ნათალური მთვარე V სახლში

ნათალური მთვარე V სახლში

„თეატრალობა“

ასეთი ადამიანი ძლიერი ემოციურობით გამოირჩევა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე გარშემომყოფებისადმი სიყვარულს და ბავშვების ყოლის სურვილს ეხება.  რომანტიული და სენტიმენტალურია, მიდრეკილია მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ინტიგებისკენ, მუდამ სიამოვნების ძიებაშია. საოცარი მომხიბვლელობისა და პოეტური ნიჭის მფლობელია. იშვიათად, რომ შვილები არ ჰყავდეს. კარგი მშობელია, თუმცა მიდრეკილია შვილები მიიჯაჭვოს. მართალია, ბავშვები ძლიერ უყვარს, მაგრამ მათზე ზრუნვა შესაძლოა მხოლოდ კვების საკითხებითა და მათ გარეგნობის მოვლით შემოიფარგლოს.

მარტივად და სწრაფად მიაღწევს წარმატებას პედაგოგიურ კარიერაში, ასევე თეატრალურ და სპორტულ ასპარეზზე. საბირჟო სპეკულაციებში იღბალი ცვალებადია, ამიტომ წარმატების ალბათობაც დაბალია. უყვართ რისკი, თუმცა იშვიათად იგებენ. ემოციურ იმპულსურობას ხშირად მიჰყავს სრულ კრახამდე აზარტულ თამაშებში.

რომანტიული განცდები დაკავშირებულია ღრმა ემოციურ მოთხოვნებთან. ისინი ყოველთვის აქტიურად ეძებენ სასიყვარულო ურთიერთობებს და გართობის წყაროებს. უზომო ემოციური მობილობის გამო  ხშირად ეცვლებათ სიმპათიები, თუმცა შესაძლებელია პარტნიორზე დამოკიდებულებიც გახდნენ.

ძირითადად, საპირისპირო სქესის ახალგაზრდა წარმომადგენლებით ინეტერესდებიან. ყოველთვის მიილტვიან გასართობი ადგილების, სათამაშო მოედნების, პლაჟებისა თუ კურორტებისკენ. არც ისე იშვიათად გულს ისეთ ადამიანს ჩუქნიან, ვინც ნაკლებად იმსახურებას ამას. ამიტომ მათი რომანტიული გატაცებები ხშირად ანტიპათიით, სიცივითა და გულგრილობით სრულდება. შთამომავლები პატივითა და რიდით ეპყრობიან.

ასპექტი ხელს უწყობს ფართომასშტაბიან პოპულარობას. შესაძლოა წარმოიქმნას მკაცრი მორალური წესების აღსრულებასთან დაკავშირებული სირთულეები. დიდ ინეტერესს ავლენენ საზოგადოების აღზრდა-განვითარების საკითხებში, ამიტომ ხშირად არიან დაკავებულნი სოციალური აქტივობით. გამოკვეთილად მეგობრული და ძალიან ეროტიული ბუნების ხალხია. გადაჭარბებული მიმნდობლობა ხშირად ხდება სერიოზული შეცდომების მიზეზი, განსაკუთრებით პარტნიორის არჩევის დროს. სასიყვარულო ისტორიები და არასაქორწინო კავშირები შესამჩნევი ფატალურობით ხასიათდება, რაც ფსიქოლოგიური დამოკიდებულებითა და  ბედისწერის უკონტროლო გავლენით გამოიხატება. მათი ფიზიკური ლტოლვა გაუცნობიერებელია და  ნებას არ ექვემდებარება.

ხშირად ხდებიან წარმატებული პედაგოგები. ეს მდებარეობა ასევე მრავალი(არაერთი) ქორწინების ერთერთი მაჩვენებელია.

