მთვარის კვადრატი პლუტონთან

მთვარის კვადრატი პლუტონთან

დამახასიათებელია: დიქტატურისკენ მიდრეკილება, წარმატებისა და პოპულარობისთვის ბრძოლა, დარწმუნებულობა, აკვიატება, უხეშობა, სიმტკიცე, ამბიციურობა, ლიდერობა, პატივმოყვარეობა (პატივმოყვარეობა დადებითი კუთხით პირად მიღწევებზე მოქმედებს), ძლიერი ემოციურობა, ფსიქიკური ენერგია, რაც გარშემომყოფებში (განსაკუთრებით ქალებში) დაურწმუნებლობის გრძნობას ზრდის.

ასპექტის მქონე ადამიანს წარსულის დავიწყების, მასთან დაკავშირებული კვანძების (ჯაჭვების) გაწყვეტის სურვილი აქვს. თუ ძალას ატანენ – აღშფოთებული და გაბრაზებული ხდება. ნათელხილვის უნარი აქვს, რის გამოც მატერიალური ღირებულებების გადაფასება (ზოგჯერ იგნორირება) ხდება. წვრილმანები აღიზიანებს, სურს მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს.

მატერიალური საკითხები არ აინტერესებს, განსაკუთრებით ე.წ. ქალურ როლებს ვერ ეგუება. ეს ასპექტი მიანიშნებს სხეულთან, ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, ე.წ. ქალურ პრობლემებზე (ხანგრძლივი მშობიარობა, დაავადებები, მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები).

მთვარისა და პლუტონის კვადრატის დროს სექსუალურობა და სექსუალური მხარე მძაფრი განცდებით ხასიათდება. რუკაში სხვა დაზიანებების შემთხვევაში – შესაძლოა სექსუალური ხასიათის პრობლემები ჰქონდეს.

შესაძლოა საკუთარ გრძნობებისა და ემოციების მიმართ მიმღებლობა არ ჰქონდეს (უარყოფდეს, გაურბოდეს). ამავე დროს, განცდების სხვებისთვის გაზიარების მოთხოვნილება აქვს; მოსწონს სხვების კონტროლი. თავად მიდრეკილია ინფორმაციის გაცემის კონტროლისკენ (წინასწარ საზღვრავს რა ინფორმაცია გასცეს).

ასპექტის მქონე ადამიანს სიახლოვისა და სხვებთან კონტაქტის ძლიერი მოთხოვნილება აქვს, მაგრამ მისი ურთიერთობები დაულაგებელია. საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ეჭვიანი და დისტანციურია, პარტნიორის გაკონტროლებას ცდილობს. ეს თვისებები პრობლემებს უქმნის. განცდების რადიკალურად გამოხატვა ახასიათებს – ძლიერი მიჯაჭვულობიდან სიძულვილამდე.

მთვარის კვადრატი: ადამიანები, რომელთა სულს სძინავთ უნდა განვასხვავოთ იმ ადამიანებისგან, რომელთაგან სული უკვე გაფრინდა

მთვარის კვადრატი იძლევა დიდ შინაგან სირთულეებს პლანეტის პრინციპების შესაბამისად, განსაკუთრებით მის აღქმაში. მაგ: მთვარისა და მარსის კვადრატი იძლევა გარესამყაროს აგრესიისა და უხეშობის აღქმას სიტუაციებში, როცა რეალურად არ ვლინდება, და ასევე საპირისპიროდ – ინდივიდი შეიძლება იყოს აგრესიული და უხეში ისე, რომ თავად ვერ აღიქვამდეს.

მთვარის კვადრატი იძლევა „ამოზნექილობებს“ ეგოს პროგრამებში (კვადრატით დაკავშირებული პლანეტის სფეროებში), ინდივიდს ძალიან უნდა ამ პრინციპების ეგოისტური გამოყენება, მაგრამ გარე და შინაგანი ცხოვრების გარემოებები ისე ეწყობა, ამის საშუალება არ ეძლევა. შედეგად კი ვიღებთ: მძაფრ იმედგაცრუებას, სამყაროზე განაწყენებას, გამოყენებულის კომპლექსს და ა.შ. პლანეტის სფეროებში ინდივიდს ბევრი შინაგანი „კუთხოვანი“ ნაწილები აქვს, რაზეც ხშირად ბროძიკდება და რაც მეტად იცოდებს თავს, მით უარესი მოსდის.

