მთვარე ქალწულში

მთვარე ქალწულში

წყარო: www.aquarun.ru

მთვარის ზოდიაქოს ნიშნებში მდებარეობა უჩვენებს:

  • – განსაზღვრულ პირად სიტუაციებზე უშუალო ემოციონალური რეაქციის უნარს;
  • – ქცევასა და ურთიერთობაზე, რომელიც ბავშვობის ასაკში, ოჯახში მუშავდება;
  • – როგორც ადრეული გამოცდილება, _ რომელიც აყალიბებს იმ ემოციონალურ პლატფორმას-საფუძველს, _ როგორ მოახდენს ადამიანი გარეგან ზემოქმედებებსა და სხვების ქცევებზე რეაგირებას;
  • – ცხოვრების საოჯახო სახეს და ურთიერთობას დედასთან და საერთოდ ქალებთან;
  • – უთითებს ფართე საზოგადოებრივობაზე, რა უფრო აღმატებული იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო მეურნეობაში;
  • – ახასიათებს კვების ჩვევებს, უთითებს ადამიანის საყვარელ საჭმელზე.

 მთვარე ქალწულში

გრძნობა + გულმოდგინება (სიბეჯითე) = მეთოდიკა

ეს მდებარეობა უთითებს აღმქმელ გონებაზე, გამომგონებლობაზე, დეტალური ანალიზისა და მსჯელობათა თანმიმდევრულობის შესაშურ უნარზე. ხასიათის უარყოფითად განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია, ადამიანში ჩამოყალიბდეს ეშმაკობა, შფოთიანობა, მოუსვენრობა, კრიტიკულობა, სიძუნწე და მორცხვობა. ვლინდება ზედმეტი თავშეკავებულობა, უკიდურესი სიფრთხილე, პედანტიზმი და პრობლემის ხედვის შეზღუდვულობა. შესაძლებელია ჩამოყალიბდეს სიცივე და სირცხვილის ამაღლებული გრძნობა, სიჯიუტე, გადაჭარბებული გამაღიზიანებლობა და დაკომპლექსება. ამ ადამიანს შეიძლება აინტერესებდეს მხოლოდ ყოველდღიური საქმეები და უშუალოდ მატერიალური საზრუნავები. პიროვნების ჰარმონიულად განვითარების შემთხვევაში ყალიბდება გონივრული გამომგონებლობა, არაჩვეულებრივი მოთმინება და უიშვიათესი შრომისმოყვარეობა. ასევე გარეგნული და შინაგანი სისუფთავე და აკურატულობა. ამ შემთხვევაში გონება ნათლად ჩანს, რომ ფლობს გრძნობებს, ვითარდება გულმოდგნება და ქმედების მეთოდური განხორციელება. ვლინდება კარგი მეხსიერება, გულისხმიერება სწავლაში, სიბეჯითე სამუშაოში, პრაგმატიზმი და ყვლაფერში წესრიგისა და სისუფთავის სიყვარული. ასეთი ადამიანი უბრალოა და არაა მიმზიდველი, ის გადაწყვეტით უარყოფს ფუფუნებასა და მფლანგველობას. თავდაჯერებულობა განისაზღვრება იმით, რომ ის არასდროს არაფერს ივიწყებს. შინაგანი სამყაროს ჰარმონია და გარე წრესთან ადაპტაცია მიიღწევა ყოველდღიური პრობლემების დეტალური დამუშავებით. 

გრძნობები მოწესრიგებული და მკაცრად ორგანიზებულია. არც შინაგანად და არც გარეგნულად _ არანაირი გაურკვევლობა არაა, ყველაფერი ზუსტი, ნათელი და კონკრეტულია. ამ ადამიანის ბუნების ენერგეტიკულობა დიდი არაა, მიდრეკილებაა ყველაფერი მნიშვნელოვანის შემცირებისა და ქმედების მასშტაბების შეზღუდვისკენ. ადამიანს შესაძლოა ვუწოდოთ ფრთხილი, ორჭოფი და წინდახედულიც კი _ ეს არის მელანქოლიური პედანტის ტიპაჟი. ეს მდებარეობა აბრკოლებს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მკვეთრ, ღია გამოვლინებას. სამაგიეროდ, ინტელექტი წარმატებულადაა მიმართული ზუსტ გათვლებსა და კრიტიკაზე. ხასიათი ერთგული და მუდმივია. ადამიანს შეუძლია ზუსტი, მოზომილი, მიზანმიმართული შრომა, ფლობს იშვიათ, ჯანსაღად მსჯელობის უნარს და გონიერებას. დამახასიათებელია კოლოსალური მოვალეობის, პასუხისმგებლობის გრძნობა _ როგორც საპასუხისმგებლო ასევე კონკრეტული დავალებების მიმართ. ძალიანაა მიჯაჭვული სამსახურზე, სამუშაოზე, ყოველდღიურ საქმიანობაზე. ბრწყინვალედ აქვს განვითარებული დროის შეგრძნება. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ყოველ წვრილმანს უკავია საკუთარი ადგილი და შესაბამისი სახით იფილტრება. შესაძლებელია „ხეების მიღმა ტყის დანახვის“ უნარის უქონლობა, ასევე გადაჭარბებული ბუზღუნი და გრძნობების სიხმელე. ამან შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილის ხშირი ცვლა.