სერგეი ვრონსკი:

გადაჭარბებულად მაღალი  ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ფატალური სასიყვარულო და არასაქორწინო (ფაქტობრივი) კავშირები. პოპულარობა. სიყვარული სიმყუდროვისა და სიამოვნების, გართობისა და მხიარულების მიმართ. ხშირია წარმატება პედაგოგიკაში. უახლოეს ადამიანებს ერთგულობენ. დაზიანებისას, დანაკარგები და წაგებები. შთამომავლობა დამოკიდებულია მთვარის ნიშანზე. სატურნთან ცუდი ასპექტი _ უნაყოფობას ან ავადმყოფ შვილებს მოასწავებს, მარსთან _ შვილების დაკარგვას. მთვარის მდებარეობა V სახლის პირველ დეკანატში ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებზე ან რამდენიმე ქორწინებაზე მიუთითებს.

პაველ გლობა:

+ ბევრი რომანტიული კავშირი. არტისტიზმი. მიდრეკილება ემოციური დამოუკიდებლობისკენ. თუმცა უფრო ხშირად ემოციურად ლაბილურია. უყვარს თამაში და ფლირტი. შვილებისადმი რომანტიული სიყვარული და მიჯაჭვულობა. ქალებისთვის ბედნიერება სიყვარულში, მამაკაცებისთვის_ნაყოფიერება. *მზე V სახლში, პირიქით_ქალებისთვის ნაყოფიერება, მამაკაცებისთვის ბედნიერი სიყვარული.

სასიყვარულო ახირებები, განცდები, ტყუილები. თავაშვებულობა. მიდრეკილება აზარტული თამაშებისა და სხვადასხვა ფორმის სპეკულაციისკენ. საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, არც ისე იშვიათად ეცემა ამორალურ ქცევებამდე. არასტაბილური, ხშირად მტრობამდე მისული ურთიერთობა შვილებთან.

ფრენსის საკოიანი

რომანტიული განცდები ძლიერ არის დამოკიდებული წარმოსახვაზე. ხშირად ეცვლება სიმპათიები. თუმცა შესაძლებელია ასევე პარტნიორზე დამოკიდებულებაც განვითარდეს. ნაყოფიერება, ბევრი შვილი ჰყავს. ძალიან უყვარს შვილები.

თქვენ ემოციურად ექსპრესიული ადამიანი ხართ და ხშირად დრამატულად გამოხატავთ არაპროპორციულად გაზრდილ და გაბერილ  გრძნობებს. თქვენ არ შეგიძლიათ და ვერც გამოგივათ ადამიანებსა თუ სიტუაციებზე ინსტინქტური ემოციური რეაქციების შენიღბვა. არც პირადი სიმპათიებისა და ანტიპათიების დამალვა გახასიათებთ.

თქვენ გახსნილი და მოთამაშე პიროვნება ხართ, რაც ძალიან მოსწონთ სხვა ადამიანებს. მაგრამ ამავე თვისებებს ხანდახან უსიამოვნებებიც მოაქვს. მაგალითად, როდესაც იმპულსების თუ კაპრიზების კარნახით რისკზე მიდიხართ.

ავესალომ პადვოდნი : „მაყურებელი“

ეს ადამიანი მიდრეკილია რბილი, ქალური როლების შესრულებისკენ. მას ძალიან სურს, სხვებს მოსწონდეთ. ქათინაურებისგან იფურჩქნება და უმჯობესდება. თუმცა კარგი იქნება, თუ საქებარ სიტყვებს არა უშუალოდ საკუთარ თავზე, არამედ მის მიერ შექმნილ სახებაზე მიიღებს. თავისი გარეგნული მოწყვლადობის მიღმა, შინაგანად შეიძლება სრულიად მტკიცე და გაუმტარი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით V სახლის დამუშავებისას, რაც გარესამყაროში კონსტრუქციული მუშაობის დიდ შესაძლებლობებს მისცემს. მართალია, სურვილის შემთხვევაში, ამ ნიჭით ბოროტად სარგებლობის კოლოსალურ ცდუნებასაც წარმოშობს.

