ აძლევს ის გააკეთებინონ, რაც არ უნდა.

მზე (ეგო) და ურანი (რეფორმატორი) ერთმანეთს ხვდება. მისი ინდივიდუალურობა უნიკალურობას უტოლდება. სხვებისგან განხვავებული, გონებაგახსნილი, კრეატიული, გამომგონებელია. იმაზე მეტად მოქნილი ჩანს, ვიდრე რეალურადაა. თუ საქმე მეტად პირადული (ინტიმური) ხდება, მისი გონებაგახსნილობა და მოქნილობა სადღაც ქრება. ასპექტის მქონე ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნულ სივრცეს, თავისუფლებას და ყველაფერი, რაც მის პირად სივრცეს, დამოუკიდებლობას ემუქრება, საფრთხედ აღიქმება. ნებისმიერ ურთიერთობაში სიახლოვეს უფრთხის, რადგან შესაძლოა ფიქრობდეს, რომ სხვასთან დაახლოვებით საკუთარი „მე“-ს ნაწილს კარგავს და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

ენერგიის პოტენციალი ცნობიერების ახალი სფეროების გახსნისას ჩნდება. ოკულტური ენერგიის გადატანისა და მასთან მუშაობის მდგომარეობაშია. მოქმედებს მტკიცედ და მოულოდნელად. ვინც მის მიზნებს ვერ ხვდება, ექსცენტრიულად და უცნაურ ადამიანად აღიქვამს. მისი შესაძლებლობები ხშირად ჩვეულებრივ საზღვრებს ცდება. ერთიანი უნივერსალური სამყაროს ინტუიციური გაგების უნარი აქვს. შესაძლოა იზიდავდეს სამეცნიერო კვლევა ახალ, გამოუკვლევ სფეროებში. დამახასიათებელია ოკულტური უნარები. ეს ადამიანი მოქმედებს გადამწყვეტად და მოულოდნელად.

ურანი მზის უკან: შესაძლოა მიდრეკილება ჰქონდეს განსხვავებული სახის „შეტევები“.

ურანი მზის შემდეგ: მოულოდნელი, ორიგინალური იდეები; დადებითი ასპექტებისას – გამომგონებლობა, განსხვავებულად მოაზროვნე ინდივიდი. უარყოფითი ასპექტებისას – ექსცენტრიულობა, ცვალებადობა.

 

მზის შეერთება: ”მდგომარეობა გავალდებულებს/დაპირდი-შეასრულე“

მზე არ გამოირჩევა დემოკრატიულობით. მზესთან შეერთება პლანეტის გამოვლენას, დამუშავების მაღალ დონეზე, იმპერატიულ ხასიათს ანიჭებს. დაბალ დონეზე _ პლანეტის დამუშავების აუცილებლობაზე მეტყველებს. მზე ყველაფერს ნათელს ჰფენს, მათ შორის პლანეტის მდაბიო გამოვლინებასაც და მკაცრი იმპერატივებით იწყებს ზემოქმედებას. მზე დათრგუნავს დაუმუშავებელი პლანეტის შემოქმედებით საწყისებს და პლანეტას აიძულებს, საკუთარი პრინციპები ძალიან ვიწრო ჩარჩოებში გამოავლინოს, რომელშიც, პრინციპში, ვერც ეტევა.  შექმნილი შინაგანი დაძაბულობა ლოგიკურად განაპირობებს აფეთქებას. ამასთან, აბსოლუტის შემოქმედება ვლინდება როგორც უშუალოდ აფეთქების მომენტში (რისი წინასწარ პროგნოზირებაც შეუძლებელია), ისე  ნამსხვრევების ტრაექტორიაშიც.  თუ შეერთების (კონიუქციის) ასპექტი დაუმუშავებელია, მაგრამ ის ჰარმონიულად დგას კოსმოგრამაში, ნამსხვრევები მხოლოდ გარშემომყოფთათვის იქნება საშიში, პლანეტის შემოქმედებითი საწყისი კი ეგოისტური მომხმარებული ფორმით გამოვლინდება იმ სფეროებში, რომელიც პლანეტის პრინციპებს შეესაბამება. მაგალითად, მზისა და მარსის დაუმუშავებელი შეერთება უზარმაზარ და ფუჭ აქტიურობას იძლევა, რომელიც თავად სუბიექტს უკიდურესად მნიშვნელოვნად მიაჩნია. მეორეს მხრივ, ის, პირდაპირი გაგებით, შთანთქავს სხვების ენერგიას და გარშემომყოფებს სრულიად აცლის ძალას.