ადამიანი ავლენს ლიტერატურული საქმიანობისა და სხვა ადამიანებთან აზრების გაცვლის სიყვარულს. ნიჭიერია როგორც კომერსანტი, მეგობრულია, მიდრეკილია დახმარების აღმოჩენისაკენ (ოღონდ, მათთვის, ვისაც ესაჭიროება), მაგრამ არასდროს ივიწყებს საკუთარი თავისთვის სარგებლის მიღებას. ბრწყინვალედ ფლობს ხელებსა და მიმიკას. აქვს ფაქიზი ნაკვთები და მიმზიდველი გარეგნობა. ასხივებს უწყინარობასა და მშვიდობისმოყვარეობას. ხშირად გადაჭარბებულად მომთხოვნია, ნევროზული და გაფანტულია (დაბნეულია). ცდილობს უფრო მეტად შეესაბამებოდეს სოციალურ ნორმებს. ვერ ითმენს ემოციების მოულოდნელ აფეთქებებსა და ცხოვრებაში მკვეთრ ცვლილებებს. მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ კეთილგონიერი, გაწონასწორებული ადამიანი. არაკეთილგანწყობილ ემოციონალურ ატმოსფეროში მკვეთრად ძლიერდება სიმორცხვე, უჩნდება სხვებისგან ემოციონალური იზოლაციისკენ მიდრეკილება. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში საკმაოდ ცივია. იშვიათად ახდენს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია, უფრო მეტად იმიტომ, რომ საკუთარ თავსაც კი საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდება და უყვარს საკუთარი თავის კრიტიკა. წყენიაობა და სენტიმენტალურობა ძალიან მაღალია. დამახასიათებელია ცნობისმყვარეობა და ფარულობა. ძალიან კარგად შეუძლია ადამიანების მოტივების ამოცნობა, მათ გარეგნულ ქცევებზე ორიენტირება. ახდენს არჩეულ საქმეზე დაჟინებულ კონცენტრირებას. ხანდახან საკუთარ ემოციონალურ პრობლემებს ყოველდღიურ საქმეებში ჩაძირვით წყვეტს.

ცდილობს მკაცრად დაიცვას ყველა შესაძლო წესები, ინსტრუქციები, განრიგები. ძლიერ პრაქტიკული ინტუიცია აქვს, შეუძლია ფული გამოიმუშაოს მცირედი სახით, სამაგიეროდ ხანგრძლივად და დაჟინებულად. უდიდესი მიდრეკილებაა დეპრესიისკენ, რომელიც ცხოვრებაში ნებისმიერი მსხვილი ცვლილებებისას ატყდება თავს _ მუდმივობა და სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს საკუთარ ჯანმრთელობას, პროდუქტების შერჩევის საკითხებში ზედმეტად გარკვევას ცდილობს. უყვარს “კულისებს მიღმა” მუშაობა, ყურადღებას აქცევს უწვრილეს დეტალებსა და ნაწილებს. სიამოვნებით ეხმარება სხვებს. არანაირ კითხვებს არ სვამს, განსაკუთრებით თუ კონკრეტული ამოცანა ჩამოყალიბებულია ზუსტად და ნათლად. წვრილმანებში წესრიგის დამყარებამ შეიძლება შეზღუდოს პრობლემის ხედვის მასშტაბები. ხანდახან ჭკუას ასწავლის მათ, ვისი სამუშაოც არასრულყოფილი და მოუწესრიგებელი ეჩვენება.

 წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

აქ მთვარე იმყოფება მერკურთან და პროზერპინასთან სტუმრად, მიწის სტიქიის ნიშანში. ამიტომაც მთვარე ქალწულში იძლევა გაუცნობიერებელ განწყობას წვრილმანებზე, ზიზღიანობას, ასკეტიზმისკენ ლტოლვას. ჩვეულებრივ, მთვარის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანი ძალიან კარგად აღიქვამს წვრილმანებს და შეუძლია მათი მნიშვნელობის გაგება. ხშირად, პირველივე შეხედვისას სიტუაციებში ზუსტად ხედავს ყველა დეტალს და ამიტომაც ნებისმიერ მცირე შეუსაბამობაზე საკმაოდ ძლიერი რეაგირება შეუძლია. მთვარით ქალწულში ადამიანებს შორის მრავალი დიდებული მაძებარი, გამომძიებელი, იმ სფეროებში მოღვაწე მეცნიერია, სადაც ძალიან ბევრი სახლაფორთო გაზომვებია საჭირო და ითხოვს დიდ სიზუსტეს, ისინი ძალიან კარგი პროგრამისტები არიან. ამასთანავე, ეს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივ, გაუცნობიერებლად, თავისთავად გამოსდით. მთვარის ასეთმა მდებარეობამ შეიძლება ადამიანს მისცეს დიაგნოსტირებისა და სამედიცინო უნარებიც. მისი აღმქმელობა, ალბათ, პრინციპში, დაშლილია, ანუ ის, როგორც წესი, მთელ სიტუაციას მთლიანად აღიქვამს, ხოლო ხედავს მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს. ცუდ შემთხვევაში „ხეების მიღმა ტყეს ვერ ამჩნევს“, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, ზუსტადაც დეტალების მიღმა გრძნობს მთლიან სიტუაციას: ქალწულისთვის თითოეულ დეტალში აისახება მთლიანი სიტუცია. ჩინეთში არის ასეთი ანდაზა: „თუ ყველაზე პატარა ეშმაკუნას კუდით დაიჭერ, მაშინ გაიგებ, სად იმალება ყველაზე დიდი ეშმაკი“.

ნებისმიერ შემთხვევაში, მთვარე ქალწულში ამ ადამიანისთვის ქმნის განასაზღვრულ წარმოებულობას, პედანტიზმს და საგნების გაუცნობიერებლად ფხიზელ ხედვას. როგორც ჩანს, ის საკუთარ თავს გაუცნობირებლად შეიგრძნობს როგორც ამ სამყაროში პატარა დეტალს, საკუთარ თავს აღიქვამს დიდ მექანიზმში პატარა ბორბლად. შესაძლებელია, აცნობიერებდეს, რომ ეს “პატარა ბირბალი” უნდა მუშაობდეს კარგად, რათა კარგად იმუშაოს მთლიანმა დიდმა მექანიზმაც, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს თავის ადგილზე და ზუსტად შეასრულოს საკუთარი მოვალეობა. ამიტომაც საუკეთესო შემთხვევაში, ის გამოირჩევა მოვალეობის გრძნობით, ხოლო ცუდ შემთხვევაში, შესაძლებელია მიდრეკილება ჰქონდეს მორჩილებისკენ.

როგორც წესი, მას არ უყვარს საკუთარი შინაგანი სამყაროს ჩვენება, მთელ რიგ შემთხვევებში გამოირჩევა სიმორცხვითა და შებოჭილობით.

სამედიცინო უკუჩვენებები. ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანს ძირითად დაუცველი აქვს წვრილი და მსხვილი ნაწლავები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (გარდა სწორი ნაწლავისა). მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი დაავადებებია _ კოლიტი, ენტერიტი, დიზენტერია, გაუვალობა, აპენდიციტი (ბრმა ნაწლავი). ამიტომაც ასეთ ადამიანს განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სჭირდება დიეტის დაცვის საკითხებზე.

ქალწულის ნიშანში ტრანზიტული მთვარის გავლისას სახიფათოა მუცლის არეში ოპერაციები. თუ ამ დროს აპენდიციტის ოპერაცია გაკეთდება, მაშინ გართულებების და ქსოვილების შეხორცების სირთულეების ალბათობაა. იყო შემთხვევები, როდესაც მუცლის არეში ოპერაცია ფატალურად დასრულებულა. რეკომენდირებულია შიმშილობა, მაგრამ მხოლოდ მთვარის პირველ დღეებში. საჭიროა შიმშილობისთვის დღის და მთვარის ფაზის ინდივიდუალი შერჩევა. საერთოდ, შიმშილობა რეკომენდირებულია მთვარის ფაზის მხოლოდ ერთ დღეს, ანუ დაახლოებით თვეში ერთხელ.

მთვარე ქალწულის შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩატარდეს სისხლისა და ღვიძლის გამწმენდი პროცედურები, ასევე, კანის დაავადებების მკურნალობა. ეს ტრანზიტი ძალიან უხდება კოსმეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკურ ოპერაციებს.

 წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) 

მთვარე ახდენს ნიშნის კომპლექსებსა და მოთხოვნილებებზე აქცენტირებას, ხოლო ქალწულს ისინი მრავლად აქვს. ამიტომაც, მთვარისეული ქალწული მომთხოვნია იმ ფორმებისადმი, რომელიც გზაზე ხვდება და, რომლის დამუშავებასაც სრულყოფამდე ცდილობს, ხოლო თავისთავად ეს (გარდა სრულიად ჰარმონიული მთვარისა), მისთვის დამახასიათებელი გემოვნების სიმკაცრისა და პურიტანობის გამო, მასაც და ყველა იმ ადამიანსაც, ვინც მის ახლოს არის, უბედურს ხდის. მეორე მხრივ, მთვარე რამდენადმე ახდენს ქალწულის ფორმებთან წმინდა მენტალური ურთიერთობის კომპენსირებას, მისი ფორმების აღქმა გადააქვს ქვეცნობიერ დონეზე და იქ, სამწუხაროდ, აგრძელებს მენტალური პროგრამის სამუშაოებს, ამით კი ართულებს არსობრივ აღმქმელობას.