ეს მდებარეობა, ერთის მხრივ, ადამიანის მიერ შექმნილ სახებას დიდ პლასტიკურობას და აღქმის უნარს აძლევს, რის შედეგადაც მას ნებისმიერი სიტუაციაში ადეკვატურად და დაუჟინებლად ინტეგრირების შესაძლებლობა ეძლევა. მას ძალიან ბუნებრივად გამოუვა ნებისმიერი პრობლემისა თუ კონფლიქტის მოგვარება თითქმის უხილავი ზემოქმედების საშულებით, ენერგეტიკული ტალღების აუღელვებლად, ახალი კარმული კვანძების წარმოქმნის თავიდან აცილებით. მეორეს მხრივ, ის უბადრუკი და საცოდავი როლების შესრულების ბრწყინვალე ტალანტს ბადებს, რისი საშუალებითაც ადამიანი ცდილობს გამოსძალოს გარშემომყოფებს ენერგია, სიყვარული, მატერიალური თუ სხვა ტიპის დახმარებები.

მთვარის დაზიანება წარმოშობს საოცარ სიძუნწეს და მოცემული როლი ხშირად ხდება პიროვნების ჩარჩო, რასაც ლოგიკურად მოჰყვება ფრუსტრაცია და დაჩაგრულის კომპლექსი:  „სამყაროს ჩემთვის ბოლომდე არაფერი ემეტება“.

ჰარმონიულ ვარიანტში, ის მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია, ვამპირიზმის დასაშვები დოზით. და მაინც, ამ ადამიანისთვის უფრო მარტივია თავი მოიკატუნოს, რომ კარგადაა, ვიდრე რეალურად შეიგრძნოს ეს განცდა. მაგრამ, რაღაც უცნაური გარემოებებით, კეთილი, ყურადღებიანი, დამხმარე და წარმატებული ადამიანის ნიღაბი ძლიერ მხარდაჭერას  უწევს ადამიანს.

დამუშავება იძლევა სწავლის ბრყინვალე უნარებს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელსაც მთვარის ასპექტები აჩვენებს, ასევე გამორჩეულ დრამატულ ტალანტს, განსაკუთრებით ქალური თუ რბილი-მამაკაცური როლების შესრულებისას. ამ მდებარეობის საშუალო განვითარების ადამიანი აღმერთებს სანახაობას, თანაუგრძნობს არტისტებს და გულის სიღრმეში თანაბრად სურს და ეშინია სცენაზე მოხვედრის.

ღმერთი აღიქმება უშუალოდ და ემოციურად. კონკრეტულ დეტალებს მთვარის ასპექტები აჩვენებს, მაგრამ მთავარი რელიგიური გრძნობა ადამიანებისადმი დედობრივი ტიპის სიყვარულით ვლინდება, რაც ხშირად პროეცირდება რომანტიულ მიჯნურებზე.

ბორის იზრაიტელი 

მთვარე V სახლში იძლევა დიდ ნაყოფიერებას, ახლო ემოციურ ურთიერთობებს, ღრმა მიჯაჭვულობას ბავშვებთან და შეიძლება ითქვას, დედობრივად მზრუნველ  დამოკიდებულებას საყვარლების მიმართ. თუ ადამიანი მისთვის ნაცნობ, კომფორტულ გარემო პირობებს ქმნის, ის მარტივად გამოხატავს საკუთარ თავს და თვითექსპრესიის მთელ პერფორმანსს აწყობს. ძალიან უყვარს და აფასებს კულინარიულ ხელოვნებას, შინაური ტიპის გასართობებს.

ბილ ჰერბსთი

შეგნებული ადამიანი. V სახლი პიროვნებისა და ცნობიერი ქცევის აქტიური გარეგამოსხივების სფეროა _ ცხოვრება სცენაზე (ისევე როგორც თეატრში) და მისი ვარსკვლავის მთვარის ფსიქოლოგიური ფუნქცია, ჩვევებზე დაფუძნებული, გულისხმიერი მზრუნველობითა და ქცევებით გამოიხატება. როგორ შეგიძლიათ გახდეთ ვარსკვლავი, როდესაც რეალურად მხარდამჭერის როლს ასრულებთ? როგორ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ ცნობიერიც და გაუცნობიერებელიც? ყველაზე ხშირად თქვენ იმ როლს ასრულებთ, რომელიც ბავშვობის შტამპებიდან  მომდინარეობს, განსაკუთრებით მათი, რაც დაცვას ეხება. მახე _ზედმეტად ეგოისტური აღზრდა.  თქვენთვის თვისებრივია აღიქვათ გარშემომყოფები  უბადრუკ და გაჭირვებულ ადამიანებად, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ და ეს მაშინ, როდესაც თავად იმყოფებით მსგავს მდგომარეობაში. ასეთ დროს აქტიურდება გაცემის მოთხოვნა იმისათვის, რომ თავი საჭიროდ და მნიშვნელოვნად იგრძნოთ. ამოცანა _ კარგად გააცნობიეროთ ეს ემოციური მოთხოვნა და დაეხმაროთ ადამიანებს მხოლოდ  იმ ფორმით, როგორსაც ისინი საჭიროებენ. გაუწიეთ გულითადი დახმარება ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ამას თქვენგან ითხოვენ.

