მთვარის კვადრატი ნეპტუნთან

მთვარის კვადრატი ნეპტუნთან

ნებისმიერი კვადრატი შინაგანი განცდების, ბრძოლის მანიშნებელია. კვადრატი მოტივაციას გვაძლევს, დინამიური ასპექტია და წარმატების მიღწევას „აიძულებს“. წარმატების მიღწევა კი შინაგანი პრობლემის გადალახვით ან მიღებით ხდება.

მთვარისა და ნეპტუნის კვადრატის შემთხვევაში, ორივე წყლის ნიშანს განაგებს, რაც ინტუიციური გაგების უნარს, ემოციურ ბუნებასა და მგრძნობიარობას აძლიერებს. მისი ემოციები შეგვიძლია შევადაროთ ობობის ქსელს. მასში ისევე „ებმება“, როგორც ქსელში მსხვერპლი. ასპექტის მქონე ადამიანი სასურველია ერიდოს ემოციების გავლენით გადაწყვეტილების მიღებას.

დამახასიათებელია: იდეალიზმი, გაორება, გაურკვევლობა, გადაუწყვეტელობა, ტყუილი, ძლიერი მგრძნობელობა, წარმოსახვის უნარი, გრძნობებისა და სურვილების განმეორება, სპირიტიზმით გატაცება, თვითმოტყუება, იმედგაცრუება, კაპრიზები.

დადებითი კუთხით: დიდი სულიერი ენერგია, თვითშეწირვის უნარი, სიღრმისეული გრძნობები და განცდები, გულმოწყალება, თანაგანცდა.

ასპექტისთვის დამახასიათებელია შეცდომების დაშვება. ოჯახური ცხოვრება ქაოსური, არეულია. ეს ასპექტი ხშირად აქვთ ალკოჰოლიკებსა და ნარკოდამოკიდებულებს. შესაძლოა ოკულტური უნარები ჰქონდეს. რუკის სხვა მაჩვენებლების „ხელშეწყობით“ ვლინდება ფსიქოზი, გონების არევა. ყველაფერს მარტივად უყურებს: ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მის დასახმარებლად მზად არიან.

მისი წარმოსახვა უსაზღვროა; ყველაფერს ადვილად იღებს: ცუდსაც და კარგსაც. მძაფრად რეაგირებს ყველაფერზე, ჰიპერმგრძნობიარეა. შესაძლოა ღრუბლებში ცხოვრობდეს; ფსიქიკურად დაუცველია. ადვილად ვარდება დეპრესიაში, რეალურ სამყაროსთან კონტაქტს კარგავს. ამ ასპექტის მქონე ადამიანების პროფესია ხშირად უკავშირდება ფსიქოლოგიას, ფსიქიატრიას. ამ შემთხვევაში პიროვნება ორიენტირებულია დადებითი მიმართულებით (როგორც ვხედავთ ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნების განვითარებასა და მუშაობაზე).

ასპექტის მქონე ადამიანს უჭირს ფაქტისა და გამოგონილის განსხვავება. ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის დროს თავს არაკომფორტულად გრძნობს; გამოხატვის დროს არასტაბილურია. სხვების შეფასებაში ხშირად ტყუვდება. შესაძლოა ბავშვობაში ემოციების გამოხატვის პრობლემა ჰქონდა მშობლებთან ურთიერთობაში.

მისი ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულია წარმოდგენებსა და თვითშეფასებაზე. სასურველია დადებით მხარეს მეტად მიაქციოს ყურადღება, ძველი მტკივნეული მოგონებები წარსულში დატოვოს, სხვების სისუსტეების მიმართ შემწყნარებელი იყოს, ურთიერთობებში გულახდილი გახდეს (საკუთარ ტყავში ჩაკეტვის ნაცვლად). ამისთვის კი საკუთარი ბუნების უკეთ გაგება დაეხმარება (რადგან საკუთარი თავისადმი არასწორი დამოკიდებულება და წარმოდგენები აქვს).

კაცის რუკაში – ქალებთან დისტანციურ ურთიერთობაზე მიანიშნებს. თუ ახლოს უშვებს, ქვეცნობიერად რთულად ეგუება ზედმეტად ახლოს მისულ ადამიანთან ყოფნას.

ჯანმრთელობის მხრივ ახასიათებს გონების არევა, ნერვული დაავადებები, სქესობრივი დაავადებები, კბილების არასწორი განლაგება, გასტრიტი. შესაძლოა დილით მეტროთი მგზავრობაზე უარი განაცხადოს, რადგან იქ სხვა ადამიანისგან „ფლუიდებს“ გრძნობს.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

ნეპტუნის კვადრატი: დიდი შინაგანი პატიოსნებაა საჭირო მისი ნაკლებობის აღმოსაჩენად

რთული ასპექტია. ნეპტუნის კვადრატი იძლევა მედიტაციის დამახინჯებას დაბალ დონეზე, რაც ადამიანს ამოუხსნელად იზიდავს. პლანეტის პრინციპების გაგება რთულია, ჭეშმარიტი და მცდარი გაგება, ილუზია ერთმანეთში ირევა, რომელთა დაჯერება და უფრო მეტად განშორება ადამიანს უჭირს. ნეპტუნი ატყუებს ადამიანს, ინდივიდი ატყუებს სამყაროს და საკუთარ თავს, შემდგომ ტყუილს ამჩნევს და რა საკითხსაც არ უნდა ეხებოდეს (თუნდაც საკუთარი თავის რწმენას) დაჯერება უჭირს, მაგრამ მხოლოდ დროებით. შემდგომ იგივე მეორდება – სამყაროს ატყუებს და თავს იტყუებს.

ამ ფაქტს შეუძლია გამოიწვიოს სასოწარკვეთა ან უმაღლესი ძალებისკენ ძლიერი სწრაფვა. შედეგი რთულად პროგნოზირებადია, ინდივიდი ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და არ იფიქროს ყველაფერმა ჩაიარა. ამ შემთხვევაში დაბალი საწყისი მედიტაციის დაბალი და ბინძური საშუალებებით იკვებება (მაგ: ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები, ოჯახური სკანდალი და ა.შ.).

მაგალითად, სატურნ-ნეპტუნის კვადრატმა შესაძლოა წარმოშვას არაფრის კეთებისგან სიამოვნება, დამახასიათებელი იქნება “გამოსწორების” მცირე მცდელობები >> მაზოხისტობისა და უმაქნისობისგან დიდხანს მედიტაცია (ტკბობა) >> “გამოსწორების” მცირე მცდელობები და ასე ციკლურად. საბოლოოდ, ციკლში უახლოესი ნათესავები და ფსიქოანალიტიკოსები ერთვებიან.

ასპექტის კარმული მნიშვნელობა თვითმოტყუებისა და დაბალი დონის მედიტაციის (ე.წ. „ტკბობის“) დამუშავებას ნიშნავს პლანეტის სფეროებში. დამუშავება რთულია, დაბალი დონის მედიტაციის ყველა საშუალებაზე უარის თქმას და პლანეტასთან დაკავშირებულ სფეროებში პატიოსან, კონსტრუქციულ მუშაობას მოიცავს. მაღალ დონეზე ინდივიდი აღწევს კოსმიური სიყვარულის გაგების უნარს, მათ შორის მისი რეალობაში გამოვლენის საშუალებებს ხედავს.  ის სეიძლება სხვების თვალში ნათელმხილველად, წმინდა ადამიანად იქცეს, მაგრამ პლანეტის სფეროებში სამყაროს წინაშე დანაშაულის განცდა არასდროს ტოვებს.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top