ცუდი დამუშავებისას მთვარის ეს (საკმაოდ რთული) მდებარეობა ადამიანს აძლევს საკმაოდ მძიმე შეგრძნებებს _ მას მუდმივად (და ყოველთვის არაა გასაგები რატომ) ყველაფერი არ მოსწონს: ისე არ იცვამს ქმარი, ისე არ თამაშობენ მსახიობები თეატრსა და კინოში, უხარისხო საყვარლები ხვდებიან და ა.შ.

წარმოიშობა დამახასიათებელი ფიზიკური პროექციები შემდეგი ლოზუნგით: დამნაშავენი არიან ყველანი, ჩემს გარდა.

აქ კარმული პროგრამა იმაზე მეტად ფაქიზია, ვიდრე მზისეული ქალწულისა, საჭიროა საკუთარი მოთხოვნილებების წყაროების პოვნა თავად საკუთარ თავშივე მოხდეს და რაღაც საკითხებში გარე სამყაროსთან მოახერხოს შეგუება (ნაწილობრივ, იმის დაშვება, რომ ის არ შეესაბამება იდეალს, რომელიც მთვარისეული ქალწულის შეთხვევაში, შესაძლოა, სიმდიდრეს მოიაზრებდეს და, რომ _ “ყველაფერი მხოლოდ მისთვისაა განკუთვნილი”). მთვარისეული ქალწულის მიერ ქალწულის ძირითადი ამოცანის გაცნობიერება ეს _ მსახურებაა _ რომელიც დიდი ძალისხმევით გამოსდის.

მთვარის ქალწულში დამუშავებისას, ფორმებთან ფაქიზი სამუშაოს გამო მიღწეული დიდი წარმატების გარდა, შეიძლება, ასევე მიღწეულ იქნეს სოციუმში კარგი ადაპტირებაც.

 წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას პიროვნების ხასიათში ჩდება ყურადღებიანობა, ტაქტიანობა, აღმქმელობა, დიპლომატიურობა, შეგუებულობა, დიდი კონფორმისტობა, ყოფიერი (ყოვედღიური) სიბრძნე, დიდი შემსრულებლობა, პასუხისმგებლობა, დისციპლინარულობა. ეს კარგი მაჩვენებელია ისეთი პროფესიებისთვის, როგორიცაა: შინამოსამსახურე, მდივანი, მასწავლებელი, მომსახურე, სერვისის სამსახურის მუშაკი, კულინარი, მზარეული, კურიერი, ფოსტალიონი, უმცროსი მედ.პერსონალი, ექიმი-თერაპევტი.

დაზიანებისას აღნიშნავს ცუდ განწყობას, ეჭვნეულობას, საკუთარი თავის სიყვარულს, უკმაყოფილებას, დაუცველობას, პატივმოყვარეობას, მგრძნობიარობას, ფარისევლობას, მლიქვნელობას, წყენიაობას, მეწვრილმანეობას, გადაჭარბებულ პუნქტუალობას, სიმხდალეს, სიძუნწეს, მიდრეკილებას საიდუმლობებისკენ, ინტრიგებისკენ, იდუმალებას, მიდრეკილებას სმისკენ. სუბიექტი _ აბდაუბდა, მატყუარაა.

 წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ძალიან ფრთხილი, მორცხვი და აფორიაქებულია იმით, როგორ აღმოაჩინოს ჭეშმარიტი გრძნობები. თუმცა, მას სიყვარული შეუძლია და ავლენს ადამიანებზე დიდ მზრუნველობას, ის იშვიათად გამოხატავს ამ გრძნობებს ღიად და თავისუფლად. ნაწილობრივ, სიყვარული გამოვლინდება დახმარების სახით, რაიმე მატერიალური სიკეთის გაკეთებით. მისთვის რთულია იმის დაჯერება, რომ აფასებენ, რომ უყვართ და მასზე მიჯაჭვულნი არიან. ნაწილობრივ, გრძნობს, რომ უბრალოდ არ დაუმსახურებია ეს, ანდა ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია, ამიტომაც შესაძლებელია საკმაოდ ცივ, თავშეკავებულ, გაუცხოებულ ადამიანად ჩანდეს, შესაძლებელია იმაზე მეტადაც კი, ვიდრე თავად გრძნობს. მასში ღრმად ზის კრიტიკოსი, რაც საფუძლიანად ართულებს მასთან ურთიერთობას. მან უნდა ისწავლოს ადამიანებთან უფრო რბილად მოქცევა, სხვებთან ურთიერთობასა და საკუთარ თავთან მიმართებაში საკუთარი, მაქსიმალური კრიტერიუმების დაწევა. ზუსტი და მიზანმიმართული შრომის უნარიანია, პრეტენეზიულია საკვებისა და დიეტისადმი, თვალყურს ადევნებს ჯანმრთელობას, შინაგან და გარეგან სისუფთავეს. ზუსტია, მორცხვია, არ უყვარს პირველი გეგმები. გრძნობების გამოვლინებაში პედანტია. ძალიან პუნქტუალურია. შესაძლებელია ეშმაკობა, შფოთიანობა და მორცხვობა. შესაძლო დაავადებები: გაუვალობა, ყაზბობა, დიზენტერია, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.