რომანტიკა. სიყვარულის გაცემა. როგორც ფარვანა ცეცხლისკენ, თქვენ ილტვით ტრფობისკენ, რადგან მიჯნურობის პროცესი თქვენი ცხოვრების ერთერთი უმთავრესი მოთხოვნაა და თქვენთვის ისეთივე აუცილებლობას წარმოადგენს, როგორც, მაგალითად, საკვები ან საიმედო ჭერი თავზე. თქვენი სიყვარული უფრო ავტომატური ხასიათისაა, ვიდრე გაცნობიერებული გრძნობა; ის უფრო ჩვევის ნაყოფია და არა წინასწარ განზრახული მოქმედების ნიმუში. შეიძლება ითქვას, რომ სურვილებიც ასევე ავტომატურია. თვისებრივია ისიც, რომ თქვენი რომანტიული განცდები საკუთარ, საყვარელი ადამიანის ან უფრო ორივეს უსაფრთხოებაზეა დაფუძნებული. თუ მახე საერთოდ არსებობს, რომელსაც უნდა ერიდოთ, ეს ზემოთხსენებული სინდრომია: ხელოვნურად წარმოქმნილი დამოკიდებულების განცდის მოთხოვნა თქვენზე. ამოცანა: ბუნებრივია, კარგია როდესაც საყვარელ ადამიანს ანებივრებთ, მაგრამ ეს ისე უნდა მოახერხოთ, რომ მას არ განუვითარდეს  დამოკიდებულება თქვენზე  და საერთოდ, ეცადეთ თქვენი რჩეული აღზარდოთ ყველასგან დამოუკიდებელ პიროვნებად.

სექსუალური სპექტაკლი. მთვარის  ეს მდებარეობა განაპირობებს საყვარლების მიმართ დედობრივ დამოკიდებულებას და ნათლად ასახავს როლთა მსგავსი გადანაწილების მთელ სირთულეებს. სექსუალური აქტივობა განიხილება, როგორც შინაგანი შიმშილის  დასაკმაყოფილებელი საკვები. მაგრამ რადგან თქვენი სექსუალობა გულისხმიერი ხასიათისაა, თქვენ ხშირად უნდა მანიპულირებდეთ საყვარელი ადამიანით იმისათვის, რომ კონტაქტი გამოიწვიოთ. სექსუალური ურთიერთობების ტონალობა აქ ემოციურია და ის გრძნობებთან უფროა რეზონანსში, ვიდრე ფიზიკურ სხეულთან. ეს თავისებურება იმაზე დიდ ბედნიერებასა და კმაყოფილებას განიჭებთ, ვიდრე უშუალოდ სექსულური პოცესები. საკუთარი სპექტაკლის ხარისხზე პარტნიორის გრძნობათა მარაგით მსჯელობთ. მოცემულ შემთხვევაში აქცენტი კეთდება ნაყოფიერებაზე, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და ის ყველაზე მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე ნებისმიერი სხვა პლანეტის მდებარეობისას V სახლში. ამოცანა: გამოეხმაურეთ სექსუალურ მოთხოვნებს სათანადო მეთოდებით, ისე რომ არ წარმოქმნათ ურთიერთდამოკიდებულება და დაიკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები უსაფრთხოებაში, რბილი სექსუალური ექსპრესიით.

