მთვარე თხის რქა და ურთიერთობები

მთვარე თხის რქა და ურთიერთობები

როგორ იხიბლება მთვარე თხის რქა

შესაძლოა, უკეთესი იყოს მის მოსახლიბლად ტრადიციული მიდგომა, რადგან მთვარე თხის რქები ნაკლებად სცემენ პატივს პროგრესს . როგორი დარწმუნებული და წარმატებულიც არ უნდა ჩანდეს, თქვენ ყოველთვის გახსოვდეთ მათი შინაგანი სიმორცხვე. ისინი რეაგირებენ ყურადღებაზე, სითბოზე და ალერსზე.იმისთვის, რომ მთვარე თხის რქიანისთვის გახდეთ მიმზიდველი, უნდა იყოთ/ჩანდეთ საკუთარ თავში დარწმუნებული, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ , მოწესრიგებული იყოთ და საკუთარ ძალას აჩენდეთ. თუ თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ლომი ხართ, არ გჭირდებათ საკუთარი ძალის დემონსტრირება, თხის რქა მთვარიანი ისედაც ადვილად იხიბლება ლომის მეფური პიროვნებით.

არ აიმაღლოთ ხმა მთვარე თხის რქიანთან! არ დაუშვათ, რომ მთვარე თხის რქიანმა იფიქროს თქვენ ხართ დაუფიქრებელი/ქარაფშუტა და ეძებთ შემთხვევით კავშირებს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სამოსს– ელეგანტური უნდა იყოს, ესაუბრეთ სერიოზულ თემებზე (ზოგჯერ მოსაწყენია …. მთარგმნელის შენიშვნა : ) , მაგრამ არ დაივიწყოთ იუმორი: თხის რქებს არ ჰყოფნით მხიარულება და მას სხვებში აფასებენ.

შეყვარებული მთვარე თხის რქა არაა ის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ქარაფშუტა უწოდო. ის, ვისზეც თხის რქა დიდ გავლენას ახდენს, ცხოვრებას სერიოზულად უყურებს . რადგან მთვარე ემოციებზეა პასუხისმგებელი, აქედან გამომდინარე სიყვარული და რომანტიული ურთიერთობები მის თვალში ბევრად მეტ დატვირთვას წარმოადგენს.

შეყვარებული მთვარე თხის რქა შესაძლოა დააფრთხოს ილუზიებმა, რომლებიც რომანტიულ ურთიერთობებს თან სდევს. როცა ის დაიწყებს ფიქრს, რომ თქვენ მისთვის იდეალური პარტნიორი ხართ და თავისუფლად მოგენდობათ.

მთვარე თხის რქა სრულიად უნდა იყოს ადამიანსი დარწმუნებული ,ისე არ მიიღებს გადაწყვეტილებას პირად ურთიერთობებში .

ეს ადამიანი არ ჰგავს მათ, ვინც დაკმაყოფილდება და მიისწრაფის ფანჯრიდან სერენადის მღერას, მას ბევრად მეტი უნდა. ამავე დროს, მთვარე თხის რქიანები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც დიდხანს ქმნიან ოჯახებს (დროში ხანგრძლივად). სამაგიეროდ თუ მან მიზნად დაისახა თქვენთან ერთად ყოფნა–ვერავითარი ძალა ვერ აიძლებს მიზანს გადაუხვიოს.

 მთვარე თხის რქა, მისი პიროვნება და ურთიერთობები

ბუნებით ემოციურად თავშეკავებული ან/და მომწიფებული, გულში მწუხარებას ატარებს,რომელიც ზოგჯერ კომპენსირდება ძლიერი პიროვნების როლის თამაშით. ხშირად და დიდხანს მალავენ საკუთარ ემოციებს, ძნელად იხსნებიან. ეს ადამიანები საკუთარ ადგილს პოულობენ არა ხელოვნებაში, არამედ პოლიტიკაში, სასწავლო/კვლევით სფეროში. ემოციურად მათ ხშირად არ აკმაყოფილებთ რაღაც,ქვეცნობიერ დონეზე ახასიათებთ გაიდეალება და მუდმივი უკმაყოფილება. საკუთარ დამოკიდებულებას სამყაროს და ადამიანების მიმართ მალავენ, სამყაროში აქვთ ავადმყოფური დაუცველობის განცდა, ქვეცნობიერად შეუძლიათ მატერიალური სამყაროს გაგება და რეალობას ყოველთვის გრძნობით აღიქვამს. რეალობასთან შეჯახებით ემოციურ დონეზე ცდილობს არ დაიშალოს ნაწილებად.

მთვარე თხის რქის მდებარეობის მქონე ადამიანს ახასიათებს ფარული ემოციური გაუწონასწორებლობა, შინაგანი „გლეჯა“, მწუხარება, დარდი. ასეთ დროს ისწრაფვის მარტოობისკენ. ძლიერი მთვარის შემთხვევაში- სევდიანობა, სამყაროს ძველმოდური ხედვა. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ცივი ჩანს, ემოციურად საკმაოდ ღრმა და ფარულია. მისი გულგრილი სახის მიმართ ღრმა ემოციური განცდები იმალება. ეს არის საკმაოდ მტკივნეული მდებარეობა. ასეთი ადამიანი ისწრაფვის ძლიერი პიროვნებებისკენ და არ უყვარს არასრულფასოვნება საკუთარ თავშიც და სხვებშიც,ა მიტომ როგორც პარტნიორი ბევრს მოითხოვს.