 წყარო: ინდუბალა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

ქალწული _ ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია მიწასთან, იძლევა პრაქტიკულ გონებას, ურთიერთობების ანდა ადამიანებთან იდეების გაცვლის შესაძლებლობებს, ლიტერატური საქმიანობის სიყვარულს ანდა ბუნების უჩვეულო მოვლებების შეცნობისკენ ლტოლვას. ქალწულს მართავს მერკური, ამიტომაც ადამიანები, რომელებსაც მთვარე ამ ნიშანში აქვთ, კომერციულ საქმიანობაში დახვეწილები არიან. ისინი მეგობრულები არიან, ეხმარებიან იმათ, ვისაც დახმარება ესაჭიროებათ, მაგრამ მიდრეკილება აქვთ საკუთარი თავისთვის რაიმე სახის სარგებლის მიღების გზების მოფიქრებისკენაც. კარგად ფლობენ ხმას და ხელებს, კარგად მოქმედებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მებაღეობა, მოქანდაკეობა ანდა მხატვრობა, ასევე ისეთ საქმიანობაში, რომელიც ითხოვს ბავშვებისადმი ყურადღებას.

ქალწული _ ქალური ნიშანია, მისი სიმბოლო ქალწულია და ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, ფლობენ მიმზიდველ გარეგნობას, ფაქიზ ნაკვთებს, ასხივებენ უწყინარობას; მაგრამ საკუთარ ქცევებში, შესაძლებელია, იყვნენ ნერვიულები, დაბნეულები და ძალიან მომთხოვნები. ჩვეულებრივ, მათ აქვთ ნაზი სხეული, მიმზიდველი თვალები და სასიამოვნო, შეკავებული გონება. ბრაჰიდ-ჯაკტას ტექსტის თანახმად, ასეთი ადამიანები “დახვეწილები არიან მუსიკაში, ცეკვებსა და წმინდა წერილების შესწავლაში; ისინი კეთილისმყოფებელნი და გონიერნი არიან; ძლიერ მიჯაჭვულები სექსუალურ ურთიერთობებზე. სარგებლობენ სხვების სახლებით და ქონებით; მათი მეტყველება სასიამოვნოა, ჩეულებრივ, უფრო ხშირად ჰყავთ ქალიშვილები, ვიდრე ვაჟიშვილები; ენატრებათ შორეული ადგილები”.

ადამიანი, მთვარით ქალწულის ნიშანში, არაა ოჯახზე, საოჯახო ცხოვრებაზე მიჯაჭვული და განიცდის საკუთარ კამპანაში ყოფნის მოთხოვნილებას. ის მორცხვია, თავი ღირსეულად უჭირავს, მოხერხებულია, შეუძლია დაკავდეს ოკულტიზმით, სკეპტიკურია. ნერვიულია, ხანდახან ცივია საპირისპირო სქესის მიმართ. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები კარგი აღნაგობისანი არიან, საშუალო სიმაღლის. დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადამიანებს საქმე უნდა ჰქონდეთ ფაქტებთან, ციფრებთან და ფილოსოფიასთან და შეუძლიათ საკუთარი ცოდნით დახმარება გაუწიონ მათ, ვინც მათზე ნაკლებ შესაძლებლობებს ფლობს.

 წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

სიზუსტის, დეტალური შრომის უნარი. პირად ცხოვრებასა და კვებაში თვალყურს ადევნებენ წესრიგსა და სისუფთავეს. მორცხვები. უყვართ მუშაობა “სცენის მიღმა”, ყურადღებას აქცევენ წვრილმან დეტალებს (“რუხი კარდინალი”). არ სვამენ ზედმეტ კითხვებს. ცუდი ასპექტებისას _ კრიტიკულობა და წვრილმანებზე ბუზღუნი.

