მთვარის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მთვარის ოპოზიცია სინასტრიულ პლანეტებთან

მამაკაცი  მთვარე ოპოზიციაში ქალის მზესთან

ეს ასპექტი მამაკაცს ბავშვობის დროინდელ მოგონებებს უღვივებს დედასთან ურთიერთობაზე. ამ ურთიერთობაში ქალი დომინირებს. მამაკაცის წარმოდგენა ქალზე და თავის ბავშვობაზე, მის  უნებურად, იცვლება. ამიტომ, მისი პარტნიორი ქალი გრძნობს, რომ ის დატვირთულია ორმაგი როლით: შეყვარებულის/ცოლის და იმავდროულად, მისი დედის.  ძალიან მაღალი ალბათობით, მას ეს როლი არ მოეწონება. ეს ერთერთი ურთულესი ასპექტია ქორწინებისთვის.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის მზესთან

ეს ასპექტი მშობლებთან არსებული პრობლემების გადალახვის მოთხოვნას განაპირობებს. მამაკაცი ამუშავებს დედასთან ურთიერთობაში განცდილ სირთულეებს. იმავდროულად, ქალი ცდილობს დაამუშავოს მამასთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემები. ამიტომ, ეს  ასპექტი ორივე პარტნიორს პიროვნული ზრდა-განვითარების თანაბარ  შანსს აძლევს. ბუნებრივია, უხვად იქნება შეხლა-შემოხლა. თითოეული პარტნიორი იძულებულია ანიმეს და ანიმუსის ფიგურებს შეეჩეხოს. ხდება ამ ფიგურებთან დაკავშირებული ქვეცნობიერი მოლოდინების ტრანსფორმაცია. ეს ძალიან პრობლემატური ასპექტია ქორწინებისთვის, რადგან ბუნებრივი ჰარმონია, რაც აუცილებელია ურთიერთობისთვის, გადაფარულია ბავშვობის  მტკივნეული შთაბეჭდილებებისგან განთავისუფლების მწვავე მოთხოვნით.

 

 

მთვარეების ოპოზიცია

ეს ძალზედ რთული კომბინაციია შეთავსებისთვის, რადგან თითოეულის ემოციური აღქმა სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა. დამახასიათებელია ძლიერი მიზიდულობა, ორივე  პარტნიორი ცდილობს მიაღწიოს ობიექტურობის დაბალანსებულ გრძნობას. მაგრამ როდესაც თითოეული მათგანი ცენტრისკენ იწევს, საერთო ემოციური ფონი უკიდურესობას აღწევს. ეს იწვევს დაძაბულობას და გრძნობების აფეთქებას. ზუსტად ეს მუდმივიდ ემოციური ესკალაცია ხდება ხოლმე ურთიერთობის დასრულების მიზეზი.

 

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის მერკურისთან

მამაკაცის აზრები შესაძლოა შეუთავსებელი იყოს ქალის იდეებთან. ქალის ანალიტიკური შეხედულებები მის ემოციებზე გაართულებს მათი გულების და აზრების პაემანს. იმედგაცრუება და დაუკმაყოფილებლობა ხშირად ხდება ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის მერკურისთან

ოპოზიცია აზრებსა და ემოციებს  შორის  არც ისე უმნიშვნელო დაძაბულობას წარმოშობს. ქალის დედობრივი ინსტინქტი ეწინააღდეგება მამაკაცის  დამოუკიდებლად აზროვნების მისწრაფებას. მისი იდეები, როგორც ჩანს, განსხვავდება  ქალის ჩვეული ემოციური ქცევებისგან.  ურთიერთობას ხშირად აფუჭებს ბავშვური გამოხდომები, რაც ქვეცნობიერში  გადანახული წყენებით არის განპირობებული. მთლიანობაში, მათ აკლიათ ურთიერთგაგება, რაც ხელს უშლის თავისუფალ კომუნიკაციას.