პირადი შემოქმედება. შემოქმედება თქვენი მეორე ბუნებაა, თუმცა რაც უფრო სინთეზურია, მით უფრო ორიგინალური გამოვა, რადგან მას საფუძვლად უდევს თვენს მიერ ადრე დაგროვილი მარაგი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი შემოქმედება დეფექტურია. აქ აქცენტირებულია ის, რომ შემოქმედების აქტი იმ პროცესებით არის გაჯერებული და მხარდაჭერილი, რომელიც თქვენი ცნობიერი ნაწილის მიღმა მიმდინარეობს. თუ შვილები გყავთ, თქვენი შემოქმედებითი უნარების მეტი წილი სწორედ მათი აღზრდისკენ იქნება მიმართული. მოცემული მდებარეობა ყველაზე მკვეთრად გამოხატულია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქალი/დედა ხართ, თუმცა არანაკლებ მნიშნვნელოვანია მამაკაცებთანაც.

შეჯიბრი. თქვენთვის აუცილებელია შეჯიბრის პირობები, თუმცა რისკის აღქმა ეწინააღმდეგება მთვარის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბაზისო პრინციპებს. პარადოქსია, მაგრამ საკუთარი თავის დაცვას მხოლოდ  რისკის პირობებში ახერხებთ. მთვარე აჩვენებს რა მეთოდებით ინარჩუნებს ადამიანი შინაგან სირბილესა და  მოქნილობას. ამ სახლში კი ეს მეთოდები „მეს“ ჩვეულ საზღვრებს სცდება, სათამაშო ან შერკინების არენაზე გამოდის. თუმცა თქვენმა მზრუნველობამ შესაძლოა გააბუქოს და გაართულოს შეჯიბრის ბუნებრივი ატმოსფერო. შედეგად, როდესაც ადამიანებს შეჯიბრში იხმობთ, ხშირად თავად ხდებით მათი თანამგრძნობი და მხარდამჭერი. ამიტომ ჭეშმარიტი შეჯიბრი ან შედგება ან არა.

Het Monster

ნიჭიერი, უნარიანი ნატურა. ხშირად განაპირობებს დიდებას, ფართო მასშტაბის პოპულარობას.

ინდუბალა

განათლებული ხალხია, რომელთაც უმეტესად საპასუხისმგებლო პოზიციები უკავიათ. მათ უნარი აქვთ მომგებიანად დააბანდონ ფული. ყურადსაღებ რჩევებს იძლევიან. კარგად ემსახურებიან საზოგადოებას. კარგი შვილები ან მოწაფეები ჰყავთ. აღსაზრდელები/აღზრდილები მათი სიამაყის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საბაბია. არიან ძვირფასი ქვებისა და სხვა სახის მოძრავი ქონების მფლობელნი. როგორც წესი, იმსახურებენ ნდობას.  გულმართალი ხალხია. ცხოვრებას პირდაპირი გზებით მიიკვლევენ.

ბრუნო ჰუბერი

მთვარე და ნეპტუნი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს სიყვარულის უნარს.

V სახლის მთვარე  მეტად საინტერესო შტრიხებს იძლევა, კერძოდ, გამოკვეთილად ძლიერ სიყვარულს ბავშვების მიმართ.  მთვარის ამ პოზიციაში ბავშვის  ჩასახვა და ტარება ადამიანისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. პოტენციური პარტნიორი სიამოვნებას უნდა განიცდიდეს ბავშვების საზოგადოებისგან. განქორწინების შემთხვევაში, ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, რომ ბავშვები მათთან დარჩნენ. პარტნიორს შეუძლია იქ წავიდეს, სადაც მოესურვება, მაგრამ ბავშვები მასთან უნდა დარჩნენ და არავითარი კომპრომისი! განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატული  სიყვარული, ბავშვების მიმართ, დამახასიათებელია ცეცხლის ნიშნებისათვის.