 წყარო: სემირა და ვ. ვეტაში (პროგნოზირების ხელოვნება)

სიფხიზლე, ემოციონალური თავშეკავებულობა, ინტელექტუალობა, რაციონალიზმი. მთვარეს ქალწულში უყვარს გონებრივი სამუშაო და იძლევა სიბერემდე სწავლის საშუალებას. საკუთარ ნებისყოფაზე ორიენტაცია ზღუდავს გრძნობების პერსპექტივას და სამყაროს ხედვა, მომდევნო ნიშანთან შედარებით, კარგავს ფერთა სიმდიდრეს. მნიშვნელოვანი აღმოჩდება შავ-თეთრი კონტრასტულობა, ხოლო პოეტების და მწერლების შემოქმედება იღებს მორალიზების ელემენტებსა და გვასწავლის ცხოვრებას (ლ. ტოლსტოი, სალტიკოვ-შედრინი, სტენდალი, ტიუტჩევი, კობო აბე). მთვარე ქალწულში სუსტია და მისი სული ცდილობს რაციონალურზე დაყრდნობას, ჩვევის შექმნის განმეორებას. ამის მაგალითად გამოდგება ფრიდრიხის (მზე და მთვარე ქალწულის ნიშანში) სურათებიც, რომლებშიც არის ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი სიმეტრიულობა: ორი ადამიანი, ორი ხე; იდეალური წესრიგი. ადამიანი, მთვარით ქალწულში, სახლშიც კი მხოლოდ მაშინ დუნდება, როდესაც დამყარებულია იდეალური წესრიგი. მთვარე ქალწულში ამატებს სიხისტესა და მომთხოვნელობას (ივანე მრისხანე). ეს მდებარეობა ყველაზე კარგია სამეცნიერო საქმიანობისთვის (კანტი, ენგელსი, შოპენჰაუერი, სოლოვიოვი, იასპერსი, ნილ ბორი, ციოლოკოვსკი).

  წყარო: კატრინ ობიე (ასტროლოგიური ლექსიკონი)

გონივრულობა, ანალიზისკენ მიდრეკილება მგრძნობიარობაზე მაღლა დგება. სიმორცხვე, გრძნობებისა და ემოციების გარე გამოვლინებების შიში. გრძნობების ძალაუფლებაში მოქცევის გამო სიფრთხილეს იქამდე მიჰყავს, რომ ადამიანი კმაყოფილდება უფრო მეტად მატერიალური საგნებით.

ჯანსაღი აზრი, ყოველდღიურობის სიყვარული, არც ისე მდიდარი წარმოსახვა. ქალებს სხვა ადამიანების მიმართ ნდობა არ ჰყოფნით და საკუთარ როლს აღიქვამენ როგორც დამხმარედ, მეორადად. აღქმელობა დაქვემდებარებულია იმ წამიერებაზე. საოჯახო კერის უსაფრთხოების სიყვარული.

მამაკაცებისთვის ქალის იდეალი _ მეოჯახე, რომელიც დაკავებულია სახლით.

  წყარო: ლარისა ნაზაროვა (კარმული ასტროლოგია)

მთვარე მიწის ნიშნებში. ადამიანისთვის მოაქვს გარე ზემოქმედებებზე სიმყარე. საკუთარი ქცევების კონტროლის უნარი. მორგებულობის, შემგუებლობის უუნარობა. ქვეცნობიერი მატერიალურ სფეროებშია.

მთვარე ქალწულში. სტუმრადაა პროზერპინასთან. ასეთი ადამიანი ექვემდებარება წარსული განსხეულებების კარმულ ვალებს. ფლობს წვრილმანის შეფასების გემოვნებას. მთვარე ქალწულში იძლევა პედანტიზმს, ასკეტიზმისკენ ლტოლვას, ჯუჯღუნობას. ძალიანაა ამაღლებული აკურატულობა. მთვარით ქალწულში იბადებიან დიდებული დეტექტივები დ გამომძიებლები.

 საბავშვო ასტროლოგია

წყარო: მარია კეი სიმმსი (თქვენი ჯადოსნური ბავშვი)

მომეცით უფლება გემსახუროთ თქვენ:

მე დახმარების ოსტატი ვარ!

სასიამოვნოს სასარგებლოსთან

შევათანხმებთ ჩვენ.

ბავშვს, მთვარით ქალწულში, ნამდვილად სჭირდება საკუთარი თავის სასარგებლოდ გრძნობა. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მისი აღზრდისთვის _ დაუთმეთ მას დრო და მოთმინება, მაშინაც კი, როცა ჯერ კიდევ პატარაა, რათა ასწავლოთ დახმარების ოსტატობა.

ასწავლეთ, როგორ გაუმკლავდეს ყოველდღიურ წვრილმან საქმეებს, რომელთა არ გაკეთებაც არ შეიძლება. ეს გადააქციეთ თამაშად, მაგრამ გააგებინეთ, რომ ამით გეხმარებათ მაშინაც კი, როდესაც თავად სწავლობს რაიმეს კეთებას, ეს კი სარგებელს მოუტანს _ მაგალითად, საკუთარი საუზმის მომზადება, საწოლის გასწორება და ა.შ.