ამ კვადრატის კარმული აზრი გამოიხატება არა პირდაპირ ასკეტიზმსა და პლანეტის პრინციპებზე უარის თმაში (ზოგჯერ ამას ავადმყოფობამდე მივყავართ), არამედ – პლანეტის შესაბამისი ქვეპროგრამების დეტალურ და ფრთხილ შესწავლაში, პროგრამებიდან ეგოისტური და ევოლუციურ-კონსტრუქციული „კვანძების“ ამოღებასა და მათ ნაცვლად შესაფერისი დიეტის „ჩასმა“: მთვარის კვადრატის პრობლემას ძირითადად წარმოადგენს ეგოს სურვილი – პლანეტის პრინციპები, ვიბრაციები სრულად გამოიყენოს სათავისოდ, რაც ცუდად გამოსდის. თუ მთვარე მეორე პლანეტაზე ძლიერია, ამ უკანასკნელის სრულად დამახინჯება ხდება. მაგ: მთვარისა და ვენერას კვადრატის შემთხვევაში ინდივიდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაუნდობელი გამომყენებელი შეიძლება გახდეს, რომელიც ქვეცნობიერად აღიქმება (უმეტესად სიყვარულში) როგორც პრიმიტიული და უხეში და სხვა სქესის ადამიანის მიმართ პატივისცემის გამოხატვა შესაძლოა საკმაოდ რთული აღმოჩნდეს.

დამუშავება იძლევა პლანეტარული პრინციპებთან ურთიერთობაში გაგებასა და სიმსუბუქეს, ასევე სხვის ქვეცნობიერში მისი დანახვის უნარს, რაც შესაბამის სფეროებში  კარგ პედაგოგიურ შესაძლებლობებს  აყალიბებს. მაგ: დამუშავებული მზე-მთვარის კვადრატი სკოლის დაბალი კლასების შესანიშნავი ხელმძღვანელი ან მასწავლებელია.

პლუტონის კვადრატი: ანგელოზის ფრთები ბედის ჯვრით გახეხილ ადგილებზე იზრდება

პლუტონის კვადრატი ვლინდება პლანეტის სფეროებში ადამიანისთვის იმ უსიამოვნო მსხვერპლის გაღებაში, რასაც მისგან ბედი ითხოვს (ყოველშემთხვევაში თავად ასე თვლის). მას უწევს იმ აზრის მიღება რომ შეუფერებელ დროს უსიამოვნო შედეგების გამომწვევი მსხვერპლის გაღება მისთვის უსარგებლო თვისებების მოცილებაში ეხმარება – ასეთია ამ კარმული პროგრამის აზრი.

გარემოში პლანეტის პრინციპების გამოვლენას  ინდივიდი რადიკალურად ვერ მოაგვარებს, სამყაროში წესრიგის დამყარების სურვილი უჩნდება რისთვისაც შესაბამისი ძალაუფლება დასჭირდება. კარმული ჩანაფიქრი ურთიერთსაპირისპირო ხასიათისაა: ინდივიდის ქვეცნობიერსა და შინაგან სამყაროში წესრიგისა და „სისუფთავის“ დამყარება პლანეტის სფეროების მიხედვით; ამისთვის კი ინდივიდს მოუწევს პლანეტის შესაბამის ქვეცნობიერ პროგრამებსა და ინსტინქტებზე ძალაუფლების დამყარება.

სანამ ინდივიდი ამას ვერ აცნობიერებს, არაერთხელ უწევს მძიმე მსხვერპლის გაღება და შევიწროვება იმ სტილით, რომლითაც ინდივიდი გამოიწვევს – განურჩევლად, ქვეცნობიერად ან ცნობიერად, განზრახ თუ შემთხვევით, საუკეთესო თუ უარეს გამოვლენით. პლანეტის სფეროებში ადამიანი ჩანს როგორც გამადიდებელ მინაში – მინიმალური ნაკლოვანებებითა და შეცდომებით.

ასპექტი იძლევა სულიერი განვითარებისა და თვითწმენდის დიდ შესაძლებლობებს; ასევე დიქტატორული პრინციპების მქონე „შავ მასწავლებლის“ ასპექტია პლანეტარული პრინციპების გამოვლენის დაბალ და საშუალო დონეზე ძალაუფლებით, გავლენით, ცეცხლითა და მახვილით მოქმედებით. საშუალო დონეზე დამახასიათებელია სხვებთან ურთიერთობაში სასტიკად მოქცევა ნიჰილიზმისა და უხეში ქცევის გამოყენებით, რაც პლანეტის პრინციპების შესაბამის სფეროებში ვლინდება.

შინაგანად ადამიანს სურს სამყაროს მისი ჭეშმარიტი სახე დაანახოს, მაგრამ  ერთმნიშვნელოვნად  არ გამოდის ან (მისი აზრით) სამყარო არ მისულა მისი რეალური, სრულყოფილი სახის დანახვის დონემდე.

წყარო: Het Monster, ქეთრინ ობიე, ავესალომ პოდვოდნი, ფრენსის საკოიანი, შესტოპალოვი და სხვა წყაროები.


About Tamta

Scroll To Top