ამ მთვარეს ძალიან სწრაფად უყვარდება. მას სურს იყოს მომხიბვლელი და მაცდური.  სექსზე მეტად, მთვარეს სინაზე სჭირდება. ის პარტნიორთან ჭეშმარიტი სიახლოვის მოთხოვნას ბადებს. V სახლის მთვარეს კი ძალიან უყვარს ტაქტილური კონტაქტი (თუ ოპოზიციით არ არის დაბლოკილი). კერძოდ, XI სახლთან ოპოზიციამ შეიძლება ყველაფერი საპირისპირო თვისებებში გადაიყვანოს. მაგალითად, იმდენად გაგვიტაცოს ჩვენთვის ძვირფასმა ეთიკამ, რომ განაპირობოს ბუნებრივი გრძნობების (მთვარე)  ჩახშობა და  თავს მხოლოდ საყოველთაოდ მიღებული  განცდების უფლება მივცეთ. თუმცა ასეთი უკიდურესი ტიპის ბლოკირება საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

 

ცნობილი ადამიანები V სახლის მზით:

ვერძში: Eva Longoria,  Lil Romeo, Joe Dassin, Jeff Hardy, Sarah Ferguson,  Linda Evans, Simona Ventura…

კუროში: Mère Teresa, Bob Dylan, Laeticia Hallyday, Michèle Mercier,  Linda Lovelace,  Ingrid Rossellini, Joe Biden, Suzanne Prou, Florence Rey…

ტყუპებში: Virgin Mary, Hugh Jackman, Daniel Balavoine, Annie Cordy, Auguste Rodin, Kirk Douglas,  Tom Jones, Buddy Holly, Claude Chabrol…

კირჩხიბში: Janis Joplin, Emma Daumas, David Hallyday, Bettie Page, Marguerite Duras, Theodore Roosevelt, David Thoreau, Peter the Great, Ray Davies, Thomas Hobbes…

ლომში:  Cristiano Ronaldo, Rochelle Gordon, Ringo Starr, Barbra Streisand,  Joseph Gordon-Levitt, Christine Lagarde, Louis Tomlinson, Gordon Brown, Olivia Hussey, Brandy Norwood, Brian Eno…

ქალწულში: Donatella Versace, Laurence Olivier, Pierre Mondy, Brian Wilson, Gabriela Sabatini, Malcolm Young…

სასწორში: Kristen Stewart, Jean Dujardin, Jamel Debbouze, Marie Antoinette, Jean-Paul Belmondo, Bruce Springsteen,  Michael Caine, Laurent Blanc, Susan Boyle, Burt Reynolds, Rosie O’Donnell, Dr. Dre, John Krasinski, Alois Alzheimer, Henry Kissinger, Ally Sheedy, Hubert de Givenchy…

მორიელში: Jennifer Lopez, Sharon Stone, Lady Gaga, Ben Affleck, Steven Spielberg, Elizabeth Hurley, Mark Wahlberg, Lisa Kudrow, Edie Sedgwick, Marcia Cross,  Kim Wilde, Sheila, Julie Christie, Calogero, Nick Drake, Dave Brubeck, A. J. Cronin…

მშვილდოსანში:  Justin Timberlake, Al Pacino, Freddie Mercury, Pablo Picasso,  Stephen King,  Lana Del Rey, Jeff Goldblum, Henri Matisse, Josh Groban,  Melissa Joan Hart, Brigitte Fossey, Sean Lennon, Jason Bateman, Tim Curry,  Umberto Eco, Barry Manilow, Sandra Bernhard, Peter Paul Rubens…

თხის რქაში: Reese Witherspoon, Mystic Meg, Christina Ricci, Michael Moore,  Andrea Bocelli, Seal, Ernest Hemingway, Bernard-Henri Lévy, Federico Fellini, Sylvia Kristel,  Joseph Goebbels, Peter Gabriel, Donna Summer, Rutger Hauer, Otto Von Bismarck,  Terry Fox, David Byrne, Benjamin Bratt…

მერწყულში: Britney Spears,  Bruce Willis, Audrey Tautou, John Malkovich, David Copperfield, George Gurdjieff, Franck Ribéry, Colette, Donald Sutherland, David Koresh, Arthur Miller, Stefan Zweig, Scott Hamilton, Henri Emmanuelli…

თევზებში: Grace Kelly, Laura Pausini, Frank Sinatra, Gia Carangi, Helena Christensen,  Diego Maradona, Debbie Harry, Maurice Ravel, Alexander McQueen, Paul Cézanne, Robert Hossein, Cardinal Richelieu, Kareem Abdul-Jabbar, Debra Winger, Rupert Everett, Chuck Berry…

ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top