ამ ბავშვისთვის ემოციური დისკომფორტი მოდის მოუწესრიგებელ ანდა ბინძურ გარემოში ცხოვრებიდან. ის არ ჩაიცვამს დასვრილ ანდა დაკუჭულ სამოსს. თქვენ არ მოგიწევთ შხაპის მისაღებად მისი ძალით წათრევა _ დიდი ენთუზიაზმით გააკეთებს ამას. თუ შესაძლებლობაა, გამოუყავით ცალკე ოთახი, სადაც შეძლებს, თავისი შეხედულებისამებრ, საკუთარი ნივთების წესრიგში მოყვანასა და შენახვას. მისთვის აუცილებელია წესრიგი და ორგანიზაცია, მაშინაც კი თუ ეს წესრიგი სხვას ქაოსად ეჩვება; ამ ბავშვმა იცის თითოეული ნივთის ადგილი და ძალიან უკმაყოფილოა, როდესაც მის წესრიგს არღვევენ. ის დააფასებს, თუ ისეთ რამეს მისცემენ, რაც დაეხმარება “კოლექციის” ორგანიზებაში, _ მაგალითად, კოლოფი ინსტრუმენტებისთვის ანდა ნებისმიერი სხვა ყუთი პატარა განყოფილებებით. ოსტატობის განსავითარებლად, ასევე, აუცილებელია თქვენი შვილის კეთილდღეობის გრძნობაც, უზრუნველყავით ის ადგილითა და მასალებით, რათა მოდელებთან, ნაწილებთან და ა.შ. მუშაობა შეეძლოს. უყვარს საგნებისა და ნივთების საკუთარი ხელით კეთება და ძალიან ყურადღებიანად მუშაობს. ცოტათი მორცხვია და ისწრაფვის საქმეში იყოს სრულყოფილი, ასე რომ, მიეცით შესაძლებლობა იმუშაოს საკუთარ ტემპში, შეეცადეთ მინიმალური დოზით ჩაერიოთ. თქვენი პატარა “ქალწული” საშუალო განვითარების ბავშვზე მეტად იზრუნებს საკუთარ ჯანმრთელობაზე, მას ადვილად ასწავლით პირად ჰიგიენას და სადილისას კარგ ჩვევებს. მას შეიძლება ჰქონდეს გამძაფრებული “არაკეთილდღეობის გრძნობა” და ამის გამო გამოწვეული განცდებიც კი. უწესრიგობა ანდა სიბინძურე _ საკმარისი მიზეზია მისი არაკეთილდღეობის გრძნობის გამოსაწვევად. მაგრამ იგი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ემოციონალური, პრობლემისადმი ჯანსაღი, რეალისტური მიდგობა მისთვის უფრო ოპტიმალური იქნება. უწესრიგობასთან, ავადმყოფობასთან, რაიმე გატეხილთან (გაფუჭებულთან) ანდა სიბინძურესთან გამკლავება შეიძლება წყნარად და ეფექტურად, თუ “უბედურებას” შემდეგი განწყობით მიუდგებით: “მოდი, ჩვენ გამოვასწოროთ ეს!”.

წყარო: სამანტა დევისი (საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გაგების გასაღები)

ბავშვებს, მთვარით ქალწულში, ემოციონალური ზესვლები და ვარდნები ძალიან იშვიათად აქვთ, იმაზე უფრო იშვიათად, ვიდრე სხვა ბავშვებს. ისინი ბუნებით დისციპლინირებულნი და კონსერვატულები არიან. ასოკირკიტებიც არიან და ხშირად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წვრილმანებს. ნათლად ჩანს, რომ სამყაროსAანალიტიკური აღქმელობა გრძნობებზე მბრძანებლობენ. არცთუიშვიათად, ძალიან კრიტიკულად და ცალმხრივად უყურებენ ცხოვრებას. შეეცადეთ გააფართოოთ მათი სამყაროსეული აღქმელობა. მათთვის ძალიან სასარგებლოა ახალ სიტუაციებში მოხვედრა, ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცხოთა შეხედულებებისა და აზრების მოსმენა.

ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ მთვარის ასეთი მდებარეობით, აყენებენ ძალიან მაღალ მოთხოვნებს არამარტო საუთარი თავის, არამედ გარშემომყოფების, განსაკუთრებით _ ახლობლების მიმართ. ხშირად უჭირთ გაგება, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია, ცხოვრებაზე ყველას საკუთარი შეხედულება აქვს და ყოველი იქცევა ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ასწავლეთ საკუთარ შვილს ნაკლებად კრიტიკულად მიუდგეს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემომყოფებსაც _ არავინაა სრულყოფილი.