მთვარე თხის რქიანს იზიდავს მთვარე კურო სწორედ იმ თვისების გამო, რაც აკლია და რის ნაკლებობის დამალვასაც ცდილობს. ესაა ემოციური სტაბილურობა. მთვარე თხის რქას ემოციური გახსნა ყველაზე მეტად სჭირდება, თუმცა ამას იშვიათ ადამიანებთან თუ ახერხებს. მთვარე კურო ჰარმონიულობას მატებს თხის რქა მთვარიანს, ემოციურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეს ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას ჰარმონიულად შეძლებს თუ კურო მოითმენს თხის რქის კაპრიზულობას და გაღიზიანებას.

საკმაოდ კარგი ურთიერთობა გამოსდის თხის რქა მთვარიანს თევზ მთვარიანთან. თუმცა ასეთ ურთიერთობაში ორივეს ახასიათებს დარდი და მწუხარება. მათი ერთად ყოფნა ემოციურ მხარეზეა დამოკიდებული – თუ ისინი დიდხანს ინარჩუნებენ ემოციურ „ჯიკებას“ და ერთმანეთს ყვებიან – მაშინ ერთად დიდხანს გაძლებენ.

კარგი კავშირია მთვარე სასწორთან, თუმცა არასასიამოვნო მოვლენებიც იქნება – არაცნობიერ დონეზე გაგება გაუჭირდებათ, ფიქსირებულები იქნებიან თითოეულ ნათქვამ სიტყვაზე და შინაგანი დისკომფორტი ექნებათ გაურკვევლობების დროს.

მთვარე ქალწულთან ურთიერთგაგებაა, მაგრამ არასტაბილური. ორმხრივ გაღიზიანებას იწვევს წვრილმანებზე, დეტალებზე ყურადღების მიქცევა. მთვარე ქალწულისგან განსხვავებით თხის რქა იშვიათად ჩანს გარეთ, იშვიათად ავლენს ღრმა ემოციებს, მუდმივი კრიტიკა და ემოციური დაძაბულობა, რომანტიზმის, ოცნებების ჩაკვლა ურთიერთობაში მთვარე თხის რქას აიძლებს უფრო ჩაიკეტოს. უხეში მოპყრობა მთვარე თხის რქას აიძულებს არ დაანახოს მეორე ადამიანს ნამდვილი სახე. მთვარე თხის რქის მაგალითია ინდირა განდი, რომელმაც შეძლო საკუთარი უარყოფითის აღიარება, შინაგანი პესიმიზმის მიუხედავად მოვალეობას და მიზანს არ ივიწყებდა. სამაგიეროდ უარყოფით სახედ განიხილება ჰიტლერი.

მთვარე მშვილდოსანთან ურთიერთობა მარადიული დაპირისპირებაა. მშვილდოსანი მუდმივად ასწავლის თხის რქას, სიტლანქისა და უხეშობის,მშვილდოსნის გულმავიწყობის გამო ურთიერთობა იძაბება. ამასთანავე მთვარე მშვილდოსანი ოპტიმისტია, ყველაფერს ნათელ ფერებში და ადვილად აღიქვამს, ხოლო თხის რქა-პესიმისტია, რთულად ენდობა გარესამყაროს. ერთი ურთიერთობას აწყობს, აწესრიგებს, მეორე-ურევს (მშვილდოსანი). ურთიერთდათმობის ნიადაგზე შესაძლოა შეძლონ ურთიერთობა ,თუმცა ემოციური ბარიერის გადალახვა საკმაოდ რთული იქნება თუნდაც მზის ნიშნებით ეწყობოდნენ.

მთვარე თხის რქას რთული ურთიერთობა აქვს მთვარე ტყუპებთან, მას კი იზიდავს ტყუპები, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს-ტყუპები შესაძლოა ბოროტი გენიოსად იქცეს თან ისეთად, თვითონაც რომ არ წარმოუდგენია. მთვარე თხის რქას ძალიან უჭირს იპოვნოს პარტნიორი,ის ემოციურ გაგებას ეძებს პარტნიორთან, ხოლო მთვარე ტყუპებისთვის ემოციური დამოკიდებულება მიუღებელია. ეს უკანასკნელნი ემოციებს ზერელედ ეკიდებიან, რაც თხის რქისთვის მიუღებელია. ამ მხრივ საუკეთესოა მთვარე თევზები და კურო.

რთული ურთიერთობა და გაუგებრობებია მთვარე კირჩხიბთან – ემოციური შეუთავსებლობა, კირჩხიბის ემოციურობას, დაურწმუნებლობას თხის რქა ვერ ეგუება, კირჩხიბს კი ემოციური სიცივის ეშინია. მათ აქვთ განსხვავებული ხედვა. მიუხედავად განსხვავებული ინტერესებისა, ეს კავშირი საკმაოდ დიდხანს ძლებს, კირჩხიბი და თხის რქა ესაა მშობლების გარდაქმნილი როლები და თუ ამას ორივე გაიაზრებს, შეძლებენ ერთად ცხოვრებას.