 

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის ვენერასთან

ეს საკმაოდ რთული ასპექტია, რადგან ემოციური და გრძნობითი მხარეები წინააღმდეგობრივია. ეს მკაფიოდ ქალური ორიენტაციის ურთიერთობაა. ქალი ქვეცნობიერად ებრძვის თავისი დედის  სახებას. მამაკაცს, რომელიც ასეთი ტიპის ურთიერთობაში ერთვება, ხშირად რთული ბავშვობის გამოცდილება აქვს და რადგან ქვეცნობიერად ასეთი პარტნიორი აირჩია, როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს ახალი ემოციური პოზიციების დაცვას. ის ბუნდოვნად  აღიქვამს, როგორ თამაშდება, მისი პარნტიორის სახით, დედის  შეპყრობილობა საკუთარი ქალურობით. ეს  საშუალებას აძლევს, გაითავისოს გაკვეთილები, რისი მეშვეობითაც ინტენსიურ კონტაქტს დაამყარებს თავის ჭეშმარიტ ემოციებთან.

ქალის მთვარე  ოპოზიციაში მამაკაცის ვენერასთან

ქალის ქვეცნობიერში ამ მამაკაცთან ურთიერთობა დედასთან ურთიერთობას ჰგავს.  გაუცნობიერებლად ის შეიძლება ისეთ სიტუაციებს ქმნიდეს, რომ მამაკაცმა მისი დასჯა მოინდომოს. მამაკაცის მეშვეობით, მან შეიძლება ისწავლოს საკუთარი ემოციების გარჩევა იმ ემოციებისგან, რაც ბავშვობაში მასზე დედისგან პროეცირდა. ეს რთული ფსიქოლოგიური კომპლექსია, რომელსაც ურთიერთობის დანგრევა შეუძლია. მამაკაცი  შესაძლოა განაწყენდეს იმის გამო, რომ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს მთელ ამ კომპლექსში. ორივე პარტნიორმა შეიძლება ვერასდროს დაინახონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან. რა თქმა უნდა, ამ კომპლექსის დამუშავება სასარგებლო იქნება, მაგრამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ, ძალიან მაღალი ალბათობით, ეს ურთიერთობა შეწყდება.

 

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის მარსთან

ეს იმპულსურობის ასპექტია. ქალი მამაკაცის როლს ასრულებს. მამაკაცი კი საკუთარ თავს ქალის როლში ხედავს და იმავდროულად, ქვეცნობიერად, თავისი დედის როლშია, რითაც საკუთარ თავს უპირისპირდება.  დედის გავლენისგან თავისუფლების მოსაპოვებლად, მან ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, სადაც კამათის მოყვარული ქალი (ვის როლსაც თვითონ ასრულებს) სერიოზულ გამარჯვებას მოიპოვებს. და რაც უფრო ხშირად იქცევა მამაკაცი ასე, მით უფრო მეტად თავისუფლდება  წარსულისგან. თუმცა, სამწუხაროდ, ამ საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში, მისი მიმდინარე ურთიერთობა სერიოზულად ზარალდება.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის მარსთან

აქ მამაკაცი, ქალის მეშვეობით, ქვეცნობიერად მიმართავს თავის დედას. ამიტომ, ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, რაზეც ეს ასპექტი მეტყველებს, ფარული ინცესტური ფონით ხასიათდება, რაც საკმაოდ დიდხანს აკავებს ამ ურთიერთობას. იმავდროულად, ქალი მიდრეკილია, ყოველგვარი განზრახვის გარეშე, ინსტინქტურად გაითამაშოს თავისი დედის გრძნობები. ეს ურთიერთობა ძლიერი ვნებათაღელვითა და ინტენსიური კონფლიქტებით ხასიათდება.

 

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის იუპიტერთან

ამ ასპექტში ძლიერი კონფლიქტი იკვეთება მამაკაცის მესაკუთრულ გრძნობებსა და ქალის თავისუფალ სულს შორის.  კაცი ცდილობს კონტაქტი დაამყაროს პარტნიორის ემოცურ გრძნობებთან და მისგანაც იგივეს ელის. ქალი მას თავისი უმაღლესი გონების მეშვეობით უკავშირდება. ამის შედეგად, ურთიერთობა ცნობიერების ორ განსხვავებულ დონეზე ფუნქციონირებს. ეს ფაქიზი კონფლიქტი ყოველდღიურ ცხოვრებაში   ურთიერთსაწინააღმდეგო ფილოსოფიებითა და პოზიციებით ვლინდება, რისი კონსტრუქციულად მოგვარებაც ძალიან გართულებულია.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის იუპიტერთან