შეერთების (და მზის) დამუშავება ადამიანს  უფრო მაღალ ეგრეგორზე გადართავს, როდესაც მზიური ინიციატივა არა მკაცრი ბრძანების, არამედ რეკომენდაციის, მიმართულების მიცემის და რაც მთავარია ყურადღების  ფორმით გამოვლინდება. მაშინ მზისა და პლანეტის ურთიერთქმედება არსებითად შემსუბუქდება და პლანეტაც მზისგან სუსტად დაიმუხტება, რაც მის ორიენტაციას ემსახურება  რთულ პირობებში, როდესაც  ოპტიმალური არჩევანი მისთვის არც ისე თვალსაჩინოა.

ურანის შეერთება: “მათი შემოქმედების დიდება იმხელაა, მხოლოდ მანიაში ეტევა”.

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ურანთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანს, სურს თუ არა, დროდადრო მაინც უწევს   აბსოლუტის საცდელი კურდღლის როლის შესრულება. აბსოლუტის გზანი კი, როგორც ვიცით, შეუცნობელი არს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძლიერი ასპექტია და თუ ადამიანი ბედისწერის რითმებზე მორგებას მოახერხებს და შეძლებს კარმის ნიშნების ამოკითხვას, რომელთაც უხვად უგზავნიან, ის არამხოლოდ საკუთარ თავს და ახლობლებს დაიცავს, ასევე  სამყაროს უღრესად არასტანდარტულ ხედვას გამოავლენს. მას ესტუმრება სრულიად გენიალური იდეები, თუმცა მათი მნიშვნელობა ბევრად გადაჭარბებულად იქნება შეფასებული_ ალმასის დამუშავების შემდეგ ხომ გაცილებით ნაკლები წონის ბრილიანტი რჩება.

თუ შეერთება ძლიერ დაზიანებულია, პლანეტაზე ზეწოლა შესაძლოა აუტანელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მას ძალიან გაუჭირდება იყოს სოციალურად მისაღები შესაბამის სფეროებში. მისი იდეები და ქცევები აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი იქნება გარშემომყოფთათვის და მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის ჩრდილი წამოადგება.

მათ აუცილებლად უნდა ისწავლონ საკუთარი ფანტაზიების დამიწება და მახვილი აზრების მოხვეწა, რაშიც დიდად დაეხმარებათ რუკის დადებითი ასპექტების გააქტიურება; სატურნის (ასევე X სახლის) დამუშავება ხელს შეუწყობს არსებული რეალობის მიმართ პატივისცემის გამომუშავებას; ხოლო ქირონის დამუშავება განავითარებს იუმორის გრძნობას.

ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში, ეს შეერთება გარშემომყოფთათვის უფრო საშიში იქნება, ვიდრე თავად ასპექტის მფლობელისთვის. განსაკუთრებით ეს ეხებათ მათ, ვინც მის აქტივაციას იწვევს, რადგან სწორედ მათთან ხდება ინდივიდის იდეების და ენერგიის მოულოდნელი აფეთქებები.

 

ცნობილი ადამიანები მზე-ურანის შეერთებით:

Serge Gainsbourg, Steve McQueen, Jack Nicholson,  Sigmund Freud, Bernard Giraudeau,  Meryl Streep, Angela Merkel, Lambert Wilson, Sean Penn, Keanu Reeves, Salma Hayek, Catherine Zeta-Jones, Eminem, Ryan Gosling,Ryan Reynolds, Britney Spears, Walt Disney, Zayn Malik , Simone de Beauvoir , Howard Hughes, Lewis Carroll, William Burroughs, Pier Paolo Pasolini♓…

წყაროები: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა.


About Tamta

Scroll To Top