მთვარე ვერძთან მძიმე, რთული, კონფლიქტური კავშირია, მეგობრობა იწყება მტრობით, ერთმანეთის „დახოცვით“. ერთ მხარეს უხეშობა და ადვილად ფეთქებადობა აღიზიანებს, ხოლო მეორე მხარეს- ძნელად გახსნილობა.

მთვარე ლომთან კავშირი არცთუ სასიამოვნოა, ძირითადად ეს ურთიერთობა მეგობრობასა და პატივისცემას არ სცდება (ან თუ გასცდა,ამ ორს ემყარება).

მთვარე მორიელთან ურთიერთობა ორმხრივი ტანჯვაა, თუმცა მათ ერთმანეთთან დაშორება არ შეუძლიათ. ჯორჯ ვაშინგტონი და მისი ცოლი სწორედ მთვარე თხის რქა და მთვარე მორიელის წყვილია.

მთვარე მერწყულთან თხის რქას აქვს მეგობრული ურთიერთობა,ადვილად უგებენ ერთმანეთს. თუმცა წვრილმანი გაუგებრობა ამ წყვილსაც ახასიათებს.

ორი მთვარე თხის რქიანის კავშირი კი საკმაოდ იშვიათია, ორი „ყინული“ ერთმანეთს ვერ ალღობს..

 შეყვარებული მთვარე თხის რქების მზის ნიშნები  

 მზე ვერძი–მთვარე თხის რქა: ძლიერი პიროვნება,რომელიც სიამოვნებით იღებს ბედის გამოწვევებს როგორც პირად, ასევე  პროფესიულ სფეროებში

მზე კურო–მთვარე თხის რქა: სტაბილურობა და უსაფრთხოება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ლოიალურია და მზადაა სხვების მხარდაჭერისთვის, მაგრამ ზოგჯერ მორცხვია და თავად იშვიათად გამოხატავს ნამდვილ,ღრმა ემოციებს.

მზე ტყუპები–მთვარე თხის რქა: ბედი, რომელიც მუდამ ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილი სულით ერთიანობა არის ცხოვრების ერთ–ერთი უდიდესი საგანძური.

მზე კირჩხიბი–მთვარე თხის რქა: რამდენადმე მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტირებული ადამიანია, რომელსაც ეშინია აღიაროს, რომ ყველაზე მეტად ემოციური სტაბილურობა სჭირდება.

მზე ლომი–მთვარე თხის რქა: პიროვნება საკმაოდ ძლიერია და გააჩნია ძლიერი ღირებულებათა სისტემა და მეორე ადგილზე არასდროს იდგება. მეორეს მხრივ, ესაა ადამიანი, რომელიც ნაზი და რომანტიულია.

მზე ქალწული–მთვარე თხის რქა: ეს ადამიანი ტრადიციების ერთგულია და მიწაზე მყარად დგას. ამავე დროს საკმაოდ სერიოზულია შინაგანად, მან უბრალოდ უნდა ისწავლოს გართობა.

მზე სასწორი– მთვარე თხის რქა: გარეგნული სიცივის მიღმა იმალება მგრძნობიარე ნატურა, რომელიც მომხიბვლელი და დინამიური პარტნიორი იქნება.

მზე მორიელი–მთვარე თხის რქა: დაუცხრომელი პარტნიორი. თუ მან თვალი დაგადგათ, რაც არ უნდა შორს წახვიდეთ,არაფერი გამოგივათ–ცხოვრებაში სანამ იარსებებს ორმხრივი მიზიდულობა. (ანუ ვერსად გაექცევით მაინც–ო )

მზე მშვილდოსანი–მთვარე თხის რქა: თავგადასავლების მოყვარული ეს ნატურა ეძებს მონათესავე სულს, რომელთან ერთადაც მშვიდად და ჰარმონიულად იცხოვრებს სიყვარულსა და ერთობაში. ის უფრო მეტად ოპტიმისტია, ვიდრე სხვა რომელიმე მთვარე თხის რქიანი.

მზე თხის რქა–მთვარე თხის რქა: ესაა თავშეკავებული და დისციპლინირებული თხის რქა, რომელიც ღრმად მალავს გრძნობებს

მზე მერწყული–მთვარე თხის რქა: შინაგანი კონფლიქტი ტრადიციულსა და ორიგინალურს შორის, რაც (კონფლიქტი) ქმნის საინტერესო პიროვნებას. თქვენ მასთან არ მოიწყენთ და არც შეწუხდებით

მზე თევზები–მთვარე თხის რქა: ეს ადამიანი სერიოზულია ,მაგრამ მგრძნობიარე, რეალურ განწყობაზე მყოფი,მაგრამ ძლიერი ინტუიციის მქონე. მისი პიროვნება უფრო რომანტიულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გაერთიანებულია რამდენიმე საიტის მასალა

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top