ქალის ბუნებრივი დედობრივი ინსტინქტი მამაკაცის თავისუფლების მოთხოვნის საპირისპიროდ იკვეთება. ქალი პარტნიორში უპასუხისმგებლობას გრძნობს, რაც მასში დაუცველობის განცდას იწვევს. მამაკაცი თვლის, რომ  ქალი გადაჭარბებულად რეაგირებს მის ექსპანსიის მოთხოვნასა და სურვილეზე, გამოსცადოს ყველაფერი, რასაც ცხოვრება სთავაზობს. ამრიგად, მამაკაცი იშვიათად ახერხებს ქალისთვის საიმედო და სანდო საყრდენი გახდეს, რაც ქალის მოწყვლადობას აძლიერებს. თუმცა ჭეშმარიტი კონფრონტაციის დროს ოპტმიზმი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მამაკაცს, პარტნიორი სასოწარკვეთისგან იხსნას.

 

 

მამაკაცის  მთვარე  ოპოზიციაში  ქალის  სატურნთან

ეს ასპექტი მკაცრ ტონს აღბეჭდავს ურთიერთობაზე. როგორც ჩანს, ორივე ინდივიდი  მშობლებთან კონფლიქტს ამუშავებს, რაც მათ პიროვნული ჰარმონიის გრძნობას არღვევს. ეს იმის გამო ხდება, რომ ქალმა საკუთარი მამისგან რაღაც დანაშაულის გრძნობა მიიღო და მიდრეკილია ამ გრძნობის პროეცირებისკენ პარტნიორზე. მამაკაცი პარტნიორის მხრიდან ქვეცნობიერად გრძნობს არამხოლოდ  შეზღუდვას, არამედ იმასაც, რომ ეს შეზღუდვა იმ მიზეზებით ხდება, რომელიც პირადად მას არ ეხება.  აქ კარმული პატერნები ვლინდება. ქალს ცუდად ესმის მამაკაცის ემოციები და ეს აუცილებლად უნდა დაიძლიოს, თუ მათ ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის სატურნთან

ეს ასპექტი იწვევს დამოკიდებულების სიტუაციას, სადაც ქალი  ემოციური თავისუფლებისთვის იბრძვის, მამაკაცი კი უამრავ ენერგიას ხარჯავს მასზე გავლენის მოსახდენად. გაუგებრობა, მამაკაცის ანიმეს ფიგურასა და რეალურ ქალს შორის, რომელთანაც დაკავშირებულია, ართულებს ჭეშმარიტ კომუნიკაციას. მამაკაცი ცდილობს თავზე მოახვიოს ქალს თავისი სიბრძნე, ღირსება და წესიერება, რაც ქალს ძალიან თრგუნავს. როგორც წესი, ეს ურთიერთობა იქამდე გრძელდება, სანამ თითოეული პარტნიორი განსაზღვრულ კარმულ მოწიფულობას არ მიაღწევს. შემდეგ ისინი შორდებიან, თუ მთლიან სინასტრიულ რუკაში სხვა ძლიერი შემაკავებელი ასპექტები არ არსებობს.

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის ურანთან

ქალის არაპროგნოზირებადი ქცევები მამაკაცში წარსულის თავდაუჯერებლობას აღვივებს. ქალი სიმბოლურად დედის დამცველ წიაღს აპროტესტებს. არამდგრადი ქცევითი მოდელები ქალს მოზარდის ასაკის ან სტუდენტობის პერიოდთან აბრუნებს, როდესაც მას  დამოუკიდებლობისა და ორიგინალობის შეგრძნება დაეწყო. ის მამაკაცში ქვეცნობიერად თავისი დედის ფიგურას ხედავს, რომლისგანაც უნდა განთავისუფლდეს. ქალი არ არის მზად ამ ურთიერთობაში ის ყველაფერი გაიღოს, რისი უნარიც აქვს. ეს ძალიან რთული და არამდგრადი ასპექტია ხანგრძლივი ურთიერთობისთვის.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის ურანთან

აქ მამაკაცი ქალს  იმ ფასეულობათა სიმბოლოდ განიხილავს, რომელსაც დედამისი წარსულში მიჰყვებოდა. ის ძლიერ შინაგან მოთხოვნას განიცდის, აუმხედრდეს ნებისმიერ ფორმის მბრძანებლობას და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის საკუთარი თავისუფლებისა და ორიგინალობის დასაცავად. ეს ურთიერთობა არ იქნება მოსაწყენი, მაგრამ თუ ქალი მის არამდგრად ბუნებაზე გახდა დამოკიდებული, ის ვერ აიცილებს უსიამოვნო სიურპრიზს, რაც მათ ურთიერთობას ბოლოს მოუღებს.