ბავშვები, მთვარით ქალწულში, ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ძალიან უყვართ სისუფთავე და ყველგან (სადაც ეს შესაძლებელია) ყველაფრის წესრიგში მოყვანას იწყებენ. ასწავლეთ გაჩერება და მოდუნება, ყოველ წამს ნუ იქნებიან მოუსვენრები და მთავარი _ გამუდმებით ნუ უჯიკებენ გარშემომყოფებს. შესაძლებელია, პირადად მათ მუდმივად დაკავებულად ყოფნის, მუდმივად რაიმეს კეთების შინაგანი მოთხოვნილება ჰქონდეთ, მაგრამ სხვებს ასეთი მოთხოვნილება არ აქვთ! აუხსენით პატარას, რომ უკეთესი _ კარგის მტერია, ხოლო ოქროს შუალედი _ ეს წარმატების გასაღებია. ამ ნიშნის ბავშვებს უყვართ საკუთარი თავისთვის მიზნის დასახვა, სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ ერთია, მათ იგივე არ უნდა მოსთხოვონ სხვებსაც-გარშემომყოფებსაც. ასეთი ბავშვები კარგი საქმიანები არიან, კეთილსინდისიერად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს. მათთვის საქმიანობის ყველაზე ოპტიმალური სახეობაა ის, სადაც დაკავებულია ხელებიც და თავიც. მკვეთრად გამოხატული ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ და ყველაფერს ძალიან სწრაფად სწავლობენ. ბრწყინვალე მახსოვრობა _ ამ ბავშვების საფუძლვის ერთ-ერთი ღირსებაა. ასეთი ბავშვის აღზრდისას თქვენი მთავარი ამოცანაა _ დაუმატოთ ამ ბრწყინვალე თვისებას გრძნობებიც. ეს დაეხმარება მომავალში.

საკუთარი ბუნებით ამ ბავშვებს ყოველთვის სასარგებლოდ ყოფნა სურთ, უნდათ ყველაფერში აზრი დაინახონ და ყველაფერი სრულყოფამდე მიიყვანონ. მიუკერძოებელნი არიან და, უნდა აღინიშნოს, ცივსისლიანებიც კი, შეუძლიათ ვერ შეამჩნიონ გარშემომყოფთა გრძნობები და ემოციები. ამაზე, ისევე როგორც სრულყოფისკენ უზომო მისწრაფებაზე, უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. აუხსენით ბავშვს, რომ ავნებს ჯანმრთელობას, რომელზეც ასე ზრუნავს და მიიყვანს ნერვიულ შეტევებამდე. უთხარით, რომ მთელი სამყარო და ადამიანები ამ სამყაროში უნაკლო არაა. და ეს არც ისე ცუდია: ყოველდღიური ცხოვრების ფონზე იდეალი უფრო უკეთესად ჩანს. და გარდა ამისა, ცხოვრებაში თუ ყველა სრულყოფილი იქნებოდა, მაშინ რაღა უნდა ეკეთებინათ _ მხოლოდ ერთია, მოწყენილობისგან მოკვდებოდნენ.

ბავშვები, მთვარით ქალწულში, თავს ბედნიერად იგრძნობენ, ინტელექტუალური სამუშაოს დროს, განსაკუთრებით, თუ მათ წინაშე რაიმე მაღალი მიზანია. შეუძლიათ მსხვერპლად შეწირვა და იმ ადამიანებით აღფრთოვანება, რომლებიც საკუთარი საქმის ერთგულნი არიან. უთხარით ბავშვს, რომ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი და ბრწყინვალეა, მაგრამ თუ მიაღწევენ იდეალს, მაშინ ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდება და აღარ დარჩება ბრძოლის და რომანტიკის ადგილი.

ასეთი ბავშვები საკუთარი სიყვარულისა და სინაზის დემონსტრირებას არ ახდენენ იმ დოზით, რომელიც თქვენ გსურთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვერ შეძლებთ მასთან ურთიერთობის აწყობას. ისინი _ ბრწყინვალე თანამოსაუბრეები არიან, უყვართ საუბარი და მოხარულნი იქნებიან ცხოვრებაზე თქვენი იდეებისა და შეხედულებების გაზიარებისთვის. სცადეთ თქვენ ბავშვთან ერთად ისწავლოთ _ ეს დაგეხმარებათ დამეგობრებაში. ასეთი პატარა, შესაძლებელია, მორცხვი და დახურული იყოს _ ასე რომ, პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ. შესაძლებელია, ბავშვი, მთვარით ქალწულში, საჭიროებდეს არა იმდენად თქვენ უგონო სიყვარულს, რამდენადაც თქვენ მხარდაჭერას. აჩვენეთ, როგორ აფასებთ და ის დაგაფასებთ თქვენ.

სტატიის ავტორი: ნინო


About Rusa

Scroll To Top