 

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან

ეს ასპექტი მამაკაცს დანაკარგის განცდას უქმნის. ის მუდამ ქალისკენ მიიწევს, თუმცა კი ყოველთვის ხელცარიელი რჩება. რეალური გრძნობების ნაცვლად, ის  ქალში ყოველთვის ოცნებებს, ილუზიებსა და ფანტაზიებს აწყდება. თავის მხრივ, ქალის ანიმუსის (მამაკაცის) აღქმა არ შეესაბამება იმას, რასაც ის მამაკაცში ხედავს. ის იბნევა და შეიძლება  აიძულოს მამაკაცი, შეესაბამამებოდეს მის იდეალს. ამრიგად, ის ქმნის ოცნებას, რომელშიც შემდგომ ცხოვრობს. მარტივი მისახვედრია, რომ ეს ასპექტი არაერთ იმედგაცრუებას გამოიწვევს.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან

ამ ასპექტით ორივე ინდივიდს უჭირს ჭეშმარიტი გრძნობების გამოხატვა ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი შესაძლოა რაღაც სახებების მიღმა იმალებოდეს, რაც მის რეალურ ინდივიდუალობას მალავს.  ქალი მაქსიმალურად ცდილობს ზედაპირზე ამოიტანოს მისი გრძნობები, რაზეც მას მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. ეს ქარის დევნას ჰგავს და მამაკაციც მუდმივად ხელიდან უსხლტება. ამ სცენარის მრავალჯერადი განმეორება ქალში საკუთარი თავით იმედგაცრუებას იწვევს და არც ის არის გამორიცხული, საკუთარი იდენტობის გრძნობა დაკარგოს.

 

მამაკაცის მთვარე ოპოზიციაში ქალის პლუტონთან

ეს ასპექტი ურთიერთობაში მუდმივი აფეთქების საშიშროებას ქმნის. ქალი დამტენი ბატარეის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ მამაკაცი მის ძალას საფრთხედ აღიქვამს საკუთარი თავდაჯერებისა და საიმედოობისთვის. ისინი ძალიან ხშირად კამათობენ, რასაც ემოციური გაუცხოება და ხშირად განშორებაც მოჰყვება. თუმცა ამ შეტაკებების შედეგად, მამაკაცი უკეთესად აღიქვამს  საკუთარ შეგრძნებებს. ქალი მიდრეკილია გაანადგუროს ის მყუდრო ნავსაყუდელი, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიილტვოდა, რადგან მასში ძალიან გაძლიერებულია შინაგანი რეგენერაციის  მოთხოვნა.

 

ქალის მთვარე ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან

პლუტონის აღმდგენი ძალა, რასაც წინ უსწრებს განადგურება, ძალიან დამანგრეველია ქალის სათუთი ემოციებისთვის. როგორც წესი, ქალი მუდმივად საფრთხეს გრძნობს, რადგან არ ესმის იმ სიღრმეების, საითკენაც პარტნიორს მიუძღვის. მამაკაცი ცდილობს განასახიაროს „მამაკაცი“, ქალის აღქმის მეშვეობით, თუმცა შესაძლოა ქალს ზედმეტად გაწონასწორებულად თვლიდეს  საკუთარი ენერგიული აღტკინებების დასაკმაყოფიებლად. ეს დიანასა და ლუციფერის შებრძოლებას ჰგავს, როდესაც მთვარის ქალღმერთი ეშმაკს ცდის. მითოლოგიაში ის იმარჯვებს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ამ ბრძოლას გამარჯვებული არ ჰყავს, რადგან ეს ასპექტი საშიშ გამოწვევას უცხადებს ორივე პარტნიორს.


About Qet

Scroll To Top